ა) მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები დანაშაულის აღსაკვეთად;
ბ) დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის გაქცევისას მოაწყოს დევნა მის დასაკავებლად;
გ) აღმოუჩინოს დახმარება დაზარალებულს (დაზარალებულებს);
დ) დანაშაულის შესახებ შეატყობინოს სამსახურის მორიგეს და იმოქმედოს მისი მითითებით;
ე) დაადგინოს დანაშაულის თვითმხილველები, უზრუნველყოს შემთხვევის ადგილის დაცვა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები;
ზ) თუ გარემოება დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დევნის შესაძლებლობას არ იძლევა, იმყოფებოდეს შემთხვევის ადგილზე ოპერატიული ჯგუფის ან გამომძიებლის მოსვლამდე ან სამსახურის მორიგის განკარგულების მიღებამდე;
თ) გააკეთოს ჩანაწერი იმ გარემოებათა შესახებ, რაც შეიძლება დროის განმავლობაში შეიცვალოს ან გაქრეს;
ი) აუცილებლობის შემთხვევაში მოახდინოს შემთხვევის ადგილის შემოსაზღვრა მის ხელთ არსებული საშუალებებით;
კ) დაიცვას კონფიდენციალობა;
ლ) აცნობოს საგამოძიებო ორგანოს (გამომძიებელს) მის მიერ მიღებული ცნობების, გატარებული ზომების და მათი შედეგების შესახებ და თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმაროს საგამოძიებო ორგანოებს (გამომძიებელს) გამოძიების ჩატარებაში;
მ) უზრუნველყოს დანაშაულის საგნის ან საშუალების, აგრეთვე სხვა ნივთების (რომელთაც შეიძლება მტკიცებულებითი ღირებულება შეიძინონ) პირვანდელ მდგომარეობაში შენახვა და ხელშეუხებლობა შესაბამისი (კომპეტენტური) ორგანოების მოსვლამდე, აგრეთვე მიიღოს აუცილებელი ზომები, რათა დაცულ იქნეს:
მ.ა) თითის ანაბეჭდები, ფეხის კვალი;
მ.ბ) სატრანსპორტო საშუალებათა მიერ დატოვებული კვალი;
მ.გ) სისხლის ლაქა;
მ.დ) ტანსაცმლის, საგნების, ქსოვილის ნაწილები და ა.შ;
2. თუ შემთხვევის ადგილზე არის გვამი, არ უნდა შეიცვალოს მისი მდგომარეობა გამომძიებლის მოსვლამდე
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 26.12.2018
მუხლი 18. 1. პატრულ-პოლიციელი პირის დანაშაულის ფაქტზე წასწრებისას ვალდებულია:
თავი V — პატრულ-პოლიციელის უფლებები და მოვალეობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. 1. განწესში ჩართული პატრულ-პოლიციელი უნდა იყოს გარეგნულად მოწესრიგებული, ჰქონდეს გამართული აღჭურვილობა, ეცვას სამწყობრო დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული (სეზონის მიხედვით) კანონმდებლობით დადგ
- მუხლი 13. 1. სამსახურის ძალები და საშუალებები განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე ნაწილდება შემუშავებული დისლოკაციის თანახმად, აუცილებელი ყოველდღიური ნორმების შესაბამისად
- მუხლი 14. 1. პატრულ-პოლიციელს უფლება აქვს:
- მუხლი 15. 1. პატრულ-პოლიციელი მოვალეა:
- მუხლი 16. 1. სამოქმედო ტერიტორიაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში კონტროლდება საავტომობილო გზების აღჭურვილობა და მდგომარეობა, საგზაო მოძრაობის რეგულირების საშუალებათა (შუქნიშნების, საგზაო ნიშნები
- მუხლი 17. 1. პატრულ-პოლიციელმა, აგრეთვე სამსახურის მორიგემ დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე უნდა გამოარკვიოს:
- მუხლი 20. 1. პატრულ-პოლიციელი ახორციელებს კონტროლს საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიერ საგზაო მოძრაობის წესების შესრულებაზე, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს საგზაო მოძრაობის რეგულირებ
- მუხლი 21. 1. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ხდება ხელით გამოხატული ჟესტით ან ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის საშუალებით. პატრულ-პოლიციელის მოქმედება გასაგები უნდა იყოს მძღოლისთვის, ხოლო სიგნალები მიეცეს დროუ
- მუხლი 23. 1. პატრულ-პოლიციელი მომხადრი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისას დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის მორიგეს და გადის შემთხვევის ადგილზე
- მუხლი 24. 1. პატრულ-პოლიციელს პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეკრძალება:
- მუხლი 25. შემოწმებისათვის გაჩერებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მისვლისას პატრულ-პოლიციელმა პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები:
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 18, №1310, 15.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.007.938 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62332/muxli-18/