პატრულ-პოლიციელი:
ა) თუ უცხოელი მძღოლი, რომელიც ნასვამი მართავს ავტომობილს, სარგებლობს პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, წინადადებას აძლევს დაექვემდებაროს სამედიცინო შემოწმებას, ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს, მძღოლს უბრუნებს დოკუმენტებს და ამის შესახებ ატყობინებს სამსახურის მორიგეს, რომელიც თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით უკავშირდება საელჩოს ან უცხოეთის წარმომადგენლობას მათთვის ავტომობილის გადასაცემად;
ბ) თუ შესაბამისი თანამშრომლის გამოძახება ვერ ხერხდება, წინადადებას აძლევს მძღოლს დატოვოს ავტომობილი და გაემგზავროს საცხოვრებელ ადგილამდე;
გ) თუ ავტომობილი ხელს უშლის მოძრაობას, ბუქსირით მიყავს უახლოეს სადგომამდე. თუ მძღოლი უარს ამბობს შემოწმებაზე, დარღვევა ფიქსირდება ორი მოწმის თანდასწრებით თუ ისინი არიან;
დ) მძღოლის თანხმობით ავტომობილი შეუძლია მართოს შესაბამისი კატეგორიის მძღოლის მოწმობის მქონე ფხიზელმა მისმა მგზავრმა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 26.12.2018
მუხლი 27
თავი VII — უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებთან ურთიერთობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018. გამოქვეყნება: სსმ, 146, 19/12/2005.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 27, №1310, 15.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.007.938 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62332/muxli-27/