ჩხრეკის ჩატარების თავისებურებანი:
ა) მჩხრეკავებმა აუცილებლად უნდა იმუშაონ წყვილად, ერთმა გაჩხრიკოს, მეორემ დაიცვას უსაფრთხოება;
ბ) მჩხრეკავი თავის ობიექტს არ უნდა დაუდგეს ზუსტად წინ ან უკან, ახლო მანძილზე, რათა თავიდან აიცილოს ობიექტის მხრიდან ზემოქმედება;
გ) მჩხრეკავი არ უნდა დაიბნეს ან შეშინდეს ჩხრეკისას, ის უნდა მოერიდოს ობიექტთან თვალით კონტაქტს;
დ) თუ საჭირო გახდება იარაღის გამოყენება, მჩხრეკავი უნდა მოერიდოს უსაფრთხოების დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ გახსნილ ცეცხლში მოყოლას;
ე) ჩხრეკის ობიექტის იდეალური პოზაა ჩხრეკის დროს ფეხები განზე და ხელები გაჭიმული მხრების სიგანეზე;
ვ) ჩხრეკა უნდა დაიწყოს თავიდან და დამთავრდეს ფეხებით;
ზ) მჩხრეკავმა მაქსიმალური ხელის დაწოლით უნდა მოსინჯოს ობიექტის ტანისამოსი.
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 18.06.2008
მუხლი 224
თავი XIV — საპატრულო სისტემა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008. გამოქვეყნება: სსმ, 87, 19/06/2008.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ““, მუხლი 224, №310, 18.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 120.130.00.08.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103162/muxli-224/