მუხლი 12. კანონიერება და სასამართლოს დამოუკიდებლობა
თავი II — სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები
1. პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის განსჯადობასაც კანონით ექვემდებარება მისი საქმის განხილვა.
2. სისხლისსამართლებრივ დევნას ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს მხოლოდ პროკურორი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის წესი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანია და სავალდებულოა სისხლის სამართლის პროცესის ყველა მონაწილისათვის.
4. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის კანონიერ ინტერესს პრიორიტეტი აქვს დანაშაულის გახსნისა და დამნაშავის დასჯის საჯარო ინტერესთან შედარებით. პირის კანონიერი ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოების ინტერესებს ემსახურება. # # # # # # # # # # # # #
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. კანონიერება და სასამართლოს დამოუკიდებლობა 1. პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის განსჯადობასაც კანონით ექვემდებარება მისი საქმის განხილვა. 2. სისხლისსამართლებრივ დევნას ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს მხოლოდ პროკურორი. 3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის წესი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანია და სავალდებულოა სისხლის სამართლის პროცესის ყველა მონაწილისათვის. 4. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის კანონიერ ინტერესს პრიორიტეტი აქვს დანაშაულის გახსნისა და დამნაშავის დასჯის საჯარო ინტერესთან შედარებით. პირის კანონიერი ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოების ინტერესებს ემსახურება. # # # # # # # # # # # # #
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(31)
საქმე №2კ-764აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.11.2025
…სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებული ა. ბ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას. 8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-12 მუხლს (სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს მხოლოდ პროკურორი), საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილს (პირის ბრალდება მხოლოდ…
საქმე №2კ-503აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.09.2025
…რიგი გარემოებები, მათ შორის, არ დაადასტურა რ. ვ–ის მიერ ხელის მარცხენა ლოყაში დარტყმის ფაქტი და გამოძიების საწყის ეტაპზე გაკეთებული განმარტებები დაუკავშირა სიბრაზესა და აღელვებას. 13.5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-12 მუხლს (სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს მხოლოდ პროკურორი), საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილს (პირის ბრალდება მხოლოდ…
საქმე №2კ-999აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.12.2024
…მ–ს მისვლის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, ასევე ნ. ჩ-ს საცხოვრებელ სახლში, პოლიციის მისვლის დრომდე პერიოდზე, ვინაიდან, აღნიშნული თ. ლ–ს, მ. ბ–სა და გ. მ–ს ბრალად არ აქვთ წარდგენილი. 7.1.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-12 მუხლს (სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს მხოლოდ პროკურორი), საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილს (პირის ბრალდება მხოლოდ…
საქმე №2კ-468აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.10.2024
…გახდიდა; დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მოწმეთა დაინტერესების დამადასტურებელი რაიმე ობიექტური მტკიცებულება; ასევე, საქმის გარემოებებიდან არ იკვეთება დაცვის მხარის პოზიციის საფუძვლიანობა. 10.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-12 მუხლს (სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს მხოლოდ პროკურორი), საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილს (პირის ბრალდება მხოლოდ…
საქმე №2კ-14აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.07.2024
…178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან მართებულად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე. 34.1. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-12 მუხლს (სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს მხოლოდ პროკურორი), საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილს (პირის ბრალდება მხოლოდ…
საქმე №2კ-1009აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.03.2024
საქმე №2კ-875აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2023
საქმე №2კ-1135აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.05.2023
საქმე №2კ-468აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.11.2022
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 12, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-12/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია