მუხლი 6. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი კანონისადმი დამორჩილება
თავი I — სამართალწარმოების ძირითადი დებულებანი
1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.
2. თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება.
3. თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით კანონს არ შეესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას კანონის მიხედვით. # # # #
მთავარი მონაცემები
სასჯელიკანონით
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი კანონისადმი დამორჩილება 1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. 2. თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება. 3. თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით კანონს არ შეესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას კანონის მიხედვით. # # # #
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(214)
საქმე №ას-747-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.01.2026
…რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისობაში შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა (სუსგ. Nა-2851-გან-5-2019, 21.06.2019წ.). 18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოკვეთილია…
საქმე №ას-1140-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
…სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მოიჯარის მხრიდან იჯარის ხელშეკრულების 3.1.3 და 3.1.4 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს მისთვის იმავე ხელშეკრულების 6.5 და 6.6 მუხლებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობა. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია. ყოველივე…
საქმე №ას-508-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
…არის საცხოვრებელი ფართობი, სადაც დევნილი/დევნილი ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების აღმოფხვრამდე ან დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე დევნილს არ ასახლებენ მის მართლზომიერ…
საქმე №ბს-909(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.02.2025
…დარღვევა. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის ზემოაღნიშნული შედავების გაზიარების საფუძველი. რაც შეეხება კასატორის მიერ 2025 წლის 26 თებერვლის განცხადებაში მითითებულ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 6.2 მუხლი (თუ საქმის განმხილველი სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ…
საქმე №ას-1138-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2024
…რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისობაში შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა (სუსგ. Nა-2851-გან-5-2019, 21.06.2019წ.). 16. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ ქვემდგომი…
საქმე №ბს-638(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2024
საქმე №ას-371-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2024
საქმე №ას-772-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2024
…თავი II. განსჯადობა მუხლი 5. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი საქმეები 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა. 2. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს ასევე ადმინისტრაციულ საქმეებს იმ…