განაჩენი

სისხლის სამართლის 21.08.2018
საქმის ნომერი
020100116001508423
დავის ტიპი
239 3 , 239 2 ა
თარიღი
21.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100116001508423

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/496-16 7 აგვისტო, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი ნ----------------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული ვ-–--------------------------–-----------------–-------–-–----------------–---------------–----------–---------------------------------------–-------------------------------–----------–-----------–--------–---------------------------------–----------–---–----------------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე–3 ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად საგნის გამოყენებით

 

2.2. ბრალდებული გ----------------------------------------------–-------–-–------------------------------–----------–---------------------------------------–-------------------------------–-----–----–----------–--------–---------------------------------–-----–----------------------------------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე–2 ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ

 

2.3. ბრალდებული გ-----------------------------–-----------------–-------–-–--------–----------------–----------–----------------------------------------–--------------------–-----–----–----------–--------–---------------------------------–----------------------------------------------.

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე–2 ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ

 

2.4. ბრალდებული გ-----------–---------------------------–-------–-–----------------------------–----------–---------------------------------------–--------------------------------–-----–----–----------–--------–---------------------------------–--------------------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე–2 ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ

 

2.5. ბრალდებული ნ--–---------------------–----–-------------------–-------–-–-----------------------------–----------–---------------------------------------–--------------------–----------–-----------–-------------------------–------------------------------–------–---------------------------------–-------------–---–----------------------------------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე–2 ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

2.6. ბრალდებული კ------------------------–--–-–---–---------------–-------–-–------------–--------------–----------–---------------------------------------–--------------------------------–----------–-----------–--------–---------------------------------–---------------–-----------------------------------------------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე–2 ნაწილი;

ქმედების შემადგენლობა: ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

2.7. ადვოკატი ზ----------–-----

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2016 წლის 2------ს ზუგდიდის რაიონის სოფელ კ----–---–ში მიმდინარეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური ა--------ი. საარჩევნო უბანი N-- გახსნილი იყო კ----–---–ის საჯარო ს----–აში, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილნი იყვნენ მოქალაქეები. დაახლოებით 13 საათზე ქუჩაში შეკრებილ მოქალაქეებთან მივიდნენ ნ------------–--, გ-----------------, თ--------------, მ------------------, ლ-–----------, ა---------–---–- და სხვები. მოქალაქეებთან საუბრისას ნ------------–--ს შელაპარაკება მოუვიდა გ----------------თან, ვ-–-------------–---სთან, ნ--–-------–----–-----სთან, გ-------–--------–---სთან, გ---------------სთან, კ---------–--–-–---–თან და იქ მყოფ სხვა პირებთან, რა დროსაც ვ-–-------------–---მ, გ----------------მა, გ-------–--------–---მ, ნ--–-------–----–-----მ, კ---------–--–-–---–მა, გ---------------მ და სხვა პირებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად გამოხატეს რა იქ შეკრებილი საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, ძალადობის გამოყენებით უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნ------------–--ს და მასთან ერთად მყოფ ზემოთაღნიშნულ პირებს. მათ შორის ვ-–-------------–---მ რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი ნ------------–--ს, დ-----–-–---ს, ლ-–-----------ს, ა---------–---–ს და ა-–------–-–---ს. მანვე ხელკეტი დაარტყა ზ------------–-–---–ს. გ----------------მა ნ------------–--ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში. გ-------–--------–---მ რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახის არეში ზ------------–-–---–ს. გ---------------მ რამდენჯერმე დაარტყა ხელი ნ------------–--ს, დ-----–-–---ს, ზ------------–-–---–ს და ა-–------–-–---ს. ნ--–-------–----–-----მ გ-----------------ს ხელი დაარტყა სახის არეში. კ---------–--–-–---–მა რამდენჯერმე ხელი დაარტყა ზ------------–-–---–ს. ვ-–-------------–--ის, გ--------------ის, კ---------–--–-–---–ის, ნ--–-------–----–-----ს, გ----------------ის, გ-------–--------–--ის და დაუდგენელი პირების ხულიგნური ქმედება გაგრძელდა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, რის შედეგადაც შეფერხდა მოქალაქეების გადაადგილება, დაირღვა იქ შეკრებილი საზოგადოების მყუდროება და სიმშვიდე.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2016 წლის 2------ს ზუგდიდის რაიონის სოფელ კ----–---–ში მიმდინარეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური ა--------ი. საარჩევნო უბანი N-- გახსნილი იყო კ----–---–ის საჯარო ს----–აში, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის თბილისიდან ჩამოსული „ერ---------–------–----------------ის“ ლიდერები და ადგილობრივი მხარდამჭერები, ასევე „ქ--------–----–---------------------–-------------–--ს“ ადგილობრივი წარმომადგენლები და მხარდამჭერები. ჟურნალისტებმა შენიშნეს მათთან ერთად სპორტული აღნაგობის პირები, რომლებიც არ იყვნენ ადგილობრივები. ქ--------–----–----ს კანდიდატის მხარდასაჭერად საარჩევნო უბანთან მივიდნენ ასევე წინა დღეს ზუგდიდში ერთად ჩამოსული გ----------------ი, ვ-–-------------–---, ნ--–-------–----–-----, გ-------–--------–---, გ---------------, კ---------–--–-–---–ი.

საარჩევნო უბნის წინ, ერთი მხრივ, პოლიტიკური პარტია ქ--------–----–----ს წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს, მეორე მხრივ, პოლიტიკური პარტია ერ---------–------–----------------ის წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს შორის გაიმართა საუბარი საარჩევნო უბანში შესასვლელი ადგილის გათავისუფლებისა და ორივე პარტიის წარმომადგენლების უკან გადაწევის შესახებ, რა დროსაც, პოლიტიკური პარტია ერ---------–------–----------------ის წარმომადგენელ გ-----------------ს მხრიდან მშვიდობის შენარჩუნების სურვილის გამოხატვას და საუბრისას ფიზიკური ძალადობის მიზნით სპორტსმენების ჩამოსვლის საკითხის წამოწევას მოჰყვა გ-----------------სა და ბრალდებულებს: ნ--–-------–----–-----ს და გ-------–--------–---ს, ასევე მათთან ერთად მდგარ სხვა პირებს შორის მცირედი შელაპარაკება - ვითარების გარკვევა, რა დროსაც აღინიშნა, რომ სპორტსმენები სტუმრად იყვნენ ჩამოსულები და მათი ადგილზე ყოფნა არ უკავშირდებოდა მათი მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესაძლებლობას. საუბარს მოჰყვა პოლიტიკური პარტია ქ--------–----–----ს წარმომადგენელ მ--------------სა და მისი პარტიის მხარდამჭერების მოწოდება გ-----------------სადმი, ვითარება არ დაეძაბა, რადგან ეს არც ერთ მხარეს არ აძლევდა ხელს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები, მათ შორის ბრალდებულებიც, განლაგდნენ საარჩევნო უბანთან შორიახლოს, სხვადასხვა ადგილას და შეძლებისდაგვარად, ჩრდილს შეაფარეს თავი.

შუადღისთვის სოფელ ნაცატუს საარჩევნო უბნიდან სოფელ კ----–---–ის N---ე საარჩევნო უბანთან დაბრუნდა ერ---------–------–----------------ის წარმომადგენელი ნ------------–--, რომელიც მიუახლოვდა და გაესაუბრა ბრალდებულებს: ვ-–-------------–---ს და კ---------–--–-–---–ს, ასევე მათთან ერთად მყოფ სხვა პირებს. ნ------------–--ს მხრიდან საუბარმა, რომელიც შეეხებოდა იქ მყოფი ფიზიკურად ძლიერი პირების სპეციალურად ჩამოყვანას, შეიძინა გამომწვევი ხასიათი და გადაიზარდა შელაპარაკებაში. ამასობაში იქვე შეიკრიბნენ ნ-–------–----------------ის წევრები, ჟურნალისტები, ოპერატორები, რომლებმაც დაიწყეს მიმდინარე მოვლენების დაფიქსირება და სხვა პირები. საუბრის უსიამოვნო ხასიათიდან გამომდინარე, იქ მყოფმა პირებმა ნ------------–--სთან მისულ გ-----------------ს, თ--------------ს, ა---------–---–ს, ე------------–---ს და სხვებს სიტყვიერად და ჟესტიკულაციის მოშველიებით თხოვეს ნ------------–--ს გაყვანა, მას ,,ინტრიგანი’’ უწოდეს და აღნიშნეს, რომ ის ხელოვნურად ძაბავდა ვითარებას. ნ------------–-- შეეცადა, განეგრძო საუბარი, რა დროსაც ერთ–ერთმა თანამოსაუბრემ მოუწოდა, ხელებით არ შეხებოდა მას საუბრისას. ხელების დამორჩილებისკენ მოუწოდა ნ------------–--ს ასევე ბრალდებულმა ვ-–-------------–---მ, რის შემდეგ ნ------------–--ს სახეში მოხვდა უკნიდან მოქნეული ხელი. ამას მოჰყვა ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა, ფიზიკური დაპირისპირება, რაშიც სხვა პირებთან ერთად ჩაერთო ასევე ბრალდებული გ----------------ი. კერძოდ, გ----------------მა თავიდან ნ------------–-- კისერში უკნიდან ხელის ჩავლებით გამოსწია უკან და გამოარიდა იქ მყოფ პირებს, რის შემდეგაც ნ------------–--მ მისგან თავი გაითავისუფლა. ამის შემდეგ ნ------------–--სა და ვ-–-------------–---ს შორის იყო საფრთხე ფიზიკური დაპირისპირების, თუმცა მათ ერთმანეთის მოქნეული ხელი არ მოხვედრიათ. ვ-–-------------–--- გაერიდა ნ------------–--ს, რის შემდეგ გ----------------მა დაარტყა ხელი ნ------------–--ს თავის არეში. მას შეუერთდნენ ასევე სხვა პირებიც. ნ------------–--მ მოახერხა ერთ–ერთი თავდამსხმელის წაქცევა, რის შემდეგაც გ----------------მა და სხვა პირებმა რამდენჯერმე დაარტყეს ხელი ნ------------–--ს თავის არეში. თავის მხრივ, ნ------------–-- თმებში წვდა გ----------------ს და ორივე წაიქცა. აღნიშნულის შემჩნევის შემდეგ სხვა პირებს შეუერთდა გ---------------, რომელმაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი ნ------------–--ს. ამავდროულად გ----------------თან მივიდა იქვე მყოფი ა---------–---–-, რომელსაც ვ-–-------------–---მ ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში ძლიერად, რის შემდეგაც ა---------–---–- წაიქცა. ამავე დროს მოჩხუბრებთან მივიდა იქვე მყოფი გ-----------------, რომელსაც მათთან მისულმა ნ--–-------–----–-----მ სახეში დაარტყა ძლიერად ხელი. გ----------------- წაიქცა, რის შემდეგაც დაეხმარნენ ადგომაში.

აღნიშნულის შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება შეწყდა რამდენიმე წუთით. ამ ხნის განმავლობაში ერ---------–------–----------------ის მხარდამჭერებმა მოუწოდეს ერთმანეთს, წასულიყვნენ მოწინააღმდეგე ბანაკისკენ პასუხის გასაცემად, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მოწინააღმდეგე პოლიტიკური ბანაკის მხარდამჭერებს, მათ შორის მოჩხუბრებს, შეაგინეს მათ, დამამცირებლად მოიხსენიეს. ქ--------–----–----ს მხარდამჭერთა მხრიდან გაისმა ასევე ნ------------–--ს მისამართით გინება, მითითება იმაზე, რომ სწორედ მან მოახდინა სპორტსმენების პროვოცირება. ნ-–------–----------------ის წარმომადგენლებმა, მათ შორის ლ--–-----------მ და მისი პარტიის მხარდამჭერებმა ქ--------–----–----ს წარმომადგენელ მ--------------ს დაუწყეს კამათი იმის თაობაზე, რომ ეს მისი პარტიის ორგანიზებული ძალადობა იყო, რასაც მ-------------- უარყოფდა. იგი განრიდებულ იქნა კამათიდან მისივე თანაპარტიელ ლ-–--------–--ს მიერ, თუმცა ეხლა უკვე მას დაუწყეს კამათი ლ--–-----------მ და მისმა თანაპარტიელმა ე------------–---მ. ბრალდებულები: გ-------–--------–---, გ--------------- და ვ-–-------------–--- სხვა პირებთან ერთად ქ--------–----–----ს მხარდამჭერებმა გაარიდეს იქაურობას, თუმცა ნ-–------–----------------ის მხარდამჭერები, მიუხედავად სიმშვიდისკენ გ-----------------ს არაერთი მოწოდებისა, აგრძელებდნენ ქ--------–----–----ს მხარდამჭერების, მათ შორის მოჩხუბრების ლანძღვას და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ერ---------–------–----------------ის წევრების მისამართითაც გაისმა გინება და შეურაცხყოფა ქ--------–----–----ს მხარდამჭერის მხრიდან.

არსებულ ვითარებას ისევ მოყვა ფიზიკური დაპირისპირება, რაშიც ჩაება ასევე ვ-–-------------–---, რა დროსაც მისკენ ხელი მოიქნია ნ-–------–----------------ის მხარდამჭერმა ა-–------–-–---მ. აღნიშნულის შემდეგ ვ-–-------------–--- და სხვა პირები გადაერთნენ ა-–------–-–---სკენ, რა დროსაც ვ-–-------------–---მ თავჩაწეულ მდგომარეობაში მყოფ ა-–------–-–---ს სამჯერ დაარტყა ხელი ზევიდან თავის უკანა მხარეს.

აღნიშნულის შემდეგ ვ-–-------------–---მ შენიშნა პირი, რომელიც პლასტმასის მილს იქნევდა და გაემართა მისკენ, გადაუჭირა მოქნეული მილი და წაართვა ის, რის შემდეგაც გაემართა ზ------------–-–---–ისკენ, რომელსაც, მის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, უკვე ეჩხუბებოდა სხვა პირი, დაარტყა მას პლასტმასის მილი, რის შემდეგაც ის სხვა პირმა დაარწმუნა, რომ მილი გადაეცა მისთვის. იქვე მივიდა გ-------–--------–---, რომელმაც წამომდგარ ზ------------–-–---–ს ხელი დაარტყა თავში. გაისმა სიტყვები, „ქვა ვის დაარტყი“ და წაქცეულ ზ------------–-–---–ის წინ გაგორდა მოზრდილი ზომის ქვა. როცა ზ------------–-–---–ი ცდილობდა, გაცლოდა იქაურობას, დაეცა, რა დროსაც კ---------–--–-–---–მა ქვევიდან მუშტი ამოარტყა სახეში.

აღნიშნულის შემდეგ ლ-–----------ს დაარტყა სხვა პირმა ხელი, რის პასუხადაც მან გამოხატა უკმაყოფილება. ლ-–----------სთვის დარტყმა და მისი უკმაყოფილება შენიშნა და გაიგო ვ-–-------------–---მ, რომელმაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი ლ-–----------ს თავის არეში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ა----------------ს, ე-----------------ს, გ--------------–---–--ს, გ----------–---–-ს, ი-----–--------–--ს, პ-----------–-------ს, პ-----------–-------ს, რ-------------–---–--ს, თ------–------------ს, ე-------–---ს, ი-----------ის, ს---------------ს, ი-----–----------ს, გ------------------ს, გ-----------–--ს, გ-----------–---–--ს, ლ-–-------------ს, ტ------–------------ს, რ-------------ს, ლ---------------ს, მ--------------ს, თ------------------ს, თ----------------ს, ბ------------ს, ლ-–--------–---–--ს, მ------------------ს, ს--–---------–-----ს, ჯ--------–-----ს, ზ-----------------ს, ლ----------------ს, ა-–------–-–---ს, ზ------------–-–---–ის, თ------------ს, ე------------ს, პ--------------ს, ლ-–--------–--ს, ზ---------–------ს, ნ-------------–---ს, თ---------------ს, ი-------------–---–-ს, გ-----------------ს, თ--------------ს, ლ--–-----------ს, ლ-–----------ს, ნუკრი თორდიას, ნ-------------ს, გ--------------–--ის და სხვათა ჩვენებებით ირკვევა, რომ კ----–---–ის ს----–ის, სადაც ტარდებოდა ა--------ი, მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ხმაური და ჩხუბი. მოწმეების: გ--------------–---–--ს, ლ-–-------------ს, ლ-–--------–---–--ს, ა----------------ს, გ--------------–---–--ს და სხვა მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, პოლიციის თანამშრომლებს არ აგინებდნენ მოჩხუბრები და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას არ აყენებდნენ, არ იქცეოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელად და უშუალოდ მათ მიმართ უპატივცემულობას არ გამოხატავდნენ. მოწმე დ-----–-–---ს ჩვენების თანახმად, მოჩხუბრები არც იმათ აგინებდნენ, ვისაც ეჩხუბებოდნენ. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ასზე მეტი პირი, თუმცა არც ერთს არ უთქვამს აღნიშნულის საწინააღმდეგო ინფორმაცია უშუალოდ ბრალდებულების მისამართით.

მოწმეების: რ-------------–---–--ს, თ------–------------ს, მ--------------ს ჩვენებებით ირკვევა, რომ ნ------------–--მ თქვა, თქვენი ჩამომყვანისო, შეიგინა და ატყდა ჩხუბი. ჩხუბი ს----–ის წინ იყო ეზოს გარეთ. ნ------------–--მ ყველას შეაგინა. ვინც ხმას მისცემთო ამათ და შეიგინა. ნ------------–--ს გინებას მოჰყვა კონფლიქტი.

მოწმეების: გ--------------–---–--ს, გ-----------–--ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ნ-–------–----------------ის წევრები მივიდნენ 20 ბიჭთან. მათ აგრესიულ ლაპარაკს, ვინ ხართ, აქ რას აკეთებთო, მოჰყვა კონფლიქტი. ინციდენტი დაიწყეს ნ-–------–----------------ის წევრებმა. თავიდან მშვიდი ტონით მიმართეს ნ-–------–----------------ის წევრებმა, მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღეს, მერე დაიწყეს აგრესიული ლაპარაკი ნ------------–--მ და მასთან მყოფებმა.

მოწმე ლ---------------ს ჩვენების თანახმად, ხმაური გაიგო, შენიშნა ნ------------–--. ხმაური ნელ-ნელა გადაიზარდა ჩხუბში.

მოწმე თ----------------ს ჩვენების თანახმად, ს----–ის შესასვლელ ჭიშკართან ნ-–------–----------------ის წევრები აგიტაციას ეწეოდნენ. თ--------------, გ----------------- და სხვები იდგნენ. ნ------------–--ს ჩასჩურჩულეს ყურში. ნ------------–--მ გამოხატა აგრესია, დაიწყო ზუგდიდელების, ოცნებისტების დედებიო. ახალგაზრდებმა პასუხი გასცეს. ნ------------–--მ ხელიც გაიშვირა და გადაიზარდა რაშიც გადაიზარდა. ავტომანქანის საბარგული სავსე ჰქონდათ ხელკეტებით ნ-–------–----------------ის მხარდამჭერებს. ვერ მოასწრეს ერთი-ორის მეტის ამოღება. სხვები არ ამოაღებინეს ბიჭებმა. ეს თავიდან კადრებში იყო და მერე გაქრა. ავტოგასამართი სადგურის უკან ყოლიათ ჯოხებით სავსე ავტომანქანა, რომელიც ბიჭებმა გააუვნებელყვეს, თორემ იქნებოდა თავის მტვრევა. ჩხუბი ხელს აძლევდათ ნ-–------–----------------ის წევრებს. პირველად ნაციონალებმა მოიმარჯვეს ჯოხი, მაგრამ ბიჭებმა არ მისცეს ამოტანის საშუალება, დაუკეტეს საბარგული. თქვენი ოცნების დედებსო, ყვიროდნენ. ეს იყო ჩხუბის მიზეზი. ნ------------–--მ გამოიყენა კარატის ილეთი და მასაც დაარტყეს. ერთი ამბავი იყო ჭიშკართან. ერთი კაცი იდგა ჭიშკართან, მაისურზე უკან ეწერა ,,უკრაინის ჩემპიონი’’, ნ-–------–----------------ის წევრებს ჰყავდათ ის. ისინი შესასვლელთან ხალხს იჭერდნენ, კოცნიდნენ. ჩხუბის მერე არავინ მისულა ა--------ზე და ეს უღირდა ნაციონალურ მოძრაობას.

მოწმე ს-------–-----–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ ატყდა ალიაქოთი. საარჩევნო უბნის შესასვლელთან იდგნენ ნ-–------–----------------ის წევრები და არ აძლევდნენ ამომრჩეველს შესვლის საშუალებას. მეორე მხარე ამომრჩეველთა შეშვებას ითხოვდა. ისინი შელაპარაკდნენ. ეს იყო დილით 09:30 საათზე. ჩანდა, რომ პროვოცირება მოხდებოდა ნ-–------–----------------ის მხრიდან. მივიდნენ, თხოვეს გ-----------------ს, ნ------------–--ს, ლ-–----------ს, გაეწიათ ერთი მეტრით. ამაზე ამბობდნენ, ხალხი თვითონ გაარღვევს ჯებირსო. 1 საათის საუბრის მერე შეთანხმდნენ, გაწეულიყვნენ 3 მეტრით. ნ-–------–----------------ის წევრები პროვოკაციისთვის იყვნენ ჩამოსულნი. სიგნალი მიიღეს ეტყობა მოგვიანებით.

მოწმე ა--------–-----–---ს ჩვენებით დასტურდება, რომ ხალხი ამბობდა, რომ ნ------------–-- და გ----------------- მოვიდნენ 12 საათის მერე და აგინებდნენ იმათ, ვინც ხმას აძლევდა ქართულ ოცნებას. ამას მოყვაო შეხლა-შემოხლა სტუმრად ჩამოსულ ბიჭებთან. ითქვა, რომ ნ------------–-- და გ----------------- აგინებდნენ, იფურთხებოდნენ, ხალხს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

მოწმე მ-----–-----–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ ნ-–------–----------------ის წევრები ცდილობდნენ, რეპლიკებით გაეღიზიანებინათ ქ--------–----–----ს ამომრჩეველი და გააღიზიანეს ხალხი. ნ------------–-- აგინებდა ,,41’’–ის შემომხაზველებს.

მოწმე ნ----------–---–--ს ჩვენებით დასტურდება, რომ ნაცნობმა უთხრა, შეურაცხყოფის მიზეზით მოხდაო ჩხუბი. ნ------------–--მ შეურაცხყოფა მიაყენაო რომელიღაცას და ამას მოყვაო ჩხუბი.

მოწმე ლ-----------–--ს ჩვენების თანახმად, ხალხისგან გაიგო, ნ------------–--ს წამოძახილებს მოყვაო ჩხუბი.

მოწმე მ------------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ დღის მეორე ნახევარში გამოჩნდნენ ლიდერები: გ-----------------, ნ------------–--, ნ---------–---–------, ა---------–---–-. ლიდერების გამოჩენას მოჰყვა აგრესიული საუბარი და რამდენიმე წამში მოხდა შეხლა-შემოხლა, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ნ-–------–----------------ისა და ქ--------–----–----ს აქტივისტები ერთმანეთს შეერივნენ და საუბარი ჩხუბში გადაიზარდა. ქ--------–----–----ს წარმომადგენლები იყვნენ ღობის გარეთ. 40-50-მდე კაცი იყო. ჯერ ცოტანი იყვნენ, მერე ემატებოდნენ. 13 საათიდან დაიძაბა ვითარება, როცა გამოჩნდა ნ------------–--. ის ავტომანქანიდან ჩამოვიდა და მარჯვნიდან ფეხით მიუახლოვდა, ბენზინგასამართ სადგურთან დააყენა ავტომანქანა. ნ------------–-- და თ-------------- როცა მოდიოდნენ, მოხდა ბიჭებთან შელაპარაკება, რომლებიც იდგნენ იქ მანამდე. უწმაწური სიტყვები იყო, უსიამოვნო საუბარი და უცებ დაიწყო ჩხუბი. პირველი ნ------------–--ს მოხვდა ხელი. ჩხუბი გამოიწვია ნ------------–--ს გამოჩენამ. სპორტსმენები ნ------------–--ს მოსვლამდე იდგნენ იქ. ნ------------–--ს მოსვლამდე მათ შორის ინციდენტი არ ყოფილა. ნ------------–--ს აყვნენ სხვა ლიდერები საუბარსა და ჩხუბში. სანამ მათთან მივიდოდა ნ------------–--, ბიჭები იდგნენ იქ და ისინი შეხვდნენ ნ------------–--ს. საუბარი იყო შემდეგი შინაარსის: პროვოკაციაა, რატომ მოდიხართ და ა.შ. ამას ამბობდნენ ნ-–------–----------------ის ლიდერები – გ-----------------.

მოწმე ლ-–--------–--ს ჩვენების თანახმად, ნ-–------–----------------ის წევრები მოდიოდნენ ცინიკურად. ის აფრთხილებდა მის მხარდამჭერებს, პროვოკაციას არ აჰყოლოდნენ. წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი რაღაცეები ნ-–------–----------------ის წევრებს, მაგრამ ნ------------–-- რომ არ მოსულიყო, არაფერი იქნებოდა. ის გამომწვევად იქცეოდა, ხელებს შლიდა. ერთმა მათმა მხარდამჭერმა უთხრა ნ------------–--ს, არ გრცხვენია მეგრელ კაცს, რომ მეგრელების გამაუპატიურებლებთან დგახარო? მან უთხრა, მე მეგრელი არ ვარ, თქვენიო, თქვენი და ბიძინასიო და ცუდად მოიხსენია. ატყდა ჩხუბი. მისი პროვოკაციაში ჩართვა უნდოდათ. ე------------–--- მივარდა, პროვოკაციული რაღაცეები დაუწყო. ქალბატონებიც ამბობდნენ მასზე რაღაცეებს, შეურაცხყოფა მიაყენეს. ვიღაცამ თავში ჩაარტყა ხელი. ეს ნ-–------–---ს მხრიდან მიზანმიმართულად ხდებოდა. შეიძლებოდა ამის თავიდან არიდება, რომ არა ნ------------–--ს მხრიდან დამცირება, შეურაცხყოფა. ნ------------–-- და სხვები რომ მივიდნენ, ნ-–------–----------------ის მომხრეები მათ მიუახლოვდნენ 2 მეტრამდე. მანამდე შორს იყვნენ. ნ------------–--მ რომ დაუჯიკავა, იმან დაარტყა ნ------------–--ს. ნ-–------–----------------ის წევრები იგინებოდნენ, ნახავთ რაც მოგივათო, რაც იყო, მონაგონი იქნებაო და ა.შ. სიტუაცია, რომ აირია, შეტაკება მოხდა, უნდოდათ ჩაერთოთ ჩხუბში. 2 დღით ადრე ჩამოვიდნენ ქ--------–----–----ს წარმომადგენლები და ყველას კატეგორიულად თხოვეს, პროვოკაციაზე არ წამოგებულიყვნენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ წააგებდნენ ა--------ს. 9 აქტივისტი ჰყავდა მას, რომლებიც წინ იდგნენ და პროვოკაცია უნდა აერიდებინათ თავიდან. იმ მიზნით იყვნენ, რომ ა--------ი არ უნდა ჩაშლილიყო. ჩხუბის მიზეზი იყო ნ------------–--ს მხრიდან შეგინება: ,,თქვე მონებო, თქვენ დედებს ი----–---–- ...’’. რადგან დამშვიდებას ითხოვდა თვითონ, ამიტომ მივარდნენ ქალები მას და მისი ჩართვა სცადეს ჩხუბში, რადგან არ აძლევდათ ხელს ჩხუბის ჩაცხრობა. ნ------------–-- და მასთან მყოფები აქეზებდნენ, იგინებოდნენ. მონებს, „შნირებს“ შეხედე, ამ საცოდავებსო, ამბობდა ნ------------–--. გ----------------- გამომწვევად საუბრობდა, შეხედე ამ საწყლებსო, მაგრამ არ იგინებოდა. ე------------–--- და ლ--–----------- ჭიჭყინებდნენ, ამაზრზენად იქცეოდნენ. შემდგომში გაიგო, რომ ვიღაცას უთქვამს, ,,ჯერ სად ხარ, აწი დაიწყება თქვენი ხმარებაო’’. ნ------------–--ს მოსვლისთანავე ყველა ნაციონალი ერთდროულად აყაყანდა. ნ-–------–----------------ის წევრები მიდიოდნენ მათთან. ნ------------–--ს თან ახლდა სპორტსმენი ბიჭები. იქ ვიღაცეებ ნ-–------–----------------ის საწინააღმდეგო აქციის გამართვა სურდათ, მაგრამ არ მისცა საშუალება. ქ--------–----–----ს აქტივისტი, რომელსაც თავი ჰქონდა გახეთქილი და ნაციონალისთვის წართმეული ხელკეტი ეკავა, ეკითხებოდა ნაციონალებს: ,,ესაოო თქვენი სამართალი?’’

მოწმე თ---------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ როგორც კი ნ-–------–----------------ის ლიდერები გამოჩდნენ, დაიწყო მათი მხრიდან გამომწვევი ჟესტიკულაციები. ნ------------–--მ დაიწყო აგრესია, ლოზუნგებს იძახდა. ღობეს იყო გადაკიდებული, თავისი აქტივისტები შემოეხვია, ამბობდა, მალე მოვა დასასრული ქ--------–----–----სო. ცინიზმი იკვეთებოდა მის სახეზე. ეს იწვევდა უკმაყოფილებას. ლ-–--------–-- იძახდა: ,,ნ-–------–---ს პროვოკაციაა და შეწყვიტეთო ჩხუბი’’.

მოწმე გ--------------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ ნ-–------–----------------ის მომხრეების მიმართ იყო ჩხუბი, თუმცა ისინიც ჩხუბობდნენ აქეთ. „რაზე ჩამოხვედითო“ და ასეთი საუბარი იყო, „სადაურები ხართო“. უკნიდან გ-----------------ს თუ ნ------------–--ს დაარტყეს. დაძაბული საუბარი იყო.

მოწმე ჯ--------–-----ს ჩვენების თანახმად, 40-50 სპორტსმენს გამოეყო 10–15 კაცი მას შემდეგ, რაც ნ------------–-- შენიშნეს და გაემართნენ მისკენ. ნ------------–-- ეუბნებოდა, „რა გინდათ, პროვოკაციას არ ჰქონდესო ადგილი“. ნ------------–--ს საუბრიდან გამომდინარე დაარტყეს ხელი. იქ ნახევარი საათი იდგნენ ისინი მანამდე. ჩხუბის დაწყებამდე ნ------------–-- ეუბნებოდა, „აქ არაფერი გესაქმებათ, პროვოკაცია არ იყოსო“. ჩვეულებრივი მამაკაცური საუბარი იყო. ხმამაღალი საუბარი არ ყოფილა. საუბარს მოჰყვა დარტყმა. შეურაცხყოფა და გინება არ ყოფილა.

ბრალდებულების: ვ-–-------------–--ის, ნ--–-------–----–-----ს, გ--------------ის, გ----------------ის, კ---------–--–-–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ რადგან ქ--------–----–----ს აქტიური მხარდამჭერები არიან, ა--------ის წინა დღეს ჩავიდნენ ზუგდიდში, სადაც შეხვდნენ ნ--–-------–----–-----ს. დაათვალიერეს დადიანების სასახლე, ქალაქი, 11–12 საათისთვის ავიდნენ საარჩევნო უბანზე გ----------------ი, კ---------–--–-–---–ი, ნ--–-------–----–-----, გ-------–--------–--- და ვ-–-------------–--- პოლიტიკური პარტია ქ--------–----–----ს კანდიდატის საგულშემატკივროდ. ჩრდილში იდგნენ. მათთან მივიდა ნ------------–-- და შეურაცხყოფა მიაყენა, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ინციდენტამდე 1 საათი მაინც იყვნენ იქ. ა---------–---–- და ნ---------–---–------ მივიდნენ, მიესალმნენ, ჩაუარეს. აგრესია არ ყოფილა მათი მხრიდან. ე-----------–---–- და გ-----------------ც მიესალმნენ. მათგან განსხვავებით ნ------------–-- პირდაპირ მივიდა მათთან, ჰკითხა, „აქ რა გინდათო?“, შეურაცხყოფა მიაყენა მათ. უპასუხეს, ენისთვის კბილი დაეჭირა. ატყდა ჩხუბი. შეურაცხყოფა მიაყენეს და ამიტომ ცემდნენ. ნ------------–--მ მიმართა: ,,სუს–ის აგენტებო, ვინ ჩამოგიყვანათ, ზონდერებო, რამდენს გიხდიან, კუნთებს დაგაჭრითო’’. ვ-–-------------–---ს და მის მეგობარს ესაუბრებოდა. ამას ბილწსიტყვაობა მოჰყვა. ამის შემდეგ ნ------------–--ს მხარდამჭერებმა აქეთაც დაარტყეს. ნ------------–-- ამბობდა: ,,კუნთებით ნუ გვაშინებთ, ჩვენც გვყავს ხალხი, კიდევ შეგხვდებითო’’. ,,ინტრიგანი ხარო’’, უპასუხეს. ნ------------–-- ჩხუბის დროს აგინებდა მათ. ნ------------–--ს რომ დაარტყეს, მისმა მომხრეებმაც დაარტყეს საპასუხოდ და ატყდა ჩხუბი. ურტყამდნენ და პასუხობდა ვ-–-------------–---ც. ნ--–-------–----–----- სხვა სპორტსმენებთან ერთად იდგა, ხმა რომ გაიგო, მივიდა. მის სტუმრებს რომ დაარტყეს, თვითონაც დარტყმითვე უპასუხა. ვინც შეურაცხყოფას აყენებდა, მხოლოდ იმას ურტყამდნენ. ყველა ჩხუბობდა და ნ--–-------–----–-----ც ჩაერთო. პოლიცია და ადგილობრივები რომ ჩაერივნენ, გაჩერდნენ. პირველი ეტაპის შეჩერებას ხელი შეუწყო მათივე თავშეკავებამ. ვ-–-------------–--ის მეგობარს თავში ქვა ჩაარტყეს, რის გამოც ჩარტყმითვე უპასუხა ვ-–-------------–---მ. პარტიულობის გამო არავინ უცემიათ. პირველი ეპიზოდის მერე მას ქვები ესროლეს. ვიღაცამ ვ-–-------------–--ის მეგობარს უკნიდან დაარტყა და განახლდა ჩხუბი. უმიზეზოდ არავისთვის დაურტყამთ. ტელევიზიებმა გვიან დაიწყეს გადაღება. ნ------------–--სთვის შეურაცხყოფა ვ-–-------------–---ს არ მიუყენებია. პირველი ეტაპის შემდეგ თვითონ ნ-–------–----------------ის აქტივისტები წამოვიდნენ აგრესიულად. ვინც ხელს უქნევდა, იმას ურტყამდნენ. ზ------------–-–---–მა დაარტყა ხელზე ჯოხი კ---------–--–-–---–ს და იმიტომ ჩაარტყა მას კ---------–--–-–---–მა. ქვასაც და ჯოხებსაც მოხერხებულად იყენებდა ზ------------–-–---–ი. ყველაზე აქტიური ის იყო. ჩხუბი რომ გაჩერდებოდა, ის დაიწყებდა ქვების სროლას და აგრესიას. ზ------------–-–---–მა ვ-–-------------–--ის მეგობარს ჩაარტყა ქვა თავში, იფურთხებოდა, ხელ–ფეხს იქნევდა, ჩხუბობდა. ნ-–------–----------------ის მხარდამჭერებმა ისინი ბენზინგასამართი სადგურისკენ გაიტყუეს, რადგან იქ ჰქონდათ ჯოხები და ქვები მომარაგებული. სწორედ იქ დაარტყა ჯოხი ხელში ზ------------–-–---–მა. ძალიან აგრესიულები იყვნენ და იქიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. პოლიციამ მოუწოდა სიმშვიდისკენ და დაემორჩილნენ. კუნთი ხელზე ახლაც გაწყვეტილი აქვს კ---------–--–-–---–ს. ლ-–----------მ ვ-–-------------–--ის მეგობარს ხელი დაარტყა და ამიტომ უპასუხა დარტყმით, როგორც ახსოვს, ვ-–-------------–---მ. ლ-–----------ს ის არ იცნობდა. ჯოხი ვიღაცამ მოიქნია და ვ-–-------------–---მ წაართვა. მანამდე სხვას უქნევდა ის პირი ჯოხს. არ გაკიდებიან გაქცეულებს. ვინც იგინებოდა და არ ჩერდებოდა, იმას ურტყამდნენ. როცა შეწყვიტეს გინება მათი მისამართით, ისინიც გაჩერდნენ. გ---------------მ ნ---ნორ მ--–--ს დაარტყა, რადგან მან გ----------------ი დააგდო ძირს, თმებით დაითრია და ურტყამდა. იყო გინება, ქვების სროლა, ხელკეტის ჩარტყმები სპორტსმენების მისამართით და გაგრძელდა ჩხუბი. ქვა გ---------------საც მოხვდა. ინტენსიური ჩხუბი იყო და არ მიეცათ გაჩერების შესაძლებლობა.

მოწმე ზ-----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მ--------------ს უთხრა შესაძლო პროვოკაციის შესახებ. მათ მიმართ აგრესია იგრძნობოდა საუბრით, მანერებით, სთხოვა, არ დაეძაბა სიტუაცია. ლ-–--------–-- ეკონტაქტებოდა სპორტმენების ჯგუფს, რომლებიც მოშორებით იდგნენ. იძაბებოდა ვითარება. ორივე მხარე თავს იკავებდა. ნ------------–--მ და ბიჭებმა ისაუბრეს, რადგან იყო საჭიროება, აეხსნათ, რომ აქ დასაპირისპირებლად არ იყვნენ და ყველას ჰქონდა თავისი პოზიცია. ეს ჯგუფიც და ნ------------–--ც გადაადგილდებოდნენ, შეხვდნენ ერთმანეთს და ისაუბრეს. ვინაიდან იყო საუბრები პროვოკაციაზე, ამიტომ ნ------------–--მ ჰკითხა, „რატომ ხართო აქ, სპორტსმენები იმისთვის ხომ არ ხართ, რომ რაღაც მოხდესო?“ მას და მის თანაგუნდელებს არ უნდოდათ პროვოკაცია. ჩხუბი ნ------------–--ს არ დაუწყია. ის მივიდა ასახსნელად და დასარწმუნებლად. იქიდან იყო უფრო მეტი აგრესია, ვიდრე ნ------------–--სგან. „,,ნ-–----’’, ბევრი არ ილაპარაკოთ,“ „სისხლიანი 9 წელი“ და სხვა. როცა მივიდა, სპორტსმენები უკვე იქ იყვნენ. გაკვირვებას იწვევდა მათი იქ ყოფნა. წინა დღეს სიუჟეტი ნახა, სადაც ბოტანიკურ ბაღში კამერას გაურბიან ბიჭები. ამ უბანზე დიდი ალბათობა იყო, რომ ,,ქართულ ოცნებას’’ ვერ მოეგო და ალბათ მოსახლეობის დაშინება უნდოდათ. თვალში საცემი იყო სპორტსმენების ანტაგონისტური მოქმედებები, ლაპარაკი – „აუ, ეგენი კიდევ როგორ უნდა იყვნენ“ და ა.შ. სიტყვიერად, ემოციურად გამოხატავდნენ პოზიციას და იგრძნობოდა, რომ ამის გამო მათთან ჩხუბს აპირებდნენ. ნელ-ნელა ღვივდებოდა ჩხუბი, უცებ არ დაწყებულა. ერთმანეთისკენ მიდიოდნენ, საფრთხეს გრძნობდნენ და იყო შეხვედრები, გადაკვეთები, იყო ,,კბენები″, მაგრამ თვალს ხუჭავდნენ, არ უნდოდათ გამწვავება. მერე ნ------------–-- და ჯგუფი შეხვდნენ და მოხდა შელაპარაკება.

მოწმე ლ----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იყო გამომწვევი საუბარი. 10-15 სპორტული ბიჭი ,,ქ--------–----–----ს’’ ჯგუფს გამოეყო. იყო შელაპარაკება. ზოგი ნ------------–--სთან მივიდა, ზოგი - გ-----------------სთან. სიტყვიერი დაპირისპირებები იყო გ-----------------სა და ნ------------–--ს მისამართით. ნ------------–--სთან ესაუბრებოდნენ, რომ ჰქონდათ მის მიმართ პრეტენზიები და დაარტყეს ხელი. ნ------------–--ს და გ-----------------ს ხმა არ აუწევიათ, ამბობდნენ, „ბიჭებო, სიმშვიდე შეინარჩუნეთ, ჩხუბი არ გვინდაო“.

მოწმე თ------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ დილით ნ-–------–----------------ის წევრებმა გააჟღერეს, რომ იგეგმება პროვოკაცია. მალე უბანზე სპორტსმენები მოვიდნენ. დაინტერესდა მათი მოსვლის მიზეზით. სხვადასხვა პასუხს სცემდნენ – ხან ექსკურსიაზე იყვნენ, ხან სხვა მიზეზს ასახელებდნენ. ნელ-ნელა პოლიტიკური პარტიების ლიდერები გამოჩნდნენ. დაიწყო დაპირისპირება და ცემა. ოპოზიციური პარტიის წევრები სპორტსმენებს ეკითხებოდნენ, „რატომ მოხვედითო?“ სპორტსმენები აგრესიულები იყვნენ მათი და ჟურნალისტების მიმართ, „ნუ გვიღებთო“, საჩხუბრად მზად იყვნენ. ი-------------–---–მა თქვა, რომ სპორტსმენები არიან ჩამოყვანილები პროვოკაციისთვის. ,,ქ--------–----–----ს’’ შტაბიდან მიდიოდა 20-მდე სპორტსმენი. თავიდან ისინი ჭიშკართან იდგნენ ჯგუფურად. ყველა ერთად არ მისულა. ისინი მას აგრესიულად ესაუბრებოდნენ, აგინებდნენ, მუშტის მუქარაც იყო. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობდნენ, „აი, მოვიდნენ ესენიო“. პასუხი იყო, „რა, არ შეიძლება მოვიდეო?“ ასეთი საუბრები იყო. მივიდა ნ------------–--, რაღაც დუდუნი გაისმა და მერე უცებ დაარტყეს ნ------------–--ს. მის მოსვლას მოჰყვა ჩხუბი. ადგილზე ითქვა, ნ---მ შეაგინაო სპორტსმენებს. გინება არ გაუგია მას.

მოწმე ე------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ სანამ კ----–---–ში მივიდოდა, გაიგო, რომ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იყვნენ ,,არაზუგდიდელები’’ და შეიძლება დაძაბულობასთან კავშირში ყოფილიყვნენ. მივიდა მათთან, რომ ეკითხა, თუ რატომ ჩამოვიდნენ. მერე წავიდა კ----–---–ში. მოულოდნელად ატყდა ჩხუბი. ბაღში ვინც ნახა, ისინი კ----–---–ში იყვნენ. ზოგი დახვდა, ზოგი მერე მოვიდა. 15 წუთში ს----–ის წინ შელაპარაკება მოხდა პოლიტიკოსებსა და ამ ბიჭებს შორის. ნ------------–--, გ-----------------, თ-------------- ბიჭებთან დაობდნენ, პოლიტიკურ ჭრილში განიხილავდნენ ვითარებას, ურთიერთგამომრიცხავი საუბარი იყო. ნ------------–-- ამბობდა: „მშვიდად ჩავატაროთ ა--------ი დღეს, არ უნდა მოხდეს ის, რისთვისაც ხართო ჩამოსული“. „თქვენ რას ადასტურებთ, რისთვის ვართო ჩამოსული?“ უპასუხეს. დარტყმა იყო და ატყდა ჩხუბი. ვინ ვის ცემდა, არ იცის. კ---------–--–-–---–ი გადაიღო ბოტანიკურ ბაღში და ჰკითხა, „რატომ ხართო აქ?“ მათთან მივიდა, რადგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჩამოყვანილი იყვნენ ადამინები, ვისაც უნდა დაერბია ა--------ი. 11:00-11:30 საათისთვის ნახა ბოტანიკურ ბაღში ისინი ზურგჩანთებით და საჭმლებით. საარჩევნო უბანთან მისი მისვლიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ ბიჭებიც. ი-------------–---–მა თქვა, მოსალოდნელიაო ვითარების დაძაბვა და ხელისუფლებას სთხოვა წესრიგის დაცვა. ჩხუბამდე გზის ჩაკეტვა, მოწოდება, ხმა მიეცითო, არ შეუმჩნევია. ჩხუბამდე ნ------------–--ს და ბიჭების შეგინება არ გაუგია, რადგან მისგან 30 მეტრით მოცილებულები იყვნენ ისინი. ამიტომ არ იცის, შეგინება უძღოდა თუ არა ჩხუბს. ნ-–------–---ს მხარეს სპორტსმენების მოყვანა არ გაუგია, მაგრამ სპორტსმენებმა უთხრეს, „ისიც სპორტსმენია და ნ-–------–----------------ის მხარეს არისო“ და ამის გამო ინტერვიუ ჩამოართვა ი-----–-------------ს, რომელმაც უთხრა, „ფოთიდან ვარ, შემთხვევით მოვხდიო აქ“.

მოწმე ნ-------------–---ს ჩვენებით ირკვევა, რომ დილით დაურეკა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტმა და უთხრა, „სპორტსმენები არიან, რაღაცეებს აპირებენ და ბოტანიკურ ბაღში იმალებიანო“. საარჩევნო უბანთან იდგნენ ბრალდებულები და სხვა სპორტსმენები, რომლებიც ბრალდებულები არ არიან. სპორტსმენებმა მას აგინეს დედაზე. ის პირი არ არის ბრალდებული, რომელიც აგრესიული იყო და იძახდა „მოკალით ეს, მოკალით ისო“. ბრალდებულები იდგნენ უბანთან. ძალის დემონსტრირება ხდებოდა. ნ------------–--ს მოსვლისთანავე დაიწყო ჩხუბი, მაგრამ ეს მწიფდებოდა. მისი მოსვლა იყო ბოლო წვეთი. გ-----------------ს და ამ ჯგუფს შორის იყო კინკლაობა ჯერ, 1 მეტრით გაიწიეთო. გ----------------- იდგა ნ-–------–----------------ის მომხრეთა წინ, ბრალდებულები – ,,ქ--------–----–----ს’’ მომხრეთა წინ. სპორტსმენები მიმართავდნენ ნაციონალებს: ,,9 წელიო’’ და ა.შ. იყო დაშინების მცდელობა, მუქარა და ლანძღვა. სპორტსმენების მხრიდან იყო ძალების დემონსტრირებები. უთხრეს გ-----------------ს, „ჩემპიონი ვარო“, „მერე რაო“, უპასუხა გ-----------------მ და ა.შ. ორჯერ იყო გაწევ-გამოწევა, მაგრამ ჩხუბი არ ყოფილა. ნ------------–-- მოვიდა და დაიწყო ჩხუბი. კოლეგამ უთხრა მას, ამ ბიჭებმა გაგინესო. ნ------------–-- თავის ხალხთან მივიდა და მაშინვე დაიწყო ჩხუბი. ჭიშკართან იმიტომ იყვნენ, რომ იქ უნდა განვითარებულიყო მოვლენები, როგორც ჩანს. ამიტომ მიიწევდნენ ჭიშკრისკენ, ამიტომ ამბობდნენ, გაიწიეთო. ამათ ნ-–------–--- არ უნდა გაეჩერებინათ იქ. ამას მოყვა მეორე ტალღა. ბრალდებულებმა დაიწყეს ჩხუბი. ესენი მობილიზებულები იყვნენ ადამიანების საცემად. თ------------------მ უთხრა, გაგინესო. მანამდე სპორტსმენებს და სხვა ჟურნალისტებს შორის ყოფილა ინციდენტი. სპორტსმენებთან რომ მივიდა გინების გამო, უთხრეს, „დადევი მიკროფონი და მოდი თუ მაგარი ხარო“.

მოწმე ი-------------–---–-ს ჩვენების თანხმად, ჟურნალისტებმა უთხრეს, რომ ქ--------–----–---- აგროვებდა სპორტსმენებს - ზონდერებს. ნახა, რომ ისინი გამოჩდნენ უბანთან. შელაპარაკება იყო ნ------------–--ს და მათ შორის და დაიწყო ბრძოლა. ესმოდა, „აი ბ--------, ეს ვცემოთ, მაგასთან რა გინდათო, გ------ ვცემოთო ეხლა“. როცა დასრულდა, წინ ჩაუარეს და ცუდად მიმართეს მას. ნ------------–--მ მიმართა ადამიანებს, რომ არ ყოფილიყო გამწვავება. პერიოდულად დაძაბულობა იყო მხარდამჭერებს შორის, შურისძიების განცხადებები ქ--------–----–----ს მიერ მოყვანილი ადამიანებისგან. იყო აფეთქებების მსგავსი და წყნარდებოდა სიტუაცია. ნ------------–--ს მოსვლიდან 10-15 წუთში დაიწყო ჩხუბი. კონფლიქტამდე ნ------------–-- დამშვიდებისკენ მოუწოდებდა. ამას მოყვა ჯგუფური ცემა.

მოწმე გ-----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მის თანაგუნდელებს მიზნად ჰქონდათ მომხრეების მობილიზება, იყო დაშინების საფრთხე და ლიდერები ამის ასაცილებლად იყვნენ იქ. დაძაბული ფონი იყო. იყვნენ ფიზიკურად მომზადებული პირები. ისმოდა პროვოკაციული შეძახილები. მოუწოდებდა, ინციდენტი არ ყოფილიყო. ამის სურვილი მეორე მხარეს ვერ შეატყო. ჟურნალისტებს უკრძალავდნენ გადაღებას. მის მომხრეებს სთხოვდა, არ აჰყოლოდნენ. ნ------------–-- მოვიდა. იყო ჩოჩქოლი. ნახა, რომ ნ------------–--ს უკნიდან დაარტყეს ხელი და დაიწყო ჩხუბი. „ქ--------–----–----ს“ რამდენიმე მომხრე ინტენსიურად იგინებოდა და სხვადასხვა შეძახილებს ისროდა. თვითონ რომ მიაქცია ყურადღება, უკვე გაწევ-გამოწევა და ხმამაღალი საუბარი იყო ნ------------–--სთან. „ქ--------–----–----ს“ მომხრეთა განწყობა იყო უპატივცემულობა და აგრესია და ამიტომ სთხოვა მათ, დისტანცია დაეცვათ. იქ მყოფ პირებს ჰქონდათ შიშის დანერგვის ამოცანა, რომ არ მისულიყო ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი. მისთვის არ მიუმართავთ შეურაცხყოფით, მაგრამ ხმამაღლა მის გასაგონად კი ამბობდნენ მასზე ცუდს. განწყობა ჩანდა ასეთი. მისი მიზანი იყო, ჩხუბი არ მომხდარიყო. მისი მომხრეების განწყობა იყო თავშეკავება. იცოდნენ წინასწარი მონაცემებით, რომ იგებდნენ ა--------ს და არ უნდოდათ არეულობა. მიმართა მის მომხრეებს, არ აჰყოლოდნენ.

მოწმე თ--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ შენიშნეს ახალგაზრდების ჯგუფი. მანამდეც ჰქონდათ ინფორმაცია, რომ თბილისიდან იყვნენ ჩამოყვანილები. არიდებდა ახალგაზრდებს თავს, რომ მათთან კონფლიქტი არ მოსვლოდა. ნ------------–--ს შელაპარაკება მოუვიდა მეორე პირთან. ისინი მანამდე მოშორებით იყვნენ. მერე ახლოს მივიდნენ და შელაპარაკება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ბრალდებულები იდგნენ ქ--------–----–----ს შტაბთან. ისინი შტაბსა და უბნის გამოსასვლელს შორის მოძრაობდნენ. თვითონ მოწინააღმდეგეებს ესაუბრებოდა, რომ ნორმალურად ჩატარებულიყო ა--------ი. ნ------------–--სთან იდგნენ ვ-–-------------–---, გ----------------ი და სხვები. სახესთან სახის მიტანა იყო სპორტსმენების მხრიდან. ნ------------–--ც პასუხობდა. სპორტსმენები აგრესიულად მივიდნენ. ეტყობოდა, რომ ფეთქებადი ვითარება იყო. უცებ გადაიზარდა ჩხუბში. ნ------------–--ს აგინებდნენ მოსული პირები, ნაციონალებს აგინებდნენ, პოლიტიკურ ლიდერებზე და ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა, იმათზე იწევდნენ. ინფორმაცია ჰქონდა, რომ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ჩამოყვანილი ჰყავდათ ბიჭები. ა--------ის ჩასაშლელად და დასარბევად რომ იყვნენ, ასეთი ინფორმაცია არ ჰქონდა. კუნთების თამაში უნდოდათ ეჩვენებინათ. ნ------------–-- მანამდეც იყო იქ, მაგრამ მაშინ არ ყოფილა ჩხუბი. ბრალდებულები ჯერ „ქ--------–----–----ს“ შტაბთან იდგნენ, მერე გამოიწიეს აქეთ, შემდეგ დაბრუნდნენ. მათთან იყო „ქ--------–----–----ს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთი წარმომადგენელი, ვინც ბრალდებულებს შორის არ არის.

მოწმე ლ--–-----------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ჟურნალისტების მხრიდან მოვიდა ხმები, რომ ის პირები, ვინც გარდაბანში დაარბია ა--------ი, ზუგდიდში იყვნენ. 11 საათიდან ნ------------–-- სოფელ კ----–---–ში იყო. 13:00 საათის შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გამოირჩეოდნენ აგრესიით. ბრალდებულების მოსვლამ სიტუაცია დაძაბა. ჟურნალისტები როცა მივიდნენ მათთან, მათ აგრესია გამოავლინეს. მათი ფოტოების გადაღებას ჟურნალისტების ლანძღვა მოჰყვა. გ----------------- მივიდა მათთან და სიმშვიდის შენარჩუნება სთხოვა. ისინი მოშორდნენ იქაურობას, მერე ისევ მობრუნდნენ. ატყდა ჩოჩქოლი ნ------------–--სთან, რასაც მოჰყვა ჩხუბი.

მოწმე ლ-–----------ს ჩვენების თანახმად, ჩამოყვანილები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მოახდინეს სიტუაციის არევა. ამის მცდელობა დილიდანვე შეინიშნებოდა. რამდენჯერმე განიმუხტა ვითარება. 11 საათიდან იქ იყვნენ ფიზიკურად მომზადებული პირები. 7-8 აქტიურობდა, მაგრამ სხვებიც იყვნენ. „რას აკეთებთ, რა გინდათო?“, იყო ასეთი საუბრები. სახის სახესთან ახლოს მიტანის ჟესტები იყო, მის მომხრეებს და თანაგუნდელებს მიმართავდნენ, მათ შორის მასაც. დავალება ჰქონდათ ასეთი. რამდენიმე ჰყავდათ შერჩეული, ვისაც ურტყამდნენ.

მოწმე ნ---------–---–------ს ჩვენებით დადგენილია, რომ უბნის შესასვლელთან ნ-–------–----------------ისა და ქ--------–----–----ს მხარდამჭერებს შორის იყო კრიტიკული შეძახილები. ჩოჩქოლი ატყდა. მანამდე იყო შელაპარაკებები, მაგრამ ამჯერად ჩხუბში გადაიზარდა. ბევრი კაცი ჩხუბობდა და იქ მყოფ ხალხში ნ------------–-- ნახა. მერე განიმუხტა სიტუაცია. მერე ისევ დაიწყო თავდასხმა. წინა დღეს იყო ზუგდიდში. ნახა 5-6 კაციანი ჯგუფი, რომლებიც იქაურებს არ ჰგავდნენ. სიუჟეტი ნახა, რომ თბილისიდან სპორტსმენების ჯგუფი ჩამოსულა, რომლებიც აპირებდნენ კ----–---–ში ვითარების არევას. დარწმუნდა, რომ ამ ჯგუფზე იყო საუბარი. ყველა მათგანი ძალოსანი სპორტის წარმომადგენელი იყო. შესასვლელთან გადაძახილები იყო პოლიტიკური შინაარსის, ბევრი ხალხი გყავთო ციხეში ჩაყრილი. მერე ვიღაცამ უპასუხა, ი----–---–- რაღაცაო და ა.შ. „მოძველბიჭო“ გადაძახილებიც იყო, თუმცა არა იმდენად შეურაცხმყოფელი რომელიმე მხარისთვის, რომ შეტაკება გამოეწვია. შესთავაზეს მოწინააღმდეგეებს კორიდორის გაფართოება, რომ შეტაკება არ მომხდარიყო. მანამდე ქალაქში ერთად დადიოდნენ ჯგუფურად ადამიანები. უბნამდე ხელმარჯვნივ იყო შტაბი, რომლის მიმდებარედ მყოფი ხალხი ფიზიკურად გამოირჩეოდნენ. მაშინ უკვე გასული იყო ტელეგომპანია „რუსთავი 2“-ის სიუჟეტი ბოტანიკურ ბაღში მყოფ სპორტსმენებზე. ამბობდნენ, რომ კახი კალაძის დაჯგუფებებია და პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმას ისახავდნენ მიზნად. ყველგან იდგნენ ასეთი ადამიანები. დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გადაიზარდა ჩოჩქოლში. პირველი ჩხუბი ლოკალური იყო. რამდენიმე ურტყამდა ნ------------–--ს. სანამ მივიდოდა იქამდე, შეწყდა ჩხუბი. იქ იყო ფოთელი მსოფლიო ჩემპიონი ძალოსნობაში ი-----–-------------, რომელიც ნ-–------–----------------ის მხარდამჭერია. მან უთხრა, რომ ცდილობდა, არ ჩარეულიყო. რადგან იცნობდნენ სხვები, ამიტომ არ ცემეს ის. მეორე ტალღის დასრულების შემდეგ 15-20 კაცი უცებ წამოვიდა და დაიწყო კარგად ორგანიზებული თავდასხმა. თავდამსხმელები გადავიდნენ შეტევაზე, მერე უცებ უკან დაიხიეს, მერე ისევ გააქტიურდნენ და ა.შ. სამიზნეები ჰქონდათ, ვისთვის დაერტყათ. ეს საარჩევნო და პოლიტიკური თავდასხმა კი არ იყო, არამედ - პოლიტიკურ ოპონენტზე თავდასხმა. ამათ თავში არ მოუვიდოდათ ჩასულიყვნენ ზუგდიდში, მერე კ----–---–ში და ა--------ის ადგილზე მისულიყვნენ. ისინი ვიღაცამ სპეციალურად ჩაიყვანა. კ----–---–ის ა--------ი საპარლამენტო ა--------ის წინ რამდენიმე თვეში იმართებოდა და გენერალურ რეპეტიციას წარმოადგენდა. სამეგრელო ყველაზე მთავარი რეგიონი გახლდათ. ამიტომ ეს ა--------ი მნიშვნელოვანი იყო. იქ გამარჯვება ნიშნავდა საპარლამენტო ა--------ში მნიშვნელოვან შედეგებს. ფიქრობს, რომ თავდამსხმელები მიზნად ისახავდნენ, არ გაემარჯვა ნაციონალურ მოძრაობას. თავდასხმის მერე ყველა საელჩო ინფორმირებული იყო, გააკეთეს რაც შეეძლოთ, რომ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულიყო, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა მოეხდინათ, რათა მას საარჩევნო პროცედურებისთვის გაეხსნა გზა და ამის მერე გაგრძელდა ა--------ი, თუმცა შეშინებული ხალხი შეიძლება მაინც არ მივიდა. პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე იყო თავდასხმა. არც მოქალაქეებს ჰქონდათ გარანტია, რომ მათაც არ გაუსწორდებოდნენ. დაუჯერებელია გამეტებით ურტყამდე იმას, ვისთანაც რაიმე დაპირისპირება არ გაქვს. თავდამსხმელები ასე იქცეოდნენ.

მოწმე ა---------–---–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ, მისი აზრით, ჩხუბის მეთაურები არიან კახი კალაძე და ბიძინა ი----–---–-. გამოიკვლიეს, რომ მათი დაფინანსებით და დაკვეთით იყო ძალადობა. აგრესიულები იყვნენ ქ--------–----–----ს წარმომადგენლები, მოკლე რეპლიკები ჰქონდათ. მოჩხუბრები იქვე იდგნენ. მერე ხმას აუწიეს. 15-20 წუთი იყო დაძაბულობა და მერე მოხდა ჩხუბი. ორივე პარტიის წარმომადგენელი ჩაერია და დასრულდა კონფლიქტი. ნ------------–--ს გაყვანამ დაამშვიდა სიტუაცია. მერე იყო მეორე ეტაპი. მეორე ეტაპზე გვარებს ახსენებდნენ: „ბ--------, მ--–--, გ------ აქ არის, იქ არისო“. იგულისხმებოდა, რომ თავს უნდა დასხმოდნენ.

მოწმე ლ--------–------ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, დაახლოებით 13 საათისთვის ს----–ის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩაში გაიგო ჩოჩქოლი. ნ------------–--ს ირგვლივ შემოკრებილი იყო ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ეკამათებოდნენ მას. ამ დროს ნ------------–--სთან ერთად იმყოფებოდნენ ნ-–------–----------------ის სხვა წევრები. მიკროფონით ხელში იდგა ნ------------–--სთან ახლოს, თუმცა მიკროფონი არ ყოფილა ჩართული. უცნობმა პიროვნებამ ნ------------–--ს ზურგის მხრიდან მუშტი ჩაარტყა კისრის მიდამოში. არ უნახავს იმ პირის სახე, ვინც დაარტყა. ნ------------–--ს გამოესარჩლნენ მისი მხარდამჭერები. სიტუაცია ოდნავ დარეგულირდა, თუმცა იქვე იმყოფებოდნენ სპორტული აღნაგობის პირები, რომლებიც აქტიურობდნენ და კვლავ იწევდნენ ნ-–------–----------------ის ლიდერებისკენ მათი ცემის მიზნით. ამ დროს შემოესმა რამდენიმე პირის მოწოდება, რომ ფიზიკურად გასწორებოდნენ თ--------------ს და ნ-–------–----------------ის სხვა წევრებს და მათი მისამართით აღნიშნავდნენ, რომ ისინი იყვნენ იმ ცხრაწლიანი რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც აუპატიურებდნენ ხალხს. ზეწოლა ხორციელდებოდა ჟურნალისტებზე. კერძოდ, ჩხუბის პერიოდში ნახა მიწაზე დაგდებული ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიკროფონზე დასამაგრებელი ლოგო, რაც აიღო და ეჭირა ხელში, რა დროსაც ერთ-ერთმა სპორტული აღნაგობის პირმა აგრესიული ტონით უთხრა, დაეგდო მიკროფონი და შეეწყვიტა მუშაობა. ამ დროს მუქარას, გინებას ან სხვა სახის შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ ეს პიროვნება მიმართავდა აგრესიულად. გააგრძელა მუშაობა და არაფერი უპასუხია მისთვის. ჟურნალისტის მისამართით რაიმე სხვა სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ოპერატორ დავით კონჯარიას ხელს უშლიდნენ გადაღებაში და მოუწოდებდნენ, რომ შეეწყვიტა მუშაობა, კამერას ააფერეს ხელი, ორი ადამიანი ეჯაჯგურებოდა კამერას. ე------------საც მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. არც ამ ორი ადამიანის აღწერა შეუძლია. ისინიც იყვნენ სპორტული აღნაგობის. ამ ინციდენტის დროს შენიშნა, რომ დავით კონჯარიას მაისურზე ეტყობოდა ფეხსაცმლის კვალი. შემდეგში სხვა ჟურნალისტებისაგან გაიგო, რომ მათ მიზანმიმართულად უშლიდნენ ხელს ისევ ეს სპორტული აღნაგობის ახლაგაზრდები, კერძოდ, „ლაივპრეს“-ის ჟურნალისტმა თ------------------მ უთხრა, რომ იყო მისთვის კამერის წართმევის მცდელობა. ასევე, პირველი არხის ჟურნალისტს ნ-------------–---ს, როგორც თავად თქვა, სპორტული აღნაგობის მქონე ერთ-ერთმა პირმა მხარზე დაარტყა ხელი. ოდნავ მოგვიანებით, დაახლოებით 17:00 საათზე, სპორტული აღნაგობის ზემოაღნიშნული პირები იმყოფებოდნენ ს----–ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ოპერატორებმა დაიწყეს მათი გადაღება, რაზედაც მათ ჰქონდათ აგრესიული რეაქცია, კერძოდ, იგინებოდნენ მათი მიმართულებით.

მოწმე ნ------------–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ წინა ღამით გაიგო, რომ „ზონდერები“ ხელისუფლების მიერ იყვნენ ორგანიზებულად ჩამოყვანილები. მათ კანდიდატების ვინაობაც კი არ ეცოდინებოდათ. ბრალდებულების პატიმრობა არ სურს, მაგრამ მაშინ რომ დაეკავებინათ, სასჯელი უკვე მოხდილი ექნებოდათ. 2------ს სოფელ ნაცატუში იყო საარჩევნო უბანზე. იქ დაჰყო ერთი საათი. კ----–---–ში კოლეგებთან მისვლას ცდილობდა, როცა გზად მოხდა ინციდენტი. 13:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში ჩავიდა კ----–---–ში მძღოლთან ერთად. საარჩევნო უბნიდან 30-40 მეტრით დაშორებით მოხდა ინციდენტი. თავიდან არ იყვნენ იქ მედიის წარმომადგენლები და მისი თანამოაზრეები, მერე მოვიდნენ. ის თანაგუნდელებთან ვერ მივიდა. საუბარი და აგრესია მოდიოდა ამ ჯგუფის მხრიდან. 1-2 წუთი გაგრძელდა საუბარი მედიის წარმომადგენლების მოსვლამდე. მისვლისას აგრესია გამოხატეს. თავიდან 5-7 ადამიანი მიუახლოვდა. უცებ გაიზარდა რაოდენობა. ის, ვინც მას უკნიდან დაარტყა, ბრალდებულებს შორის არ არის. პოლიტიკური დავალება ჰქონდათ, რომ სამართალდამცავებს მათთვის ხელი არ უნდა შეეშალათ. ეს იყო განგრძობადი დარბევა. 3 წუთში შეჩერდა პირველი ეპიზოდი და 2 წუთში განახლდა. დავალება ჰქონდათ და იმიტომ დაიწყეს ცემა. თავდამსხმელები სუს-ის, გუბერნატორის და ადგილობრივი დეპუტატის მიერ იყვნენ ზურგგამაგრებულები. გ----------------ი, ნ--–-------–----–-----, ვ-–-------------–--- იყვნენ ყველაზე აგრესიულები და კიდევ 2-3 კაცი, ვისაც ბრალიც კი არ წაუყენეს. წინასწარი მონაცემებით ნაციონალურ მოძრაობას მოგების მაღალი შანსი ჰქონდა, რამაც გამოიწვია აღნიშნული. რაზე იყო საუბარი თავიდან სპორტსმენებთან, არ ახსოვს, სკაბრეზული გამონათქვამები ჰქონდათ. ნებისმიერ კაცს, ვინც მოუწოდებდა სიმშვიდისკენ, უსწორდებოდნენ, გამშველებლებს ცემდნენ. რამდენიმე დაზიანებული მაღაზიაში შევიდა და დარაბები ჩამოსწია. ესენი კი ცდილობდნენ დარაბების აწევას და შესვლას. პარტიას რომ ჩამოეყვანა ესენი, მაშინ წესიერად, ფორმებით, სპეციალური მოწმობებით იქნებოდნენ. 2 პოლიციელი გაიქცა პატრულის მანქანით შუა დარბევისას. ბრალდებულები არიან შემსრულებლები. სპეციალურად სპორტსმენები ჩამოიყვანეს ამისთვის. სპორტსმენებთან არ მისულა, გვერდი აუარა მათ. სოფელ ნაცატუშიც აგრესიულები იყვნენ სპორტსმენები. დარწმუნებულია, რომ წინა ღამით სუს-ის უფროსთან გეგმავდნენ დარბევას.

მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, გამომძიებლისთვის თ------------------ს მიერ წარმოდგენილ დისკზე არსებული ვიდეო-ფაილით სახელით „ჟურნალისტებზე მუქარა“ ირკვევა, რომ უცნობი პირი იგინება, ჟურნალისტს ეუბნება რაღაცას, შემდეგ სცილდება ჟურნალისტს. მას მიყვებიან ვ-–-------------–---, გ----------------ი და უცხო პირები. უცხო პირი ეუბნება ჟურნალისტს, არ გადაიღოო.

ინტერნეტგვერდ „youtube”-დან ჩამოტვირთული სატელევიზიო გადაცემა ,,20:30–ის’’ ჩანაწერით და ქეთევან ჩოხელის მიერ წარმოდგენილი დისკით დადგენილია, რომ სიუჟეტში საუბარია იმაზე, რომ ,,ალფა ბანკის’’ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერები გაყალბებულია, ასევე უხეში უზუსტობებია ინფორმაციებში პროცედურების შესახებ, მათ შორის ანგარიშის გახსნაზე.

პაკეტში „შსს ექსპერტისთვის გადაგზავნილი 10 DVD დისკში არსებული ჩანაწერით „2016 წლის 23 მაისს ლ--------–------სგან ამოღებული ჩანაწერი“ დასტურდება, რომ ნ------------–-- ესაუბრება ადამიანებს. იქვე არიან თ--------------, ე------------–---, ა---------–---–-, ლ----------------, გ-----------------, ე------------, ლ-–----------, ლ--–-----------, ი-----–-------------, ვ-–-------------–---, კ---------–--–-–---–ი. თ--------------ს ნ------------–--ზე ხელით ანიშნებს უცხო პირი. ნ------------–--ს უკნიდან ხვდება ხელი და იწყება ჩხუბი (ეს მონაკვეთი ხმის გარეშეა). ჩხუბის შემდეგ გ----------------- ამშვიდებს თავის მომხრეებს. არის შეურაცხმყოფელი შეძახილები და გინება ქ--------–----–----ს მხარდამჭერებისა და იქვე მდგარი სპორტსმენების მისამართით. ჩანან ასევე გ-------–--------–---, გ---------------, ვ-–-------------–---. ლ-–--------–--ს და სხვებს ისინი გაჰყავთ, თუმცა ნ-–------–----------------ის მხარდამჭერები მიყვებიან მათ შეურაცხყოფებით. ისმის ასევე ხმა, „მ--–-- მოიყვანეს და ბავშვები „ააგდესო““. ამას მოჰყვა უცხო პირის მხრიდან ნ------------–--ს და ნ-–------–----------------ის მომხრეთა გინება. შემდეგ ე------------–---ს, ლ--–-----------ს, მ--------------სა და ლ-–--------–--ს შორის არის კამათი, რომ ინციდენტი ქ--------–----–----ს ორგანიზებულია, რასაც მოჰყვა ამის უარყოფა. ისევ იწყება სხვებს შორის ჩხუბი.

ე-------------------–---–-სგან ამოღებული DVD დისკის თანახმად, გ----------------- ესაუბრება სპორტსმენებს, გავიწიოთო, რაზეც არის შეპასუხებები. ვიღაცა ამბობს, რომ სპორტსმენები მისი სტუმრები არიან. შავმაისურიანი პირი ეუბნება გ-----------------ს, რომ მის მიმართ აგრესია აქვს, რაზეც გ----------------- პასუხობს, რომ სხვადასხვა შეხედულების პირებს ჯობია ერთმანეთთან შეხება არ ჰქონდეთ, რადგან მეც მაქვსო აგრესია ყველაფრის მიმართ, მაგრამ აქ არ არისო ამის ადგილი. კეპიანი პირი ეუბნება, რომ მისი საქმე არ არის, იქ ვინ რაზე ისაუბრებს. გ----------------- პასუხობს, თუ ჯანზე და მორევაზეა, თქვან. მოხდა მცირედი შელაპარაკება, რაც მშვიდობიანად დასრულდა. სპორტსმენი ი-----–------------- მიდის გ-------–--------–---სთან და სხვებთან და ეუბნება, რომ ერთმანეთს პატივი უნდა სცენ, რაზეც გ-------–--------–--- მიუგებს, რომ იცის ვის სცეს პატივი და უდასტურებს მას პატივისცემას. ნ------------–-- ესაუბრება წითელპერანგიან პირს, ისინი ერთმანეთს „ინტრიგანს“ უწოდებენ. ვ-–-------------–--- ნ------------–--ს მოუწოდებს, წავიდეს. სხვებიც იმეორებენ ამას. ნ------------–-- ცდილობს საუბრის გაგრძელებას წითელმაისურიან პირთან, რომელიც მოუწოდებს ნ------------–--ს, ხელები არ მოიქნიოს. კეპიანი პირი ეუბნება ნ------------–--ს, რომ არ არის საჭირო გაგრძელება. ნ------------–--ს უკნიდან ხვდება ხელი, რასაც მოჰყვება ჩხუბი. ჩხუბის შემდეგ ლ--–----------- ეუბნება შავმაისურიან პირს, თავიდანვე ამისთვის იყავითო ჩამოსული, რის პასუხადაც ის აგინებს. ისმის მოწოდებები ცემის საპასუხოდ წინ ერთად წასვლის შესახებ, ასევე ქ--------–----–----ს მხარდამჭერთა შეურაცხყოფები და ორმხრივი გინებები. შემდეგ ჩანს ვ-–-------------–---, კ---------–--–-–---–ი და სხვები, რომლებიც იწევენ ვიღაცისკენ, ვ-–-------------–--- უცენზუროდ მიმართავს დაუდგენელ პირს, შემდეგ თითს უქნევს წითელმაისურიან პირს, რომელმაც ფეხი მოუქნია სხვა სპორტსმენს, ისევ იწყება ჩხუბი. ვ-–-------------–--- ერთვება ჩხუბში. მას მოუქნიეს ხელი და ისიც საპასუხოდ ურტყამს. შემდეგ მას ჯოხს არტყამენ, რასაც ართმევს. სხვებიც ჩანან ჯოხებით. ვ-–-------------–---მ ჯოხი დაარტყა ზ------------–-–---–ს, რის შემდეგაც ჯოხი წაართვეს.

პაკეტში „17 დისკი“ მოთავსებული „26 მაისს „youtube”-დან ჩამოტვირთული“ მასალით ირკვევა, რომ ნ------------–-- საუბრობს პირებთან, რა დროსაც წითელმაისურიანი პირი ეუბნება მას, „კარგად ძაბავ, ინტრიგანი ხარო“, რის შემდეგაც იწყება ჩხუბი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის მიერ გადმოგზავნილ დისკებში არსებული ფაილით „სინქრონები ჩხუბის“ დადგენილია, რომ შავმაისურიანი პირი პირველი არხის ჟურნალისტს აგრესიულად ესაუბრება. ეს დილიდან მაგინებსო, ამბობს ჟურნალისტი, ისმის გინების ხმა და ჩანს შავმაისურიანი პირი. ამის შემდეგ არის ინტერვიუები სხვადასხვა პირთან, მათ შორის არჩილ თოდუასთან და მაკა კოდუასთან, რომელიც ამბობს, რომ ნ------------–--მ რაც იკადრა, იმას საჯაროდ ვერ იტყვის, რომ ამან გამოიწვია ეს, რომ ძალადობის წინააღმდეგია და რომ ნ-–------–----------------ის დაწყებულია ეს, რადგან მათ აძლევთ ხელს და მათი ჩვეული ხერხია აღნიშნული. ასევე არის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინტერვიუ, რომელიც ამბობს, რომ ჩამოვიდა, რათა ა--------ი მშვიდად გაგრძელდეს.

ტელეკომპანია ,,რუსთავი 2–ის’’ მიერ გადმოგზავნილი ფაილით „ა--------ი“ დადგენილია, რომ ჟურნალისტი მოსდევს პირებს, რომლებიც გარბიან. ჟურნალისტი ეწევა მათ. აღნიშნული პირები, რომელთა შორის არის გ----------------ი და გ---------------, ამბობენ, რომ არიან ტურისტები და მათი ჩასვლა არ უკავშირდება ა--------ს. გ----------------ი ამბობს, რომ არ სიამოვნებს ჟურნალისტი რომ დასდევს და ამიტომ გარბის, რომ არავის ჩამოყვანილი არ არის. გ--------------- პასუხობს, რომ არ არის სპორტსმენი.

ფაილის „კ----–---–ი ა--------ი“ თანახმად, ჟურნალისტი ესაუბრება პირს, რომელიც ეუბნება, რომ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან საარჩევნო უბანზე მოსულები და კომპლექსი აქვთ კამერების, რომ ისინი სპორტსმენები არ არიან. მეორე პირი ამბობს, იმ წითელკეპიან სპორტსმენს გადაუღეო. წითელკეპიანი ამბობს, რომ არის სპორტსმენი ი-----–------------- და რომ მას სხვა სპორტსმენები არ ჩამოუყვანია.

დისკით „შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს“ ირკვევა, რომ ჩხუბის დროს მცირე ზომის ქვებს და მტვერს ისვრის ვიღაცა კამერის უკანა მხრიდან მოჩხუბრების მიმართულებით.

დისკით „2016 წლის 8 სექტემბერს ჩამოტვირთული“ დადგენილია, რომ ნ------------–-- საუბრობს ადამიანებთან და მიმართავს, „ერთმანეთს შეხედეთო“, რაზეც პასუხობენ: ,,ინტრიგანი ხარო’’. ამის შემდეგ იწყება ჩხუბი, რომლის დასრულების შემდეგ ისმის სპორტსმენების მისამართით გინება და შეურაცხყოფები, რასაც ახლავს ნ------------–--ს მისამართით შეურაცხყოფა, მითითება, რომ მან წამოაგო ბიჭები პროვოკაციაზე. „ნ-–------–----------------ის“ წევრები მიმართავენ „ქ--------–----–----ს“ წევრებს, რომ ეს მათი ორგანიზებული იყო, რასაც მოჰყვება კამათი მათ შორის, რის შემდეგაც იწყება ჩხუბის მეორე ეტაპი. ზ------------–-–---–ის ეპიზოდში ისმის ხმა: ,,ქვა ვის ჩაარტყი, შენი დედა...’’.

საქმეზე დართული კიდევ ერთი დისკით დასტურდება, რომ ნ------------–--სა და სხვებს შორის საუბრისას ნ------------–--ს ეუბნებიან: ,,ინტრიგანი ხარ’’, ხოლო ნ------------–-- ამბობს: ,,თქვენს თავს შეხედეთ’’.

განსახილველი საქმისადმი დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი დაზარალებულების თუ მასმედიის წარმომადგენელი მოწმეების მიერ სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების გათვალისწინებით, აუცილებელია განიმარტოს ის ფარგლები, რომელსაც არ უნდა გასცდეს სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად. ამ კუთხით რამდენიმე საკითხზე უნდა გამახვილდეს ყურადღება:

1. ა) საქმის მასალებში წარმოდგენილია დაზარალებულების ნაწილის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ბრალდებულების ქმედება სინამდვილეში არის ბრალად წარდგენილზე უფრო მძიმე დანაშაული, მიმართული პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, ასევე მოწმეთა ნაწილის პოზიცია, რომ ბრალდებულების ქმედებები მოიცავს ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის ნიშნებსაც. აღნიშნული გაჟღერდა ასევე სასამართლო სხდომაზე მოწმეთა დაკითხვისას. კერძოდ, მოწმე ნ------------–--მ ბრალდებულების შედარებით ნაკლებად მძიმე ბრალდებით გასამართლება, ვიდრე, მისი მოსაზრებით, ისინი უნდა გასამართლებულიყვნენ, დაუკავშირა სასამართლოს მხრიდან ბრალდებულების დაუსჯელად დატოვების შესაძლებლობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) თანახმად, სასამართლო არ არის დევნის ორგანო და არ არის უფლებამოსილი, წარდგენილზე უფრო მძიმე ბრალდებით დასდოს მსჯავრი ბრალდებულებს. ეს ფუნქცია სსსკ–ის 32–ე მუხლით დაკისრებული აქვს პროკურატურას. იმავე კოდექსის 166–ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. სსსკ-ის 167–ე მუხლის თანახმად კი დევნა უკავშირდება პირისთვის ბრალდების წაყენებას. სსსკ-ის 169–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, ბრალდების დადგენილებაში უნდა აღინიშნოს ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში სსკ) მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია ეს ქმედება. ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროკურორი, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი პირი, სსკ–ის შესაბამისი ნორმების მხედველობაში მიღებით თავად ირჩევს, თუ რომელი მუხლი არის ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი ყველაზე მეტად შესატყვისი და ამის მიხედვით ახდენს მუხლის შერჩევას. რაც შეეხება სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების ორგანოს როლს ამ საკითხში, ის ვალდებულია, უკვე წარდგენილი კვალიფიკაციის ფარგლებში განიხილოს საქმის მასალები და არ გასცდეს ამ ფარგლებს, რათა არ იქცეს დევნის ორგანოდ და არ შეითავსოს პროკურორის ფუნქციები. საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის ასეთი მიდგომა შეესაბამება ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის (შემდგომში ევროპული კონვენცია) მიდგომას, რომელიც განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდგომში ევროპული სასამართლო) პრეცედენტულ სამართალში. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის საერთაშორისო ნორმების) საფუძველზე სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, შევიდეს მსჯელობაში კვალიფიკაციის დამძიმების კუთხით როგორც მისი დადასტურების, ასევე უარყოფის თვალსაზრისით.

ბ) მხოლოდ პროკურატურა (და არა სასამართლო) ახორციელებს დევნას ნიშნავს იმასაც, რომ პროკურორი არა მხოლოდ კონკრეტული ქმედების იმ სამართლებრივ შეფასებას ირჩევს, რომლის ფარგლებში აპირებს სამართლებრივ დავას სასამართლოში დაცვის მხარესთან, არამედ ირჩევს იმ კონკრეტულ ქმედებებსაც, რომელთა დადასტურებაც სურს სასამართლო სხდომაზე, რომელთა ჩადენაც მიაჩნია მას სამართლებრივი რეაგირების ღირსად და რომლებსაც ედავება ბრალდებულს. ამდენად, ბრალდების მხარე თავად წყვეტს, რომელი კონკრეტული ქმედებები არის მისთვის საინტერესო და როგორი სამართლებრივი კუთხით. ამით ის განსაზღვრავს სასამართლო განხილვის როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ ფარგლებსაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არა მხოლოდ სამართლებრივი შეფასების კუთხით არის მოკლებული შესაძლებლობას, დაამძიმოს ბრალდებულების მდგომარეობა, არამედ ბრალდებულების მხრიდან იმ ქმედებების ფაქტობრივი დადგენის კუთხითაც, რომელთა ჩადენაც მათ ბრალად არ წარდგენიათ. ამ თვალსაზრისით საკუთარი მოქმედების ფარგლების დასადგენად სასამართლო ხელმძღვანელობს ბრალდების შესახებ დადგენილებით, სადაც კონკრეტულად და დეტალურად უნდა იყოს აღწერილი ყველა ის გარემოება, რომელსაც ბრალდების მხარე ედავება კონკრეტულ ბრალდებულს. მაგალითად, თუ კონკრეტულ ბრალდებულს ბრალდების მხარე ედავება კონკრეტულ ფაქტებს, ხოლო მტკიცებულებებით გამოიკვეთა სხვა ფაქტებიც, აღნიშნულ ახალ ფაქტებს, რომელიც არ ფიგურირებდა ბრალდების შესახებ დადგენილებაში და რომელიც იწვევს ახალი ფაქტის დამოუკიდებელ სამართლებრივ შეფასებას – ახალი დანაშაულის აღმოჩენას, სასამართლო ვერ დაადგენს, ვინაიდან ეს გამოიწვევს ბრალდებულის სამართლებრივი მდგომარეობის დამძიმებას და დევნის ფუნქციის სასამართლოს მიერ შეთავსებას, რაც დაუშვებელია. ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს და შემდეგ სამართლებრივი შეფასება მისცეს ისეთ ქმედებებს, რომლებზეც არ ყოფილა სახელდებით მითითება ბრალდების შესახებ დადგენილებაში, რის გამოც მიიჩნევა, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში ბრალდების მხარე ბრალდებულებს მათ ჩადენას არ ედავება.

2. ა) სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულთა ნაწილმა გამოხატა პოზიცია, რომ ბრალდებულების ქმედებები ორგანიზებული იყო სხვა პირების მიერ, რომელთა მიმართაც, მათი აზრით, საქმე ასევე უნდა განეხილა სასამართლოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც აქტუალურია წინა აბზაცში განვითარებული მსჯელობა, ვინაიდან დაზარალებულების მოთხოვნა უკავშირდება სხვა პირებისთვის ბრალდების წარდგენას, რის სამართლებრივი უფლებამოსილება და ამ კუთხით ფაქტობრივი გარემოებების ძიების უფლებამოსილებაც სასამართლოს არ გააჩნია. აღნიშნულთან ერთად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სსსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის განსჯადობას კანონით ექვემდებარება მისი საქმის განხილვა. სსსკ-ის 25-ე მუხლის თანახმად, განაჩენის გამოტანამდე მოსამართლეს უფლება არა აქვს, აზრი გამოთქვას ბრალდებულის დამნაშავედ თუ უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებთან ერთად სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს ზემდგომი სამართლებრივი აქტების ნორმებს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მე-2 ნაწილის მიხედვით, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. მე-3 ნაწილის მიხედვით, დაცვის უფლება გარანტირებულია. ევროპის კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს, სულ მცირე, უფლება, მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ და დაწვრილებით ეცნობოს წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი; ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად; დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით, დაიკითხოს ან დააკითხვინოს მოწმეები. ამდენად, ამ უფლებების განხორციელების საშუალების მიცემის გარეშე სასამართლო ვერავის მიმართ გამოიტანს განაჩენს. დაზარალებულების ნაწილის პოზიციასთან დაკავშირებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სასამართლოში საქმე განიხილება მხოლოდ იმ პირების მიმართ, ვისაც წარედგინა ბრალდება და სასამართლოს არ აქვს უფლება გასცდეს აღნიშნულ ფარგლებს. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, შეფასება მისცეს იმ პირთა ქმედებებს, რომლებსაც ბრალი არ წარდგენიათ და რომელთა მიმართ წარდგენილ ბრალდებასაც სასამართლო კონკრეტულ შემთხვევაში არ იხილავს. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალი იქნებოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის, კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციით, ასევე საპროცესო კოდექსის ნორმებით პირისთვის მინიჭებული უფლებების უხეში ხელყოფა.

ბ) უფრო მეტიც, სასამართლო შეფასებას ვერ მისცემს არა მხოლოდ ბრალდებულების ქმედებების სხვა პირების მიერ ორგანიზების პოზიციას, რომლის გადამოწმების მიმანიშნებელი გარკვეული მასალები ბრალდების მხარის მიერ უცხოეთიდან მოპოვებულ იქნა, არამედ კანონმდებლობის მოთხოვნაა სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვოს ასევე იმ პირთა ქმედებებიც, რომლებიც გამოიკვეთა მტკიცებულებათა გამოკვლევისას. მაგალითად, მოწმეთა ჩვენებებით და უდავოდ ცნობილი აუდიო–ვიდეო ჩანაწერებით დასტურდება, რომ მხოლოდ ბრალდებულები არ იყვნენ ჩართული ჩხუბში, არამედ მასში მონაწილეობდნენ სხვა პირებიც და მოჩხუბართა რაოდენობა იყო გაცილებით მეტი, თუმცა, ვინაიდან აღნიშნულ პირებს ბრალი არ წარდგენიათ, სასამართლო დაპირისპირებული პირების (როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან) ქმედებებსაც ვერ მისცემს სამართლებრივ შეფასებებს წინა აბზაცში მითითებული საფუძვლით.

გ) ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ასევე იმის აღნიშვნა, რომ სასამართლო არა მხოლოდ სხვა პირთა ქმედებებს ვერ მისცემს სამართლებრივ შეფასებას (რადგან ეს მათი ბრალდების საქმის განხილვისას უნდა მოხდეს მათთვის მინიჭებული უფლებების დაცვით), არამედ სხვა პირთა ქმედებები ასევე ვერ დაედება საფუძვლად ბრალდებულების ქმედებების სამართლებრივ შეფასებასაც რაც არ უნდა დაკავშირებული იყოს ისინი ერთმანეთთან, ვინაიდან სხვა პირთა ქმედებების დადგენაც არის მათ მიმართ წარმოებული საქმის განმხილველი სასამართლოს კომპეტენცია.

3. ვინაიდან განსახილველი საქმე შეეხება ა--------ის დროს მომხდარ ფაქტს, რომელშიც ჩართული აღმოჩნდნენ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები და ვინაიდან ერთ–ერთი პარტიის წარმომადგენელმა ნ------------–--მ სასამართლოში დაკითხვისას ხაზი გაუსვა გარკვეულ პირთა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს, ამ საქმის განხილვის ფარგლებში სასამართლოს როლის ხაზგასასმელად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნოს, რომ სასამართლო არ წარმოადგენს ორგანოს, რომლის უფლებამოსილებაც იქნებოდა ვინმესთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება. ეს საკითხი სცდება სასამართლოს კომპეტენციას. განსახილველი საქმის ფარგლებში სასამართლო იხილავს მხოლოდ სამართლებრივი, უფრო ზუსტად – მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს და ისიც მხოლოდ იმ პირებისა, რომლებსაც ბრალი წაეყენათ და მხოლოდ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ბრალი აქვთ წარდგენილი.

ამდენად, ნათელია, რომ სასამართლო აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს მხოლოდ წარმოდგენილი 6 ბრალდებულის მიმართ და მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც მითითებულია მათი ბრალდების შესახებ დადგენილებებში.

ბრალდების შესახებ დადგენილებებში მითითებულია, რომ ბრალდებულებმა გამოხატეს იქ შეკრებილი საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კონკრეტულ პირებს. ეს ერთი წინადადება არის უაღრესად მნიშვნელოვანი ბრალდებულების ქმედებების სამართლებრივი შეფასებისათვის, ვინაიდან მასში აღწერილია ხულიგნობის შემადგენლობის შემქმნელი სამივე მნიშვნელოვანი ნიშანი: საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა, საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა და ძალადობა. ამათგან რომელიმეს არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობას. ამასთან, აუცილებელია სამივე მათგანის დადასტურება, რათა დადგინდეს ხულიგნობა. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მესამე ნიშნის – ძალადობისგან განსხვავებით, პირველი 2 (ორი) ნიშანი შემდგომში ბრალდების დადგენილებაში დაკონკრეტებული არ არის.

ერთი შეხედვითაც თვალშისაცემია, რომ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა შეფასებითი ნიშნებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ჩადენა პირდაპირი გზით შეუძლებელია, რადგან ისინი არ არის აღწერილობითი ნიშნები, რომელთა ჩადენის იდენტიფიცირებაც თავიდანვე მარტივი იქნებოდა. შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ქმედებების განხორციელება, რომლებიც შეიძლება შეფასდეს როგორც ზემოაღნიშნული ნიშნები. სხვაგვარად რომ ითქვას, აშკარა უპატივცემულობა არ მიუთითებს კონკრეტული ფაქტების ერთობლიობაზე, არამედ ასახავს მათ შეფასებას. მართალია, ეს სიტყვათშეხამება მიუთითებს იმაზე, თუ როგორი დასკვნა უნდა გაკეთდეს შეფასების შედეგად, თუმცა არაფერს ამბობს იმაზე, თუ რომელი კონკრეტული მოქმედებები შეიძლება შეფასდეს ასეთად. ის არ ჩამოთვლის, თუ როგორი ქმედებები მიიჩნევა საზოგადოების აშკარა უპატივცემულობის გამომხატველად, ვინაიდან ასეთი ქმედებები სხვადასხვა შეიძლება იყოს და ის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოუკიდებლად უნდა შეფასდეს. უდავოა, რომ შეფასება საჭიროებს შეფასების ობიექტს – ფაქტების ერთობლიობას, რომელიც შეიძლება იყოს აშკარა უპატივცემულობის გამომხატველი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვათშეხამება აუცილებლად მოითხოვს კონკრეტული ფაქტების მითითებას, ბრალდების შესახებ დადგენილებაში არსად არის იმაზე მინიშნება, თუ რომელ კონკრეტულ ქმედებებს გულისხმობს პროკურორი და რომელ კონკრეტულ ქმედებებს სთავაზობს სასამართლოს იმის შესაფასებლად, გამოხატავს თუ არა ისინი აშკარა უპატივცემულობას. ამდენად, ბრალდების დადგენილებაში არ არის მითითებული საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა ბრალდებულებმა რომელი ქმედებით გამოხატეს: ეს ქმედებები წინ უძღოდა ძალადობას, მას შემდეგ განხორციელდა, ძალადობის პარალელურად თუ უშუალოდ ძალადობის სახით. ანალოგიური შეიძლება ითქვას საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევაზეც. ამ შემთხვევაშიც არ არის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული, თუ რომელმა ქმედებებმა დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი უხეშად. აქაც უდავოა, რომ წესრიგის უხეში დარღვევა შეფასებას გულისხმობს და ისიც საჭიროებს შეფასების ობიექტს, ანუ ქმედებას, რომელიც უნდა შეფასდეს, არღვევს უხეშად წესრიგს თუ არა. მსგავსი ქმედებების მითითებაც ბრალდების დადგენილებაში არ არის, რის გამოც გაუგებარია, ბრალდების მხარის პოზიციით ბრალდებულების რომელმა ქმედებებმა დაარღვიეს უხეშად საზოგადოებრივი წესრიგი: ეს ქმედებები წინ უძღოდა ძალადობას, მას შემდეგ განხორციელდა, ძალადობის პარალელურად თუ უშუალოდ ძალადობის სახით. ვინაიდან ზემოაღნიშნული ორი ნიშნიდან არც ერთის შემთხვევაში ბრალდების დადგენილებებში არ არის მითითებული ძალადობამდე ან შემდეგ ან თუნდაც ძალადობის პარალელურად რაიმე სხვა ქმედებებზე, შეიძლება გაკეთდეს ერთადერთი დასკვნა, რომ, ბრალდების მხარის პოზიციით, საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევაც და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოვლენაც გამოიხატა ბრალდებულების მხრიდან ძალადობაში.

აღნიშნულის ერთადერთი ალტერნატივა, რაზეც შეიძლება ბრალდების შესახებ დადგენილება მიუთითებდეს, არის ბრალდებულების მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება ნ------------–--სა და მასთან მყოფი პირებისათვის. ამდენად, უშუალოდ ძალადობის ხასიათის განხილვამდე შეფასება უნდა მიეცეს სიტყვიერი შეურაცხყოფის საკითხს. მართალია, ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალდებულების ქმედებები დეტალურად აღწერილი არ არის და არ არის გამიჯნული მათი ქმედებების სტადიები, თუმცა გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო ერთი მხრივ ნ------------–--ს, მეორე მხრივ სხვა პირებს შორის, რომლებთან ერთადაც იდგა ვ-–-------------–---, ხოლო შემდგომში – კ---------–--–-–---–იც. აქვე უნდა ითქვას, რომ მოწმეთა ნაწილი მიუთითებს სპორტსმენების მიერ ნ------------–--ს გამოჩენამდე გარკვეულ აგრესიულ მოქმედებებსა და გამონათქვამებზე, თუმცა ვერც ერთი მოწმე ვერ ამბობს, რომ ეს ადამიანები იყვნენ ბრალდებულები და არა სხვა პირები, რის გამოც ეს ქმედებები ბრალდებულებს ვერ შეერაცხებათ. მით უმეტეს, რომ ეს არც ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული. ასევე დადასტურებულია, რომ კ---------–--–-–---–ს უშუალო საუბარი ნ------------–--სთან და მასთან მყოფ პირებთან არ ჰქონია და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებამდე იქ არ მიუყენებია ვინმესთვის. რაც შეეხება ვ-–-------------–---ს, არც მას გამოუყენებია თავიდან გინება ნ------------–--ს ან მასთან მყოფი პირების მიმართ. ნ------------–--ს ის მხოლოდ იმას მოუწოდებდა, რომ საუბრისას არ გამოეყენებინა ხელები და გაცლოდა მას. სხვა საუბარი მისი მხრიდან იქ არ ყოფილა. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს: გ-------–--------–---ს, გ---------------ს, ნ--–-------–----–-----ს და გ----------------ს, ამათგან 3 მხოლოდ ფიზიკური დაპირისპირების დაწყების შემდეგ ჩაერთო ჩხუბში და არც მათ გამოუყენებიათ ლანძღვა–გინება ან სხვა სახის შეურაცხმყოფელი გამოთქმები, ხოლო გ----------------ი შეუერთდა სხვებს ნ------------–--ს საუბრის პროცესში, თუმცა მისი მხრიდანაც უცენზურო გამონათქვამები იქ არ დაფიქსირებულა. ამდენად, უშუალოდ ნ------------–--სთან ჩხუბის დაწყებამდე არც ერთ ბრალდებულს მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა ვინმესთვის. რაც შეეხება სხვა პირების ქმედებებს და გამონათქვამებს, როგორც უკვე აღინიშნა ზემოთ, ვინაიდან ისინი არ არიან ბრალდებულები, მათ ქმედებებს ამ საქმის განხილვის ფარგლებში ვერ მიეცემა დამოუკიდებელი შეფასება ისევე, როგორც ისინი ვერ გახდება ბრალდებულების ქმედებების შეფასების საფუძველი, ვინაიდან თითოეული პირი მოქმედებდა საკუთარი მოტივაციით, მიზნით, ემოციით, ცოდნითა და ნებით, რაც ინდივიდუალურია და შეიძლება ყველას განსხვავებული ჰქონდეს. მართალია, ისინი შეიძლება დაემთხვეს კიდეც, თუმცა ვინაიდან სხვა პირების მიმართ საქმე ამჟამად არ განიხილება, ამის გარკვევა შეუძლებელია, ხოლო თავად ბრალდებულები აცხადებენ, რომ სხვა პირებთან არაფერი აკავშირებთ. ამდენად, ირკვევა, რომ ფიზიკური დაპირისპირების დაწყებამდე უშუალოდ ბრალდებულების მხრიდან ვინმეს სიტყვიერი შეურაცხყოფა სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა, მათ შორის დაზარალებულთა ჩვენებებით და უდავოდ ცნობილი აუდიო–ვიდეო მასალით არ დასტურდება.

ამავე მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნ------------–--ს ეპიზოდის შემდეგ რამდენიმე წუთით ფიზიკური დაპირისპირება შეწყდა და შემდეგ განახლდა, რაც შეიძლება მიჩნეულ იქნეს დაპირისპირების მეორე ეპიზოდად. მისი დაწყების წინ ვ-–-------------–--ის გარდა სხვა ბრალდებულების მხრიდან სიტყვიერი დაპირისპირება მოწმეთა ჩვენებებით და უდავოდ ცნობილი აუდიო–ვიდეო მასალით არ დასტურდება. ვ-–-------------–--ის შემთხვევაში დადასტურებულია სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება კონკრეტული პირისათვის უშუალოდ ფიზიკური დაპირისპირების მეორე ეტაპის დაწყებამდე ისევე, როგორც დაპირისპირების დაწყების შემდეგაც, თუმცა მის მიერ გამოთქმული ეს სიტყვები ვერ მიიჩნევა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად, რადგან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა მოითხოვს საზოგადოებრივი წესრიგის არსებობას ბრალდებულის ქმედებამდე, ხოლო ვ-–-------------–--ის მიერ სხვა პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის მომენტში იმ ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგი უკვე დარღვეული იყო, ისმოდა პირადი ანტისიმპათიის ხმამაღალი გამოხატვა უცენზურო და შეურაცხმყოფელი ფორმით, როგორც ერთი, ასევე მეორე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერების მხრიდან. ასეთ ვითარებაში, როცა ისედაც ხმაური და უწმაწური სიტყვების კორიანტელი ისმოდა, მათ შორის ბრალდებულების და სხვა პირების მისამართითაც, ვ-–-------------–--ის მიერ კონკრეტული პირისადმი უცენზურო მიმართვა ისედაც უკვე დარღვეულ საზოგადოებრივ წესრიგს, რა თქმა უნდა, ვერ დაარღვევდა ასეთი წესრიგის უკვე არარსებობის გამო. აღსანიშნავია, რომ დაკითხული მოწმეებიდან, მათ შორის დაზარალებულებიდან არცერთს უთქვამს, რომ ბრალდებულებიდან რომელიმე იგინებოდა, ილანძღებოდა ან იყენებდა მიუღებელ გამონათქვამებს მათი ან ზოგადად საზოგადოების მიმართ. მართალია, მოწმეები საუბრობენ ზოგადად სპორტსმენების მხრიდან აგრესიულ მიმართვებზე, თუმცა არცერთი მათგანი არ აკონკრეტებს, რომ ასეთ გამონათქვამებს იყენებდნენ კონკრეტულად ბრალდებულები. ასეთი მიმართვები უშუალოდ ბრალდებულების მხრიდან ზოგადად საზოგადოების წევრების მიმართ არც უდავოდ ცნობილი რამდენიმე ათეული აუდიო–ვიდეო მასალით დასტურდება. აქვე უნდა ითქვას, რომ სასამართლო ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის პროკურორის მიერ სასამართლო სხდომაზე სასამართლოსთვის გადაცემულ ვიდეომასალებს, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი მხარეთა მიერ, თუმცა საქმეში მოთავსებული ვიდეომასალების ნაწილის შინაარსის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ზოგი მათგანი ცარიელია, ხოლო ზოგის (მაგალითად, თ------------------სგან 7 ივლისს წარმოდგენილი, ასევე თ------------------სგან მიღებული კიდევ ერთი დისკი, რუსთავი 2-დან მიღებული და დათვალიერების შემდეგ დალუქული 27.07.2016, 29 ივლისს თ------------------სგან წარმოდგენილი ,,ლაივპრესის’’ მიწოდებული, პ--------------ს მიერ წარმოდგენილი დისკების, მცირე ზომის დისკის წარწერით „02:55“) გახსნა ტექნიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, სასამართლო მათ შინაარსს ვერ დაადგენს. ამდენად, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ბრალდებულებმა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა.

რაც შეეხება ბრალდებულების მიერ ძალადობის განხორციელებით ხულიგნობის შემადგენლობის ჩადენას, ამასთან დაკავშირებით სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს იმის აღნიშვნას, რომ ხულიგნობის შემადგენლობა არის სუბიექტური და ობიექტური შემადგენლობის ერთობლიობა. ვინაიდან ძალადობა სსკ–ის დამოუკიდებელი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულიც არის, იმისათვის, რომ ის იმავდროულად იყოს ხულიგნობის შემადგენელი ნაწილი, აუცილებელია ამ ძალადობის სუბიექტური და ობიექტური შემადგენლობა უკავშირდებოდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას და საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევას. ე.ი. ძალადობა არა მხოლოდ ობიექტურად უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და უხეშად არღვევდეს საზოგადოებრივ წესრიგს, არამედ ამ ორ ნიშანს უნდა მოიცავდეს ასევე ბრალდებულების განზრახვაც. ამაზე მიუთითებს სსკ–ის მე–10 მუხლის მე–4 ნაწილი, რომლის მიხედვით გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ მიიჩნევა დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია კოდექსის შესაბამის მუხლში. ვინაიდან სსკ–ის 239–ე მუხლში არსად არ არის მითითება გაუფრთხილებლობაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ხულიგნობა განზრახი დანაშაულია. ამდენად, იმისათვის, რომ გაირკვეს, ბრალდებულების ჩადენილი ქმედება არის თუ არა ხულიგნობა, აუცილებელია სსკ–ის 239–ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობის განხილვა. ამ მხრივ ყურადღებას იმსახურებს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა. თავად ეს ნიშანი იმ ფორმით, როგორადაც ის ჩამოყალიბებულია მუხლის დისპოზიციაში, მოითხოვს, რომ ბრალდებული არ სცემდეს პატივს საზოგადოებას, ჰქონდეს საზოგადოებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება და გარკვეული ქმედებებით ამჟღავნებდეს ამ შინაგან დამოკიდებულებას. ეს გარემოება ახასიათებს ბრალდებულის პიროვნებას, მის შინაგან განწყობას. ამიტომაც ეს ნიშანი შეერაცხებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც საკუთარ თავს უპირისპირებენ მთლიანად საზოგადოებას და საზოგადოებაში მიღებულ ქცევის წესებს, აჩვენებენ ყველას, რომ ისინი არაფრად აგდებენ გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს, რომ ყოველთვის იქცევიან ისე, როგორც მოეხასიათებათ, რომ დგანან საზოგადოებაზე და მასში დამკვიდრებულ საყოველთაო ნორმებზე მაღლა. ამდენად, გარეგნულად გამოვლენილი ქმედებები ისეთი უნდა იყოს, რომლებიც სწორედ ამ გარემოებებს ააშკარავებს. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ხულიგნობა ახასიათებთ, როგორც წესი, თავშეუკავებელ, უკიდურესად ეგოისტ, დაბალი ინტელექტისა და განათლების დაბალი დონის მქონე (ან საერთოდ არმქონე) პირებს. საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულო დამოკიდებულება და ამის ქმედებაში გამოხატვა განასხვავებს ხულიგნობის სუბიექტურ შემადგენლობას სხვა დანაშაულების სუბიექტური შემადგენლობებისგან. ამიტომაც ხულიგნობის შემადგენლობა არ იქნება, როცა პირი საზოგადოებრივ წესრიგს აშკარად არღვევს ძალადობით, მაგრამ არა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვის გამო, არამედ პირადი მოტივით. ამის მიზეზი არის ის, რომ ასეთ შემთხვევებში პირს ამოძრავებს სხვადასხვა პირადი მოტივი და არა სურვილი, მოთხოვნილება ან ახირება, საკუთარი თავი დაუპირისპიროს საზოგადოებას, დაამტკიცოს ყოვლისშემძლეობა, მიღებული ნორმების არაფრად ჩაგდება. მნიშვნელოვანია ასევე იმის აღნიშვნა, რომ ხულიგნობის შემთხვევაში დაზარალებული ბრალდებულს აგრესიის საბაბს არ აძლევს. ამდენად, ბრალდებულის აგრესია დაზარალებულის მიმართ გამოწვეული არ არის თავად დაზარალებულის ქმედებებით და ამის გამო ბრალდებულის შურისძიების სურვილით ან გამოწვეულია დაზარალებულისგან მომდინარე იმდენად უმნიშვნელო საბაბით, რომ ამის გამო ნორმალურ ვითარებაში აგრესიის გამოხატვა გამორიცხულია. აღნიშნული პოზიცია გამომდინარეობს თავად ნორმის დისპოზიციიდან. ეს პოზიცია გაზიარებულია თეორიაშიც (იხ. ნ. თოდუა, გ. მამულაშვილი, ნ. გვენეტაძე, დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ, თბ., 2005; მ. ლეკვეიშვილი, ნ. თოდუა, გ. მამულაშვილი, სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი 1, მე–4 გამოცემა, თბ., 2011 და სხვა) და განმტკიცებულია სასამართლო პრაქტიკითაც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის N2კ–109აპ.–10; 2007 წლის 26 მარტის N2კ–720აპ.–06; იმავე წლის 13 მარტის N2კ–840აპ.–06; იმავე წლის 28 თებერვლის N2კ–210აპ.–06 გადაწყვეტილებები).

ამდენად, იმისათვის, რომ ბრალდებულების ქმედებები ხულიგნობად შეფასდეს, აუცილებელია დადგინდეს, რომ მათ ამოძრავებდათ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და მათი ქმედებები სწორედ ამ შინაგანი განწყობის გამომხატველი იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ თავად ბრალდებულები ამას გამორიცხავენ, ხოლო სასამართლოში დაკითხული მოწმეები, მათ შორის დაზარალებულებიც, რომლებიც ზოგადად საუბრობენ სპორტსმენების ან ქ--------–----–----ს მხარდამჭერების ქმედებებზე, არ ადასტურებენ, რომ უშუალოდ ბრალდებულები გამოხატავდნენ სხვა პირების ან ზოგადად საზოგადოების მიმართ უპატივცემულობას. უფრო მეტიც, მოწმეებს და დაზარალებულებს ასევე არ უთქვამთ, რომ ბრალდებულები იმ პირების მიმართ სიტყვიერად გამოხატავდნენ უპატივცემულობას, ვისზეც ძალადობდნენ. უშუალოდ ბრალდებულების მხრიდან საზოგადოების მიმართ აშკარა უპატივცემულობის სიტყვიერი გამოხატვა არც უდავოდ ცნობილი აუდიო–ვიდეო მასალიდან იკვეთება. აფასებს რა სასამართლო გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს იმ ვითარებას, რაც წინ უძღოდა ძალადობას, კერძოდ, სიტყვიერ შეურაცხყოფას, უსიამოვნო საუბრის გამართვას დაზარალებულის მხრიდან პირველ ეპიზოდში, მეორე ეპიზოდის დასაწყისში დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიის მომხრეთა მხრიდან არაერთჯერად სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ფიზიკურ დაპირისპირებას დაზარალებულების მხრიდან და ასკვნის, რომ უშუალოდ წარმოდგენილი ბრალდებულების მხრიდან საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა სიტყვიერი ფორმით გამოხატვა მტკიცებულებებით არ დასტურდება, ისევე, როგორც არ დასტურდება, რომ მათ მიერ განხორციელებული ძალადობის აქტები გამოწვეული იყო მათი მხრიდან საზოგადოებისათვის თავის დაპირისპირებით, მათი უპატივცემულობით და საკუთარი თავის დამკვიდრებულ ნორმებზე მაღლა დაყენებით. ამის საპირისპიროდ მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ძალადობა გამოწვეული იყო წინარე ვითარების გამო აღელვებით, თავის შეურაცხყოფილად გრძნობით, მათი შეურაცხყოფით გამოწვეული უსიამოვნო ვითარების დასრულების სურვილით და შეურაცხმყოფელ პირთა ან ასეთად აღქმულ პირთა მიმართ შურისძიებით. უშუალოდ ბრალდებულების მხრიდან საზოგადოებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება რომ არ ყოფილა მათი ქმედებების გამომწვევი, ამაზე მიუთითებს ასევე ისიც, რომ მტკიცებულებები არ მიუთითებენ უშუალოდ მათ მიერ უმისამართო ლანძღვა–გინებებს, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ისეთი ადამიანების მიმართ, რომლებიც არ იყვნენ ჩართული ჩხუბში რაიმე ფორმით, ყოველი წინა ეპიზოდის შემდეგ ახალი მიზეზის გარეშე ფიზიკური დაპირისპირების გაგრძელებას და ა.შ. როგორც იკვეთება, ბრალდებულების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ყოველ ეპიზოდს ჰქონდა თავისი მიზეზი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულთა ნაწილმა გამოყო დაპირისპირების 3 ეპიზოდი – ნ------------–--სთან ჩხუბის, პერიმეტრზე გაშლილი ჩხუბის და დაზარალებულთა შემთხვევის ადგილიდან გაქცევის ეპიზოდები, რომელთაგან პირველი 2 ეპიზოდის შემადგენელი ქმედებები ბრალდებულებს ბრალად აქვთ წარდგენილი, ხოლო მე–3 ეპიზოდის შემადგენელი ქმედებები ბრალდებულებს ბრალად არ წარდგენიათ, რის გამოც ბოლო ეპიზოდი სასამართლოს განხილვის და შეფასების საგანი ვერ გახდება. რაც შეეხება პირველ ეპიზოდს, ის იმდენად ლოკალური მასშტაბის იყო, ეხებოდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შორის გამართულ შელაპარაკებას, გრძელდებოდა მცირე ხნის – რამდენიმე წამის, არასრული 1 წუთის – განმავლობაში და მიმართული იყო კონკრეტული პირის – ნ------------–--ს, ასევე მის დასახმარებლად მისული მისი თანაგუნდელების მისამართით, რომ ეს ეპიზოდი შეიძლება გამოხატავდეს კონკრეტული პირისადმი – ნ------------–--სადმი და არა ზოგადად იქ მყოფი ასობით თუ ათასობით ადამიანისგან შემდგარი საზოგადოებისადმი გამოხატულ უპატივცემულობას. მეორე ეპიზოდთან დაკავშირებითაც შეიძლება ითქვას, რომ ამ ეპიზოდის ფარგლებში ბრალდებულების მხრიდან ძალადობა მიმართული იყო არა საზოგადოებისადმი უპატივცემულობის გამოხატვისაკენ, არამედ მოჩხუბარ პირებთან ანგარიშის ფიზიკურად გასწორებისაკენ.

ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ასზე მეტი მტკიცებულებითა და უდავოდ ცნობილი ათობით მტკიცებულების ერთობლიობის საფუძველზე სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სასამართლოში იმის დამადასტურებელ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ უშუალოდ წარმოდგენილ ბრალდებულებს ამოძრავებდათ შემთხვევის ადგილზე მყოფი საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და რომ ისინი ამის გამო უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.

 

3.2. ჩადენილი ძალადობით

 

მოწმე ა----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ხმაური, ქალის კივილი შემოესმა, აურზაური იყო. 5 წუთი გაგრძელდა ჩხუბი. ჰაერში ჯოხების ტრიალი დაინახა. ცოტა ხნით შეწყდა საარჩევნო პროცესი და 5 წუთის მერე გაგრძელდა. ხმაური უბნის წინ იყო. ამომრჩევლები ჩხუბის დროს გარეთ გავიდნენ, უბანი დატოვეს და ჩხუბისკენ წავიდნენ, რამაც ა--------ზე გავლენა მოახდინა. ინციდენტი მოხდა გზაზე. ჭიდაობა იყო და ჭიდაობით წავიდნენ მაღაზიისკენ. ინციდენტის დროს საარჩევნო უბნის კარები დაკეტა, როცა დასრულდა, კარები გააღო და გაგრძელდა ა--------ი. გარეთ იქნებოდა 20-მდე ადამიანი. მანამდე დიდი რიგი იყო. ბრალდებულები არ უნახავს. „ნ-–------–----------------ისა“ და „ქ--------–----–----ს“ მხარდაჭერები ჩხუბობდნენ.

მოწმე გ--------------–---–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ ჩხუბი შუადღეს მოხდა. ყველა ერთმანეთს უყვიროდა. შეურაცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს. ადგილობრივები არ ჩხუბობდნენ. ჩხუბი გაგრძელდა 25-30 წუთი. ყველა ერთმანეთს ეჩხუბებოდა. ნ------------–--ს და თ--------------ს ურტყამდნენ უცნობი პირები. ს----–ის გვერდით ბენზინგასამართ სადგურთან გადაინაცვლეს და იქაც გაგრძელდა ჩხუბი. მოჩხუბრების ნაწილი წავიდა თავისი ავტომანქანით. ზოგს სახეზე სისხლი მოსდიოდა.

მოწმე მარინე ციმინტიას ჩვენებით დასტურდება, რომ 13 საათისთვის ხმაური დაიწყო. შეხლა-შემოხლა არისო, თქვა ამომრჩეველმა. მეორე დღეს ტელევიზიით გაიგო რაც მოხდა. დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა ხმაური.

მოწმე გ-------------ს ჩვენების თანახმად, ხედავდა ხალხი იქით-აქეთ რომ დარბოდა. შუადღე იყო, ჩხუბიაო, თქვეს ამომრჩევლებმა და წავიდნენ ჩხუბისკენ, არ შემოსულან საარჩევნო უბანზე. მოჩხუბრებს ვერ ხედავდა. 20 წუთი გაგრძელდა ხმაური.

მოწმე ჯონდი თორდიას ჩვენების მიხედვით, ხალხი მირბოდა, ჩხუბიაო. ს----–იდან 100 მეტრი არის მანძილი მაღაზიამდე, სადაც იყო ჩხუბი. ეკლესიასთან არის სახლი, სადაც შეიყვანეს ნ------------–--, გ----------------- და სხვები. დამალვა უნდოდათ. 15-20 წუთი იყვნენ სახლში, სასწრაფო დახმარება არ გამოუძახიათ. თქვეს, ნ--- მ--–-- ცემესო.

მოწმე გ----------–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ პირველის ნახევრისთვის შემოესმა ხმაური საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიიდან, ნახა ხელჩართული ჩხუბი. გამოყავდათ მოქალაქეებს სისხლიანი პიროვნება. ქაოსი იყო. ნახა დაზიანებული გ-----------------, რომელიც ხალხს გაყავდა. რამდენიმე მეტრში იყო წაქცეული თ--------------, რომელსაც ურტყამდნენ, გადაეფარა მას. გაიყვანეს ის ხეებისკენ. მერე თვითონაც ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯგუფურად იყო ჩხუბი რამდენიმე ადგილას ერთდროულად. ხელჩართული ბრძოლა იყო ერთმანეთში, რაც დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. ერთს ხელკეტი ეკავა ხელში. გაშველებისას წაიქცა და ალბათ მაშინ მიიღო დაზიანება. გულმკერდის დახურული ტრავმა ჰქონდა, ცუდად გახდა. წაქცეულს ბევრი ურტყამდა ხელს და ფეხს. ჩხუბი ერთ ადგილზე უცებ წყნარდებოდა და სხვაგან იწყებოდა. ერთ ადგილას დიდხანს არ გრძელდებოდა. ლანძღვა-გინება ისმოდა. თ-------------- გამოარიდა იქაურობას. მერე უცხო პირი ცდილობდა მასთან მისვლას და შეურაცხყოფის მიყენებას, მაგრამ არ მიუშვეს. ამის მერე მოქალაქეებმა გაარიდეს ის იქაურობას. ინციდენტი უბანთან უფრო ახლოს დაიწყო და მერე დაშორდა საარჩევნო უბანს.

მოწმე ნ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 12 საათის მერე იყო ჩოჩქოლი, რაც 15-20 წუთი გრძელდებოდა. ამომრჩეველმა თქვა, ჩხუბიაო.

მოწმე ი-----–--------–--ს ჩვენებით დასტურდება, რომ ბენზინგასამართ სადგურთან იყო ჩხუბი. აშველებდნენ მოჩხუბრებს. რამდენიმე ადგილას იყო დაპირისპირების კერა. 30-40 კაცი მონაწილეობდა ინციდენტში. თანაბრად იყვნენ მოჩხუბრები ორივე მხარეს. აღნიშნული ნახევარი საათი გრძელდებოდა, მუშტს ურტყამდნენ ერთმანეთს. როგორც გაიგო, დაპირისპირება 2 პოლიტიკურ ძალას შორის იყო.

მოწმე პ-----------–-------ს ჩვენების თანახმად, 13 საათისთვის გაისმა ყვირილი, პოლიციის დახმარებას ითხოვდა ქალი. დაიწყო ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზიანებული იყო ქერათმიანი ადამიანი და გაყავდა მოსახლეობას. ზ-----------------ს სახეზე დაზიანება ჰქონდა და ხალხის დახმარებით გაიყვანეს. ხელჯოხი ეკავა ერთს. თ-------------- იყო ასფალტზე ურტყამდნენ, რის შემდეგაც გაიყვანეს ნაძვებისკენ. ერთს მოკლემკლავიანი მაისური ეცვა, უნდოდა მისულიყო თ--------------სთან, მაგრამ არ მისცეს საშუალება. 3-4 კერა იყო. როცა აშველებდნენ მოჩხუბრებს, იმუხტებოდა სიტუაცია და სხვაგან გადადიოდნენ. მოჩხუბრები ერთმანეთს მიმართავდნენ უცენზურო სიტყვებით. ზოგი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. მოჩხუბარი იქნებოდა 5 კაცი.

მოწმე თ------–------------ს ჩვენების მიხედვით, ყველა ჩხუბობდა. ხალხს გაშველება უნდოდა. ნ------------–-- და სხვები ს----–ისკენ გაიქცნენ. ნახევარი საათი გაგრძელდა ჩხუბი ს----–ის წინ ქუჩაში.

მოწმე ე-------–---ს ჩენებით ირკვევა, რომ ,,ქართულ ოცნებასა’’ და ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ შორის იყო ინციდენტი, რაც 20-30 წუთი გრძელდებოდა.

მოწმე მ-------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ შეამოწმა თ--------------, ჯ--------–-----, თ------------, ზ-----------------, გ--------------–--ე, დ-----–-–---, ლ-–--------–---–--, ა-–------–-–---, რომლებსაც დაზიანებები აღენიშნებოდათ. გამოიკვლია ა---------–---–-ს სამედიცინო დოკუმენტაცია და გასცა სამედიცინო დასკვნები.

მოწმეების: ი------------ის და ს---------------ს ჩვენებებით დასტურდება, რომ გაიგეს ხმაური, ჩოჩქოლი.

მოწმე ი-----–----------ს ჩვენების თანახმად, 50-100 კაცი ჩხუბობდა.

მოწმეების: გ------------------ს, გ-----------–---–--ს ჩვენებების მიხედვით, საარჩევნო უბნიდან რომ გამოვიდა, ჩხუბი იყო და ავტომანქანები ვერ მოძრაობდნენ.

მოწმე ლ-–-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ს----–ის მიმდებარე ტერიტორიიდან იძახდნენ, სადაა პოლიცია, გვიშველეთო. ახალგაზრდა ქერათმიანი იყო გასისხლიანებული და რამდენიმე ადამიანს გაყავდა. მოშორებით გიგა ბ-------- იყო დაცემული, სახეზე ეტყობოდა დაზიანებები. ზ----------------- ეგდო მიწაზე, რამდენიმე ადამიანი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოქალაქეთა დახმარებით ზ----------------- გაიყვანა უსაფრთხო ადგილას. გზის პირას გაჩნდა ჩხუბი. თ-------------- ძირს ეგდო და რამდენიმე პირი აყენებდა მას შეურაცხყოფას. გ----------–---–- გადაეფარა მას და არ მისცა რამდენიმე პირს მისთვის შეურაცხყოფის მიყენების საშუალება, რის შემდეგაც მან დატოვა ტერიტორია. პირველი ინციდენტიდან 20-25 მეტრში გაჩნდა კონფლიქტის მეორე კერა. ბევრი ადამიანი ჩხუბობდა. იმდენად ბევრი ხალხი მონაწილეობდა, შეუძლებელი იყო მათი დაშოშმინება. ცდილობდა, ვისაც ცემდნენ, იმათ გაშველებას. 50-დან 100 კაცამდე სხვადასხვა ადგილას ნახევარ საათზე მეტხანს ჩხუბობდა. დამატებით პოლიციელები იქნენ გამოძახებულნი, რომლებმაც დააშოშმინეს მოჩხუბრები. ყველანი ბენზინგასამართი სადგურისკენ წავიდნენ. სოფლის ნაწილი გადაკეტილი იყო ჩხუბის დროს. გაშველებისას არავის შეუშლია ხელი.

მოწმე ტ------–------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ქუჩიდან ჩხუბის ხმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა გაიგო. გაშველების ხმაც იყო. ჩხუბი იყო მანქანის სავალ ნაწილზე. ქუჩა გადაკეტილი იყო, ბევრი ხალხი მოძრაობდა. 15-20 წუთი გრძელდებოდა ჩხუბი, რომელიც დაიწყო სხვაგან და გაგრძელდა წალენჯიხის მიმართულებით.

მოწმე რ-------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ხმაური გაიგო, 300-500 კაცამდე იყო. დაინახა, რომ გამეტებით ხელებს ურტყამდნენ ერთმანეთს. ერთ ჯგუფს რომ დააწყნარებდნენ, მეორე ადგილას იწყებოდა ჩხუბი. იქ იყვნენ ნ------------–--, გ-----------------. ორივე მხარე ურტყამდა ერთმანეთს.

მოწმე ლ---------------ს ჩვენების თანახმად, ჩხუბი ჯერ ერთ ადგილას იყო, მერე - მეორე ადგილას და ა.შ., რაც ნახევარი საათი გაგრძელდა. 100-მდე კაცი ჩხუბობდა. ჩხუბი ს----–ის წინ დაიწყო, ბენზოგასამართ სადგურზე გაგრძელდა, მოძრავი ჩხუბი იყო. ა-–------–-–---ს სისხლი სდიოდა.

მოწმე თ------------------ს ჩვენების მიხედვით, ოპოზიციის ლიდერებს მისდევდნენ. ყველაზე არ იყო აქცენტი, მარტო ლიდერებზე. გამაუპატიურებლები ხართ, კიდევ აქ ხართო? ასეთი საუბრები იყო. ოპოზიციის წევრები გარბოდნენ, სპორტსმენები მისდევდნენ. ნელ-ნელა იცვლებოდა ეპიცენტრი. ალბათ 1 საათი გაგრძელდა ჩხუბი. ,,ქ--------–----–----ს’’ შტაბიდანაც მოვიდნენ. გიგა ლუკავამ სთხოვა სპორტსმენებს, ჟურნალისტია და შეეშვითო და შეეშვნენ. რამდენჯერმე კამერაზე ხელი აურტყეს. ეგონათ, რომ მათ დასდევდნენ და ერჩოდნენ. ჩხუბის დროს შესვენებები იყო. თითქოს ქ--------–----–----ს წევრები წამოიყვანდნენ მოჩხუბრებს, მაგრამ, თუ ნახავდნენ ლიდერებს, ისევ გრძელდებოდა ჩხუბი. იძახდნენ, „გ------ ისევ აქ ხარ?“ და ა.შ. 6-7 ჩხუბის ეპიცენტრი იქნებოდა. დაახლოებით 6-10-15 კაცი იქნებოდა თითო ჯგუფში. ჩხუბი დასრულდა სასაფლაოებთან. ნაციონალებმა ავტომანქანა მოიყვანეს და ჩასვეს თ--------------, რადგან სპორტსმენები მისდევდნენ. ვიღაცეები გაიყვანეს თანაპარტიელებმა და განიმუხტა სიტუაცია. ოცნების ახალგაზრდული ფრთა ცდილობდა, რომ მოჩხუბრები გაეყვანათ. იქ ითქვა, ოცნების შტაბში შევიდნენო. ნ------------–--ს შემოხეული ჰქონდა მაისური. თ--------------ს სისხლიანი ჰქონდა სახე. ოპოზიცია თავს იცავდა ჩხუბისას. ხელკეტები ბოლოსკენ ნახა მაღაზიასთან. თავდაცვისას მუშტებსაც იქნევდნენ ოპოზიციის წევრები. სპორტსმენი დაზიანებული არ უნახავს. ადგილობრივებს არ ცემდნენ. ვიღაცა იქნევდა ხელკეტს.

მოწმე ლ-–--------–---–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ შემოესმა ჩხუბის და ლანძღვა-გინების ხმა. ჩხუბი იყო ს----–ის გარეთ, ქუჩაზე. საარჩევნო სიტუაციას ხელი არ ეშლებოდა. მოჩხუბრების გაშველებას ცდილობდა, მაგრამ ისინი არ ჩერდებოდნენ. წაბორძიკდა, ასფალტს დაარტყა თავი, ვერ წამოდგა. თანამშრომელმა ავტომანქანაში გადაიყვანა და საავადმყოფოში წაიყვანეს. უმართავი სიტუაცია იყო. 50 კაცზე მეტი ჩხუბობდა. ეს 20-30 წუთი გრძელდებოდა. ჩხუბი 2-3 ადგილას იყო გაფანტულად. თ--------------, ნ------------–--, გ----------------- იცნო. ისინიც ჩხუბობდნენ. დამხმარე ძალას გამოუძახა და განიმუხტა სიტუაცია. 10 წუთში მოვიდა დამხმარე ძალა. ხელკეტს ურტყამდა უცხო პირი სხვებს. იქ გავლა შეუძლებელი იყო მაშინ. ორივე მხარე ურტყამდა ერთმანეთს. მის თანამშრომლებს პოლიციის ფორმა ეცვათ, თვითონ - არა.

მოწმე მ------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ გამოჩნდნენ პოლიციელები და შეძლეს სიტუაციის დარეგულირება. დაზიანდნენ ნ-–------–----------------ის აქტივისტები, პოლიტიკოსები. პირველად ნიკკანორ მ--–--ს მოხვდა ხელი და მერე ისე შეერივნენ აქტივისტები, არ იცის ვინ ვის ურტყამდა. ხალხი ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებას. უფრო თბილისიდან ჩამოსული ბიჭები აქტიურობდნენ. ლიდერებს ეჩხუბებოდნენ - გ-----------------ს, ა---------–---–ს და სხვებს. სპორტული აღნაგობის ბიჭები ჩხუბობდნენ, ეჭირათ ხელკეტი, გამიზნულად ურტყამდნენ. რამდენიმე დაზარალებულს პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდა. ნ-–------–----------------ის კანდიდატის ძმიშვილს გაუკეთეს ოპერაცია. ჯ--------–-----მ, თ--------------მ, გ-----------------მ, ნ------------–--მ დაზიანებები მიიღეს, მასაც მოხვდა უკნიდან ხელი კეფაზე. ლ-–----------საც სახეში დაარტყეს. ნ-–------–----------------ის ლიდერები თავს იცავდნენ, ხელს იფარებდნენ, გრძნობდნენ, მეტს ვერაფერს შეძლებდნენ. თ--------------ს რამდენიმე პირი ერთდროულად ურტყამდა. ეს იყო ჩხუბის ბოლო ეტაპი. როგორც კი მოვიდნენ ბიჭები, გზადაგზა ვინც ხვდებოდათ, ყველას უსწორდებოდნენ. ,,ქ--------–----–----ს’’ აქტივისტები ცდილობდნენ სიტუაციის განეიტრალებას. თვითონ ცდილობდა თავის დაცვას ან ლიდერების გამოყვანას. 15-20 სპორტსმენი იყო. თითქმის ყველა ჩხუბობდა. 15-20 წუთი გრძელდებოდა ჩხუბი. პოლიციამ გაანეიტრალა სიტუაცია. ხელკეტი ნახა, როცა გავიდნენ ბენზინგასამართი სადგურისკენ. დარტყმის მერე რამდენიმე წამი გონება დაკარგა. უფრო მეტად აქტიურობდა წვერიანი, გრძელთმიანი, სპორტულად ჩაცმული. ბრალდებულებიც იყვნენ შემთხვევის ადგილზე და ჩხუბობდნენ. კერძოდ, ვ-–-------------–--- და გ---------------. იქ ერთ-ერთი პოლიციელი გადაეფარა თ--------------ს და გაიყვანეს. გ----------------- ნახა წაქცეული და ეხმარებოდა მას ადგომაში, რა დროსაც უკნიდან დაარტყეს. ვერ შეძლო გაშველება. თვითონ რომ გადაადგილდებოდნენ, ჩხუბიც გადაადგილდებოდა. ჯერ ს----–ის წინ, მერე ბენზინგასამართი სადგურის წინ, მერე კიდევ უფრო შორს. ყველგან ერთი და იგივე ადამიანები ჩხუბობდნენ. ნ------------–--ს აყვნენ სხვა ლიდერები საუბარსა და ჩხუბში. ნ-–------–----------------ის ადგილობრივი აქტივისტები აგინებდნენ ბიჭებს: ეს რა აკადრეთ სოფელსო და ა.შ. კანდიდატის ძმიშვილი იყო ძალიან ნაცემი და ამას გულისხმობდნენ. იცის, რომ კ---------–--–-–---–მა ჩხუბის დროს დაზიანება მიიღო. უწმაწური სიტყვები ისმოდა, კონკრეტული პირები არ გაუშვათ, ჩაქოლეთ, ცემეთო, მაგრამ ვინ ამბობდა, არ იცის. ეს ისმოდა „ქ--------–----–----ს“ აქტივისტების მხრიდან. ნახა, რომ ჯოხი ბიჭებს ეჭირა და ძირს დაგდებულ პირს ურტყამდნენ. ნ-–------–--- თავს იცავდნენ, მაგრამ არ გამოსდიოდათ.

მოწმე მ-----–-----–--ს ჩვენებით დასტურდება, რომ არეულობა იყო. ნ-–------–----------------ის ლიდერები იდგნენ გარეთ. ერთ-ერთი პირი წაიქცა. ხელკეტი თ------------მ დაარტყა ვ-–-------------–---ს. თ------------სთან ერთად იყო 4-5 კაცი, ვისაც ჰქონდა ასევე ხელკეტები, რომელიც იყო ნახევარი მეტრის სიგრძის, ღია ფერის. დაპირისპირება იყო ადგილობრივებს შორის. მეორე მხარე იყო ქ--------–----–----ს მხარდაჭერები, ვინც ცდილობდა, გაენეიტრალებინა სიტუაცია. როცა ნახა მოსახლეობამ, რომ შეუიარაღებელ პირს ჯოხი დაარტყეს, სიტუაცია დაიძაბა.

მოწმე ს--–---------–-----ს ჩვენების თანახმად, გაიგო ხმაური. გარეთ იყო აურზაური. საუბნო კომისიიდან ვ-----------– ლ-–---ს შვილმა დაიძახა: მოდის და ცემეთო და 3-4 პირი დაესია ლ-–---ს, საფულეც კი ამოაცალეს. ზ------------–-–---–- მანქანასთან წააქციეს, გამეტებით ურტყამდნენ. პოლიცია იქვე იყო, მაგრამ არ რეაგირებდა. ზ----------------- სისხლიანი ეგდო მაღაზიასთან. იქ იყო პარტიის შტაბი. გიგა ლუკავა ჭიშკარზე იყო გადაწოლილი და ამბობდა, „აქ ვერავინ შევა და გამოვაო“. დაბალი, ჩაფსკვნილი, ნაცრისფერპერანგიანი სპორტსმენი ეჩხუბებოდა. კასტეტი ეკეთა გ----------------ს. გიგა ლუკავასთან იყო ვ-–-------------–---, რომელმაც უთხრა: „არ გადაიღო, თორემ დაგილეწავო“. 100-150 კაცი იქნებოდა გარეთ. ნაწილი აშველებდა მოჩხუბრებს, ნაწილი უთითებდა, თუ ვინ იყო ნაციონალი და ვინ ქ--------–----–----ს წარმომადგენელი. 1 საათი გრძელდებოდა ჩხუბი. ყოველი ახალი კუთხიდან ახალი კერა მოდიოდა. მაღაზიასთან, ეკლესიასთან, გზაზეც იყო ჩხუბი. კანდიდატის შვილს ოპერაცია დასჭირდა. თ-------------- იყო დაზიანებული, ზ------------–-–---–ი, ზ-----------------, მ------------------, რომელსაც გამეტებით ურტყამდნენ თავში. ზ------------–-–---–ი რამდენიმემ წააქცია და ურტყამდნენ. იგივე მოხდა ზ-----------------სთანაც. რამდენიმე წააქცევდა, ურტყამდნენ, მერე სხვაზე გადადიოდნენ. ჯ--------–-----, გ-----------------, ნ------------–-- დაზიანდნენ. დ-----–-–--- ბავშვი იყო და ყველა ეუბნებოდა მათ, თავი დაანებეთო. ისიც ამბობდა, გეყოთო. პასუხობდნენ, გადით, თორემ ქალებსაც არ დაგინდობთო. ყველა კუთხეში ვიღაც ჩხუბობდა. სავალი გზა გადაკეტილი იყო. „ქ--------–----–----ს“ წარმომადგენლების ნაწილი ცდილობდა გაშველებას. მ------------------ს რამდენჯერმე დაარტყეს თავში. ჩხუბის დროს ხელის შებრუნებაც იყო. მ------------------ შეეცადა, მოეგერიებინა დარტყმა. ზ------------–-–---–ს და ლ-–---ს ხელის განძრევის საშუალება არ ჰქონდათ. მ------------------მ ხელი მოიქნია დასარტყმელად.

მოწმე ჯ--------–-----ს ჩვენების მიხედვით, ნ------------–--ს გაარტყა ხელი ერთმა და დაიწყო ჩხუბი. ვინ ვის ურტყამდა, ვერ გაიგებდი. ნ------------–--, გ-----------------, ა---------–---–-, ზ----------------- წაიქცნენ, რადგან ურტყამდნენ. ლ-–----------ს, თ--------------ს, ნუგზარ წიკლაურს ურტყამდნენ. თ-------------- გაიქცა. უცნობები დაეწივნენ. გადაეფარა და სახეში ხელი დაარტყეს, წაიქცა, მოყვა ჩხუბში. მანამდე ყვიროდნენ, „არ გაუშვათ, ეს გ------ა, ცემეთო“. თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ ისევ მოხვდა ხელი. წაქცეულ ნ------------–--ს ურტყამდნენ. თ--------------, ა---------–---–- და სხვები თავიდან აშველებდნენ. მერე ყველა წაიქცა. ჩხუბში ჩაერთნენ ქუჩის მეორე მხარეს მყოფებიც. მერე ჯგუფებად დაიწყო ჩხუბი. უფრო თავდაცვის სიტუაციაში იყვნენ, ვიდრე თავდასხმის. ალბათ 7-10 წუთი გაგრძელდა. დარტყმის მერე ორმოში ჩავარდა, წამიერად გაითიშა. 3-5 კაცი ურტყამდა. წიხლებიც დაარტყეს. წაქცევისას თვალმა დაიჭირა მომენტი, რომ წვერებიანი, კაპიშონიანი კაცი ურტყამდა. სახეზე ხელების აფარებას ცდილობდა. ურტყამდნენ, მაგრამ მიძვრებოდა. ხელზე, ფეხებზე დაბეჟილობები მიიღო. ტკივილს გრძნობდა დარტყმისას. სახეში დარტყმამ მოკვეთა და წააქცია. გაბრუებული ჰქონდა სახე. შემდეგ ერთ ოჯახში შეიკრიბნენ ყველანი და თავს იწესრიგებდნენ თ--------------, ზ-----------------, ა---------–---–-. ცემისას დამრტყმელები არაფერს არ იძახდნენ. შეურაცხყოფა და გინება არ ყოფილა. ბენზინგასამართ სადგურთან დაეცა ზ-----------------, ცემეს ლ-–----------. ნუგზარ წიკლაურს ხელი რომ მოხვდა, ნახა.

მოწმე ზ-----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ჩხუბში ჩაერთო სოლიდარობის გამო. თავიდან იყო გაშველება, მერე უშვერი სიტყვები დაიწყო. ცემეს, მერე მაღაზიაში შეიყვანეს, ჩაუტარდა პირველადი დახმარება. მერე იყო ჩხუბის მეორე და მესამე ტალღა. ნ------------–--ს, ჯ--------–-----სა და თ--------------ს ცემა ნახა. ნ------------–--ს დაარტყეს, ის უკან იწევდა და თავს იცავდა. მერე გ-----------------ზე გადავიდნენ. მას მერე – ა---------–---–ზე. პირველი ტალღა გრძელდებოდა 1 წუთი, მერე მინელდა. შემდეგ განახლდა. სხვებს იმიტომ დაარტყეს, რომ ნ-–------–--- იყვნენ. ნ------------–--საც ამიტომ დაარტყეს. ვიღაც იძახდა, „ეს გ------ა, დავუშინოთ, ეს არის, დავარტყათ“ და ა.შ. ნ------------–--ს რომ მოუქნიეს ხელი, მანაც შეუბრუნა და დაიწყო ჩხუბი. ნ------------–-- თავს იცავდა, გ----------------- დავარდა, ააყენეს. ვიღაცა იძახდა, არ გინდაო. მერე ა---------–---–ს მოხვდა ხელი, მერე – ლ-–----------ს. ის პირები სხვადასხვა ადგილას იყვნენ და ჩხუბობდნენ ნ-–------–---ს წინააღმდეგ. თვითონ 4–ზე მეტი კაცი ურტყამდა. პირველ რიგში სათვალე მოიხსნა და თავის დაცვა სცადა. სათვალეს ატარებდა და შეტევაზე არ უფიქრია. ბენზინგასამართ სადგურთან ავტომანქანასთან ცემეს ლ-–----------. ეს მეორე ტალღა იყო. მერე თვითონაც ჩაება, თქვა, „რატომ აკეთებთო“ და მასზე გადავიდნენ. ნაცრისფერმაისურიანი მივიდა მასთან. ვინც ჩხუბის დროს გამოხატავდა პროტესტს, იმაზე გადადიოდნენ. პროტესტი გამოთქვა და გადავიდნენ მასზე. თვალი ჰქონდა ჩალურჯებული, კისერზე, ფეხებზე ჰქონდა დაზიანებები. 10-15 წუთი გრძელდებოდა ჩხუბი. მერე თ-------------- მისკენ წავიდა და მასზე გადაერთნენ. ეს იყო მე–3 ტალღა. ნატა პაპასკირმა და გ--------------–--ემ გაიყვანეს ის მაღაზიაში. თ--------------მ მანამდეც იჩხუბა და მერეც. მაღაზიაში გარედან იყო შემოჭრის მცდელობა, მაგრამ დაანებეს შემდეგ თავი. ლაშხიებიც იყვნენ გასისხლიანებულები. ,,ნაციონალი ხარ, ე.ი. ცუდი კაცი ხარ’’ - ამაზე იყო აგებული ჩხუბი. სათვალეს რომ იხსნიდა, დარტყმები დაუწყეს, მაგრამ არ უნახავს, თუ ვინ ურტყამდა. სახეში, ცხვირში ურტყამდნენ, თვალთან, ქვევიდანაც დაარტყეს ძლიერად. ბოლოს შევიდა სახლში, სადაც მისი თანაგუნდელები იყვნენ. სპორტსმენები ჩხუბობდნენ. ვ-–-------------–--- მოჩხუბრებში არ უნახავას, თუმცა იმ ჯგუფში იყო. გ--------------–--ეს სისხლი მოსდიოდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტკივილს გრძნობდა დარტყმებისგან. პოლიციის ჯგუფი დაემატა და განიმუხტა სიტუაცია. მას არავინ დაუზიანებია, რადგან არ მიეცა ამის საშუალება. სახლიდან უბანზე დაბრუნდა. მოჩხუბრებიც იყვნენ იქ, მაგრამ ისინი მოერიდნენ სიტუაციას და თანდათან დაიშალნენ. პოლიცია მობილიზებული იყო უკვე. მას კუბოკრული პერანგი ეცვა ლურჯი თეთრში და ღია ფერის ჯინსები.

მოწმე ლ----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ნ------------–--ს, გ-----------------ს, ლ-–----------ს, ზ-----------------ს, ჯ--------–-----ს დაარტყეს. აშველებდა, გ-----------------ს და ნ------------–--ს ეფარებოდა. ნ------------–-- ქვევით ეგდო, გ-----------------ც. სხვადასხვა ადგილებში იყო ჩხუბი. მასაც მოხვდა გაშველებისას 2-3–ჯერ ხელი ზურგში ნ------------–--ს როცა აყენებდა. ჩხუბი ნახევარ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. თ--------------, ჯ--------–----- და სხვები დაზიანდნენ. თ--------------, ნ------------–-- გარბოდნენ, რომ განრიდებოდნენ მოჩხუბრებს. ბოლოს სახლში შევიდა. მოჩხუბრების ნაწილი მოსდევდა, ნაწილი გაჩერდა. ნაცემები იყვნენ ნ------------–--, თ--------------, ჯ--------–-----. ვერ ეჩხუბებოდნენ, რადგან ერეოდნენ და ამიტომ გარბოდნენ.

მოწმე ა-–------–-–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ ჩხუბი, ყვირილი, გაწევ-გამოწევა იყო. ცხვირის ძვლის მოტეხილობა მიიღო, თუმცა არ ახსოვს როგორ, შეიძლება დაეცა. ასობით კაცი ჩხუბობდა. არ უგრძვნია, მაგრამ მოტეხილობა ჰქონია.

მოწმე ზ------------–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ჩხუბში მოყვა. 200-300 კაცი იქნებოდა ადგილზე. ვერ გაარჩევდი ვინ ჩხუბობდა. ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ. დაეცა თუ წააქციეს, არ იცის. არ იცის ვინ ურტყამდა. გამიზნულად არ დაურტყამთ მისთვის, მაგრამ მოხვდა ხელი. რამდენჯერ მოხვდა, არ იცის. მერე სახლში შევიდა. ნ---------–---–------, ა---------–---–-, ე-----------–---–- იყვნენ. ზოგი მათგანი აშველებდა. 15-20 წუთი გაგრძელდა ჩხუბი. იმ სახლში ჩხუბისგან განსარიდებლად ბევრი შევიდა. დაზიანებული ხალხი იქ არ უნახავს. ვინმეს ხელში ხელკეტი არ უნახავს, რომ დაარტყეს, ტკივილები ჰქონდა. დამშვიდებისკენ მოუწოდებდა, როცა დაარტყეს. არ იცის დაარტყეს თუ შემთხვევით მოხვდა. წაიქცა. თავზე, ფეხზე ჰქონდა დაზიანება და ტკიოდა. ბევრი ადამიანი აშველებდა. ხელკეტი მისთვის არ დაურტყამთ. პირდაღმა იწვა დაახლოებით ერთი-ერთნახევარი წუთი. გასაშველებლად მისული პოლიციის თანამშრომლები დაეხმარა. ორივე მხარე ჩხუბობდა. თვითონ თავისიანებსაც მოუწოდა სიმშვიდისკენ და მოწინააღმდეგეებსაც. მოჩხუბრები არ იყვნენ სპორტსმენები, ძლიერი ადამიანები იყვნენ.

მოწმე თ------------ს ჩვენების თანახმად, გაწევ-გამოწევა იყო. თვითონაც ქვეშ მოყვა ხალხის მასას. ს----–ის წინაც იყო ჩოჩქოლი, ბენზინგასამართ სადგურთანაც. 300-400 კაცი იქნებოდა. ზ------------–-–---–იც მოყვა ქვეშ. 15-20 წუთი გრძელდებოდა აღნიშნული. ხმამაღალი ლაპარაკი იყო. ხელის დარტყმა არ უნახავს. ჩხუბი არ იყო, გაშველება იყო. წაბორძიკდა და წაიქცა. იქვე ეგდო ჯოხი, რომელიც აიღო, რადგან მუხლი ტკიოდა. მერე გადააგდო. ჯოხით სხვა არავინ უნახავს. დაცემის შემდეგ მიიღო დაზიანება. დაბეჟილობა ჰქონდა ზურგზე, რადგან ზურგით დაეცა ბორდიურზე. მახო სიჭინავამ ააყენა. იქ მყოფი ხალხის ნახევარი იყო ნაცემი. ამ ბიჭების ნაწილიც საავადმყოფოში იწვა, როგორც გაიგო. ცემეს თვითონაც. ორივე მხარე ნაცემი იყო. ხელკეტი წარმოადგენდა წყალგაყვანილობის მილს. იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და მილი ძირს ეგდო. იმიტომ გადააგდო მილი, რომ უკვე აღარ სჭირდებოდა. ნივთი აიღო თავდაცვის მიზნით და მუხლიც ტკიოდა. ჯოხი არ წაურთმევიათ მისთვის, ის არ გამოუყენებია, არ იყო საჭირო. იქვე დააგდო ბენზინგასამართ სადგურთან.

მოწმე ე------------ს ჩვენების მიხედვით 50 ადამიანი ერთად ჩხუბობდა სხვადასხვა ადგილას. მერე ჩაერთნენ მოქალაქეებიც და ყველა ერთმანეთს ცემდა. ნ------------–--ს რამდენიმე პირი არტყამდა. მერე ისინი სხვისკენ წავიდნენ, მაგრამ ნ------------–--ს მომხრეებიც მივიდნენ. თავიდან ნ------------–--ს დაარტყეს. სწრაფად აირია ვითარება. შემდეგ თვითონ შეეშინდათ და კითხულობდნენ, ხომ არ მოკვდაო. ზურაბს 7-8 ადამიანი ცემდა, სისხლიანი იყო და დახმარება უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო. მოსახლეობამ მოასულიერა ის. თ--------------ს, რომელიც კუთხეში იყო მომწყვდეული, ცემდა ოთხი ადამიანი. ნ------------–--ს დავარდნილს ცემდნენ. ისინი თავს იცავდნენ, აშველებდნენ კიდეც, ხელიც მოიქნიეს. ჩხუბი 20-30 წუთი გრძელდებოდა გაშლილ ტერიტორიაზე იყო ჩხუბი. გზა მოჩხუბრებს ჩაკეტილი ჰქონდათ. ხელკეტებიც იყო, ქვების სროლაც, მაგრამ ვინ ვის ცემდა, არ იცის. ვისაც ეკავა ჯოხი, ,,ნაციონალია’’ თუ ,ქ--------–----–----ს’’ წარმომადგენელი, არ იცის. გადაიღო ხელკეტის დარტყმის კადრი. მერე ბრიფინგი მოაწყო ამაზე ქართულმა ოცნებამ და თ------------ს ჩამოართვა ინტერვიუ, რომელიც ამბობდა, რომ თავდაცვის მიზნით ჰქონდა ხელკეტი. კ----–---–ის გამგებლის შვილს დაარტყეს ჯოხი. მან უარი თქვა ინტერვიუზე. ზუგდიდში ვინც დაზიანდა, ყველას სახლში იყვნენ, მათ შორის ხელისუფლებამ ვინც მიუთითა, როგორც დაზიანებულზე. ხელკეტებით ცემდნენ პოლიტიკოსებსაც, უბრალო მოქალაქეებსაც. ნ------------–--ს, ზ------------–-–---–ს, თ------------ს დაარტყეს.

მოწმე პ--------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ჩოჩქოლი ატყდა, 10-15 წუთში შეწყდა. გზაზე იყო ჩხუბი.

მოწმე ლ-–--------–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ ატყდა ჩხუბი, უცებ გაისმა ხმა, ნაციონალებს ჯოხები, ხელკეტები აქვთ, ფრთხილად, დანაც არ ქონდეთო. ვიღაცამ თავში ჩაარტყა ხელი. გადაეფარა თ--------------ს, რომლისკენაც იწევდნენ ზუგდიდელი ბიჭები, გახსოვს შენ რა მიქენიო? თ-------------- გაიქცა. აქეთ მეტნი იყვნენ და ისინი გაიქცნენ. ,,ნაციონალებს’’ ჰქონდათ ხელკეტები. რომ წაართვეს, 1 მოიტანეს იქ. ეს არისო თქვენი სამართალი? ხელკეტს აჩვენებდა ,,ნაციონალებს’’ ქ--------–----–----ს აქტივისტი, რომელმაც ,,ნაციონალს’’ წაართვა ხელკეტი, რომელსაც თავი ჰქონდა გატეხილი. ერთს, ხელკეტი ვისაც ეჭირა, თავი ჰქონდა გახეთქილი. გამოართვეს ჯოხი. სიტუაცია, რომ აირია, შეტაკება მოხდა. ვინ ვის ურტყამდა, ვერ გაიგებდი. ქ--------–----–----ს მხარე წინ არ წასულა, ,,ნ-–------–---’’ მიდიოდნენ მათთან. ნ------------–--ს მოყვა სპორტსმენი ბიჭები. იქ ,,ნ-–------–---ს’’ საწინააღმდეგო აქციის გამართვა უნდოდათ სხვებს, მაგრამ არ მისცა საშუალება.

მოწმე ზ---------–------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ხმაური ატყდა. ს----–ის ორივე მხარეს დაპირისპირება იყო. იყვნენ ნ-–------–----------------ის ლიდერები. ბოთლი მოხვდა თავში. გარეთ იყვნენ ახალგაზრდა სპორტსმენი ბიჭები. ისინი ჩხუბში არ უნახავს. ნ------------–-- და გ----------------- თავს იცავდნენ. მასობრივი ჩხუბი ერთი ადამიანის მიმართ არ უნახავს.

მოწმე ნ-------------–---ს ჩვენების თანახმად ბრალდებული არ არის, ვინც დაცემულს ურტყამდა და იძახდა: ,,მოკალით ეს, მოკალით ისო’’. ბრალდებულები ჩხუბობდნენ. ამათაც ურტყამდნენ. ერთ–ერთმა მოჩხუბარმა ხელზე რკინა გაიკეთა. შემოხვია მას ხელები, რომ გაეჩერებინა. 60 წლის კაცს და ბავშვს ურტყამდნენ. იქვე ღობესთან იყო დაყრილი პლასტმასის მილები, რაც ორივე მხარემ ამოიღო და ერთმანეთს ურტყამდნენ. გრძელთმიანმა ჯიბიდან ამოუღო ვიღაცას რაღაცა. არ იცის, მოპარა თუ არა. ნაცრისფერქურთუკიანმა მას დაარტყა. ბევრს ეცვა ნაცრისფერი ქურთუკი. სხვა ჟურნალისტებსაც დაარტყეს. აგინებდნენ, ხელს უშლიდნენ ჟურნალისტებს მუშაობაში. იქ მთელ ამბავს ვინც ხელმძღვანელობდა, ის აქ არ არის. ბრალდებულები იყვნენ შემსრულებლები. ის ხელმძღვანელი ურტყამდა დაცემულს. გ----------------ი, ნ--–-------–----–-----, კ---------–--–-–---–ი, ვ-–-------------–--- იქ იყვნენ. თ--------------ს ურტყამდა შავქურთუკიანი, რომელიც ბრალდებული არ არის. პირველი დაარტყეს ნ------------–--ს და მერე ყველა ერთმანეთს ურტყამდა. ჭიშკართან იმიტომ იყვნენ, რომ იქ უნდა განვითარებულიყო მოვლენები როგორც ჩანს. იმიტომ მიიწევდნენ ჭიშკრისკენ, ამიტომ ამბობდნენ, გაიწიეთო. ჩხუბი ორჯერ მოხდა. ერთხელ დააშოშმინეს. თავიდან 5 პოლიციელი იყო. მერე მივიდნენ სხვა პოლიციელები, მაგრამ გვიანი იყო. „ქ--------–----–----ს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია აშოშმინებდა მოჩხუბრებს ორივე მხარეს. საშინელი ლანძღვა–გინება იყო. ორივე მხარე იგინებოდა. დაშოშმინების მერე თქვეს, „წავიდნენ! აქ არ გაჩერდნენო“. ამათ ნ-–------–--- არ უნდა გაეჩერებინათ იქ. ამას მოყვა მეორე ტალღა, როცა დაედევნენ. მეორე მხარეც ჩხუბობდა. დაცემულ 60 წლის კაცს ფეხს ურტყამდნენ. მერე ერთმანეთს აჩერებდნენ, კაი გეყოფა, გამოდიო. კონკრეტულად ვინ ჩხუბობდა, არ იცის, მაგრამ ყველა მონაწილეობდა. ახალგაზრდას ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, რადგან რამდენიმე პირი ეჩხუბებოდა. გ-----------------ს ერთი დაარტყეს, თ--------------ზე იყო ყურადღება, ბევრი ურტყამდა მას. ნ--–-------–----–----- გაიყვანეს და ის ბოლოს არ ჩხუბობდა. 3 კაცი იცავდა თ--------------ს. შავქურთუკიანი ურტყამდა დაცემულს. მანამდე ისმოდა, „გ------ მოკალით, არ გაუშვათ ცოცხალიო“. ზ----------------- ცემა 3-4–მა კაცმა ფეხით. 1 საათი გაგრძელდა ყველაფერი. პოლიციის მოსვლის გამო გაჩერდა ჩხუბი. მილები ორივე მხარემ მოგლიჯა და ურტყამდნენ ერთმანეთს. „ამას არ დაარტყა ბიჭო ჩვენიაო“, ერთ–ერთ ბრალდებულს უთხრეს ზუგდიდელებმა. ბრალდებულებმა დაიწყეს ჩხუბი. მათ შეიძლება ერთხელ დაარტყეს. ყველანი ურტყამდნენ. ესენი მობილიზებულები იყვნენ ადამიანების საცემად. გ--------------- სხვებს ურტყამდა. ვ-–-------------–---ს ეცვა მომწვანო-მოყავისფრო მაისური, წვერები არ ჰქონდა. ჯერ ბრალდებულები ურტყამდნენ, მერე მოწინააღმდეგეები. კ---------–--–-–---–ი იდგა ბოთლი როცა ესროლეს და ჟურნალისტებს რაღაცას ეუბნებოდა.

მოწმე თ---------------ს ჩვენების მიხედვით, ორივე მხარე ურტყამდა ერთმანეთს. ხელჩართული შეხლა-შემოხლა იყო. ნ------------–--ც და გ-----------------ც იქნევდნენ ხელებს. გ-----------------ს მეუღლე ლამის წიხლებს ურტყამდა ყველას. 10-15 წუთი გაგრძელდა ჩხუბი. ქ--------–----–----ს ლიდერები აშოშმინებდნენ მოჩხუბრებს. ორივე მხარის წარმომადგენლების მდგომარეობა არ იყო სახარბიელო ბოლოს.

მოწმე ი-------------–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ იყო ჯგუფური ცემა. ბევრ ადგილას იყო ცხელი წერტილი ერთდროულად. ნ------------–-- ცდილობდა თავდაცვას. ლ-–----------ს რომ ცემდნენ, შორიდან ნახა. ერთი-ერთზე ჩხუბი არ ყოფილა იქ საერთოდ. მოჩხუბრები ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ბოლოს დაზარალებულთაგან ფეხზე ვერავინ იდგა. ჩხუბის დროს ყველა იგინებოდა.

მოწმე გ-----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ნ------------–--ს უკნიდან დაარტყეს ხელი და დაიწყო ჩხუბი. ნ------------–--ს დაერივნენ. თვითონაც მოხვდა ხელი და ცოტა ხნით მწყობრიდან გამოვიდა. მერე ერთად დაიძრნენ, ჯგუფად მოდიოდნენ მათ წინააღმდეგ და მეორედ დაარტყეს. ამის შემდეგ მოვიდა პოლიცია და შეძლეს გამოსვლა. თ-------------- იყო ნ------------–--სთან. თ-------------- ჯერ ცდილობდა შუაში ჩადგომას, მერე მასაც ურტყამდნენ. როცა ცდილობდა მასთან მიახლოებას, მაშინ მოხვდა ხელი უკნიდან და წაიქცა. რომ დაეხმარნენ ადგომაში, იქ ვითარება უკვე განმუხტული იყო. სცადა, დაემშვიდებინა ყველა. მალევე შორს ახალი აყალ-მაყალი დაიწყო და უკვე ადამიანები მწყობრად მიიწევდნენ მათკენ. შეძახილი იყო, „არ გაუშვათ, ეს ნ-–------–---ს კანდიდატის შვილიაო“. იგივე ჯგუფი ჩხუბობდა შემდეგაც, ვინც თავიდან იყო ბარიკადის მეორე მხარეს. გვარებს იძახდნენ, იგინებოდნენ და პარტიასაც აგინებდნენ. მასაც აგინებდნენ, აქ არის და არ გაუშვათო. ნ------------–--საც აგინებდნენ. ერთს ხელკეტი ეჭირა, კასტეტიც შეამჩნია. დარტყმა კეფასა და ყბაში მოხვდა, რაც ეტკინა, მაგრამ სერიოზული დაზიანება არ მიუღია, თუმცა ძლიერი დარტყმა იყო. მეორე ეპიზოდში უფრო ძლიერად დაარტყეს.

მოწმე თ--------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ შელაპარაკება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. მან 2 კაცი გამოსწია და ვიღაცამ ჩაარტყა კასტეტი ან მუშტი. მერე ბიჭები წამოვიდნენ და დაიწყო მეორე ეტაპი. ემატებოდა ხალხი, მათი გაშველება შეუძლებელი იყო და გაერიდნენ. დაესივნენ, მათკენ წავიდნენ, წაბარბაცდა, წაიქცა, ურტყამდნენ ხელს და ფეხს. შემდეგ მოჩხუბარი ხალხი გაიყვანეს. ნ------------–--ს და ნაციონალებს აგინებდნენ მოსული პირები, პოლიტიკურ ლიდერებზე იწევდნენ და იმათზე, ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა. იყო ხალხი, ვისაც არ უნდოდა ჩხუბი, რის გამოც შეწყდა პირველი ეპიზოდის მერე დაპირისპირება. ამის შემდეგ ალბათ უთხრეს მოჩხუბრებს, ბოლომდე მიაწექითო და გაგრძელდა ჩხუბი. უკვე გამოსულები იყვნენ ლიდერები. მეორე ეპიზოდშიც ჩხუბობდა ის ხალხი, პირველ ეპიზოდში ვინც მონაწილეობდა. 20-30 კაცი იყო. მასთან მივიდა კაპიშონიანი პირი, რომელსაც სამედიცინო პირბადე ჰქონდა, მისთვის დარტყმა უნდოდა, შეეჯახნენ ერთმანეთს, წაიქცა. წაქცეულს რამდენიმე ადამიანი ურტყამდა. თვალში ვერ იხედებოდა დარტყმისგან, წონასწორობაც დაკარგული ჰქონდა. ტანზე ჩაშავებული იყო. პირველ ეტაპზე არ დაუძახიათ მისი გვარი. ვარაუდობს, რომ მითითება იყო და მეორე ეპიზოდის დროს წამოვიდნენ მისკენ. მეორე ეპიზოდის დროს მიაყენეს ასევე ზ-----------------ს დაზიანება. კადრებიდან ნახა ლ-–----------ს დაზიანებაც მეორე ეპიზოდში. ბრალდებულები სხვებთან ერთად მიდიოდნენ მათკენ, აგრესიულები იყვნენ. მათთან იყო ქ--------–----–----ს ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი, ვინც ბრალდებული არ არის.

მოწმე ლ--–-----------ს ჩვენების თანახმად, ატყდა ჩხუბი. ერთი წუთის შემდეგ გ----------------- ძირს ეგდო, მერე – თ--------------. 20-30 წუთი გრძელდებოდა ჩხუბი. ნ--- მ--–-- ინტერვიუს რომ იძლეოდა, სხვაგან დაიწყო დაპირისპირება. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ვინც გადაეღობებოდა, ყველას თელავდნენ მოჩხუბრები. მერე გამგეობის წევრი ნახა და იმას მოსთხოვა პასუხი ასეთი ფაქტის დაშვების გამო. მის მიმართ სიტყვიერი შელაპარაკება იყო. თავიდან ათი-თხუთმეტი სპორტსმენი შენიშნა. მათ გზა გადაკეტეს და ერთნაირი მწყობრი ნაბიჯებით მიდიოდნენ. მანამდე ჟურნალისტების მხრიდან მოვიდა ხმები, რომ ისინი, ვინც გარდაბანში დაარბია ა--------ი, ზუგდიდში იყვნენ. როცა ფოტოების გადაღება დაიწყეს, ჟურნალისტების ლანძღვა დაიწყო, მერე განიმუხტა ვითარება, შემდეგ ნ------------–--ს დაარტყეს. 4-5 კაცი ურტყამდა გ-----------------ს, თ--------------ს, ნ------------–--ს. თ--------------ს ნაჭდევიც ჰქონდა, რაც ხელის დარტყმისგან არ იყო, რაღაც რკინის კვალს ჰგავდა. ლ-–---------- და ძმები ლაშხიები ნაცემები იყვნენ. 6-7 ადამიანი გამოირჩეოდა აქტიურობით. ნ-–------–---ს მხრიდან ცემა და გინება არ უნახავს და არ გაუგია. ყველაზე მეტი უცენზურო სიტყვა ნ-–------–---დან მან თქვა – ,,ნაგავს’’ იძახდა მოჩხუბრების მისამართით. ნ------------–--ს წაქცევას ცდილობდა ბრალდებული. ნ------------–-- ჩააფრინდა თმებში, მაგრამ ვერ შეძლო წაქცევა. ლ-–----------მაც უაზროდ მოუქნია ფეხი სპორტსმენს.

მოწმე ლ-–----------ს ჩვენების მიხედვით 13 საათისთვის დაიწყო შეხლა-შემოხლა, რამაც გადმოინაცვლა მასთან. ვინ ვის ურტყამდა, რთული აღსაქმელი იყო. ვინ ვის ეჩხუბებოდა, არ იცის. როცა გამოყავდა დასისხლიანებული, მუშტი მოხვდა ყელში, თავში. თავი ჰქონდა გასიებული, კოპები ჰქონდა, სისხლჩაქცევები, ვიღაცის ფეხი მოხვდა ხელზე, როცა ა-–------–-–---ს აყენებდა, რომელსაც სისხლი წამოუვიდა თავიდან. გამოერიდა მოჩხუბრებს გაქცევით. მერე რამდენჯერმე კიდევ მოხვდა ხელი. ათამდე სპორტსმენი მათ დაედევნა. მათ რამდენიმე ჰყავდათ შერჩეული, ვისაც ურტყამდნენ. პირველი ეტაპის მერე გაჩერდა ჩხუბი, მერე მეორე ტალღა იყო. მესამედ უკვე ბოლომდე დაედევნენ. ყველას არ ურტყამდნენ, გამორჩევით ურტყამდნენ ადამიანებს.

მოწმე ნუკრი თორდიას ჩვენებით ირკვევა, რომ ა-–------–-–--- ეგდო გასისხლიანებული. გამოარიდა ის იქაურობას. ხმამაღალი საუბარი, გაწევ–გამოწევა, დაჯიკავება იყო.

მოწმე ნ-------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ჩხუბი იყო, რაც 10-15 წუთი გაგრძელდა.

მოწმე გ--------------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ ჩხუბი იყო. თვითონ აშველებდა. გაშველება გადაიზარდა ჩხუბში. ჩამოსული ხალხი ეჩხუბებოდა თ--------------ს, ჯ--------–-----ს. დაჯიკავებასავით იყო და ჩხუბში გადაიზარდა. მასაც მაგრად მოხვდა. 4-5 კაცი მას ურტყამდა ხელ-ფეხს. უმნიშვნელო დაზიანება ჰქონდა ტანზე და სახეზე. ხმაური იყო. უკნიდან დაარტყა ვიღაცამ. ნ------------–--სთან იდგა. ა---------–---–-, ნ------------–--, თ-------------- დაზიანებულები იყვნენ. მას მაისური გაეხა. მონაცრისფრო მაისური უკან იყო გახეული მთლიანად. სახეზე ჰქონდა ნაიარევი. ნ-–------–---ს მიმართ იყო ჩხუბი. ისინიც ჩხუბობდნენ აქეთ. ჩხუბი როცა დაიწყო, თვითონ 10 მეტრში იყო და მასთანაც დაიწყო ჩხუბი. ნ------------–--სკენ გარბოდა, როცა მოხვდა ხელი. პირველი ხელი უკნიდან მას მოხვდა. ნ------------–--ს რომ დაარტყეს, თვითონაც მოხვდა. თვითონაც მოიქნია. უკან მაისურზე მიაწვა ვიღაცა, მაისური გაიხა და გაიქცა.

მოწმე დ-----–-–---ს ჩვენების თანახმად, შეხლა-შემოხლა იყო. ა-–------–-–---ს გამოყვანას ცდილობდა, ხელი მოხვდა. მამამისი კენჭს იყრიდა. ა-–------–-–---ს ცემის შედეგად სისხლი მოსდიოდა თვალის არეში. მასაც დაარტყეს ზურგზე, თავზე, დაბეჟილობა ჰქონდა მხრებზე. გაიგო, რომ ვიღაცამ დაიძახა, „კანდიდატის შვილია“ და ალბათ იმიტომ ცემეს. რომ ურტყამდნენ, არ უგრძვნია არაფერი. დარტყმა იგრძნო, მაგრამ ძლიერი ტკივილი არ ჰქონია, რომ მოშორდა, მერე იგრძო ტკივილი. ზურგზე, მხარზე, კისერზე მოხვდა ხელი. თეთრი მაისური ეცვა. ნაციონალებს ეჩხუბებოდნენ ბიჭები, არ აგინებდნენ. ჟურნალისტების ცემა არ უნახავს.

მოწმე ნ---------–---–------ს ჩვენების მიხედვით, შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. ნ------------–-- იცნო. ბევრი ადამიანი ჩხუბობდა. მერე განიმუხტა სიტუაცია. მერე ისევ დაიწყო თავდასხმა. პირველი ჩხუბი ლოკალური იყო. რამდენიმე ადამიანი ურტყამდა ნ------------–--ს, რომელიც ბორძიკობდა. თვითონ სანამ მივიდოდა იქამდე, შეწყდა ჩხუბი. ა---------–---–- მივიდა იმ ადგილთან. დაიწყო თავდასხმა ნ------------–--ზე და მერე იყო არეულობა, ყველა რომ მონაწილეობდა. მეორე ტალღა დაიწყო 15-20 წუთში. იყო ხალხი, ვინც იწევდა ერთმანეთისკენ. ზოგი აშველებდა. იქვე იყო ი-----–-------------, ფოთელი მსოფლიო ჩემპიონი ძალოსნობაში, ის მათი მხარდამჭერი იყო. მან უთხრა, რომ ცდილობდა არ ჩარეულიყო და რომ იმიტომ არ ცემეს, რომ მას იცნობდნენ სხვა სპორტსმენები. მეორე ტალღა დასრულებული იყო, როცა 15-20 კაცი უცებ წამოვიდა და დაიწყო კარგად ორგანიზებული თავდასხმა. მოჩხუბრები გადავიდნენ შეტევაზე, მერე უცებ უკან დაიხიეს, მერე ისევ გააქტიურდნენ და ა.შ. ა---------–---–ს დაარტყეს და წაიქცა, ცხვირი გაუტყდა, ჰქონდა ტვინის შერყევა. მოჩხუბრებს სამიზნეები ჰქონდათ, თუ ვისთვის უნდა დაერტყათ. ეს არ იყო საარჩევნო და პოლიტიკური თავდასხმა. ეს იყო პოლიტიკურ ოპონენტზე თავდასხმა. იქაურობას რომ მოსცილდა, იმის მერე იყო თ--------------ს, გ-----------------ს ეპიზოდები. მერე თ--------------, ჯ--------–----- ეზოში მივიდნენ. ვიღაცამ თქვა, თავში ჩამარტყესო მძიმე საგანი, ნაცემები იყვნენ. პირველი შეტევის მერე თვითონ, ნ------------–-- და სხვები ავტომანქანით გაერიდნენ იქაურობას. თვითონ ფიზიკური შეხება არავისთან ჰქონია. პოლიტიკური თანამდებობის პირებზე იყო თავდასხმა. მეორე ეპიზოდში ნ------------–-- არ უნახავს. მეორე ეპიზოდში წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ, მაგრამ არ გამოსდიოდათ.

მოწმე ა---------–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ გვერდიდან ხელი მოხვდა მხარში და დაეცა. იყო ყვირილი, ჩხუბი. ნ------------–--ს ესხმოდნენ თავს, მერე – გ-----------------ს. მცირე ხნით სიტუაცია დაწყნარდა. მეორე ეპიზოდში ხელი მოხვდა თავში, სისხლი წამოუვიდა ცხვირიდან. მესამე ეპიზოდშიც მოხვდა. პოლიციელები არაფერს აკეთებდნენ. ბოლოს ერთ სახლში შევიდნენ, დაზიანებები ქონდათ. აგრესიულები იყვნენ ქ--------–----–----ს წარმომადგენლები, მოკლე რეპლიკებს ისროდნენ. ბრალდებულები იქვე იდგნენ, მერე ხმას აუწიეს. 15-20 წუთი იყო დაძაბულობა და მერე მოხდა ჩხუბი. თ--------------, გ----------------- ძალიან ნაცემები იყვნენ. ადგილობრივები აშველებდნენ და სიტუაცია მიწყნარდა – ორივე პარტიის წარმომადგენელი ჩაერია და დასრულდა ჩხუბი. პირველი დარტყმიდან 1 წუთში ხელი მოხვდა მეორედ. პირველი ტალღა იყო ნ------------–--სა და გ-----------------ზე. დამშვიდების მერე იყო მეორე ტალღა ერთ–ერთნახევარ წუთში. 3-4 ადამიანი დაიძრა მისკენ. ვიღაცა გ-----------------ს დახმარებას ცდილობდა და მაშინ მოხვდა ხელი. ხერხეულიძე ეკა დაეხმარა. პირველ შემთხვევაში წაიქცა, მეორეჯერ - დაიხარა. პირველი დარტყმა მიზანმიმართული იყო, რადგან ნ------------–--ს დახმარებას ცდილობდა. მერე მასზე წამოვიდნენ. თვითონ რომ წავიდა, ხმაური გრძელდებოდა. სასწრაფომ თ------------ წაიყვანა. თვითონ ცხვირი ჰქონდა გატეხილი და ტვინის შერყევა მიიღო, ასევე - მცირე ჭრილობები დავარდნისას. 15-20 წუთი გაგრძელდა სულ ჩხუბი. გვარებს ახსენებდნენ –ბ--------ს, მ--–--ს, გ------ს. იძახდნენ, აქ არის, იქ არისო. იგულისხმებოდა, რომ თავს უნდა დასხმოდნენ. მესამეჯერ ყურში მოხვდა, დაეცა. წაქცეულსაც 1 თუ 2–ჯერ დაარტყეს. ბალახზე დაეცა. ჩხუბში 8-10 ადამიანი იქნებოდა ჩართული მეორე მხრიდან. თ--------------ს ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული და დაზიანებები აღენიშნებოდა. ნ------------–--ს ზედაპირული დაზიანებები ჰქონდა. თვითონ გრძნობდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს მეორე დარტყმის დროს. ნ------------–-- რომ წააქციეს, 3 კაცი თავს ესხმოდა და ხელს იქნევდა, გ----------------- დაეცა და გამოიყვანეს. ნ------------–--ს გაყვანამ დაამშვიდა სიტუაცაია. მერე იყო მეორე ეპიზოდი, 5 წუთში მე–3 ეპიზოდი იყო.

მოწმე ლ--------–------ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ უცნობმა პიროვნებამ ნ--- მ--–--ს ზურგის მხრიდან მუშტი ჩაარტყა კისრის მიდამოში, რის შედეგად ნ--- ჩაიკეცა. არ უნანახავს იმ პირის სახე, ვინც ნ---ს დაარტყა. ნ--- მ--–--ს გამოესარჩლა რამდენიმე იქ მყოფი პიროვნება, მისი მხარდამჭერები. ამას მოჰყვა მასობრივი არეულობა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რაშიც მონაწილეობდა რამდენიმე ათეული პიროვნება. ხალხი გაყოფილი იყო ორ დაპირისპირებულ ჯგუფად. ნ--- მ--–--ს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა რამდენიმე პირი, რომლებიც ნ---ს ცემის შემდეგ გადაერთნენ ნ-–------–----------------ის სხვა წევრების ცემაზე. ზოგი ცემდა გ-----------------ს, ზოგი – თ--------------ს, ლ-–----------ს და სხვებს. ნ--- მ--–--ს შემოხეული ჰქონდა პერანგის სახელური, ჩაერივნენ სხვა მოქალქეებიც და გააშველეს მოჩხუბრები. სიტუაცია ოდნავ დარეგულირდა, თუმცა იქვე იმყოფებოდნენ სპორტული აღნაგობის პირები, რომლებიც აქტიურობდნენ და კვლავ იწევდნენ ნ-–------–----------------ის ლიდერებისკენ მათი ცემის მიზნით. ამ დროს შემოესმა რამდენიმე პირის მოწოდება, რომ ფიზიკურად გასწორებოდნენ თ--------------ს და ნ-–------–----------------ის სხვა წევრებს და მათი მისამართით აღნიშნავდნენ, რომ ისინი იყვნენ იმ ცხრაწლიანი რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც აუპატიურებდნენ ხალხს. საარჩევნო უბანთან, საავტომობილო გზის პირას მდებარეობს ბენზინგასამართი სადგური, რომლის წინა მხარეს, საავტომობილო გზაზე, შენიშნა ნ-–------–----------------ის ლიდერი გ-----------------, რომელიც იწვა ასფალტზე - მისი წაქცევის მომენტი არ უნახავს. მას რამდენიმე უცნობი პიროვნება ხელისა და ფეხის საშუალებით აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ადგილზე მივიდნენ მოქალქეები, რომლებიც შეეცადნენ სიტუაციის დარეგულირებას. ერთ-ერთი მათგანი გადაეფარა გ-----------------ს, სხვა დანარჩენები კი ცდილობდნენ იმ პირების გაყვანას, რომლებიც მას აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. საბოლოოდ, ნ-–------–----------------ის მხარდამჭერებმა გ----------------- განარიდეს და გაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან და მოარიდეს იმ ტერიტორიას. გადაერთო დაპირისპირების სხვა კერაზე. იქვე ახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა, თუ როგორ მიაყენა უცნობმა სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა პიროვნებამ ლ-–----------ს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ მუშტი მოუქნია და ძლიერად დაარტყა გულმკერდის არეში. დარტყმის სიმძლავრის შედეგად ლ-–----------, რომელიც იდგა ერთ-ერთ ავტომანქანასთან, ზურგით დაეცა ავტომანქანის უკანა საბარგულზე. აღნიშნული ადგილიდან დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით, სოფელ კ----–---–ის დედათა მონასტრის მიმართულებით, შესახვევთან, შენიშნა თ--------------, რომელსაც მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მისგან შორს მყოფმა პირებმა, რის შემდეგ დაედევნენ მას, დაეწივნენ. ნახა, რომ თ-------------- იყო წაქცეული. რამდენიმე უცნობმა ახალგაზრდა პიროვნებამ ფეხის საშუალებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, სამმა პიროვნებამ სახისა და მუცლის არეში დაარტყა ფეხი წაქცეულ თ--------------ს. ამ სამი პიროვნების აღწერილობა არ ახსოვს, თუმცა იქცეოდნენ აგრესიულად - აყენებდნენ მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, აგინებდნენ დედის მისამართით. მოცემულ მომენტში არ გაუგია რაიმე სახის შეურაცხმყოფელი სიტყვები, რაც დაკავშირებული იქნებოდა პოლიტიკურ საქმიანობასთან. აქვე მოირბინა პოლიციის თანმშრომელმა, რომელიც გადაეფარა თ--------------ს, ცდილობდა მის დაცვას და იმ პირებს მიმართავდა, რომ შეეწყვიტათ ფიზიკური შეურაცხყოფა. აქვე მოვიდა რამოდენიმე პიროვნება, რომლებმაც თ-------------- წამოაყენეს, აეფარნენ მას და გაიყვანეს გზისპირას. ის პირები, რომლებმაც თ--------------ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ცდილობდნენ კვლავ მიახლოებოდნენ და მიეყენებინათ ფიზიკური შეურაცხყოფა, რისი საშუალებაც მას არ მისცეს იქ მყოფმა პირებმა. უცნობია იმ პირთა ვინაობა ვინც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გიგა ბ--------ს, თ--------------ს, ნ--- მ--–--სა და ლ-–----------ს. ინციდენტი გაგრძელდა დაახლოებით ნახევარი საათი. სიტუაციის განმუხტვა მოხერხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლიციის ეკიპაჟები მოვიდნენ. ასევე ქ. ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ქ--------–----–---------------------–-------------–--ს თავმჯდომარე გოგა ღადუა მოუწოდებდა იქ შეკრებილ ხალხს დაწყნარებისკენ. ნელ-ნელა სიტუაცია დარეგულირდა. ის პირები, რომლებმაც ცემეს ნაციონალურ მოძრაობის წევრები, გავიდნენ იქვე მდებარე ს----–ის გვერდით, ხესთან. ოდნავ მოგვიანებით, დაახლოებით 17:00 საათზე, სპორტული აღნაგობის ზემოაღნიშნული პირები იმყოფებოდნენ ს----–ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ოპერატორებმა დაიწყეს მათი გადაღება, რაზედაც მათ ჰქონდათ აგრესიული რეაქცია, კერძოდ, იგინებოდნენ მათი მიმართულებით, შემდეგ ოპერატორების მისამართით ისროლეს ქვა და წყლით სავსე ბოთლი. ბოთლი თავზე მოხვდა ტელეკომპანია ოდიშის ოპერატორ ზ---------–------ს. რაც შეეხება ნასროლ ქვას, იგი არცერთ ოპერატორს ან სხვა პირს არ მოხვედრია.

მოწმე ნ------------–--ს ჩვენებით დასტურდება, რომ მოჩხუბრებს კანდიდატებიც კი არ ეცოდინებათ. მარტო ოპონენტებს კი არა, ადგილობრივებსაც გაუსწორდნენ. ეს იყო განგრძობადი დარბევა. მოჩხუბრებმა ისინი დევნეს სხვა სოფლამდე. 3 წუთში შეჩერდა ჩხუბის პირველი ეპიზოდი და 2 წუთში გაგრძელდა. ვინც უკნიდან დაარტყა, ის ბრალდებულებს შორის არ არის. მოჩხუბრები გზადაგზა ყველას უსწორდებოდნენ. თ-------------- და ლ-–---------- ბედმა გადაარჩინა. ნებისმიერ კაცს, ვინც მოუწოდებდა სიმშვიდისკენ, მოჩხუბრები უსწორდებოდნენ, გამშველებლებს ცემდნენ. რამდენიმე დაზიანებული მაღაზიაში შევიდა და დარაბები ჩამოსწია, მოჩხუბრები კი ცდილობდნენ დარაბების აწევას და შესვლას.

ბრალდებულ ვ-–-------------–--ის ჩვენების თანახმად, ორივე მხარე ურტყამდა ერთმანეთს. ზოგმა მას და მის მეგობრებს ქვა ესროლა, ზოგმა ჯოხი დაარტყა, შეურაცხყოფა მიაყენეს მათ და ამიტომ ცემდნენ. ბილწსიტყვაობა იყო მათი მისამართით. მერე ნ------------–--ს თანმხლებმა პირებმა დაარტყეს მათ და პასუხი გასცეს. ნ------------–--ს დარტყმის შემდეგ მისმა თანმხლებმა პირმა მის მეგობარს დაარტყა და ატყდა ჩხუბი. მასაც მოხვდა უკნიდან ხელი და მანაც დარტყმითვე უპასუხა. ნ------------–--სთან ახლოს ვერ მივიდა. მას არ შეხებია. იქ ისეთმა პირებმაც დაარტყეს ნ------------–--ს, ვისაც არ იცნობს. თვითონ იმათ ცემდა, ვინც აქეთ დაარტყამდა. ნ------------–--მაც დაარტყა მოწინააღმდეგეს. პოლიცია და ადგილობრივები რომ ჩაერივნენ, გაჩერდა. მის მეგობარს მერე თავში ქვა ჩაარტყეს და მასაც პასუხი გასცა. პარტიულობის გამო არავინ უცემია. პირველი ეპიზოდის მერე მას და მის მეგობრებს ქვები ესროლეს. ვიღაცამ მის მეგობარს უკნიდან დაარტყა და დაიწყო ისევ ჩხუბი. კ---------–--–-–---–ს ჯოხი ჩაარტყეს, გამოართვა ჯოხი და თავდაცვისთვის გამოიყენა. ადგილობრივმა პირმა წაართვა მას შემდეგ ეს ჯოხი, უფრო სწორედ, მიაწოდა მას. ვისაც დაარტყა, არავის იცნობდა. უმიზეზოდ არავისთვის დაურტყამს. ზ------------–-–---–მა ქვა ესროლა, შეაგინა, მის მეგობარს ჩაარტყა ქვა თავში და იმიტომ დაარტყა. ის არავის გაკიდებია. ლ-–----------მ ალბათ მის მეგობარს ხელი დაარტყა და ამიტომ ეჩხუბა. მას არ იცნობდა. მარტო ბრალდებულებს იცნობდა. ჯოხი ვიღაცამ მოიქნია და მან წაართვა. მანამდე სხვას უქნევდა ალბათ ის პირი. გაშველებისას ჩხუბს არ აგრძელებდა, თუ მოწინააღმდეგეები ისევ არ დაიწყებდნენ მის წინააღმდეგ მოქმედებას. გინებაზე გინებით პასუხობდა. პოლიციამ და ხალხმა გააშველა და ისინი იქიდან გაიყვანეს, ჩასხდნენ ავტომანქანაში და წავიდნენ. კ---------–--–-–---–ის ექსპერტიზის დასკვნაც დევს, რომ დარტყმისგან მიღებული ნაჟღენთები აქვს.

ბრალდებულ ნ--–-------–----–-----ს ჩვენების მიხედვით, მის სტუმრებს რომ დაარტყეს, თვითონაც დაარტყა. ვინც ურტყამდა და ვინც შეურაცხყოფას აყენებდა, იმას დაარტყა, არ იცის, გ----------------- იყო თუ სხვა. ყველა ჩხუბობდა და დაარტყა. პირველი ეტაპის შეჩერებას ხელი შეუწყო მისი მეგობრების თავშეკავებამ. მერე აგინეს და ამიტომ დაიწყო ჩხუბი, რა დროსაც აშველებდა. ვინც რასაც კადრულობდა, იმის პასუხს სცემდა. ვინც იგინებოდა და არ ჩერდებოდა, იმას ურტყამდა. თვითონ არავის მიმართავდა შეურაცხმყოფელად. როცა შეწყვიტეს გინება, თვითონაც გაჩერდნენ. მას მაისური ეცვა. შეიძლება ასევე კაპიშონიანი სპორტული მოიცვა, რომელიც აქვს ხოლმე თან. თავიდან ეცვა კაპიშონიანი სპორტული, მერე გაიხადა.

ბრალდებულ გ--------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მასაც ურტყამდნენ და თვითონაც ურტყამდა. მას და მის მეგობარს დაარტყეს და იმიტომ ჩაერთო ჩხუბში. მას მუშტი დაარტყეს წინიდან. ნ------------–--ს დაარტყა, რადგან მან გ----------------ი დააგდო ძირს და თმებით დაითრია. გინება იყო, ქვების სროლა, ხელკეტების ჩარტყმები და გაგრძელდა ჩხუბი. ერთი ქვა თვითონაც მოხვდა. ზ------------–-–---–ისთვის ხელი არ დაურტყამს. ზ------------–-–---–ი ჩხუბობდა, ხელ-ფეხს იქნევდა, აფურთხებდა, ყველას ეჩხუბებოდა. არ გაკიდებიან გაქცეულებს. მოსახლეობა მათ აშველებდა, ისინიც ემორჩილებოდნენ. პოლიციამ და მოსახლეობამ გააშველეს და გაჩერდნენ. მას აქეთ ურტყამდნენ, იქით არ დაურტყამს.

ბრალდებულ გ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ------------–--ს თავიდან ხელი ვინ დაარტყა, არ იცის. მერე მრავლობითში დაუწყეს მას და მეგობრებს ლანძღვა და შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შემდეგაც ნ------------–-- წვდა თმებში და ორივე ძირს დაეცნენ. უშვერი სიტყვები, ქვები, ხელკეტები იყო მათ წინააღმდეგ და არ ეძლეოდათ გაჩერების საშუალება. თ--------------სთან შეხება თუ ჰქონდა, არ ახსოვს. ერთ მეგობარს ხელის კუნთი გაუწყვიტეს ხელკეტით. მეორემ გადაიჭირა ხელკეტი და წაართვა დამრტყმელს. როგორც მიმართავდნენ მათ, ისე მიმართავდნენ იქითაც - უწმაწური სიტყვებით.

ბრალდებულ კ---------–--–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ნ------------–-- თავიდან არა, მაგრამ ჩხუბის დროს იგინებოდა. მერე ნ-–------–----------------ის აქტივისტები წამოვიდნენ აგრესიულად, გიორგი ბოკერიმაც გაიწია, მერე ყველა ჩხუბობდა. ვინც ხელს უქნევდა, იმას ურტყამდა. თუ აგრესია არ წამოვიდოდა მათი მისამართით, ისე არ ურტყამდა არავის. ზ------------–-–---–მა ჩაარტყა ხელზე ჯოხი და იმიტომ ჩაარტყა მას ხელი. ქვასაც და ჯოხებსაც კარგად იყენებდა ზ------------–-–---–ი. ყველაზე აქტიური ის იყო. რომ გაჩერდებოდნენ, ზ------------–-–---–ი დაიწყებდა ქვების სროლას, აგრესიას. ბენზინგასამართი სადგურისკენ ისინი გაიტყუეს, რადგან იქ ქონდათ მოწინააღმდეგეებს ჯოხები და ქვები მომარაგებული. ბენზინგასამართი სადგურისკენ რომ გაიტყუეს, მაშინ დაარტყა ჯოხი ხელში ზ------------–-–---–მა. ხან ჩხუბობდა, ხან აშველებდა, ძალიან აგრესიულები იყვნენ მოწინააღმდეგეები და იქიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ მას. პოლიციამ მოუწოდა სიმშვიდისკენ და დაემორჩილნენ. კუნთი ხელზე ახლაც გაწყვეტილი აქვს.

2016 წლის 23 მაისს ლ--------–------სგან ამოღებული ჩანაწერის თანახმად, გ----------------- მიმართავს ხალხს. მის წინ დგას სხვადასხვა პირი, მათ შორის გ-------–--------–---, ნ--–-------–----–-----. უცხო პირი მშვიდი ხმით ამბობს, აქ ვინ რაზე ისაუბრებს, თქვენი საქმე ნამდვილად არ არისო. გ----------------- პასუხობს: თუ მორევაზეა, თქვითო. ახალგაზრდა ბიჭი ეუბნება, რაში გამოიხატება, რომ მორევაზე ვართო. მ-------------- ეკითხება: გ-----------------ს, გაძლევთო ხელს თქვენ ეს საუბარი? გ----------------- ითხოვს გაწევას. ნ--–-------–----–----- უხსნის გ-----------------ს, ევროპის ჩემპიონები ვართო. ვიღაცა კითხულობს, პან---ში ხართო? პასუხად ისმის, არა, უბრალოდ საარჩევნო უბანიაო. გ-------–--------–--- ეუბნება ვიღაცას, სპორტსმენები ვართ და ჯანზე ვიქნებით, აბა სუსტები ვიყოთო? უცხო კაცი ამბობს, ბატონო პარლამენტარებო, ნუ ძაბავთო სიტუაციას. ვიღაცა ამბობს სპორტსმენებიდან, გავიწიოთო. იქვეა ლ-–--------–--. ლ-–---------- უკმაყოფილებას გამოხატავს, მ-------------- ესაუბრება გ-----------------ს, ვიღაცა ლ-–----------ს ესაუბრება, ვინც მ--------------ს გაყავს. გ----------------- და მ-------------- შეთანხმდნენ მცირე მანძილით გაწევაზე. შემდეგ არის ნ------------–--ს და სხვა პირთა საუბრის კადრი, რა დროსაც ნ------------–--ს უკნიდან სახეში გაშლილ ხელს არტყამს უცხო პირი. შემდეგ კადრში ჩნდება გ----------------ი, რომელიც ატრიალებს ნ------------–--ს თავისკენ. ნ------------–--ს გვერდით დგანან ე------------–---, ა---------–---–-, თ--------------. ნ------------–--სთან ჩხუბს აგრძელებს სხვა. მიდის გ----------------ი და ურტყამს. სხვებიც ურტყამენ. თ-------------- და გ----------------- მიდიან ნ------------–--სთან. ნ------------–--ც ურტყამს გ----------------ს. მათკენ მიდის გ---------------ც. გ-----------------ს არტყამენ ხელს და ის ეცემა. იქვეა კ---------–--–-–---–ი, რომელიც ცდილობს, გადააგოროს ვიღაცაზე დაცემული თ--------------. უცხო პირი ფეხს უქნევს წაქცეულ თ--------------ს. ვ-–-------------–--- დგას წაქცეულ ნ------------–--სთან. ნ------------–--ს ურტყამენ. ნ------------–-- გადის. წაქცეულ გ-----------------სთან არის ხალხი. ლ-–--------–--, ლ--–-----------, ლ-–---------- და ე------------–--- იქვე დგანან. იქვეა ი-----–-------------. გ----------------- იძახის, წყნარად, ნუ ნერვიულობთო და ვიდეოს ხმაც ჩნდება. ქალი ყვირის, „მიაღწიეს მაინც თავისას, ნაგავი, ამ დილის მერე ისინჯავსო კუნთებს, ღორი“. თ-------------- იძლევა ინტერვიუს: ,,სპეციალურად კუნთმაგარი ბიჭები არიან პროვოკაციის მოსაწყობად. პროვოკაციაზე წამოვიდნენ და ამის გამო მოხდა ეს. თბილისიდან ჩამოყვანილებმა ბიჭებმა გვცემესო. იციან, რომ ა--------ს აგებენ და მიდიან ყველაფერზე’’. ისმის ხმა: ყველა ერთად წავიდეთო. ისმის ლანძღვა-გინება ქ--------–----–----ს მხარდამჭერების მისამართით. სპორტსმენები დგანან მოშორებით და საპასუხოდ იძახიან რაღაცას. ჩანს გ-------–--------–--- და გ---------------. ლ-–--------–--ს და სხვებს ისინი გაყავთ. ნ-–------–----------------ის მხარდამჭერები მიყვებიან ლანძღვით. ერთ-ერთი პირი აგინებს ნ------------–--ს და ნაციონალურ მოძრაობას. ლ-–--------–-- იძლევა ინტერვიუს. ლ--–----------- მივარდა ლ-–--------–--ს და ეუბნება: 4 წელია შუღლს ნერგავო. ე------------–---ც მივარდა და ეუბნება: არ გრცხვენია, მიწა არ გისკდება? შენ ვინ ყოფილხარო. ვიღაცა პასუხობს: რას ძაბავთ, არ გინდათო. ვ-–-------------–---, გ----------------ი და გ-------–--------–--- იწევენ იქით, საითაც ნ-–------–----------------ის წევრები არიან, იწყება ისევ ჩხუბი სხვებს შორის. ნ-–------–----------------ის ლიდერები არ ჩანან, სხვები ჩხუბობენ. ნ-–------–----------------ის მხარდამჭერი წითელმაისურიანი მიახტება ვიღაცას. ვ-–-------------–--- თითს უქნევს და რაღაცას ეუბნება, თავისკენ იწვევს, იწევს მისკენ, მაგრამ მას სხვა ცემას უწყებს. ვ-–-------------–--- მიდის სხვასთან, მაგრამ მას მწვანემაისურიანი უწყებს ცემას, უჯიკებს მას და გადააგდებს. მერე ინაცვლებენ მაღაზიასთან კუთხეში, სადაც გ--------------- ჩანს, რომელიც გამოდის იქიდან. სხვებიც გამოდიან იქიდან. გამოყავთ ბიჭი. ახლოსაა მაისურგახეული წაქცეული პირი, რომელიც დგება და მიდის, რამდენიმეს დაარტყამენ და ტოვებენ. ცოტა მოშორებით ეცემა ზ------------–-–---–ი. მისი მხრიდან გამოდის გ---------------. გ-------–--------–--- იწევს, მაგრამ გამოჰყავთ. ზ------------–-–---–ი გამოდის და ვიღაცა უჯიკებს, გ---------------ც ხელს კრავს და ეცემა. უცხო პირები ფეხს ურტყამენ მას. გ--------------- ტოვებს იქაურობას ისე, რომ ზ------------–-–---–ს არ ურტყამს. კ---------–--–-–---–ი მუშტს ქვემოდან სახეში ამოარტყამს ზ------------–-–---–ს, როცა ის წამოდგომას ცდილობს და გაივლის. მოშორებით ვ-–-------------–--- ახალგაზრდისკენ იწევს. იქვეა გ---------------ც. კ---------–--–-–---–იც მიდის, მაგრამ ჩანს, რომ გ--------------- და კ---------–--–-–---–ი არ მონაწილეობენ ამ ჩხუბში. ზ------------–-–---–ს კაპიშონიანი პირი ურტყამს და აქცევს. კაპიშონიანი პირი ეუბნება პოლიციელს რაღაცას, როცა პოლიციელს გაყავს ის. იქვეა ვ-–-------------–---, გ-------–--------–---. იქვე ჩანს გ----------------იც. იქ მდგარი ხალხი გაემართა ერთი მიმართულებით. ვიღაც წააქციეს იქით. თ--------------ც წააქციეს. იქვე არიან გ-------–--------–---, გ---------------, გ----------------ი, რომლებიც არავის ურტყამენ. უცხო პირები ურტყამენ თ--------------ს. ისმის ხმა, არავინ დავაჭერინოთო. შავებში ჩაცმული ეუბნება თ--------------ს, სამალავში უნდა შეგტენოო და აგინებს. ამის შემდეგ ჩანს პოლიციელი სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში, ასევე ნ-–------–----------------ის დაზიანებული მხარდამჭერები. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ამოწმებს თ--------------ს და სხვას. ა---------–---–- ზის, ცხვირზე ეტყობა დაზიანება, სადაც ხელს იკიდებს. ვიღაცა საკაცით გაყავთ.

ე-------------------–---–-სგან ამოღებული დისკის მიხედვით, ი-----–------------- მიდის გ-------–--------–---სთან და სხვებთან და ეუბნება, „ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, ვინც მოიგებს, ის მოიგებსო“. გ-------–--------–--- ეუბნება, „ვიცით ჩვენ ვის ვცეთ პატივი და ვის არა, შენ გცემთო პატივს“. გ----------------- ითხოვს ქ--------–----–----ს წარმომადგენლებისგან გაწევას. ვიღაცა ამბობს, ეს სპორტსმენები ჩემი სტუმრები არიანო. შავმაისურიანი ეუბნება გ-----------------ს, რომ მის მიმართ აგრესია აქვს. გ----------------- პასუხობს, რომ აქ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ხალხია და ჯობია, თუ შეხება არ ექნებათ ერთმანეთთან, არ არისო აქ აგრესიის ადგილი, ასეთი საუბარი აქ არ უნდა იყოსო. კეპიანი პირი ამბობს, „შენი საქმე არ არის აქ ვინ რაზე ისაუბრებსო“, რაზეც გ----------------- პასუხობს, „თუ ჯანზე და მორევაზეა, თქვითო“. შემდეგ არის ნ------------–--ს და სხვათა საუბრის კადრი, რა დროსაც გ----------------მა ხელით უკნიდან გამოიყვანა ნ------------–--. ნ------------–--ს წითელმაისურიანმა ფეხი მოუქნია, თუმცა ნ------------–--მ ის წააქცია. გ----------------ი და სხვები მივარდნენ, ურტყამენ ნ------------–--ს. ნ------------–-- გაჰყავთ. გ----------------- წაიქცა, ეხმარებიან წამოდგომაში. თ-------------- და ნ------------–-- აძლევენ ინტერვიუს ჟურნალისტს. ლ--–----------- ამბობს, თავიდანვე ამისთვის იყავითო ჩამოსული. შავმაისურიანი აგინებს მას. ვ-–-------------–--- უცენზუროდ მიმართავს ვიღაცას, კ---------–--–-–---–ი იწევს ვიღაცისკენ, ისმის ხმა, „რა გინდა ბიჭო შენ?“ გ--------------- იწევს ვიღაცისკენ. ერთ-ერთ პირს ჩაარტყა წითელმაისურიანმა პირმა, რომელსაც ვ-–-------------–--- თითს უქნევს და იწევს მისკენ. ამ დროს სუსტი ახალგაზრდა ურტყამს ვ-–-------------–---ს და მასაც ცემენ, თუმცა ვ-–-------------–---ს მისთვის არ დაურტყამს. დასისხლიანებული ა-–------–-–--- გაჰყავს ლ-–----------ს. ამის მერე მოშორებით ურტყამენ სხვა პირს, რომელიც, თავის მხრივ, სხვას ურტყამდა. მაღაზიის წინ ჯოხს უქნევს ვ-–-------------–--- თ------------ს. ის გამოათრიეს იქიდან. ვ-–-------------–--- ჯოხს ურტყამს ზ------------–-–---–ს, რის შემდეგაც ჯოხს ართმევენ. კ---------–--–-–---–ი არტყამს ზ------------–-–---–ს. გ-------–--------–--- იწევს მისკენ, თუმცა გასწიეს უკან. ავტომანქანასთანაც არის ჩხუბი. ისმის გინება გ-----------------ს მისამართით. შავმაისურიანი იძახის, მოაშორეთო აქედან. გეგეშიძე უცენზუროდ მიმართავს ვიღაცას. უცხო ქალი ჩამოთრეულს უწოდებს ვიღაცას. წითელმაისურიანი უცენზუროდ პასუხობს. ლ-–----------ს დაარტყა უცხო პირმა. ლ-–----------მ უკმაყოფილება გამოთქვა, რის შემდეგაც ვ-–-------------–---მ რამდენჯერმე დაარტყა ლ-–----------ს. სხვებმაც დაარტყეს მას. უცხო პირები მისდევენ ნ-–------–----------------ის წევრებს და მხარდამჭერებს გინებით. გ----------------ი დაცემულ თ--------------ს ფეხს ურტყამს, რის შემდეგაც გ-------–--------–--- და გ----------------ი მოშორდნენ. იქვეა ვ-–-------------–---. შავმაისურიანი ახსენებს 9 წელს და უცენზუროდ საუბრობს. თ-------------- გაჰყავთ. ვიღაცა მოვარდა გინებით, სამალავში უნდა შეგტენოო. შეაფურთხა მან თ--------------ს და შეაგინა. თ-------------- ავტომანქანიდან აძლევს ინტერვიუს. შემდეგ არის ეკა ხერხეულიძის, ი-------------–---–-ს, ლ-–--------–--ს ინტერვიუები. მერე ისევ თავიდან იწყება სცენები. კერძოდ, ნ------------–--ს თმით უჭირავს გ----------------ი, რომელიც ურტყამს მას. იქვეა ა---------–---–-, რომელიც გ----------------ს აშორებს ნ------------–--ს და რომელსაც ვ-–-------------–--- ურტყამს. გ----------------საც ურტყამს ვიღაცა. ვ-–-------------–---მ ა---------–---–ს დაარტყა და წააქცია. კ---------–--–-–---–მა გამოაგდო ორომტრიალიდან თ--------------. ახლოს არის წაქცეული გ-----------------, რომელსაც უტყამს ნ--–-------–----–-----. ვიღაც იგინება, რასაც მოჰყვება ქალის ხმა, რომელსაც ეკამათება უცხო პირი. ნ-–------–----------------ის მომხრეთაგან ისმის ხმა, „ჩვენები წავედით წინ ყველა ერთად, ეს უნდოდათო ამათ“. ვიღაცა კითხულობს, რატომ იგინებითო. ისმის გინება და უწმაწური შეპასუხებები. ვ-–-------------–--- აგინებს უცხო პირს და იწევს მისკენ. ვ-–-------------–--- ურტყამს ა-–------–-–---ს, რომელმაც მანამდე აქეთ დაარტყა. იქვეა გ-------–--------–---ც. კაპიშონიანი პირი ვიღაცას მიახტა, კ---------–--–-–---–ი იწევს დ-----–-–---სკენ. ვ-–-------------–---ს ჯოხს ურტყამენ, რაც მან წაართვა. სხვებსაც აქვთ ჯოხი. ვ-–-------------–---მ ჯოხი დაარტყა ზ------------–-–---–ს. წაქცეულ თ--------------ს გ-------–--------–--- და გ----------------იც ურტყამენ. ვ-–-------------–---ს ჯოხი წაართვეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი და ქ--------–----–----ს მხარდამჭერი ინტერვიუს იძლევიან.

ე-------------------–---–-ს მიერ წარმოდგენილი კიდევ ერთი დისკით ირკვევა, რომ ნ------------–--სკენ ჯერ ვ-–-------------–--- წავიდა, ხელი ასწია. ნ------------–--მ ხელით მოიცილა ის. ამის მერე მოუქნია გ----------------მა ნ------------–--ს. თ-------------- მივიდა წაქცეულ ნ------------–--სთან. ისმის გინება ნ-–------–----------------ის აქტივისტების მხრიდან. მ-------------- იწევს იმისკენ, ვინც შეიგინა, თუმცა ლ-–--------–-- და თ-------------- მას აჩერებენ. „რატომ იგინებიო“, ვიღაცა კითხულობს. „ამისთვის მოიყვანეო?“ ეკითხებიან მ--------------ს, რომელიც პასუხობს, „არა, რა გინდაო“. შემდეგ მოდის ლ-–--------–--სა და ეკა ხერხეულიძის კამათის ეპიზოდი. სპორტსმენები მოდიან ლ-–--------–--სთან და ნ-–------–----------------ის ერთ-ერთ მომხრეს ეკითხებიან, „რა გინდა, ბიჭო?“ ისმის ქ--------–----–----ს მომხრეთა წინააღმდეგ მიმართული ლანძღვა-გინება ქალის მხრიდან. მერე არის ვ-–-------------–--ის კადრი, რომელიც უცენზუროდ მიმართავს უცხო პირს. იწყება შეტაკება, რომელიც არ ჩანს, ვინ დაიწყო. ქ--------–----–----ს მომხრეები აჩერებენ მოჩხუბრებს. გ--------------- ურტყამს ვიღაცას. მოჩხუბარ ვ-–-------------–---ს ურტყამს ა-–------–-–---, ვ-–-------------–--- ამბობს, „დაბრიდეო“ და ავტომანქანასთან ურტყამს ა-–------–-–---ს ზემოდან ხელს. მერე არის ჯოხის წართმევის და ზ------------–-–---–ისთვის დარტყმის კადრი. მასვე ურტყამს გ-------–--------–--- და კ---------–--–-–---–ი, რომელიც ასევე იწევს შავმაისურიანი სუსტი პირისკენ. ისმის გინება გ-----------------ს მისამართით. ამის შემდეგ არის ნ-–------–----------------ის მხარდამჭერი ქალისა და წითელმაისურიანი პირის შელაპარაკება, ლ-–----------სა და ვ-–-------------–--ის დაპირისპირებისა და ნ-–------–----------------ის მომხრეების გაქცევის კადრი. ამის შემდეგ მოდის წაქცეული თ--------------ს კადრი. გ----------------ი ფეხს არტყამს უცხო პირს. თ--------------ს გადაეფარა გ----------–---–-. ფირს ასრულებს რამდენიმე ინტერვიუ.

26 მაისს იუთუბიდან ჩამოტვირთული მასალით დადგენილია, რომ ვ-–-------------–--- ნ-–------–----------------ის მხარდამჭერ წითელმაისურიან პირს იხმობს თავისთან. აღნიშნულ პირს შემდეგ ურტყამენ, მათ შეუერთდა ვ-–-------------–---ც. მერე არის კიდევ ერთი ცემის ეპიზოდი, რასაც მოჰყვება ჯოხის დარტყმის ეპიზოდი. ზ------------–-–---–ს გ-------–--------–--- ფეხს არტყამს. გინება ისმის სპორტსმენების მისამართით. მერე ვიღაცა ცემეს და მოსდევს წაქცეული თ--------------ს ეპიზოდი, რომელსაც გ----------–---–- გადაეფარა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გამოგზავნილი დისკებით დასტურდება, რომ „რუსთავი 2“-ს ინტერვიუს აძლევენ ნ-–------–----------------ის წევრები. შემდეგ არის შელაპარაკება ჟურნალისტებსა და უცხო პირს შორის, რომელიც გაჰყავთ. „ეს დილიდან მაგინებსო“, ამბობს ნ-------------–---. ერთ-ერთი პირი იშვერს ხელს, იგინება და ამბობს, „კამერები გააჩერეთ!“ სპორტსმენები გაიყვანეს. კამერა დაიხარა. ხმა ისმის: „ძალით იწვევთ?“ „თავზე მომხვდა ბოთლი“, ამბობს ოპერატორი. ჩანს დაგდებული ბოთლი. ამბობენ, „ქვებიც გვესროლეს და ხეს მოხვდაო“. არის ინტერვიუები არჩილ თოდუასთან და მაკა კოდუასთან. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ჩამოვიდა საარჩევნო უბანზე და აძლევს ინტერვიუს, რომ ჩამოვიდა, რათა ა--------ი მშვიდად დასრულდეს.

2016 წლის 20 ივნისს იუთუბიდან ჩამოტვირთული მასალის თანახმად, ბოთლი ისროლეს ღობის გარედან და არა შიგნიდან, სადაც ბრალდებულები იყვნენ.

დისკში წარწერით „შსს საექსპერტო კრიმინალური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს“ ჩანს, რომ ჩხუბის დროს ქვიშას და მტვერს ისვრის ვიღაცა კამერის უკნიდან მოჩხუბრებისკენ.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, ერთი მხრივ, მოწმეები და ვიდეომასალები სხვადასხვა რაკურსით უთითებენ შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების სხვადასხვა ეპიზოდებზე, სხვადასხვა დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე, უცხო პირების მოწოდებებზე, სხვა პირების მიერ ამ მოწოდებების შესრულებაზე და სხვა, მეორე მხრივ, სასამართლო არ განიხილავს 2015 წლის 2------ს სოფელ კ----–---–ის ს----–ის წინ განვითარებულ მოვლენებში მონაწილე ყველა პირის მიმართ საქმეს, რის გამოც აუცილებელია მტკიცებულებებით მიღებული ინფორმაციის შესაბამება კონკრეტული ბრალდებულების მიმართ წარდგენილ ბრალდებებთან და შეფასება, თუ რამდენად ადასტურებს ისინი ბრალდების დადგენილებაში მითითებულ კონკრეტულ გარემოებებს კონკრეტული ბრალდებულის მიმართ, რამდენად მიემართება მოწმეთა ნაწილის მიერ მითითებული გარემოება, რომ ცემდნენ პოლიტიკური პარტიის წევრობის გამო, რომ ვიღაცა ლიდერების გვარებს იძახდა და მათი ცემისკენ მოუწოდებდა, ბრალდებულების ქმედებებს. მართალია, სასამართლო სხდომებზე დაკითხულ იქნა ასზე მეტი პირი, საქმეს ერთვის ათობით ვიდეომასალა, ასევე სხვადასხვა სახის ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ სხვადასხვა გარემოებებზე, თუმცა ამ დიდი ოდენობით მტკიცებულებებიდან მხოლოდ მცირე ნაწილია ისეთი, რომლებიც კონკრეტული ბრალდებულებისათვის წარდგენილი კონკრეტული ბრალდებების რელევანტურია. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ მოწმეთა უმრავლესობა ადასტურებს ჩხუბს, ცემისკენ წაქეზების წამოძახილებს და სხვადასხვა დაზარალებულის დაზიანებას, ისინი აცხადებენ, რომ არ იციან მოჩხუბრების ვინაობა, არ იცნობენ მათ, მათთან შეხება არ ჰქონიათ, ვერ ამოიცნობენ და ა.შ. მეორე მხრივ, მოწმეთა ჩვენებებითაც და ვიდეომასალითაც დასტურდება, რომ ჩხუბში სხვადასხვა ფორმით ჩართული აღმოჩნდა ბევრი ადამიანი, ხოლო ბრალდებული არის მხოლოდ 6 პირი. ამდენად, აუცილებელია, როგორც მოწმეთა ჩვენებებში, ასევე წარმოდგენილ ვიდეომასალაში გამოცალკევებულ იქნეს ის ნაწილი, რომლებიც კონკრეტული ბრალდებულის ქმედებებს გამოკვეთს. ამასთან, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია წარდგენილი ბრალდებით და მასში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს ვერ გასცდება, წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ბრალდებულების მხოლოდ ის ქმედებები უნდა იქნეს გამოცალკევებული, რომელთა ჩადენაც მათ ბრალად ედებათ. მართალია, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია ბევრი ადამიანი და მოწმეთა ჩვენებებიც მოიცავს თითქმის ყველა დაზარალებულს, თუმცა ყველა მათგანის ფიზიკური შეურაცხყოფა ბრალდებულებს არ ედებათ ბრალად. ამდენად, აუცილებელია კონკრეტული გარემოებების გამომკვეთი, საქმისთვის რელევანტური მტკიცებულებების ცალ-ცალკე განხილვა. ამასთან, არის შემთხვევები, როცა მოწმეთა ნაწილის ჩვენებები არ შეესაბამება ვიდეომასალაში ასახულ კადრებს, სადაც, მაგალითად, არ ისმის ბრალდებულების მიმართ მოწოდებები ვინმეს ცემის თაობაზე, არ ჩანს ბრალდებულების მიერ ლიდერებზე ორიენტირება ჩხუბის მე–2 ეპიზოდში ან როცა თავად მოწმეთა ჩვენებები არ შეესაბამება ერთმანეთს ამა თუ იმ დეტალთან (მაგალითად, ჩხუბის დაწყების მომენტთან, კონკრეტული ბრალდებულის მიერ კონკრეტული დაზარალებულისთვის მიყენებულ დაზიანებასთან ან კონკრეტული ბრალდებულის მიერ კონკრეტული დაზარალებულთან საუბრის შინაარსთან, მოსაუბრეთა ვინაობასთან და სხვა) დაკავშირებით, რის გამოც აუცილებელია ასევე მტკიცებულებათა შეფასება.

 

3.2.1. ბრალდებულ გ----------------ის ქმედება

 

3.2.1.1. ქმედების ობიექტური შემადგენლობა

 

3.2.1.1.1. მოქმედება

 

მოწმეების: თ--------------ს, ნ---------–---–------ს ჩვენებებით, უდავოდ ცნობილი აუდიო–ვიდეო მასალით, მათ შორის ლ--------–------სგან და ე-------------------–---–-სგან მიღებული, 8 ივნისს იუთუბიდან ჩამოტვირთული მასალით და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით ირკვევა, რომ ნ------------–--ს გ----------------ი ურტყამს. გ----------------ი სხვა პირის მიმართაც ახორციელებს ქმედებებს.

მოწმე ნ------------–--ს ჩვენებით გ----------------ი ფიზიკურად უსწორდებოდა არასრულწლოვან დ-----–-–---ს.

აღსანიშნავია, რომ დაკითხული მოწმეები ადასტურებენ ჩხუბს, იმასაც, რომ ბრალდებულები იქ იყვნენ, მოწმეთა ნაწილი აღნიშნავს, რომ გ----------------ი სხვებთან ერთად აქტიურობდა, თუმცა ზემოთ დასახელებულ მოწმეთა გარდა სხვები არ ასახელებენ კონკრეტულად გ----------------ის მიერ კონკრეტული დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებებს, რის გამოც სასამართლო შეფასებას ვერ მისცემს ზოგად და ბუნდოვანი შინაარსის ჩვენებებს, რაც არ გამოკვეთს ბრალდებულის კონკრეტულ ქმედებებს.

ამდენად, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, განსაკუთრებით კი უდავოდ ცნობილი ვიდეომასალით უტყუარად დადგენილია, რომ ნ------------–--სთან დაპირისპირებაში თავიდანვე, სხვა პირის მიერ ხელის დარტყმის შემდეგ ჩაერთო ბრალდებული გ----------------ი. კერძოდ, გ----------------მა თავიდან ნ------------–-- კისერში უკნიდან ხელის ჩავლებით გამოსწია უკან და გამოარიდა იქ მყოფ პირებს, რის შემდეგაც ნ------------–--მ მისგან თავი გაითავისუფლა. ამის შემდეგ გ----------------მა თავის არეში დაარტყა ხელი ნ------------–--ს, რომელიც, თავის მხრივ, ვ-–-------------–---ს უქნევდა ხელს. ნ------------–--მ მოახერხა ერთ–ერთი თავდამსხმელის წაქცევა, რის შემდეგაც გ----------------მა რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში ნ------------–--ს, რომელიც თმებში წვდა გ----------------ს და ორივე წაიქცა. წაქცეულ მდგომარეობაში გრძელდებოდა დაპირისპირება სხვა პირთა ჩართულობით მანამ, სანამ არ მოხერხდა მათი გაშველება.

ამდენად, გ----------------ის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობა გამოიხატა ნ------------–--სთვის თავის არეში მუშტით არაერთი დარტყმის განხორციელებაში. აქვე მოკლედ უნდა ითქვას ისიც, რომ გ----------------ის მონაწილეობაზე სხვა ეპიზოდებში სასამართლო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან სხვა ეპიზოდებში მონაწილეობა ბრალდების შესახებ დადგენილებით მას ბრალად წარდგენილი არ აქვს. ამდენად, ერთადერთი ეპიზოდი, რომელში ფიზიკური ძალადობით უშუალო მონაწილეობაც ედება გ----------------ს ბრალად, არის ნ------------–--ს ცემა, რაც მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია.

 

3.2.1.1.2. შედეგი

 

უდავოდ ცნობილი არაერთი აუდიო–ვიდეო მასალის მიხედვით გ----------------ის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე ნ------------–--ს რეაქციებით ირკვევა, რომ ნ------------–--სთვის დარტყმების განხორციელებას ახლდა ტკივილის განცდა, ის ცდილობდა თავის დაცვას, მოქმედებდა, რათა გ----------------ს შეეწყვიტა დარტყმების განხორციელება.

 

3.2.1.2. ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

 

ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ბრალდებების ფარგლებში ბრალდებულების ქმედების მოტივად ვერ დადასტურდა ზოგადად იქ შეკრებილი საზოგადოებისადმი უპატივცემულობის არსებობა და ამის აშკარად, საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევით გამოხატვის სურვილი, უნდა გაირკვეს ბრალდებულების ქმედებების სუბიექტური შემადგენლობისა და ბრალის ფორმის საკითხიც. იგულისხმება მოტივი, მიზანი, ემოცია, ნება, ცოდნა, განზრახვა, გაუფრთხილებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოპონენტი პოლიტიკური პარტიის ლიდერების გარემოცვაში, თუმცა მათ შორის მანამდე ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა მიუხედავად სპორტსმენების ჩამოყვანის თაობაზე საუბრის გამართვისა და ნ------------–--ს დილითაც საარჩევნო უბანზე ყოფნისა; ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულების ნაწილთან გასაუბრება უშუალოდ საუბრის დაწყებამდე რაიმე სხვა ფიზიკური დაპირისპირების არსებობით და ამ გამოცდილების გამო მსგავსი ქმედების თავიდან არიდების სურვილით არ ყოფილა გამოწვეული, ლოგიკურია დასკვნა, რომ ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია უშუალოდ საუბრისას განვითარებულმა მოვლენებმა.

აღსანიშნავია, რომ ამაზე მიუთითებენ თავად ბრალდებულებიც და მოწმეებიც. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ანალოგიური შინაარსის საუბარი მანამდეც გაიმართა გ-----------------სა და ბრალდებულების ნაწილს შორის, თუმცა ამ საუბარს, მიუხედავად სიტყვიერი დაძაბულობისა, ფიზიკური დაპირისპირება არ მოჰყოლია. ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ გ-----------------ს ვითარების დაძაბვის სურვილი არ ჰქონია, რადგან მის მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს ფიზიკურ დაპირისპირებამდეც და მას შემდეგაც. ამასთან, ნ------------–--სთან საუბრის დაძაბულობა ბრალდებულების სიტყვებს არ გამოუწვევია. მნიშვნელოვანია ისიც, თუ ვინ იყო საუბრის ინიციატორი. მართალია, ამ საკითხზე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიცია გაჟღერდა მოწმეთა მხრიდან, თუმცა აუდიო–ვიდეო მასალაზე ასახული საუბრების შინაარსიდან, ასევე ნ-–------–----------------ის მხარდამჭერ მოწმეთა ნაწილის ჩვენებებიდან, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ბრალდებულები ნ------------–--ს გამოჩენამდე იდგნენ იქ, შეიძლება დასკვნების გამოტანა, რომ ბრალდებულები კი არ მისულან დაზარალებულებთან სასაუბროდ, არამედ ახლადმოსული ნ------------–-- მიუახლოვდა მათ სასაუბროდ.

დადგენილია ასევე, რომ ნ------------–--ს მხრიდან საუბარი სხვადასხვა ფორმულირებით შეეხებოდა ბრალდებულების სპეციალურად ჩამოყვანის თემას, მისი მხრიდან ისეთი ფორმით საუბარს, რომელიც ბრალდებულებმა და იქ მყოფი მოწმეების ნაწილმა შეურაცხმყოფელად და გამომწვევად აღიქვა. ეს რომ ასეა, ამაზე მიუთითებს იქ მყოფი პირების მიმართვა თ--------------სა და სხვებისადმი, რომ გაეყვანათ ნ------------–-- იქიდან, თავად ნ------------–--სადმი მიმართვები, წასულიყო, ასევე გამოთქმები, რომ ის ძაბავდა იქ ვითარებას, რომ ინტრიგანი იყო და ა.შ. მართალია, ნ------------–--ს თანაპარტიელ მოწმეთა ნაწილი მიუთითებს, რომ ნ------------–--ს იქ არავისთვის მიუყენებია შეურაცხყოფა, თუმცა უდავოდ ცნობილ მასალაში ასახული საუბრები სხვაგვარი წინაპირობების არსებობაზე მიუთითებს. მართალია, აუდიო–ვიდეო მასალაში არ ჩანს, თუ რა სიტყვებით მიმართეს ერთმანეთს მანამდე ნ------------–--მ და იქ მყოფმა პირებმა, მაგრამ შემდგომი მიმართვებით იკვეთება, რომ იქ მყოფმა პირებმა საუბარი შეურაცხმყოფელად აღიქვეს, მიუთითეს მოსაუბრეს, რომ მისი საუბარი ძაბავდა ვითარებას, მოისურვეს ამ საუბრის შეწყვეტა და ნ------------–--ს გაყვანა იქიდან.

უშუალოდ საუბრის შინაარსის შესახებ მოსალოდნელი იყო მეტი ინფორმაციის მიღება იქ მყოფი პირებისაგან, თუმცა ნ------------–--მ საუბრის შინაარსი ვერ გაიხსენა, ასევე ვერ გაიხსენეს იქ გამოყენებული წინადადებები და აზრის ფორმულირებები მისმა თანაგუნდელებმა, ხოლო ლ--------–------ სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა. მიუხედავად ამისა, ზოგადი შინაარსი საუბრისა გადმოსცეს დაკითხულმა მოწმეებმა, რაც უკავშირდებოდა სპორტსმენების ძალადობის მიზნით ჩამოყვანის მტკიცებას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბრალდებულები მასმედიის წარმომადგენლების ყურადღების ცენტრში იყვნენ საარჩევნო უბანთან. ამიტომ მათი მხრიდან აქტიურობისა და ინიციატივის შემთხვევაში ვიდეოკამერები მათთან უფრო ადრე აღმოჩნდებოდნენ. განსახილველ შემთხვევაში კი ოპერატორებისა და ჟურნალისტების ყურადღება მხოლოდ ინციდენტის ბოლოს მიიპყრეს მონაწილეებმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინციდენტი იმდენად მოკლე პერიოდში განვითარდა, რომ ჟურნალისტებმა დროული რეაგირება ვერ მოასწრეს. ეს კი იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ ბრალდებულები კი არ გაემართებოდნენ ჯგუფურად ოპოზიციური პარტიის ლიდერისკენ, რაც შესამჩნევი იქნებოდა, არამედ ახლადმოსული ლიდერი საკუთარი მომხრეებისკენ მიმავალ გზაზე შეხვდებოდა მანამდე იქ მყოფ პირებს.

აქვე უნდა ითქვას, რომ აუდიო–ვიდეო მასალით არ დასტურდება უშუალოდ ჩხუბის წინ 15 წამის განმავლობაში ნ------------–--ს მხრიდან გინება, რაც გამორიცხავს ჩხუბს გინების გამო, თუმცა ეს არ უარყოფს ჩხუბს საუბრის შინაარსის გათვალისწინებით თავის შეურაცხყოფილად გრძნობის გამო. აქვე უნდა ითქვას, რომ, როგორც ვიდეომასალიდან ჩანს, ჩხუბი არ დაუწყია არც ერთ ბრალდებულს და არც იმ პირებს, ვისაც უშუალოდ ესაუბრებოდა ნ------------–--. აღნიშნული პირები თავს იკავებდნენ და მას წასვლისკენ მოუწოდებდნენ მხოლოდ. ჩხუბი დაიწყო ნ------------–--ს უკან მდგომმა დაუდგენელმა პირმა, რის შემდეგაც ბრალდებულები სხვადასხვა დროს ჩაერთნენ ჩხუბში. მათ შორის ყველაზე ადრე ჩხუბში ჩაერთო გ----------------ი. სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გაარკვიოს უცნობი პირის მიერ ნ------------–--სთვის დარტყმის მოტივი და მიზანი, ვინაიდან მის მიმართ საქმე არ განიხილება, თუმცა, წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, იმ ვითარებაში, როცა გ----------------ი არ ადასტურებს იმ უცხო პირის ნაცნობობას და მასთან რაიმე კავშირს, გ----------------ის მიერ ნ------------–--ს ცემის მოტივად შეიძლება ჩაითვალოს თავის შეურაცხყოფილად მიჩნევა, მისი და მისი მეგობრების მისამართით ნ------------–--ს საუბრის მიუღებლად ჩათვლა, მიზნად – უკვე დაწყებულ ფიზიკურ კონფლიქტში ჩართვის და სამაგიეროს გადახდის სურვილი.

მსჯელობს რა ბრალის ფორმებზე, სასამართლო ხელმძღვანელობს სსკ–ის მე–9 და მე–10 მუხლებით, რომელთა მიხედვითაც განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით. ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა. ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.

წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ გ----------------ს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ნ------------–--ს ცემა არღვევდა მისი ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, რაც დაცულია სისხლის სამართლის კოდექსით, ე.ი. მისი ქმედება იყო მართლსაწინააღმდეგო, ითვალისწინებდა, რომ მისი დარტყმების შედეგად ნ------------–-- განიცდიდა ტკივილს და სურდა ამ შედეგის გამოწვევა, ე.ი. მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით.

აქვე შეიძლება ითქვას, რომ ბრალდებული საკუთარი საქციელის გამართლებას ცდილობს დაზარალებულის მიერ შელახული ღირსების დაცვის აუცილებლობის ვერსიით, რისი მხარდაჭერაც შეუძლებელია, ვინაიდან საუბრის შეურაცხმყოფელად აღქმა არ წარმოშობს ფიზიკური დაპირისპირების უფლებას, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება არ არის სიტყვიერი შეურაცხყოფის შესაფერისი პასუხი. ზოგადად ბილწსიტყვაობა და ლანძღვა–გინება უარყოფითად ამ სიტყვების ადრესატზე მეტად ახასიათებს მის წარმომთქმელს ისევე, როგორც ფიზიკური შეურაცხყოფა უარყოფითად დაზარალებულზე მეტად ახასიათებს მის ჩამდენს. ამიტომაც სიტყვიერი შეურაცხყოფის პასუხად ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ღირსების დაცვაზე მეტად ჰგავს შეურაცხმყოფელზე უარესად მოქცევის მზაობის დადასტურებას. ასეთი დამოკიდებულება ღირებულებებისადმი კი თავიდანვე გაკიცხვას იმსახურებს.

ისიც უნდა ითქვას, რომ, როგორც მტკიცებულებების ერთობლიობით ირკვევა, შექმნილი ვითარება არ მოითხოვდა აუცილებლობით გ----------------ისგან ძალადობას, ვინაიდან, მის ჩართვამდე ხელჩართული ჩხუბი ჯერ არ იყო დაწყებული, უკვე ოპერატორები და სხვა პირები მათთან შეკრებილები იყვნენ და მისი მხრიდან ძალადობისგან თავის შეკავებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა ვითარების განმუხტვა და ნ------------–--ს ცემის თავიდან აცილება, რაც ასევე იქნებოდა საფუძველი სხვა პირების ცემის თავიდან აცილებისა, ან, როგორც მინიმუმ, გ----------------ი არ წარმოჩინდებოდა, როგორც ფიზიკური ძალადობის ერთ–ერთი დამწყები და განვითარებული მოვლენების დაწყებაში მისი როლი არ იქნებოდა ერთ-ერთი განმსაზღვრელი. ამდენად, გ----------------ის მხრიდან ნ------------–--სთვის თავში ხელების არაერთხელ დარტყმა იყო ბრალდებულის მიერ გაცნობიერებულად მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მან განხორციელა შურისძიება ნ------------–--ს მხრიდან მისი და მისი მეგობრების მისამართით გამოხატული დამოკიდებულების გამო და განზრახ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტკივილის შეგრძნება. აღნიშნულისგან განსხვავებული მოტივის არსებობის დადასტურება წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ მოახერხა.

 

3.2.2. ბრალდებულ გ--------------ის ქმედება

 

3.2.2.1. მოქმედება

 

უდავოდ ცნობილი აუდიო–ვიდეო მასალით, მათ შორის ე-------------------–---–-სგან ამოღებული, იუთუბიდან ჩამოტვირთული მასალით და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ ნ------------–-- თმებში წვდა გ----------------ს და ორივე წაიქცა. აღნიშნულის შემჩნევის შემდეგ სხვა პირებს შეუერთდა გ---------------, რომელმაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი ნ------------–--ს. გ--------------- მოქმედებდა მეგობართან ჩხუბის გამო სამაგიეროს გადახდის მიზნით, რადგან მისი მხრიდან ნ------------–--ს ცემის აუცილებლობა არ არსებობდა და მას შეეძლო გაეშველებინა მოჩხუბრები, თუმცა მან არჩია მეგობართან ჩხუბის გამო სამაგიეროს გადახდა და მისთვის დარტყმების მიყენება.

აქვე უნდა ითქვას, რომ სასამართლო ვერ გასცდება გ--------------ისთვის წარდგენილ ბრალდებას და ვერ იმსჯელებს სხვა გარემოებებზე, რაც არ არის ბრალდების დადგენილებაში აღწერილი.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ---------------ს ასევე ბრალად ედება ზ------------–-–---–ის, ა-–------–-–---ს და დ-----–-–---ს მიმართ ძალადობა, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. კერძოდ, თავად დაზარალებულები და მოწმეები არ მიუთითებენ გ--------------ის მიერ ზ------------–-–---–ის, ა-–------–-–---ს და დ-----–-–---ს მიმართ ძალადობას. ასეთი რამ არ დასტურდება ასევე უდავოდ ცნობილი აუდიო–ვიდეო მასალით. კერძოდ, აუდიო–ვიდეო მასალით არ დასტურდება გ--------------ის ფიზიკური კონტაქტი ა-–------–-–---ს და დ-----–-–---ს მიმართ. რაც შეეხება ზ------------–-–---–ს, მასთან გ--------------ის კონტაქტი გამოიხატა დაჯიკავებაში, რის შემდეგაც ზ------------–-–---–ი წაიქცა.

 

3.2.2.2. შედეგი

 

გ--------------ის მოქმედებამ ნ------------–--ს ტკივილის შეგრძნება რომ გამოიწვია, ამას ადასტურებს გ--------------ის ფიზიკური სიძლიერე, მისი დარტყმების სიძლიერე, წაქცეული ნ------------–--ს მდგომარეობა დარტყმების განხორციელებისას.

რაც შეეხება ზ------------–-–---–ისთვის დაჯიკავებას, დაზარალებულის ჩვენებით, ასევე სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დაჯიკავების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ტკივილი, რის გამოც ზ------------–-–---–ის მიმართ ჩადენილი ქმედება ბრალდებულს ვერ შეერაცხება.

 

3.2.3. ბრალდებულ ნ--–-------–----–-----ს ქმედება

 

3.2.3.1. მოქმედება

 

უდავოდ ცნობილი აუდიო–ვიდეო მასალით, მათ შორის ე-------------------–---–-სგან ამოღებული მასალით და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადასტურებულია, რომ მოჩხუბრებთან მივიდა გ-----------------, რომელსაც მასთან მისულმა ნ--–-------–----–-----მ სახეში დაარტყა ძლიერად ხელი. გ----------------- წაიქცა, რის შემდეგაც დაეხმარნენ ადგომაში. ამდენად, დადგენილია, რომ ნ--–-------–----–-----მ ჩაიდინა გ-----------------ს მიმართ ფიზიკური ძალადობა. როგორც ბრალდებულმა განაცხადა, მან იმიტომ განახორციელა ძალადობა, რომ მის სტუმარს ეჩხუბებოდნენ, ყველა ჩხუბობდა და თავადაც დაარტყა. ამდენად, დარტყმა განხორციელდა საკუთარი სტუმრის მხარდასაჭერად და მის წინააღმდეგ მოქმედი პირების გასაუვნებელყოფად.

სხვა ეპიზოდებში ჩადენილ ქმედებებს და უფრო მძიმე ბრალდებას ნ--–-------–----–-----ს ბრალდების მხარე არ ედავება, ამასთან, ვინაიდან ნ--–-------–----–-----ს მსგავსი ჩაცმულობის პირი შემთხვევის ადგილზე სხვებიც იყვნენ, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა არ იძლევა შესაძლებლობას, ნ--–-------–----–----- ამოცნობილ იქნეს სხვა ეპიზოდებში, რის გამოც ამ მიმართულებით სასამართლო ვერ იმსჯელებს.

 

3.2.3.2. შედეგი

 

ნ--–-------–----–-----ს დარტყმამ გ-----------------ს ტკივილის შეგრძნება რომ გამოიწვია, ამაზე მიუთითებს დარტყმის განხორციელება ხელის ძლიერად მოქნევის შედეგად, დარტყმის განხორციელება ხელზე შავი ფერის უცნობი უცხო სხეულის დამაგრებით (რაც შეიძლებოდა ყოფილიყო მეტალის ან სხვა მასალის მყარი საგანი ან ტყავის ან ნაჭრის ხელზე მოსაცმელი ნივთი), გ-----------------ს მხრიდან თავის შეკავების შეუძლებლობა და მისი წაქცევა, ასევე დაზარალებულისვე სიტყვები, რომ ცოტა ხნით მწყობრიდან გამოვიდა, რადგან ძლიერი დარტყმა იყო.

 

3.2.4. ვ-–-------------–--ის ქმედებები

 

3.2.4.1. ქმედებების ობიექტური შემადგენლობები

 

3.2.4.1.1. მოქმედებები

 

მოწმე ა---------–---–-ს ჩვენებით ნ------------–--ს ხელი დაარტყა ვ-–-------------–---მ, რის გამოც ნ------------–-- წაიქცა.

მოწმე ნ------------–--ს ჩვენებით ვ-–-------------–--- 18 წლის ბიჭს ეჩხუბებოდა. ის აგრესიით გამოირჩეოდა.

ბრალდებულის ჩვენების თანახმად, მას პარტიულობის გამო არავინ უცემია, ურტყამდა შეურაცხყოფის მიმყენებლებს და ჩხუბში მონაწილეებს. ის არ იცნობდა იმათ, ვისაც დაარტყა. უმიზეზოდ არავისთვის დაურტყამს. გაშველების შემდეგ ის ძალადობას არ განაგრძობდა, თუ მის წინააღმდეგ ვინმე არ იმოქმედებდა ისევ ან შეურაცხყოფას არ მიაყენებდა. მისივე ჩვენებით, ის მხოლოდ წარმოდგენილ ბრალდებულებს და 1 მის მეგობარს იცნობდა, სხვა პირებთან შეხება არ ჰქონია, არ იცის მათი ვინაობა და მათი მოქმედებების მოტივები.

უდავოდ ცნობილი აუდიო–ვიდეო მასალით, მათ შორის ე-------------------–---–-სგან მიღებული, იუთუბიდან გადმოტვირთული მასალით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ გ----------------თან მივიდა იქვე მყოფი ა---------–---–-, რომელსაც ვ-–-------------–---მ ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში ძლიერად, რის შემდეგაც ა---------–---–- წაიქცა. ნ-–------–----------------ის მხარდამჭერები ახორციელებდნენ ქ--------–----–----ს მხარდამჭერების, მათ შორის მოჩხუბრების ლანძღვას და სიტყვიერ შეურაცხყოფას. არსებულ ვითარებას მოჰყვა ხელახლა ფიზიკური დაპირისპირება სხვა პირებს შორის, რაშიც ჩაება ასევე ვ-–-------------–---, რა დროსაც მისკენ ხელი მოიქნია ნ-–------–----------------ის მხარდამჭერმა ა-–------–-–---მ. აღნიშნულის შემდეგ ვ-–-------------–--- გადაერთო ა-–------–-–---სკენ, რა დროსაც ვ-–-------------–---მ თავჩაწეულ მდგომარეობაში მყოფ ა-–------–-–---ს სამჯერ დაარტყა ხელი ზევიდან თავის უკანა მხარეს. აღნიშნულის შემდეგ ვ-–-------------–---მ შენიშნა ნ-–------–----------------ის მხარდამჭერი, რომელიც პლასტმასის მილს იქნევდა და გაემართა მისკენ, გადაუჭირა მოქნეული მილი და წაართვა მას მილი და მოუქნია, რის შემდეგაც გაემართა ნ-–------–----------------ის მხარდამჭერ ზ------------–-–---–ისკენ, რომელსაც მათ წინააღმდეგ მანამდე განხორციელებული ქმედებების გამო უკვე ეჩხუბებოდა სხვა პირი, დაარტყა მას პლასტმასის მილი, რის შემდეგაც ის სხვა პირმა დაარწმუნა, რომ მილი გადაეცა მისთვის. აღნიშნულის შემდეგ ვ-–-------------–--ის სხვა პირთან ჩხუბის დროს ლ-–----------ს დაარტყა სხვა პირმა ხელი, რის პასუხადაც მან გამოხატა უკმაყოფილება. ლ-–----------სთვის დარტყმა და მისი უკმაყოფილება შენიშნა და გაიგო ვ-–-------------–---მ, რომელმაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი ლ-–----------ს თავის არეში. ჩხუბში ჩაერთნენ სხვა პირებიც. საბოლოოდ, დაზიანებული პირები გაერიდნენ შემთხვევის ადგილს.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ვ-–-------------–---ს ასევე ბრალად ედება ნ------------–--ს და დ-----–-–---ს მიმართ ძალადობა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ა---------–---–- მიუთითებს ვ-–-------------–--ის მიერ ნ------------–--ს მიმართ დარტყმაზე, აღნიშნული გამორიცხულია აუდიო–ვიდეო მასალით, სადაც ნათლად ჩანს, რომ ვ-–-------------–---სა და ნ------------–--ს შორის დასაწყისში არის მცდელობა ერთმანეთთან ფიზიკური კონტაქტისა, თუმცა ეს კონტაქტი არ შედგა და ვ-–-------------–--- ნ------------–--სთან კი არ გაჩერდა საჩხუბრად, არამედ მოშორდა მას. მოწმეთა, მათ შორის დაზარალებულთა ჩვენებებით და ვიდეომასალით დადგენილია, რომ მცირე ხანში ა---------–---–- წაიქცა, ხოლო ნ------------–-- პირველი ინციდენტის შემდეგ გარიდებულ იქნა, ჩანს ასევე, რომ ამის შემდეგ ნ------------–-- ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევს, რის გამოც ვ-–-------------–--- ნ------------–--ს შემდგომშიც ვერ დაარტყამდა. როგორც ჩანს, ა---------–---–- გულისხმობს ვ-–-------------–---სა და ნ------------–--ს შორის პირველ შესაძლო კონტაქტს, რაც სინამდვილეში დარტყმით არ დასრულდა. ამდენად, არ დასტურდება ვ-–-------------–--ის მხრიდან ნ------------–--ზე დარტყმა, რადგან ნ------------–--ს ვ-–-------------–--ის მიერ მოქნეული ხელი არ მოხვედრია. თავად ნ------------–-- საუბრობს ვ-–-------------–--ის მიერ 18 წლის ბიჭის ცემაზე. როგორც ვიდეო მასალიდან და სხვა მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, ეს ბიჭი უნდა ყოფილიყო დ-----–-–---. მასთან დაპირისპირება ჩანს ვიდეომასალაში, საიდანაც ირკვევა, რომ ვ-–-------------–---მ სცადა მის შარვალში ჩაეჭიდა ხელი და ჭიდაობის ილეთი განეხორციელებინა, თუმცა ხელი ვერ ჩასჭიდა, რის გამოც თავი დაანება მას. ამდენად, არც ის დასტურდება, რომ ვ-–-------------–---მ დაარტყა დ-----–-–---ს. მან მხოლოდ მისი წაქცევა სცადა, თუმცა, ვინაიდან ვერ მოახერხა ხელის შარვალში ჩაჭიდება, თავი დაანება მას. რაც შეეხება მის ცემას, მასში ვ-–-------------–--- არ მონაწილეობდა. აღნიშნულის თქმის საფუძველს იძლევა კადრები, სადაც სრულად ჩანს დ-----–-–---სთან დაპირისპირება, ა-–------–-–---ს დახმარების მოტივით მის მიერ ვ-–-------------–--ის მიმართ განხორციელებული ქმედება, ვ-–-------------–--ისა და სხვათა მიტრიალება დ-----–-–---სკენ, სხვების მიერ მისი მომწყვდევა, თავის გათავისუფლება, სხვა პირის მხრიდან მისი შებოჭვა და აწევა და საბოლოოდ დ-----–-–---ს მისვლა ვ-----------– ლ-–---სთან. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვ-–-------------–---ს მისთვის არ დაურტყამს.

როგორც ბრალდების შესახებ დადგენილებით ირკვევა, ვ-–-------------–---ს სხვა ეპიზოდები ბრალად არ წარდგენია, რის გამოც სხვა ეპიზოდებზე სასამართლო ვერ იმსჯელებს, ხოლო ვ-–-------------–--ის მხრიდან ნ------------–--სა და დ-----–-–---ს მიმართ ფიზიკური ძალადობა საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება.

 

3.2.4.1.2. შედეგები

 

ვ-–-------------–--ის მიერ რამდენჯერმე დარტყმამ ა---------–---–-ს ტკივილის შეგრძნება რომ გამოიწვია, ეს დასტურდება, თავად დაზარალებულის ჩვენებით, ასევე ვიდეომასალებში გამოკვეთილი იმ გარემოებით, რომ დაზარალებული თავში დარტყმების შედეგად წაიქცა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც ა---------–---–ს აღენიშნება ზედაპირული ტრამვები, მრავლობითი ექსკორიაციები და სისხლჩაქცევა, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. მართალია, მოწმეები მიუთითებდნენ ა---------–---–-ს ცხვირის გატეხვაზე, თუმცა აღნიშნული არ დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

ა-–------–-–---ს ეპიზოდი მეტ მსჯელობას მოითხოვს, ვინაიდან, მოწმეების: მ-------------–--ის, გელა ბულიას, ლაშა ლ-–---ს, ლ---------------ს, ა-–------–-–---ს, ნუკრი თორდიას, დ-----–-–---ს ჩვენებების, ვიდეომასალისა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ის არის ერთადერთი დაზარალებული, რომელსაც მიადგა ყველაზე მძიმე ხარისხის, კერძოდ – ნაკლებად მძიმე დაზიანება. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს დაზიანება გამოწვეულია თავის ზედაპირულ ტრამვასთან ერთად სახის არეში ექსკორიაციებით, ტუჩის არეში ნახეთქი ჭრილობით, სახის მიდამოში მიყენებული დარტყმით, ცხვირის, თვალბუდის ქვედა კედლის მოტეხილობით. ამდენად, დაზიანებები ერთობლიობაში ქმნის ნაკლებად მძიმე ხარისხს, ხოლო ცალ-ცალკე დაზიანებების ხარისხი დაუდგენელია. უდავოდ ცნობილი ვიდეო მასალით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ ა-–------–-–---ს ურტყამდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ვ-–-------------–---. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ვ-–-------------–---მ ა-–------–-–---ს რამდენიმე დარტყმა მიაყენა თავის ზედა უკანა მხარეს. არც ერთი დარტყმა ვ-–-------------–---ს არ მიუყენებია ა-–------–-–---სთვის სახის არეში, ვინაიდან ა-–------–-–---ს თავი ჩაღუნული ჰქონდა, ხოლო ვ-–-------------–--- ხელებს ურტყამდა ზევიდან. ამდენად, ვ-–-------------–--ის მიერ მოქნეული ხელი ა-–------–-–---ს სახეში არ მოხვედრია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახეში მას სხვა პირმა მიაყენა დაზიანება ან დაცემის შედეგად მიიღო, როგორც თვითონ ამბობს, თუმცა ჩანს, რომ ვ-–-------------–--ის დარტყმების დროს ის არ დაცემულა. ამდენად, დაცემაც ვერ დაუკავშირდება ვ-–-------------–---ს. დადგენილია ასევე, რომ ა-–------–-–---ს ცემის დროს ჩაერთო დ-----–-–---, რის გამოც ვ-–-------------–---მ მიატოვა ა-–------–-–---ს ცემა და გაემართა დ-----–-–---სკენ. ამდენად, ამის შემდეგ ვ-–-------------–---ს ა-–------–-–---სთვის არ დაურტყამს. მით უმეტეს, რომ ის უკვე დაზიანებული იყო, დახმარებას საჭიროებდა, სდიოდა სისხლი და ლ-–----------მ და სხვებმა გაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან.

ყოველივე აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ა-–------–-–---ს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება არ არის პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში ვ-–-------------–--ის დარტყმებთან, რის გამოც ეს შედეგი ვ-–-------------–---ს ვერ შეერაცხება.

ამდენად, ვინაიდან სხვისი ქმედებისთვის ბრალდებული პასუხს ვერ აგებს, ა-–------–-–---ს მიმართ განხორციელებული ქმედების შედეგად ვ-–-------------–---ს შეიძლება შეერაცხოს მხოლოდ ტკივილის მიყენება და არა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ზ------------–-–---–ის მიმართ განხორციელებული პლასტმასის ჯოხის დარტყმის შედეგად ზ------------–-–---–მა ტკივილი რომ განიცადა, აღნიშნული დადასტურებულია ვიდეომასალებით, რომლიდანაც ჩანს მილის დარტყმის სიძლიერე და მასზე დაზარალებულის რეაქცია, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც ზ------------–-–---–ს აღენიშნება სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთან, მართალია, დაზარალებული ამბობს, რომ მას ხელი შემთხვევით მოხვდა, რომ მილი მისთვის არ დაურტყამთ და ა.შ., თუმცა ტკივილის შეგრძნებას ის ადასტურებს.

ლ-–----------ს მიმართ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაზარალებულმა ტკივილი რომ განიცადა, აღნიშნული დადასტურებულია თავად დაზარალებულის ჩვენებით, რომლის მიხედვითაც დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ თვალებიდან ნაპერწკლები გადმოსცვივდა, ასევე ვიდეომასალით, რომლის მიხედვითაც დაზარალებული იძულებული გახდა დარტყმების შესაწყვეტად ხელები აეფარებინა სახეზე და გარკვეული წინააღმდეგობის გაწევა ეცადა, მოწმე შოთა თათვიძის ჩვენებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც ლ-–----------ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

3.2.4.2. ქმედებების სუბიექტური შემადგენლობა

 

როგორც ბრალდების შესახებ დადგენილებითა და უდავოდ ცნობილი ვიდეოჩანაწერებით ირკვევა, ყველაზე მეტი პირის მიმართ ძალადობა დადგენილია ვ-–-------------–--ის მიმართ, რის გამოც მნიშვნელოვანია მისი მოქმედებების სუბიექტური შემადგენლობის დადგენა. ირკვევა, რომ ვ-–-------------–---ს და ა---------–---–ს ერთმანეთში შელაპარაკება არ მოსვლიათ, რის გამოც, ერთი შეხედვით, გაუგებარია თუ რამ გამოიწვია ა---------–---–-ს მიმართ ძალადობა, მაგრამ უდავოდ ცნობილი ვიდეო მასალის დეტალურად შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ ა---------–---–- მიუახლოვდა მოჩხუბრებს – მის თანაპარტიელ ნ------------–--ს და ვ-–-------------–--ის მეგობარ გ----------------ს და შეეცადა ნ------------–--ს დახმარებას. ამდენად, არსებობდა მისი მხრიდან მოჩხუბრებთან კონტაქტის საშიშროება. მართალია, ა---------–---–მა დაკითხვისას აღნიშნა, რომ ის გასაშველებლად მივიდა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ა---------–---–- თავიდანვე ნ------------–--სთან იმყოფებოდა, მისი თანამოაზრე იყო, ჩხუბის დაწყების შემდეგ მიუახლოვდა ნ------------–--ს, ვ-–-------------–--ის მიერ ის აღქმულ იქნა მისი მეგობრის წინააღმდეგ ჩხუბში მონაწილე პირად, რასაც მოჰყვა მისი გაუვნებელყოფა ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, თუმცა, ამის აუცილებლობა არ არსებობდა, ვინაიდან სინამდვილეში ა---------–---–- მისული იყო გასაშველებლად და არ აპირებდა ჩხუბში ჩართვას. ამდენად, ა---------–---–-ს ცემის მოტივი იყო მისი მიჩნევა ჩხუბში მისი მეგობრის მოწინააღმდეგე მხარედ, ვინაიდან ნ------------–--სა და გ----------------თან მიახლოებამდე მისთვის არ დაურტყამს ვ-–-------------–---ს.

რაც შეეხება მეორე ქმედებას – ა-–------–-–---ს ცემას, მას წინ უძღოდა ჩხუბში ახალჩართული ვ-–-------------–--ისკენ ა-–------–-–---ს გაწევა ხელის მოქნევით, რაც შეამჩნია ვ-–-------------–---მ და გადაერთო მასზე, რა დროსაც რამდენჯერმე ხელი დაარტყა თავის არეში. ამდენად, ა-–------–-–---ს ცემის მოტივი იყო ასევე მისი ფიზიკურ მოწინააღმდეგედ მიჩნევა. ამ გარემოებას ადასტურებს თავად დაზარალებულის ჩვენებაც, რომელმაც არ დაადანაშაულა ბრალდებულები მის წინააღმდეგ მოქმედებაში, ცხვირის გატეხვა დაცემას დაუკავშირა, ბევრი რამ ვერ გაიხსენა, რაც ვიდეოკადრებში ასახული მოვლენების არაადეკვატურია. დაზარალებულის მიერ ბრალდებულების ქმედებების მნიშვნელობის დაკნინების მცდელობა აღქმულ უნდა იქნეს მის მიერ საკუთარ მოქმედებებზე, რაც წინ უძღოდა მის წინააღმდეგ მოქმედებას, საუბრის თავიდან არიდების მცდელობად, რისი უფლებაც მას აქვს, თუმცა რაც მიუთითებს მისი ცემის მიზეზებზე, რაც დაფიქსირებულია ვიდეოფირებზე.

ამის შემდეგ ვ-–-------------–---ს ბრალად ედება ზ------------–-–---–ის მიმართ ძალადობა ჯოხის გამოყენებით. ჯოხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ვიდეო მასალის თანახმად, ჯოხს იქნევდა მოჩხუბრების მისამართით სხვა პირი, რომელიც შემდგომში აღმოჩნდა თ------------. შეამჩნია რა აღნიშნული, მისკენ გაემართა ვ-–-------------–---, რომელსაც ასევე მოუქნია მან ჯოხი, თუმცა ვ-–-------------–---მ ის წაართვა. ამის შემდეგ, მიიჩნია რა, რომ მოწინააღმდეგე მხარე მას და მის მეგობრებს ჯოხებითაც უსწორდებოდა, გადაწყვიტა თავადაც იმავე ხერხით გასწორებოდა შემდეგ დაზარალებულს – ზ------------–-–---–ს. მართალია, ზ------------–-–---–ისათვის ჯოხის დარტყმის მოტივი ვიდეო მასალაში აშკარად არ ჩანს, თუმცა ვ-–-------------–---მ, ასევე სხვა ბრალდებულებმაც განაცხადეს, რომ ზ------------–-–---–მა ქვა ჩაარტყა ერთ–ერთ მოჩხუბარს, რის სამაგიეროდაც მოხდა ბრალდებულების მხრიდან მასზე თავდასხმა. ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ასევე ის გარემოებაც, რომ ერთ–ერთ აუდიო–ვიდეო მასალაში ზ------------–-–---–ის ცემის ეპიზოდის შენელებულად მოსმენისას ბუნდოვნად, თუმცა ისმის ხმა, „ქვა ვის დაარტყი“ და კადრში ჩანს მოზრდილი გაგორებული ქვა. აღნიშნული უტყუარად დასტურდება ასევე ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითაც. საინტერესოა ამასთან დაკავშირებით თავად დაზარალებულის ჩვენება, რომელმაც არ დაადანაშაულა ბრალდებულები მის წინააღმდეგ განზრახ ქმედებებში. დაზარალებულის ეს შერბილებული პოზიცია არ არის ადეკვატური ვიდეოკადრებში ბრალდებულების მხრიდან მის მიმართ გამოხატული აშკარა უხეში მოქმედებებისა, რაც მაყურებელში პროტესტის გრძნობას იწვევს წაქცეული პირის მიმართ აშკარად გადამეტებული უხეშობის გამო. ამდენად, ასეთ ვითარებაში, თუ დაზარალებულს არ მიუცია რაიმე საბაბი ბრალდებულებისთვის, გაუგებარია დაზარალებულის მხრიდან მომხდარის მნიშვნელობის დაკნინების მცდელობა, რაც სასამართლოს კიდევ ერთხელ არწმუნებს დაზარალებულის მიერ საკუთარ მოქმედებებზე (რაც გახდა მის წინააღმდეგ ძალადობის მიზეზი, როგორც ბრალდებულები ამბობენ) საუბრის თავიდან ასაცილებლად (რისი უფლებაც მას აქვს) ბრალდებულების ქმედებების მნიშვნელობის დაკნინების მცდელობასა და დაცვის მხარის ვერსიის სისწორეში.

ბოლო მოქმედება, რაც ვ-–-------------–---ს აქვს ბრალად წარდგენილი, არის ლ-–----------ს მიმართ ფიზიკური ძალადობა. სასამართლოსთვის ყველაზე მეტად ბუნდოვანი რჩება სწორედ ეს ეპიზოდი, ვინაიდან ლ-–----------ს ვინმეს მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია, რის გამოც მის მიმართ ძალადობის მოტივის დადგენა რთულდება. მეორე მხრივ, არ დასტურდება დაზარალებულთა ნაწილის მიერ გამოხატული პოზიცია, თითქოს ბრალდებულები მხოლოდ ნ-–------–----------------ის ლიდერებისკენ იწევდნენ და შერჩევით ძალადობდნენ მათზე. შეიძლება შემთხვევის ადგილზე ასე იქცეოდა ვინმე სხვა, მაგრამ ბრალდებულებიც რომ ასე იქცეოდნენ, ამის საპირისპიროდ დადგენილია, რომ ლიდერების წინააღმდეგ ძალადობა განხორციელდა პირველ ეპიზოდში იმიტომ, რომ ლიდერები მივიდნენ ეპიცენტრში – ჩხუბში ჩართულ ნ------------–--სთან. ამის შემდეგ მეორე ეპიზოდში, არსებული კადრებიდან გამომდინარე, უშუალოდ ბრალდებულების მხრიდან ძალადობა განხორციელდა ისეთ პირებზე, რომლებიც არ წარმოადგენდნენ ლიდერებს – ა-–------–-–---, ზ------------–-–---–ი და სხვები. მეორე ეპიზოდი დასრულდა ამ პირების შემდეგ ლ-–----------ზე განხორციელებული ძალადობით. ამდენად, მეორე ეპიზოდში ბრალდებულების მხრიდან მხოლოდ ლიდერებზე შერჩევითი თავდასხმის ვერსია საქმის მასალებით არ დასტურდება. ასევე არ დასტურდება მოწმეთა ნაწილის მიერ გაჟღერებული ვერსია, რომ ვიღაცა იძახდა სახელებს, თუ ვისზე უნდა განეხორციელებინათ ბრალდებულებს თავდასხმა. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, ასეთი შეძახილები და მის საფუძველზე ვინმეს მოქმედებები ნამდვილად განხორციელებულიყო, თუმცა უშუალოდ ბრალდებულები რომ იყვნენ ამაში ჩართული, ეს არც ვიდეომასალით დასტურდება და წარდგენილი ბრალდების ფარგლებში არც მოწმეებს დაუსახელებიათ მეორე ეპიზოდში კონკრეტული ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული ბრალდებული, ხოლო სხვა პირების მოქმედებებს, ისევე, როგორც წარდგენილი ბრალდების ფარგლებს გარეთ არსებულ გარემოებებს, ამ საქმის განხილვის ფარგლებში შეფასებები ვერ მიეცემა.

საქმე ის არის, რომ პირველ ეპიზოდში, ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები, შეუძლებელი იყო ვინმეს მოესწრო სახელების დაძახება, მით უმეტეს, პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით ეს არც მოწმეებს დაუდასტურებიათ, ხოლო მეორე ეპიზოდში ა-–------–-–---ს, ზ------------–-–---–ის და სხვა არაპოლიტიკოსი პირების მიმართ ძალადობით არავინ შეიძლებოდა წინასწარ ყოფილიყო დაინტერესებული და მათი სახელების დაძახებაც არავის დაუდასტურებია. მით უმეტეს, მათი სახელები, დიდი ალბათობით, არც იცოდნენ იქ მყოფმა პირებმა.

ამდენად, ლ-–----------ს მიმართ ძალადობა არ განხორციელებულა იმის გამო, რომ ის ჩხუბში მონაწილეობდა. მის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა ვ-–-------------–--ის მხრიდან პოლიტიკური მოტივითაც, ვინაიდან, როგორც ბრალდებულმა განაცხადა, ის არ იცნობს ლ-–----------ს და არ იცის, თუ ვინ არის ის. ესეც რომ არ იყოს, ლ-–----------სთან ვ-–-------------–--- და სხვები უფრო ადრეც იმყოფებოდნენ მოკლე მანძილზე, როცა ის ეხმარებოდა ა-–------–-–---ს შემთხვევის ადგილის დატოვებაში, როცა აშველებდა სხვა პირებს ან თუნდაც პირველი ეპიზოდის შემდეგ, თუმცა მის მიმართ ვ-–-------------–--ის მხრიდან მანამდე ძალადობის განხორციელება წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. სხვა დაზარალებულების ეპიზოდების განხილვით დასტურდება, რომ ყველა მათგანთან კონფლიქტს მათი მხრიდან განხორციელებული ქმედებები და ამის ბრალდებულის მიერ დაფიქსირება და აღქმა უძღოდა წინ, რის გამოც ის ვერსიაც არ დასტურდება, თითქოს ვ-–-------------–---, ვინც წინ შეხვდებოდა, ყველას განურჩევლად ურტყამდა.

ერთი მხრივ, სასამართლო ვერ შევა მსჯელობაში, თუ რატომ გაარტყა ხელი ლ-–----------ს სხვა პირმა, ვინაიდან ამ სხვა პირის მიმართ საქმე არ განიხილება, მეორე მხრივ, უშუალოდ ვ-–-------------–--ის ჩართვა ლ-–----------ს წინააღმდეგ განხორციელდა იმ ვითარებაში, როცა ლ-–----------ს უკვე ეჩხუბებოდა სხვა პირი და როცა ლ-–---------- სიტყვიერად გამოხატავდა უკმაყოფილებას ზოგადად მოჩხუბრების მიმართ. ამდენად, ვ-–-------------–--ის ჩართვა ლ-–----------სთან ჩხუბში გამოწვეული უნდა იყოს ლ-–----------ს აღქმით მის მხარეს მოჩხუბარი პირის მოწინააღმდეგედ, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაშიც კი, მოჩხუბრების ფიზიკური მდგომარეობის შედარების საფუძველზე უნდა ითქვას, რომ არ არსებობდა ვ-–-------------–--ის ჩხუბში ჩართვის და ლ-–----------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის რაიმე საფუძველი და ჩხუბში ჩართვა მისი თანამოაზრის გამოსარჩლებით და დაზარალებულის მოჩხუბრად არასწორი აღქმის გამო შურისძიებით იყო გამოწვეული.

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ვ-–-------------–--ის მიერ სხვადასხვა დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ერთიან დანაშაულად არის დაკვალიფიცირებული ბრალდების მხარის მიერ მაშინ, როცა, წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს ყოველი დაზარალებულის შემთხვევაში განზრახვის ხელახლა წარმოშობას და იმას, რომ ყოველი წინა დაზარალებულის მიმართ ქმედების ჩადენისას არ არსებობდა ინფორმაცია და ნებელობა შემდგომი დაზარალებულის წინააღმდეგ მოქმედებისა. ფაქტობრივი გარემოებები შემთხვევის ადგილზე ისე განვითარდა, რომლის ზუსტად გათვლაც ვ-–-------------–---ს არ შეეძლო. კერძოდ, ა---------–---–-ს წინააღმდეგ მოქმედების დროს ვ-–-------------–---ს არ შეეძლო წარმოედგინა, რომ ის ა-–------–-–---ს მიაყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ა-–------–-–---ს წინააღმდეგ მოქმედებისას ვ-–-------------–--- ვერ წარმოიდგენდა, რომ სხვას პლასტმასის მილს წაართმევდა და ზ------------–-–---–ს დაარტყამდა. ზ------------–-–---–ის წინააღმდეგ მოქმედებისას ბრალდებული ვერ გაითვალისწინებდა, რომ მას შემდეგ ლ-–----------სთან ფიზიკური დაპირისპირება მოუწევდა. ვინაიდან ყოველი შემდეგი დაზარალებულის წინააღმდეგ მოქმედებას წინ უძღოდა წინასწარ გაუთვალისწინებელი მოვლენები – ა-–------–-–---ს და ზურა კიკალიშვილის მოქმედებები, ლ-–----------სთან სხვა პირის ჩხუბი, ამდენად, შეუძლებელია ვ-–-------------–---ს ა---------–---–-ს წინააღმდეგ მოქმედების დროს გაეთვალისწინებინა მოვლენების შემდგომი განვითარების სცენარი, შემდეგი დაზარალებულების ვინაობები და მათი მოქმედებები. მით უმეტეს, რომ პირველი ინციდენტის შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე წუთით შეწყდა. ამდენად, ვინაიდან ყოველი შემდგომი დაზარალებულის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას ჰქონდა თავისი წინაპირობა, რასაც ბრალდებულიც ადასტურებს, საქმის მასალები მიუთითებს, რომ ვ-–-------------–--- ყველა დაზარალებულის შემთხვევაში მოქმედებდა დამოუკიდებლად წარმოშობილი განზრახვით.

 

3.2.5. გ-------–--------–--ის ქმედება

 

3.2.5.1. მოქმედება

 

უდავოდ ცნობილი აუდიო–ვიდეო მასალით, მათ შორის იუთუბიდან ჩამოტვირთული მასალით და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ გ-------–--------–---მ ზ------------–-–---–ს ხელი დაარტყა თავში. იქვე გაისმა სიტყვები, ქვა ვის დაარტყი, ბიჭო და წაქცეულ ზ------------–-–---–ის წინ გაგორდა მოზრდილი ზომის ქვა. ზ------------–-–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობა გამოწვეული იყო მისი მეგობრის წინააღმდეგ მოქმედების გამო შურისძიებით. სხვა მიზეზი, შექმნილ ვითარებაში გ-------–--------–--ის მხრიდან ზ------------–-–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობისა არ არსებობდა. სხვა ეპიზოდები გ-------–--------–---ს ბრალად არ ედება, რის გამოც მათზე სასამართლო ვერ იმსჯელებს.

 

3.2.5.2. შედეგი

 

მიუხედავად დაზარალებულის ჩვენებისა, რომ მას გამიზნულად არ არტყამდნენ, რომ დაეცა თუ წააქციეს არ იცის და ა.შ., გ-------–--------–--ის დარტყმა ზ------------–-–---–ისათვის რომ მტკივნეული იყო, ამას ადასტურებს არაერთ ვიდეომასალაში ასახული გ-------–--------–--ის ფიზიკური სიძლიერე და დაზარალებულის რეაქცია დარტყმაზე, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, ტკივილის განცდას დაზარალებულის არ უარყოფს.

 

3.2.6. კ---------–--–-–---–ის ქმედებები

 

3.2.6.1. მოქმედება

 

მოწმე ნ---------–---–------ს ჩვენებით კ---------–--–-–---–მა დაარტყა ა---------–---–ს ჩხუბის მეორე ეპიზოდში და გაუტეხა ცხვირი, თუმცა არ იცის, თუ რომ--–-- კ---------–--–-–---–ი.

უდავოდ ცნობილი აუდიო–ვიდეო მასალით და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადასტურებულია, რომ გაისმა სიტყვები, ქვა ვის დაარტყი, ბიჭო და წაქცეულ ზ------------–-–---–ის წინ გაგორდა მოზრდილი ზომის ქვა. როცა ზ------------–-–---–ი ცდილობდა, გაცლოდა იქაურობას, დაეცა, რა დროსაც კ---------–--–-–---–მა ქვევიდან მუშტი ამოარტყა სახეში. ძალადობა განხორციელდა ზ------------–-–---–ის ქმედების გამო შურისძიებით.

სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საბრალდებო დასკვნით კ---------–--–-–---–ს ბრალად არ ედება სხვათა წინააღმდეგ მოქმედება, რის გამოც ამ ნაწილში სასამართლო მსჯელობას ვერ განავითარებს.

 

3.2.6.2. შედეგი

 

კ---------–--–-–---–ის მოქმედებამ ზ------------–-–---–ის ტკივილის შეგრძნება რომ გამოიწვია, ეს დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ვიდეომასალებში ასახული იმ ფაქტით, რომ ხელის მოხვედრის შემდეგ დაზარალებული შებარბაცდა, ხელი აიფარა და შეეცადა შემდეგი დარტყმები არ მიეღო.

 

3.3. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ

 

საქართველოს სსკ–ის 27–ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა 2 ან მეტი ამსრულებელი. იმავე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამდენად, კოდექსი ერთმანეთისგან განასხვავებს წინასწარ შეუთანხმებლად ჯგუფის მიერ ჩადენილ ქმედებას და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქმედებას. ამ ორს ერთმანეთისგან განასხვავებს ერთადერთი ნიშანი – ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმება წინასწარ – ქმედების ჩადენამდე. ირკვევა, რომ შესაძლებელია პირთა ჯგუფი ერთდროულად ახორციელებდეს ერთსა და იმავე ქმედებას ერთმანეთთან წინასწარ შეუთანხმებლად. ეს გარემოება ბრალდების მხარეს აკისრებს ტვირთს, ამტკიცოს ჯგუფის წევრებს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა. კოდექსი ითვალისწინებს არაერთ დანაშაულს, რომლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაც არის ჯგუფურად მისი ჩადენა. ასეთი დანაშაულები არ მოითხოვს ჯგუფის წევრებს შორის წინასწარ შეთანხმებას და საკმარისია ერთდროულად რამდენიმე პირის მოქმედების ფაქტის დადასტურება. მათგან განსხვავებით სსკ–ის 239–ე მუხლის მე–2 ნაწილი მოითხოვს (და ბრალდებულებს ბრალიც სწორედ ამაში ედებათ), რომ ჯგუფის წევრებს შორის წინასწარ იყოს შეთანხმება ქმედების თაობაზე (წინასწარი შეთანხმების დამოუკიდებლად დადასტურების აუცილებლობა გაზიარებულია ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის N2კ–868აპ.–10 გადაწყვეტილებაში).

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, ბრალდებულებმა ფიზიკურად იძალადეს რამდენიმე პირზე. ამათგან, როგორც მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, არც ერთი დაზარალებულის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ყველა ბრალდებული ერთად არ მონაწილეობდა. არიან დაზარალებულები, რომლებზეც ბრალდებულთაგან მხოლოდ ერთი ძალადობდა. ამდენად, არ დასტურდება, რომ რომელიმე კონკრეტული პირის მიმართ ძალადობის განხორციელების წინასწარი შეთანხმება ყოფილიყოს ბრალდებულებს შორის.

ამის საწინააღმდეგოდ წინასწარი შეთანხმების დასადასტურებლად შეიძლება წარმოიშვას აზრი, რომ ბრალდებულებს როლები გადანაწილებული ჰქონდათ, თუმცა, ირკვევა, რომ წინასწარ შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, თუ რომელი პირი ჩაერთვებოდა ჩხუბში და რომლის წინააღმდეგ რომელი ბრალდებული გაეშურებოდა. ამდენად, არ დასტურდება ვერსია, თითქოს ბრალდებულები წინასწარ შეთანხმდნენ პერსონალურად კონკრეტული პირების წინააღმდეგ მოქმედებაზე.

ასევე შეიძლება არსებობდეს აზრი, რომ ბრალდებულები წინასწარ შეთანხმდნენ არა კონკრეტული პირების წინააღმდეგ, არამედ ზოგადად ძალადობრივ მოქმედებებზე კონკრეტული პირების მოაზრების გარეშე. აღნიშნულზე მიმანიშნებელი მტკიცებულებებიც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. კერძოდ, არც ერთი მტკიცებულება არ შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, ბრალდებულებიდან თუნდაც 2 მაინც როდის, სად და რის შესახებ შეთანხმდა წინასწარ, ეს შეთანხმება მათ დაიცვეს თუ არა მოქმედებების დროს, ხომ არ ჰქონია ადგილი რომელიმეს მხრიდან შეთანხმების დარღვევას ან შეთანხმების ფარგლების გადაცილებას და ა.შ. ამ გარემოებებზე არც ერთი წარმოდგენილი მტკიცებულება მიუთითებს. ამ საკითხების შესახებ ბრალდებულები აღნიშნავენ, რომ მათ წინასწარი შეთანხმება არ ჰქონიათ და ყველაფერი სპონტანურად მოხდა. ამ ჩვენებების გასაბათილებლად ბრალდების მხარეს უტყუარ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ წარმოუდგენია.

მართალია, დაზარალებულთა ნაწილი მიუთითებს, რომ ბრალდებულები არათუ წინასწარი შეთანხმებით, არამედ როგორც ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოქმედებდნენ სხვა პირთა ხელმძღვანელობითა და მითითებით, თუმცა თავად დაზარალებულებს ასეთი პოზიციის საფუძვლად რაიმე კონკრეტული ფაქტები და პირდაპირი მტკიცებულებები არ მიუთითებიათ, რასაც შეიძლებოდა სასამართლო უტყუარად დაყრდნობოდა.

დაზარალებულთა ნაწილი მიუთითებს იმას, რომ ბრალდებულები თავიანთი ნებით სოფელ კ----–---–ის ა--------ში ვერ მოხვდებოდნენ, რადგან ისინი პოლიტიკურ აქტივობებში არასოდეს ყოფილან ჩართული და ამ რაოდენობით სპორტსმენების საარჩევნო უბანზე მისვლა მხოლოდ ოპონენტი პოლიტიკური პარტიის ორგანიზებით შეიძლებოდა მომხდარიყო, ხოლო სპორტსმენების ასეთი ოდენობით მობილიზება თავისთავად მიუთითებს მათი ხელით ძალადობის განხორციელების დაგეგმვაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებულებმა განმარტეს, რომ ისინი არ იცნობენ იქ მყოფ სხვა პირებს და რომ ზუგდიდში ჩამოვიდნენ 2 ავტომანქანით მხოლოდ 6 პირი. სხვების შესახებ მათ არაფერი იციან. მხოლოდ ვ-–-------------–---მ ახსენა, რომ იქ იმყოფებოდა ასევე მისი მეგობარი, რომელსაც, მისივე თქმით, ზ------------–-–---–მა ქვა ჩაარტყა. სხვა პირებთან შემხებლობას ბრალდებულები გამორიცხავენ. ბრალდებულები ადასტურებენ, რომ ზუგდიდში სტუმრად ჩავიდნენ ბრალდებულ ნ--–-------–----–-----სთან და ვინაიდან ისინი იმავდროულად წლების განმავლობაში პოლიტიკური პარტია ,,ქ--------–----–----ს’’ მხარდამჭერები არიან, უშუალოდ სოფელ კ----–---–ში ჩავიდნენ აღნიშნული პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლის მხარდასაჭერად. ამდენად, ზუგდიდიდან უშუალოდ სოფელ კ----–---–ში ბრალდებულები ა--------ის გამო რომ მოხვდნენ, ამას თავად ბრალდებულებიც ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ იქ 6 ბრალდებული 2 ავტომანქანით თავიანთი გადაწყვეტილებით მივიდა და არა სხვა პირებთან ერთად ვინმეს თხოვნით ან დავალებით. ბრალდებულების ნაწილის მიერ პოლიტიკურ პარტია ქ--------–----–----ს აქტიურ მხარდაჭერას ადასტურებს ასევე ის ფოტოსურათები, რაც წარმოდგენილია საქმეში და სადაც ბრალდებულთა ნაწილი ფიგურირებს უშუალოდ ქ--------–----–----ს მაისურით და სხვა აქტივისტებთან ერთად, ასევე ის სურათები, რომლებიც ზოგი ბრალდებულის ქ--------–----–----ს ლიდერებთან სხვადასხვა დროს უშუალო შეხვედრებს ასახავს.

ამ მხრივ აღსანიშნავია ასევე ერთ–ერთ აუდიო–ვიდეო მასალაში ასახული საუბარი, სადაც ქ--------–----–----ს ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული პირი ჟურნალისტს უხსნის, რომ გარკვეული პირები (თუმცა უცნობია, ის ბრალდებულებსაც გულისხმობდა თუ არა) საარჩევნო უბანთან იმყოფებიან იმიტომ, რომ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან, ხოლო ჟურნალისტებს ისინი ინტერვიუს იმიტომ არ აძლევენ, რომ კამერებში საუბრის კომპლექსი აქვთ. მართალია, ბრალდებულები უარყოფენ, თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, ისინი ვინმეს თხოვნით ან დავალებით რომ ჩამოსულიყვნენ კ----–---–ში, მხოლოდ ეს გარემოება, თუნდაც, შემდეგ განხორციელებული ძალადობის მხედველობაში მიღებითაც კი, არ მიუთითებს იმაზე, რომ ყველა პირი, მათ შორის ბრალდებულები კ----–---–ში ჩამოსვლამდე ან მას შემდეგ წინასწარ შეთანხმდნენ ძალადობის ჩადენაზე. ამდენად, ის გარემოება, რომ ბრალდებულები უშუალოდ სოფელ კ----–---–ში ა--------თან დაკავშირებით ჩავიდნენ, სადავო არ არის, თუმცა ბრალდების მხარე ვერ ადასტურებს, რომ წარმოდგენილი ბრალდებულები ჩასვლამდე ან ჩასვლის შემდეგ წინასწარ შეთანხმდნენ ძალადობრივი მოქმედების გეგმებზე, ხოლო მათი იქ ძალადობისთვის ჩასვლა სხვა პირებთან ერთად ვინმეს ორგანიზებით ბრალდებულებს ბრალად არც აქვთ წარდგენილი.

აქვე მოკლედ შეიძლება აღინიშნოს, რომ ბრალდებულთა ნაწილი – გ----------------ი და გ--------------- სხვა პირებთან (რომლებიც შეიძლება სხვა ბრალდებულებიც იყვნენ) ერთად უშუალოდ საარჩევნო უბანთან მისვლამდე დაფიქსირებულ იქნენ ზუგდიდის დადიანების სასახლის წინა ტერიტორიაზე, სადაც მათ თავი აარიდეს რუსთავი 2–ის ჟურნალისტ ე------------ს გაქცევით, ხოლო შემდეგ განუცხადეს, რომ ტურისტები არიან და ა--------თან რამე კავშირი არ გააჩნიათ, თუმცა შემდგომში ისინი საარჩევნო უბანთან მივიდნენ.

ეს გარემოება იწვევს ეჭვს და კითხვას, თუ დასამალი არაფერი ჰქონდათ, რითი იყო გამოწვეული ასეთი საქციელი (იგულისხმება გაქცევა) და ჟურნალისტის მოტყუება (იგულისხმება ა--------თან კავშირის არქონა) მაშინ, როცა ისინი პოლიტიკური პარტია ქ--------–----–----ს აქტიური მხარდამჭერები იყვნენ, თუმცა ამაზე სასამართლომ მხოლოდ ვარაუდები შეიძლება გამოთქვას. მაგალითად, შეიძლება ამის პასუხი იყოს ქ--------–----–----ს ერთ–ერთი მხარდამჭერის ზემოაღნიშნული ინტერვიუ გარკვეული პირების მხრიდან ვიდეოკამერის წინაშე საუბრის კომპლექსის შესახებ. შესაძლოა აღნიშნული გამოწვეული ყოფილიყო იმითაც, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 ასოცირდებოდა ბრალდებულებში (და ეს დადასტურდა სასამართლო სხდომაზეც რუსთავი 2–ის ჟურნალისტის – ე------------ს დაკითხვის, ასევე ამ ტელეკომპანიის მიერ ვიდეოგადაღების პირობებში ნ------------–--ს დაკითხვის შემდეგ რუსთავი 2–სადმი ბრალდებულების დამოკიდებულებით) პოლიტიკურ პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, რომელიც მათ მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური პარტია ქ--------–----–----ს მოწინააღმდეგე პარტიას წარმოადგენდა, რის გამოც ამ ტელეკომპანიის ნდობა არ გააჩნდათ და მის მიმართ გარკვეული პროტესტიც შეიძლებოდა ჰქონოდათ. შესაძლოა ასეთი მოქმედება მათი მხრიდან სწორი ინფორმაციის დამალვასაც ემსახურებოდა, რაც შეიძლებოდა სხვადასხვა შინაარსის ყოფილიყო. სამწუხაროდ, ამ გარემოების შესახებ ბრალდებულებისგან ინფორმაცია სასამართლომ ვერ მიიღო მათი დაკითხვისას, ვინაიდან ვერ გაიხსენეს შემთხვევამდე ჟურნალისტებთან შეხვედრა ქ. ზუგდიდში, ხოლო სხვა მოწმეები ამ მოქმედებების მიზეზებთან დაკავშირებით პირდაპირ მოწმეებს არ წარმოადგენენ და მათი მხრიდან მხოლოდ ვარაუდები იყო გამოთქმული, რომელიც პირდაპირი მტკიცებულებებით დადასტურებას საჭიროებს.

ამდენად, საქმეში არსებული მასალები პირდაპირ არ მიუთითებს, რომ წარმოდგენილი 6 ბრალდებულის ზუგდიდში ჩასვლას ძალადობის ან სხვა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის წინასწარი შეთანხმება უძღოდა წინ. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის უარყოფილი ბრალდებულების მიერ გაჟღერებული მიზანი - პარტიის წარმომადგენელის გვერდში დგომა და მხარდაჭერა. მით უმეტეს, ჩხუბის სპონტანურად დაწყებისა და სხვა მოჩხუბრებთან კავშირის არქონის მტკიცების გათვალისწინებით. როგორც წარმოდგენილი აუდიო–ვიდეო მასალით ირკვევა, ორივე პარტიის მხარდამჭერებს ჰქონდა (სწორი ან მცდარი) ინფორმაცია მოწინააღმდეგე ბანაკში სპორტსმენების ყოფნის და საარჩევნო უბანთან მათი შესაძლო მისვლის შესახებ. ამის შესახებ საუბრობდნენ როგორც ერ---------–------–----------------ის წევრი დაზარალებულები, ასევე ქ--------–----–----ს მხარდამჭერი პირებიც, რომლებიც რუსთავი 2–ის ჟურნალისტებს მიუთითებდნენ, გადაეღოთ ნ-–------–----------------ის მხარდამჭერი სპორტსმენი და რომლებიც, მათ შორის ბრალდებულებიც, მიუთითებდნენ ნ-–------–----------------ის მხარეს სხვადასხვა სპორტსმენის შემთხვევის ადგილზე შესაძლო ყოფნის შესახებ. ამდენად, ამ ფონზე, როცა ორივე პარტიის მხარდამჭერები ელოდნენ მოწინააღმდეგე მხარეს სპორტსმენების გამოჩენას საარჩევნო უბანზე და შესაძლოა ორივე მხარეს გარკვეული (სწორი ან მცდარი) ინფორმაციები ჰქონდა იმაზე, თუ რას აპირებდა მოწინააღმდეგე, ასევე, როცა აშკარა იყო, რომ ამ ა--------ს ერ---------–------–----------------ა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, მისი ლიდერების დიდი ნაწილი საარჩევნო უბანზე ჩავიდა, იმ პირობებში, როცა ორივე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები აფიქსირებენ პოზიციას, რომ პროვოკაცია და არეულობა მათ ხელს არ აძლევდათ და ამის თავიდან ასაცილებლად მოქმედებდნენ, ბრალდებულების, რომლებიც პოლიტიკური პარტიის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ, ყოფნა ადგილზე ვერ მიიჩნევა მათი მხრიდან ძალადობის წამოწყების შესახებ წინასწარი შეთანხმების საკმარის მტკიცებულებად.

შეიძლება წარმოიშვას აზრი, რომ დაცვის მხარეს უნდა გაექარწყლებინა დაზარალებულების ნაწილის მიერ ბრალდებულების მიმართ გამოთქმული ეჭვი მათი ძალადობის თაობაზე წინასწარი შეთანხმების შესახებ, თუმცა ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს. მოქმედი ნორმების თანახმად, დაცვის მხარე არ არის ვალდებული, ამტკიცოს ბრალდებულთა უდანაშაულობა, ბრალდების მხარეა ვალდებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტუროს ყველა გარემოება, მათ შორის ბრალდებულების საარჩევნო უბანთან მისვლის მიზეზი, წინასწარი შეთახმების არსებობა და სხვა. მართალია, დაზარალებულთა ნაწილმა გამოთქვა ვარაუდები ბრალდებულების შემთხვევის ადგილზე მისვლის ძალადობრივი მიზნებისა და მათი ორგანიზების შესახებ, თუმცა აუცილებელია ეს გარემოებები დადასტურდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც, განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად შემდგომ განვითარებული ძალადობისა, არ მომხდარა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, არ დადასტურდა ,,ალფა ბანკთან’’ დაკავშირებული ინფორმაცია ბრალდებულებისათვის ძალადობის სანაცვლოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ. აქვე უნდა ითქვას დაზარალებულთა მიერ გამოთქმულ ვარაუდთან დაკავშირებით, რომ ძალადობის წამოწყების წინასწარი შეთანხმებით ბრალდებულების კ----–---–ში ჩასვლის ვარაუდი გამოთქვა პოლიტიკური პარტია ნ-–------–----------------ის წევრმა რამდენიმე მოწმემ, ასევე რამდენიმე ჟურნალისტმა მოწმემ, თუმცა სასამართლოზე დაკითხულ მოწმეთაგან საბოლოოდ ვერ გაირკვა ამ ინფორმაციის პირველწყარო, რომ მისგან ცნობილი გამხდარიყო ინფორმაციის წარმომავლობა და მისი სარწმუნოობის ხარისხი.

ასევე ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილზე უშუალოდ ბრალდებულების მხრიდან ძალადობის განვითარების მექანიზმი არ იძლევა საშუალებას, გაკეთდეს დასკვნა, რომ წარმოდგენილი 6 ბრალდებული წინასწარ ერთმანეთს შეუთანხმდა ძალადობაზე, ვინაიდან, როგორც მტკიცებულებების ერთობლიობით არის დადგენილი, ბრალდებულები ნ------------–--ს გამოჩენის მომენტში ერთად არ იმყოფებოდნენ და ბრალდებულთა ნაწილი ჩხუბის დაწყების შემდეგ ჩაერთო, ხოლო ზოგი მათგანი პირველ ეპიზოდში საერთოდ არ მონაწილეობდა. ირკვევა ასევე, რომ პირველი ეპიზოდი უკავშირდება ნ------------–--ს მხრიდან ბრალდებულების მისამართით გამოხატულ პოზიციებს, მის მიერ გამოყენებულ გამოთქმებს, რისი წინასწარმეტყველებაც, რა თქმა უნდა, ბრალდებულებს არ შეეძლოთ. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ბრალდებულები ერთად არ იმყოფებოდნენ ასევე მეორე ეპიზოდის დაწყებამდეც, ზოგი მათგანი უკვე დაწყებულ ჩხუბში ჩაერთო, ბრალდებულები სხვადასხვა ადგილას იმყოფებოდნენ და ქომაგობდნენ იმ პირებს, რომლებიც ჩხუბში იყვნენ ჩართული. ამდენად წარმოდგენილ 6 ბრალდებულს შორის წინასწარი შეთანხმება ძალადობის თაობაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება. ხოლო სხვა პირებს შორის შესაძლო შეთანხმების თაობაზე სასამართლო ვერ იმსჯელებს, რადგან არ იხილება მათი ბრალდების საქმე.

 

3.4. იარაღად საგნის გამოყენებით

 

იარაღად საგნის გამოყენება ბრალად წარდგენილი აქვს ბრალდებულ ვ-–-------------–---ს. აღნიშნული ბრალდება მოიცავს ვ-–-------------–--ის მიერ პლასტმასის მილის დარტყმას ზ------------–-–---–ისათვის. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, განსაკუთრებით ვიდეომასალებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ვ-–-------------–---მ თ------------ს ჯერ გადაუჭირა და შემდეგ წაართვა პლასტმასის მილი, რომელსაც ეს უკანასკნელი იქნევდა და წართმეული მილი დაარტყა ზ------------–-–---–ს, რის შემდეგაც სხვა პირმა ის დაარწმუნა, მილი გადაეცა მისთვის. ამდენად, ზ------------–-–---–ისთვის მილის დარტყმა ვ-–-------------–--ის მიერ საქმის მასალებით დადასტურებულია.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევას, საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას და ძალადობას. ამ ნიშნებიდან რომელიმეს არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მეორე ნიშანზე, რომელიც გულისხმობს ობიექტურ და სუბიექტურ მომენტს. სუბიექტურად ხულიგნობის სუბიექტს სურს დაუპირისპიროს თავი საზოგადოებას, დაანახოს ყველას, რომ ის არაფრად აგდებს საზოგადოებაში გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს, რომ ის ყოველთვის იქცევა ისე, როგორც სურს. ობიექტურად ეს გამოიხატება ისეთ ქმედებაში, რომელიც ყველას დაარწმუნებს, რომ ის გამოხატავს ამ განწყობის დემონსტრირებას. აღნიშნულის გამო ხულიგნობის სუბიექტები არიან უკიდურესად ეგოისტი ადამიანები, რომლებიც დაბალი ინტელექტით გამოირჩევიან. ამდენად, ისეთი ქმედებები, რომლებიც თუმცა შეიცავს ძალადობას და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს უხეშად, მაგრამ არ არის გამოწვეული საკუთარი თავის საზოგადოებისადმი დაპირისპირებით, საკუთარი ყოვლისშემძლეობის დამტკიცების სურვილით, მართალია, შეიძლება საზოგადოებისადმი გარკვეულ უპატივცემულობას გამოხატავდეს, თუმცა ის ვერ შეფასდება აშკარა უპატივცემულობად. ხულიგნობის სუბიექტური შემადგენლობის თავისებურების გათვალისწინებით, ის შეიძლება ჩადენილ იქნეს პირდაპირი განზრახვით.

განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება ბრალდებულების მხრიდან შემთხვევის ადგილზე შეკრებილი მთლიანი საზოგადოებისადმი უპატივცემულობის გამოხატვისა და დაპირისპირების სურვილი, საკუთარი ყოვლისშემძლეობის დამტკიცების მოტივი, საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი ნორმების არაფრად ჩაგდების განწყობა. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია ხულიგნობის შემადგენლობის ყველა ობიექტური და სუბიექტური ნიშნის არსებობის შესახებ დასკვნის გამოტანა, რაც გამორიცხავს ბრალდებულების ქმედებების ხულიგნობად დაკვალიფიცირებას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე- 5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულების მიერ სსკ-ის 239-ე მუხლის შემადგენლობის პირდაპირი განზრახვით, ხულიგნობისთვის დამახასიათებელი სუბიექტური ნიშნების განხორციელებით ჩადენას.

ქმედების გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია, განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, მართალია, არ არის საკმარისი წარდგენილი ბრალდების სისწორის დასადასტურებლად, თუმცა, იმავდროულად მიუთითებს სხვა დანაშაულის ნიშნებზე, რომელიც ბრალდებულებს არ აქვს ბრალად წარდგენილი, თუმცა რომელსაც მოიცავს მათი ქმედება, რაც მითითებულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში და რომელიც არის ბრალად წარდგენილ ქმედებაზე მსუბუქი დანაშაული, რის გამოც ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში კი არ უნდა გამართლდნენ, არამედ მათი ქმედების სამართლებრივი შეფასება უნდა შეიცვალოს ბრალდებულების სასიკეთოდ და მათი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც ცემა და ძალადობა.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზეც, რომელიც, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, განაჩენში ცვლილების შეტანას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი განხილვის უფლება) საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ევროპული სასამართლოს აზრით, იმის შეფასებისას, სამართალწარმოება მთლიანობაში იყო

თუ არა სამართლიანი, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა არ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, თუკი საქმის ზემდგომ ინსტანციაში განხილვისას მას მიეცემა თავის დაცვის საკმარისი საშუალებები. პირველ რიგში, ამისათვის მას უნდა მიეცეს საქმის გასაჩივრების უფლება და ახალი კვალიფიკაციის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა

დანაშაულის დამაფუძნებელი ნიშნები.

ამასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ, გაასაჩივრონ გადაწყვეტილება და, როგორც მინიმუმ, სადავოდ გახადონ შეცვლილი კვალიფიკაცია. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, რაც უკავშირდება იმ ნიშნებს, რომელთა საფუძველზეც ახალი კვალიფიკაციით დადგინდა მსჯავრდებულების ბრალეულობა და მიუთითებს, რომ მსჯავრდებულების ქმედებების ნაწილში სასამართლო ეყრდნობა იმავე ფაქტებს, რაც ბრალდების დადგენილებაშიც არის მითითებული. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში დაცვის მხარეს მიეცემა საშუალება, იდავოს ქმედების სამართლებრივ შეფასებაზე. ის ფაქტი, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულად ცნობილი პირების ნაწილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ეს გარემოება გახდა ხულიგნობის შემადგენლობის კომპონენტების – „ძალადობის“ და ასევე მე-3 ნაწილის - „იარაღად სხვა საგნის გამოყენების“ განმსაზღვრელი, არ ნიშნავს, რომ ეს ფაქტი იმავდროულად არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (ცემა და სხვაგვარი ძალადობა), რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს დანაშაულის შემადგენლობის იმ ძირითად ნიშნებს, რაც უკავშირდება ფიზიკურ ძალადობას.

სასამართლო მიუთითებს, რომ მისი გადაწყვეტილება შეეხება მსჯავრდებულებისთვის ბრალდების შესახებ დადგენილებიდან ცნობილი ფაქტების ბრალდების მხარისაგან განსხვავებულ სამართლებრივ შეფასებას და არა ისეთ ახალ დანაშაულში მსჯავრდებას, რომელიც არსებითად განსხვავდება ბრალდების ფორმულირებაში ასახული ფაქტებისგან. მოცემულ საქმეში ფაქტების შეფასების უარყოფა იწვევს სამართლებრივი შეფასების კორექტირებას, რაც არ ეწინააღმდეგება კანონს.

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ერთ–ერთ ბრალდებულის მიმართ დადგინდა 4 დაზარალებულის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედება. აღნიშნულ ვითარებაში აუცილებელია ამ საკითხის სამართლებრივი შეფასება. საქართველოს სსკ–ის მე–14 მუხლი ითვალისწინებს ერთიანი დანაშაულის სახეს – განგრძობად დანაშაულს, რაც გულისხმობს ერთი მუხლის ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ 2 ან მეტ ქმედებას. აღნიშნულ ნორმაში მითითებული საერთო განზრახვა ნიშნავს, რომ თითოეულ ეპიზოდს უნდა აერთიანებდეს ერთი განზრახვა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება. ასეთ ვითარებაში ბრალდებულის ყველა ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც დამოუკიდებელი დანაშაული. აქვე უნდა განიმარტოს, რომ, მართალია, ვ-–-------------–---ს ბრალად ედებოდა ერთი დანაშაული, რომელიც გადაკვალიფიცირდა 4 დამოუკიდებელ დანაშაულად, თუმცა ამით ბრალდებულის სამართლებრივი მდგომარეობა არ უარესდება, ვინაიდან ბრალად წარდგენილი 1 დანაშაული არის უფრო მძიმე, ვიდრე ის 4 დანაშაული ერთობლიობაში, რაშიც დაედო მას მსჯავრი. ამასთან, ამ 4 დანაშაულის შემადგენელ ფაქტებს მოიცავდა წარდგენილი ბრალდებაც. ამდენად, ბრალდებულს რაიმე ახალი ფაქტის გამო არ დასდებია მსჯავრი.

მეორე საკითხი, რაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება, არის მსჯავრდებულების ქმედებების სამართლებრივი კვალიფიკაცია კანონის უკუძალის თვალისაზრისით. კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობა ბრალდებულების მხრიდან, რაც დადასტურდა საქმის მასალებით, მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას. კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით მსჯავრდებლების ქმედება შეესაბამება სსკ-ის 1621-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რაც ითვალისწინებს ა--------ის დანიშვნის დღიდან ა--------ის საბოლოო შედეგების შეჯამებამდე კენჭისყრის შენობის, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას, რამაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, თუმცა, როგორც ირკვევა, აღნიშნული დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2016 წლის 24 ივნისს, ხოლო მსჯავრდებულების ქმედებები განხორციელდა უფრო ადრე. ამდენად, იმისათვის, რომ გაირკვეს, გავრცელდება თუ არა უკუძალით სსკ-ის 1621-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედება მსჯავრდებულების ქმედებებზე, აუცილებელია აღნიშნულ იქნეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.

ამდენად, აუცილებელია 2015 წლის 2------ს ცემისთვის პასუხისმგებლობის დამწესებელი ნორმის შედარება სსკ-ის 1621-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციასთან, რათა გაირკვეს, ვრცელდება თუ არა უკუძალა განსახილველ შემთხვევაში. 2015 წლის 2------ს ცემისთვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებული იყო სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე ანდა გამასწორებელ სამუშაოს ვადით 15 თვემდე. სსკ-ის 1621-ე მუხლის მე-3 ნაწილი დღეს ითვალისწინებს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 5 წლამდე. უფრო მეტიც, იმავე მუხლის პირველი ნაწილიც კი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით 2 წლამდე. ამდენად, არათუ სსკ-ის 1621-ე მუხლის მე-3 ნაწილი, იმავე მუხლის პირველი ნაწილიც კი უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე იყო სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულების ქმედებები ვერ დაკვალიფიცირდება სსკ-ის 1621-ე მუხლის ვერც ერთი ნაწილით. ამდენად, ირკვევა, რომ სპეციალური ნორმა, რომელიც მიუთითებს ძალადობის კონკრეტულ ადგილზე, განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული ვერ იქნება, რის გამოც გადასვლა უნდა მოხდეს ზოგად ნორმაზე, რომელიც არის სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რაც ითვალისწინებს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, თუმცა ირკვევა, რომ აღნიშნული ნორმის სანქცია არის ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 180-დან 240 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით 2 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. უფრო მეტიც, ამ მუხლის პირველი ნაწილის სანქცია არის ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობა ვადით 6 თვიდან 1 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით 2 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ ნორმაში ცვლილებები შევიდა 2016 წლის 1 დეკემბერს, 2017 წლის 4 მაისს, 2017 წლის 1 ივნისს, 2018 წლის 30 მაისს. ამასთან, 2016 წლის 1 დეკემბრამდე აღნიშნული ნორმა ცემას და სხვაგვარ ძალადობას კი არ ითვალისწინებდა, არამედ სისტემატურ ცემას და სხვაგვარ ძალადობას. უნდა ითქვას, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებების შემდეგ ყოველ ჯერზე ამ ნორმის სანქცია მკაცრდებოდა, რის გამოც ყველაზე მსუბუქი სანქცია გათვალისწინებული იყო 2016 წლის 1 დეკემბრის ცვლილებით, თუმცა მაშინაც კი სსკ-ის 126-ე მუხლის ყველაზე მსუბუქი - პირველი ნაწილის - სანქცია იყო ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 120-დან 180 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე, რაც უფრო მკაცრი დანაშაულია, ვიდრე 2015 წლის 2------ს მოქმედი 125-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც იმავე დანაშაულს ითვალისწინებდა, რასაც 2016 წლის 1 დეკემბრის ცვლილების შემდეგ - სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, აღნიშნული მუხლითაც ვერ მოხდება მსჯავრდებულების ქმედებების დაკვალიფიცირება. ირკვევა, რომ 2015 წლის 2------ის შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსში არ შესულა არც ერთი ცვლილება, რომელიც შეამსუბუქებდა სასჯელს ცემისთვის და რომლის უკუძალით მსჯავრდებულების ქმედებებზე გავრცელება შესაძლებელი იქნებოდა, რის გამოც მსჯავრდებულების ქმედებები უნდა დაკვალიფიცირდეს ქმედების ჩადენის დღეს მოქმედი ნორმით. ქმედების ჩადენის დღეს მსჯავრდებულების ქმედებებს ითვალისწინებდა სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც დასჯად ქმედებად იყო გამოცხადებული ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული მუხლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონით ამოღებულ იქნა და ამ ნორმის შინაარსი გადატანილ იქნა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილში. ზემოაღნიშნული კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ხოლო გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ვებგვერდზე 2016 წლის 13 დეკემბერს. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულების ქმედებები უნდა დაკვალიფიცირდეს ქმედებების ჩადენის დღიდან განაჩენის გამოტანის დღემდე მოქმედი ყველაზე მსუბუქი მუხლით - სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის 2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ---------------მ ჩაიდინა ნ------------–--ს განზრახ ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, რომლის შემადგენლობაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); გ----------------მა ჩაიდინა ნ------------–--ს განზრახ ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, რომლის შემადგენლობაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); ნ--–-------–----–-----მ ჩაიდინა გ-----------------ს მიმართ განზრახ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, რომლის შემადგენლობაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); გ-------–--------–---მ ჩაიდინა ზ------------–-–---–ის განზრახ ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, რომლის შემადგენლობაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); კ---------–--–-–---–მა ჩაიდინა ზ------------–-–---–ის მიმართ განზრახ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, რომლის შემადგენლობაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); ვ-–-------------–---მ ჩაიდინა ა---------–---–-ს განზრახ ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, რომლის შემადგენლობაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); ა-–------–-–---ს განზრახ ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, რომლის შემადგენლობაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); ზ------------–-–---–ის მიმართ განზრახ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, რომლის შემადგენლობაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); ლ-–----------ს განზრახ ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, რომლის შემადგენლობაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არც ერთი მსჯავრდებულის მხარეს არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას და ისინი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ სწორედ ამ კვალიფიკაციით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გ---------------ს, გ----------------ს, ნ--–-------–----–-----ს, კ---------–--–-–---–ს, ვ-–-------------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ძალადობა მათი და მათი მეგობრების წინააღმდეგო განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შედეგად.

გ--------------ის, გ----------------ის, ნ--–-------–----–-----ს, კ---------–--–-–---–ის, ვ-–-------------–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია ქმედების ჩადენა ჯგუფურად, ა--------ის მიმდინარეობის პარალელურად, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიმართ, ხალხმრავალ ადგილას, რამაც საზოგადოებაში გააჩინა კითხვები ა--------ის ჩატარების წესის დაცვის კუთხით.

ნ--–-------–----–-----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ასევე ნასამართლობა.

ვ-–-------------–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ასევე რამდენიმე დამოუკიდებელი ქმედების ჩადენა, მათ შორის პარლამენტის წევრის მიმართ, ასევე ძალადობა პლასტმასის მილის გამოყენებით.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

საქართველოს სსსკ–ის 269–ე მუხლის მე–6 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისთვის ბრალდებული გარდაცვლილია.

პირველ რიგში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ საქმის განხილვის დასრულებამდე ერთ–ერთი ბრალდებული – გ-------–--------–--- გარდაიცვალა, რის გამოც მას სასამართლო კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელს ვერ დაუნიშნავს. ამდენად, მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დაუნიშნავად.

მსჯავრდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გ----------------ის შემთხვევაში – ნ------------–--ს საუბრისა და ქცევის შეურაცხმყოფელად აღქმა; გ--------------ის, ნ--–-------–----–-----ს შემთხვევაში – მეგობრის – გ----------------ის წინააღმდეგ სხვების ფიზიკური დაპირისპირება; კ---------–--–-–---–ის შემთხვევაში – ზ------------–-–---–ის მხრიდან მეგობრის წინააღმდეგ მოქმედება; ვ-–-------------–--ის შემთხვევაში – გ----------------ის წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირების კერასთან ა---------–---–-ს მიახლოება, ა-–------–-–---ს მოქმედება ვ-–-------------–--ის წინააღმდეგ, ზ------------–-–---–ის მხრიდან მეგობრის წინააღმდეგ მოქმედება, ლ-–----------ს აღქმა მის მეგობართან დაპირისპირებულ მხარედ); მიზანს (გ----------------ის, გ--------------ის შემთხვევაში – ნ------------–--სთვის სამაგიეროს გადახდა; ნ--–-------–----–-----ს შემთხვევაში – გ-----------------ს ჩამოცილება მოჩხუბრებისაგან; კ---------–--–-–---–ის შემთხვევაში – ზ------------–-–---–ისთვის სამაგიეროს გადახდა; ვ-–-------------–--ის შემთხვევაში – ა---------–---–-ს ჩამოცილება მოჩხუბრებისგან, ა-–------–-–---სთვის, ზ------------–-–---–ისთვის სამაგიეროს გადახდა, ლ-–----------ს წინააღმდეგ მოქმედებაში მეგობრის დახმარება); ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (ყველა მსჯავრდებული მოქმედებდა პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვით და ამოძრავებდათ დაზარალებულებისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების სურვილი), მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას (ყველა მსჯავრდებულმა უხეშად ხელყო ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის, პატივისა და ღირსების პატივისცემის კონსტიტუციური ვალდებულება), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს (გ----------------ისა და გ--------------ის შემთხვევაში – ხელით არაერთი დარტყმის მიყენება ნ------------–--სთვის; ნ--–-------–----–-----ს შემთხვევაში – მუშტის ძლიერად ერთხელ დარტყმა გ-----------------სთვის; კ---------–--–-–---–ის შემთხვევაში მუშტის ერთხელ ძლიერად დარტყმა სახის არეში წაქცეული ზ------------–-–---–ისთვის, რომელიც წამოდგომას ცდილობდა; ვ-–-------------–--ის შემთხვევაში – ა---------–---–-ს, ა-–------–-–---სა და ლ-–----------სთვის თავის არეში ხელის არაერთი დარტყმა, ზ------------–-–---–ისთვის პლასტმასის მილის ჩარტყმა ტანის არეში), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაზარალებულებში ტკივილის გამოწვევა), მსჯავრდებულების წარსულ ცხოვრებას (მსჯავრდებულები არიან ყოფილი და მოქმედი სპორტსმენები, მწვრთნელები, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები, შესაბამისი სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები), მსჯავრდებულების პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120–დან 180 საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით 15 თვემდე.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

საქართველოს სსკ-ის 45-ე მუხლის თანახმად, გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნისას მსჯავრდებულს ხელფასიდან სახელმწიფოს შემოსავალში დაიქვითება თანხა განაჩენით დადგენილი ოდენობით არანაკლებ 5 და არაუმეტეს 20 პროცენტისა.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის სახეს და ზომას მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედებებისა და მათი პიროვნების შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს იმ უარყოფით შედეგებს, რაც მოჰყვა მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ ქმედებებს; საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მყარად ფესვგადგმული, ღირსების დაცვის საბაბით ძალადობის გამართლების მანკიერი სტერეოტიპული შეხედულების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას; ასევე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ საკანონმდებლო ცვლილებებში გამოხატულ ნებას, უშუალოდ მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედებები – ა--------ის პერიოდში კენჭისყრის ადგილის მიმდებარედ განხორციელებული ძალადობა გამოეყოს ძალადობის სხვა შემთხვევებს და დაისაჯოს უფრო მკაცრად, და მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისათვის აუცილებელია უმკაცრესი სახის სასჯელის განსაზღვრა. აღნიშნული იქნება სამართლიანობის აღდგენის, მსჯავრდებულების (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულების რესოციალიზაციის მიზნების მიღწევის პროპორციული საშუალება. სასჯელთა მიზნებიდან სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს ახალი ძალადობრივი დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზანს.

მსჯელობს რა, თუ რომელი სახის სასჯელი არის უფრო მკაცრი, სასამართლო ითვალისწინებს სანქციით გათვალისწინებულ სასჯელის ზომებს და მათ ხასიათს. კერძოდ, გამასწორებელი სამუშაო და ჯარიმა არის ფინანსური სასჯელები, რომელთა მხოლოდ ზომა და გადახდის წესია განსხვავებული. კერძოდ, ჯარიმისგან განსხვავებით, გამასწორებელი სამუშაოს გადახდის ვადა – 15 თვემდე – კოდექსით გათვალისწინებულია, ისევე, როგორც მისი ოდენობა – ხელფასის 5–დან 20 პროცენტამდე. ვინაიდან ჯარიმის გადახდა ხდება ერთდროულად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ მსჯავრდებლების მიმართაც, რომლებიც არ მუშაობენ და სტაბილური ხელფასი არ აქვთ, შეიძლება მისი ოდენობა აღემატებოდეს დასაქმებული მსჯავრდებულების ხელფასის 15 თვის ყოველთვიურ 20%–ს, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ჯარიმა არის უფრო მკაცრი სასჯელი, ვიდრე გამასწორებელი სამუშაო. ამდენად, უნდა შედარდეს ჯარიმა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. ჯარიმისგან განსხვავებით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაც კონკრეტულ ვადებს ითვალისწინებს – 120–180 სთ. მხედველობაშია მისაღები, რომ ჯარიმისა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მიმართებას ადგენს სსკ–ის 44–ე მუხლის მე–3 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თუ მსჯავრდებული უარს იტყვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე, ის შეიძლება შეიცვალოს ჯარიმით, და სსკ–ის 42–ე მუხლის მე–6 ნაწილი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 4 საათი ჩაითვლება ჯარიმის 50 ლარად. გამოდის, რომ მაქსიმალური ოდენობით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ტოლია 2250 ლარის, ხოლო ჯარიმის დანიშვნის შემთხვევაში მისი ზომის თაობაზე მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს.

ამდენად, სსკ–ის 125–ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის გაანალიზების შედეგად სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი არის ჯარიმა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, იმისათვის, რომ ჯარიმამ შეინარჩუნოს ეს სტატუსი, აუცილებელია მისი ზომა განისაზღვროს 2250 ლარის ზევით. ამასთან, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, შედარებით მსუბუქი სასჯელი უნდა განესაზღვროს გ---------------სა და გ----------------ს, ხოლო შედარებით მძიმე - ნ--–-------–----–-----ს, კ---------–--–-–---–ს და ვ-–-------------–---ს.

სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ვ-–-------------–---ს სასჯელები დაენიშნა 4 დანაშაულისთვის. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის განსაზღვრა. ამ საკითხს აწესრიგებს სსკ-ის 59-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას ყველაზე მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს. კანონი განსახილველ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სასჯელთა შეკრების შესაძლებლობას. ამდენად, ვ-–-------------–--ისთვის დანიშნულ სასჯელთაგან ყველაზე მკაცრმა უნდა შთანთქას დანარჩენი.

სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ნ--–-------–----–----- ნასამართლევია სხვა დანაშაულისათვის, რის გამოც დაენიშნა სასჯელი, თუმცა დანიშნული სასჯელი, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, არ არის სრულად აღსრულებული. სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან აღუსრულებელი სასჯელი არის ჯარიმა, რომლის ოდენობაც გაცილებით მცირეა, ვიდრე ახლად დანიშნული სასჯელი, სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი.

 

7. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო და მათ არ დაურღვევიათ მათზე დაკისრებული ვალდებულებები. ამდენად, გადახდილი გირაო კანონით დადგენილი წესით უნდა დაუბრუნდეთ მათ შემტანებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

სსსკ–ის 79–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება, მესაკუთრეს ან მფლობელს არ უბრუნდება ან სახელმწიფოს არ გადაეცემა, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

საქმეზე ნივთმტკიცებებად ცნობილია ტანსაცმელი და ტელეფონი, რაც, სსსკ–ის 81–ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს; ანაწმენდები, რომლებიც არ წარმოადგენენ რაიმე ღირებულების არმქონე ნივთებს, რის გამოც ისინი, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ექვემდებარება განადგურებას; ვიდეომასალა, რაც, სსსკ–ის 79–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, შენახულ უნდა იქნეს საქმესთან ერთად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ----------------ის, გ--------------ის, გ-------–--------–--ის, კ---------–--–-–---–ის, ნ--–-------–----–-----ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

ვ-–-------------–--ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

გ-------–--------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის დაუნიშნავად.

გ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

გ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.

ნ--–-------–----–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ნ--–-------–----–-----ს მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

კ---------–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით.

ვ-–-------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) (ა-–------–-–---ს მიმართ ჩადენილი ქმედება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.

ვ-–-------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) (ა---------–---–-ს მიმართ ჩადენილი ქმედება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

ვ-–-------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) (ზ------------–-–---–ის მიმართ ჩადენილი ქმედება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით.

ვ-–-------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) (ლ-–----------ს მიმართ ჩადენილი ქმედება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და ვ-–-------------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით.

კ---------–--–-–---–ის, ნ--–-------–----–-----ს, გ--------------ის, გ-------–--------–--ის, გ----------------ის, ვ-–-------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს სახით გადახდილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეთ მათ შემტანებს.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: თ--------------ს პერანგი, ლ----------------ს პერანგი, ზ-----------------ს პერანგი, ჯ--------–-----ს პერანგი, ლ-–----------ს მაისური, თ------------ს ქურთუკი, ირმა მესხიას მობილური ტელეფონი, ა---------–---–-ს პერანგი, ზ------------–-–---–ის ჯემპრი, ნ------------–--ს პერანგი დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს; თ------------------სგან, ე-------------------–---–-საგან, ლ--------–------სგან, ქეთევან ჩოხელისგან, ინტერნეტ ვებგვერდ „youtube”-ის დათვალიერებისას ამოღებული, პ--------------ს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ წარმოდგენილი, კ---------–--–-–---–ის, გ--------------ის, ნ--–-------–----–-----ს, გრიგორ ტყემალაძის, ვ-–-------------–--ის, გ----------------ის ფოტოსურათების, ა-–------–-–---ს სამედიცინო გამოკვლევების ამსახველი დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით; ანაწმენდები განადგურდეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია