თავი X — მტკიცებულება, მტკიცების საგანი და პროცესი
1. ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვას და მისი თვისებების შეცვლას.
2. ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება, მესაკუთრეს ან მფლობელს არ უბრუნდება ან სახელმწიფოს არ გადაეცემა, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
3. ძვირფასი ლითონები, ქვები (თვლები), ფულის ნიშნები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები, თუ მათ ინდივიდუალურ ნიშნებს მტკიცებულების მნიშვნელობა არა აქვს, ინახება საბანკო დაწესებულებაში.
4. ნივთიერი მტკიცებულება შეიძლება ინახებოდეს ასევე სხვა ადგილა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(22)
საქმე №ბს-160(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2025
…პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეჭვმიტანილს უფლება აქვს ისარგებლოს დამცველის მომსახურებით მასთან შეთანხმებით, ანაზღაურებით ან ანაზღაურებისგან სრული გათავისუფლებით ამ კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, მათ ნათესავებს, სხვა პირებს შეუძლიათ ადვოკატთან დადონ შეთახნმება სისხლის სამართლის საქმეში მისი…
საქმე №ბს-1315(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2023
…არა მხოლოდ მისცეს წინადადება, არამედ საჭიროების შემთხვევაში დაავალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა (შდრ. სუსგ 18.10.2022წ. Nბს-376(კ-22)). ამჟამად მოქმედი 09.10.2009წ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მისი თვისებების შეცვლას, ანალოგიურ…
…დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვას…
საქმე №2კ-114აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.06.2017
…საქალაქო სამმართველოში, შენახულ უნდა იქნეს მოცემული საქმიდან გამოყოფილ №….. საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. - მონადირეთა მაღაზია „…..“ ამოღებული დალუქული ვიდეომასალა, ორ ცალ DVD-R დისკზე, რომლებიც ერთვის საქმეს, საქართველოს სსსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით. 3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ფ-ს ინტერესების…
საქმე №2კ-418აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2016
…გ. ი-ს საკუთრებაში არსებულ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების - 999მ2 მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საერთო ფართის 178.00 ½ ნაწილზე დადებული ყადაღა, მდებარე - ქ. თ-ი, დ-ი, დ-ს ქუჩა №....-ში (საკადასტრო კოდი......). საქართველოს სსსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 79, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-79/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია