განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №170310019002911123
საქმე N3ბ/2583-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
4 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - გ---–- გ-------ი;
წარმომადგენელი - ნ---------------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - თ------–----ოს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის ი-----დიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისია;
წარმომადგენლები - ო-–-------–---ი, კ----------------------–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თ------–----ოს რიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი თ------–----ოს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის ი-----დიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2019 წლის 1 მარტის N-- განკარგულება;
1.2. დაევალოს თ------–----ოს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის ი-----დიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა და თ------–----ოს მუნიციპალიტეტის სოფელ დ--------ში მდებარე უძრავ ქონებაზე - სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გ---–- გ-------ის საკუთრების უფლების აღიარება;
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა სარჩელს მხარი არ დაუჭირა და განმარტა, რომ სადავო N-- განკარგულება გამოცემულია საქმესთან დაკავშირებილი დოკუმენტებისა და ინფორმაციის სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გ---–- გ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. დადგენილია, რომ სახალხო დეპუტატების თ------–----ოს რაისაბჭოს აღმასკომს, სახალხო დეპუტატთა მ------ს რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მიერ ეცნობა, რომ სახალხო დეპუტატების მ------ს რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 28 მარტის N60 გადაწყვეტილებით, სოფელ ფარის მცხოვრებ გ-------ი ჯ---- შ--------ეს ძე, ოჯახის შემადგენლობა 3 (სამი) გადახაზულია და მიეთითა 4 (ოთხი) სულით, ნება დაერთო ჩამოსახლებული იქნეს სოფ. ო------–ი, სამოსახლო ნაკვეთიN14, 4 ოთახიან სახლში.
4.2. 2002 წლის 15 ივლისის N1--------- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში მითითებულია, რომ თ------–----ო, სექტორი ო------ი, სოფელი დ--------ი, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების, 0,251 ჰა. დაზუსტებული ფართობის, მესაკუთრეა ი----- გ-------–--ნი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწის განაწილების სია 196. სიტუაცი----- გეგმის თანახმად, უძრავი ქონების (ს/კ 8-----------) მესაკუთრედ მითითებულია ი----- გ-------–--ნი.
4.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 09 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N8----------- განცხადებით მიმართა გ---–- გ-------მა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე თ------–----ო, სოფელი დ--------ი, 2418 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე.
4.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის N6-------- წერილით, გ---–- გ-------ს ეცნობა, რომ ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით N8----------- განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვარსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების მიხედვით (ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმები) აღნიშნული მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და კატეგორიის თაობაზე ინფორმაცია არ დგინდება. ასევე ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რომელზეც სააგენტოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება.
4.5. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გ---–- გ-------ის განცხადებასთან დაკავშირებით, 2018 წლის 22 ნოემბერს N4----- წერილით მიმართა თ------–----ოს მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და გადაუგზავნა დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე მდებარე თ------–----ო, სოფელი დ--------ი. ამასთან აცნობა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია ვერ განიხილებოდა როგორც საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტაციით ვერ დგინდებოდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების მფლობელობის ფაქტი.
4.6. 2019 წლის 29 იანვრის კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, მოწმეები ადასტურებენ ფაქტს, რომ გ---–- გ-------ი 2000 წლიდან ფლობს მათ მეზობლად უძრავ ქონებას; მითითებულია, რომ მოწმეები არ არიან მომიჯნავე უძრავი ქონების მესაკუთრეები. დადგენილია, რომ კომისიის სხდომაზე მიღებული იქნა შუალედური გადაწყვეტილება. საჭირო იყო მიმდებარედ რეგისტრირებული ქონებების უფლების დამდგენი დოკუმენტების დადგენა, ასევე სისტემური რეგისტრაციის სააღრიცხვო ბარათის გამოთხოვა საჯარო რეესტრიდან.
4.7. დადგენილია, რომ კომისიის 2019 წლის 1 მარტის სხდომაზე, ფიზიკური და კერძო სამართლის ი-----დიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გ---–- გ-------ს უარი ეთქვა თ------–----ოს მუნიციპალიტეტის, სოფელ დ--------ში მდებარე 2418 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობაზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაზე. ოქმის თანახმად, აღნიშნული უძრავი ქონება არ წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ მიწას და შესაბამისად არ ექვემდებარება მასზე საკუთრების უფლების აღიარებას.
ოქმში ასევე მითითებულია, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არის 1980-იან წლებში მიზნობრივად ს-------ს რეგიონებიდან სტიქი----- მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით გამოყოფილი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლიც, წარმოადგენს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ აშენებულ შენობას ეკომიგრანტებისათვის. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობა არის კაპიტალური, შემოღობილია და იზოლირებულია. დღეის მდგომარეობით არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, თუმცა ექცევა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების საფუძველზე განხორციელებული სისტემური რეგისტრაციის ყვითელ ხაზებში, კერძოდ მესაკუთრე ი----- გ-------–--ნი ს/კ 8----------- ასევე გახსნილია სააღრიცხვო ბარათი.
4.8. დადგენილია, რომ "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 54-ე მუხლის პირველი პუნქტის "ე.ვ1" ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-32 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის, "ფიზიკური და კერძო სამართლის ი-----დიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის, ფიზიკური და კერძო სამართლის ი-----დიული პირებისს მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N376 დადგენილების, კომისიის 2019 წლის 1 მარტის N3 ოქმის მე-6 საკითხის გათვალისწინებით, კომისიის 2019 წლის 1 მარტის N-- განკარგულებით, გ---–- გ-------ს უარი ეთქვა თ------–----ოს მუნიციპალიტეტის სოფელ დ--------ში მდებარე 2418 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობის საკუთრების უფლების აღიარებაზე.
4.9. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 მარტის N8--------------- გადაწყვეტილებით, გ---–- გ-------ს უარი ეთქვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაზე მდებარე თ------–----ოს რაიონი, სოფ. დ--------ი, ვინაიდან, დაინტერესებული პირის მიერ ვერ იქნა წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4.10. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 მაისის N1----- წერილით, თ. სოლოღაშვილს 2019 წლის 21 მაისის N2-------- განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვდა ინფორმაციას უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი N8-----------) ადგილმდებარეობის შესახებ, ეცნობა, რომ "სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების შესაბამისად, განხორციელდა სისტემური რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე, თ------–----ოს რაიონი, სოფელი დ--------ი, საკადასტრო კოდით 8-----------. ასევე ეცნობა, რომ აღნიშნული უძრავი ნივთი რეგისტრირებულია დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით, რაც გულისხმობს, რომ საჯარო რეესტრში აღნიშნული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები (მიწის ნაკვეთის საზღვრები და ადგილმდებარეობა სახელმწიფო კორდინატთა სისტემის მიხედვით, ფართობი, კონფიგურაცია და სხვ) რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა დაუდგენელია. ასევე ეცნობა, რომ სააგენტოში დაცულია სისტემური აღწერის შედეგად მიღებული უფლებადაურეგისტრირებელი დაუზუსტებელი გრაფიკული საკადასტრო მონაცემები (ე.წ. ყვითელი ფენა), რომლის მიხედვითაც უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის განსაზღვრა ვერ ხდება.
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ მიუთითა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონება მიწის ნაკვეთი არის 1980-იან წლებში მიზნობრივად ს-------ს რეგიონიდან სტიქი----- მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელით უზრუნველყოფის მიზნით გამოყოფილი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლიც წარმოადგენს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ აშენებულ შენობას ეკომიგრანტებისთვის. დღეის მდგომარეობით, არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
სასამართლოს განმარტებით, იმისათვის რომ მიწას მიენიჭოს თვითნებურად დაკავებულის სტატუსი და მასზე გავრცელდეს კომისიის უფლებამისილება, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს დაკავებული 2007 წლამდე (სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების), რომელზედაც განთავსებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), უნდა მდებარეობდეს დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიწას მიენიჭება თვითნებურად დაკავებულის სტატუსი თუ ის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული და არ წარმოადგენს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, ანუ არ არის მართლზომიერი მფლობელობის ობიექტი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების მოპოვების ობიექტი ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით არ არის რეგისტრირებული. მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ გ---–- გ-------მა შესაძლოა მემკვიდრეობით მიიღო მამის დანატოვარი ქონება, ფლობს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს და შენობა - ნაგებობას და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება (ინფორმაცია), რომელიც სასამართლოს მიანიშნებდა აღნიშნული უძრავი ქონებაზე თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე.
