1. პატრულ-პოლიციელმა, აგრეთვე სამსახურის მორიგემ დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე უნდა გამოარკვიოს:
ა) განმცხადებლის ვინაობა;
ბ) დანაშაულის ნიშნები;
გ) დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის (პირების) არსებობა და მისი (მათი) გარეგნული ნიშნები;
დ) დანაშაულის თვითმხილველები, აგრეთვე რა არის ცნობილი მათთვის;
ე) დაზარალებულ პირთა ვინაობა და მათი მდგომარეობა.
2. პატრულ-პოლიციელი ან სამსახურის მორიგე აღრიცხავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 26.12.2018
მუხლი 17
თავი V — პატრულ-პოლიციელის უფლებები და მოვალეობები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018. გამოქვეყნება: სსმ, 146, 19/12/2005.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 17, №1310, 15.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.007.938 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62332/muxli-17/