განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002307365
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/60-18 20 აგვისტო, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი დ----------------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული პ---------–----------–---------------------–-------–-–-------------------------------–----------–---------------------------------------–--------------------------------–-----–----–----------–--------–---------------------------------------------------–---–---------
2.1.1. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი, მე-6 ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა
2.1.2. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი
ქმედების შემადგენლობა: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია
2.2. ბრალდებული გ-----------–----------–----------------------–-------–-–------------–--------------–----------–---------------------------------------–--------------------------------–-----–----–----------–--------–---------------------------------------------------–---–---------
2.2.1. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი, მე-6 ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა
2.2.2. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი
ქმედების შემადგენლობა: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია
2.3. ადვოკატი მ---------------
2.4. ადვოკატი ჯ---------–---
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
2017 წლის 2-----------ს, დილის საათებში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-------ში, ,,ლ-----ს’’ უბანში გ--------–------- და პ------–-------, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ ხანდაზმულ ცოლ-ქმარს – ი-----–-----------–---ს და ნ------–------–-----ს. გ------- და პ----- შ-------ბმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნ------–------–-----ს და ი-----–-----------–---ს სხეულის სხვადასხვა ადგილას, ასევე ჯოხის გამოყენებით უმოწყალოდ ცემეს ი-----–-----------–---ი. ეს უკანასკნელი მიყენებული დაზიანების გამო გარდაიცვალა მესტიის რაიონულ საავადმყოფოში, ხოლო ნ------–------–-----მა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტები სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
3.1. ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება
3.1.1. ბრალდებული გ--------–-------
3.1.1.1. ი-----–-----------–---ის წინააღმდეგ ქმედება
მოწმე ნ------–------–-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ დილის 8 საათზე მესტიაში მიდიოდნენ ის და მისი მეუღლე ი-----–-----------–---ი. ჭიშკართან ჩასაფრებულები იყვნენ ბრალდებულები, ხის ნახევარმეტრიანი ჯოხები ჰქონდათ, რომლებსაც 8–10 წუთი ურტყამდნენ თავში, რის შემდეგაც ორივე მკვდარი ეგონათ და წავიდნენ. ი-----–-----------–---ი ვერაფერს ეუბნებოდა, მხოლოდ ხმებს გამოსცემდა. ჯერ მეუღლეს დაუწყეს დარტყმა, დასწრებაზე იყვნენ, თავიდან დაიწყეს და ბოლომდე გაათავეს. ჭიშკარი გააღეს და უცებ დაესხნენ თავს. მუქი ფერის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ეცვათ. ბრალდებულები დეიდაშვილის შვილები არიან. ორივეს მოკვლა უნდოდათ, რომ მოპასუხე არ დარჩენილიყო. მეუღლეს სდიოდა სისხლი. მერე დილას უთხრა შვილმა, რომ მეუღლე გარდაიცვალა.
მოწმე მ---------------–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ ნ------–------–-----მა უთხრა ტელეფონით, რომ დახვდნენ ბრალდებულები, ცემეს ი-----–-----------–---ი, თავში ჩაარტყეს.
მოწმე დ---------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ დილის 8-9 საათზე გაიგო დანაშაულის შესახებ ოპერატიული მორიგისგან. ოპერატიული ინფორმაცია მიიღო ბრალდებულებზე. დილის 9-10 საათისთვის მივიდნენ ბრალდებულებთან. ბრალდებულები მარტო იყვნენ თავიანთი სახლის წინ. გ-----------–----- სხვა ავტომანქანით მოძრაობდა ოპერატიულად მათთან ერთად. ჰაილუქსით იყო თვითონ. გ-----------–----- პიკაპით იყო, მაგრამ ის ავტომანქანა მას არ უნახავს. შეიძლება უფროსის პრადოთი ყოფილიყო ან სხვა ავტომანქანით ან შეიძლება ფეხით მისულიყო. სუსხიანი ამინდი იყო. ბრალდებულების აღელვება, ოფლიანობა არ შეუმჩნევია. ისინი თავიანთ სახლთან დააკავეს, რა დროსაც ბრალდებულების დედამ გამოხატა აგრესია, მოვიდა 3-4 კაცი, ატყდა დებოში, რის გამოც დაკავების ოქმი შედგა სამმართველოში. გ------- შ------ს ადგილზეც და სამმართველოშიც გააცნო უფლებები. გ------- შ------მა ოქმებზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა. შემდეგ ტანსაცმელი ამოიღო ბრალდებულებისგან. ამასაც არ მოაწერა ხელი გ------- შ------მა. 4 პოლიციელი იყო დაკავების დროს. აუხსნა ბრალდებულებს, თუ რისთვის აკავებდნენ. ბრალდებულს ის და გ------------------- აკავებდნენ, ხელბორკილი დაადეს და ავტომანქანაში ჩასვეს, არ უცემიათ. ტანსაცმლის ამოღების დროს გახადა გ-------ს შ------ს შავი ზედა ელვაშესაკრავით, რეზინის დაბოლოებებით. მაშინვე დალუქა. სამმართველოს გამჭირვალე ლიფტი აქვს. ტანსაცმლის გახდის შემდეგ თავისი სხვა ტანსაცმელი ჩააცვა გ------- შ------ს. გ-------------------ს და თანამშრომლებს დაავალა ბრალდებულის სხვა ტანსაცმლის მოტანა. მე-4 სართულზე ყავდა გ--------–-------. სხვა სართულზე არ გადაუყვანია. დაკავებულები რომ მიყავდათ, გზაში დაემგზავრათ ქალბატონი - ნ---------–------.
მოწმე ვ--------------ს ჩვენების თანახმად, 2-----------ს დილით ელსმენით შეტყობინება შემოვიდა, რომ ბრალდებულებმა ცემეს 2 ადამიანი. ამის შემდეგ ბრალდებულები დააკავეს. საღამოს სახლი გაჩხრიკეს, რადგან იყო ინფორმაცია, რომ იქ საინტერესო ნივთები იქნებოდა. ბ--–--------–---მა თანხმობა განაცხადა ჩხრეკაზე. დ------ შ------ი, ბ------------- და გ---------–---- ესწრებოდნენ ჩხრეკას. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ბოტასი. ბრალდებულების დედამ თქვა, რომ ბოტასი გ--------–-------ს იყო. ამოღებული ნივთი დაილუქა შსს–ს თეთრი ფერის პარკში. თეთრ ბოტასს ოდნავ სისხლის ლაქები ჰქონდა წვერზე. ჩხრეკის ოქმში მითითებული პირების გარდა სხვა პოლიციელები არ ახლდათ. ჩხრეკისას ტელეფონი არ წამოუღიათ სახლიდან. ბ--–--------–----სა და დ------ შ------ის გარდა სახლში სხვა ახლობელი არ ყოფილა. ეზოშიც არავინ იმყოფებოდა. ამოღებული ბოტასი თავის სეიფში შეინახა, რის შემდეგაც გადასცა გამომძიებელს.
მოწმე ი-----–------------ას ჩვენების მიხედვით, ბრალდებულების დასაკავებლად გავიდნენ, რადგან ოპერატიული ინფორმაციით გაირკვა, რომ ბრალდებულებმა ცემეს 2 ადამიანი. გ-----------–----- ოპერატიული ავტომანქანით მიყვებოდა მათ. დაკავებისას გ-----------–-----ც მივიდა. ბრალდებულების სახლის კარებთან დააკავეს. მათი დედა ლანძღავდა მათ, რის გამოც დაკავებულები წაიყვანეს პოლიციაში. გზაზე 3-4 კაციც აგრესიულად იქცეოდა. 112-ის შეტყობინების გარდა სხვა ინფორმაცია არ ქონიათ. საავადმყოფოში მივიდა 10 წუთში. ნ------–------–-----მა თქვა, ძმებმა შ-------ბმა გვცემესო. ბრალდებულებს დაკავების დროს უთხრეს, რომ ნაცემი ადამიანი მათ ასახელებდა. ბრალდებულები გაოფლილები და აღელვებულები არ იყვნენ. მათ ხელბორკილები დაადეს და წამოიყვანეს ავტომანქანით. უკან გ-----------–----- მოყვებოდათ ერთ–ერთი თანამშრომლის ნაცრისფერი ავტომანქანით. გზაზე ქალი ჩაისვეს ავტომანქანაში წინ, მის გვერდით. სამმართველოდან ბრალდებულების სახლამდე 1 კმ იქნება. დედა გამოვიდა დაკავების დროს, მერე – მამაც.
მოწმე ბ-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ შემოვიდა შეტყობინება ბრალდებულების სახლში საინტერესო ნივთის შესახებ. ჩატარდა სახლის ჩხრეკა. ჩხრეკაში მონაწილეობდა ოჯახის ნათესავი, ბრალდებულების მშობლები. საძინებლიდან სისხლიანი ბოტასი ამოიღეს, რაც ადგილზე დალუქეს. ბრალდებულების მამა სახლში იყო ჩხრეკისას. ლოგინის ქვეშ ნახეს თეთრი ბოტასი, რომლის ერთ ცალს წვერთან ოდნავ გვერდით ჰქონდა ლაქები. ამოღებული ნივთი შსს-ს გამჭირვალე პარკში ჩადეს. ბრალდებულების დედამ თქვა, რომ ბოტასი შვილის იყო. ჩხრეკისას ტელეფონი არ უნახავს.
მოწმე გ-------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 09 საათზე მივიდა სამსახურში. დაახლოებით ნახევარ საათში გაიგო ოპერატიული ინფორმაცია. ი-----–------------ამ ჩაუტარა ინსტრუქტაჟი. როცა მივიდა სამსახურში, ი-----–------------ა სამსახურში იყო და ისინი ერთად გავიდნენ. გ-----------–----- ვერცხლისფერი ავტომანქანით მოჰყვებოდათ. სახლის ჭიშკართან დააკავეს გ--------–------- ჩხუბის გამო. გ-----------–----- ავტომანქანიდან გადმოსული არ უნახავს. 10–15 კაცი იყო იქ, რომლებიც ხელს უშლიდნენ. დაკავების ადგილზე შეხლა-შემოხლის, ხმაურის გამო სამმართველოში შეადგინეს ოქმი. გ------- შ------მა თქვა, დამნაშავე არ ვარო და ხელი არ მოაწერა ოქმს. დაკავების ოქმში მითითებული დროები სწორია. 15-20 წუთი უნდა სამმართველოდან ბრალდებულების სახლამდე მისვლას. დაკავებულები როცა მოჰყავდათ, ქალი ჩაისვეს ავტომანქანაში წინ. ამის შემდეგ ამოიღეს გ--------–-------ს ტანსაცმელი –სრულად, რაც ეცვა ყველაფერი. ამოღების დროს ტანსაცმელი არ დათვალიერებულა, არ იცის რამე ეტყობოდა მას თუ არა. სისხლის ლაქა იყო ტანსაცმელზე. ამოღებული ბოტასი იყო ფერის.
მოწმეებმა: ნ-----------მ, მ-----------–---მ, ნ--------–-----მ, ლ-----------–---–მა დაადასტურეს ექსპერტიზის დასკვნები.
მოწმე გ--------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ცხიმოვანი ემბოლია არის ძვლის ტვინის ცხიმი, რომლის მოძრაობა იწვევს გაჭედვას, სუნთქვის უკმარისობას, სიკვდილს. ცხიმის მოწყვეტიდან რამდენიმე წუთში კვდება ადამიანი, მაგრამ ჰქონია შემთხვევა, როცა ცხიმი პაციენტს გაწერის დღეს მოწყდა და ადამიანი მოკვდა. ცხიმიანი ემბოლია ძვლის მოტეხილობის შედეგია. ცხიმი მოხვდა სისხლიან ფილტვში, რამაც გამოიწვია სუნთქვის უკმარისობა და სიკვდილი. ცხიმოვანი ემბოლია იშვიათი შემთხვევაა. 18 წლის განმავლობაში სულ 4 შემთხვევა ჰქონია ასეთი. გარდაცვლილისგან სისხლის და სხვა ნიმუშები აიღო ქ. ქუთაისში, გარდაცვლილის ტანსაცმელი დალუქული გადასცა გამომძიებელს.
მოწმე გ------- ს----–--ს ჩვენების თანახმად, 28 ნოებერს დილით 8-დან 9 საათამდე 112–დან შევიდა შეტყობინება ცემის შესახებ, სადაც მითითებული იყო ინიციატორის ვინაობა და ტელეფონის ნომერი. შეტყობინების ინიციატორს მალევე დაუკავშირდა, გაიგო, რომ ის ლ-----ს უბანში იმყოფებოდა და ჰკითხა, თუ ვინ ჩაიდინა აღნიშნული. ვალიდა, იგივე ნ------–------–-----მა უთხრა, რომ ბრალდებულებმა ცემეს ის და მეუღლე, რომ ი-----–-----------–---ს ფეხი ჰქონდა მოტეხილი. საღამოს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ დანაშაულთან კავშირში მყოფი ნივთი შეიძლებოდა ყოფილიყო ბრალდებულების სახლში.
მოწმე გ---------–----ს ჩვენების მიხედვით, სახლის ჩხრეკაში მიიღო მონაწილეობა. იქ დახვდა ბრალდებულების დედა, რომელმაც თანხმობა განაცხადა ჩხრეკაზე. საძინებლიდან ამოიღეს თეთრი ბოტასები, რომელსაც წინა მხარეს ზემოდან მოწითალო ლაქები ჰქონდა. ის გამჭირვალე პაკეტში მოთავსდა. ჩხრეკას ესწრებოდა ბ--–--------–----ს ახლობელი კაცი. ორივე ბოტასს ეტყობოდა ლაქები. ვ--------------მ ამოიღო ის, ბ--–--------–---ს ანახა ბოტასები. ოქმი იქვე შედგა. სახლში მხოლოდ სამნი მივიდნენ. ჩემი შვილების არისო ბოტასი, თქვა დედამ. ოქმი ვ--------------მ წაიკითხა. ბ--–--------–---ს ესმოდა, ხელიც მოაწერა დალუქვის შემდეგ. ტელეფონი არ ამოუღიათ. ვ--------------მ დალუქა ბოტასები იქვე.
მოწმე გ-----------–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 112-დან შემოვიდა შეტყობინება, ი-----–------------ამ შექმნა ჯგუფი და 3 თანამშრომელი გავიდა ადგილზე. ის ავტომანქანით გაჰყვა მათ. 5 მეტრში მიჰყვებოდა თანამშრომლების ავტომანქანას. 20 წუთში მივიდნენ ბრალდებულების სახლთან. თვითონ სახლამდე არ მისულა, მოშორებით გაჩერდა. გზაზე პიკაპს გადაუსწრო და მის წინ გაჩერდა. გზაზე იყვნენ ბრალდებულები. იქ შეხლა–შემოხლა იყო, ადგილზე ხალხი შეგროვდა. ამიტომ ოქმი ვერ შეადგინეს ადგილზე. ბრალდებულების დედა აღელვებული იყო. სხვა ადამიანებიც იყვნენ. ბრალდებულების დედა კიოდა. თანამშრომლების ავტომანქანას არავინ ჩაუსვამს გზაში. უკან გზაზე არცერთს გაუჩერებია ავტომანქანა.
საქმეზე დართული დისკის თანახმად, ქალი ამბობს, რომ არის ვ--–---------–------ და რომ შ-------ბი დახვდნენ, ბ------ შ------ი, ბ--------- შ------ი, რომ ჯოხებით ცემეს ის და მისი მეუღლე, რომელიც კვდება. ზარი განხორციელდა 08:00 საათიდან 08:20 საათამდე 5–ჯერ ნომრიდან 5--------. ყოველ ჯერზე ქალბატონი ითხოვს დახმარებას.
მოწმე ბ--–--------–----ს ჩვენების მიხედვით, 2-----------ს, დილის 8 საათისთვის ზ---–------------ მივიდა მათთან, გ------- და პ----- შ-------ბი გააღვიძა, მაგრამ ისინი არ ადგნენ. წინა ღამეს და იმ დილას მისი შვილები გარეთ არ გასულან. 09:30 საათისთვის 1 ავტომანქანით 3 პოლიციელი მივიდა მათ სახლში. გარედან დ--------------- გ------- შ------ს ეძახდა. მასთან ერთად 2 პოლიციელი იყო. მან გააღვიძა გ--------–-------. დ---------------მ გ-------ს სთხოვა პ-----ს გაღვიძება. მისი ორივე შვილი ჩაჯდა პოლიციის ავტომანქანაში. პოლიციელებმა ისინი წაიყვანეს, გავესაუბრებით და გამოვუშვებთო. მათი წაყვანისას რამე კონფლიქტი არ ყოფილა. მის და ზ---–-----------ის გარდა გარეთ არავინ გამოსულა. 2 საათში მივიდა მათთან გ-----------–----- ჩხრეკის ჩასატარებლად და ამოიღეს პ------–-------ს ბოტასი. 2 წლის წინ ნ------–------–-----მა დააბრალა მისი ცემა, პოლიციაში დარეკა, ბ--–-მ მცემაო. გაირკვა, რომ არ იყო ნაცემი. ნ------–------–-----ს ყველასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, საკუთარი სოფლიდან გამოდევნილი იყო. ჩხრეკის დროს მეუღლე პოლიციაში იყო და ლიფტიდან უნახავს, რომ გ-------ს ტანსაცმელი ეყარა იატაკზე და ტიტველი იჯდა გ-------. მას კონფლიქტი არ ჰქონია ნ------–------–-----თან. მისი შვილები თბილისში იყვნენ, მათთვის არ დაურეკავს და არ უთქვამს, ცემეთო ესენი.
მოწმე გ--------–------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ი-----–-----------–---ს აღენიშნებოდა ტრამვები. მისგან გაიგო, რომ თავს დაესხნენ, მაგრამ ვინ იყვნენ, ვერ იცნო. იგივე უთხრა ნ------–------–-----მაც. ი-----–-----------–---ს შუბლის არეში მცირე ნაჭდევი აღენიშნებოდა, გადაუდებელი დახმარება გაუწიეს, მერე უნდა გადაეყვანათ პროფილურ საავადმყოფოში, თუმცა ნ------–------–-----ი ამის თანხმობას არ აძლევდა, ამბობდა, მოკვდეს, შ-------ბს მაინც ხომ გავამწარებო. სანამ მისგან თანხმობა მიიღეს, 22–23 საათზე გარდაიცვალა ი-----–-----------–---ი. მან გამომძიებელს მისცა ჩვენება. შემდეგ გამომძიებელს დაურეკა პროკურორმა და უთხრა, ექიმს შეაცვლევინეთო ჩვენების ის ნაწილი, სადაც ამბობსო, რომ ი-----–-----------–---მა ვერ იცნო თავდამსხმელები. ამ სიტყვების ამოღებას ითხოვდნენ. აღნიშნულზე არ დათანხმდა, რის გამოც პოლიციის თანამშრომლები „ეჩალიჩებოდნენ“ ჩვენების შეცვლაზე, თუმცა ვერ დაითანხმეს. ნ------–------–-----მაც თავიდან უთხრა, რომ არ იცოდა თავდამსხმელების ვინაობა. მეორედ ნახვისას კი ეკითხებოდა, არ დაიჭირესო ბრალდებულები? ნ------–------–-----ი მანამდეც მოიყვანეს მასთან, ამბობდა, ბ--–-მ მცემაო, თუმცა არაფერი ეტყობოდა. ჰკითხა, რატომ აკეთებდა ამას, რაზეც უპასუხა, რომ მანამდე არ მოისვენებდა, სანამ არ გაამწარებდა ბ--–--------–----ს ოჯახს. ნ------–------–-----ი ეუბნებოდა მას, რომ ი-----–-----------–---ი გ--------–-------ს დაჭრის გამო გაასამართლეს, თუმცა გამომძიებელი უხსნიდა, რომ ეს ასე არ იყო, თუმცა ნ------–------–-----ი არ იჯერებდა. ნ------–------–-----ის ოჯახი სოფლიდან გარიყეს. მას ცუდი ენა ჰქონდა, აბრალებდა რაღაცეებს ვიღაცებს, აქეზებდა მეუღლეს და ი-----–-----------–---ი ხალხს ესხმოდა თავს. ნ------–------–-----მა უთხრა, რომ ბრალდებულებს მისთვის მემკვიდრეობის წართმევა უნდათ. ნ------–------–-----ი არის მისი ბიძაშვილის დეიდაშვილი. ი-----–-----------–---მა ბოლოს უთხრა, ყველაფერი შენი მოგვარის ბრალიაო. იგულისხმა ალბათ ნ------–------–-----ი. ი-----–-----------–---ის გარდაცვალების შემდეგ გარდაცვლილის ტანსაცმელი – მუქი ლურჯი ჟაკეტი, ჯინსის შარვალი, ფეხსაცმელი, ჯემპრი ამოიღეს მისგან დაულუქავად. ადგილზე არაფერზე მოუწერია ხელი. ტანსაცმელი 2 პარკში ჩადეს, ფეხსაცმელი ხელით წაიღეს. ადგილზე არაფერი დალუქულა. ამის შემდეგ მესამედაც დაიბარეს ჩვენების შესაცვლელად ღამის 12 საათის შემდეგ. მეორედ დაბარების დროს ჰკითხეს, ვერ ხედავ, რომ ფეხსაცმელზე სისხლის ლაქები არისო? ცისფერი ბოტასები ეყარა ოთახში, გარდაცვლილის რეიტუზი აჰქონდა გამომძიებელს იქვე ხელით დაულუქავი. როცა მესამედ მივიდა, გარდაცვლილის დაულუქავი ტანსაცმელი ეყარა 2 წყვილ ბოტასთან ერთად. გ--------–------- წინდებით იჯდა. გარდაცვლილის ტანსაცმლის დაულუქავად წაღების შემდეგ ჩამოუტანეს დასალუქი საშუალებები – ფურცელი, მუყაოს ნაჭერი, რასაც მოაწერა ხელი დაულუქავი ტანსაცმლის წაღებიდან 2 საათის მერე. შემდეგ მოაწერა ხელი ასევე ამოღების ოქმსაც, სადაც არასწორი დროა მითითებული. სინამდვილეში ღამით მოხდა ამოღება. პოლიციელებმა ი-----–-----------–---ის სისხლიც წაიღეს შპრიცით, რაზეც რაიმე დოკუმენტი არ შეუდგენიათ. პ----- შ------ს ეძახიან ბ---------ის, გ------- შ------ს – გ----ს.
მოწმე მ--–---- შ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2-----------ი ჯერ გათენებული არ იყო, როცა ზ---–------------ მივიდა მათთან. ცოტა ხანში 3 პოლიციელი მივიდა 1 პიკაპით. ბ--–--------–---მა გ--------–------- გააღვიძა. გ-------მ პ----- ააყენა და ისინი წაყვნენ პოლიციელებს. პოლიციელებმა უთხრეს, წავიყვანთ და დავაბრუნებთო. გარეთ სხვა არავინ ყოფილა, ხმაური არ აუტეხიათ. ცოტა ხანში რომ არ დაბრუნდნენ, პოლიციაში წავიდა. დღის მეორე ნახევრამდე არ შეუშვეს. ლიფტით რომ ავიდა პოლიციის უფროსთან, გ--------–------- ნახა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ეყარა იატაკზე. გ-------ს ტანთ მაისურო ეცვა, ფეხზე - წინდები. პოლიციაში გაიგო, რომ ი-----–-----------–---ის ცემის გამო დაუკავებიათ. პოლიციაში გ--------–------ არ უნახავს. მეუღლისგან გაიგო, რომ ჩხრეკისას სახლიდან სუფთა, ჩაუცმელი ბოტასი და ტელეფონი წაუღიათ. ბევრი მეტრი ყავდა სვანეთში დაზარალებულებს. ნ------–------–-----ი წამქეზებელი იყო, ი-----–-----------–---ი - ამსრულებელი. ჩხეტიანებთან, გულბანებთან ჰქონდათ კონფლიქტი დაზარალებულებს. აქეზებდა მისი ოჯახის წინააღმდეგ ნ------–------–-----ი ირაკლის მურღვლიანს. მოწითალო ქურთუკი, სპორტული ფეხსაცმელი ლურჯი. მე-4 სართულზე იყო ეს. გ-------ს ტანზე მაისური ეცვა, შარვალი არ ეცვა. ამოსვლისას და ჩასვლისას იგივე ვითარება იყო.
მოწმე ზ---–-----------ის ჩვენების მიხედვით, 8 საათზე მივიდა ბრალდებულებთან, გააღვიძა მ--–---- შ------ი, ცეცხლი დაანთო. ბ--–--------–---მა ყავა მოუდუღა. ბრალდებულებთან შევიდა გასაღვიძებლად, მაგრამ ვერ გააღვიძა. ცოტა ხანში სამმა პოლიციელმა დაიძახა, ბ--–- გავიდა. ბიჭები იკითხეს. ჯერ გ--------–------- გავიდა, მერე - ორივე. ხმაური არ ყოფილა. 9 საათისთვის რომ არ მობრუნდნენ, ავიდა შსს მესტიის განყოფილებაში. მ--–---- შ------მა თქვა, გ-------ს მოვკარი თვალი, ფეხზე გახდილი იყო, ფეხსაცმელი იქვე ეყარაო. მეორედ რომ ავიდა მ--–---- შ------ი, საკვები და ტანსაცმელი მიიტანა საღამოს 6-7 საათისთვის.
ბრალდებულ გ--------–-------ს ჩვენების თანახმად, სახლში ეძინა. ზ---–------------ შემოვიდა მათთან დილით, გააღვიძა, მაგრამ ვერ ადგა. დედის დაძახებაზე ადგა. გარეთ იყვნენ პოლიციელები, რომლებმაც უთხრეს, რომ უფროსს უნდოდა მასთან და მის ძმასთან გასაუბრება. მან ძმა გააღვიძა და ორივე წაიყვანეს. პოლიციის შენობაში უთხრეს, რომ დაზარალებულების ცემის გამო მიიყვანეს. დაიწყო დაკითხვები, ტანსაცმელი მოსთხოვეს, რაც მისცა. მისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ეყარა მაგიდასა და იატაკზე. შემდეგ თქვეს, სისხლიანი ფეხსაცმელი და ტანსაცმელიაო. შემდეგ დაიწყეს დალუქვა. ოქმსა და ლუქზე ხელი არ მოუწერა, რადგან ამდენი ხანი მისი ტანსაცმელი დაულუქავი ეყარა. პოლიციელები ეხებოდნენ ტანსაცმელს. ადვოკატი მოითხოვა, მაგრამ უარი უთხრეს. მე-4 სართულიდან ჩამომავალი გ--------–------ ნახა, როცა ტანსაცმლის გარეშე იყო, გაესაუბრა მას. შემდეგ მამამისი ავიდა ლიფტით მე-5 სართულზე. მე-4 სართულზე იყო თვითონ. მამამ ნახა ტანსაცმელის გარეშე რომ იყო. შემდეგ ტანსაცმელი მოუტანეს სახლიდან. სახლიდან ამოღებული ბოტასები ამოიტანა გოგა გაბულდანმა მე-4 სართულზე მწვანე პარკით. პოლიციელები მიესივნენ ბოტასებს, სისხლიანიაო და დაღუპულები ხართო, ამბობდნენ. ამის შემდეგ სარდაფში ჩაიყვანეს და ნახევარ საათში მე-3 სართულზე აიყვანეს, ნიმუშები აუღეს, რა დროსაც ფრჩხილები იატაკზე იყრებოდა, კრეფდნენ და პარკში ყრიდნენ. პოლიციის შენობაში ცუდად გახდა, რაზეც რეაგირება არ მოახდინეს. მამას ბ------ს ეძახიან. მას - გ----ს. გ-----------–----- მის სახლთან არ ყოფილა. პოლიციაში ამოიღეს მისგან ქურთუკი, მაისური, ბოტასი და სხვა. 7-მდე პოლიციელი მონაწილეობდა ტანსაცმლის ამოღებაში. ამოღებიდან 3 სთ-ის მერე დალუქეს ტანსაცმელი. პარკით მოჰქონდათ სხვა ტანსაცმელიც პოლიციელებს და ყრიდნენ მის ტანსაცმელთან. 3-სთ-ის მერე დაიწყეს საუბარი სისხლიან ტანსაცმელზე. მოსაღამოვებული იქნებოდა, როცა მოსთხოვეს ტანსაცმლის ამოღება. ტანსაცმელი გაიხადა, მისცა, გამომძიებელს და დაყარეს. პოლიციელები მიცვივდნენ ტანსაცმელს, ნახევარი საათი ათვალიერებდნენ. პოლიციელებს გაჰქონდათ და შემოჰქონდათ რაღაცეები პარკებით. მისი სახლიდან ამოღებული ბოტასიც პარკიდან ამოიღეს და მის ტანსაცმელთან დადეს. ტანსაცმელთან რომ მიდიოდნენ, ეფარებოდნენ პოლიციელები და იქ რა ხდებოდა, არ იცის. იმ ოთახში ვიდეოკამერა იყო და უნდოდა მისი ამოღება, რათა სიმართლე გარკვეულიყო, მაგრამ ვერ მოახერხეს. თოვლი იყო მაშინ და ტალახი ბოტასს არ მიეკვრებოდა.
ბრალდებულ პ------–-------ს ჩვენების მიხედვით, მეზობელი დაადგა დილით თავზე, ადექითო. შემდეგ გ------- ადგა, თვითონაც ააყენა, გეძახიანო პოლიციელები. პოლიციელებმა თქვეს, რაღაც საჩივარია, რომ მიგიყვანთ, გეტყვიან, უბრალო დაკითხვააო. პოლიციელებს ნებით წაყვნენ. იქ ხელბორკილები არ დაუდიათ. პოლიციის შენობაში ალოდინეს. მერე ფაცი-ფუცი ატყდა. გამომძიებელმა იკითხა, მოკვდაო? მის თვალწინ ნაოპერაციევზე ურტყამდნენ გ------- შ------ს. პოლიციის შენობისკენ გზაზე ქალს გაუჩერეს პოლიციელებმა ავტომანქანა და დაიმგზავრეს. 9 საათისკენ მე-5-ზე რომ აყავდათ, სხვისი ტანსაცმელი - გეტრი და ბუშლაკისმაგვარი ეყარა მის ტანსაცმელს. გ--------–------ც იყო საღამოს პოლიციაში.
ამოღების ოქმის თანახმად, გ--------–-------სგან ამოღებულ იქნა მამაკაცის შავი ფერის ქურთუკი, მუქი ლურჯი მოკლესახელოებიანი მაისური, მამაკაცის მონაცრისფრო, ყავისფერი ჩანართით მაისური, მამაკაცის მუქი ლურჯი ჯინსის შარვალი და სპორტული ბოტასი.
ამოღების ოქმით დადგენილია, რომ გ--------------ის თანხმობით, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში ი-----–-----------–---ის გვამიდან ამოღებულ იქნა მუქი ყავისფერ სვიტერი, ნაცრისფერ შარვალი, მარცხენა ფეხიდან შავი ფერის წინდა.
ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ გ--------------ის თანხმობით, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტიდან აღებულ იქნა მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ანაჭრელები, სისხლის ნიმუში ერთჯერად შპრიცში, თმების ნიმუში შუბლის, თხემის, მარჯვენა და მარცხენა საფეთქლის და კეფის მიდამოდან.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ი-----–-----------–---ის სიკვდილის მიზეზია სუნთქვის მწვავე უკმარისობა მარჯვენა სხივისა და იდაყვის ძვლების შუა და ქვედა მესამედის დახურული მოტეხილობისა და მარჯვენა მცირე წვივის ძვლის ქვედა მესამედის დახურული მოტეხილობის შედეგად განვითარებული ფილტვების სისხლძარღვების ცხიმოვანი ემბოლიის გამო. ი-----–-----------–---ის გვამზე აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: სისხლნაჟღენთი მარჯვენა წინა მხრის უკანა და შიგნითა ზედაპირებზე შუა და ქვედა მესამედის დონეზე; მარჯვენა სხივისა და იდაყვის ძვლების დახურული მოტეხილობა შუა და ქვედა მესამედის დონეზე, მარჯვენა მცირე წვივის ძვლის დახურული მოტეხილობა ქვედა მესამედის დონეზე, მარჯვენა მტევნის მე-2, მე-3, მე-4 თითების ნების ძვლების დახურული მოტეხილობა, გაკერილი სწორკიდეებიანი ჭრილობა მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე შუა მესამედში. მრავლობითი ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და უსწოროკიდეებიანი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში განვითარებული არიან რამე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით. დაზიანებები – სისხლნაჟღენთი მარჯვენა წინამხარის უკანა და შიგნითა ზედაპირებზე შუა და ქვედა მესამედის დონეზე, მარჯვენა სხივისა და იდაყვის ძვლების დახურული მოტეხილობა შუა და ქვედა მესამედის დონზე, მარჯვენა მცირე წვივის ძვლის დახურული მოტეხილობა ქვედა მესამედის დონეზე მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარეებმა წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლებიც მოითხოვს შეფასებას. მათ შორის არის ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ემყარება ბრალდებულებისა და დაზარალებულებისგან აღებულ ნიმუშებს და ამოღებულ ტანსაცმელს. ამდენად, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების გაზიარება სრულად არის დამოკიდებული იმაზე, სასამართლო სხდომაზე რამდენად დადასტურდება ნიმუშის აღებისა და ამოღების ოქმების სისწორე. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეში დარწმუნების გარეშე შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნის გაზიარება.
ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ პროკურორმა სასამართლო სხდომაზე გამოიკვლია ბრალდებულ გ--------–-------ს ფრჩხილების ნიმუშის აღების ოქმი და მისგანვე ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმი. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ბრალდებულის მტკიცებით, ორივე შემთხვევაში მისგან წაიღეს დაულუქავი ნიმუშები. ამდენად, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, ბრალდებულისგან აღებული ფრჩხილისა და ნერწყვის ნიმუშები ადგილზე დაილუქა თუ არა. მართალია, აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით დაიკითხა ბრალდებული, თუმცა მან არ დაადასტურა ოქმის სისწორე ნიმუშების ადგილზე დალუქვის შესახებ. ამ მოქმედებებში ბრალდებულთან ერთად მონაწილეობდნენ გ------------ და დ---------–-–--, თუმცა აღნიშნული პირები სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საწინააღმდეგო გარემოებები არავის დაუდასტურებია. სასამართლო განმარტავს, რომ დასაშვები მტკიცებულებაა და სასამართლომ შეიძლება გაიზიაროს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომელთა ავთენტიკურობაც სასამართლო სხდომაზე უტყუარად დადასტურდება. ამ მიზნით სასამართლო სხდომაზე, როგორც წესი, იკითხებიან საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი და მასში მონაწილე პირები, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ ან უარყონ ხელმოწერების კუთვნილება ისევე, როგორც ოქმის შინაარსის სისწორე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი და მასში მონაწილე არც ერთი პირი, რომელიც ამ ოქმის შინაარსის სისწორეს დაადასტურებდა. ამდენად, სასამართლოში შეუძლებელი აღმოჩნდა გ--------–-------სგან ფრჩხილისა და ნერწყვის ნიმუშების აღების ოქმების სისწორის დადასტურება მაშინ, როცა ბრალდებული და დაცვის მხარე მის სისწორეს სადავოდ ხდიან ისევე, როგორც ამ ნიმუშებზე დაყრდნობით მიღებულ ექსპერტიზის დასკვნას. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე მიუთითებს ბრალდების მხარის მიერ ნიმუშებისა და ნივთების კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებაზე. დაცვის მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ნიმუშებისა და ნივთების დაულუქაობასა და ყველა ამოღებული ნივთის ერთმანეთთან შეხებაზე ისევე, როგორც პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მათ შეხებაზე. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბრალდების მხარის მოწადინებას, დაადასტუროს ნიმუშებისა და ნივთების მოპოვების კანონიერება, შემდგარი ოქმების შინაარსის სისწორე, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ დაუკითხავს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირები, რის გამოც დაცვის მხარის მიერ წამოჭრილი ეჭვი არავის გაუფანტავს. ამდენად, სასამართლო ვერ დაეყრდნობა საეჭვო მტკიცებულებებს, რომელთა ავთენტურობაც და შინაარსის სისწორეც დადასტურებული არ არის. შესაბამისად, გ--------–-------სგან ფრჩხილის ნიმუშისა და ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმების გაზიარება შეუძლებელია.
სსსკ–ის 72–ე მუხლის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან–თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ. ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მხარე ვალდებულია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი მტკიცებულების წარმომავლობის შესახებ. დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. სსსკ–ის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ნიმუშების აღება მოხდა კანონის არსებითი დარღვევით. ბრალდების მხარის პოზიციით, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები. აღნიშნული საკითხის ირგვლივ არსებობს ეჭვი, რომელიც აუცილებელია, დადასტურდეს ან გაქარწყლებულ იქნეს კანონით დადგენილი წესით ბრალდების მხარის მიერ, რაც არ მომხდარა. ამდენად, ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი მოითხოვს ბრალდებულის პოზიციის გაზიარებას ნიმუშების აღებისას მათი დაულუქაობის შესახებ, რაც არის კანონის არსებითი დარღვევა, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა დაცვის მხარე წარმოთქვამს ეჭვს პოლიციის ორგანოში ამ ნიმუშებისა და დაზარალებულების ტანსაცმელს შორის კონტაქტის შესახებ, რამაც გამოიწვია ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი დაზარალებულების ტანსაცმელზე ბრალდებულების დეენემის აღმოჩენის შესახებ. ამდენად, ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა ნიმუშების აღების კანონის დაცვით ჩატარება, რის გამოც ეს ოქმები და მათ საფუძველზე ამოღებული ნიმუშები, ასევე მათ საფუძველზე გაცემული ექსპერტიზის დასკვნა ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე ი-----–-----------–---ის ტანსაცმლის ამოღების ოქმზე. ამ შემთხვევაშიც ბრალდების მხარეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთაგან – გ------------, გ--------------, გ--------–------ – არავინ დაუკითხავს, რის გამოც ამ ოქმის სისწორეც არავის დაუდასტურებია. ამის საწინააღმდეგოდ დაცვის მხარემ დაკითხა გ--------–------, რომელმაც უარყო ამოღების ოქმის სისწორე და განაცხადა, რომ ამოღება ჩატარდა სხვა დროს, სხვაგვარ პირობებში, ამოღებული ნივთი არ დალუქულა, გამომძიებელმა ნივთები წაიღო დაულუქავად, რამდენიმე საათის შემდეგ მოაწერინეს მას ხელი ამოღების ოქმსა და ლუქზე. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ი-----–-----------–---ის ტანსაცმლის ამოღების ოქმს სასამართლო ვერ დაეყრდნობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ისევე, როგორც ვერ დაეყრდნობა ამ ტანსაცმელზე ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნებს. მით უფრო, რომ გ--------–------ ადასტურებს, რომ შემდეგ ნახა მისგან ამოღებული ტანსაცმელი როგორ ეყარა დაულუქავ მდგომარეობაში ბრალდებულების ტანსაცმელთან ერთად ერთ ოთახში. აქვე უნდა ითქვას, რომ საქმეში არსებობს ი-----–-----------–---ის ტანსაცმლის ამოღების მეორე ოქმიც, შედგენილი გ--------------ის მონაწილეობით, თუმცა აღნიშნული მოქმედებით გ--------------ისგან ამოღებულ იქნა ი-----–-----------–---ის მიერ გამოცვლილი ტანსაცმელი, რისი შემხებლობა საქმესთან გაურკვეველი დარჩა. ცნობილია, რომ ი-----–-----------–---ი თავდაპირველად მოთავსებულ იქნა მესტიის საავადმყოფოში, სადაც მან გამოიცვალა ტანსაცმელი და ის ტანსაცმელი, რომელიც ეცვა შემთხვევის დროს, გ--------–----ნმა გადასცა გამომძიებელს. ამის შემდეგ ი-----–-----------–---ს ეცვა სხვა ტანსაცმელი, რომელსაც არ ჰქონდა შეხება მის წინააღმდეგ მოქმედებებთან. ამიტომ გაუგებარია გ--------------ის მონაწილეობით ჩატარებული მოქმედების შემხებლობა კონკრეტულ საქმესთან და მისგან ამოღებული ტანსაცმლის სამართლებრივი ღირებულება ამ საქმისათვის. უნდა ითქვას, რომ გ--------------ის მონაწილეობით ი-----–-----------–---ისგან ასევე აღებულ იქნა ნიმუშები. ამ კუთხით, ერთი შეხედვით, შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ეს იყო ი-----–-----------–---ისგან ნიმუშების აღების პირველი შემთხვევა ამ საქმეზე, თუმცა, ეს შთაბეჭდილება ქარწყლდება მოწმე გ--------–------ს ჩვენებით, რომელიც აღნიშნავს, რომ ი-----–-----------–---ის მესტიის საავადმყოფოში ყოფნის დროსაც აიღეს პოლიციის თანამშრომლებმა ი-----–-----------–---ისგან სისხლის ნიმუში, თუმცა ამაზე რაიმე დოკუმენტი არ შეუდგენიათ. ამდენად, იმ პირობებში, როცა გ--------–------ს თანდასწრებით ი-----–-----------–---ისგან უკვე აღებული იყო სისხლის (და შესაძლოა ასევე სხვა) ნიმუში, გ--------------ის მონაწილეობით ჩატარებულ ნიმუშების აღებას სამართლებრივი მნიშვნელობა ეკარგება, ვინაიდან, ირკვევა, რომ გამოძიების ორგანოს ი-----–-----------–---ისგან აღებული ნიმუშ(ებ)ი უკვე ჰქონდა ყოველგვარი ოქმის შედგენის გარეშე მიღებული.
შეიძლება წარმოიშვას ეჭვი, რომ გ--------–------ს ჩვენება არ შეიცავს სწორ ინფორმაციას, თუმცა, როგორც ირკვევა, გ--------–------ არის დაზარალებულის ნათესავი და მას რაიმე პირადი მოტივი არ გააჩნია, მისცეს მისი ნათესავის წინააღმდეგ ჩვენება. მეორე მხრივ, ის არის პირი, რომლისგანაც მიიღო გამოძიების ორგანომ ნივთმტკიცებები, რომელიც მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში და რომელიც ბრალდების მხარის დასაკითხ პირთა სიაში იყო, მაგრამ ბრალდების მხარემ უარი განაცხადა მის დაკითხვაზე. ამასთან, არა მხოლოდ გ--------–------ არ დაკითხა, არამედ ასევე უარი თქვა მასთან ერთად საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე სხვა პირების დაკითხვაზე, რის გამოც გ--------–------ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საწინააღმდეგო ინფორმაცია სასამართლო სხდომაზე არავის მოუწოდებია. ამდენად, აღნიშნული მოწმის ჩვენების გაზიარებაზე უარის საფუძველი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
მოწმე გ--------–------ს ჩვენება მნიშვნელოვანია სხვა კუთხითაც. კერძოდ, ის აღნიშნავს, რომ პროკურორის მოთხოვნით საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან იყო მასზე ზეწოლა ჩვენების შინაარსის მათთვის სასარგებლო ფორმით ფორმულირების მიზნით, რა დროსაც მისგან ითხოვდნენ, არ ეთქვა, რომ ი-----–-----------–---მა განუცხადა თავდამსხმელების ვინაობის არცოდნის შესახებ. ამ მიზნით ის გვიან ღამემდე სამჯერ მიიყვანეს სამმართველოში და სამჯერ დააწერინეს ჩვენება. ამდენად, ეს გარემოებები ამძაფრებს დაცვის მხარის მიერ წამოჭრილ ეჭვებს გამოძიების ტენდენციურობისა და ნივთიერი მტკიცებულებების კანონის არსებითი დარღვევით მოპოვების თაობაზე.
აქვე მოკლედ უნდა ითქვას, რომ სასამართლოს განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი ი-----–-----------–---ის ტანსაცმლის გ--------–------სგან ამოღება, თუმცა, სასამართლო დაეყრდნო საქმის მასალებს, მათ შორის ამოღების ოქმს და იმ პირთა გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან. შესაბამისად, მათ სასამართლოსთვის რაიმე ინფორმაცია არ მიუწოდებიათ ამოღების შესახებ რაც შეეხება გ--------–----ნს, მან არ დაადასტურა ამოღების ოქმის სისწორე. ამდენად, საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შეფასებისას სასამართლო დაეყრდნო იმ მასალებს, რომლებიც არსებით სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო ვერ დაეყრდნობა ამ მასალებს და მათ შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას.
ამდენად, გ--------–-------სგან ნიმუშების აღების ოქმები და ი-----–-----------–---ის ტანსაცმლის გ--------–------სგან ამოღების ოქმები, ასევე მათ საფუძველზე მიღებული ნივთები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს ამ მოქმედებების კანონიერების და მათი შინაარსის შემცველი ოქმების ავთენტურობის კანონით დადგენილი წესით დაუდასტურებლობის გამო.
სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს ასევე გ--------–-------სგან ტანსაცმლის ამოღებას. მართალია, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება სასამართლომ კანონიერად ცნო, თუმცა იმ მასალების შინაარსის სისწორე, რომელთა საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება, საქმის არსებითი განხილვის განმავლობაში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად საეჭვო გახდა, რაც არსებითად ცვლის საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შესახებ არსებულ სურათს. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაადასტურეს გ-------------------მ და დ---------------მ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ამოღებული ნივთები ადგილზევე დალუქეს, თუმცა ამოღებული ნივთების დაულუქავად რამდენიმე საათის განმავლობაში სხვა ტანსაცმელთან ერთად ნახვა დაადასტურეს პირდაპირმა მოწმეებმა: თავად ბრალდებულმა, გ--------–----ნმა, მ--–---- შ------მა, ასევე ირიბმა მოწმეებმა, რომლებმაც აღნიშნული გაიგეს მ--–---- შ------ისგან. ამდენად, აუცილებელია ამ ჩვენებების შეფასება. ერთი მხრივ, მ--–---- შ------ისა და გ--------–------ს სამმართველოში ყოფნა დადასტურებულია სხვა მოწმეების ჩვენებებით, მეორე მხრივ, გ-------------------ს და დ---------------ს ჩვენებების შეფასება მოითხოვს ასევე მათი მონაწილეობით ჩატარებული სხვა მოქმედების – ბრალდებულების დაკავების შეფასებასაც. ამ კუთხით მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ, დაკავების ოქმებისა და ასევე გ-------------------ს და დ---------------ს ჩვენებების თანახმად, ბრალდებულების დასაკავებლად გავიდა 4 თანამშრომელი 2 ავტომანქანით დილით 9–10 საათისთვის. გზას სჭირდებოდა დაახლოებით 15 წუთი, თუმცა დაკავების ოქმების თანახმად, ბრალდებულები დაკავებულნი არიან 12:05 საათზე, რაც შეუსაბამობას წარმოადგენს. მეორე საეჭვო გარემოებას წარმოადგენს გ-----------–-----ს ყოფნა ბრალდებულების დაკავების ადგილზე. აღნიშნული გარემოება უტყუარად დადასტურებული არ არის, ვინაიდან გ-------------------მ ვერ გაიხსენა გ-----------–-----ს მონაწილეობა ბრლადებულების დაკავებაში. ამასთან, არაერთგვაროვანი პასუხები მიიღო სასამართლომ იმის თაობაზეც, თუ რა ავტომანქანით მოძრაობდა გ-----------–-----. მისი დაკავების ადგილზე არყოფნის ეჭვს აძლიერებს ასევე ისიც, რომ, მიუხედავად ბრალდებულების სამმართველოში მიყვანის გზაზე ავტომანქანის გაჩერებისა და ქალბატონის დამგზავრების სხვა მოწმეების მიერ დადასტურებისა, გოგა გაბულდანმა მსგავსი რამ გამორიცხა. ამას ემატება ის გარემოება, რომ დაცვის მხარის არც ერთ მოწმეს არ უნახავს გ-----------–----- ბრალდებულების სახლთან. მესამე შეუსაბამობა არის ბრალდების და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებში. კერძოდ, დაკავების ოქმი და ბრალდების მხარის მოწმეები მიუთითებენ, რომ დაკავების ადგილზე ბრალდებულების დედის და მეზობლების მხრიდან იყო აგრესია, რის გამოც დაკავების ოქმი ადგილზე ვერ შედგა, თუმცა ბრალდებულები, ასევე დაცვის მხარის მოწმეები ადასტურებენ, რომ ბრალდებულები მათ სახლთან 12 საათზე არ დაუკავებიათ, არამედ პოლიციის თანამშრომლები 9 საათისთვის მივიდნენ, გააღვიძეს ბრალდებულები და წაიყვანეს უფროსთან გასასაუბრებლად ხელბორკილების გარეშე, თან დაპირდნენ, რომ მალე დააბრუნებდნენ. ამიტომ იქ აგრესია არავის გამოუხატავს, ბრალდებულები თავიანთი ნებით გაყვნენ პოლიციელებს. ერთი მხრივ, დაკავების ოქმში მითითებული დროსა და როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის მოწმეთა მიერ მითითებულ დროს შორის სხვაობა, მეორე მხრივ, გ-----------–-----ს დაკავების ადგილზე ყოფნის შესახებ არსებული გაუბათილებელი ეჭვები, მესამე, აგრესიის ფონზე დაკავებულების სამმართველოში მიყვანისას უცხო პირის დამგზავრება სასამართლოს ვერ უქარწყლებს დაცვის მხარის მიერ წარმოშობილ ეჭვს დაკავების გარემოებების ირგვლივ ბრალდების მხარის ვერსიის მცდარობის თაობაზე.
ამ ფონზე, როცა ბრალდებულების დაკავების შესახებ არსებობს გაუქარწყლებელი ეჭვები, დაკავებაში მონაწილე პირების – გ-------------------ს და დ---------------ს ჩვენებები გ--------–-------ს ჩხრეკის შედეგად ამოღებული ტანსაცმლის ადგილზე დალუქვის შესახებაც არ არის დამაჯერებელი იმ ვითარებაში, როცა საწინააღმდეგოს ადასტურებენ ნეიტრალური მოწმე გ--------–------, რომლის საქმით დაინტერესების შესახებ ბრალდების მხარესაც კი არ გააჩნია ეჭვები (და, მით უფრო, მტკიცებულებები), ბრალდებული და მ--–---- შ------ი. ბრალდების მხარის მოწმეთა მონაწილეობით ამდენი საეჭვო ვითარების მხედველობაში მიღებით, რომელთა გაქარწყლება ბრალდების მხარემ არათუ ვერ მოახერხა, არამედ არც მოინდომა დამატებითი მოწმეების დაკითხვის გზით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 2 პირის ჩვენება ნივთმტკიცების ადგილზე დალუქვის შესახებ ვერ იქნება მიჩნეული სარწმუნოდ (მით უფრო, რომ დაკავების გარემოებების შესახებ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციაც არ აღმოჩნდა სარწმუნო). ბრალდებულისგან ამოღებული ნივთების ადგილზე დაულუქაობის ეჭვს უკავშირდება ასევე ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარე ითხოვდა პოლიციის სამმართველოს შენობაში არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერს, სადაც ასახული უნდა ყოფილიყო ტანსაცმლის ამოღების პროცესი, თუმცა აღნიშნული კამერის ჩანაწერი სასამართლოში არ წარმოდგენილა. ამასთან, არც იმის შესახებ ინფორმაცია ყოფილა მოწოდებული, რომ ასეთი კამერა ან მასზე ჩანაწერები არ არსებობს. ეს გარემოება დამატებით ამყარებს დაცვის მხარის ვერსიას, რომლის გაბათილებაც ამ მასალით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდებოდა.
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ საქმეში არის წარმოდგენილი მასალათა ნაწილი, რომლის შინაარსის სისწორე დაუდასტურებელია, ასევე მასალა, რომლის შინაარსის სისწორის შესახებ არსებობს გაუქარწყლებელი ეჭვები. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ დაუდასტურებელ და საეჭვო მტკიცებულებების შედეგად მოპოვებულ ნივთიერ მტკიცებულებებს ჩაუტარდა ექსპერტიზები, რის გამოც ვერც ექსპერტიზების დასკვნები იქნება მხედველობაში მიღებული. ასეთ ვითარებაში კი გ--------–-------ს საწინააღმდეგოდ საქმეში არსებობს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება – ნ------–------–-----ის ჩვენება, რაც, სსსკ–ის მე–3 მუხლის მე–13 ნაწილის, მე–13 მუხლის მე–2 ნაწილის, 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის, 259–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი. მიუხედავად ამისა, თავად ეს ერთადერთი მტკიცებულებაც არ არის უტყუარი და სარწმუნო, ვინაიდან მოწმეების ჩვენებებით ირკვევა, ნ------–------–-----ს ახასიათებს სხვისთვის დაბრალება გარკვეული ქმედებების და ის სოფლიდან განკვეთილ იქნა სწორედ ასეთი ქცევის გამო. ასევე მოწმე გ--------–------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ნ------–------–-----ს შ-------ბის ოჯახის ჯინი სჭირდა და მთ გამწარებას ცდილობდა. ეს გარემოებები დაზარალებულის პირადი დაინტერესების შესახებ ეჭვებს აჩენს. ამ ეჭვებს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა დაზარალებულის მიერ შემთხვევიდან მალევე 112–ზე განხორციელებული 5 ზარის აუდიო ჩანაწერები, სადაც ის არც ერთხელ არ ასახელებს გ------- შ------ს თავდამსხმელად მაშინ, როცა ასახელებს მის ძმას და მამას. ასევე გ--------–------ აღნიშნავს, რომ პირველად შეხვედრისას ნ------–------–-----ს არ დაუსახელებია თავდამსხმელების ვინაობა. ნ------–------–-----ის ჩვენების შესაფასებლად ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მის მიერ ბ--–--------–---თან ადრე კონფლიქტის ხსენებას, თუმცა ამ ნაწილშიც ბრალდების მხარეს არაფერი წარმოუდგენია, რაც დაადასტურებდა კონფლიქტის არსებობას. მით უფრო, რომ დაზარალებული საუბრობს 112–ზე დარეკვაზე, პოლიციის ჩართვაზე, თუმცა ეს საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. დაზარალებული ასევე საუბრობს მის მიმართ თავში არაერთხელ ჩარტყმაზეც, თუმცა ამის დამადასტურებელი ნიშნებიც სამედიცინო შემოწმებით არ დადასტურდა. ამდენად, იმ ერთადერთი მტკიცებულების (რომლის კანონის დაცვით მოპოვებას სასამართლო ეჭვქვეშ ვერ დააყენებს) სარწმუნოობაც ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ დაადასტურა.
3.1.1.2. ნ------–------–-----ის წინააღმდეგ ქმედება
მოწმე ნ------–------–-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ დილის 8 საათზე მესტიაში მიდიოდნენ ის და მისი მეუღლე ი-----–-----------–---ი. ჭიშკართან ჩასაფრებულები იყვნენ ბრალდებულები, ხის ნახევარმეტრიანი ჯოხები ჰქონდათ, რომლებსაც 8–10 წუთი ურტყამდნენ თავში, რის შემდეგაც ორივე მკვდარი ეგონათ და წავიდნენ. ჭიშკარი გააღეს და უცებ დაესხნენ თავს. მუქი ფერის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ეცვათ. ბრალდებულები დეიდაშვილის შვილები არიან. ორივეს მოკვლა უნდოდათ, რომ მოპასუხე არ დარჩენილიყო. მეუღლე რომ დაეცა, მასზე გადავიდნენ, გ------- შ------მა ის ათრია, თავში დაარტყა. მანამდე მას დახვდნენ, პოლიცია გამოიძახა მაშინ. ბ--–--------–---- დახვდა მას, გალანძღა, აგინა, წყევლა, დაურეკა შვილებს, უთხრა, ცემეთო ესენი, მიხედეთო. სამივე დახვდა მას, პოლიციას დაურეკა. პოლიციის მიერ დახელწერილებულებიც იყვნენ, რადგან მანამდეც ხვდებოდნენ მას აგრესიულად. ამის შემდეგ მეორედაც დახვდნენ, ბ--–--------–---მა წააქცია, მ--–---- შ------იც იქ იყო, პ------–-------ც. პ----- არ გადმოსულა ავტომანქანიდან. სხვა მტერი არ ჰყავს. ეძახიან სოფელში ვალიდას. ნიმუშების აღებას და ტანსაცმლის ამოღებას ხელი მოაწერა.
მოწმე მ---------------–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ დედამ უთხრა ტელეფონით ბრალდებულების მიერ მისი ცემის შესახებ. მისგანვე იცის, რომ ბ--–--------–---- გზაში შეხვდა და ლანძღვა–მუქარა დაუწყო, დარეკა შვილებთან, უთხრა, გალახეთო ესენი, თორემ სახლში არ დამხვდეთო. თუ სადმე ნახავდა ნ------–------–-----ს ბ--–--------–----, ლანძღავდა მას. ამ დროს ი-----–-----------–---ი ციხეში იყო. სხვასთან დაზარალებულს არ ჰქონია კონფლიქტი. ჩხეტიანები მათ არ ემტერებოდნენ და არ ლანძღავდნენ, შ-------ბი ჩაიდენდნენ, რადგან მათ გამო იყო ი-----–-----------–---ი ციხეში.
მოწმე გ--------------ის ჩვენების მიხედვით, მან ნ------–------–-----ის მიმართ დასკვნა გასცა სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე.
მოწმე შ--------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ - პოლიციის სამმართველოში ელისო გიგანმა ნ------–------–-----ისგან ამოიღო ტანსაცმელი. ნ------–------–-----მა გამომძიებლის თანდასწრებით გამოიცვალა ტანსაცმელი. ამ პროცესს არ ესწრებოდა. იმ ოთახში მარტო გამომძიებელი და დაზარალებული იყვნენ. ნათესავმა მოუტანა ტანსაცმელი, რაც ნ------–------–-----მა გამოიცვალა. გამოცვლილი ტანსაცმლის ამოღებას დაესწრო, გამჭვირვალე პარკში ჩაალაგა, ხელი მოაწერეს. სქელი შავი „ჩულქი“ თუ „რეიტუზი“, მოშავო ქურთუკი, ღია ფერის ფეხსაცმელი ამოიღეს დაახლოებით 12 საათზე.
მოწმე ბადრი სარჩიმელიას ჩვენების თანახმად, ნ------–------–-----ს აუღო ნერწყვის ნიმუში.
მოწმე გ--------–------ს ჩვენების მიხედვით, ნ------–------–-----ს გარეგნულად არაფერი ემჩნეოდა, ვინ დაესხა თავს, არ იცოდა. მას მარჯვენა წვივზე ჰქონდა 1 სმ. სიგრძის ჭრილობა. პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ ნ------–------–-----თან, წაიყვანეს გამოსაკითხად. მანამდე ჰქონდა ნ------–----–-----ს შემთხვევა, როცა მოიყვანეს და თქვა, ბ--–--------–---მა მცემაო. მაშინაც არაფერი ეტყობოდა, მაგრამ ამბობდა, მანამ არ მოვისვენებ, სანამ არ გავამწარებო მაგათ. ნ------–------–-----ს პოლიციაში გახადეს რეიტუზი, იქვე დააგდეს. ნ------–------–-----ის რეიტუზი სხვა ტანსაცმელთან ერთად ერთმანეთზე ეყარა. ნ------–------–-----ი ამბობდა, რომ მისი მეუღლე ბრალდებულის დაჭრისთვის იჯდა ციხეში. ნ------–------–-----ს ორივე ფეხზე ჰქონდა მცირე დაზიანება. როცა მას ჰკითხავდნენ, იმავე ოთახში მოშორებით ე-–----------- ხდიდა რეიტუზს ნ------–------–-----ს. დათო გვარამიაც იყო იქ. გარდაცვლილის ტანსაცმელი, ნ------–------–-----ის რეიტუზი, 2 წყვილი ბოტასი - ცისფერი და თეთრი დაულუქავი ეყარა ერთად. მეორე დაკითხვამდე მიუშვეს ბრალდებულთან სასაუბროდ, რა დროსაც ნახა დაყრილი ტანსაცმელი. ცუდი ენა აქვს ნ------–------–-----ს, აქეზებდა ქმარს, უვრცელებდა ვიღაცეებს რაღაცებს. ნ------–------–-----ი ამბობდა, ბრალდებულებს ჩემთვის მემკვიდრეობის წართმევა უნდათო. შემოყვანისას თქვა ნუნულიმ, ისე არ დასრულდება ჩემი ცხოვრება, შ-------ბი რომ არ გავამწაროო.
მოწმე მ--–---- შ------ის ჩვენების თანახმად, ბევრი მტერი ყავთ სვანეთში დაზარალებულებს. ცოლი წამქეზებელი იყო, ქმარი - ამსრულებელი, ჩხეტიანებთან კონფლიქტი ჰქონდათ დაზარალებულებს, გულბანებთანაც. აქეზებდა ამათ წინააღმდეგ ნ------–------–-----ი ი-----–-----------–---ს.
მოწმე თ------ შ------ის ჩვენების მიხედვით, ნ------–------–-----ი ყველას სძულდა, რადგან მოლაყბე იყო.
ბრალდებულ გ--------–-------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სხვა ტანსაცმელთან ერთად მაგიდასა და იატაკზე ეყარა დაულუქავად რამდენიმე საათი. პოლიციელები ეხებოდნენ ტანსაცმელს. მე-4 სართულიდან გ--------–------ ჩამოვიდა და გაესაუბრა. მას ტანსაცმელი არ ეცვა მაშინ. ამის შემდეგ მ--–---- შ------ი ავიდა ლიფტით მე-5 სართულზე და ნახა ის. მე-4 სართულზე იყო თვითონ. ბოტასები ამოიტანეს მე-4 სართულზე პარკით დაულუქავი. პოლიციელები დაესივნენ ბოტასებს. ამის შემდეგ სარდაფში ჩაიყვანეს, ნახევარი საათის მერე ამოიყვანეს, ნიმუშები აუღეს, ფრჩხილები იატაკზე იყრებოდა, აკრიფეს და პარკში ჩაყარეს. 7-მდე პოლიციელი მონაწილეობდა მისგან ტანსაცმლის ამოღებაში. ამოღებიდან 3 სთ-ის მერე დალუქეს ტანსაცმელი. პარკით მოჰქონდათ სხვა დაულუქავი ტანსაცმელიც. როგორც ახსოვს, მოსაღამოებული იქნებოდა, როცა მოთხოვეს ტანსაცმლის ამოღება. პოლიციელები გადიოდნენ და შემოდიოდნენ.
ბრალდებულ პ------–-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ საღამოს აიყვანეს მე-5 სართულზე. ნახა, რომ ტანსაცმელები ეყარა იქ.
ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში ნ------–------–-----ისგან ექსპერტ ზ-----------------ს მიერ მისივე თანხმობით პირის ღრუდან სტერილური ბამბის ტამპონიანი სტიკერით აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს შეიფუთა და დაილუქა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარეებმა წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლებიც მოითხოვს შეფასებას. მათ შორის არის ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ემყარება ბრალდებულებისა და დაზარალებულებისგან აღებულ ნიმუშებს და ამოღებულ ტანსაცმელს. ამდენად, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების გაზიარება სრულად არის დამოკიდებული იმაზე, სასამართლო სხდომაზე რამდენად დადასტურდება ნიმუშის აღებისა და ამოღების ოქმების სისწორე. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეში დარწმუნების გარეშე შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნის გაზიარება.
ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ პროკურორმა სასამართლო სხდომაზე გამოიკვლია ბრალდებულ გ--------–-------ს ფრჩხილების ნიმუშის აღების ოქმი და მისგანვე ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმი. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ბრალდებულის მტკიცებით, ორივე შემთხვევაში მისგან წაიღეს დაულუქავი ნიმუშები. ამდენად, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, ბრალდებულისგან აღებული ფრჩხილისა და ნერწყვის ნიმუშები ადგილზე დაილუქა თუ არა. მართალია, აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით დაიკითხა ბრალდებული, თუმცა მან არ დაადასტურა ოქმის სისწორე ნიმუშების ადგილზე დალუქვის შესახებ. ამ მოქმედებებში ბრალდებულთან ერთად მონაწილეობდნენ გ------------ და დ---------–-–--, თუმცა აღნიშნული პირები სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საწინააღმდეგო გარემოებები არავის დაუდასტურებია. სასამართლო განმარტავს, რომ დასაშვები მტკიცებულებაა და სასამართლომ შეიძლება გაიზიაროს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომელთა ავთენტიკურობაც სასამართლო სხდომაზე უტყუარად დადასტურდება. ამ მიზნით სასამართლო სხდომაზე, როგორც წესი, იკითხებიან საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი და მასში მონაწილე პირები, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ ან უარყონ ხელმოწერების კუთვნილება ისევე, როგორც ოქმის შინაარსის სისწორე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი და მასში მონაწილე არც ერთი პირი, რომელიც ამ ოქმის შინაარსის სისწორეს დაადასტურებდა. ამდენად, სასამართლოში შეუძლებელი აღმოჩნდა გ--------–-------სგან ფრჩხილისა და ნერწყვის ნიმუშების აღების ოქმების სისწორის დადასტურება მაშინ, როცა ბრალდებული და დაცვის მხარე მის სისწორეს სადავოდ ხდიან ისევე, როგორც ამ ნიმუშებზე დაყრდნობით მიღებულ ექსპერტიზის დასკვნას. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე მიუთითებს ბრალდების მხარის მიერ ნიმუშებისა და ნივთების კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებაზე. დაცვის მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ნიმუშებისა და ნივთების დაულუქაობასა და ყველა ამოღებული ნივთის ერთმანეთთან შეხებაზე ისევე, როგორც პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მათ შეხებაზე. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბრალდების მხარის მოწადინებას, დაადასტუროს ნიმუშებისა და ნივთების მოპოვების კანონიერება, შემდგარი ოქმების შინაარსის სისწორე, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ დაუკითხავს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირები, რის გამოც დაცვის მხარის მიერ წამოჭრილი ეჭვი არავის გაუფანტავს. ამდენად, სასამართლო ვერ დაეყრდნობა საეჭვო მტკიცებულებებს, რომელთა ავთენტურობაც და შინაარსის სისწორეც დადასტურებული არ არის. შესაბამისად, გ--------–-------სგან ფრჩხილის ნიმუშისა და ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმების გაზიარება შეუძლებელია.