საქმეში წარდგენილ სახალხო დეპუტატების მ------ს რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 28 მარტის N60 გადაწყვეტილებით, სასამართლომ უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია, რომ ჯ---- გ-------ს ოჯახით ნება დაერთო ჩასახლებულიყო თ------–----ოს რაიონის სოფ. ო------–ი (სამოსახლო ნაკვეთი#14, 4 ოთახიანი სახლი), ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ჯ---- გ-------ი (მოსარჩელის პაპა) და მისი ოჯახი ცხოვრობდა (ფლობდა) თ------–----ოს რაიონის სოფ. ო------–ი ეკომიგრანტებისთვის განკუთვნილ სახელმწოფის მიერ აშენებულ სახლში და მიუთითა, რომ მოსარჩელეს აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება (ინფორმაცია) არ წარუდგენია. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია, რომ აღნიშნული ქონება წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულს, საქმის განმხილველმა სასამართლომ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია.
რაც შეეხება მოთხოვნას ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში არ არსებობს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
6. გ---–- გ-------ის სააპელაციო მოთხოვნა:
6.1. თ------–----ოს რიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახლი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
6.2. გ---–- გ-------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, მიუთითებს, რომ 2000 წლიდან ფლობს და სარგებლობს მამის მიერ დანატოვარ მიწის ნაკვეთს (2418 კვ.მ) და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლს. აღნიშნული გარემოების დამადასტურებლად მიუთითებს ნოტარიულად დამოწმებულ მოწმეთა (გ------- გ-------ი - ბიძაშვილი, ი---- ც------–---ი - დედა, ს--–---- გ-------ი - და, ზ----- გ-------ი - მამიდა) ჩვენებებზე, რომლებიც ადასტურებენ, რომ 2000 წლიდან ფლობს მამის - დ----- გ-------ის დანატოვარ ქონებას და აცხადებენ თანხმობას გ---–- გ-------ის საკუთრებად აღირიცხოს აღნიშნული მიწის ნაკვეთი.
წარმომადგენლის განმარტებით, 2000 წლის და შემდგომში განხორციელებული აეროფოტოგადაღებებით უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი დგას "ფიზიკური და კერძო სამართლის ი-----დიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" კანონის ამოქმედებამდე. მიუთითებს, რომ ყოველთვიურად იხდის ზემოხსენებული მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლისთვის გათვალისწინებულ კომუნალურ გადასახადებს.
აპელანტი დაუსაბუთებლად მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს უარს და ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის იმ არგუმენტზე, რომ მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს და იგი ეკუთვნის მოსარჩელის ბაბუას მართლზომიერი მფლობელობის გზით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ აპელანტი მიუთითებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ მიიჩნია, რომ განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არსებობდა მართლზომიერი უფლების დამდგენი დოკუმენტი, რის გამოც განცხადება გადაიგზავნა აღიარების კომისიაში. ასევე ყურადღებას ამახვილებს 1987 წლის 28 მარტის N60 გადაწყვეტილებაზე, რომელიც არ იქნა მიჩნეული მართლზომიერი უფლების დამდგენ დოკუმენტად.
წარმომადგენლის განმარტებით, როდესაც კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე არ არსებობს მართლზომიერი უფლების დამდგენი დოკუმენტი და ამავდროულად მასზე განთავსებულია შენობა - ნაგებობა, რომელსაც ფლობს და სარგებლობს კონკრეტული პირი, იგი ექცევა თვითნებურად დაკავებული მიწის კატეგორიის ქვეშ. მისივე განმარტებით, იმ შემთხევაში, როდესაც შესაძლოა მიწის ნაკვეთზე ოდესღაც არსებობდა მართლზომიერი უფლების დამდგენი დოკუმენტი, მაგრამ დღეის მდგომარეობით დაკარგულია ან განადგურებულია, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ვერასდროს მოხდება, რადგან, თუ ოდესღაც არსებობდა მართლზომიერი უფლების დამდგენი დოკუმენტი და დღეს აღარ არსებობს, იგი ვერასდროს დაექვემდებარება აღიარებს როგორც თვითნებურად დაკავებული. წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება კანონის მიზნებს და პრინციპებს და სასამართლომ უნდა მისცეს ფართო განმარტება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცნებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველყოვლისა, პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ დავის საგანს წარმოადგენს თ------–----ოს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის ი-----დიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2019 წლის 1 მარტის N-- განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება, უძრავ ქონებაზე გ---–- გ-------ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. ამდენად, უნდა შეფასდეს არსებობს თუ არა მითითებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი. მხარის ი-----დიულ ინტერესს წარმოადგენს როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
7.2. „ფიზიკური და კერძო სამართლის ი-----დიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის ი-----დიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მითითებული ნორმის ანალიზის საფუძველზე უნდა აღინიშნოს, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებას წარმოშობს პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი, რომელიც გამოვლინდება ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში.
საკითხზე მსჯელობის მიზნით, პალატა მნიშვნელოვანად მიიჩნევს ყურადღება გამახვილდეს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არის 1980-იან წლებში მიზნობრივად ს-------ს რეგიონებიდან სტიქი----- მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით გამოყოფილი და სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლიც წარმოადგენს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ აშენებულ შენობას ეკომიგრანტებისათვის. ამდენად, თ------–----ოს რაისაბჭოს აღმასკომის მიერ ჯ---- გ-------ისათვის ნაკვეთი #14-ის გადაცემის შემდგომ, ეს მიწის ნაკვეთი არ აღრიცხულა მის საკურებაში, იგი რჩება სახელმწიფო საკუთრებად და ამდენად, შესაძლებელია თვითნებურად დაკავების მოტივით საკუთრების უფლების აღიარებაზე მსჯელობა.
საქმის მასალებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სახალხო დეპუტატების მ------ს რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 28 მარტის N60 გადაწყვეტილებით, სოფელ ფარის მცხოვრები ჯ---- შ--------ეს ძე გ-------ი ჩამოსახლებული იქნა სოფ. ო------–ი, სამოსახლო ნაკვეთი N14-ში, 4 ოთახიან სახლში. დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული ჯ---- გ-------ი იყო გ---–- გ-------ის მამის - დ----- გ-------ის მამა. მიუხედავად აღნიშნული (28.03.1987) გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციისა, რომ გ---–- გ-------მა შესაძლოა მემკვიდრეობით მიიღო მამის დანატოვარი ქონება, ფლობს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს და შენობა - ნაგებობას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები პალატის მოსაზრებით არ ადასტურებს სახალხო დეპუტატების მ------ს რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 28 მარტის N60 გადაწყვეტილების საფუძველზე, ჯ---- გ-------ის მიერ სამოსახლო ნაკვეთისა და მასზე არსებული სახლის საკუთრებაში მიღებას/საკუთრებად აღრიცხვას, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო უძრავი ქონება დღეის მდგომარეობით წარმოადგენს განუკარგავ/სახელმწიფო საკუთრებას და ფიზიკური და კერძო სამართლის ი-----დიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე შესაძლებელს ხდის ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარებას.
რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენად წარმოადგენს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი ი----- გ-------–--ნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, პალატა მეტი სიცხადისთვის ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2002 წლის 15 ივლისის N1--------- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათზე, სადაც მითითებულია, რომ თ------–----ო, სექტორი ო------ი, სოფელი დ--------ი, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების, 0,251 ჰა. დაზუსტებული ფართობის მესაკუთრეა ი----- გ-------–--ნი, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწის განაწილების სია 196, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - 8-----------.
აქვე, ყურადსაღებია საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 მაისის N1----- წერილი, რომლითაც ადგილმდებარეობის შესახებ საკადასტრო კოდზე N8----------- მარეგისტრირებელმა ორგანომ განმარტა, რომ "სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების შესაბამისად, განხორციელდა სისტემური რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე, თ------–----ოს რაიონი, სოფელი დ--------ი, საკადასტრო კოდით 8-----------. აღნიშნული უძრავი ნივთი რეგისტრირებულია დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით, რაც გულისხმობს, რომ საჯარო რეესტრში აღნიშნული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები (მიწის ნაკვეთის საზღვრები და ადგილმდებარეობა სახელმწიფო კორდინატთა სისტემის მიხედვით, ფართობი, კონფიგურაცია და სხვ) რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად აღნიშნული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა დაუდგენელია. წერილის თანახმად, სააგენტოში დაცულია სისტემური აღწერის შედეგად მიღებული უფლებადაურეგისტრირებელი დაუზუსტებელი გრაფიკული საკადასტრო მონაცემები (ე.წ. ყვითელი ფენა), რომლის მიხედვითაც უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის განსაზღვრა ვერ ხდება. ასევე, ი----- გ-------–--ნის სახელზე ირიცხება ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენს ე.წ. კუთხის მიწის ნაკვეთს, ხოლო გ---–- გ-------ის მიერ კი მოთხოვნილი სხვა ადგილმდებარეობის მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია (იხ. ს.ფ. 55, 88).
ამდენად, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გ---–- გ-------ის მიერ აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთი (ანუ, თ------–----ოს რაისაბჭოს აღმასკომის მიერ ჯ---- გ-------ისათვის გადაცემული ნაკვეთი #14 - ს.ფ.104) და ი----- გ-------–--ნის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, არ წარმოადგენს ერთდაიგივე მიწის ნაკვეთს.
თავად ი----- გ-------–--ნის პიროვნების იდენტიფიცირების თვალსაზრისით აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 22 მაისის #01/156439 წერილის თანახმად, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ ფიქსირდება გვარი „გ-------–--ნის“ რეგისტრაცია (იხ. ს.ფ. 101).
7.3. პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის ი-----დიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პი---- უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
პალატა დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პი---- საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან ი-----დიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას.
პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის ი-----დიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით (ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება) დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში თ------–----ოს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის ი-----დიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიამ სადავო განკარგულებით გ---–- გ-------ს უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნული ქონება არ წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ მიწას.
პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ, სანოტარო წესით დამოწმებულ მოწმეთა განცხადებებზე, რომლითაც მ--- ც------–---ი, მ----- გ-------ი, გ------- გ-------ი, ი---- ც------–---ი, ს--–---- გ-------ი, ზ----- გ-------ი ადასტურებენ, რომ გ---–- გ-------ი 2000 წლიდან ფლობს და სარგებლობს მამის დ----- გ-------ის დანატოვარი 2418 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებულ საცხოვრებელი სახლით თ------–----ოს რაიონის სოფელ დ--------ში, რომელიც არის შემოღობილი ერთიანად, კაპიტალურად, დარგული აქვს მრავალწლიანი ნარგავები, აღნიშნული ნაკვეთით დღემდე სარგებლობს და ამუშავებს.
პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოები, თ------–----ოს რაისაბჭოს აღმასკომის მიერ ჯ---- გ-------ისათვის ნაკვეთი #14-ის გადაცემის დოკუმენტი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი, რომ ი----- გ-------–--ნზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის განსაზღვრა ვერ ხდება, ის გარემოება, რომ გ-------–--ნზე რეგისტრირებული და ჯ---- გ-------ისათის გამოყოფილი მიწის ნაკვეთები სხვადასხვაა, მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, ცალსახად ადასტურებს გ---–- გ-------ის მიერ სადავო უძრავი ქონებას ფლობას არა მართლზომიერი მფლობელობის საფუძველზე, არამედ როგორც თვითნებურად დაკავებული უძრავი ქონებისა კანონის ამოქმედებამდე. ამდენად, ცალსახაა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის თ------–----ოს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის ი-----დიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2019 წლის 1 მარტის N-- განკარგულების მიღების დროს კომისიის მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 96-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოიცა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრული გამოკვლევის გარეშე.
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აგრეთვე, დაუშვებელია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამრიგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თ------–----ოს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. გ---–- გ-------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი თ------–----ოს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის ი-----დიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2019 წლის 1 მარტის N-- განკარგულება, გ---–- გ-------ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და უნდა დაევალოს თ------–----ოს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის ი-----დიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა თ------–----ოს მუნიციპალიტეტის სოფელ დ--------ში მდებარე უძრავ ქონებაზე - სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გ---–- გ-------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. სართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარისა და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება გ---–- გ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თ------–----ოს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის ი-----დიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ---–- გ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თ------–----ოს რიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. გ---–- გ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
4. ბათილად იქნეს ცნობილი თ------–----ოს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის ი-----დიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2019 წლის 1 მარტის N-- განკარგულება, გ---–- გ-------ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.
5. დაევალოს თ------–----ოს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის ი-----დიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა თ------–----ოს მუნიციპალიტეტის სოფელ დ--------ში მდებარე უძრავ ქონებაზე - სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გ---–- გ-------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
6. გ---–- გ-------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 ლარისა და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 150 ლარის ანაზღაურება დაეკისროს თ------–----ოს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის ი-----დიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიას მოსარჩელის სასარგებლოდ.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -