1. მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, თარჯიმნებს აუნაზღაურდებათ სასამართლოში გამოცხადებისათვის გაწეული მგზავრობისა და საცხოვრებელი სადგომის დაქირავების ხარჯები და მიეცემათ დღიური თანხა. ამასთან, კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებები (დამოუკიდებელი ექსპერტები), სპეციალისტები, თარჯიმნები იღებენ გასამრჯელოს დადებული შეთანხმების საფუძველზე სასამართლოს დავალებით შესრულებული სამუშაოსათვის. ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება დრო, რომელიც მათ უნდა მოახმარონ სასამართლოს დავალების შესრულებას, მასალები, რომლებიც საჭირო იქნება ამ მოვალეობის სათანადოდ შესრულებისათვის და სხვა.
2. სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის სასამართლო-საექსპერტო მომსახურების (სპეციალისტის, თარჯიმნის) ანაზღაურება ხდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და ტარიფების შესაბამისად.
21
. სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციის მომსახურება ანაზღაურდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი საფასურების შესაბამისად იმ პირის მიერ, რომლის შუამდგომლობითაც გამოიტანა სასამართლომ დავალება ადგილზე დათვალიერების შესახებ ფაქტების კონსტატაციის მიზნით, ხოლო სასამართლოს ინიციატივით განხორციელებული ფაქტების კონსტატაციის შემთხვევაში – მხარეების მიერ თანაბრად.
3. მუშაკებს, რომლებიც მოწმეებად არიან დაბარებულნი სასამართლოში, სამუშაო ადგილზე უნარჩუნდებათ საშუალო ხელფასი. მოწმეებს, რომლებიც არ არიან შრომით ურთიერთობაში, სამუშაოდან ან ჩვეულებრივი საქმიანობიდან მოცდენისათვის ეძლევათ გასამრჯელო ფაქტობრივად დახარჯული დროისა და შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის გათვალისწინებით.
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №597 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.173
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.05.2012-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 08.05.2012 კანონი №6145
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 45. მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნისათვის გადასახდელი თანხები 1. მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, თარჯიმნებს აუნაზღაურდებათ სასამართლოში გამოცხადებისათვის გაწეული მგზავრობისა და საცხოვრებელი სადგომის დაქირავების ხარჯები და მიეცემათ დღიური თანხა. 2. ამასთან, კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებები, თ (დარჯიმნოუკიდებელი ექსპერტები), სპეციალისტები, თარჯიმნები იღებენ გასამრჯელოს სასამართლოს დავალებით შესრულებული სამუშაოსათვის დადებული შეთანხმების საფუძველზე , თუ ესასამუშართლოს დარ შვალედბის მათ შეს სამსახურულებრულივ სამოვუშალეობსაშთვის. ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება დრო, რომელიც მათ უნდა მოანდოხმარონ სასამართლოს დავალების შესრულებას, მასალები, რომლებიც საჭირო იქნება ამ მოვალეობის სათანადოდ შესრულებისათვის და სხვა. 2. სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის სასამართლო-საექსპერტო მომსახურების (სპეციალისტის, თარჯიმნის) ანაზღაურება ხდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და ტარიფების შესაბამისად. 21 . სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციის მომსახურება ანაზღაურდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი საფასურების შესაბამისად იმ პირის მიერ, რომლის შუამდგომლობითაც გამოიტანა სასამართლომ დავალება ადგილზე დათვალიერების შესახებ ფაქტების კონსტატაციის მიზნით, ხოლო სასამართლოს ინიციატივით განხორციელებული ფაქტების კონსტატაციის შემთხვევაში – მხარეების მიერ თანაბრად. 3. მუშაკებს, რომლებიც მოწმეებად არიან დაბარებულნი სასამართლოში, სამუშაო ადგილზე უნარჩუნდებათ საშუალო ხელფასი. მოწმეებს, რომლებიც არ არიან შრომით ურთიერთობაში, სამუშაოდან ან ჩვეულებრივი საქმიანობიდან მოცდენისათვის ეძლევათ გასამრჯელო ფაქტობრივად დახარჯული დროისა და შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის გათვალისწინებით. საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №597 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.173 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1