მუხლი 13. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი სამოქალაქო საქმეები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლი · სსსკ 13
თავი III — განსჯადობა
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეებს.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს მაგისტრატი მოსამართლე, რომელიც განიხილავს ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ საქმეებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
3. იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, აგრეთვე მისი არყოფნის შემთხვევაში, ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული საქმეები შეიძლება განიხილოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სხვა მოსამართლემ.
4. თუ არსებობს ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნა, რომელთაგან ერთ-ერთი არ განეკუთვნება მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეს, საქმეს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სხვა მოსამართლე.
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
წინა რედაქცია (23.06.2006 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი სამოქალაქო საქმეები 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეებს. 2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს მაგისტრატი მოსამართლე, რომელიც განიხილავს ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ საქმეებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში. 3. იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, აგრეთვე მისი არყოფნის შემთხვევაში, ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებულგათვალისწინებული საქმეებსსაქმეები განიხილავსშეიძლება განიხილოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სხვა მოსამართლე.მოსამართლემ. 4. თუ არსებობს ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნა, რომელთაგან ერთ-ერთი არ განეკუთვნება მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეს, საქმეს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სხვა მოსამართლე. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227 საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(75)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 75-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-860-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.09.2026
ამრიგად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის გამო შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, როგორიცაა საქმის სამართლიანი განხილვისა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებები (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლები). 9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია მოპასუხისთვის…
საქმე №ას-231-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2026
აღნიშნული კანონის მე-13 და მე-14 მუხლები ადგენს პირობებს, როდესაც პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა ცილისწამებისათვის. ორივე მუხლში ცალსახად ხაზგასმულია ზიანის არსებობის აუცილებლობა.
საქმე №ბს-1047(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
შესაბამისად, ვინაიდან სასამართლომ დააკმაყოფილა მხოლოდ 35 000 ლარი, ამ შემთხვევაში ამ ოდენობის საპროცესო ხარჯების პროკურატურისათვის დაკისრებაც საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელი იყო. კასატორი - მ.ა-ე საქართველოს კონსტიტუციის მე-13 და 31-ე მუხლებზე, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე და 1005-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნევს,…
საქმე №ას-1316-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.02.2026
ამგვარად, 1980 წლის კონვენცია ითვალისწინებს შეზღუდულ გამონაკლისებს იმ შემთხვევებისა, როცა კომპეტენტური სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო არ არის ვალდებული 1980 წლის კონვენციის მე-13 და მე-20 მუხლების შესაბამისად გასცეს ბავშვის დაბრუნების განკარგულება. მე-12 (2) მუხლისგან განსხვავებით, შესაძლებელია მე-13 და მე-20 მუხლებში გათვალისწინებული გამონაკლისების მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დაწყებული ბავშვის დაბრუნების პროცესი.
ამრიგად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის გამო შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, როგორიცაა საქმის სამართლიანი განხილვისა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებები (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლები). 12. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების პასუხად დამატებით მოიხმობს სსსკ-ის 266-ე მუხლს, რომელიც, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის…
საქმე №ას-517-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2025
საქმე №ა-897-ა-2-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2025
საქმე №ას-771-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2024
სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესოკოდექსის პირველი, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243- 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 13, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-13/