1. სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომებზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესებს. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.
11. სასამართლოს შენობაში, ასევე სამოქალაქო საქმის განხილვის ფოტო-, კინო- ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.
2. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვაში მონაწილეობენ მხარეები და მათი წარმომადგენლები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები.
3. საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის შესახებ სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
4. სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი.
# #
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.64
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5290 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(160)
- საქმე №ას-1046-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
…შეეხება იმ გარემოებას, რომ აპელანტმა ქართულად წერა-კითხვა არ იცის, რის გამოც ხარვეზის თაობაზე განჩინების შინაარსი ვერ გაიგო, როცა განჩინება პირადად ჩაიბარა. საკასაციო სასამართლო ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას მოიხმობს - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი.…
- საქმე №ას-847-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2025
…ინგლისურენოვანი დოკუმენტაცია, 20.12.2023წ. მომსახურეობის ხელშეკრულება, მიღება - ჩაბარების აქტი და თიბისი ბანკის საგადასახადო ქვითარი (იხ. ს.ფ. გვ. 135). 5.14. სააპელაციო სასამართლომ, საოქმო განჩინების შესახებ საჩივრის პასუხად სსსკ-ის 9.4 მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი. ამავე კოდექსის 103.1…
- საქმე №ას-5-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2025
…ავტომატურად ამ უხეში დარღვევის გამზიარებელი გახდა; 9.5. გარდა ზემოაღნიშნულისა, ბანკმა პასპორტის ასლი წარადგინა არაქართულ ენაზე (არ ერთვის ნოტარიულად დამოწმებული ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანი), რითაც უხეშად არის დარღვეული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 9.4 მუხლის პირველი წინადადებით დადგენილი მოთხოვნა, რომლის მიხედვით: სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე; 9.6. როგორც აღინიშნა,…
- საქმე №ბს-153(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
…ფარგლებში არ ანაზღაურდება. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N1-ის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) მე-3 მუხლზე, მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-9, მე-16 მუხლებზე, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის,,ა“ ქვეპუნქტზე, ასევე, საქმეში წარმოდგენილ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის…
- საქმე №ას-132-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.10.2022
…განხილვისას მოპოვებულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. საგულისხმო იყო ის გარემოებაც, რომ ამოღებულ მტკიცებულებებს შორის იყო ფოთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ფაქტების კონსტანტაციის ოქმების ქართული თარგმანი მაშინ, როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესის საპირისპიროდ (სამართალწარმოება მიმდინარეობს ქართულ ენაზე) საქმეში დატოვებული იყო ფაქტების კონსტანტაციის…
- საქმე №ბს-154(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2022
- საქმე №ას-788-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2022
- საქმე №ას-312-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
- საქმე №ას-340-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2022
- საქმე №ბს-117(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2022
- საქმე №ას-743-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2022
- საქმე №ას-787-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.12.2021
- საქმე №ას-1171-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2021
- საქმე №ას-1171-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2021
- საქმე №ას-1447-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2021
- საქმე №ას-210-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2021
- საქმე №ას-857-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2020
- საქმე №ბს-951(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2020
- საქმე №ას-250-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2020
- საქმე №ას-1263-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2020
- საქმე №ას-112-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.05.2019
- საქმე №ას-1959-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.04.2019
- საქმე №ას-1793-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2019
- საქმე №ას-89-89-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2019
- საქმე №ბს-260-260(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2018
- საქმე №ას-522-522-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2018
- საქმე №ბს-496-493(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2018
- საქმე №ას-303-286-2017(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2018
- საქმე №ას-597-556-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2017
- საქმე №ა-4581-ბ-1-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2017
- საქმე №ბს-785-777(2კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.02.2017
- საქმე №ბს-671-664(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.02.2017
- საქმე №ას-933-898-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.01.2017
- საქმე №ბს-720-712(კს-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.12.2016
- საქმე №ას-1266-1188-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2016
- საქმე №ას-941-891-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2016
- საქმე №ას-960-909-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2015
- საქმე №ას-602-570-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2015
- საქმე №ბს-168-165(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.09.2015
- საქმე №ას-249-236-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2015
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 160-დან.