1. სამსახურის ძალები და საშუალებები განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე ნაწილდება შემუშავებული დისლოკაციის თანახმად, აუცილებელი ყოველდღიური ნორმების შესაბამისად.
2. დისლოკაცია წარმოადგენს სამსახურის სამოქმედო ტერიტორიის პატრულირებისათვის განკუთვნილ, კვადრატებად და საგუშაგოებად დაყოფილ სამოქმედო ტერიტორიების ნუსხას.
3. დისლოკაციის შემუშავებას აწარმოებენ სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოების ხელმძღვანელები სამოქმედო ტერიტორიის თავისებურებათა გათვალისწინებით (დასახლების სიმჭიდროვე, სტატისტიკური თვალსაზრისით მომეტებული საზოგადოებრივი საფრთხის მქონე ტერიტორიები), რომელსაც ამტკიცებს დეპარტამენტის დირექტორი. ყოველ განწესს ეკისრება თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება კონკრეტული კვადრატის ან საგუშაგოს ფარგლებში.
4. განწესი შეიძლება შედგებოდეს ორი ან სამი პატრულ-პოლიციელისგან.
5. სამსახურის განწესების ყოველდღიურად გაყვანის აუცილებელი ნორმები განისაზღვრება პირადი შემადგენლობის მოთხოვნილების კოეფიციენტიდან გამომდინარე, რომელსაც განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი.
6. სამსახურის პირადი შემადგენლობის სამუშაო რეჟიმი განისაზღვრება სამწყობრო დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ შედგენილი ყოველდღიური გრაფიკით.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 26.12.2018
მუხლი 13
თავი IV — ძალებისა და საშუალებების განაწილება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 23. სამსახურის დანაყოფის შეკრება და მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება
- მუხლი 32. უსაფრთხოების მოთხოვნები შეკრების და მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებისას
- მუხლი 82
- მუხლი 18. სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან ან დისლოკაციის ადგილიდან რიგგარეშე დათხოვნა
- მუხლი 17. სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილიდან მოკლევადიანი დათხოვნა
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018. გამოქვეყნება: სსმ, 146, 19/12/2005.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 13, №1310, 15.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.007.938 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62332/muxli-13/