2. პატრულირება შეიძლება ხორციელდებოდეს ღია, ფარული და/ან შერეული მეთოდით.
3. ღია მეთოდით პატრულირება ხორციელდება სპეციალური შეფერილობის ავტომანქანებით.
4. ფარული მეთოდით პატრულირება ხორციელდება ჩვეულებრივი შეფერილობის ავტომანქანებით, რომელთაც არა აქვთ განმასხვავებელი ნიშნები. იმ შემთხვევაში, თუ პატრულ-პოლიციელი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას ფარული მეთოდით და არ ატარებს კანონმდებლობით დადგენილ ფორმის ტანსაცმელს, მას უნდა ჰქონდეს სამსახურებრივი სამკერდე ნიშანი.
5. შერეული მეთოდით პატრულირება ხორციელდება ერთდროულად ორი ავტომობილით, რომელთაგან ერთს აქვს სპეციალური შეფერილობა, ხოლო მეორე ჩვეულებრივი შეფერილობისაა.
6. შერეული მეთოდით პატრულირების განხორციელებისას განწესებს შორის ურთიერთმოქმედება და კოორდინაცია წარმოებს რადიოკავშირის დახმარებით.
7. სპეციალური შეფერილობის მქონე ავტომანქანით პატრულირებისას გამოიყენება შემდეგი ძირითადი მეთოდები:
ა) სატრანსპორტო საშუალებათა ნაკადებში მოძრაობა (საგზაო მოძრაობაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით);
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით რთულ საგზაო მონაკვეთებში, აგრეთვე სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე მომეტებული საზოგადოებრივი საფრთხის მქონე ადგილებში საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის შესამჩნევ ადგილებში გაჩერება
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 26.12.2018
მუხლი 9. 1. ავტოსატრანსპორტო საშუალებით პატრულირება ხორციელდება ეკიპაჟით, ორი პატრულ-პოლიციელის შემადგენლობით, რომელთაგან ერთი ინიშნება ეკიპაჟის უფროსად
თავი III — სამსახურის საქმიანობის ძირითადი ფორმები, მეთოდები და ორგანიზაცია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 26. პატრულირების ფორმები
- მუხლი 28. პატრულირების განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ზოგადი მოთხოვნები
- მუხლი 219. პატრულები მოვალეობის შესრულებისას განსხვავებულ დროსა და ადგილზე ოპერაციებს ახორციელებენ დროისა და ადგილის შესაბამისად. დასახლებულ ტერიტორიაზე არსებობს პატრულირების ორი სახეობა:
- მუხლი 220. წარმატებული პატრულირებისათვის არსებობს შემდეგი ძირითადი პრინციპები:
- მუხლი 216. ყარაული საპატრულო სისტემას იყენებს ქუჩებსა და საზოგადოებრივ ადგილებში წესრიგის დასაცავად, ასევე გარნიზონის უფროსის ბრძანებით პატრულირებას ახდენენ გარნიზონის მიმდებარე იმ დასახლებული პუნქტების პატრულირ
- მუხლი 396. შინაგანი სამსახურის წესდებისა და გარნიზონში პატრულირების წესის დარღვევა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
- მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის
- მუხლი 4. 1. სამსახურის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმის და საქვეყნოობის პრინციპებს
- მუხლი 5. 1. სამსახური თავისი საქმიანობის შესახებ საჯარო ინფორმაციას კანონით დადგენილი წესით აწვდის სახელმწიფო ორგანოებს, საზოგადოებრივ გაერთიანებებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებე
- მუხლი 6. სამსახურის ამოცანებია:
- მუხლი 7. სამსახურის საქმიანობაა:
- მუხლი 10. 1. ქვეითად პატრულირება ხორციელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში
- მუხლი 11. 1. პატრულირების განსახორციელებლად განწესში დანიშნული პირების მომზადება, ინსტრუქტაჟი და განაწილება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით
- მუხლი 12. 1. განწესში ჩართული პატრულ-პოლიციელი უნდა იყოს გარეგნულად მოწესრიგებული, ჰქონდეს გამართული აღჭურვილობა, ეცვას სამწყობრო დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული (სეზონის მიხედვით) კანონმდებლობით დადგ
- მუხლი 13. 1. სამსახურის ძალები და საშუალებები განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე ნაწილდება შემუშავებული დისლოკაციის თანახმად, აუცილებელი ყოველდღიური ნორმების შესაბამისად
- მუხლი 14. 1. პატრულ-პოლიციელს უფლება აქვს:
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 9, №1310, 15.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.007.938 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62332/muxli-9/