1. სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით.
4. სარჩელები კანონისმიერ ან ანდერძისმიერ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით სასამართლოს წარედგინება მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ მამკვიდრებელი საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ გარდაცვალების მომენტისათვის იგი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, სასამართლოში სარჩელი შეიძლება აღიძრას საქართველოში მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის ან სამკვიდრო ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით.
5. სარჩელები, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან, სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2035
- ვებგვერდი, 29.03.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 07.03.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 07.03.2018 კანონი №2035
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. განსაკუთრებული განსჯადობა 1. სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 2. ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით. 4. სარჩელები კანონისმიერ ან ანდერძისმიერ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით სასამართლოს წარედგინება მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ მამკვიდრებელი საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ გარდაცვალების მომენტისათვის იგი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, სასამართლოში სარჩელი შეიძლება აღიძრას საქართველოში მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის ან სამკვიდრო ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით. 5. სარჩელები, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან, სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(178)
- საქმე №ას-143-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
…სააპელაციო პალატამ იმ პირობებში დატოვა უცვლელი, როდესაც სიღნაღის რაიონული სასამართლო არაგანსჯად სასამართლოდ იქნა მიჩნეული. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული არღვევს მის უფლებებს. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ…
- საქმე №ბს-1149(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2025
…დედაქალაქში, რაც განაპირობებს ამ წესისაგან გამონაკლისების გათვალისწინებას. ტერიტორიული განსჯადობა წყდება მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. ტერიტორიულ განსჯადობაზე დავის შემთხვევაში, როგორც წესი, სახეზეა რამდენიმე მოპასუხე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ტერიტორიული განსჯადობის გადაწყვეტა ხდება ერთ-ერთი მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. ამასთანავე, განსჯადობის…
- საქმე №ას-1530-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2025
…992-ე და 998-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა. 5.23. პალატამ ყურადღება გაამახვილა აპელანტის პოზიციაზე განსჯად სასამართლოდ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მითითების თაობაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 და 22-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლო განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა. 6. სააპელაციო სასამართლოს…
- საქმე №ბს-737(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.12.2024
…განხორციელდა. განსჯადობის საკითხს არ ცვლის ის გარემოება, რომ თავდაპირველი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არის გამოცემული თბილისის ტერიტორიაზე (იხ. სუსგ 25.10.2023წ. Nბს-1069(გ-23)). სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლზე და აღნიშნა, რომ თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი…
- საქმე №ას-796-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2024
…ამდენად, ის გარემოება, რომ ზარალის ობიექტი მდებარეობს დაბა ბაკურიანში და მოპასუხის საცხოვრებელია ბორჯომი, ……., მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს არაგანსჯადობას არ განაპირობებს. ვინაიდან სარჩელი წარდგენილია სსსკ-ის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით (ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის…
- საქმე №ბს-1162(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2024
- საქმე №ბს-1(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
- საქმე №ბს-1122(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2023
- საქმე №ბს-151(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2023
- საქმე №ბს-490(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.07.2023
- საქმე №ას-977-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2023
- საქმე №ბს-379(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
- საქმე №ბს-153(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
- საქმე №ბს-164(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2023
- საქმე №ას-1086-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2023
- საქმე №ბს-1311(გ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.11.2022
- საქმე №ას-495-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2022
- საქმე №ბს-417(გ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.05.2022
- საქმე №ა-791-შ-24-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2022
- საქმე №ას-705-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2022
- საქმე №ა-3272-შ-78-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2021
- საქმე №ბს-160(გ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2021
- საქმე №ბს-978(გ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2021
- საქმე №ბს-447(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2020
- საქმე №ას-1884-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2020
- საქმე №ბს-103(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2020
- საქმე №ბს-584(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2020
- საქმე №ბს-553(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2020
- საქმე №ბს-934(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2020
- საქმე №ბს-1204(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2020
- საქმე №ას-1006-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2020
- საქმე №ას-725-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2019
- საქმე №ბს-427(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.11.2019
- საქმე №ბს-1293(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2019
- საქმე №ბს-107(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2019
- საქმე №ბს-511(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.07.2019
- საქმე №ბს-732(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2019
- საქმე №ბს-428(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2019
- საქმე №ბს-1295(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2019
- საქმე №ბს-429(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 178-დან.