სსსკ–ის 72–ე მუხლის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან–თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ. ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მხარე ვალდებულია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი მტკიცებულების წარმომავლობის შესახებ. დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. სსსკ–ის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ნიმუშების აღება მოხდა კანონის არსებითი დარღვევით. ბრალდების მხარის პოზიციით, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები. აღნიშნული საკითხის ირგვლივ არსებობს ეჭვი, რომელიც აუცილებელია, დადასტურდეს ან გაქარწყლებულ იქნეს კანონით დადგენილი წესით ბრალდების მხარის მიერ, რაც არ მომხდარა. ამდენად, ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი მოითხოვს ბრალდებულის პოზიციის გაზიარებას ნიმუშების აღებისას მათი დაულუქაობის შესახებ, რაც არის კანონის არსებითი დარღვევა, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა დაცვის მხარე წარმოთქვამს ეჭვს პოლიციის ორგანოში ამ ნიმუშებისა და დაზარალებულების ტანსაცმელს შორის კონტაქტის შესახებ, რამაც გამოიწვია ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი დაზარალებულების ტანსაცმელზე ბრალდებულების დეენემის აღმოჩენის შესახებ. ამდენად, ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა ნიმუშების აღების კანონის დაცვით ჩატარება, რის გამოც ეს ოქმები და მათ საფუძველზე ამოღებული ნიმუშები, ასევე მათ საფუძველზე გაცემული ექსპერტიზის დასკვნა ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე ნ------–------–-----ისგან ტანსაცმლის ამოღების ოქმზე. მართალია, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება სასამართლომ კანონიერად ცნო, თუმცა იმ მასალების შინაარსის სისწორე, რომელთა საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება, საქმის არსებითი განხილვის განმავლობაში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად საეჭვო გახდა, რაც არსებითად ცვლის საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შესახებ არსებულ სურათს. ამ შემთხვევაშიც ბრალდების მხარეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთაგან – ნ------–------–-----ი, ე-–-----------, შ-------------- – დაკითხულ იქნა მხოლოდ დაზარალებული და შ--------------. თავად საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი დაკითხული არ ყოფილა, რის გამოც ამ ოქმის სისწორეც მას არ დაუდასტურებია. რაც შეეხება დაკითხულ პირებს, მათგან დაზარალებულმა ვერ გაიხსენა ამოღებული ნივთების დალუქვის მომენტი და თქვა, ამოღებულ ტანსაცმელს ალბათ ჩადებდნენ რამეში, აბა ისე ხომ არ წაიღებდნენო. აღნიშნული გარემოება ეჭვქვეშ აყენებს ტანსაცმლის ამოღებისა და დალუქვის პროცედურას. მით უმეტეს, რომ მოწმე გ--------–------ს ჩვენებით, მისი დაკითხვის პარალელურად იმავე ოთახში მიმდინარეობდა ნ------–------–-----ის ტანსაცმლის ამოღება და გ--------–------ არ ადასტურებს ტანსაცმლის დალუქვას. პირიქით, ის ადასტურებს, რომ დაზარალებულის ტანსაცმელი მოგვიანებით დაულუქავი ნახა ბრალდებულის ტანსაცმლებთან ერთად. მართალია, მოწმე შ-------------მა დაადასტურა ტანსაცმლის ადგილზე დალუქვა, თუმცა ეს არის ერთადერთი მოწმე, რომელიც ადასტურებს ოქმის ამ ნაწილის სისწორეს. ამის საწინააღმდეგოდ დაცვის მხარემ დაკითხა გ--------–------, გ--------–-------, პ------–-------, მ--–---- შ------ი, რომლებმაც განაცხადეს, რომ ქალისა და მამაკაცის, მათ შორის დაზარალებულისა და ბრალდებულის ტანსაცმელი ერთმანეთში არეული ეყარა. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ნ------–------–-----ისგან ტანსაცმლის ამოღების ოქმს და მხოლოდ ერთი მოწმის მიერ დადასტურებულ გარემოებას ტანსაცმლის ადგილზევე დალუქვის შესახებ სასამართლო ვერ დაეყრდნობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ისევე, როგორც ვერ დაეყრდნობა ამ ტანსაცმელზე ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნებს. მით უფრო, რომ ბრალდების მხარეს ჰქონდა ყველა საშუალება იმისათვის, რომ დაეკითხა სასამართლო სხდომაზე საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი და მისგანაც მიეღო სასამართლოს ინფორმაცია ნივთების დალუქვის თაობაზე, თუმცა აღნიშნული არ განხორციელდა.
შეიძლება წარმოიშვას ეჭვი, რომ გ--------–------ს ჩვენება არ შეიცავს სწორ ინფორმაციას, თუმცა, როგორც ირკვევა, გ--------–------ არის დაზარალებულის ნათესავი და მას რაიმე პირადი მოტივი არ გააჩნია, მისცეს მისი ნათესავის წინააღმდეგ ჩვენება. ამდენად, აღნიშნული მოწმის ჩვენების გაზიარებაზე უარის საფუძველი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
ამდენად, გ--------–-------სგან ნიმუშების აღების ოქმები და ნ------–------–-----ის ტანსაცმლის ამოღების ოქმები, ასევე მათ საფუძველზე მიღებული ნივთები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს ამ მოქმედებების კანონიერების და მათი შინაარსის შემცველი ოქმების ავთენტურობის კანონით დადგენილი წესით დაუდასტურებლობის გამო.
ასეთ ვითარებაში გ--------–-------ს საწინააღმდეგოდ საქმეში არსებობს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება – ნ------–------–-----ის ჩვენება, რაც, სსსკ–ის მე–3 მუხლის მე–13 ნაწილის, მე–13 მუხლის მე–2 ნაწილის, 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის, 259–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი. მიუხედავად ამისა, თავად ეს ერთადერთი მტკიცებულებაც არ არის უტყუარი და სარწმუნო, ვინაიდან მოწმეების ჩვენებებით ირკვევა, ნ------–------–-----ს ახასიათებს სხვისთვის დაბრალება გარკვეული ქმედებების და ის სოფლიდან განკვეთილ იქნა სწორედ ასეთი ქცევის გამო. ასევე მოწმე გ--------–------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ნ------–------–-----ს შ-------ბის ოჯახის ჯინი სჭირდა და მათ გამწარებას ცდილობდა. ეს გარემოებები დაზარალებულის პირადი დაინტერესების შესახებ ეჭვებს აჩენს. ამ ეჭვებს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა დაზარალებულის მიერ შემთხვევიდან მალევე 112–ზე განხორციელებული 5 ზარის აუდიო ჩანაწერები, სადაც ის არც ერთხელ არ ასახელებს გ------- შ------ს თავდამსხმელად მაშინ, როცა ასახელებს მის ძმას და მამას. ასევე გ--------–------ აღნიშნავს, რომ პირველად შეხვედრისას ნ------–------–-----ს არ დაუსახელებია თავდამსხმელების ვინაობა. ნ------–------–-----ის ჩვენების შესაფასებლად ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მის მიერ ბ--–--------–---თან ადრე კონფლიქტის ხსენებას, თუმცა ამ ნაწილშიც ბრალდების მხარეს არაფერი წარმოუდგენია, რაც დაადასტურებდა კონფლიქტის არსებობას. მით უფრო, რომ დაზარალებული საუბრობს 112–ზე დარეკვაზე, პოლიციის ჩართვაზე, თუმცა ეს საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. დაზარალებული ასევე საუბრობს მის მიმართ თავში არაერთხელ ჩარტყმაზეც, თუმცა ამის დამადასტურებელი ნიშნებიც სამედიცინო შემოწმებით არ დადასტურდა. ამდენად, იმ ერთადერთი მტკიცებულების (რომლის კანონის დაცვით მოპოვებას სასამართლო ეჭვქვეშ ვერ დააყენებს) სარწმუნოობაც ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ დაადასტურა.
3.1.2. ბრალდებული პ------–-------
3.1.2.1. ი-----–-----------–---ის წინააღმდეგ ქმედება
მოწმე ნ------–------–-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულები ჭიშკართან ჩასაფრებულები იყვნენ, დიდი ხის ჯოხები ჰქონდათ. ჯერ მეუღლეს დაუწყეს ცემა, დასწრებაზე იყვნენ, თავიდან დაიწყეს და ბოლომდე გაათავეს. მუქი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ეცვათ. ბრალდებულები მისი დეიდაშვილები არიან. პოლიციის ძალით დახელწერილებულებიც იყვნენ, რადგან აგრესიულად ხვდებოდნენ. მეუღლეს სდიოდა სისხლი. მეორე დილას უთხრეს, რომ მეუღლე გარდაიცვალა. გამოკითხვის შემდეგ გასისხლიანებული ჩექმები, კოსტუმი, რეიტუზი გახადეს პოლიციაში და წაიღეს, მისმა დამ მოუტანა სხვა ტანსაცმელი. ჩვენების გარდა სხვაგან ხელი არ მოუწერია. ნიმუშიც აუღეს ზუგდიდში. ბრალდებულების დედა შეხვდა. გალანძღა, აგინა, წყევლა, ამოიღო ტელეფონი, დაურეკა ბრალდებულებს და უთხრა, მიხედეთო ამათ. ბრალდებულების გარდა სხვა მტერი არ ყავდა. მას ეძახიან ვალიდას. მას ნიმუში აუღეს და ტანსაცმელი ამოიღეს.
მოწმე მ---------------–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ ნ------–------–-----ისგან იცის ბრალდებულების მიერ ი-----–-----------–---ის ცემის შესახებ. ჩხეტიანები მათ არ ემტერებოდნენ. შ-------ბი ჩაიდენდნენ ამას, რადგან ი-----–-----------–---ი გ--------–-------ს გამო იმყოფებოდა ციხეში.
მოწმე დ---------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო ბრალდებულებზე. ბრალდებულები თავიანთ სახლთან დააკავეს. იქ ბრალდებულების დედამ გამოხატა აგრესია, მოვიდა 3-4 კაცი, ატყდა დებოში, რის გამოც დაკავების ოქმი შედგა სამმართველოში. ტანსაცმელი ამოიღო ბრალდებულისგან, რაც პ----- შ------მა დაადასტურა ხელმოწერით. 4 პოლიციელი იმყოფებოდა დაკავების ადგილზე. ბრალდებულებს ხელბორკილები ეკეთათ სულ. სამმართველოს გამჭირვალე ლიფტი აქვს. სამმართველოში ბრალდებულები ერთი მანქანით მიიყვანეს. გზაში დაემგზავრათ ქალბატონი - ნ---------–------. დილის 9-10 საათისთვის მივიდნენ ბრალდებულებთან. ბრალდებულები მარტო იყვნენ. დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით ჩათვალეს, რომ უნდა დაეკავებინათ. გ-----------–----- სხვა ავტომანქანით მოძრაობდა ოპერატიულად მათთან ერთად. ჰაილუქსით იყო ის. გ-----------–-----ც პიკაპით იყო, მაგრამ ის ავტომანქანა მას არ უნახავს, შეიძლება უფროსის პრადო ყოფილიყო ან სხვა ავტომანქანა ან შეიძლება ფეხით მისულიყო.
მოწმე ვ--------------ს ჩვენების თანახმად, ბრალდებულების სახლი გაჩხრიკეს. ბ--–--------–---მა თანხმობა განაცხადა აღნიშნულზე. დ------ შ------ი, ბ------------- და გოგა გულბანი ესწრებოდნენ ჩხრეკას, რა დროსაც ამოიღეს ბოტასი. ბ--–--------–---მა თქვა, რომ ბოტასი გ--------–-------ს იყო, რაც დაილუქა. თეთრ ბოტასს სისხლიანი ლაქები ოდნავ ემჩნეოდა. ასევე ბოტასის წინა მხარეს იყო ლაქები. ჩხრეკა ჩატარდა საღამოს. ტელეფონი არ ამოუღიათ. ბ--–--------–----სა და დ------ შ------ის გარდა სახლში სხვა ახლობელი არ ყოფილა. ეზოშიც არავინ იყო. ამოღებული ბოტასი მან თავის სეიფში შეინახა, მოგვიანებით კი გადასცა გამომძიებელს. ბოტასი დალუქა შსს-ს თეთრ პარკში.
მოწმე ი-----–------------ას ჩვენების მიხედვით, ბრალდებულების დასაკავებლად გავიდნენ, რადგან ოპერატიული ინფორმაციით გაირკვა, რომ ბრალდებულებმა ცემეს დაზარალებულები. ოპერატიული მანქანით მიყვებოდა თანამშრომლებს გ-----------–-----. დაკავების დროს გ-----------–-----ც მოვიდა. სახლის კარებთან დააკავეს ბრალდებულები. დედა ლანძღავდა მათ, რის გამოც ბრალდებულები წაიყვანეს პოლიციაში და ოქმი ადგილზე ვერ შეადგინეს. გზაზე 3-4 კაცი აგრესიულად იქცეოდა. 112-ის შეტყობინების გარდა სხვა ინფორმაცია არ ჰქონიათ. საავადმყოფოში მივიდა 10 წუთში. ნ------–------–-----მა თქვა, ძმებმა შ-------ბმა გვცემესო. ხელმძღვანელი და პროკურორი ჩააყენა საქმის კურსში და დაიწყო გამოძიება. ბრალდებულებს უთხრა, რომ ნაცემი ადამიანი მათ ასახელებდა და დააკავა ისინი, ხელბორკილები დაადეს. უკან გ-----------–----- მოყვებოდათ. გზაზე ქალი დაიმგზავრეს, რომელიც ავტომანქანაში წინ დაჯდა, მის გვერდით. სამმართველოდან ბრალდებულების სახლამდე 1 კმ. იქნება. ერთ-ერთი თანამშრომლის ნაცრისფერი ავტომანქანით მივიდა დაკავების ადგილას გ-----------–-----. ბრალდებულები დაზარალებულის ნათქვამის საფუძველზე დააკავეს.
მოწმე ბ-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ჩატარდა სახლის ჩხრეკა. ჩხრეკაში მონაწილეობდნენ ოჯახის ნათესავი, ბრალდებულების მშობლები. საძინებლიდან სისხლიანი ბოტასი ამოიღეს, ადგილზე დალუქეს. როგორც ახსოვს, ბრალდებულების მამა სახლში იყო ჩხრეკის დროს. მან და გოგა გულბანმა ნახეს თეთრი ბოტასი საწოლის ქვეშ. ერთ ბოტასს წვერთან ოდნავ გვერდით ჰქონდა ლაქები. ის შსს-ს გამჭვირვალე პარკში ჩადეს. ბ--–--------–---მა თქვა, ბოტასი შვილის არისო. ტელეფონი არ უნახავს ჩხრეკის ადგილას.
მოწმე გ-------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ დააკავეს ბრალდებულები. შეხლა-შემოხლის, ხმაურის გამო სამმართველოში შეადგინეს ოქმი. ვინც იქ იყო, ყველა აგრესიული იყო ადგილზე. ბრალდებულების მშობლებიც იყვნენ, ამბობდნენ, არ არიან დამნაშავეები და არ წაიყვანოთო. 9 საათზე მივიდა სამსახურში, დაახლოებით ნახევარ საათში გაიგო ოპერატიული ინფორმაცია. ი-----–------------ამ ჩაუტარა ინსტრუქტაჟი. რომ მივიდა სამსახურში, ი-----–------------ა სამსახურში იყო და ერთად გავიდნენ. გ-----------–----- ვერცხლისფერი ავტომანქანით მიჰყვებოდა მათ. ჭიშკართან დააკავეს ბრალდებულები. დაკავების ოქმში მითითებული დროები სწორია. 10-15 კაცი იყო იქ, კარგი ბიჭები არიანო, ამბობდნენ და ხელს უშლიდნენ. 15-20 წუთი უნდა სამმართველოდან ბრალდებულების სახლამდე მისვლას. სამმართველოსკენ გზაზე ქალი ჩაისვეს ავტომანქანის წინა სალონში. გ-----------–----- ავტომანქანიდან არ გადმოსულა, რომ გადმოსულიყო, ნახავდა. ამოღებისას ბრალდებულის ტანსაცმელი არ დაუთვალიერებია, არ იცის მათ რამე ეტყობოდა თუ არა, სისხლის ლაქა იყო ტანსაცმელზე, თეთრი ბოტასი ამოიღეს.
მოწმე გ--------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ი-----–-----------–---ის სიკვდილი გამოიწვია ძვლის ცხიმის ფილტვებში გაჭედვით გამოწვეულმა სუნთქვის უკმარისობამ. ეს ძალიან იშვიათად ხდება. 18 წლის განმავლობაში სულ 4 შემთხვევა ჰქონია ასეთი. მანვე აიღო ი-----–-----------–---ისგან ნიმუშები, მისგან ამოიღეს გარდაცვლილის ტანსაცმელი.
მოწმე გ------- ს----–--ს ჩვენების თანახმად, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ბრალდებულების სახლში გამოძიებისთვის საინტერესო ნივთის არსებობის შესახებ.
მოწმე გ---------–----ს ჩვენების მიხედვით, სახლის ჩხრეკაში მიიღო მონაწილეობა. იქ დახვდა ბრალდებულების დედა, რომელმაც თანხმობა განაცხადა ჩხრეკაზე. ამოიღეს თეთრი ბოტასები, რომელსაც წინ ზემოდან მოწითალო ლაქები ჰქონდა. ბოტასი გამჭირვალე პაკეტში მოთავსდა. ჩხრეკას ესწრებოდა ბრალდებულების ახლობელი კაციც. ბ--–--------–---მა ხელწერილი დაწერა და დაიწყეს ჩხრეკა. ორივე ბოტასს ეტყობოდა ლაქები. ბ--–--------–---ს ანახეს ბოტასები. ოქმი იქვე შედგა. 3 პოლიციელი მივიდა გასაჩხრეკად. ჩემი შვილების არისო ბოტასი, თქვა ბ--–--------–---მა. ოქმი ვ--------------მ წაიკითხა. ბ--–--------–---ს ესმოდა. ხელიც მოაწერა მან დალუქვის შემდეგ. ტელეფონი არ ამოუღიათ. ვ--------------მ დალუქა ბოტასი იქვე.
მოწმე გ-----------–-----ს ჩვენებით ირკვევა, რომ გავიდნენ ბრალდებულების დასაკავებლად. ის ავტომანქანით გაჰყვა ჯგუფს. 20 წუთში მივიდნენ ბრალდებულების სახლთან. გზაზე იყვნენ ბრალდებულები. ი-----–------------ამ დააკავა ერთ-ერთი ბრალდებული მასთან ერთად, ჩაისვეს ავტომანქანაში და წავიდნენ სამმართველოში. ადგილზე ხალხი შეგროვდა, შეხლა-შემოხლა იყო. ამიტომ ოქმი ვერ შეადგინეს ადგილზე. ბრალდებულების დედა აღელვებული იყო. 5 მეტრში მიყვებოდა თანამშრომლების ავტომანქანას. ის სახლამდე არ მისულა. თვითონ მოშორებით გაჩერდა. ი-----–------------ამ განუმარტა ბრალდებულს დაკავების მიზეზი, თუმცა მას არ მოუსმენია, რას ეუბნებოდა ის. თანამშრომლების ავტომანქანას არავინ ჩაუსვამს გზაში. ბრალდებულებისკენ მიმავალ გზაზე პიკაპს გადაუსწრო და მის წინ გაჩერდა. უკანა გზაზე არცერთ ავტომანქანას გაუჩერებია, ისე მივიდნენ სამმართველოში.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული აუდიო მასალით დადგენილია, რომ ნ------–------–-----მა განახორციელა 5 ზარი 112-ზე. ამასთან, პირველი დარეკვის დროს თქვა, რომ ცემეს ბ------ და ბ--------- შ-------ბმა.
