განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#010332219900023383
საქმე #სსდ-21-19 4 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე,პაატა ქათამაძე
სხდომის მდივანი - მ--- გ------
საჩივრის ავტორი _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე - თ----- ი-–--–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2005 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით იმ დროს მოქმედი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, დისციპლინური დევნა აღიძრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე თ----- ი-–--–---–ის მიმართ, რისი საფუძველიც გახდა მოსამართლის მიერ ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომათა ჩადენა - საქმის განხილვისას კანონის უხეში დარღვევა და მოსამართლის მოვალეობების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა ვ------- ყ------ის სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 498-ე და 501-ე მუხლების მოთხოვნათა უხეშ დარღვევაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მითითებული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მოსამართლე თ----- ი-–--–---–ის მიერ 2005 წლის 27 აპრილის სხდომაზე სასამართლო გამოძიება გამოცხადდა დამთავრებულად, მოსამართლე გავიდა სათათბირო ოთახში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 2005 წლის 11 მაისის განჩინებით სასამართლო კოლეგიამ მოცემულ საქმეზე განაახლა სასამართლო გამოძიება იმ დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 498-ე მუხლზე მითითებით და იმავე რიცხვით დათარიღებული განჩინებით, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, ვ------- ყ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას. აღნიშნული ქმედებით უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 501-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სასამართლო გამოძიების განახლების საფუძველი მხოლოდ დამატებითი სასამართლო მოქმედებების ჩატარების აუცილებლობაა, რათა დადგინდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 498-ე მუხლში მითითებული საკითხები.
მითითებული დარღვევებისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2005 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით მოსამართლე თ----- ი-–--–---–ი მიცემულ იქნა დისციპლინურ პასუხისგებაში ამავე კანონის 2.2. მუხლის `ა~ და `ე~ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომების ჩადენისათვის - საქმის განხილვისას კანონის უხეში დარღვევისა და საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურებისათვის.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2005 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით მოსამართლე თ----- ი-–--–---–ის მიმართ აღიძრა კიდევ ერთი დისციპლინური დევნა, რისი საფუძველიც გახდა ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენა _ საქმის განხილვისას კანონის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა შემდეგში: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 21 მაისის განაჩენით (სხდომას თავმჯდომარეობდა თ----- ი-–--–---–ი) განსასჯელების: ჯ--–--- რ---------–---–ის, ზ---- ქ-–--–-–---–ის, რ---- გ--------–---–ის, ე------ ს------–--ის, ლ---- დ---–--ის, რ----- მ-----–---ის და ა-–- ა-–---ის სისხლის სამართლის საქმეზე უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-60 და 62-ე მუხლების, ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 161-ე და 509-ე მუხლების მოთხოვნები.
სისხლის სამართლის კანონმდებლობით, განაჩენის დადგენისას, მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული სასჯელის _ თავისუფლების აღკვეთის ვადის ათვლა იწყება პირის დაკავების ან დაპატიმრების მომენტიდან. მოსამართლე თ. ი-–--–---–მა განაჩენით გ--------–---–ისა და ს------–--ისათვის შეფარდებული სასჯელის ვადის ათვლის თარიღად განსაზღვრა მათ მიერ ჩადენილი წინა დანაშაულისთვის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის ბოლო დღე. შედეგად, გამოვიდა, რომ ორ მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიება არ შეფარდებიათ, მიუხედავად ამისა, ისინი საპყრობილეში იმყოფებოდნენ როგორც მსჯავრდებულები. თუმცა რომელი სამართლებრივი საფუძვლით _ გაუგებარია.
ამასთან, სასამართლო კოლეგიის მიერ დარღვეულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 62.3 მუხლის მოთხოვნა მსჯავრდებულების _ გ--------–---–ის, ს------–--ის, რ---------–---–ის, ქ-–--–-–---–ის, მ-----–---ის, ა-–---ისა და დ---–--ის მიმართ. კერძოდ: აღნიშნული პირები მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის 2000 წლის 11 ივლისს #7 საპყრობილიდან გადაიყვანეს #5 საპყრობილეში. 2000 წლის 28 ივლისს ისინი ბრალდებულების სახით მიეცნენ პასუხისგებაში, შესაბამისად, შეიცვალა მათი საპროცესო მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, 2003 წლის 21 მაისის განაჩენით მათთვის შეფარდებული სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო არა მათი საპროცესო მდგომარეობის შეცვლის დღიდან, არამედ განაჩენის გამოცხადების მომენტიდან.
მითითებული დარღვევებისთვის მოსამართლე თ----- ი-–--–---–ი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2005 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით მიცემულ იქნა დისციპლინურ პასუხისგებაში `საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ~ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის `ა~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის _ საქმის განხილვისას კანონის უხეში დარღვევისათვის.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიაში ზემოაღნიშნული დისციპლინური საქმეების გაერთიანებისა და ერთობლივად განხილვის შედეგად 2005 წლის 6 ოქტომბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც სადისციპლინო კოლეგიამ სრულად გაიზიარა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებში გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე თ----- ი-–--–---–ი ცნობილ იქნა ბრალეულად ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის `ა~ და `ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომებისათვის, რისთვისაც მას დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი _ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.
მითითებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოში გაასაჩივრა მოსამართლე თ----- ი-–--–---–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
სადისციპლინო საბჭომ დადასტურებულად მიიჩნია მოსამართლე თ----- ი-–--–---–ის მიერ გადაცდომების ჩადენის ფაქტები. ამასთან, გაიზიარა სადისციპლინო კოლეგიის მიერ გაკეთებული იურიდიული კვალიფიკაცია, გაითვალისწინა ჩადენილი გადაცდომების სიმძიმე და დამდგარი შედეგი, დაკისრებული დისციპლინური სახდელი მიიჩნია კანონიერად და სამართლიანად, რის გამოც 2005 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
მითითებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიაში გაასაჩივრა მოსამართლე თ----- ი-–--–---–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის 2006 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს.
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 90-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში 2006 წლის 19 აპრილს ამავე სასამართლოს მისაღებიდან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2006 წლის 17 აპრილის #1/1 მომართვის საფუძველზე გადმოგზავნილ იქნა თ----- ი-–--–---–ის დისციპლინური საქმე.
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 62-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2006 წლის 28 აპრილის განჩინებით მოსამართლე თ----- ი-–--–---–ის საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, ვინაიდან, დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი აღარ აკმაყოფილებდა ამავე კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში განსახილველი საჩივარი არ იყო მოყვანილი ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ’’ კანონის 61-ე მუხლთან შესაბამისობაში, რის გამოც, საჩივრის ავტორს დაევალა ზემოაღნიშნული კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, წარმოედგინა დასაბუთებული საჩივარი.
2006 წლის 11 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში ზემოაღნიშნული ხარვეზის შევსების მიზნით თ----- ი-–--–---–ის მიერ წარმოდგენილ იქნა საჩივარი საქართველოს საერთო სასამართლების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღება.
საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება იყო უკანონო და უსამართლო, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო აქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებულ სამართლებრივ პრინციპებს. კერძოდ: _ საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5, მე-8 პუნქტებითა და სსსკ-ის მე-8 მუხლის მე-3, მე-5, მე-7, მე-8 პუნქტებით აღიარებულ პრინციპს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შესახებ; სსსკ-ის მე-19 და 132-ე მუხლებით აღიარებულ პრინციპს სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შინაგანი რწმენით შეფასების შესახებ; `საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ~ კანონის მე-2 მუხლის შენიშვნისა და 45-ე მუხლით აღიარებულ ბრალეულობის პრინციპს, რომლის თანახმად, კანონის უხეშ დარღვევად არ ჩაითვლებოდა კანონის არასწორი განმარტება, რომელსაც საფუძვლად ედო მოსამართლის შინაგანი რწმენა, რაც დისციპლინური პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2006 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე თ----- ი-–--–---–ის დისციპლინურ საქმეში არ მოიპოვებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარისა და წევრების მიერ ხელმოწერილი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2005 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ხელმოწერილი გადაწყვეტილების დედანი).
