2. პატრულ-პოლიციელი მოვალეა პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და თავისუფლებები მიუხედავად მისი მოქალაქეობრივი, სოციალური, ქონებრივი მდგომარეობისა, რასობრივი და ეროვნული კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა და სარწმუნოებისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა.
3. სამსახურის პირადი შემადგენლობა ერთიანდება სამწყობრო დანაყოფების ცალკეულ ოცეულებში.
4. სამსახური უზრუნველყოფილია სამსახურებრივ-საშტატო იარაღით და სპეციალური საშუალებებით.
5. სამსახური მასზე დაკისრებულ ამოცანებს ახორ
ციელებს შინაგან საქმეთა ორგანოების სხვა დანაყოფებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით