ა) სწრაფი ჩხრეკა – ტარდება, როდესაც საქმე გვაქვს ხალხის მასასთან და დეტალური ჩხრეკა შეუძლებელია, ან როდესაც მიზანი მიღწეულია და რაიმე დამადასტურებული მასალა უკვე ამოღებულია.
ბ) დეტალური ჩხრეკა – ტარდება, როდესაც პირი ეჭვს იწვევს. შენიშვნა: ჩხრეკა შეიძლება როგორც ხელით, ისე დეტექტორით. ჩხრეკის ობიექტის სქესიდან გამომდინარე, ქალი უნდა გაჩხრიკოს ქალმა, მამაკაცი – მამაკაცმა. 14 წლის ასაკს ქვემოთ ჩხრეკის ობიექტს ჩხრეკს ქალი.
ყველა სახის ჩხრეკისას უნდა გაკეთდეს შემდეგი ჩანაწერები: ჩხრეკის ობიექტის მონაცემები, ჩხრეკის მიზეზი, ჩხრეკის მოტივი, ჩხრეკის დრო, რიცხვი, თვე, ჩხრეკის ადგილმდებარეობა, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, ყველანაირი დეტალი, რაც მოყვა ჩხრეკას, მაგ.: თუ ობიექტმა მიმართა ძალას და დაშავდა ვინმე ან ჩხრეკისას გამოიყენა ძალა და დააზიანა მშვიდობისმყოფელი, მჩხრეკავის ვინაობა და ხელმოწერა.
ა.
ბ.
ნახ. 1. მამაკაცის ჩხრეკა დეტექტორის საშუალებით.
ა-წინიდან, ბ-უკნიდან