სადისციპლინო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები წარმოადგენდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2005 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების, `საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ~ კანონის 73-ე მუხლის `ე~ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფუძველს.
თ----- ი-–--–---–ის დისციპლინური საქმის სადისციპლინო კოლეგიაში ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ სადისციპლინო კოლეგიის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული საქმე გაერთიანდა თ----- ი-–--–---–ის მიმართ მის წარმოებაში არსებულ სხვა დისციპლინურ საქმესთან (დისციპლინური საქმე: ჭ------ დ--–---–---–ის, გ-------– ჟ-–--–---–ისა და ა-–------ ა-----–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე ჩადენილ გადაცდომათა გამო).
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე თ----- ი-–--–---–ი გამართლებულ იქნა დისციპლინური ბრალდების ეპიზოდში ჭ. დ--–---–---–ის, გრ. ჟ-–--–---–ისა და ა. ა-----–---–ის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით `საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხიმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის `ზ~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის _ დისციპლინური უფლებამოსილების მქონე ორგანოს საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან მისადმი უპატივცემულობა _ ჩადენაში, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომების ჩადენაში ცნობილ იქნა ბრალეულად, ის ასევე, ბრალეულად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული კანონის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაცდომათა ჩადენაში ვ. ყ------ის, რ---------–---–ის, ქ-–--–-–---–ის, გ--------–---–ის, ს------–--ის, დ---–--ის, მ-----–---ისა და ა-–---ის სისხლის სამართლის საქმეთა გამო, რისთვისაც მას დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი _ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.
მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა მოსამართლე თ----- ი-–--–---–მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე თ----- ი-–--–---–ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება შეიცვალა ნაწილობრივ; მოსამართლე თ----- ი-–--–---–ი გამართლდა `საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ~ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის `ა~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის _ საქმის განხილვისას მოსამართლის მიერ კანონის უხეში დარღვევა _ ჩადენისათვის ჯ--–--- რ---------–---–ისა და სხვათა ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დისციპლინური ბრალდების ეპიზოდის იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა მსჯავრდებულებისათვის თავისუფლების აღკვეთის მოხდის ვადის ათვლას (რ---- გ--------–---–სა და ე------ ს------–--ესთან დაკავშირებული დისციპლინური ბრალდების ეპიზოდის გარდა); გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში, მათ შორის, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სახდელის დაკისრების ნაწილში, დარჩა უცვლელად.
თ----- ი-–--–---–მა 2018 წლის 4 დეკემბერს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას და აღნიშნა, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა - მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.
თ----- ი-–--–---–მა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გაასაჩივრა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, რომელმაც 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით დაადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა საქართველოს მხრიდან. აღნიშნულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მან 2015 წლის 6 ოქტომბერს შეტყობინება გაუგზავნა საქართველოს მთავრობას ევროკონვენციის 6.1 და მე-7 მუხლების, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის მიმართულებით დარღვევის თაობაზე. თუმცა საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 15 სექტემბრისა და 2017 წლის 17 იანვრის წერილებით ევროსასამართლოს აცნობა, რომ ის სთავაზობდა ცალმხრივი განაცხადის გაკეთებას მიმართვის შესაბამის ნაწილში, კერძოდ, საქართველოს მთავრობამ ცნო ევროკონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა სამოქალაქო მიმართულებით მომჩივნის წინააღმდეგ ჩადენილ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით. სახელმწიფომ იტვირთა 5000 ევროს გადახდა მატერიალური და არამატერიალური ზარალის, სასამართლო და არასასამართლო ხარჯების დაფარვისა და ნებისმიერი ბაჟისათვის. მიმართვის დანარჩენ ნაწილებთან დაკავშირებით, კერძოდ, სისხლის სამართლის მიმართულებით ევროკონვენციის მე-7 და 6.1 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით ევროსასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული საჩივრები შეუსაბამო იყო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით მოყვანილ დებულებებთან. ამდენად, ევროკონვენციის 37.1(c) მუხლის შესაბამისად, განაცხადი ამოღებულ იქნა ევროსასამართლოს საქმეების სიიდან. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 8 ნოემბერს.
განცხადების ავტორმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებების გაუქმება და დისციპლინური სამართალწარმოების კანონით დადგენილი ვადების ამოწურვის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით თ----- ი-–--–---–ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - თ----- ი-–--–---–ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - თ----- ი-–--–---–ის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება შეწყდა ხანდაზმულობის გამო.
სადისციპლინო კოლეგიამ მიუთითა „საერთო სასამარლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 752 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 5 წელი, ხოლო დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის დღიდან - 1 წელი. ამავე კანონის 7542 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სადისციპლინო კოლეგია იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ მოსამართლე, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური დევნა, დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე გადადგება ან მას შეუწყდება სამოსამართლო უფლებამოსილება.
სადისციპლინო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ დისციპლუნური საქმის განხილვის დროისთვის თ----- ი-–--–---–ს შეწყვეტილი ჰქონდა სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა. ასევე, დაადგინა, რომ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან, კერძოდ, 2005 წლის 29 ივლისიდან, 2005 წლის 31 აგვისტოდან და 2005 წლის 26 ოქტომბრიდან გასული იყო კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა, ხოლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა თ----- ი-–--–---–მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ბრალეული ქმედების არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და ევროკონვენციით აღიარებულ სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. ევროსასამართლომ დაადგინა,რომ 2005-2006 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - თ----- ი-–--–---–ის მიმართ განხორციელდა უკანონო დისციპლინური სამართალწარმოება, რაც მოპასუხე მხარემ - საქართველოს მთავრობამ აღიარა. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები არის კანონის არსებითი დარღვევით მიღებული აქტები და მათ იურიდიული ძალა არა აქვთ. აღნიშნული გადაწყვეტილებების სამართლებრივ ძალას ასევე გამორიცხავს საპროცესო ვადების გასვლის გამო, მათი გაქარწყლების მაღალი ხარისხი, რის გამოც ისინი განადგურებულიც კი უნდა იყოს („საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 7579 მუხლი).
დისციპლინური სამართალწარმოების ვადები იმპერატიული ხასიათისაა და რაიმე საგამონაკლისო დათქმას არ ითვალისწინებს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 7530 მუხლი ავალდებულებს სადისციპლინო კოლეგიას/პალატას საქმის მიღებისას, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმოს სამართალწარმოების ვადები და თუ ამოწურულია პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქმე. გარდა ამ გაქარწყლებული და უკანონო დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მიღებული ბრალდების გადაწყვეტილებებისა, თ----- ი-–--–---–ის ბრალეულობის თაობაზე სხვა აქტები არ არსებობს. სადისციპლინო კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოსა და სადისციპლინო პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებები, რომლითაც მას დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი - მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება, ევროსასამართლოს განჩინების საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ 2019 წლის 21 იანვრის განჩინებითა და 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმებულია. საჩივრის ავტორის აზრით, ეს ნიშნავს, რომ ბრალდება არ არსებობს, რის გამოც მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება უნდა შეწყდეს ბრალეული ქმედების არარსებობის გამო და არა სადავო გადაწყვეტილებით შემოთავაზებული ფორმულირებით.
საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ სადისციპლინო კოლეგიამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ევროსასამართლოს მიერ საქმის არსებით მხარეზე არ მსჯელობის ფაქტს, რაც თითქოს გულისხმობს, რომ „ეროვნული დონის სასამართლო ორგანოების დასკვნები სწორია“ დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის ნაწილში. სადისციპლინო კოლეგიის ამგვარი შეფასება არ გამომდინარეობს ევროსასამართლოს განჩინებიდან. ასევე, არაჯეროვანია სადისციპლინო კოლეგიის შეფასების კონტექსტი იმის თაობაზე, რომ „მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი დისციპლინური კუთხით მხოლოდ პროცედურულ ნაწილში“. ამგვარი შეფასება ეწინააღმდეგება ევროკონვენციის მე-6 მუხლითა და სასამართლოს რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სადისციპლინო კოლეგიამ საქმე შეწყვიტა გაუთვალიწინებელი ტერმინით - ხანდაზმულობით, რაც ზოგადი ცნებაა და სამართლის სხვადასხვა დარგში განსხვავებულად განიმარტება. დისციპლინური სამართალწარმოების ნორმები ამ ცნებას და მის საკანონმდებლო დეფინიციას არ ითვალისწინებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - თ----- ი-–--–---–ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ 2018 წლის 1 მაისიდან საქართველოს 04.20.2018წ. #2194 ორგანული კანონით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონი. მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოება მოწესრიგდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი ნორმებით. ამდენად, დღეს მოქმედი რედაქციით, კერძოდ, მითითებული კანონის 7563 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, თუ საჩივარი ეხება ამ კანონის 7541 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს. ამავე კანონის 7564 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძვლებს, რომელთა შორისაა სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტა. ამავე პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოების არსებობასთან ერთად, სავალდებულოა სადისციპლინო პალატის სხდომაზე დადასტურდეს სადისციპლინო კოლეგიის მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტებიც, მოცემულ შემთხვევაში, დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2000 წლის 28 სექტემბერს თ----- ი-–--–---–ი დაინიშნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 10 წლის ვადით. 2005 წლის 29 ივლისის, 31 აგვისტოსა და 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებებით იგი მიეცა დისციპლინურ პასუხისგებაში, ხოლო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი - მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.
სადისციპლინო კოლეგიამ დისციპლინური საქმის წარმოება შეწყვიტა ორი საფუძვლით. კერძოდ, არ არსებობდა სუბიექტი, ანუ მოცემული დისციპლინური საქმის განხილვის დროისთვის თ----- ი-–--–---–ს შეწყვეტილი ჰქონდა სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა, ასევე გასული იყო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 752 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები.
სადისციპლინო პალატა იზიარებს სადისციპლინო კოლეგიის განმარტებას საქმის წარმოების შეწყვეტასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 752 მუხლის თანახმად, მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 5 წელი, ხოლო დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან - 1 წელი. ამავე კანონის 7542 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ „მოსამართლე, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური დევნა, დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე გადადგება ანდა მას შეუწყდება სამოსამართლო უფლებამოსილება.
სადისციპლინო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოცემული დისციპლინური საქმის განხილვის დროისთვის თ----- ი-–--–---–ს შეწყვეტილი აქვს სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა. ასევე, დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან, კერძოდ, 2005 წლის 29 ივლისიდან, 31 აგვისტოდან და 26 ოქტომბრიდან გასულია კანონით დადგენილი 1-წლიანი ვადა, ხოლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან - ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა. აქედან გამომდინარე, სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ სადისციპლინო კოლეგიამ სრულიად მართებულად იმსჯელა საქმის პროცედურულ ნაწილზე და თ----- ი-–--–---–ის მიმართ ზემოაღნიშნული საფუძვლებით შეწყვიტა დისციპლინური საქმის წარმოება.
სადისციპლინო პალატა მიუთითებს საჩივრის ძირითად არგუმენტზე, რომლის შესაბამისად, თ----- ი-–--–---–მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა არა სამართალწარმოების ვადების ამოწურვის გამო, არამედ ბრალეული ქმედების არარსებობის გამო. მიმდინარე წლის 4 ივლისის სადისციპლინო პალატის სხდომაზე საჩივრის ავტორმა დაადასტურა მოთხოვნა, ამასთანავე აღნიშნა, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს ყოველგვარი არსებითი მსჯელობის გარეშე.
პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულ არგუმენტს და განმარტავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7541 მუხლი ჩამოთვლის სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების სახეებს, რომელთა შორისაა გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება მხოლოდ დისციპლინური საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, რომელთა შორის დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მითითებული არ არის. ასევე მნიშვნელოვანია ამავე კანონის 7530 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, დისციპლინური საქმის წარმოებაში მიღებისას სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მისი განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს, ხომ არ არის ამოწურული მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ამ კანონით დადგენილი ვადა. საქმის მასალებით დადასტურებულია და არც საჩივრის ავტორი უარყოფს, რომ უდავოდ არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები - სახდელის დაკისრების ვადის ამოწურვა, ასევე სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის გასვლა, რის გამოც სადისციპლინო კოლეგიამ მართებულად შეწყვიტა საქმის წარმოება ხანდაზმულობის გამო. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის მოთხოვნა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად ბრალეული ქმედების არარსებობის მითითებაზე, მით უფრო იმ პირობებში, როცა არაბრალეულობის დადგენა შეუძლებელია საქმეზე არსებითი მსჯელობის გარეშე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს აგრეთვე ევროსასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება, რომელიც საფუძვლად დაედო სადისციპლინო პალატაში თ----- ი-–--–---–ის მიმართ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას. ევროსასამართლომ ამავე განჩინებით დაამტკიცა საქართველოს მთავრობის მხრიდან წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაცია, რომლითაც საქართველოს მთავრობამ ცნო ევროკონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა სამოქალაქო მიმართულებით მომჩივნის წინააღმდეგ ჩადენილ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით. სახელმწიფომ იტვირთა 5000 ევროს გადახდა მატერიალური და არამატერიალური ზარალის, სასამართლო და არასასამართლო ხარჯების დაფარვისა და ნებისმიერი ბაჟისათვის. მიმართვის დანარჩენ ნაწილებთან მიმართებაში, კერძოდ, სისხლის სამართლის მიმართულებით ევროკონვენციის მე-7 და 6.1 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით ევროსასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული საჩივრები შეუსაბამო იყო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით მოყვანილ დებულებებთან. ამდენად, ევროკონვენციის 37.1(c) მუხლის შესაბამისად, განაცხადი ამოღებულ იქნა ევროსასამართლოს საქმეების სიიდან. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 8 ნოემბერს.
სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაშვებულ განაცხადზე საქმის წარმოებას არ ამთავრებს მხოლოდ არსებითი გადაწყვეტილებით, საქმეზე შესაძლოა დამტკიცდეს მორიგება ან ცალმხრივი დეკლარაცია. მორიგებისაგან განსხვავებით, ცალმხრივი დეკლარაციის დამტკიცებისას არ არის საჭირო მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენა, დეკლარაცია შესაძლოა დამტკიცდეს მაშინაც, როდესაც ადგილი არ ჰქონია წინასწარი მეგობრული მორიგების მოლაპარაკებებს და როდესაც მომჩივანი ითხოვს საქმის განხილვის გაგრძელებას (იხ. მაგ.: „ცაგურია საქართველოს წინააღმდეგ“ - N65969/09 განაცხადი, 5.09.2015წ., §19-21; „მ. ტურავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ - N7607/07 და N8710/07 განაცხადები, 27.11.2018წ., §43-46). განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციით აღიარა დარღვევა თ----- ი-–--–---–ის მიმართ სამოქალაქო მიმართულებით მომჩივნების წინააღმდეგ წარმართულ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო ცალმხრივ დეკლარაციას ამტკიცებს არა ყველა შემთხვევაში, არამედ დავის ფაქტობრივი გარემოებებისა და შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობის გათვალისწინებით. თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ დეკლარაციაში შეთავაზებული პირობები შესაბამისობაში მოდის კონვენციასა და მის დამატებით ოქმებთან და აღარ დასტურდება საჩივრის განხილვის გაგრძელების საჭიროება, სასამართლო ამორიცხავს საჩივარს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელეს საქმის წარმოების გაგრძელება სურს. განსახილველ შემთხვევაშიც ევროპულმა სასამართლომ ცალმხრივი დეკლარაცია დაამტკიცა და საქმის განხილვის გაგრძელება მიზანშეუწონლად მიიჩნია დეკლარაციაში მითითებული აღიარებითი ხასიათის განაცხადისა და შეთავაზებული კომპენსაციის გათვალისწინებით.
აქედან გამომდინარე, სადისციპლინო კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნა - „საქმის მასალებით დადგენილია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული ცალმხრივი განაცხადის თანახმად, მთავრობამ ცნო ევროკონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა სამოქალაქო მიმართულებით მომჩივნის წინააღმდეგ ჩადენილ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით. ადმიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 8 ნოემბერს. ევროპის სასამართლოს საქმის არსებით ნაწილზე, რომლითაც მოხდა მოსამართლის ბრალეულად აღიარება და მასზე სახდელის დაკისრება, არ უმსჯელია, ანუ დარღვევა არ დაფიქსირებულა, რაც იმას გულისხმობს, რომ ეროვნული დონის სასამართლო ორგანოების დასკვნები სწორია“, რომელზეც საჩივრის ავტორს პრეტენზია გააჩნია, არარელევანტურია, ვინაიდან ევროსასამართლოს განჩინებაში საქმის არსებით ნაწილზე, ანუ ეროვნული დონის სასამართლო ორგანოების დასკვნების მართებულობაზე არათუ მსჯელობა, მითითებაც არ ყოფილა. ამგვარი შეფასება ევროსასამართლოს განჩინებიდან არ გამომდინარეობს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ საქმის წარმოების შეწყვეტისას საქმე არსებითად არ განიხილება და სასამართლო ადგენს მხოლოდ იმ ფაქტებს, რომლებიც საქმის წარმოების შეწყვეტის კონკრეტული საფუძვლის არსებობას ადასტურებს. შესაბამისად, არსებითი განხილვის გარეშე საქმის დასრულებისას, არ მოწმდება დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული პირის ბრალეულობა, ამიტომ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ უნდა შეიცავდეს ისეთ დასკვნებს ან მსჯელობას, რას პირდაპირ ან არაპირდაპირ მოსამართლის ბრალეულობაზე მიუთითებს. სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული სასამართლო დასკვნისა, სადისციპლინო კოლეგიამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იმსჯელა საქმის წარმოების შეწყვეტის ორ საფუძველზე, რაც რეალურად გახდა თ----- ი-–--–---–ის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, ამგვარი დასკვნის არსებობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას არ გამორიცხავს.
სადისიციპლინო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსამართლემ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის როგორც 7542 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, ასევე 752 მუხლი, თუმცა აღნიშნული მსჯელობის შედეგმა ასახვა არ ჰპოვა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში და არ იქნა მითითებული საქმის წარმოების შეწყვეტის ორივე საფუძველი. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ორივე ნორმა მითითებული და განმარტებულია, ამდენად, აღნიშნული ხარვეზი წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს, რაც არ არის არსებითი ხასიათის დარღვევა და შესაბამისად, არ ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, საჩივრის ავტორის - თ----- ი-–--–---–ის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7562 მუხლით, 7563 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 7564 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - თ----- ი-–--–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება;
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ვასილ როინიშვილი/
მოსამართლეები: /ბესარიონ ალავიძე/
/პაატა ქათამაძე/