შემოწმებისათვის გაჩერებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მისვლისას პატრულ-პოლიციელმა პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) სატრანსპორტო საშუალებას მიუახლოვდეს უკანა მხრიდან, მძღოლის კარის მიმართულებით;
ბ) მინებიდან დაათვალიეროს სალონი, რათა დარწმუნდეს, რომ არავინ იმალება სალონში;
გ) შეჩერდეს ისეთ მანძილზე, რომ არ მიიღოს დაზიანება ან ტრამვა მოძრაობის მოულოდნელი დაწყებისას, ამასთან, განაგრძოს მეთვალყურეობა მგზავრებზე, რათა საბუთების ნაცვლად არ იქნეს ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი;
დ) მოსთხოვოს მძღოლს ძრავის გამორთვა;
ე) შებინდებისას ან ღამით მოსთხოვოს მძღოლს ჩართოს სალონის განათება;
ვ) პატრულ-პოლიციელი მძღოლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებს გამოართმევს მარცხენა ხელით, რათა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეუფერხებლად გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
ზ) პატრულ-პოლიციელი, რომელიც ზის საჭესთან, რჩება ადგილზე და უზრუნველყოფს მისი მეწყვილის უსაფრთხოებას.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 26.12.2018
მუხლი 25
თავი VI — პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018. გამოქვეყნება: სსმ, 146, 19/12/2005.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 25, №1310, 15.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.007.938 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62332/muxli-25/