2. საგზაო მოძრაობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას პირველ რიგში ყურადღება ექცევა ისეთ დარღვევებს, რომლებიც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წარმოქმნის წინაპირობას წარმოადგენს.
3. პატრულ-პოლიციელი სატრანსპორტო საშუალებას აჩერებს:
ა) საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;
ბ) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ხასიათი იწვევს ეჭვს, რომ მძღოლს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარი;
გ) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა ან ტვირთის წყობა არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
დ) მძღოლის, მგზავრის, ტვირთის, ტრანსპორტის გარეგნული სახე ან მძღოლის, მგზავრის მოქმედება მიანიშნებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მის მონაწილეობაზე;
ე) მოპარული ან გატაცებული სატრანსპორტო საშუალებების ძებნის, აგრეთვე სხვა სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით არსებობს მძღოლის დოკუმენტებისა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემების შემოწმების საფუძველი;
ვ) საჭიროა მძღოლის ინფორმირება საგზაო მოძრაობის პირობების თავისებურებების ან მასში მომხდარი ცვლილებების შესახებ;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
4. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება უნდა მოხდეს მინიმალურად მოკლე დროით, რის შემდეგაც პატრულ-პოლიციელი ქუდთან ხელის მიტანით წარუდგება მოქალაქეს, ამოწმებს მძღოლის მოწმობას და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტებს, აგრეთვე კანონმდებლებით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებს
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 26.12.2018
მუხლი 20. 1. პატრულ-პოლიციელი ახორციელებს კონტროლს საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიერ საგზაო მოძრაობის წესების შესრულებაზე, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს საგზაო მოძრაობის რეგულირებ
თავი V — პატრულ-პოლიციელის უფლებები და მოვალეობები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 28. პატრულირების განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ზოგადი მოთხოვნები
- მუხლი 219. პატრულები მოვალეობის შესრულებისას განსხვავებულ დროსა და ადგილზე ოპერაციებს ახორციელებენ დროისა და ადგილის შესაბამისად. დასახლებულ ტერიტორიაზე არსებობს პატრულირების ორი სახეობა:
- მუხლი 220. წარმატებული პატრულირებისათვის არსებობს შემდეგი ძირითადი პრინციპები:
- მუხლი 396. შინაგანი სამსახურის წესდებისა და გარნიზონში პატრულირების წესის დარღვევა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. 1. სამსახურის ძალები და საშუალებები განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე ნაწილდება შემუშავებული დისლოკაციის თანახმად, აუცილებელი ყოველდღიური ნორმების შესაბამისად
- მუხლი 14. 1. პატრულ-პოლიციელს უფლება აქვს:
- მუხლი 15. 1. პატრულ-პოლიციელი მოვალეა:
- მუხლი 16. 1. სამოქმედო ტერიტორიაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში კონტროლდება საავტომობილო გზების აღჭურვილობა და მდგომარეობა, საგზაო მოძრაობის რეგულირების საშუალებათა (შუქნიშნების, საგზაო ნიშნები
- მუხლი 17. 1. პატრულ-პოლიციელმა, აგრეთვე სამსახურის მორიგემ დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე უნდა გამოარკვიოს:
- მუხლი 18. 1. პატრულ-პოლიციელი პირის დანაშაულის ფაქტზე წასწრებისას ვალდებულია:
- მუხლი 21. 1. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ხდება ხელით გამოხატული ჟესტით ან ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის საშუალებით. პატრულ-პოლიციელის მოქმედება გასაგები უნდა იყოს მძღოლისთვის, ხოლო სიგნალები მიეცეს დროუ
- მუხლი 23. 1. პატრულ-პოლიციელი მომხადრი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისას დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის მორიგეს და გადის შემთხვევის ადგილზე
- მუხლი 24. 1. პატრულ-პოლიციელს პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეკრძალება:
- მუხლი 25. შემოწმებისათვის გაჩერებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მისვლისას პატრულ-პოლიციელმა პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები:
- მუხლი 26. 1. დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის საქართველოში მყოფ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წეს
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 20, №1310, 15.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.007.938 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62332/muxli-20/