1. არასრულწლოვნის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობენ არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში სპეციალიზებული მოსამართლე, ადვოკატი, სოციალური მუშაკი ან/და არასრულწლოვნის საჭიროებების გათვალისწინებით მოწვეული სხვა შესაბამისი სპეციალისტი.

2. სპეციალიზაციის სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო მოსამართლის შემთხვევაში –
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5014 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5914 – ვებგვერდი, 25.05.2020