ა) საპატრულო პოლიციის სამსახური – სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები;
ბ) პატრულირება – პოლიციის ერთი ან რამდენიმე თანამშრომლის განწესი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე;
გ) პატრულ-პოლიციელი – მოსამსახურე, რომელიც უშუალოდ ახორციელებს პატრულირებას;
დ) განსაზღვრული სამოქმედო ტერიტორია – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ტერიტორია