თავი I — სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, მისი ამოცანები და მოქმედების სფერო
1. სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს.
2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონში შეტანილი ცვლილებები იწვევს წინათ გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმებას ან შეცვლას, თუ ამით უმჯობესდება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მდგომარეობა.
3. საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
4. დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად, სისხლის სამართლის პროცესი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება აგრეთვე საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საჰაერო თუ საზღვაო ხომალდზე ჩადენილი დანაშაულის გამო, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
51. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზედაც.
7. საქართველოს მოქალაქე, რომელიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს, აგრეთვე საზღვარგარეთ მყოფი მისი ოჯახის წევრები, თუ ისინი ნებაყოფლობით არ დათანხმდებიან ადგილსამყოფელი ქვეყნის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებას, ექვემდებარებიან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის იურისდიქციას.
8. საქართველოს ტერიტორიაზე საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს თუ საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას შეიძლება ამ სახელმწიფოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3157
–
ვებგვერდი, 06.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.07.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.07.2018 კანონი №3157
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის გამოყენების წესი, კანონის ანალოგია 1. სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. 2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონში შეტანილი ცვლილებები იწვევს წინათ გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმებას ან შეცვლას, თუ ამით უმჯობესდება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მდგომარეობა. 3. საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. 4. დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად, სისხლის სამართლის პროცესი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება აგრეთვე საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საჰაერო თუ საზღვაო ხომალდზე ჩადენილი დანაშაულის გამო, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 51. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზედაც. 7. საქართველოს მოქალაქე, რომელიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს, აგრეთვე საზღვარგარეთ მყოფი მისი ოჯახის წევრები, თუ ისინი ნებაყოფლობით არ დათანხმდებიან ადგილსამყოფელი ქვეყნის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებას, ექვემდებარებიან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის იურისდიქციას. 8. საქართველოს ტერიტორიაზე საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს თუ საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას შეიძლება ამ სახელმწიფოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(96)
- საქმე №2კ-102აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.06.2025
…მიმართებით არის დასაბუთებული. 5.9. ამასთან, მართალია გ. ვ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, თუმცა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით…
- საქმე №2კ-1258აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.03.2025
…კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული…
- საქმე №2კ-175აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2023
…შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2021 წლის პირველი ივლისიდან. 11.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ,, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს…
- საქმე №2კ-176აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.06.2023
…ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2021 წლის 1 ივლისიდან. 20. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო…
- საქმე №2კ-1329აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.04.2023
…არა აქვს, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში“. 5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად,,,სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს…
- საქმე №38აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.12.2022
- საქმე №24აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.10.2022
- საქმე №2კ-489აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2022
- საქმე №19აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.07.2022
- საქმე №2კ-290აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2022
- საქმე №2კ-747აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.03.2022
- საქმე №76აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2022
- საქმე №66აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.02.2022
- საქმე №65აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.02.2022
- საქმე №2კ-536აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.12.2021
- საქმე №2კ-383აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.11.2021
- საქმე №2კ-687აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.09.2021
- საქმე №38აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.07.2021
- საქმე №6აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.06.2021
- საქმე №2კ-203აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.09.2018
- საქმე №146აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.12.2016
- საქმე №136აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.11.2016
- საქმე №2კ-329აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.10.2016
- საქმე №ბს-1138-1106(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.03.2011
- საქმე №2კ-438აპ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.05.2005
- საქმე №010332219900023383 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 24.07.2019
- საქმე №010330118900018880 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 25.01.2019
- საქმე №010100117001937991 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 25.09.2018
- საქმე №190100119003138914 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.02.2020
- საქმე №060100119003069813 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 11.11.2019
- საქმე №080100117001859149 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 13.06.2019
- საქმე №010100117001937991 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 14.02.2018
- საქმე №240100120003523690 · სენაკის რაიონული სასამართლო · 08.04.2020
- საქმე №240100120003459962 · სენაკის რაიონული სასამართლო · 09.03.2020
- საქმე №190100119003130951 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 26.02.2020
- საქმე №190100119003275198 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 17.12.2019
- საქმე №330100119003247883 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.12.2019
- საქმე №240100119003274570 · სენაკის რაიონული სასამართლო · 03.12.2019
- საქმე №240100119003269005 · სენაკის რაიონული სასამართლო · 27.11.2019
- საქმე №240100119003269307 · სენაკის რაიონული სასამართლო · 25.11.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 96-დან.