მოწმე ბ--–--------–----ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2-----------ს დილის 8 საათისთვის ზ---–------------ ესტუმრა, ბრალდებულებს მოუწოდა ადგომისკენ, თუმცა ისინი არ ადგნენ. 09:30 საათისთვის პოლიციელები მივიდნენ, ბრალდებულებს გავესაუბრებით და გავუშვებთო. გ--------–------- გააღვიძა. პოლიციელებმა პ------–-------ს გაღვიძებაც სთხოვეს და ორივე გავიდა. იმ ღამეს და დილას მისი შვილები გარეთ არ გასულან. სამი პოლიციელი იყო. ყველანი ჩასხდნენ პოლიციის ავტომანქანაში. გ-----------–----- იქ არ ყოფილა. რაიმე კონფლიქტი პოლიციელებთან იქ არ მომხდარა. მეზობლებიც არ ყოფილან მის სახლთან. მათი წასვლის შემდეგ ორ საათში მივიდა გოგა გულბანი, ჩხრეკა უნდა ჩავატაროთო. რამდენიმე საათის მერე მივიდნენ მეზობლები, მერე 10-მდე პოლიციელიც მივიდა. თანხმობა განაცხადა ჩხრეკაზე. პოლიციელებს არაფერი განუმარტიათ მისთვის. ყველა პოლიციელი სახლის სხვადასხვა ოთახს ჩხრეკდა. მან და დ------ შ------მა ხელი მოაწერეს ჩხრეკის ჩატარების თანხმობაზე. ჩხრეკის დროს თ------ შ------ი ახლდა სულ თან. დ------ შ------ი მისაღებ ოთახში იჯდა და სხვაგან არ გასულა. პ------–-------ს ოთახიდან სუფთა თეთრი ბოტასი გამოიტანეს. ზამთარი იყო, ეს თხელია, აწი არ ჩავიცვამო თქვა პ----- შ------მა. ამიტომ ერთი კვირა მის შვილს ის არ ჩაუცვამს. ვ--------------მ პარკი მოთხოვა, მისცა ლურჯი პარკი, რაშიც ჩადეს ბოტასი და დაულუქავად წაიღეს. პ-----ს ოთახიდან მობილურიც წაიღეს. ერთი საათის მერე ვ--------------მ და ი-----–------------ამ დააბრუნეს ტელეფონი, ასევე მოიტანეს უკვე დალუქული ბოტასები და ლუქზე ხელის მოწერა სთხოვეს, რაზეც დათანხმდა, უთხრეს, რომ ბოტასებსაც მალე დააბრუნებდნენ, აუხსნეს, რომ ლუქის დადება დაავიწყდათ და ხელის მოსაწერად დაბრუნდნენ. ნ------–------–-----თან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. 2 წლის წინ ნ------–------–-----მა დააბრალა ცემა, პოლიციაში დარეკა, ბ--–-მ მცემაო, თუმცა გაირკვა, რომ ნაცემი არ იყო. წყევლიდა ნ------–------–-----ი მას. სოფელში დაზარალებულებს არავისთან არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, სოფლიდან გამოდევნეს და მათ სოფელში შემოხიზნულები იყვნენ. მას კონფლიქტი არ ჰქონია ნ------–------–-----თან, შვილებისთვის არ დაურეკავს დაზარალებულების საცემად.
მოწმე გ--------–------ს ჩვენების თანახმად, ი-----–-----------–---ს აღენიშნებოდა ტრამვები, ამბობდა, თავს დამესხნენ, ვერ ვიცანიო. ნ------–------–-----მაც არ იცოდა, თუ ვინ დაესხა თავს. ი-----–-----------–---ს შუბლის არეში მცირე ნაჭდევი აღენიშნებოდა. ნ------–------–-----ისგან თანხმობის ხელწერილი სჭირდებოდათ, რომ ი-----–-----------–---ი გადაეყვანათ საავადმყოფოში. ნ------–------–-----ი გადაყვანის წინააღმდეგი იყო, ამბობდა, მოკვდეს, მაგათ მაინც გავამწარებო. ამასობაში გარდაიცვალა ი-----–-----------–---ი. მანამდეც ჰქონდა ნ------–------–-----ს შემთხვევა, როცა მიიყვანეს საავადმყოფოში, ბ--–--------–---მა მცემაო. მაშინ არაფერი ეტყობოდა, რატომ ამბობ ასეო, ჰკითხა და პასუხად მიიღო, მანამ არ მოვისვენებ, სანამ არ გავამწარებ შ-------ბსო. ღამის 10-11 საათზე გარდაიცვალა ი-----–-----------–---ი. მერე გარდაცვლილის ტანსაცმელი ამოიღეს. ამის მერე მესამედ დაიბარეს პოლიციის უფროსთან. ჩვენების შესაცვლელად. მეორედ რომ მივიდა, ჰკითხეს, ვერ ხედავ ფეხსაცმელზე სისხლის ლაქები რომ არისო? ბოტასები ეყარა ცისფერი ტანსაცმელთან ერთად. გარდაცვლილის დაულუქავი რეიტუზი მიჰქონდა გამომძიებელს ხელით. როცა მეორედ მივიდა სამმართველოში, მიცვალებულის ტანსაცმელი ეყარა მაგიდაზე ბრალდებულების ტანსაცმელთან და ბოტასებთან ერთად. ტანსაცმლის წაღების შემდეგ ჩამოიტანეს დასალუქი რაღაცეები, მოაწერინეს ხელი ფურცელსა და მუყაოს ნაჭერზე. ეს იყო ტანსაცმლის წაღებიდან 2 საათის მერე. ი-----–-----------–---ის სისხლიც წაიღეს შპრიცით, რაზეც არაფერი შეუდგენიათ. პ----- შ------ს ეძახიან ბ---------ის. ამოღების ოქმში მითითებულია არასწორი დრო. სინამდვილეში ღამით მოხდა ამოღება. ნ------–------–-----ი არის მისი ბიძაშვილის დეიდაშვილი. ტანსაცმლის ამოღებისას შუქი ჩაქრა და ფანარი ეკავა ხელში გამომძიებელს. ლუქზე და ამოღების ოქმზე გვიან მოაწერა ხელი. ცუდი ენა აქვს ნ------–------–-----ს, აქეზებდა ქმარს, უვრცელებდა ვიღაცეებს რაღაცებს. ნ------–------–-----ი ამბობდა, ბრალდებულებს ჩემთვის მემკვიდრეობის წართმევა უნდათო. პირველ შემოყვანისას თქვა ნ------–------–-----მა, ისე არ დასრულდება ჩემი ცხოვრება, შ-------ბი რომ არ გავამწაროო.
მოწმე მ--–---- შ------ის ჩვენების თანახმად, 2-----------ს გათენებული არ იყო, როცა ზ---–------------ ესტუმრა. ცოტა ხანში პოლიციელები მივიდნენ. ბ--–--------–---მა გ--------–------- გააღვიძა, გ-------მ - პ----- და გავიდნენ. 3 პოლიციელი იყო 1 პიკაპით, წავიყვანთ და დავბრუნდებითო, დაიბარეს. გარეთ არავინ იყო. ხმაური არ ყოფილა. ბრალდებულები რომ არ დაბრუნდნენ, პოლიციის შენობაში მივიდა, ლიფტით რომ ავიდა, ნახა, რომ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ეყარა იატაკზე. ბევრი მტერი ყავთ სვანეთში დაზარალებულებს. ჩხეტიანებთან კონფლიქტი ჰქონდათ დაზარალებულებს, გულბანებთანაც. აქეზებდა ამათ წინააღმდეგ ნ------–------–-----ი ი-----–-----------–---ს.
მოწმე თ------ შ------ის ჩვენების მიხედვით, ბრალდებულების დაკავება, რომ გაიგო მივიდა მათთან სახლში. ბ--–--------–---- და 2 პოლიციელი დახვდა იქ. 2 საათის მერე 10-მდე პოლიციელი მივიდა. ბ--–--------–---- ჩხრეკაზე დათანხმდა. თან დაყვებოდა ბ--–--------–---ს. ჩხრეკის შედეგად ბოტასები ამოიღეს. მუქი პარკი მიაწოდა ბ--–-მ და ბოტასები ჩაყარეს იქ. არაფერი ემჩნეოდა ბოტასებს. ადგილზე არაფერი დაულუქავთ. დ------ შ------ი მისაღებ ოთახში იყო.
მოწმე ნ---–----------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ნაშუადღევს ბრალდებულების სახლში ჩხრეკა იყო. ბ--–--------–---ს ლურჯი პარკი გამოჰქონდა. ღია ფერის ბოტასი მოათავსეს შიგ, ტელეფონიც წაიღეს. 1 საათში ტელეფონი მოიტანეს და ლუქზე ხელი მოაწერინეს ბ--–--------–---ს. ადგილზე არ დალუქულა არაფერი. 7 პოლიციელი იქნებოდა ბრალდებულების სახლში.
მოწმე ზ---–-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 8 საათზე მივიდა ბრალდებულებთან, შევიდა მათ გასაღვიძებლად, მაგრამ ვერ გააღვიძა. ცოტა ხანში პოლიციელებმა დაიძახეს, ბიჭები ითხოვეს. ჯერ გ------- გავიდა, მერე - ორივე. ბრალდებულების წაყვანისას იქ მარტო 3 პოლიციელი იყო, ხმაური არ ყოფილა.
მოწმე დ------ შ------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებულების სახლში მივიდა 16-17 საათზე. 10-მდე პოლიციელი დახვდა, მეზობლებიც იყვნენ. საგამოძიებო მოქმედებებში არ მიუღია მონაწილეობა. თქვეს, ჩხრეკა უნდა დავიწყოთო. ჩხრეკის „ამბავზე“ ხელი მაოწერინეს. ბ--–-მაც მოაწერა ხელი. არ დაყვებოდა პოლიციელებს, იჯდა ოთახში, სხვა ოთახში არ გასულა. ნახევარი საათი გაგრძელდა ჩხრეკა. გამოიტანეს შავი ტელეფონი და ბოტასი. ბ--–-ს სთხოვეს და ბ--–-მ ლურჯი პარკი მიუტანა, სადაც მოათავსეს ბოტასი და წაიღეს. მერე 2 პოლიციელი მივიდა და ტელეფონი დააბრუნეს, ბოტასის დაბრუნებასაც შეჰპირდნენ. მეორედ მოსვლისას ლუქზე მოაწერა ბ--–--------–---მა ხელი. ნ------–------–-----ი ყველას სძულდა, რადგან მოლაყბე იყო.
მოწმე რ--------- შ------ის ჩვენების თანახმად, მივიდა ბრალდებულების სახლში, სადაც ბ--–--------–---- და მეზობლები, ასევე 10-მდე პოლიციელი დახვდა. გარეთ 1 პიკაპი იდგა. ჩხრეკაზე იყვნენ მისულები. ბ--–--------–---- დათანხმდა. ბ--–-ს ახლდა თ------ შ------ი. ჩხრეკის წინ ბ--–--------–---მა და დ------ შ------მა მოაწერეს ხელი ჩხრეკის დაწყებას. დ------ შ------ი არ დაყვებოდა, იჯდა მაგიდასათან. თ------ შ------ი დაყვებოდა პოლიციელებს. მათ მობილური ტელეფონი და ბოტასები გამოიტანეს. ბ--–--------–---მა ლურჯი პარკი გამოიტანა, სადაც ჩადეს ბოტასები და წაიღეს. 1 სთ-ის მერე 2 პოლიციელი მივიდა, მოუტანეს პარკი დალუქული. ბ--–-მ ლუქზე მოაწერა ხელი. როცა პარკი წაიღეს, დალუქული არ ყოფილა. ჩხრეკის დროს 2 პოლიციელი შემოვიდა, მანამდე 10-მდე იყვნენ. 2 პოლიციელმა, ბ--–-მ და თ------ შ------მა გამოიტანეს ბოტასი და მობილური. ბ--–-მ უთხრა, შვილების არისო, თუ ვისი იყო, არ უთქვამს.
მოწმე ჯ--- შ------ის ჩვენების მიხედვით, 17 სთ.-სთვის მივიდა ბრალდებულების სახლში. 20-30 წუთში მივიდა 2 პოლიციელი. ხელში ეჭირათ პარკი, რომელიც მაგიდაზე დადეს. დადეს ასევე შავი ტელეფონი. თქვეს, ტელეფონს გიბრუნებთო და ეს არისო ჩხრეკისას წაღებული ბოტასები. ხელის მოწერა სთხოვეს, ექსპერტიზაზე არისო წასაღები. ბ--–--------–---მა ხელი მოაწერა, ჰკითხა, თუ დაუბრუნებდნენ მას, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. შემთხვევის ადგილიდან 80 მეტრში ცხოვრობს, ხმაური ან ყვირილი არ გაუგია.
ბრალდებულ გ--------–-------ს ჩვენებით ირკვევა, რომ სახლში ეძინა მას და მის ძმას. ზ---–------------ შემოვიდა მათთან დილით, რა დროს ძილიაო. ამის შემდეგ დედამ დაუძახა და გავიდა გარეთ. გარეთ იყვნენ პოლიციელები. მათ უთხრეს, რომ არაფერი ხდებოდა, უფროსს უნდოდა მასთან გასაუბრება. ძმის წამოყვანაც სთხოვეს. წაყვნენ მათ. სახლთან ისინი არ დაუკავებიათ. სამმართველოში ხედავდა, როგორ ეყარა მერე დაიწყეს დალუქვა. ხელი არ მოუწერა. პოლიციელები ეხებოდა ტანსაცმელებს. ადვოკატი მოითხოვა. უარი უთხრეს, არ არისო. ხელი არ მოუწერა. ნახა ექიმი ჩამოდიოდა მე-4 სართულიდან გ--------–------. ტანსაცმელი არ ეცვა მაშინ. მერე გეგი გაესაუბრა. 1 სთ.-ში მამამისი ავიდა ლიფტით მე-5 სართულზე. მე-4 ზე იყო თვითონ. ნახა ტანსაცმლის გარეშე რო იყო. ყველა ტანსაცმელი ერთად ეყარა დაულუქავად. მათ შორის მისი სახლიდან მოტანილი დაულუქავი ბოტასებიც ეყარა. მამამისს ბ------ს ეძახიან. გ-----------–----- მის სახლთან არ მისულა დაკავებისას.
ბრალდებულ პ------–-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მეზობელი დაადგა დილით თავზე და გააღვიძა. მერე გ------- ადგა, დაბრუნდა, უთხრა, გეძახიანო პოლიციელები, ჩაიცვა და გაყვა მათ. პოლიციელებმა უთხრეს, რაღაც საჩივარია, რომ მიგიყვანთ, გეტყვიან, უბრალო დაკითხვა არისო. სამმართველოში ნიმუშები აიღეს მისგან, ტანსაცმელი ამოიღეს. ნახა, რომ მისი ტანსაცმელი სხვა ტანსაცმელთან ერთად ეყარა იქ. ფრჩხილები რომ დააჭრეს, ფურცელზე იდო, დაულუქავად წაიღეს. სამმართველოსკენ მიმავალ გზაზე ქალი დაიმგზავრეს პოლიციელებმა და დაკავებული რომ ყოფილიყვნენ, თან დაკავების ადგილზე აგრესია რომ ყოფილიყო, უცხო პირის დამგზავრების შესაძლებლობა არ ექნებოდათ პოლიციელებს. ტყავის ქურთუკი, თეთრი ჯინსი და შავი კეტები ამოიღეს მისგან და წაიღეს, არ დაულუქავთ. ეს იყო 17 საათისკენ. 21 საათისკენ მე-5 სართულზე რომ აყავდათ, სხვისი ტანსაცმელი ეყარა ზედ მის ტანსაცმელს, მათ შორის გეტრი და ბუშლაკისმაგვარი. მას ბ---------ის ეძახიან მეორე სახელს.
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბ--–--------–----ს თანხმობით, დაბა მესტია, სოფელ ლ-------ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იქნა ერთი წყვილი ბოტასი, რომელსაც მარჯვენა და მარცხენა მხარეს გააჩნია ინგლისურენოვანი წარწერა ZX750, ხოლო წინა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ოქმის მე–4 გვერდის თანახმად, ბ--–--------–---მა განაცხადა, რომ ბოტასი ეკუთვნის პ----- შ------ს. იმავე ოქმის მე–5 გვერდის თანახმად, ბოტასი ეკუთვნის გ. შ------ს. ამოღებული ფეხსაცმელი შეიფუთა და დაილუქა.
ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ამოღებულ იქნა ღია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც მარჯვენა უკანა ტოტზე, ქვედა ნაწილში გააჩნია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, მოლურჯო ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, წითელი და შავი ფერის ჩანართებით გრძელსახელოებიანი ნაქსოვი სვიტერი, მამაკაცის ყავისფერი ტყავის ქურთუკი ელვა შესაკრავზე წარწერით ,,DOZZO”, მოთეთრო ფერის წინდები, მამაკაცის შავი ფერის ზონარზე შესაკრავი ფეხსაცმელი და შავი ფერის მამაკაცის სარტყელი.
ამოღების ოქმის თანახმად, გ--------------ის თანხმობით, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში ი-----–-----------–---ის გვამიდან ამოღებულ იქნა მუქი ყავისფერ სვიტერი, ნაცრისფერ შარვალი, მარცხენა ფეხიდან შავი ფერის წინდა.
ნიმუშის აღების ოქმის მიხედვით, გ--------------ის თანხმობით, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტიდან აღებულ იქნა ი-----–-----------–---ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ანაჭრელები, სისხლის ნიმუში ერთჯერად შპრიცში, თმების ნიმუში შუბლის, თხემის, მარჯვენა და მარცხენა საფეთქლის და კეფის მიდამოდან.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი-----–-----------–---ის სიკვდილის მიზეზია სუნთქვის მწვავე უკმარისობა მარჯვენა სხივისა და იდაყვის ძვლების შუა და ქვედა მესამედის დახურული მოტეხილობისა და მარჯვენა მცირე წვივის ძვლის ქვედა მესამედის დახურული მოტეხილობის შედეგად განვითარებული ფილტვების სისხლძარღვების ცხიმოვანი ემბოლიის გამო. ი-----–-----------–---ის გვამზე აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: სისხლნაჟღენთი მარჯვენა წინა მხრის უკანა და შიგნითა ზედაპირებზე შუა და ქვედა მესამედის დონეზე, მარჯვენა სხივისა და იდაყვის ძვლების დახურული მოტეხილობა და შუა და ქვედა მესამედის დონეზე, მარჯვენა მცირე წვივის ძვლის დახურული მოტეხილობა ქვედა მესამედის დონეზე, მარჯვენა მტევნის მე-2, მე-3, მე-4 თითების ნების ძვლების დახურული მოტეხილობა, გაკერილი სწორკიდეებიანი ჭრილობა მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე შუა მესამედში. მრავლობითი ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და უსწოროკიდეებიანი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, დაზიანებები სისხლნაჟღენთი მარჯვენა წინამხარის უკანა და შიგნითა ზედაპირებზე შუა და ქვედა მესამედის დონეზე, მარჯვენა სხივისა და იდაყვის ძვლების დახურული მოტეხილობა შუა და ქვედა მესამედის დონეზე, მარჯვენა მცირე წვივის ძვლის დახურული მოტეხილობა ქვედა მესამედის დონეზე მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მიღებულ თარიღს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარეებმა წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლებიც მოითხოვს შეფასებას. მათ შორის არის ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ემყარება ბრალდებულებისა და დაზარალებულებისგან აღებულ ნიმუშებს და ამოღებულ ტანსაცმელს. ამდენად, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების გაზიარება სრულად არის დამოკიდებული იმაზე, სასამართლო სხდომაზე რამდენად დადასტურდება ნიმუშის აღებისა და ამოღების ოქმების სისწორე. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეში დარწმუნების გარეშე შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნის გაზიარება.
ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ პროკურორმა სასამართლო სხდომაზე გამოიკვლია ბრალდებულ პ------–-------ს ფრჩხილების ნიმუშის აღების ოქმი და მისგანვე ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმი. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ბრალდებულის მტკიცებით, ორივე შემთხვევაში მისგან წაიღეს დაულუქავი ნიმუშები. ამდენად, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, ბრალდებულისგან აღებული ფრჩხილისა და ნერწყვის ნიმუშები ადგილზე დაილუქა თუ არა. მართალია, აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით დაიკითხა ბრალდებული, თუმცა მან არ დაადასტურა ოქმის სისწორე ნიმუშების ადგილზე დალუქვის შესახებ. ამ მოქმედებებში ბრალდებულთან ერთად მონაწილეობდნენ გ------------ და დ---------–-–--, თუმცა აღნიშნული პირები სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საწინააღმდეგო გარემოებები არავის დაუდასტურებია. სასამართლო განმარტავს, რომ დასაშვები მტკიცებულებაა და სასამართლომ შეიძლება გაიზიაროს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომელთა ავთენტიკურობაც სასამართლო სხდომაზე უტყუარად დადასტურდება. ამ მიზნით სასამართლო სხდომაზე, როგორც წესი, იკითხებიან საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი და მასში მონაწილე პირები, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ ან უარყონ ხელმოწერების კუთვნილება ისევე, როგორც ოქმის შინაარსის სისწორე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი და მასში მონაწილე არც ერთი პირი, რომელიც ამ ოქმის შინაარსის სისწორეს დაადასტურებდა. ამდენად, სასამართლოში შეუძლებელი აღმოჩნდა პ------–-------სგან ფრჩხილისა და ნერწყვის ნიმუშების აღების ოქმების სისწორის დადასტურება მაშინ, როცა ბრალდებული და დაცვის მხარე მის სისწორეს სადავოდ ხდიან ისევე, როგორც ამ ნიმუშებზე დაყრდნობით მიღებულ ექსპერტიზის დასკვნას. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე მიუთითებს ბრალდების მხარის მიერ ნიმუშებისა და ნივთების კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებაზე. დაცვის მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ნიმუშებისა და ნივთების დაულუქაობასა და ყველა ამოღებული ნივთის ერთმანეთთან შეხებაზე ისევე, როგორც პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მათ შეხებაზე. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბრალდების მხარის მოწადინებას, დაადასტუროს ნიმუშებისა და ნივთების მოპოვების კანონიერება, შემდგარი ოქმების შინაარსის სისწორე, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ დაუკითხავს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირები, რის გამოც დაცვის მხარის მიერ წამოჭრილი ეჭვი არავის გაუფანტავს. ამდენად, სასამართლო ვერ დაეყრდნობა საეჭვო მტკიცებულებებს, რომელთა ავთენტურობაც და შინაარსის სისწორეც დადასტურებული არ არის. შესაბამისად, პ------–-------სგან ფრჩხილის ნიმუშისა და ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმების გაზიარება შეუძლებელია.
სსსკ–ის 72–ე მუხლის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან–თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ. ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მხარე ვალდებულია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი მტკიცებულების წარმომავლობის შესახებ. დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. სსსკ–ის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ნიმუშების აღება მოხდა კანონის არსებითი დარღვევით. ბრალდების მხარის პოზიციით, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები. აღნიშნული საკითხის ირგვლივ არსებობს ეჭვი, რომელიც აუცილებელია, დადასტურდეს ან გაქარწყლებულ იქნეს კანონით დადგენილი წესით ბრალდების მხარის მიერ, რაც არ მომხდარა. ამდენად, ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი მოითხოვს ბრალდებულის პოზიციის გაზიარებას ნიმუშების აღებისას მათი დაულუქაობის შესახებ, რაც არის კანონის არსებითი დარღვევა, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა დაცვის მხარე წარმოთქვამს ეჭვს პოლიციის ორგანოში ამ ნიმუშებისა და დაზარალებულების ტანსაცმელს შორის კონტაქტის შესახებ, რამაც გამოიწვია ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი დაზარალებულების ტანსაცმელზე ბრალდებულების დეენემის აღმოჩენის შესახებ. ამდენად, ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა ნიმუშების აღების კანონის დაცვით ჩატარება, რის გამოც ეს ოქმები და მათ საფუძველზე ამოღებული ნიმუშები, ასევე მათ საფუძველზე გაცემული ექსპერტიზის დასკვნა ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე ი-----–-----------–---ის ტანსაცმლის ამოღების ოქმზე. ამ შემთხვევაშიც ბრალდების მხარეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთაგან – გ------------, გ--------------, გ--------–------ – არავინ დაუკითხავს, რის გამოც ამ ოქმის სისწორეც არავის დაუდასტურებია. ამის საწინააღმდეგოდ დაცვის მხარემ დაკითხა გ--------–------, რომელმაც უარყო ამოღების ოქმის სისწორე და განაცხადა, რომ ამოღება ჩატარდა სხვა დროს, სხვაგვარ პირობებში, ამოღებული ნივთი არ დალუქულა, გამომძიებელმა ნივთები წაიღო დაულუქავად, რამდენიმე საათის შემდეგ მოაწერინეს მას ხელი ამოღების ოქმსა და ლუქზე. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ი-----–-----------–---ის ტანსაცმლის ამოღების ოქმს სასამართლო ვერ დაეყრდნობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ისევე, როგორც ვერ დაეყრდნობა ამ ტანსაცმელზე ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნებს. მით უფრო, რომ გ--------–------ ადასტურებს, რომ შემდეგ ნახა მისგან ამოღებული ტანსაცმელი როგორ ეყარა დაულუქავ მდგომარეობაში ბრალდებულების ტანსაცმელთან ერთად ერთ ოთახში. აქვე უნდა ითქვას, რომ საქმეში არსებობს ი-----–-----------–---ის ტანსაცმლის ამოღების მეორე ოქმიც, შედგენილი გ--------------ის მონაწილეობით, თუმცა აღნიშნული მოქმედებით გ--------------ისგან ამოღებულ იქნა ი-----–-----------–---ის მიერ გამოცვლილი ტანსაცმელი, რისი შემხებლობა საქმესთან გაურკვეველი დარჩა. ცნობილია, რომ ი-----–-----------–---ი თავდაპირველად მოთავსებულ იქნა მესტიის საავადმყოფოში, სადაც მან გამოიცვალა ტანსაცმელი და ის ტანსაცმელი, რომელიც ეცვა შემთხვევის დროს, გ--------–----ნმა გადასცა გამომძიებელს. ამის შემდეგ ი-----–-----------–---ს ეცვა სხვა ტანსაცმელი, რომელსაც არ ჰქონდა შეხება მის წინააღმდეგ მოქმედებებთან. ამიტომ გაუგებარია გ--------------ის მონაწილეობით ჩატარებული მოქმედების შემხებლობა კონკრეტულ საქმესთან და მისგან ამოღებული ტანსაცმლის სამართლებრივი ღირებულება ამ საქმისათვის. უნდა ითქვას, რომ გ--------------ის მონაწილეობით ი-----–-----------–---ისგან ასევე აღებულ იქნა ნიმუშები. ამ კუთხით, ერთი შეხედვით, შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ეს იყო ი-----–-----------–---ისგან ნიმუშების აღების პირველი შემთხვევა ამ საქმეზე, თუმცა, ეს შთაბეჭდილება ქარწყლდება მოწმე გ--------–------ს ჩვენებით, რომელიც აღნიშნავს, რომ ი-----–-----------–---ის მესტიის საავადმყოფოში ყოფნის დროსაც აიღეს პოლიციის თანამშრომლებმა ი-----–-----------–---ისგან სისხლის ნიმუში, თუმცა ამაზე რაიმე დოკუმენტი არ შეუდგენიათ. ამდენად, იმ პირობებში, როცა გ--------–------ს თანდასწრებით ი-----–-----------–---ისგან უკვე აღებული იყო სისხლის (და შესაძლოა ასევე სხვა) ნიმუში, გ--------------ის მონაწილეობით ჩატარებულ ნიმუშების აღებას სამართლებრივი მნიშვნელობა ეკარგება, ვინაიდან, ირკვევა, რომ გამოძიების ორგანოს ი-----–-----------–---ისგან აღებული ნიმუშ(ებ)ი უკვე ჰქონდა ყოველგვარი ოქმის შედგენის გარეშე მიღებული.
შეიძლება წარმოიშვას ეჭვი, რომ გ--------–------ს ჩვენება არ შეიცავს სწორ ინფორმაციას, თუმცა, როგორც ირკვევა, გ--------–------ არის დაზარალებულის ნათესავი და მას რაიმე პირადი მოტივი არ გააჩნია, მისცეს მისი ნათესავის წინააღმდეგ ჩვენება. მეორე მხრივ, ის არის პირი, რომლისგანაც მიიღო გამოძიების ორგანომ ნივთმტკიცებები, რომელიც მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში და რომელიც ბრალდების მხარის დასაკითხ პირთა სიაში იყო, მაგრამ ბრალდების მხარემ უარი განაცხადა მის დაკითხვაზე. ამასთან, არა მხოლოდ გ--------–------ არ დაკითხა, არამედ ასევე უარი თქვა მასთან ერთად საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე სხვა პირების დაკითხვაზე, რის გამოც გ--------–------ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საწინააღმდეგო ინფორმაცია სასამართლო სხდომაზე არავის მოუწოდებია. ამდენად, აღნიშნული მოწმის ჩვენების გაზიარებაზე უარის საფუძველი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
მოწმე გ--------–------ს ჩვენება მნიშვნელოვანია სხვა კუთხითაც. კერძოდ, ის აღნიშნავს, რომ პროკურორის მოთხოვნით საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან იყო მასზე ზეწოლა ჩვენების შინაარსის მათთვის სასარგებლო ფორმით ფორმულირების მიზნით, რა დროსაც მისგან ითხოვდნენ, არ ეთქვა, რომ ი-----–-----------–---მა განუცხადა თავდამსხმელების ვინაობის არცოდნის შესახებ. ამ მიზნით ის გვიან ღამემდე სამჯერ მიიყვანეს სამმართველოში და სამჯერ დააწერინეს ჩვენება. ამდენად, ეს გარემოებები ამძაფრებს დაცვის მხარის მიერ წამოჭრილ ეჭვებს გამოძიების ტენდენციურობისა და ნივთიერი მტკიცებულებების კანონის არსებითი დარღვევით მოპოვების თაობაზე.
აქვე მოკლედ უნდა ითქვას, რომ სასამართლოს განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი ი-----–-----------–---ის ტანსაცმლის გ--------–------სგან ამოღება, თუმცა, სასამართლო დაეყრდნო საქმის მასალებს, მათ შორის ამოღების ოქმს და იმ პირთა გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან. შესაბამისად, მათ სასამართლოსთვის რაიმე ინფორმაცია არ მიუწოდებიათ ამოღების შესახებ რაც შეეხება გ--------–----ნს, მან არ დაადასტურა ამოღების ოქმის სისწორე. ამდენად, საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შეფასებისას სასამართლო დაეყრდნო იმ მასალებს, რომლებიც არსებით სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო ვერ დაეყრდნობა ამ მასალებს და მათ შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას.
ამდენად, პ------–-------სგან ნიმუშების აღების ოქმები და ი-----–-----------–---ის ტანსაცმლის გ--------–------სგან ამოღების ოქმები, ასევე მათ საფუძველზე მიღებული ნივთები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს ამ მოქმედებების კანონიერების და მათი შინაარსის შემცველი ოქმების ავთენტურობის კანონით დადგენილი წესით დაუდასტურებლობის გამო.
სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს ასევე პ------–-------სგან ტანსაცმლის ამოღებას. მართალია, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება სასამართლომ კანონიერად ცნო, თუმცა იმ მასალების შინაარსის სისწორე, რომელთა საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება, საქმის არსებითი განხილვის განმავლობაში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად საეჭვო გახდა, რაც არსებითად ცვლის საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შესახებ არსებულ სურათს. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაადასტურეს გ-------------------მ და დ---------------მ, თუმცა მათგან მხოლოდ დ---------------მ აღნიშნა, რომ ამოღებული ნივთები ადგილზევე დალუქეს. გ-------------------ს პ------–-------ს ტანსაცმლის დალუქვის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია სასამართლოსთვის. ამასთან, ამოღებული ნივთების დაულუქავად რამდენიმე საათის განმავლობაში სხვა ტანსაცმელთან ერთად ნახვა დაადასტურეს პირდაპირმა მოწმეებმა: ბრალდებულმა გ------- შ------მა, გ--------–----ნმა, მ--–---- შ------მა, ასევე ირიბმა მოწმეებმა, რომლებმაც აღნიშნული გაიგეს მ--–---- შ------ისგან. ასეთ ვითარებაში პ------–-------სგან ამოღებული ტანსაცმლის ადგილზე დალუქვის დასადასტურებლად საქმეში არსებობს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება – დ---------------ს ჩვენება, რაც, სსსკ–ის მე–3 მუხლის მე–13 ნაწილის, მე–13 მუხლის მე–2 ნაწილის, 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის, 259–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი. მიუხედავად ამისა, თავად ეს ერთადერთი მტკიცებულებაც არ არის უტყუარი და სარწმუნო, ვინაიდან დაცვის მხარის მოწმეები ადასტურებენ ტანსაცმლის დაულუქავად ნახვას. დ---------------ს ჩვენების სისწორეში ეჭვის შეტანის სხვა საფუძველიც არსებობს. კერძოდ, ერთი მხრივ, მ--–---- შ------ისა და გ--------–------ს სამმართველოში ყოფნა დადასტურებულია სხვა მოწმეების ჩვენებებით, მეორე მხრივ, დ---------------ს ჩვენების შეფასება მოითხოვს ასევე მისი მონაწილეობით ჩატარებული სხვა მოქმედების – ბრალდებულის დაკავების შეფასებასაც. ვინაიდან ბრალდებულების დაკავებასა და ბრალდებულებისგან ტანსაცმლის ამოღებაში ერთი და იგივე პირები მონაწილეობდნენ, ამდენად, დაკავების კანონიერებაში ეჭვის შეტანისა და მოწმეთა ჩვენებების საეჭვოობის შემთხვევაში ასევე საეჭვო ხდება ამოღების კანონიერებაც. ამ კუთხით მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ, დაკავების ოქმებისა და დ---------------ს ჩვენების თანახმად, ბრალდებულების დასაკავებლად გავიდა 4 თანამშრომელი 2 ავტომანქანით დილით 9–10 საათისთვის. გზას სჭირდებოდა დაახლოებით 15 წუთი, თუმცა დაკავების ოქმების თანახმად, ბრალდებულები დაკავებულნი არიან 12:05 საათზე, რაც შეუსაბამობას წარმოადგენს. მეორე საეჭვო გარემოებას წარმოადგენს გ-----------–-----ს ყოფნა ბრალდებულების დაკავების ადგილზე. აღნიშნული გარემოება უტყუარად დადასტურებული არ არის, ვინაიდან გ-------------------მ ვერ გაიხსენა გ-----------–-----ს მონაწილეობა ბრლადებულების დაკავებაში. ამასთან, არაერთგვაროვანი პასუხები მიიღო სასამართლომ იმის თაობაზეც, თუ რა ავტომანქანით მოძრაობდა გ-----------–-----. მისი დაკავების ადგილზე არყოფნის ეჭვს აძლიერებს ასევე ისიც, რომ, მიუხედავად ბრალდებულების სამმართველოში მიყვანის გზაზე ავტომანქანის გაჩერებისა და ქალბატონის დამგზავრების სხვა მოწმეების მიერ დადასტურებისა, გოგა გაბულდანმა მსგავსი რამ გამორიცხა. ამას ემატება ის გარემოება, რომ დაცვის მხარის არც ერთ მოწმეს არ უნახავს გ-----------–----- ბრალდებულების სახლთან. მესამე შეუსაბამობა არის ბრალდების და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებში. კერძოდ, დაკავების ოქმი და ბრალდების მხარის მოწმეები მიუთითებენ, რომ დაკავების ადგილზე ბრალდებულების დედის და მეზობლების მხრიდან იყო აგრესია, რის გამოც დაკავების ოქმი ადგილზე ვერ შედგა, თუმცა ბრალდებულები, ასევე დაცვის მხარის მოწმეები ადასტურებენ, რომ ბრალდებულები მათ სახლთან 12 საათზე არ დაუკავებიათ, არამედ პოლიციის თანამშრომლები 9 საათისთვის მივიდნენ, გააღვიძეს ბრალდებულები და წაიყვანეს უფროსთან გასასაუბრებლად ხელბორკილების გარეშე, თან დაპირდნენ, რომ მალე დააბრუნებდნენ. ამიტომ იქ აგრესია არავის გამოუხატავს, ბრალდებულები თავიანთი ნებით გაყვნენ პოლიციელებს. ერთი მხრივ, დაკავების ოქმში მითითებული დროსა და როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის მოწმეთა მიერ მითითებულ დროს შორის სხვაობა, მეორე მხრივ, გ-----------–-----ს დაკავების ადგილზე ყოფნის შესახებ არსებული გაუბათილებელი ეჭვები, მესამე, აგრესიის ფონზე დაკავებულების სამმართველოში მიყვანისას უცხო პირის დამგზავრება სასამართლოს ვერ უქარწყლებს დაცვის მხარის მიერ წარმოშობილ ეჭვს დაკავების გარემოებების ირგვლივ ბრალდების მხარის ვერსიის მცდარობის თაობაზე.
ამ ფონზე, როცა ბრალდებულების დაკავების შესახებ არსებობს გაუქარწყლებელი ეჭვები, დაკავებაში მონაწილე პირის –დ---------------ს ჩვენება პ------–-------სგან ამოღებული ტანსაცმლის ადგილზე დალუქვის შესახებაც არ არის დამაჯერებელი იმ ვითარებაში, როცა საწინააღმდეგოს ადასტურებენ ნეიტრალური მოწმე გ--------–------, რომლის საქმით დაინტერესების შესახებ ბრალდების მხარესაც კი არ გააჩნია ეჭვები (და, მით უფრო, მტკიცებულებები), ბრალდებული და მ--–---- შ------ი. ბრალდების მხარის მოწმეთა მონაწილეობით ამდენი საეჭვო ვითარების მხედველობაში მიღებით, რომელთა გაქარწყლება ბრალდების მხარემ არათუ ვერ მოახერხა, არამედ არც მოინდომა დამატებითი მოწმეების დაკითხვის გზით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 2 პირის ჩვენება ნივთმტკიცების ადგილზე დალუქვის შესახებ ვერ იქნება მიჩნეული სარწმუნოდ (მით უფრო, რომ დაკავების გარემოებების შესახებ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციაც არ აღმოჩნდა სარწმუნო). ბრალდებულისგან ამოღებული ნივთების ადგილზე დაულუქაობის ეჭვს უკავშირდება ასევე ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარე ითხოვდა პოლიციის სამმართველოს შენობაში არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერს, სადაც ასახული უნდა ყოფილიყო ტანსაცმლის ამოღების პროცესი, თუმცა აღნიშნული კამერის ჩანაწერი სასამართლოში არ წარმოდგენილა. ამასთან, არც იმის შესახებ ინფორმაცია ყოფილა მოწოდებული, რომ ასეთი კამერა ან მასზე ჩანაწერები არ არსებობს. ეს გარემოება დამატებით ამყარებს დაცვის მხარის ვერსიას, რომლის გაბათილებაც ამ მასალით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდებოდა.
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ საქმეში არის წარმოდგენილი მასალათა ნაწილი, რომლის შინაარსის სისწორე დაუდასტურებელია, ასევე მასალა, რომლის შინაარსის სისწორის შესახებ არსებობს გაუქარწყლებელი ეჭვები. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ დაუდასტურებელ და საეჭვო მტკიცებულებების შედეგად მოპოვებულ ნივთიერ მტკიცებულებებს ჩაუტარდა ექსპერტიზები, რის გამოც ვერც ექსპერტიზების დასკვნები იქნება მხედველობაში მიღებული. ასეთ ვითარებაში კი გ--------–-------ს საწინააღმდეგოდ საქმეში არსებობს მხოლოდ ერთი წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებები – ნ------–------–-----ის ჩვენება და მის მიერვე განხორციელებული ზარი 112–ში, რაც, სსსკ–ის მე–3 მუხლის მე–13 ნაწილის, მე–13 მუხლის მე–2 ნაწილის, 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის, 259–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი. მიუხედავად ამისა, თავად ეს ერთადერთი წყაროც არ არის უტყუარი და სარწმუნო, ვინაიდან მოწმეების ჩვენებებით ირკვევა, ნ------–------–-----ს ახასიათებს სხვისთვის დაბრალება გარკვეული ქმედებების და ის სოფლიდან განკვეთილ იქნა სწორედ ასეთი ქცევის გამო. ასევე მოწმე გ--------–------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ნ------–------–-----ს შ-------ბის ოჯახის ჯინი სჭირდა და მთ გამწარებას ცდილობდა. ეს გარემოებები დაზარალებულის პირადი დაინტერესების შესახებ ეჭვებს აჩენს. ამ ეჭვებს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა დაზარალებულის მიერ შემთხვევიდან მალევე 112–ზე განხორციელებული 5 ზარის აუდიო ჩანაწერები, სადაც ის არც ერთხელ არ ასახელებს გ------- შ------ს თავდამსხმელად მაშინ, როცა ასახელებს მის ძმას და მამას, თუმცა მ--–---- შ------ის მონაწილეობა ქმედებებში, როგორც ჩანს, ბრალდების მხარემვე გამორიცხა, რადგან მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. ნ------–------–-----ის ჩვენების შესაფასებლად ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მის მიერ ბ--–--------–---თან ადრე კონფლიქტის ხსენებას, თუმცა ამ ნაწილშიც ბრალდების მხარეს არაფერი წარმოუდგენია, რაც დაადასტურებდა კონფლიქტის არსებობას. მით უფრო, რომ დაზარალებული საუბრობს 112–ზე დარეკვაზე, პოლიციის ჩართვაზე, თუმცა ეს საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. დაზარალებული ასევე საუბრობს მის მიმართ თავში არაერთხელ ჩარტყმაზეც, თუმცა ამის დამადასტურებელი ნიშნებიც სამედიცინო შემოწმებით არ დადასტურდა. ამდენად, იმ ერთადერთი წყაროსგან მიღებული მტკიცებულებების (რომლის კანონის დაცვით მოპოვებას სასამართლო ეჭვქვეშ ვერ დააყენებს) სარწმუნოობაც ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ დაადასტურა.
3.1.2.2. ნ------–------–-----ის წინააღმდეგ ქმედება
მოწმე ნ------–------–-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულები ჭიშკართან ჩასაფრებულები იყვნენ. დიდი ხის ჯოხები ქონდათ, მას ურტყამდნენ თავში, 8-ჯერ დაარტყეს. პ----- შ------მა მას დაარტყა ჯოხი. ორივე მკვდარი ეგონათ. მანამდე მას დახვდნენ, პოლიცია გამოიძახა მაშინ. ბ--–--------–---- დახვდა, შვილებს დაურეკა, ესენი ცემეთო. ბრალდებულებმა მეუღლის დაცემის შემდეგ მასზე გადაიტანეს იერიში. პოლიციის ძალით დახელწერილებულებიც იყვნენ, რადგან აგრესიულად ხვდებოდნენ. რომ ადგა, პ-----მ დაარტყა ჯოხი. ორივეს მოკვლა უნდოდა, რომ მოპასუხე არ დარჩენილიყო. სისხლი მოსდიოდა და ნაკერები დაადეს, ფეხზე ჰქონდა დაზიანებები. გასისხლიანებული ჩექმები, კოსტუმი, რეიტუზი გახადეს მას სამმართველოში და წაიღეს, მისმა დამ მოუტანა სხვა ტანსაცმელი. ჩვენების გარდა სხვაგან ხელი არ მოუწერია. ნიმუშიც აუღეს ზუგდიდში. მანამდე ბრალდებულების დედა შეხვდა, გალანძღა, აგინა, წყევლა, ამოიღო ტელეფონი, შვილებს უთხრა, დახვდით ამათ და ცემეთო. ესენი სამივე დაგხვდა. პოლიციას დაურეკა და დაახელწერილეს. ამის მერე ისევ დახვდნენ, გადმოვიდა მანქანიდან ბრალდებულების დედა, წააქცია, მისი მეუღლეც იყო იქ და პ------–-------ც, თუმცა პ----- არ გადმოსულა მანქანიდან. სხვა მტერი არ ყავდა. მას ეძახიან ვალიდას. ხელმოწერის ნიმუში აუღეს და ტანსაცმელი ამოიღეს.
მოწმე მარინე მურღვლიანის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ------–------–-----მა უთხრა ტელეფონით, რომ დახვდნენ ბრალდებულები და ცემეს.
მოწმე დ---------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო ბრალდებულებზე. ბრალდებულები თავიანთ სახლთან დააკავეს. იქ ბრალდებულების დედამ გამოხატა აგრესია, მოვიდა 3-4 კაცი, ატყდა დებოში, რის გამოც დაკავების ოქმი შედგა სამმართველოში. ტანსაცმელი ამოიღო ბრალდებულისგან, რაც პ----- შ------მა დაადასტურა ხელმოწერით. 4 პოლიციელი იმყოფებოდა დაკავების ადგილზე. ბრალდებულებს ხელბორკილები ეკეთათ სულ. სამმართველოს გამჭირვალე ლიფტი აქვს. სამმართველოში ბრალდებულები ერთი მანქანით მიიყვანეს. გზაში დაემგზავრათ ქალბატონი - ნ---------–------. დილის 9-10 საათისთვის მივიდნენ ბრალდებულებთან. ბრალდებულები მარტო იყვნენ. დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით ჩათვალეს, რომ უნდა დაეკავებინათ. გ-----------–----- სხვა ავტომანქანით მოძრაობდა ოპერატიულად მათთან ერთად. ჰაილუქსით იყო ის. გ-----------–-----ც პიკაპით იყო, მაგრამ ის ავტომანქანა მას არ უნახავს, შეიძლება უფროსის პრადო ყოფილიყო ან სხვა ავტომანქანა ან შეიძლება ფეხით მისულიყო.
მოწმე ვ--------------ს ჩვენების თანახმად, ბრალდებულების სახლი გაჩხრიკეს. ბ--–--------–---მა თანხმობა განაცხადა აღნიშნულზე. დ------ შ------ი, ბ------------- და გოგა გულბანი ესწრებოდნენ ჩხრეკას, რა დროსაც ამოიღეს ბოტასი. ბ--–--------–---მა თქვა, რომ ბოტასი გ--------–-------ს იყო, რაც დაილუქა. თეთრ ბოტასს სისხლიანი ლაქები ოდნავ ემჩნეოდა. ასევე ბოტასის წინა მხარეს იყო ლაქები. ჩხრეკა ჩატარდა საღამოს. ტელეფონი არ ამოუღიათ. ბ--–--------–----სა და დ------ შ------ის გარდა სახლში სხვა ახლობელი არ ყოფილა. ეზოშიც არავინ იყო. ამოღებული ბოტასი მან თავის სეიფში შეინახა, მოგვიანებით კი გადასცა გამომძიებელს. ბოტასი დალუქა შსს-ს თეთრ პარკში.
მოწმე ი-----–------------ას ჩვენების მიხედვით, ბრალდებულების დასაკავებლად გავიდნენ, რადგან ოპერატიული ინფორმაციით გაირკვა, რომ ბრალდებულებმა ცემეს დაზარალებულები. ოპერატიული მანქანით მიყვებოდა თანამშრომლებს გ-----------–-----. დაკავების დროს გ-----------–-----ც მოვიდა. სახლის კარებთან დააკავეს ბრალდებულები. დედა ლანძღავდა მათ, რის გამოც ბრალდებულები წაიყვანეს პოლიციაში და ოქმი ადგილზე ვერ შეადგინეს. გზაზე 3-4 კაცი აგრესიულად იქცეოდა. 112-ის შეტყობინების გარდა სხვა ინფორმაცია არ ჰქონიათ. საავადმყოფოში მივიდა 10 წუთში. ნ------–------–-----მა თქვა, ძმებმა შ-------ბმა გვცემესო. ხელმძღვანელი და პროკურორი ჩააყენა საქმის კურში და დაიწყო გამოძიება. ბრალდებულებს უთხრა, რომ ნაცემი ადამიანი მათ ასახელებდა და დააკავა ისინი, ხელბორკილები დაადეს. უკან გ-----------–----- მოყვებოდათ. გზაზე ქალი დაიმგზავრეს, რომელიც ავტომანქანაში წინ დაჯდა, მის გვერდით. სამმართველოდან ბრალდებულების სახლამდე 1 კმ. იქნება. ერთ-ერთი თანამშრომლის ნაცრისფერი ავტომანქანით მივიდა დაკავების ადგილას გ-----------–-----. ბრალდებულები დაზარალებულის ნათქვამის საფუძველზე დააკავეს.
მოწმე ბ-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ჩატარდა სახლის ჩხრეკა. ჩხრეკაში მონაწილეობდნენ ოჯახის ნათესავი, ბრალდებულების მშობლები. საძინებლიდან სისხლიანი ბოტასი ამოიღეს, ადგილზე დალუქეს. როგორც ახსოვს, ბრალდებულების მამა სახლში იყო ჩხრეკის დროს. მან და გოგა გულბანმა ნახეს თეთრი ბოტასი საწოლის ქვეშ. ერთ ბოტასს წვერთან ოდნავ გვერდით ჰქონდა ლაქები. ის შსს-ს გამჭირვალე პარკში ჩადეს. ბ--–--------–---მა თქვა, ბოტასი შვილის არისო. ტელეფონი არ უნახავს ჩხრეკის ადგილას.
მოწმე გ-------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ დააკავეს ბრალდებულები. შეხლა-შემოხლის, ხმაურის გამო სამმართველოში შეადგინეს ოქმი. ვინც იქ იყო, ყველა აგრესიული იყო ადგილზე. ბრალდებულების მშობლებიც იყვნენ, ამბობდნენ, არ არიან დამნაშავეები და არ წაიყვანოთო. 9 საათზე მივიდა სამსახურში, დაახლოებით ნახევარ საათში გაიგო ოპერატიული ინფორმაცია. ი-----–------------ამ ჩაუტარა ინსტრუქტაჟი. რომ მივიდა სამსახურში, ი-----–------------ა სამსახურში იყო და ერთად გავიდნენ. გ-----------–----- ვერცხლისფერი ავტომანქანით მიჰყვებოდა მათ. ჭიშკართან დააკავეს ბრალდებულები. დაკავების ოქმში მითითებული დროები სწორია. 10-15 კაცი იყო იქ, კარგი ბიჭები არიანო, ამბობდნენ და ხელს უშლიდნენ. 15-20 წუთი უნდა სამმართველოდან ბრალდებულების სახლამდე მისვლას. სამმართველოსკენ გზაზე ქალი ჩაისვეს ავტომანქანის წინა სალონში. გ-----------–----- ავტომანქანიდან არ გადმოსულა, რომ გადმოსულიყო, ნახავდა. ამოღებისას ბრალდებულის ტანსაცმელი არ დაუთვალიერებია, არ იცის მათ რამე ეტყობოდა თუ არა, სისხლის ლაქა იყო ტანსაცმელზე, თეთრი ბოტასი ამოიღეს.
მოწმე გ--------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ნ------–------–-----ის სამედიცინო დოკუმენტების საფუძველზე გასცა დასკვნა.
მოწმე შ--------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ - პოლიციის სამმართველოში ელისო გიგანმა ნ------–------–-----ისგან ამოიღო ტანსაცმელი. ნ------–------–-----მა გამომძიებლის თანდასწრებით გამოიცვალა ტანსაცმელი. ამ პროცესს არ ესწრებოდა. იმ ოთახში მარტო გამომძიებელი და დაზარალებული იყვნენ. ნათესავმა მოუტანა ტანსაცმელი, რაც ნ------–------–-----მა გამოიცვალა. გამოცვლილი ტანსაცმლის ამოღებას დაესწრო, გამჭირვალე პარკში ჩაალაგა, ხელი მოაწერეს. სქელი შავი „ჩულქი“ თუ „რეიტუზი“, მოშავო ქურთუკი, ღია ფერის ფეხსაცმელი ამოიღეს დაახლოებით 12 საათზე.
მოწმე ბადრი სარჩიმელიას ჩვენების თანახმად, ნ------–------–-----ს აუღო ნერწყვის ნიმუში.
მოწმე გ------- ს----–--ს ჩვენების თანახმად, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ბრალდებულების სახლში გამოძიებისთვის საინტერესო ნივთის არსებობის შესახებ.
მოწმე გ---------–----ს ჩვენების მიხედვით, სახლის ჩხრეკაში მიიღო მონაწილეობა. იქ დახვდა ბრალდებულების დედა, რომელმაც თანხმობა განაცხადა ჩხრეკაზე. ამოიღეს თეთრი ბოტასები, რომელსაც წინ ზემოდან მოწითალო ლაქები ჰქონდა. ბოტასი გამჭირვალე პაკეტში მოთავსდა. ჩხრეკას ესწრებოდა ბრალდებულების ახლობელი კაციც. ბ--–--------–---მა ხელწერილი დაწერა და დაიწყეს ჩხრეკა. ორივე ბოტასს ეტყობოდა ლაქები. ბ--–--------–---ს ანახეს ბოტასები. ოქმი იქვე შედგა. 3 პოლიციელი მივიდა გასაჩხრეკად. ჩემი შვილების არისო ბოტასი, თქვა ბ--–--------–---მა. ოქმი ვ--------------მ წაიკითხა. ბ--–--------–---ს ესმოდა. ხელიც მოაწერა მან დალუქვის შემდეგ. ტელეფონი არ ამოუღიათ. ვ--------------მ დალუქა ბოტასი იქვე.
მოწმე გ-----------–-----ს ჩვენებით ირკვევა, რომ გავიდნენ ბრალდებულების დასაკავებლად. ის ავტომანქანით გაჰყვა ჯგუფს. 20 წუთში მივიდნენ ბრალდებულების სახლთან. გზაზე იყვნენ ბრალდებულები. ი-----–------------ამ დააკავა ერთ-ერთი ბრალდებული მასთან ერთად, ჩაისვეს ავტომანქანაში და წავიდნენ სამმართველოში. ადგილზე ხალხი შეგროვდა, შეხლა-შემოხლა იყო. ამიტომ ოქმი ვერ შეადგინეს ადგილზე. ბრალდებულების დედა აღელვებული იყო. 5 მეტრში მიყვებოდა თანამშრომლების ავტომანქანას. ის სახლამდე არ მისულა. თვითონ მოშორებით გაჩერდა. ი-----–------------ამ განუმარტა ბრალდებულს დაკავების მიზეზი, თუმცა მას არ მოუსმენია, რას ეუბნებოდა ის. თანამშრომლების ავტომანქანას არავინ ჩაუსვამს გზაში. ბრალდებულებისკენ მიმავალ გზაზე პიკაპს გადაუსწრო და მის წინ გაჩერდა. უკანა გზაზე არცერთ ავტომანქანას გაუჩერებია, ისე მივიდნენ სამმართველოში.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული აუდიო მასალით დადგენილია, რომ ნ------–------–-----მა განახორციელა 5 ზარი 112-ზე. ამასთან, პირველი დარეკვის დროს თქვა, რომ ცემეს ბ------ და ბ--------- შ-------ბმა.
მოწმე ბ--–--------–----ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2-----------ს დილის 8 საათისთვის ზ---–------------ ესტუმრა, ბრალდებულებს მოუწოდა ადგომისკენ, თუმცა ისინი არ ადგნენ. 09:30 საათისთვის პოლიციელები მივიდნენ, ბრალდებულებს გავესაუბრებით და გავუშვებთო. გ--------–------- გააღვიძა. პოლიციელებმა პ------–-------ს გაღვიძებაც სთხოვეს და ორივე გავიდა. იმ ღამეს და დილას მისი შვილები გარეთ არ გასულან. სამი პოლიციელი იყო. ყველანი ჩასხდნენ პოლიციის ავტომანქანაში. გ-----------–----- იქ არ ყოფილა. რაიმე კონფლიქტი პოლიციელებთან იქ არ მომხდარა. მეზობლებიც არ ყოფილან მის სახლთან. მათი წასვლის შემდეგ ორ საათში მივიდა გოგა გულბანი, ჩხრეკა უნდა ჩავატაროთო. რამდენიმე საათის მერე მივიდნენ მეზობლები, მერე 10-მდე პოლიციელიც მივიდა. თანხმობა განაცხადა ჩხრეკაზე. პოლიციელებს არაფერი განუმარტიათ მისთვის. ყველა პოლიციელი სახლის სხვადასხვა ოთახს ჩხრეკდა. მან და დ------ შ------მა ხელი მოაწერეს ჩხრეკის ჩატარების თანხმობაზე. ჩხრეკის დროს თ------ შ------ი ახლდა სულ თან. დ------ შ------ი მისაღებ ოთახში იჯდა და სხვაგან არ გასულა. პ------–-------ს ოთახიდან სუფთა თეთრი ბოტასი გამოიტანეს. ზამთარი იყო, ეს თხელია, აწი არ ჩავიცვამო თქვა პ----- შ------მა. ამიტომ ერთი კვირა მის შვილს ის არ ჩაუცვამს. ვ--------------მ პარკი მოთხოვა, მისცა ლურჯი პარკი, რაშიც ჩადეს ბოტასი და დაულუქავად წაიღეს. პ-----ს ოთახიდან მობილურიც წაიღეს. ერთი საათის მერე ვ--------------მ და ი-----–------------ამ დააბრუნეს ტელეფონი, ასევე მოიტანეს უკვე დალუქული ბოტასები და ლუქზე ხელის მოწერა სთხოვეს, რაზეც დათანხმდა, უთხრეს, რომ ბოტასებსაც მალე დააბრუნებდნენ, აუხსნეს, რომ ლუქის დადება დაავიწყდათ და ხელის მოსაწერად დაბრუნდნენ. ნ------–------–-----თან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. 2 წლის წინ ნ------–------–-----მა დააბრალა ცემა, პოლიციაში დარეკა, ბ--–-მ მცემაო, თუმცა გაირკვა, რომ ნაცემი არ იყო. წყევლიდა ნ------–------–-----ი მას. სოფელში დაზარალებულებს არავისთან არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, სოფლიდან გამოდევნეს და მათ სოფელში შემოხიზნულები იყვნენ. მას კონფლიქტი არ ჰქონია ნ------–------–-----თან, შვილებისთვის არ დაურეკავს დაზარალებულების საცემად.
მოწმე გ--------–------ს ჩვენების თანახმად, ნ------–------–-----ს გარეგნულად არაფერი აღენიშნებოდა, ვინ დაესხა თავს, არ იცოდა. მას მარჯვენა წვივზე აღენიშნებოდა 1 სმ. ჭრილობა. მანამდე ჰქონდა ნუნულის შემთხვევა, მოიყვანეს, ბ--–--------–---მა მცემაო, მაგრამ არაფერი ეტყობოდა. ჰკითხა, რატომ შვებოდა ამას, რაზეც უპასუხა, მანამ არ მოვისვენებ, სანამ არ გავამწარებ მაგათო. ნ------–------–-----ს პოლიციაში გახადეს რეიტუზი, იქვე დააგდეს. როცა მეორედ მივიდა, მაგიდაზე ეყარა და ბრალდებულების ბოტასები და დაზარალებულების ტანსაცმელი. პ-----ს ეძახიან ბ---------ის. ნუნულის ორივე ფეხზე ჰქონდა მცირე დაზიანება. ნ------–------–-----ი არის მისი ბიძაშვილის დეიდაშვილი. ე-–----------- ხდიდა რეიტუზს ნ------–------–-----ს იმავე ოთახში, სადაც თვითონ იმყოფებოდა. დათო გვარამია იყო ასევე იქ. ერთ ოთახში იყვნენ. ცუდი ენა აქვს ნუნულის, აქეზებდა ქმარს, ავრცელებდა ვიღაცეებზე რაღაცეებს. ნუნული ამბობდა, ბრალდებულებს ჩემთვის მემკვიდრეობის წართმევა უნდათო. პირველი შემოყვანისას თქვა ნუნულიმ, ის არ დასრულდება ჩემი ცხოვრება, შ-------ბი რომ არ გავამწაროო.
მოწმე მ--–---- შ------ის ჩვენების თანახმად, 2-----------ს გათენებული არ იყო, როცა ზ---–------------ ესტუმრა. ცოტა ხანში პოლიციელები მივიდნენ. ბ--–--------–---მა გ--------–------- გააღვიძა, გ-------მ - პ----- და გავიდნენ. 3 პოლიციელი იყო 1 პიკაპით, წავიყვანთ და დავბრუნდებითო, დაიბარეს. გარეთ არავინ იყო. ხმაური არ ყოფილა. ბრალდებულები რომ არ დაბრუნდნენ, პოლიციის შენობაში მივიდა, ლიფტით რომ ავიდა, ნახა, რომ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ეყარა იატაკზე. ბევრი მეტრი ყავთ სვანეთში დაზარალებულებს. ჩხეტიანებთან კონფლიქტი ჰქონდათ დაზარალებულებს, გულბანებთანაც. აქეზებდა ამათ წინააღმდეგ ნ------–------–-----ი ი-----–-----------–---ს.
მოწმე თ------ შ------ის ჩვენების მიხედვით, ბრალდებულების დაკავება, რომ გაიგო მივიდა მათთან სახლში. ბ--–--------–---- და 2 პოლიციელი დახვდა იქ. 2 საათის მერე 10-მდე პოლიციელი მივიდა. ბ--–--------–---- ჩხრეკაზე დათანხმდა. თან დაყვებოდა ბ--–--------–---ს. ჩხრეკის შედეგად ბოტასები ამოიღეს. მუქი პარკი მიაწოდა ბ--–-მ და ბოტასები ჩაყარეს იქ. არაფერი ემჩნეოდა ბოტასებს. ადგილზე არაფერი დაულუქავთ. დ------ შ------ი მისაღებ ოთახში იყო.
მოწმე ნ---–----------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ნაშუადღევს ბრალდებულების სახლში ჩხრეკა იყო. ბ--–--------–---ს ლურჯი პარკი გამოჰქონდა. ღია ფერის ბოტასი მოათავსეს შიგ, ტელეფონიც წაიღეს. 1 საათში ტელეფონი მოიტანეს და ლუქზე ხელი მოაწერინეს ბ--–--------–---ს. ადგილზე არ დალუქულა არაფერი. 7 პოლიციელი იქნებოდა ბრალდებულების სახლში.
მოწმე ზ---–-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 8 საათზე მივიდა ბრალდებულებთან, შევიდა მათ გასაღვიძებლად, მაგრამ ვერ გააღვიძა. ცოტა ხანში პოლიციელებმა დაიძახეს, ბიჭები ითხოვეს. ჯერ გ------- გავიდა, მერე - ორივე. ბრალდებულების წაყვანისას იქ მარტო 3 პოლიციელი იყო, ხმაური არ ყოფილა.
მოწმე დ------ შ------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებულების სახლში მივიდა 16-17 საათზე. 10-მდე პოლიციელი დახვდა, მეზობლებიც იყვნენ. საგამოძიებო მოქმედებებში არ მიუღია მონაწილეობა. თქვეს, ჩხრეკა უნდა დავიწყოთო. ჩხრეკის „ამბავზე“ ხელი მაოწერინეს. ბ--–-მაც მოაწერა ხელი. არ დაყვებოდა პოლიციელებს, იჯდა ოთახში, სხვა ოთახში არ გასულა. ნახევარი საათი გაგრძელდა ჩხრეკა. გამოიტანეს შავი ტეელფონი და ბოტასი. ბ--–-ს სთოხევს და ბ--–-მ ლურჯი პარკი მიუტანა, სადაც მოათავსეს ბოტასი და წაიღეს. მერე 2 პოლიციელი მივიდა და ტელეფონი დააბრუნეს, ბოტასის დაბრუნებასაც შეჰპირდნენ. მეორედ მოსვლისას ლუქზე მოაწერა ბ--–--------–---მა ხელი. ნ------–------–-----ი ყველას სძულდა, რადგან მოლაყბე იყო.
მოწმე რ--------- შ------ის ჩვენების თანახმად, მივდა ბრალდებულების სახლში, სადაც ბ--–--------–---- და მეზობლები, ასევე 10-მდე პოლიციელი დახვდა. გარეთ 1 პიკაპი იდგა. ჩხრეკაზე იყვნენ მისულები. ბ--–--------–---- დათანხმდა. ბ--–-ს ახლდა თ------ შ------ი. ჩხრეკის წინ ბ--–--------–---მა და დ------ შ------მა მოაწერეს ხელი ჩხრეკის დაწყებას. დ------ შ------ი არ დაყვებოდა, იჯდა მაგიდასათან. თ------ შ------ი დაყვებოდა პოლიციელებს. მათ მობილური ტელეფონი და ბოტასები გამოიტანეს. ბ--–--------–---მა ლურჯი პარკი გამოიტანა, სადაც ჩადეს ბოტასები და წაიღეს. 1 სთ-ის მერე 2 პოლიციელი მივიდა, მოუტანეს პარკი დალუქული. ბ--–-მ ლუქზე მოაწერა ხელი. როცა პარკი წაიღეს, დალუქული არ ყოფილა. ჩხრეკის დროს 2 პოლიციელი შემოვიდა, მანამდე 10-მდე იყვნენ. 2 პოლიციელმა, ბ--–-მ და თ------ შ------მა გამოიტანეს ბოტასი და მობილური. ბ--–-მ უთხრა, შვილების არისო, თუ ვისი იყო, არ უთქვამს.
