1. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
11. იურიდიული დახმარების სამსახურისთვის იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზღაურების საკითხი რეგულირდება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
3. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
4. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71
საქართველოს
2014
წლის 26 დეკემბრის კანონი №3014 – ვებგვერდი, 31.12.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.12.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.12.2014 კანონი №3014
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 53. სასამართლო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის 1. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილებულიდა ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა ის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. 11. იურიდიული დახმარების სამსახურისთვის იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზღაურების საკითხი რეგულირდება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. 3. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. 4. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(13667)
- საქმე №ას-1515-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2026
…შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. 37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი…
- საქმე №ას-1375-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2026
…ფართიდან. დასკვნაში ასევე ასახულია ინფორმაცია საცხოვრებელი სახლის მშენებლობის 26.10.1989 წლის დამტკიცებული პროექტის (ბრძანება N53) მიხედვით, ქ. ქუთაისში,.........., მდებარე მიწის ნაკვეთის გაუნაშენიანებელი ფართზე. 49. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს,…
- საქმე №ას-41-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
…გამომდინარე პირგასამტეხლო - 4025.69 (ოთხი ათას ოცდახუთი და სამოცდაცხრა) ევრო; N7824181 სესხთან დაკავშირებით გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო - 1816.1 (ათას რვაას თექვსმეტი და ათი) ევრო. 44. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო…
- საქმე №ას-1351-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
…შემდგომი პრეტენზია მიემართება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც მას შპს „ბ–ის მიმართ, იურიდიული მომსახურების სახით გაწეული 5 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება,…
- საქმე №ას-473-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
…ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს დავის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ზემომითითებული გარემოებები, რის შემდგომაც, სპეციალური კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის წარმატებულობა შეაფასოს. 36. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის…
- საქმე №ას-259-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
- საქმე №ას-1027-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2026
- საქმე №ას-1243-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
- საქმე №ას-1131-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
- საქმე №ას-1160-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
- საქმე №ას-1172-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2026
- საქმე №ას-1011-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №ას-1081-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №ას-161-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №ას-1594-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2026
- საქმე №ას-1238-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2026
- საქმე №ას-603-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2026
- საქმე №ას-1405-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2026
- საქმე №ას-1554-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2026
- საქმე №ას-1067-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2026
- საქმე №ას-898-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.01.2026
- საქმე №ას-81-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2026
- საქმე №ას-866-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.01.2026
- საქმე №ას-1368-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.01.2026
- საქმე №ას-1410-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.01.2026
- საქმე №ას-218-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2025
- საქმე №ას-983-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2025
- საქმე №ას-228-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2025
- საქმე №ას-948-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
- საქმე №ას-1145-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2025
- საქმე №ას-504-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2025
- საქმე №ას-1125-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2025
- საქმე №ას-112-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2025
- საქმე №ას-1577-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2025
- საქმე №ას-542-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
- საქმე №ას-489-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
- საქმე №ბს-116(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.11.2025
- საქმე №ას-356-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
- საქმე №ას-677-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
- საქმე №ას-1030-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 13667-დან.