2.    განწესის ინსტრუქტაჟის ჩატარების უფლება აქვთ მთავარი სამმართველოს უფროსს, მის მოადგილეს, აპარატის უფროსს, სახაზო სამსახურის დანაყოფის უფროსს, მის მოადგილეს, უშუალო მეთაურებს, სამორიგეო სამსახურის უფროსს და უფროს მორიგეს.
3.    ინსტრუქტაჟის ჩატარებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია:
ა) დარწმუნდეს პირადი შემადგენლობის მზადყოფნაში და აღმოფხვრას გამოვლენილი ნაკლოვანებები;
ბ) შეამოწმოს პირადი შემადგენლობის მიერ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების, ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესების ცოდნა;
გ) გააცნოს პირად შემადგენლობას სამოქმედო ტერიტორიაზე შექმნილი ოპერატიული ვითარება;
დ) პატრულ-ინსპექტორთა შემადგენლობის ყურადღება მიაქციოს მოქალაქეთა მიმართ თავაზიანობის გამოჩენის, კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე, შეახსენოს პირადი უსაფრთხოების წესების მოთხოვნები