მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ,” საქართველოს კანონი ,,პოლიციის შესახებ,” საქართველოს კანონი ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ,” საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ,” საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები🔗