ა) ორმხრივი მხარდაჭერა – პატრულების რაზმები (ჯგუფები) უნდა განლაგდნენ ისეთ პოზიციაზე, რომ ერთ-ერთ ჯგუფზე იერიშის მიტანის შემთხვევაში მეორე ჯგუფს შეეძლოს სწრაფი რეაგირება (დახმარება). ამისათვის საჭიროა ჯგუფების განლაგება მცირე დისტანციის დაცვით;
ბ) სიღრმე – სიღრმისეული პოზიციის დასაკავებლად საჭიროა ჯგუფების სამკუთხედისებურად განლაგება, რაც ამცირებს მოწინააღმდეგის (ტერორისტის) შესაძლებლობებს და საფრთხეს უქმნის მას;
შენიშვნა: ამ დროს დაუშვებელია ხაზზე პატრულირება, ერთი და იმავე დაბრკოლების ერთდროული გადაკვეთა და პარალელური გადაადგილება.
გ) მთლიანი ტერიტორიის დაცვა – ჯგუფებმა სრულად უნდა დაფარონ თავიანთი ტერიტორია და მოახდინონ მისი სრული კონტროლი (მეთვალყურეობა).
დ) კავშირგაბმულობა – მეთაურებმა უნდა გაითვალისწინონ რადიოგადაცემების დაფარვის ზონა