1. დადგენილი წესის თანახმად პირი იჩხრიკება:
ა) სპეციალური დანიშნულების შენობაში შესვლისას;
ბ) უსაფრთხოების მიზნით ან ინციდენტის შემდეგ საკონტროლო/საგუშაგო პუნქტზე;
გ) როდესაც საეჭვოა პირი ან მისი პირადი ნივთები;
დ) სანამ პირი გადაიგზავნება დაკავების ადგილას;
ე) როდესაც პირი გადაყვანილია საპატიმროში და დროებით დაკავების ადგილას.
2. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს პირის ჩხრეკას ტანზე, რათა თავიდან ავიცილოთ ფიზიკური შემოტევა ჩხრეკის ობიექტის მხრიდან, რადგან ხშირია სიტუაცია, როდესაც ჩხრეკის ობიექტი ყველანაირ საშუალებას ხმარობს პატრულის შეცდომაში შესაყვანად.
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 18.06.2008
მუხლი 223
თავი XIV — საპატრულო სისტემა
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008. გამოქვეყნება: სსმ, 87, 19/06/2008.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ““, მუხლი 223, №310, 18.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 120.130.00.08.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103162/muxli-223/