მოწმე ჯ--- შ------ის ჩვენების მიხედვით, 17 სთ.-სთვის მივიდა ბრალდებულების სახლში. 20-30 წუთში მივიდა 2 პოლიციელი. ხელში ეჭირათ პარკი, რომელიც მაგიდაზე დადეს. დადეს ასევე შავი ტელეფონი. თქვეს, ტელეფონს გიბრუნებთო და ეს არისო ჩხრეკისას წაღებული ბოტასები. ხელის მოწერა სთხოვეს, ექსპერტიზაზე არისო წასაღები. ბ--–--------–---მა ხელი მოაწერა, ჰკითხა, თუ დაუბრუნებდნენ მას ბოტასს, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. შემთხვევის ადგილიდან 80 მეტრში ცხოვრობს, ხმაური ან ყვირილი არ გაუგია.
ბრალდებულ გ--------–-------ს ჩვენებით ირკვევა, რომ სახლში ეძინა მას და მის ძმას. ზ---–------------ შემოვიდა მათთან დილით, რა დროს ძილიაო. ამის შემდეგ დედამ დაუძახა და გავიდა გარეთ. გარეთ იყვნენ პოლიციელები. მათ უთხრეს, რომ არაფერი ხდებოდა, უფროსს უნდოდა მასთან გასაუბრება. ძმის წამოყვანაც სთხოვეს. წაყვნენ მათ. სახლთან ისინი არ დაუკავებიათ. სამმართველოში ხედავდა, როგორ ეყარა მერე დაიწყეს დალუქვა. ხელი არ მოუწერა. პოლიციელები ეხებოდა ტანსაცმელებს. ადვოკატი მოითხოვა. უარი უთხრეს, არ არისო. ხელი არ მოუწერა. ნახა ექიმი ჩამოდიოდა მე-4 სართულიდან გ--------–------. ტანსაცმელი არ ეცვა მაშინ. მერე გეგი გაესაუბრა. 1 სთ.-ში მამამისი ავიდა ლიფტით მე-5 სართულზე. მე-4 ზე იყო თვითონ. მამამ ნახა ტანსაცმელის გარეშე რომ იყო. ყველა ტანსაცმელი ერთად დაულუქავად ეყარა. მათ შორის მისი სახლიდან მოტანილი დაულუქავი ბოტასებიც ეყარა. მამამისს ბ------ს ეძახიან. გ-----------–----- მის სახლთან არ მისულა დაკავებისას.
ბრალდებულ პ------–-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მეზობელი დაადგა დილით თავზე და გააღვიძა. მერე გ------- ადგა, დაბრუნდა, უთხრა, გეძახიანო პოლიციელები, ჩაიცვა და გაჰყვა მათ. პოლიციელებმა უთხრეს, რაღაც საჩივარია, რომ მიგიყვანთ, გეტყვიან, უბრალო დაკითხვა არისო. სამმართველოში ნიმუშები აიღეს მისგან, ტანსაცმელი ამოიღეს. ნახა, რომ მისი ტანსაცმელი სხვა ტანსაცმელთან ერთად ეყარა იქ. ფრჩხილები რომ დააჭრეს, ფურცელზე იდო, დაულუქავად წაიღეს. სამმართველოსკენ მიმავალ გზაზე ქალი დაიმგზავრეს პოლიციელებმა და დაკავებული რომ ყოფილიყვნენ, თან დაკავების ადგილზე აგრესია რომ ყოფილიყო, უცხო პირის დამგზავრების შესაძლებლობა არ ექნებოდათ პოლიციელებს. ტყავის ქურთუკი, თეთრი ჯინსი და შავი კეტები ამოიღეს მისგან და წაიღეს, არ დაულუქავთ. ეს იყო 17 საათისკენ. 21 საათისკენ მე-5 სართულზე რომ აყავდათ, სხვისი ტანსაცმელი ეყარა ზედ მის ტანსაცმელს, მათ შორის გეტრი და ბუშლაკისმაგვარი. მას ბ---------ის ეძახიან მეორე სახელს.
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბ--–--------–----ს თანხმობით, დაბა მესტია, სოფელ ლ-------ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იქნა ერთი წყვილის ბოტასი, რომელსაც მარჯვენა და მარცხენა მხარეს გააჩნია ინგლისურენოვანი წარწერა ZX750, ხოლო წინა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ოქმის მე–4 გვერდის თანახმად, ბ--–--------–---მა განაცხადა, რომ ბოტასი ეკუთვნის პ----- შ------ს. იმავე ოქმის მე–5 გვერდის თანახმად, ბოტასი ეკუთვნის გ. შ------ს. ამოღებული ფეხსაცმელი შეიფუთა და დაილუქა.
ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ამოღებულ იქნა ღია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც მარჯვენა უკანა ტოტზე, ქვედა ნაწილში გააჩნია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, მოლურჯო ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, წითელი და შავი ფერის ჩანართებით გრძელსახელოებიანი ნაქსოვი სვიტერი, მამაკაცის ყავისფერი ტყავის ქურთუკი ელვა შესაკრავზე წარწერით ,,DOZZO”, მოთეთრო ფერის წინდები, მამაკაცის შავი ფერის ზონარზე შესაკრავი ფეხსაცმელი და შავი ფერის მამაკაცის სარტყელი.
ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ სამეგრელო-ზემო სვანეტის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში ნ------–------–-----ისგან ექსპერტ ზურაბ გაბისონიას მიერ მისივე თანხმობით პირის ღრუდან სტერილური ბამბის ტამპონიანი სტიკერით აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს შეიფუთა და დაილუქა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარეებმა წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლებიც მოითხოვს შეფასებას. მათ შორის არის ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ემყარება ბრალდებულებისა და დაზარალებულებისგან აღებულ ნიმუშებს და ამოღებულ ტანსაცმელს. ამდენად, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების გაზიარება სრულად არის დამოკიდებული იმაზე, სასამართლო სხდომაზე რამდენად დადასტურდება ნიმუშის აღებისა და ამოღების ოქმების სისწორე. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეში დარწმუნების გარეშე შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნის გაზიარება.
ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ პროკურორმა სასამართლო სხდომაზე გამოიკვლია ბრალდებულ პ------–-------ს ფრჩხილების ნიმუშის აღების ოქმი და მისგანვე ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმი. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ბრალდებულის მტკიცებით, ორივე შემთხვევაში მისგან წაიღეს დაულუქავი ნიმუშები. ამდენად, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, ბრალდებულისგან აღებული ფრჩხილისა და ნერწყვის ნიმუშები ადგილზე დაილუქა თუ არა. მართალია, აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით დაიკითხა ბრალდებული, თუმცა მან არ დაადასტურა ოქმის სისწორე ნიმუშების ადგილზე დალუქვის შესახებ. ამ მოქმედებებში ბრალდებულთან ერთად მონაწილეობდნენ გ------------ და დ---------–-–--, თუმცა აღნიშნული პირები სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საწინააღმდეგო გარემოებები არავის დაუდასტურებია. სასამართლო განმარტავს, რომ დასაშვები მტკიცებულებაა და სასამართლომ შეიძლება გაიზიაროს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომელთა ავთენტიკურობაც სასამართლო სხდომაზე უტყუარად დადასტურდება. ამ მიზნით სასამართლო სხდომაზე, როგორც წესი, იკითხებიან საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი და მასში მონაწილე პირები, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ ან უარყონ ხელმოწერების კუთვნილება ისევე, როგორც ოქმის შინაარსის სისწორე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი და მასში მონაწილე არც ერთი პირი, რომელიც ამ ოქმის შინაარსის სისწორეს დაადასტურებდა. ამდენად, სასამართლოში შეუძლებელი აღმოჩნდა პ------–-------სგან ფრჩხილისა და ნერწყვის ნიმუშების აღების ოქმების სისწორის დადასტურება მაშინ, როცა ბრალდებული და დაცვის მხარე მის სისწორეს სადავოდ ხდიან ისევე, როგორც ამ ნიმუშებზე დაყრდნობით მიღებულ ექსპერტიზის დასკვნას. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე მიუთითებს ბრალდების მხარის მიერ ნიმუშებისა და ნივთების კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებაზე. დაცვის მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ნიმუშებისა და ნივთების დაულუქაობასა და ყველა ამოღებული ნივთის ერთმანეთთან შეხებაზე ისევე, როგორც პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მათ შეხებაზე. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბრალდების მხარის მოწადინებას, დაადასტუროს ნიმუშებისა და ნივთების მოპოვების კანონიერება, შემდგარი ოქმების შინაარსის სისწორე, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ დაუკითხავს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირები, რის გამოც დაცვის მხარის მიერ წამოჭრილი ეჭვი არავის გაუფანტავს. ამდენად, სასამართლო ვერ დაეყრდნობა საეჭვო მტკიცებულებებს, რომელთა ავთენტურობაც და შინაარსის სისწორეც დადასტურებული არ არის. შესაბამისად, პ------–-------სგან ფრჩხილის ნიმუშისა და ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმების გაზიარება შეუძლებელია.
სსსკ–ის 72–ე მუხლის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან–თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ. ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მხარე ვალდებულია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი მტკიცებულების წარმომავლობის შესახებ. დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. სსსკ–ის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ნიმუშების აღება მოხდა კანონის არსებითი დარღვევით. ბრალდების მხარის პოზიციით, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები. აღნიშნული საკითხის ირგვლივ არსებობს ეჭვი, რომელიც აუცილებელია, დადასტურდეს ან გაქარწყლებულ იქნეს კანონით დადგენილი წესით ბრალდების მხარის მიერ, რაც არ მომხდარა. ამდენად, ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი მოითხოვს ბრალდებულის პოზიციის გაზიარებას ნიმუშების აღებისას მათი დაულუქაობის შესახებ, რაც არის კანონის არსებითი დარღვევა, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა დაცვის მხარე წარმოთქვამს ეჭვს პოლიციის ორგანოში ამ ნიმუშებისა და დაზარალებულების ტანსაცმელს შორის კონტაქტის შესახებ, რამაც გამოიწვია ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი დაზარალებულების ტანსაცმელზე ბრალდებულების დეენემის აღმოჩენის შესახებ. ამდენად, ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა ნიმუშების აღების კანონის დაცვით ჩატარება, რის გამოც ეს ოქმები და მათ საფუძველზე ამოღებული ნიმუშები, ასევე მათ საფუძველზე გაცემული ექსპერტიზის დასკვნა ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე ნ------–------–-----ისგან ტანსაცმლის ამოღების ოქმზე. მართალია, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება სასამართლომ კანონიერად ცნო, თუმცა იმ მასალების შინაარსის სისწორე, რომელთა საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება, საქმის არსებითი განხილვის განმავლობაში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად საეჭვო გახდა, რაც არსებითად ცვლის საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შესახებ არსებულ სურათს. ამ შემთხვევაშიც ბრალდების მხარეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთაგან – ნ------–------–-----ი, ე-–-----------, შ-------------- – დაკითხულ იქნა მხოლოდ დაზარალებული და შ--------------. თავად საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი დაკითხული არ ყოფილა, რის გამოც ამ ოქმის სისწორეც მას არ დაუდასტურებია. რაც შეეხება დაკითხულ პირებს, მათგან დაზარალებულმა ვერ გაიხსენა ამოღებული ნივთების დალუქვის მომენტი და თქვა, ამოღებულ ტანსაცმელს ალბათ ჩადებდნენ რამეში, აბა ისე ხომ არ წაიღებდნენო. აღნიშნული გარემოება ეჭვქვეშ აყენებს ტანსაცმლის ამოღებისა და დალუქვის პროცედურას. მით უმეტეს, რომ მოწმე გ--------–------ს ჩვენებით, მისი დაკითხვის პარალელურად იმავე ოთახში მიმდინარეობდა ნ------–------–-----ის ტანსაცმლის ამოღება და გ--------–------ არ ადასტურებს ტანსაცმლის დალუქვას. პირიქით, ის ადასტურებს, რომ დაზარალებულის ტანსაცმელი მოგვიანებით დაულუქავი ნახა ბრალდებულის ტანსაცმლებთან ერთად. მართალია, მოწმე შ-------------მა დაადასტურა ტანსაცმლის ადგილზე დალუქვა, თუმცა ეს არის ერთადერთი მოწმე, რომელიც ადასტურებს ოქმის ამ ნაწილის სისწორეს. ამის საწინააღმდეგოდ დაცვის მხარემ დაკითხა გ--------–------, გ--------–-------, პ------–-------, მ--–---- შ------ი, რომლებმაც განაცხადეს, რომ ქალისა და მამაკაცის, მათ შორის დაზარალებულისა და ბრალდებულის ტანსაცმელი ერთმანეთში არეული ეყარა. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ნ------–------–-----ისგან ტანსაცმლის ამოღების ოქმს და მხოლოდ ერთი მოწმის მიერ დადასტურებულ გარემოებას ტანსაცმლის ადგილზევე დალუქვის შესახებ სასამართლო ვერ დაეყრდნობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ისევე, როგორც ვერ დაეყრდნობა ამ ტანსაცმელზე ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნებს. მით უფრო, რომ ბრალდების მხარეს ჰქონდა ყველა საშუალება იმისათვის, რომ დაეკითხა სასამართლო სხდომაზე საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი და მისგანაც მიეღო სასამართლოს ინფორმაცია ნივთების დალუქვის თაობაზე, თუმცა აღნიშნული არ განხორციელდა. დაზარალებულის მიერ ტანსაცმლის დალუქვის დაუდასტურებლობა, ბრალდებულებისგან ნიმუშების აღებისას მათი დაულუქაობის შესახებ არსებული გაუფანტავი ეჭვი, ბრალდებულების ტანსაცმლის ამოღებისა და სახლის ჩხრეკისას ნივთების დაულუქაობის შესახებ დაცვის მხარის მოწმეთა მითითება ერთხმად და მოწმე გ--------–------ს ჩვენება, რომ ი-----–-----------–---ისგან სისხლი აიღეს ოქმის შედგენის გარეშე ასევე წარმოშობს ეჭვს ასევე ნ------–------–-----ისგანაც ოქმის შედგენის გარეშე ნიმუშის აღების შესაძლებლობის თაობაზე, ვინაიდან ნ------–------–-----ი მთელი დღე იმყოფებოდა სამმართველოში, მას ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე გაუწიეს სამედიცინო დახმარება და სრული ფაქტობრივი შესაძლებლობა არსებობდა მისგან ნიმუშის აღებისა ისეთ პირობებში, როცა მას, თავისი ასაკისა და ცოდნის გათვალისწინებით, შეიძლებოდა ვერც გაეცნობიერებინა საგამოძიებო მოქმედების არსი. მით უმეტეს, რომ მესტიის სამმართველოში განხორციელებული მოქმედებების კანონიერება დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა, ხოლო ბრალდების მხარის მიერ ეს ეჭვები არ გაფანტულა, რათა სასამართლოს უტყუარი დასკვნები გამოეტანა.
ამდენად, პ------–-------სგან ნიმუშების აღების ოქმები და ნ------–------–-----ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი, ასევე მათ საფუძველზე მიღებული ნივთები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს ამ მოქმედებების კანონიერების და მათი შინაარსის შემცველი ოქმების ავთენტურობის კანონით დადგენილი წესით დაუდასტურებლობის გამო. რაც შეეხება ნ------–------–-----ისგან ნიმუშის აღებას, მართალია, ბადრი სარჩიმელიამ დაადასტურა ზოგადად მის მიერ ჩატარებული მოქმედებების ამსახველი ოქმების ავთენტურობა და ახსენა, რომ დაზარალებულისგან აიღო ნერწყვის ნიმუში, თუმცა არ აღწერილა უშუალოდ ნიმუშის დალუქვის საკითხი ისევე, როგორც ეს არ მომხდარა თავად ნ------–------–-----ის დაკითხვისას, ხოლო ზ-----------------, რომელმაც უშუალოდ აიღო ნიმუში, არ დაკითხულა, ამასთან, საგამოძიებო ორგანოს მიმართ არსებული გაუქარწყლებელი ეჭვები ასევე არ იძლევა საშუალებას, უტყუარად დადგინდეს, რომ ნ------–------–-----ისგან მესტიის სამმართველოში არ აღებულა ნიმუშები შესაბამისი ოქმის შედგენის გარეშე. ამ ეჭვებს აჩენს ი-----–-----------–---ისგან ოქმის გარეშე ნიმუშის აღების შემთხვევა, რაზეც ისაუბრა მოწმე გ--------–----ნმა.
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ საქმეში არის წარმოდგენილი მასალათა ნაწილი, რომლის შინაარსის სისწორე დაუდასტურებელია, ასევე მასალა, რომლის შინაარსის სისწორის შესახებ არსებობს გაუქარწყლებელი ეჭვები. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ დაუდასტურებელ და საეჭვო მტკიცებულებების შედეგად მოპოვებულ ნივთიერ მტკიცებულებებს ჩაუტარდა ექსპერტიზები, რის გამოც ვერც ექსპერტიზების დასკვნები იქნება მხედველობაში მიღებული. ასეთ ვითარებაში კი პ------–-------ს საწინააღმდეგოდ საქმეში არსებობს მხოლოდ ერთი წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებები – ნ------–------–-----ის ჩვენება და მის მიერვე განხორციელებული ზარი 112–ში, რაც, სსსკ–ის მე–3 მუხლის მე–13 ნაწილის, მე–13 მუხლის მე–2 ნაწილის, 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის, 259–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი. მიუხედავად ამისა, თავად ეს ერთადერთი წყაროც არ არის უტყუარი და სარწმუნო, ვინაიდან მოწმეების ჩვენებებით ირკვევა, ნ------–------–-----ს ახასიათებს სხვისთვის დაბრალება გარკვეული ქმედებების და ის სოფლიდან განკვეთილ იქნა სწორედ ასეთი ქცევის გამო. ასევე მოწმე გ--------–------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ნ------–------–-----ს შ-------ბის ოჯახის ჯინი სჭირდა და მათ გამწარებას ცდილობდა. ეს გარემოებები დაზარალებულის პირადი დაინტერესების შესახებ ეჭვებს აჩენს. ამ ეჭვებს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა დაზარალებულის მიერ შემთხვევიდან მალევე 112–ზე განხორციელებული 5 ზარის აუდიო ჩანაწერები, სადაც ის არც ერთხელ არ ასახელებს გ------- შ------ს თავდამსხმელად მაშინ, როცა ასახელებს მის ძმას და მამას, თუმცა მ--–---- შ------ის მონაწილეობა ქმედებებში, როგორც ჩანს, ბრალდების მხარემვე გამორიცხა, რადგან მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. ნ------–------–-----ის ჩვენების შესაფასებლად ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მის მიერ ბ--–--------–---თან ადრე კონფლიქტის ხსენებას, თუმცა ამ ნაწილშიც ბრალდების მხარეს არაფერი წარმოუდგენია, რაც დაადასტურებდა კონფლიქტის არსებობას. მით უფრო, რომ დაზარალებული საუბრობს 112–ზე დარეკვაზე, პოლიციის ჩართვაზე, თუმცა ეს საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. დაზარალებული ასევე საუბრობს მის მიმართ თავში არაერთხელ ჩარტყმასა და გამეტებით ცემაზე, თუმცა ამის დამადასტურებელი ნიშნებიც სამედიცინო შემოწმებით არ დადასტურდა. ამდენად, იმ ერთადერთი წყაროსგან მიღებული მტკიცებულებების (რომლის კანონის დაცვით მოპოვებას სასამართლო ეჭვქვეშ ვერ დააყენებს) სარწმუნოობაც ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ დაადასტურა.
3.2. ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი
ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება ბრალდებულების მიერ დაზარალებულების ჯანმრთელობის დაზიანება, არარელევანტური ხდება დაზიანების ხარისხზე მსჯელობა.
3.3. რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა
ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება ბრალდებულების მიერ დაზარალებულების ჯანმრთელობის დაზიანება, არარელევანტური ხდება ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად მიღებულ სიცოცხლის მოსპობაზე მსჯელობა.
3.4. რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია
ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება ბრალდებულების მიერ დაზარალებულების ჯანმრთელობის დაზიანება, არარელევანტური ხდება ჯანმრთელობის დაზიანების შედეგზე მსჯელობა.
3.5. ჯგუფურად
ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება ბრალდებულების მიერ დაზარალებულების ჯანმრთელობის დაზიანება, არარელევანტური ხდება ჯგუფურად ქმედების ჩადენაზე მსჯელობა.
4. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულების მიერ დაზარალებულების ჯანმრთელობის დაზიანების განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
5. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
სსსკ–ის 79–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება, მესაკუთრეს ან მფლობელს არ უბრუნდება ან სახელმწიფოს არ გადაეცემა, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
საქმეზე დართულია ნივთმტკიცებები: დისკი, რაც შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით, ტანსაცმელი, რაც უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეებს, ლაქები, ნიმუშები, ქსოვილის ნაგლეჯები, რაც უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება გადაწყვეტილება ბრალდებულისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ხოლო თუ იგი პატიმარია - აგრეთვე მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ. ამდენად, ვინაიდან ბრალდებულები გამართლდნენ, უნდა გაუქმდეს მათ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება და პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება გამართლებულის უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, რის გამოც ბრალდებულს უნდა განემარტოს აღნიშნული უფლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული გ--------–------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით და 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
გ--------–-------სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და გ--------–------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ბრალდებული პ------–------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით და 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
პ------–-------სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და პ------–------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულებს განემარტოთ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: ლაქების, მარლის, ნერწყვის, ფრჩხილების, სისხლის, თმის ნიმუშები, ქსოვილის ნაგლეჯები განადგურდეს, ნ------–------–-----ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს ნ------–------–-----ს, გ--------–-------სგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს გ------- შ------ს, პ------–-------სგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს პ----- შ------ს, ი-----–-----------–---ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს მარინე მურღვლიანს, სახლიდან ამოღებული ბოტასი დაუბრუნდეს ბ--–--------–---ს; სიდი დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია