განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002450168
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/259-18 18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - დახურული
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორები: ნ------------------------------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული ა----------------------------------------–-------–-–-----------------------–----------–------------------------------–----–----------–---------------------–--------------–------------------–---------------------------------------------------------------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან
2.2. ადვოკატი ს----------–--------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
არასრულწლოვანი (15 წლის) ვ----–-------------- ჩ-------–---ს გოგონათა საფეხბურთო გუნდში თამაშის მიზნით იმყოფებოდა (აა) იპ ჩ-------–---ს სა--------–----------------–--------------------–---------------------------–-------------------–---ში მოთამაშე 14-დან 17 წლამდე ასაკის ქ--–--------------–--- ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელ-მასწავლებლის ა------ ვ-----ს საცხოვრებელ ბინაში.
201--–-–-------------, დაბა ჩ-------–---ში ი--------------------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ავტოფარეხში ა------ ვ-----მ სექსუალური ჟინის დაკმაყოფილების და 15 წლის მოზარდ ვ----–--------------სთვის სქესობრივი ლტოლვის გაღვიძების მიზნით მოსთხოვა მოფერება, რის შემდეგაც უხამსად მიიკრა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰყავდა მომწყვდეული. იგი უმსგავსოდ ეფერებოდა მას, რის შემდეგაც მასთან განაგრძო სექსუალურ თემებზე საუბარი და შესთავაზა სექსუალური ხასიათის მანიპულაციებში ჩართვა.
იმავე დღეს ა------ ვ----- მის საცხოვრებელ ბინაში მარტო დარჩა ვ----–--------------სთან, დაიხელთა მარტო და განაგრძო მასთან ფიზიკური გარყვნილი ქმედებები კერძოდ, ხელი ჩაუყო შარვალში საცვლის ქვეშ და დუნდულოზე რამდენიმე წუთის განმავლობაში უხამსად ეფერებოდა, რის შემდეგაც დაუწყო მას სახეზე ალერსი, თან თხოვდა რომ მასთან ერთად წამოწოლილიყო დივანზე. აღნიშნულის შემდეგ ვ----–--------------მ გაითავისუფლა მისგან თავი, შევიდა სააბაზანოში, სადაც უკან მიყვა ა------ ვ-----, ყელზე მოკიდა ხელი და რამდენჯერმე აკოცა ტუჩებზე და ამ ხნის განმავლობაში ახორციელებდა სექსუალური ხასიათის გარყვნილ საუბრებს.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
არასრულწლოვანი (15 წლის) ვ----–-------------- ჩ-------–---ს გოგონათა საფეხბურთო გუნდში თამაშის მიზნით იმყოფებოდა (აა) იპ ჩ-------–---ს სა--------–----------------–--------------------–---------------------------–-------------------–---ში მოთამაშე ქ--–--------------–--- ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელ-მასწავლებელ ა------ ვ-----ს საცხოვრებელ ბინაში.
ა------ ვ----- ვ----–--------------ს ეუბნებოდა, რომ უყვარდა ის, უწყობდა ეჭვიანობის სცენებს, ახორციელებდა სექსუალური ხასიათის გარყვნილ საუბრებს, 201--–-–------------- დაბა ჩ-------–---ში, ი--------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ა------ ვ----- ვ----–--------------სთან მარტო დარჩა და სთხოვა, რომ მასთან ერთად დაწოლილიყო დივანზე, მიეცა მოფერების, უკანალზე ხელის დარტყმის უფლება, ეუბნებოდა, რომ არ აფასებდა მის ინტერესს მისადმი და მხოლოდ მას შემდეგ გაიგებდა მის ფასს, როცა მას დაკარგავდა და ა.შ.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, კანონის მოთხოვნათა დაცვის გარკვევა დაიწყოს იმის შეფასებით, თუ რამდენად კანონიერად განახორციელა დაზარალებულმა ბრალდებულთან მისი საუბრების ფარული ჩაწერა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 4 მაისის №ას-1155-1101-2014 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პირადი საუბრების ფარული ჩაწერა გამართლებულია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კერძოდ მაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ან „თვითდახმარებასთან მიახლოვებულ“ ფარგლებში მოქმედებს. თუ ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, იმის გამო, რომ სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს რეალური საშიშროება ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების, ასეთ ვითარებაში ფარული ჩანაწერის გზით მტკიცებულების შექმნა დასაშვებია. ამდენად, თუ პირზე ხორციელდება ზეწოლა, მუქარა შანტაჟი, საკუთარი უფლებების დაუშვებელი ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, კონსტიტუციურ ღირებულებათა მრავალმხრივი აწონ-დაწონვის შედეგად, შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს სხვის პირად სფეროში ჩარევა, თუმცა, აღნიშნული დაუშვებელია მაშინ, როდესაც სხვის პირად სფეროში ჩარევა თვითდახმარებას კი არ ემსახურება, არამედ მეორე პირის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულს ამოძრავებდა სწორედ თვითდახმარების მიზანი ისევე, როგორც სხვა პირების დაცვის მიზანი, ვინაიდან ის დანაშაული, რომელიც ბრალად ედება ბრალდებულს, გამოირჩევა სპეციფიკით, რაც უკავშირდება ლატენტურობას. როგორც წესი, ასეთი ქმედებები საჯარო არ არის, მისი ჩამდენი ყველა ზომას მიმართავს მის დასაფარავად, რის გამოც ძნელია მისი გამოვლენა ისევე, როგორც ძნელია სხვების დარწმუნება იმაში, რომ პირი მის მიმართ ახორციელებს მსგავს ქმედებებს. დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით დადგინდა, რომ დაზარალებული რამდენჯერმე შეეცადა თ---------------ის და სხვათა დარწმუნებას იმაში, რომ ბრალდებული მის წინააღმდეგ ახორციელებს მიუღებელ მოქმედებებს, თუმცა მას არ მოუსმინეს, არ დაუჯერეს. მისმა მცდელობებმა, თავი დაეცვა ბრალდებულისგან, ირგვლივ მყოფი პირებისთვის ეცნობებინა ბრალდებულის ქმედებების შესახებ, დაეცვა მის ადგილას მომავალში მოხვედრილი თანატოლები, მას სხვა გზა არ დაუტოვაა გარდა ფარული ჩანაწერის გაკეთებისა, რადგან სხვა გზით შეუძლებელი გახდა მისი ქმედებების გამოაშკარავება. ამდენად, დაზარალებულის მიერ განხორციელებული ფარული ჩანაწერი მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებ და გასაზიარებელ მტკიცებულებად.
დაზარალებულს არ ჰქონია ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემის მიზანი, რაც დასტურდება დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებითაც, რომლებიც მიუთითებენ, რომ დაზარალებულისთვის მოულოდნელი იყო ვიდეოს გავრცელება ტელევიზიით, ის არ იყო ამის ინიციატორი. დაზარალებული პროვოკატორი რომ არ არის და მისი განზრახვა თავიდანვე რომ არ ყოფილა აუდიო–ვიდეო ჩანაწერების გაკეთება, ამას ადასტურებს დაზარალებულისა და მოწმე თ---------------ის ჩვენებები, საიდანაც ირკვევა, რომ დაზარალებული მოწმეს უყვებოდა ბრალდებულის ქმედებების შესახებ, თუმცა ის ვერ დააჯერა ნათქვამის სიმართლეში, რის გამოც სწორედ მის (ასევე სხვების) დასარწმუნებლად დასჭირდა აუდიო–ვიდეო ჩანაწერის გაკეთება. ეს რომ ასე იყო, ამას ადასტურებს ასევე ისიც, რომ აუდიო–ვიდეო ჩანაწერების გაკეთებიდან მალევე დაზარალებულმა ის პირველ რიგში სწორედ თ---------------ეს აჩვენა, შემდეგ სხვებსაც გაუზიარა, ხოლო ამის შემდეგ მას გამოძიების ორგანოსთვის არ მიუმართავს, წავიდა ჩ-------–---დან და გამოძიება დაიწყო მისგან დამოუკიდებლად, სხვა წყაროდან (ოპერატიული ინფორმაციიდან) მიღებული ინფორმაციით. დაზარალებულის კეთილსინდისიერებაზე მიუთითებს ასევე ისიც, რომ თ---------------ის ჩვენების მიხედვით, იმ დროს, რომელიც ემთხვევა ბრალდებულის ქმედებებს, დაზარალებული გაფითრებული იყო, ცუდ ხასიათზე დადგა და ჩ-------–---ს დატოვებაზე დაიწყო ფიქრი; ასევე ისიც, რომ დაზარალებული თავიდანვე არ ახმაურდა ბრალდებულის ქმედებების გამო, არამედ ჯერ ჩუმად იყო, არ ამხელდა რაც მოხდა, ჩ-------–---დან წასვლაზე ალაპარაკდა და მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ გაუმხილა თ---------------ეს მისი უხასიათობის მიზეზი – ბრალდებულის მიუღებელი ქმედებები. ყველა ამ გარემოების ერთობლიობას მიჰყავს სასამართლო დასკვნამდე, რომ დაზარალებული არის ბრალდებულის ქმედების მსხვერპლი და არა მისი ქმედების სპეციალურად, მისი პასუხისგებაში მიცემის მიზნით გამომწვევი პროვოკატორი. ერთი მხრივ, დადასტურებულია, რომ ბრალდებულის ქმედება გამოიწვია დაზარალებულის ქცევამ, თუმცა, მეორე მხრივ, ასევე დადგენილია, რომ ეს ქცევა დაზარალებულისთვის ბუნებრივი ქცევაა და ის სპეციალურად ბრალდებულის მიმართ არ მოქმედებდა ასე, არამედ მას ზოგადად ახასიათებს ვიქტიმური ქცევა. ეს ხსნის ასევე იმ გარემოებასაც, თუ რატომ არ არის განსახილველი შემთხვევა დაზარალებულისთვის პირველი და რატომ ხდება ისე, რომ დაზარალებული არაერთხელ ეხვევა სქესობრივ დანაშაულთან დაკავშირებულ გაუგებრობებში.
კიდევ ერთი საკითხი, რაც მოითხოვს გარკვევას, არის ის, რომ დაცვის მხარის პოზიციით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი სინამდვილეში წარმოადგენს დათვალიერების ოქმს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციის გამოთხოვა არ მომხდარა და მის ნაცვლად მოხდა ჩანაწერის დათვალიერება, რის გამოც აღნიშნული ოქმი არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი შეიცავს ინფორმაციას როგორც ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, ასევე მისი დათვალიერების თაობაზე. იდეალურ შემთხვევაში ინფორმაციის გამოთხოვა და გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერება ცალ-ცალკე უნდა განხორციელდეს, ვინაიდან ისინი დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებები და მათი მიმდინარეობა ცალ-ცალკე ოქმში უნდა იყოს ასახული. ამდენად, პროცესუალური თვალსაზრისით 2 საგამოძიებო მოქმედების 1 ოქმში აღწერა შეიძლება დარღვევად იქნეს მიჩნეული. ამის შემდეგ უნდა გაირკვეს, რამდენად არსებითია ეს დარღვევა და ახდენს თუ არა ის გავლენას მტკიცებულების შინაარსზე და მის მოპოვების წესზე და ა.შ. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ინფორმაციის გამოთხოვა განხორციელდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ამასთან, როგორც ოქმიდან და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ჩვენებებიდან ირკვევა, დაზარალებულის ტელეფონიდან უნივერსალური სერიული სალტის სადენის მეშვეობით კომპიუტერში გადატანილ იქნა ჩანაწერები, საიდანაც კომპაქტურ დისკზე იქნა ისინი ჩაწერილი. ამასთან, დისკი დაილუქა და გაკეთდა ხელმოწერები. მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდნენ დაზარალებული, მისი კანონიერი წარმომადგენელი, თარჯიმანი, ადვოკატი. ამდენად, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი აღწერს ინფორმაციის გამოთხოვის პროცესს, რაც დაადასტურეს და დააზუსტეს მოწმეებმა. აღნიშნული მიუთითებს ინფორმაციის გამოთხოვის ჩატარებას სსსკ-ის 136-ე მუხლის, ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით. რაც შეეხება დათვალიერებას, ისიც ჩატარებულია სსსკ-ის 125-126-ე, 135-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და ამ ნორმების დარღვევა არ იკვეთება. ირკვევა, რომ გამომძიებელმა დაათვალიერა ვიდეოჩანაწერი და ოქმში აღწერა მასში ასახული ინფორმაცია. ერთადერთი დარღვევა, რაც იკვეთება ამ მოქმედებებთან დაკავშირებით, არის ის, რომ ისინი ასახულია ერთ ოქმში. როგორც ჩანს, ამით რომელიმე მხარის რაიმე უფლება ან ინტერესი არ დარღვეულა, ამ მოქმედებების ერთ ოქმში ასახვას არ გამოუწვევია რომელიმე მოქმედების შინაარსის ცვლილება ან არასწორი ასახვა, ამას არ ჰქონია რაიმე გავლენა სხვა საგამოძიებო მოქმედებებზეც. ამდენად, ირკვევა, რომ, მართალია, საპროცესო კოდექსის მოთხოვნა, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება ასახული იყოს დამოუკიდებელ ოქმში, დარღვეულია, თუმცა ეს დარღვევა განსახილველ შემთხვევაში არ ახდენს გავლენას არც ერთ საგამოძიებო მოქმედებაზე, არ ლახავს არავის უფლებებს, რის გამოც შეიძლება ის მიჩნეულ იქნეს ტექნიკური ხასიათის დარღვევად, რითაც გამომძიებელმა გაიადვილა საქმე და 2 დამოუკიდებელი ოქმის ნაცვლად შეადგინა 1 ოქმი. ამ შემთხვევაში სასამართლო ვერ მისცემს შეფასებას, იქნებოდა თუ არა ეს დარღვევა არსებითი ხასიათის სხვა გარემოებების ერთობლიობისას, თუმცა მოცემულ ვითარებაში განხილული დარღვევა ვერ შეფასდება არსებითად. საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. ვინაიდან არაარსებითი ხასიათის დარღვევის შემთხვევაში მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა და მის გათვალისწინებაზე უარის თქმა სსსკ-ით გათვალისწინებული არ არის, ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ასევე ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, რომელიც სინამდვილეში აერთიანებს ინფორმაციის გამოთხოვისა და ჩანაწერის დათვალიერების ოქმებს.
დაცვის მხარე ასევე სადავოდ ხდის ზემოაღნიშნული ოქმისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერის შინაარსის იდენტურობას, თუმცა, ამ 2 მტკიცებულების შინაარსი რომ ნამდვილად არის ერთმანეთთან შესაბამისობაში და ინფორმაციის გამოთხოვის ოქმად მითითებულ დოკუმენტში რომ ნამდვილად ის საუბარია გადმოცემული, რაც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ჩანაწერში ისმინება, დადასტურდა სასამართლო სხდომაზე ორივე მტკიცებულების გამოკვლევის დროს.
დაცვის მხარე ასევე აღნიშნავს, რომ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის უტყუარობა შეიძლებოდა დადასტურებულიყო მხოლოდ ტელეფონით და რომ ჩანაწერის ამსახველი კომპაქტ დისკი არის მხოლოდ ირიბი მტკიცებულება. ამ პოზიციას სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ კომპაქტ დისკზე შესაბამისი მეთოდით გადატანილია ტელეფონში ჩაწერილი ორიგინალის პირდაპირი გადატანით მიღებული ასლი, რაც დაადასტურა ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნამ და ექსპერტის ჩვენებამ, ასევე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ჩვენებებმა. ამდენად, ჩანაწერი არ წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას. ის არის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ ასახავს ბრალდებულისა და დაზარალებულის საუბარს.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა
4.1 ძალადობის გარშე გარყვნილი ქმედება
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ვ----–--------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა დაურეკა და ჩასვლა სთხოვა, ვარჯიშებს ვიწყებთო. მივიდა ბრალდებულთან, რომელიც სახლში მარტო იყო. გაიგო, რომ ვარჯიშები 2 კვირა არ იქნებოდა, ბრალდებულის მეუღლეც 1 კვირა არ ჩამოვიდოდა. ამის შემდეგ ბრალდებულმა უთხრა, ფარეხში მოდიო ჩემთან. როცა მივიდა მასთან, ბრალდებული მას ჩაეხუტა, უთხრა მიყვარხარ, მე მამაკაცის ფუნქცია დაკარგული მაქვს, 500 ლარს მოგცემ და მომაფერებინე, კარგ ფეხბურთელად გაგხდიო. მერე ბრალდებული შეეკითხა, თუ რა ფერის საცვალი ეცვა, მენსტრუაცია თუ ჰქონდა, მასტურბაციას თუ აკეთებდა. უარყოფითი პაუხის მიღების შემდეგ ბრალდებულმა მიუგო, რამდენი შხამი გექნებაო დაგროვებული. თ---------------ეს მოუყვა აღნიშნული, მაგრამ მიიღო პასუხი, ალბათ როგორც მასწავლებელმა, ისე გითხრაო, რამდენი ბავშვი მოსულა, მაგრამ ასეთი არაფერი ყოფილა და მაინცდამაინც შენთან რატომ მოხდაო. ამის შემდეგ ვიდეო გადაიღო, რადგან თ---------------ე არ იჯერებდა მის ნათქვამს. ბრალდებულმა უთხრა, რა ლამაზი ხარ, პირველი დანახვიდან შემიყვარდიო, ჩაეხუტა. ეცადა გაეწია, მაგრამ წივილ-კივილი არ უცდია, რადგან იფიქრა, სჯობს ვიდეო გადავიღო და მშობელს ვაჩვენოო. მერე ბრალდებულმა საცვალში ხელი შეუყო, სცადა გაწევა და ხელის ამოწევა, მაგრამ ძალა არ ეყო, რის შემდეგაც ბრალდებულმა გაუშვა ხელი, უთხრა, არ იცი როგორ მიყვარხარ, ჩაიხედე სარკეში, ვინ შემოგხედა გაიგე, მთელ ევროპას მოგატარებო. დივანზე დაჯდა, ბრალდებულიც მიუჯდა. ბრალდებულმა შესთავაზა, გვერდთ მიწოლოდა მას, რაზეც უპასუხა, რომ არასრულწლოვანი გასათხოვარი გოგო იყო. ბრალდებულმა უთხრა, როცა დამკარგავ, მერე გაიგებო. თ---------------ე როგორც კი მოვიდა, გაიწია, თითქოს არაფერი მომხდარა. ბრალდებული მას ეჭვიანობის სცენებს უწყობდა, საუზმობის დროს ტელეფონს თუ აიღებდა, ბრალდებული უყვიროდა, ეუბნებოდა, რას ჰქვია ტელეფონი აიღე, არ იცი შენ ვინ შემოგხედა და ვისკენ იხედები, სარკეში ჩაიხედე და ნახავო. ამის მერე ბრალდებული საპირფარეშოში შეუვარდა და მოუჭირა კისერში და ორჯერ აკოცა ტუჩებში. მეორე დღეს გუნდიდან წამოვიდა, ი-–-------------–-ას და გუნდელებს გაუგზავნა ვიდეო. ამის მერე ბრალდებული არ დადიოდა თამაშებზე, რის გამოც დაბრუნდა, მაგრამ მერე ისევ მიატოვა. 1 თვე ცხოვრობდა მარტის თვეში ბრალდებულთან. საგამოძიებო ექსპერიმენტს ესწრებოდნენ ფსიქოლოგი, პოლიციელები, ადვოკატი, სოც. მუშაკი. მან აჩვენა, რა სად ხდებოდა, გადაიღეს ფოტოები. გამომძიებელმა შემდეგ მისი ტელეფონიდან გადაიწერა რამდენიმე დისკზე ვიდეოები, რის შემდეგაც ისინი ტელეფონიდან წაშალა. ბრალდებული ძალიან ბევრს სვამდა, ჩაუშვებდა ლუდზე. ჭამის დროს ტელეფონს თუ აიღებდა, ბოთლს გადააგდებდა ფანჯრიდან, შე არ იცი ვინ უნდა შეიყვარო და ვინ არაო და ესეთები. ბრალდებულის ცოლს არ ესიამოვნა მისი იქ ჩასვლა, მაგრამ ნორმალურად ექცეოდა. ბრალდებულსაც თავიდან ვერაფერი შეამჩნია, მაგრამ ბოლოს დაიწყო წივილ-კივილი, როცა მისი მეუღლე სახლში არ იყო. როცა მეუღლე იყო, მასთან ვერ მიდიოდა, ვერ უახლოვდებოდა. ი-–-------------–-ა როცა ავარჯიშებდა გოგოებს, ბრალდებულს ამოჩემებულ ყავდა. გოგოებმა უთხრეს, ბრალდებული სპეციალურად გიგდებსო ბურთს, რომ შენს საჯდომს უყუროსო. ბრალდებულმა ეს ქცევები დაიწყო მისი ჩასვლიდან მე-3 დღიდან. სახლში ბრალდებული ვერ უახლოვდებოდა, რადგან მეუღლე და თ---------------ე იქ იყვნენ. მეუღლე თბილისში რომ დარჩა, იმ დღიდანვე დაიწყო ყვირილი, რას ჰქვია სხვა ბიჭი მოგეწონაო და ა.შ. 21 მარტს ი-–-------------–-ა ამბობდა, ბავშვები დავტოვოთო ქ-------ში, მაინც არ არისო ჯერ ვარჯიშები. ბრალდებულს არ უნდოდა მისი დატოვება. ნასვამი იყო, გაბრაზებული, ჯინში ჰყავდა ამოყვანილი, სხვასთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, ხოლო მას უღრენდა, რატომ მიეცი ი-–-------------–-ას ტელეფონი, მე ვარ უფროსი, ი-–-------------–-ასაც მივაბრძანებ და შენცო. 22 მარტს ფ---------------ამ ჰკითხა, რატომ ჩამოხვედიო ჯერ? 2 კვირა ვარჯიშები არ იქნება და კაცთან მარტო როგორ რჩებიო? ბრალდებულს როცა ჰკითხა, შენი ცოლი როდის მოდისო, წნევამ აუწია და ვერ მოდისო,– მიიღო პასუხად, შენ და თ----ს ცალკე გავარჯიშებთ, რომ კარგი ფეხბურთელები დადგეთ, მერე ვარჯიშებიც დაიწყებაო. 22 მარტს დაიწყო ყველაფერი. 2--------ს სააბაზანოში აკოცა ბრალდებულმა. 5---------- არის მისი ტელეფონის ნომერი. 2--------ს თხოვა ბრალდებულმა ავტოფარეხში მისვლა, სადაც 5-6 წუთის განმავლობაში ეხუტებოდა. ბრალდებული ავტოფარეხში სვამდა სულ, ჩემი ლამაზი გოგოო,– ამბობდა; შეგატყვე, რომ ენაჭარტალა გოგო არ ხარო; ერთი გოგო მყავდა და გათხოვდაო, რამდენი რამე ვუყიდე, მაგრამ გუნდიდან წავიდაო; ფულს მოგცემ, ყველაფერს გიყიდი და მომაფერებინეო. მის შემდეგ კიდევ რომ არ აღმოჩენილიყო მის დღეში სხვა, 3 დღე სთხოვა პასუხისთვის. ბრალდებულმა იცოდა მისი ასაკი, რადგან საბუთები მიტანილი ჰქონდა მასთან. 200--–-–----------------ს დაიბადა. გადაწყვიტა, ვიდეო გადაეღო. დუნდულზე, საჯდომზე ეფერებოდა ბრალდებული, ეხუტებოდა, რაც ვერ გადაიღო, რადგან ტელეფონი არ ჰქონდა თან. ბრალდებულმა უთხრა, ძალიან მიყვარხარო. გააშვებინა ხელი, უპასუხა, რას შვებიო. ტელეფონი აიღო, ჩართო, დაჯდა მისაღებში. ბრალდებული მოუჯდა, უთხრა, რა გავაკეთეო ისეთი, დავწვეთო. რას კადრულობო,– მიუგო. ტელეფონი ხელში ეკავა და იღებდა. რომ არ იყო გარყვნილი, იმაზე უთითებდა ბრალდებულს. 2 თუ 3 ვიდეო გადაიღო. ვიდეოები ჰქონდა ტელეფონში. გამომძიებელმა გადაიწერა ის მისი ტელეფონიდან. თ---------------ე რომ შემოვიდა, უცებ გაიწია ბრალდებული. სხვებს არ აჩვენებდა მასთან რასაც შვებოდა. 15 წუთში მოვიდა თ---------------ე. ამ დროს თვითონ სკამზე იჯდა, ბრალდებული – დივანზე, რადგან გადაჯდა, როცა ბრალდებულმა ყვირილი დაიწყო, რას ქვია გუნდიდან წახვალო. თ---------------ეს იქვე მოასმენინა ჩანაწერი. ამის მერე საპირფარეშოში აკოცა ბრალდებულმა. პოლიციას ქუჩაში უნახავს ვიღაცის ტელეფონში ვიდეო და 1 კვირაში მიაკითხეს. ფ---------------ამ ჰკითხა, რას ამბობო ბრალდებულზე? არავისთან არ ჰქონია ასეთი ურთიერთობა და რატომ მაინცდამაინც შენთანო? შენი მოწყობილი იქნებაო; რატომ გადაიღე ვიდეო და რატომ მიეციო ტელევიზიას? ბ------------ე არის თურქი პირი, რომლის მხრიდანაც იყო ქ-------ში გაუპატიურების მსხვერპლი და რომლის შესახებაც ბრალდებულის ადვოკატმა მისწერა მას წერილი. ბრალდებული ყოვლ საღამოს ნასვამი იყო, ყვიროდა. გარაჟის ინციდენტი თ---------------ეს მოუყვა, მაგრამ არ დაუჯერა. ამიტომ ჩაიწერა ვიდეო. აიფონ 4s ტელეფონით გადაიღო ვიდეოები. თამაშზე და ვარჯიშზე ბიჭები არ დაყავდა. მისთვის არასდროს არავის შენიშვნა არ მიუცია გამვლელებთან ურთიერთობის გამო. ს--–-------–-------ს იცნობს. ის პასუხისგებაში იყო მიცემული მასთან სქესობრივი კავშირის გამო. ეს ის პირია, ვისზეც მისწერა ბრალდებულის ადვოკატმა.
მოწმე ია-------–-------ის ჩვენების თანახმად, ბავშვებთან მუშაობს ფსიქოლოგად. დაესწრო დაზარალებულის დაკითხვას. დაზარალებული თავისუფლად საუბრობდა, არ აკეთებდა გონებაში ანალიზს, ფიქრის გარეშე პასუხობდა. გამომძიებლის მხრიდან არ იყო მიმანიშნებელი კითხვები, არ იყო ზეწოლა. რაც განიცადა, იმას ამბობდა მარტივად. პასუხები წარმოსახვითი როცა არის, პირი ცდილობს იფიქროს. შეუძლია თქვას, რომ დაზარალებული იყო გაწონასწორებული, ადეკვატური. ბავშვი ვერ ითამაშებს. შეიძლება სპეციალური გადამზადების პირმა ითამაშოს და მოიტყუოს, მაგრამ ბავშვს ეს ეტყობა, ის ვერ ითამაშებს ისე. დაზარალებულის დაკითხვას ესწრებოდა, დედა, ადვოკატი, თარჯიმანი, გამომძიებელი.
მოწმე ფ---------------ას ჩვენების მიხედვით, მ-----------------ა, ნ----------აც რჩებოდნენ ბრალდებულთან სახლში, მაგრამ არავის ჰქონია პრეტენზია დაზარალებულის გარდა. დაზარალებული ჩამოსვლისთანავე ბრალდებულს სახელით მიმართავდა, ვიდეოში კი ვითომ ა------ მას–ს ეძახის. არასდროს არ დაუძახია დაზარალებულს ბრალდებულისთვის ასე. ამან დაარწმუნა, რომ დაზარალებული ტყუოდა. 10-15 მარტს ჩამოვიდა დაზარალებული. დაზარალებული და თ---------------ე ბრალდებულთან რჩებოდნენ. მან შესთავაზა მათ მასთან წასვლა, მაგრამ ისინი ბრალდებულთან დარჩნენ, რადგან საღამოს ბიჭებთან თამაშობდნენ, სეირნობდნენ და ბრალდებულის სახლში ყოფნა უფრო აძლევდათ ხელს, რადგან თვითონ შორს ცხოვრობდა. დაზარალებულს საბუთები არ ჰქონდა მოტანილი. საბუთები გუნდში მიაქვთ, როცა გუნდში აყვანის საკითხი დგება. თამაშიდან როცა ბრუნდებოდნენ, უკანა გზაზე ბრალდებულმა მგზავრობის ფული მისცა დაზარალებულს და უთხრა, 3 დღე ვარჯიში არ იქნება და წინა დღეს ჩამოდიო. მეორე დღეს ნახა დაზარალებული, ჰკითხა, თუ რატომ ჩამოვიდა, რადგან ვარჯიში არ იყო ჯერ. ადრე ჩამოვედითო, რადგან შეიძლება მერე ვერ მოგვეხერხებინაო. დაზარალებული, თ---------------ე და ბიჭები ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ იმ დღეს, როცა თვითონ თამაშობდა. მე-3 დღეს ნახა სიუჟეტი ტელევიზიით. ეს იყო მეორე თამაშის შემდეგ. მეორე თამაშის გზაზე დაზარალებული ამბობდა, ყველას ჩუმი გეგონეთ და როგორი ვყოფილვარო. უკვირდათ ამას რომ ამბობდა. 25 მარტს უკვე იცოდნენ ეს ამბავი. დილით დაზარალებული ამბობდა, ბრალდებული ჩვენი მწვრთნელი არ იქნებაო, სიხარულით დახტოდა, ეს ვეშაპი მოვიცილეთო, იცინოდა და ამბობდა, ბრალდებულმა იძალადაო. ბრალდებულს ჩვევად აქვს თმაზე მოფერება, შუბლზე კოცნა. ბიჭებსაც ასე ექცეოდა. ტელევიზორში ნაჩვენებ ვიდეოში ხმები ისმოდა მარტო. ვ----–--------------ს ხმა იცნო, მაგრამ მეორე ვისი ხმა იყო, არ იცის. დაზარალებული პროვოკაციას აწყობდა, როგორც ჩანს. წინააღმდეგ შემთხვევაში კარი რატომ არ ჩაკეტა საპირფარეშოში, რატომ უცინოდა ბრალდებულს? როცა ბრალდებული ნასვამია, თვალწინ რატომ უნდა დატრიალებდე? ხომ შეიძლება თავი აარიდო? ბრალდებულმა უთხრა დაზარალებულს, თუ ფორმაში არ ჩადგები, წახვალო გუნდიდან. დაზარალებულს იქ შეყვარებული ყავდა – ლ--------------ა, რის გამოც რჩებოდა უფრო მეტად იქ, მაკიაჟით და პომადით დადიოდა და არ თამაშობდა. ბრალდებულმა ბევრჯერ მისცა შენიშვნა შეყვარებულის თაობაზე. ლ--------------ა მისი მეგობარია და მისგანაც იცის, რომ შეყვარებულები იყვნენ. დაზარალებულისგან იცოდა, რომ უყვარდა ლ--------------ა. თურმე ერთხელ ბრალდებული ღამის 12 საათზე ეძებდა დაზარალებულს და თ---------------ეს პარკში. ეს ბიჭებისგან გაიგო, უთხრეს, პარკში ვიყავითო. დაზარალებულის დედას ერთხელაც არ მოუკითხავს დაზარალებული. დაზარალებულმა ტელევიზიით თქვა, 1 თვე ვიყავიო ჩ-------–---ში. არადა 2 კვირა იყო სულ, აქედან ხშირად ქ-------ში დადიოდა, ე.ი. იცრუა. 10 მარტს შეიკრიბნენ და მაშინ ნახა პირველად დაზარალებული. გუნდი ამბობდა, რომ ბრალდებული ამას არ იზამდა. დაზარალებულს პირველი ნახვიდანვე არ მოეწონა ბრალდებული, მოიხსენია ცუდად. ვიდეოზე გარტყმის ხმა იყო, გოგო ამბობდა, ჩვენ ხომ ძმაკაცები ვართო. კაცის ხმა არ ისმოდა. 30 მარტის მერე გასვლით თამაშებზე თ---------------ე იყო მათთან, მაგრამ, სახლის თამაშებზე არ დადიოდა, რადგან დასარჩენი ადგილი არ ჰქონდა. სხვა გოგონებიც ცხოვრობდნენ ბრალდებულთან და რატომ მათთან არ ჰქონდა იგივეს მცდელობა? დაზარალებულს ვარჯიშზე ბეჭედი, სამაჯური ეკეთა და არ იხსნიდა. დაზარალებული ერთხელ კალთაში ჩაუჯდა ვარჯიშზე ბრალდებულს და უცებ ადგა. ბრალდებულმა ზურგზე ხელი ჰკრა, ადექიო. ეს მოხდა პირველ ოფიციალურ თამაშზე 20 მარტს. 201--–-–----------ში 18 წლის იყო. ყავდათ გუნდში 23 და 19 წლის გოგონებიც. დაზარალებულის ასაკი არ იცოდა. შესახედავად მასზე უფროსს ჰგავდა. ბრალდებული ეჩხუბა დაზარალებულს, რადგან ღამით გულის ფორმის ცეცხლი აუნთიათ ბიჭებს მისთვის. ბიჭი რომ მიდის ბრალდებულთან და დაზარალებულს კითხულობს, უხერხულია. დაზარალებულს პ---–-ს ტატუირება აქვს მხარზე და აჩვენა ბრალდებულს, ხომ მაგარი ტატუაო? ინტერვიუში დაზარალებულმა თქვა, 1 თვე ასე ვყავდიო. თუ ასე იყო, რომ წავიდა მისი სახლიდან, რატომ დაბრუნდა? რატომ არ თქვა მათთან? ბრალდებულს არ მოეწონა მაკიაჟი, ცეცხლის დანთება და ამიტომ იქნებოდა დაზარალებული მასზე გაბრაზებული. მათი გუნდიდან 3 ფეხბურთელი ბრალდებულმა საზღვარგარეთ გაუშვა. ფედერაცია წყვეტდა საზღვარგარეთ წაყვანას. სასტუმროში როცა იყვნენ, დაზარალებული გარეთ გავიდა ბიჭებთან დისკოტეკაზე. ბრალდებულმა ერთი ფეხბურთელი გუნდიდან გააგდო, რადგან ბიჭებს ათვალიერებდა თამაშის ნაცვლად. ბრალდებულს თბილისისკენ გზაში არ უყვირია დაზარალებულისთვის და დაზარალებულს არ უტირია. ვიდეოში ხმა ისმოდა, გვერდით მომიჯექიო და არა მომიწექიო. გოგოებმა თქვეს, მომიჯექი უთხრაო. იმ საუბარში ინტიმური არაფერი იყო. ბრალდებულმა 20 ლარიანი დააკავა დაზარალებულს და უთხრა, 3 დღის მერე გვექნებაო ვარჯიში. არ უთქვამს ხვალ ჩამოდითო. მეორე დღეს 10 საათზე შეხვდა თ---------------ე და დაზარალებული და გაუკვირდა. ამ ამბების შემდეგ სამარშრუტო ტაქსში უცხო პირებისგან ხმები გაიგო, რომ ქ-------ელ გოგოს თურქი შეყვარებული ყოლია და ის ბიჭი დაუჭერიათ მის გამო, მისი საცოლე ყოფილა და სქესობრივი კავშირი ჰქონიათ. უშუალოდ მას პირველ შეხვედრაზე ბრალდებულმა ჰკითხა ვინაობა, ასაკი, მისამართი. ყველა ამბობს, ამ ორმა ჩამოსულმა ფეხბურთელმა მთელი ჩ-------–--- აიღოო. ბრალდებულმა დაზარალებულს უთხრა, არ მომწონს რომ ბიჭები გაკითხავენო. გუნდში ყველა ამბობს, რომ დაზარალებულმა იმიტომ გააკეთა ეს, რომ შეყვარებულთან დარჩენილიყო, მაგრამ არ დარჩა, რადგან დასარჩენი არ ჰქონდა. დაზარალებულმა ინტერვიუში თქვა, ბრალდებული მთვრალი იყო, ბოთლებს ისროდაო და ა.შ.
მოწმე თ---------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებულს უნდოდა ფეხბურთის თამაში. ბრალდებულს უთხრა ამის შესახებ. ბრალდებულმა უთხრა, ჩამოვიდესო. დაზარალებული ბრალდებულს დაელაპარაკა. დაზარალებულს მოეწონა ჩ-------–---ში ყოფნა. როცა სახლში იყვნენ, დაზარალებული ეუბნებოდა ბრალდებულის შესახებ ცუდ რაღაცეებს: მოგეფერებიო, მეუბნებაო, გარაჟის ეპიროდზეც მოუყვა, რომ ბრალდებულმა მოფერების სანაცვლოდ 500 ლარი შესთავაზა და ა.შ., მაგრამ არ იჯერებდა. თავიდან დაზარალებული ამბობდა, ქ-------ში უნდა წავიდეო, მიზეზს არ ხსნიდა. დაზარალებულს რომ არ უჯერებდა, მან ვიდეო გადაიღო. მანამდე დაზარალებულს ისე მოეწონა იქაურობა, საცხოვრებლად გადმოსვლა უნდოდა. ბრალდებულს დაზარალებულის ასაკი არ უკითხავს. დაზარალებული რომ გაიცნო, ასაკზე არაფერი უთქვამს. ჯერ ტელეფონით გააცნო ბრალდებულს დაზარალებული, მერე – ფიზიკურად. დაზარალებულს ფეხბურთელებიც მოეწონა. 2-3 დღის მერე დაზარალებული შეშინებული იყო. თავიდან არ ამბობდა, მერე 500 ლარის შემოთავაზებაზე უთხრა. მან არ დაუჯერა, რის გამოც დაზარალებული გაუბრაზდა არ ელაპარაკებოდა. მერე შემოირიგა. მერე ვიდეო აჩვენა. 3 ვიდეო ჰქონდა. მაინც არ სჯეროდა. ფედერაციამ გადააგზავნა მერე ვიდეო. ამის შემდეგ როცა მივიდა ბრალდებულთან, ბრალდებულს ცრემლები სდიოდა, უთხრა, დაზარალებულს გავეხუმრე და მას ვიდეო ჩაუწერია, ჩაალაგე ჩანთები და წადიო. დაზარალებული უკვე წასული იყო. თბილისში რომ მიდიოდნენ თამაშზე, დაზარალებულთან და ბრალდებულთან ერთად იჯდა. ბრალდებული ხუმრობდა, კარგ დროს ატარებდნენ, დაზარალებული ცეკვავდა. უკანა გზაზე ბრალდებულმა უთხრა, ჩემთან წამოდითო. დაზარალებულს არ უნდოდა, დედამისს დაარეკინა, რომელმაც უთხრა უარი და დარჩა დაზარალებული. მერე ბრალდებულმა დაურეკა, ჩამოდით, ვარჯიშები იქნებაო. დაზარალებულს არ უნდოდა წამოსვლა, მაგრამ მაინც ორივე ჩავიდნენ. დაზარალებულს თამაში უნდოდა დიდი ხანი, სულ სტადიონზე უნდოდა ყოფნა. თავიდან ბურთებს რომ ვერ იღებდა, ტიროდა და არ უნდოდა თამაში, სახლში კი გადაუარა წყენამ და დარჩენა უნდოდა. დაზარალებულმა თავისი დაბადების მოწმობის ასლი მიიტანა ბრალდებულთან, ბრალდებულმა გვერდზე გადადო. არ იცის, ნახა თუ არა მან ის. ჯანმრთელობის ცნობა ვერ მიიტანა დაზარალებულმა. დაზარალებულის დაბადების მოწმობის ასლი ბრალდებულის მაგიდაზე იდო, მაგრამ ბრალდებულმა აიღო თუ არა, არ იცის. დაზარალებულს არ უნდოდა ვიდეოების გავრცელება. პირიქით, ეუბნებოდა, არ აჩვენოო არავის, მხოლოდ იქიდან წასვლა უნდოდა. სიგარეტზე, რომ გააგზავნეს და რომ მიბრუნდა, გათეთრებული დახვდა დაზარალებული, წასვლა უნდოდა იქიდან. ი-–-------------–-ას არ უნდოდა დაზარალებული რომ ყოფილიყო სამეგრელოში ვიდეოების გამო. დაზარალებულს ჰქონდა აიფონ 4. საკუთარი ტელეფონის ნომერია 5-----------. ბრალდებული ეწეოდა. ცოლი როცა იყო სახლში, სვამდა ღვინოსაც, მეუღლესაც სთავაზობდა. ერთხელ ბრალდებულმა იხუმრა, ლუდი დალიეთ ბავშვებოო. რომ არ დალიეს, ფანჯრიდან ისროლა ბოთლი. არ ახსოვს, ბრალდებულს უთხრა თუ არა დაზარალებულის ასაკი. გარაჟის ეპიზოდის მერე ბრალდებული მოწყენილი იყო სტადიონზე. დაზარალებულს ბევრი ოპერაცია აქვს გაკეთებული, ჯანმრთელი არ არის და ჯანმრთელობის ცნობას ვერ მოიტანდა. გარაჟის ამბავი რომ მოუყვა, ამის მერე გათეთრებული სახით დადიოდა დაზარალებული და ამბობდა, უნდა წავიდეო. დაზარალებულს ქ-------ში სკოლაში გაცდენები უფიქსირდებოდა და ბრალდებულის სახლის წინ სკოლაში გადმოსვლა უნდოდა. ბრალდებულს არ უნდოდა გოგოები ბიჭებს გაკიდებოდნენ, საღამოს ეზოში ყოფილიყვნენ. დაზარალებული ბრაზდებოდა ბრალდებულის შეზღუდვების გამო. დაზარალებულს შეყვარებული ბიჭი არ ჰყავდა, მაგრამ ბევრი მოსწონდა. ბრალდებულს დაზარალებული ა------ ბაბუას ეძახდა. ეს ამბები რომ მოხდა, დაზარალებულმა თქვა, მეშინია, უნდა წავიდეო. პ--------მა გაავრცელა ვიდეო. ი-–-------------–-ასაც გაუგზავნეს. დაზარალებულმა უთხრა, რომ თურქთან ჰქონდა რაღაც ურთიერთობა და მსხვერპლი გავხდი, მაგრამ გადავრჩიო. სექსუალური ურთიერთობა უნდოდა მას დაზარალებულთან, მაგრამ ვერ მოახერხა. ეს საიდუმლოდ უთხრა. დაზარალებულს 2 ტატუ აქვს: ფ--------------–--------------------------–---. ბრალდებულმა დაზარალებულს უთხრა, იმ ბიჭთან ურთიერთობა ნუ გაქვს, ნასამართლევია, შენი ტოლი არ არის და თუ არ გადაიყვარებ 1 კვირაში, წადი გუნდიდანო. ის ბიჭი იყო ლ--------------ა. თბილისიდან გზაზე ბრალდებული ეთამაშებოდა დაზარალებულს, რა დროსაც დაზარალებულმა იტირა, მაგრამ არ იცის რატომ იტირა, რადგან მუსიკებს უსმენდა და ვერ გაიგო. დაზარალებული მოუყვა, საპირფარეშოში ბრალდებულმა მაკოცაო ტუჩებში.
მოწმე გ-----–-------ას ჩვენებით დადგენილია, რომ მისი ორი შვილი: ვ------- და თ------–--------ბი თამაშობდნენ ფეხბურთს. მ--------–-დან ჩ-------–---ში გადავიდნენ სათამაშოდ. ლ-----–--აც თვითონ დაყავდა ჩ-------–---ში. თუ არ ეცალა უკან წამოსაყვანად, ის ბრალდებულთან რჩებოდა. მერე ბრალდებულმა ლ-----–--ა გააგდო, რადგან ღამით დააგვიანა, ბიჭებთან იპოვა და თქვა, მასზე პასუხისგებლობას ვერ ავიღებო. გ---------აც რჩებოდა ბრალდებულთან. დაზარალებული არასპორტული ბავშვი იყო და გაუკვირდა, რატომ იყო იქ, ვერ თამაშობდა კარგად. ტელევიზიით გაშუქებული საუბარი, ბავშვების თქმით, არ ემთხვევა ერთმანეთს – კაცი სხვას ლაპარაკობს და გოგო – სხვას.
მოწმე გ---–------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ გუნდში ასაკი შეზღუდული არ იყო. ბურთსაც ვერ იგერიებდა დაზარალებული, არ იცოდა თამაში. დაზარალებული ბრალდებულს ვეშაპად მოიხსენიებდა, დამცინავად მხოლოდ სახელით მიმართავდა ან ამ----- ბაბუას ეძახდა. ბრალდებული დაზარალებულს ხუმრობით პასუხობდა. მას პირადად გუნდში ჩარიცხვის მერე მოსთხოვეს საბუთები. დაზარალებულმა უთხრა, 18 წლის ვარო. მეტი ასაკი ეტყობოდა, ტონალურ კრემს ისვამდა, გამომწვევად ეცვა, ჩამოსვლისთანავე შეყვარებული გაიჩინა – ლ--------------ა, ყველასთან მაშინვე კარგ ურთიერთობას იჭერდა, ბიჭებს გამოელაპარაკებოდა. ტელევიზიით ნახეს, რომ ვიღაც კაცი ძალადობდა ქალზე. ხმა გავდა ბრალდებულისას, მაგრამ არ იცის ვინ იყო. ამბობდნენ, ბრალდებული იყოო. ხმა ისმოდა მარტო, გამოსახულება არ ჩანდა. დაზარალებული დახეული ჯინსებით, შეღებილი დადიოდა ვარჯიშზე, ტატუ ჰქონდა, სავარჯიშო ფორმა არასდროს ჰქონდა თან. დაზარალებულმა მთელი ჩ-------–--- გაიცნო 2 დღეში. თამაშზე როც მიდიოდნენ, ბრალდებულს დაზარალებული ავტომანქანაში კალთაში ჩაუჯდა, უკნიდან ჩაეხუტებოდა ბრალდებულს. კალთაში რომ ჩაუჯდა, ბრალდებულს გაუკვირდა და თითქოს მოისროლა. თბილისიდან რომ ბრუნდებოდნენ, გზაზე ყველა ცეკვავდა, მღეროდა, დაზარალებულიც ასე იქცეოდა. თ---------------ემ რომ გააცნო დაზარალებული, უთხრა, ეს არისო კაპიტანი. მერე რა არისო, უპასუხა დაზარალებულმა და არ მივიდა მასთან. შემდეგ გაიგო, რომ ბრალდებულის შემთხვევა დაზარალებულისთვის მესამე შემთხვევა ყოფილა. მანამდე თურქისთვის წაურთმევია ფული. საიტებზე იყო ეს ინფორმაცია, ყველა ამაზე საუბრობდა. დაზარალებულს ჰქონდა ჰუავეის ფირმის ტელეფონი. მისი ტელეფონით სიმღერა ვერ გადმოწერა. თ---------------ესაც ჰუავეის ფირმის ტელეფონი ჰქონდა. ფეხი რომ ტკიოდა, ფეხზე წაუსვამს ბრალდებულს მისთვის წამალი. ექიმის მიერ მიცემული წამლები ბრალდებულს ჰქონდა სახლში. ზოგჯერ ექიმი ვერ მიდიოდა ვარჯიშზე და ბრალდებულს ჰქონდა წამალი. დაზარალებულის ჩაცმულობა ისეთი იყო, ყველაფერი ამოყრილი ჰქონდა. 14 წლიდან ზევით იყო დასაშვები ასაკი გუნდში. სამარშრუტო ტაქსში უცნობები ლაპარაკობდნენ, რომ თურქი იყო მესამე შემთხვევა დაზარალებულისთვის. როცა დაზარალებული თამამად იქცეოდა, ბრალდებული პასუხობდა, რას აკეთებ, სირცხვილიაო. 20 მარტის თამაშზე როცა მიდიოდნენ, გზაზე ჩაუჯდა დაზარალებული კალთაში ბრალდებულს. ბავშვებმა ერთმანეთს დაუჯიკავეს, ნახე რა ქნაო.
მოწმე ა------------ს ჩვენების თანახმად, დაზარალებულმა ფეხბურთის თამაში არ იცოდა. თვითონ გუნდში აყვანის მერე მოსთხოვა ბრალდებულმა დაბადების მოწმობის ასლი. მანამდე ბრალდებულს მისთვის ასაკი არ უკითხავს. გუნდში თამაშობდნენ სრულწლოვანი ფეხბურთელები: ვ----–-----------–-ა, ქ------------–-ძე, ლ--–---------ძე. დაზარალებული ცანცარა იყო. ის ბრალდებულთან სხვაგვარად იქცეოდა, ეხუტებოდა. ბრალდებულს არ სიამოვნებდა, რას შვებიო, ეუბნებოდა. ვარჯიშზე ბრალდებული სერიოზული იყო. ვარჯიშის მერე ხუმრობა შეიძლებოდა. დაზარალებული გამომწვევად იცვამდა, მაკიაჟით დადიოდა, არ იყო გამხდარი. ბრალდებულსაც მიუთითებია დაზარალებულისთვის, ფორმაში ჩაჯექიო, რაც დაზარალებულისთვის არასასიამოვნო იყო. დაზარალებულმა უთხრა, რომ ლ--------------ა უყვარდა. ასევე უთხრა, ერთ თურქთან მქონდაო სქესობრივი კავშირი, ციხეში ჩავსვიო; ცოლად უნდა მოვეყვანე, მაგრამ რომ გამოვიდა ციხიდან და გაიქცაო. დაზარალებულს ჰქონდა ჰუავეის ფირმის ტელეფონი, ბიჭებთან ერთად დადიოდა, რაც ბრალდებულს არ მოსწონდა. ბრალდებულს ხუმრობით მიმართავდნენ, როგორც ა------ ბაბუას. ვარჯიშის დროს – როგორც მასწავლებელს. დაზარალებული ყოველთვის სახელით მიმართავდა ბრალდებულს, მასწავლებელი არ დაუძახია არასდროს. პომადით, შეღებილი თვალებით, ტონალურით დადიოდა დაზარალებული ვარჯიშებზე.
მოწმე ნ-------------------ას ჩვენების მიხედვით, 22 მარტს ბრალდებულმა გააცნო დაზარალებული, უთხრა, კარგი ფეხბურთელია, სკოლის გაძლიერება მინდა და მივიღოთო სკოლაში, რასაც დაეთანხმა. დაზარალებულმა უთხრა, აქ მინდაო ფეხბურთის თამაში უმაღლეს ლიგაში და თქვენთან ვივლიო სკოლაში. 2--------ს 11 საათისთვის ბრალდებულმა უთხრა, რომ ფედერაციაში მუშაობა უნდა მიეტოვებინა. მანამდეც უთქვამს ეს. ბრალდებულმა 2–ჯერ ინფაქტი გადაიტანა, ცუდად იყო, მესამე სართულზე ასვლა მიჭირს და დროა დავისვენოო. 1 საათში ბრალდებული ისევ მივიდა, განცხადება დავტოვე და თქვენგანაც უნდა წავიდე, ავადმყოფობა არ მაძლევსო მუშაობის საშუალებას, მეუღლესაც ფეხი უხმება და თბილისში უნდა გადავიდეთო საცხოვრებლად. 27 მარტს მიიტანა ბრალდებულმა დაწერილი განცხადება. 2--------ს ბრალდებულმა თქვა, ხვალ მივდივარო თბილისში. ბრალდებული და პოლიციელი ა-------------–-- ხშირად ურეკავდნენ ერთმანეთს. დაზარალებულმა უთხრა, მ------–--ში ვარო. გაუკვირდა, რადგან მეტი ასაკი ეტყობოდა. ბრალდებული არ ისმენდა მასა და დაზარალებულს შორის საუბარს.
მოწმე ა---------–------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ თ---------------ემ 2--------ს დაზარალებული მიიყვანა მასთან, უთხრა, ჩ-------–---ში არ გვაქვს ვარჯიში და აქ ვივარჯიშებთო. დაზარალებულმა ძველბიჭურად დაუწყო ლაპარაკი, რაც არ მოეწონა და ვარჯიშზე უარი უთხრა. მოგვიანებით დაზარალებულმა უთხრა, რომ შეშფოთებული იყო, რადგან ვიღაცას აუტვირთავს ფეისბუქზე მისი ვიდეო, ტიროდა.
მოწმე ვ-----–- ვ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ მისი მეუღლე ორსულად იყო და მოსკოვში უნდა ჩასულიყო 5 აპრილს პატარა შვილთან ერთად, ბრალდებულიც ექიმთან უნდა მიეყვანა. 2--------ს ბრალდებული ჩავიდა მასთან. 31 მარტს მეგობარმა დაურეკა, რაღაცას მოვკარიო ყური მამაშენზე, დაურეკა ბრალდებულს. გაკვირვებული იყო ბრალდებული, მივალო დიდუბეში, ჩავალ, ჟურნალისტსაც დაველაპარაკებიო, ვეტყვი სიმართლეს და გავარკვევო ყველაფერს. ა-----------–---–მაც დაურეკა, გაგიჟებული იყო, უთხრა, დაზარალებულსაც ველაპარაკე და ისიც გაკვირვებულიაო. თვითონაც დაურეკა დაზარალებულს, რომელმაც უთხრა, გაუგებრობაში ვარ, მე ეს არ მჭირდებოდაო. დ-------დან გააცილა ბრალდებული. მერე ბრალდებულმა დაურეკა, პოლიციის უფროსმა ი-------ამ დამირეკაო. გადაურეკა ი-------ას, რომელმაც უთხრა, გასარკვევიაო რაღაცა, სიუჟეტი იყოო ტელევიზორში. ვ--------------ას დაურეკა, სთხოვა დახვედროდა სამარშრუტო ტაქსს და მიეყვანა ბრალდებული ჩ-------–---ს პოლიციაში. მოგვიანებით ბრალდებულს დაურეკა, რომელმაც უთხრა, გ--–---------ა და სხვა პოლიციელები დამხვდნენო. თვითონაც ელაპარაკა გ--–---------ას, რომელმაც უთხრა, არაფერი ხდება, ყველაფერი კარგად იქნებაო. ამის მერე ბრალდებულის ტელეფონი გაითიშა. მოგვიანებით გაიგო, რომ დაზარალებულს რამდენიმე მსგავსი შემთხვევა ჰქონია, მათ შორის ი-–-------თან, რომელიც დაუჭერიათ, მერე ცოლად შერთვის მიზნით გაუშვიათ, მაგრამ ის გაქცეულა. პაემანი ჰქონდა ბრალდებულთან ციხეში, სადაც თანამშრომელმა უთხრა, მერამდენედ აკეთებს ეს გოგო ამასო, ახსენეს თურქიც. ბრალდებულმა ტელეფონით უთხრა, სად არ ვათამაშე, მაგრამ დაზარალებულისგან სპორტსმენი არ გამოვაო. 59---------- მისი ტელეფონის ნომერია. 1 აპრილს დედამისი სოფელ ნ-----------ში იმყოფებოდა და სახლში არ იყო. პოლიციელებს ნება დართო, მისულიყვნენ მის სახლში, მაგრამ გასაღები არ ჰქონდა და არ მიუცია. მეზობლებთან ჰქონდა დედამისს გასაღები დატოვებული, ალბათ მათ მისცეს ის პოლიციელებს. თვითონ არ დასწრებია საგამოძიებო მოქმედებებს. 22 მარტს ჩავიდა დედამისი თბილისიდან სახლში. ბავშვების საძინებლის კარი არ იკეტება, სახელური არ აქვს. 19 მარტს გუნდთან ერთად დედმისიც ჩავიდა თბილისში. 22 მარტს დილით გააცილა დედა ჩ-------–---ში. 1 აპრილს დილით სახლში იყო დედამისი, მერე ცუდად გახდა და წავიდა ნათესავთან.
ააიპ „ჩ-------–---ს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სპორტული სკოლის გაერთიანების დირექტორის 0----.2018 წლის წერილის თანახმად, ა------ ვ----- მიმდინარე წლის 2--------ამდე ააიპ „ჩ-------–---ს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სპორტული სკოლის გაერთიანებაში მუშაობდა ქალ-ფეხბურთელთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელ-მასწავლებლად, საიდანაც განთავისუფლდა 2--------ს საკუთარი განცხადების საფუძველზე.
ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის მიხედვით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 201--–-–-----------–ის განჩინების საფუძველზე 201--–-–-----------–ს ქ. ქ------------ პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ვ----–--------------სგან კანონიერი წარმომადგენლის, ადვოკატის და თარჯიმნის მონაწილეობით ჩატარდა მისი კუთვნილი „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან 201--–-–------------- ა------ ვ-----ს საცხოვრებელ ბინაში, მისაღებ ოთახში გადაღებული ვიდეოჩანაწერის გამოთხოვა. ვ----–--------------მ ნებაყოფლობით წარმოადგინა მისი კუთვნილი „აიფონის“ ფირმის მობილურ ტელეფონში არსებული 2 ვიდეო ჩანაწერი, რომლებშიც, ვ----–--------------ს განმარტებით, ასახულია მისი და ა------ ვ-----ს შორის 201--–-–------------- ა------ ვ-----ს საცხოვრებელ ბინაში გადაღებული დიალოგი, ასევე მისი და ა------ ვ-----ს გამოსახულება. ვ----–--------------ს მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის დათვალიერებით ირკვევა, რომ ერთი ვიდეო ჩანაწერი არის 3 წუთის ხანგრძლივობის, სადაც ისმის ქალისა და მამაკაცის შემდეგი დიალოგი: ვიდეოჩანაწერის დასაწყისში ისმის ქალის ხმა ,,მას, ხომ იცი, რომ არ მომწონს ეს კოცნა და რაღაცეები, არ მომწონს ეს კოცნები“, შემდეგ ისმის მამაკაცის ხმა „მოდი, ჩემს გვერდით დაწექი“, ქალის ხმა „რა ვქანა? რატომ დავწვე თქვენს გევრდით? რატომ მძულხართ მას, უბრალოდ არ მომწონს ეგეთი რაღაცეები“, მამაკაცის ხმა „იცი რა, შენ ხომ მითხარი ისეთი დავრჩებიო, ხომ მითხარი?’’, ქალის ხმა „ისეთი დავრჩები, მე ახლა არ მითქვია უკვე თანახმა ვარ, ვაბშე არ მინდა რა“, მამაკაცის ხმა „მოდი დაჯექი, მაშინ დაჯექი, ტაკოზე დაგარტყამ“, ქალის ხმა „რატომ უნდა გამარტყა ტაკოზე?“ მამაკაცის ხმა „კაი გოგო ხარ და იმიტომ, ვილაპარაკოთ ცოტა ხანი, სად მირბიხარ?“ ქალის ხმა „არ მივრბივარ, თმას დავივარცხნი, რას ვგავარ“, მამაკაცის ხმა “სამი დღე ხომ მაქვს დრო მიცემული?“. ქალის ხმა „სამი დღე რა ვიცი მე მასწავლებელო, ჩემზე უფროსი ხართ“. მამაკაცის ხმა „რა შუაშია?“ ქალის ხმა „რა შუაშია კი არა მე ვარ ბავშვი, ჯერ გასათხოვარი გოგო“. მამაკაცის ხმა „გოგო ხარ ლამაზი“, ქალის ხმა „ბევრი ლამაზი გოგო დადის, მაგრამ მე ვარ გასათხოვარი, ნორმალური ოჯახის შვილი ვარ“, მამაკაცის ხმა „მომისმინე რა, ერთი თხოვნა მაქ, იცი რა?“ ქალის ხმა „რა თხოვნა გაქ?“ მამაკაცის ხმა „იყავი ბედნიერი ცხოვრებაში“, ქალის ხმა „მადლობა მას მარა ჩემზე უფროსი ხარ და ეს მეორედ არ განმეორდეს, თორემ, ღმერთს გეფიცებით, მე გავალ გუნდიდან“, მამაკაცის ხმა “არა გოგო და აქ იქნები, დაკარი ხელი, მეგობრები ვართ“, ქალის ხმა „ხოდა ვიცი მას, არ მინდა ეს ბევრი რაღაცეები“, კაცის ხმა „მეგობარი?“ ქალის ხმა „მეგობარი ვიყო“, კაცის ხმა „დაჯექი მანდ“, ქალის ხმა „ვაიმე დედა, მეტკინა ხელი, ბაბუასავით მიგიღეთ თქვენ და“, კაცის ხმა „შენ ჩემი ძმაკაცი ხომ ხარ?“ ქალის ხმა „ ძმაკაცი ვარ, ხო, ვარ“, კაცის ხმა „ხვალ ვარჯიში მეწყება პატარა ბავშვებთან, კოკა–კოლას თასზე მივდივართ, გაიგე?“ ქალის ხმა „ მერე?“ მამაკაცის ხმა „და ხვალ იქნება ვარჯიში და ბავშვებთან გათამაშებ“. ქალის ხმა „ბავშვებთან? ორი წლის ჟღვინტიან ბავშვებთან რა მინდა?“ მამაკაცის ხმა „როგორ თუ ორი წლის?“ ქალის ხმა „რამდენის არიან?“ კაცის ხმა „თოთხმეტი წლის არიან.“ ქალის ხმა „მაგენთან ხო“. ვ----–--------------ს მიერ ასევე წარმოდგენილი მისი „აიფონის“ ფირმის მობილურ ტელეფონში არსებული მეორე ვიდეო ჩანაწერის დათვალიერებით ირკვევა, რომ ვიდეო ჩანაწერი არის 3 წუთის და 05 წამის ხანგრძლივობის, სადაც ისმის მამაკაცის და ქალის შემდეგი დიალოგი: მამაკაცის ხმა - „მოდი აქ, მოდი, არ მიხვდა მაგას“, ქალის ხმა – „რა ვერ მიხვდა?“, მამაკაცის ხმა - „დაჯექი“, ქალის ხმა - „რას ვერ მიხვდა?“ მამაკაცის ხმა - „ხურდა არა აქვს, სიგარეტი მინდოდა მეყიდა, მოდი ჩემთან ჩემი ლამაზი გოგო, მე კაი ამბავი რაღაც გავუკეთე“, ქალის ხმა -„რა გაუკეთე?“, მამაკაცის ხმა - „არ იცი შენ რა გავუკეთე ა------ე ქ-------ელი“... მამაკაცის ხმა -„მოდი აქ, მოდი აქ, ჭკვიანი, მაგრამ უხეში“ … ქალის ხმა - „ კ---------თან ერთად დავრბივარ მას. აბა ხომ მინდა თამაში?“… მამაკაცის ხმა: „შენმა თვალებმა შეიძლება შენ დაგღუპოს“ ქალი -„ მეტკინა, ჩემმა თვალებმა რატომ? ჩემი თვალები არავის არ დაღუპავს, ჩემი თვალები არის ლამაზი თვალები“, მას შემდგომ მამაკაცი კვლავ იზიდავს ქალს მისკენ და იხუტებს. მამაკაცი -„ კი დაგღუპავს“ ქალი- „რატომ დამღუპავს „ მამაკაცი- „დაგღუპავს“ ქალი- „რა ვუყო ახლა თვალებს, ხომ არ ამევითხარო?“ მამაკაცი- „ დაგღუპავს, მაინც დაგღუპავს“ ქალი რა ვქნა ეხლა?“ მამაკაცი- „და გაგახსენდება ჩემი სახელი, ჩემი სიტყვები გაიგე“, დაგღუპავს მაინც და ვიღაცას დაღუპავ შენც“… ქალის ხმა: „მასწავლებელო, მაგნაირი აღარ ჰქნა, თორემ წავალ მე მართლა“. მამაკაცი- „ა“, ქალი- „წავალ მე მართლა, მაგნაირი რომ განმეორდეს“, მამაკაცი- „რა?“ ქალი- „რაც გითხარი“. მამაკაცი- „კიდევ გაიმეორე“, კადრში ჩნდება მამაკაცის ხელი, რომელიც კიდებს ქალს სხეულზე. ქალი -„ არაფერი მას. მარა არ განმეორდეს მეთქი თორემ გუნდიდან წავალ ვაბშე“. მამაკაცი- „ ვერ წახვალ“, ქალი- „რატომ?“, მამაკაცი- „ ვერ წახვალ“, ქალი- „ვაიმე მეტკინა გვერდი“, მამაკაცი-„ ვერ გადახვალ“, ქალი- „ვაიმე მეტკინა გვერდი“, მამაკაცი- „მომისმინე ვერ წახვალ“. ქალი- „რატომ?“ მამაკაცი- „ ვერ წახვალ“. ვ----–--------------ს მიერ წარმოდგენილი 2 ვიდეო ჩანაწერი ჩაწერილ იქნა 1 ცალ „CD” დისკზე, დაილუქა.
მოწმე ა------------–-----იას ჩვენებისა და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჩანაწერი არის უწყვეტი. კომპლექსური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სადავო ვიდეო ჩანაწერი „I-------” მთლიანია და მასზე არ აღინიშნება რაიმე სახის მონტაჟის კვალი, წარმოდგენილ სადავო ვიდეო ჩანაწერზე „I-------” დაფიქსირებულია ა------ ვ-----ს ხმა. ჩანაწერი არის ორიგინალის პირდაპირი კოპირებით მიღებული ასლი, ცვლილების გარეშე. ამ ექსპერტიზის ფარგლებში „მონტაჟი“, „წყვეტა“ და „მთლიანობადარღვეული“ ერთი და იგივე ტერმინებია. შეტყობინების შემოსვლამ შეიძლება ჩანაწერის წყვეტა გამოიწვიოს, მაგრამ მონტაჟი არ იქნება, რადგან შეწყვეტის მიზეზი გაირკვევა. შეიძლება ერთი აპარატით სხვადასხვა ფორმატის მასალის ჩაწერა, თუ ფრომატი შეცვალა მესაკუთრემ. დისკზე ავტომატურად ფიქსირდება ის მონაცემი, რაც ორიგინალ ჩანაწერზე იყო.
მოწმე ე------------–-–---–-ს ჩვენებისა და ხმის ნიმუშის აღების ოქმის მიხედვით, ბრალდებულის ხმის ნიმუში აიღო დალუქა და ექსპერტიზა ჩაატარა. მისთვის ექსპერტიზაზე გაგზავნილ დისკზე ორიდან ერთი ჩანაწერი ხარვეზიანი იყო. ამიტომ მოითხოვა სრულყოფილი დისკი. დალუქული იყო ნივთმტკიცებები. ლუქი დარღვეული რომ ყოფილიყო, კანცელარია არ დაიტოვებდა ნივთმტკიცებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სსკ–ის 141–ე მუხლის შემადგენლობა შეიცავს ფაქტობრივ და შეფასებით ნიშნებს. მათ შორის ტერმინი „გარყვნილი ქმედება“ შეფასებით ნიშანს გამოხატავს, ვინაიდან ადამიანის შეგრძნების ორგანოების მიერ ის უშუალოდ, კონკრეტული კრიტერიუმებით შეფასების გარეშე, ვერ აღიქმება. ამდენად, გონებრივი ოპერაციების გარეშე თავიდანვე ცხადი არ არის ის, თუ რომელი ქმედებებია გარყვნილი. ეს ამ ქმედებების შეფასების შემდეგ უნდა დადგინდეს. მეორე მხრივ, თავად ტერმინ „ქმედებასაც“ აქვს განსხვავებული, მრავალფეროვანი გამოხატვის ფორმები, დაწყებული ვერბალურიდან და დასრულებული სხეულის სხვადასხვა ორგანოს მოძრაობით. ქმედების ვერბალური გამოხატვა გულისხმობს საუბარს. ეს საკითხი მნიშვნელოვანია სსკ–ის 141–ე მუხლის კონტექსტშიც, ვინაიდან გარყვნილი შეიძლება იყოს როგოც სხეულის მოძრაობები, ასევე საუბარიც. მით უმეტეს, რომ საქმე შეეხება 16 წელს მიუღწეველ პირთან საუბარს, რომლის ფსიქიკაც ფაქიზია და რომლის მორალური ღირებულებების ჩამოყალიბება ჯერაც არ არის დასრულებული. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში შეფასების ობიექტი შეიძლება იყოს არა მხოლოდ სხეულის ორგანოების მოძრაობა, არამედ საუბრის შინაარსი და ფორმაც.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა როგორც წერილობითი მტკიცებულებები, აუდიო–ვიდეოჩანაწერი, ასევე მოწმის სახით გამოიკითხნენ მოწმეები. თავის მხრივ, დაცვის მხარემაც წარმოადგინა მტკიცებულებები ბრალდების გასაქარწყლებლად.
მნიშვნელოვანია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებიდან მხოლოდ დაზარალებული ვ----–--------------ს ჩვენება, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, ხმის ნიმუშის აღების ოქმი, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტის ჩვენება ასახავენ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. სხვა მოწმეები უშუალოდ ქმედებას არ შესწრებიან და ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისაგან. მოწმე თ---------------ეს ინფორმაცია აქვს დაზარალებულისგან, ის ასევე არის დაზარალებულის ემოციური მდგომარეობის პირდაპირი მოწმე, ხოლო სხვა მოწმეებს უშუალოდ ქმედების შესახებ ცნობილი გახდა ტელევიზიით გასული ვიდეოჩანაწერიდან. ისინი ასევე არიან ჩ-------–---ში დაზარალებულის ქცევის პირდაპირი მოწმეები.
ბრალდების მხარის მოწმე ფ---------------ას, ასევე დაცვის მხარის მოწმეების: გ---–------------ს, ა------------ს, ა---------–------–---–ის ჩვენებები აღწერს დაზარალებულის ქცევას ზოგადად და, მათ შორის, ჩ-------–---ში, რასაც მოწმეები დაზარალებულის დისკრედიტაციისთვის იყენებენ, თუმცა რეალურად ისინი ხსნის, თუ რამ გამოიწვია ბრალდებულის დაინტერესება დაზარალებულით. კერძოდ, ირკვევა, რომ დაზარალებული განსხვავდებოდა ფეხბურთელებისგან თავისი ქცევით, იყო სხვებზე თამამი, აკლდა მანერები, თავშეკავება, ბრალდებულს სახელით მიმართავდა, საღამოს ბიჭებთან თამაშობდა, მათთან სეირნობდა, შეყვარებული ჰყავდა, რის გამოც რჩებოდა ჩ-------–---ში, მაკიაჟით და პომადით დადიოდა ვარჯიშებზე, ბრალდებული ღამის 12 საათზე ეძებდა დაზარალებულს პარკში, დაზარალებულის დედას ერთხელაც არ მოუკითხავს დაზარალებული. ეს არის ის, რაც უძღოდა წინ ბრალდებულის ქცევას. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარისაგან და მოწმეთაგან არაერთხელ დაისვა კითხვა, თუ რატომ შეექმნა დაზარალებულს ბრალდებულთან პრობლემები მაშინ, როცა სხვა გოგონებს მსგავსი პრობლემა ბრალდებულთან არ ჰქონიათ. საქმე ის არის, რომ სხვა ფეხბურთელები დაზარალებულისგან განსხვავებულად მოქმედებდნენ, განსხვავებული გარეგნობა, ხასიათი, მანერები და ჩვევები ჰქონდათ. ამასთან, სხვა გოგონებს ახლობლები აკონტროლებდნენ, რომლებსაც პირდაპირი ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ ბრალდებულთან. მათგან განსხვავებით დაზარალებული შედარებით თავისუფლად იყო მიშვებული, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას დედა უშლიდა თამაშს, დაზარალებული აქტიურად არ აყენებდა მას საქმის კურსში იმის შესახებ, რომ ის თამაშობდა, შესაბამისად, დედა აქტიურად არ იყო ჩართული მის სპორტულ საქმიანობაში, რის გამოც დაზარალებული შედარებით უკონტროლო ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ის იყო აღზრდილი განსხვავებულად, გაცილებით თავისუფლად, ვიდრე ბრალდებული და გუნდის წევრები იყვნენ მიჩვეულები, ჰქონდა ტატუირებები, თავიდანვე კარგი ურთიერთობა დაამყარა ბიჭებთან, დაუახლოვდა მათ, რაც სხვებისთვის უცხო აღმოჩნდა, ცდილობდა ყოფილიყო უკეთესი შესახედავი, ვიდრე ბუნებრივად იყო, რის გამოც იყენებდა მაკიაჟს, ცდილობდა უფრო მეტი ყურადღება მიეპყრო, რის გამოც ეცვა უფრო თავისუფლად, იყო უფრო თამამი, რაც ზოგჯერ შეიძლებოდა თავხედობაშიც გადასულიყო. ამ გარემოებების ერთობლიობა წინაპირობა იყო იმისათვის, რომ ბრალდებულს ფეხბურთელებისგან განსხვავებულად – სხვაგვარად შეეხედა დაზარალებულისთვის, ეცადა დაზარალებულის თავისუფალი მოქმედებები გამოეყენებინა მისი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, რაც, მისივე შეხედულებით, დაზარალებულის ქცევის საერთო კონტექსტში თავსდებოდა და მისთვის მიუღებელი არ იქნებოდა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულის ასეთი ქცევა მიუღებელი აღმოჩნდა ფეხბურთელებისთვის და ისინიც ამ ქცევას უკავშირებენ შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, ადანაშაულებენ დაზარალებულს ზედმეტ სითამამეში და აღნიშნავენ, რომ სწორედ ეს იყო ყველაფრის გამომწვევი. ამ ყველაფერში მათი ნაწილი პროვოკაციასაც კი ხედავს და სვამს კითხვებს: კარი რატომ არ ჩაკეტა საპირფარეშოში? რატომ უცინოდა ბრალდებულს? როცა ბრალდებული ნასვამი იყო, თვალწინ რატომ დასტრიალებდა? ხომ შეიძლებოდა თავი აერიდებინა? ამდენად, ნათელია, რომ ასეთი ქცევა იქნა მოწმეების უმეტესობის მიერ დაზარალებულის ქცევის წინაპირობად და მიზეზად აღქმული. ამ საკითხს სწორედ ასე აფასებს სასამართლოც, თუმცა მიიჩნევს, რომ ყველაფერი ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ დაზარალებული პროვოცირებას ახდენდა, რადგან პროვოკაცია უნდა იყოს განზრახი და უნდა ჰქონდეს ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემის მიზანი, რაც განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება, ხოლო ასეთი სპეციალური გამიზნულობის გარეშე ქცევა, რასაც ბრალდებულის რეაქცია მოჰყვა, მიუთითებს, რომ მისი ასეთი ქცევა მოჰყვებოდა ნებისმიერი პირის მსგავს ქმედებებს მაშინ, როცა წესით მისი აღსაზრდელის მსგავს ქმედებებს ბრალდებულის აღმზრდელობითი ქცევა უნდა მოჰყოლოდა და არა საკუთარი კერძო ამორალური ინტერესების დაკმაყოფილების სურვილი. ამდენად, იკვეთება, რომ ბრალდებულის ასეთ ქცევაში უშუალოდ დაზარალებული კი არ არის დამნაშავე, არამედ მის ადგილას სხვაც შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, ვინც სხვებზე მეტ თავისუფლებას გამოავლენდა თავის ქმედებებში. ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ბრალდებულის ქმედება მისთვის უჩვეულო ქცევის გამოვლენა კი არ ყოფილა, არამედ შესაბამისი გარემოს შექმნის შემთხვევაში მისი შინაგანი სამყაროს ბუნებრივ გამოვლინებას წარმოადგენს, რაც განსხვავდება დანაშაულის პროვოცირების შემთხვევისგან. ეს რომ ასეა, ისიც ადასტურებს, რომ ბრალდებული ვიდეოჩანაწერში ახსენებს სხვა გოგონას, რომელიც ბრალდებულს ჰყავდა დაზარალებულამდე და რომელიც მისგან წავიდა. დაცვის მხარის მოწმე ა---------–------–---–მაც დაადასტურა, რომ დაზარალებული აღზრდილია თავისუფლად, ეტყობა ქუჩურ მენტალიტეტთან სიახლოვე, მისთვის ბუნებრივია სლენგის ენაზე საუბარი და ა.შ. იმავე და მასთან დაკავშირებულ სხვა გარემოებებზე მიუთითებენ ასევე დაცვის მხარის სხვა მოწმეებიც, რაც ადასტურებს, რომ ასეთი ქცევა დაზარალებულისთვის ბუნებრივია და არ არის სპეციალურად ბრალდებულის წინააღმდეგ მიმართული. ის ასე იქცევა ა---------–------–---–თანაც, ბრალდებულთანაც, ფეხბურთელებთანაც, ჩ-------–---ში მცხოვრებ ბიჭებთანაც და ა.შ. ამდენად, ასეთი ქცევა არ ადასტურებს პროვოკატორობას, არამედ მიუთითებს დაზარალებულის ვიქტიმურობაზე მისი ნებისგან დამოუკიდებლად.
მნიშვნელოვანია ასევე, რომ დაზარალებულს არ ჰქონია ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემის მიზანი, რაც დასტურდება დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებითაც, რომლებიც მიუთითებენ, რომ დაზარალებულისთვის მოულოდნელი იყო ვიდეოს გავრცელება ტელევიზიით, ის არ იყო ამის ინიციატორი. ირკვევა ასევე, რომ დაზარალებული ჩ-------–---ში საცხოვრებლად გადასვლასაც კი ფიქრობდა, სკოლაში გადასვლის საკითხებიც გაარკვია, საბუთებსაც აწესრიგებდა, შეყვარებულიც გაიჩინა. ამასთან, დაზარალებული, რა თქმა უნდა, აცნობიერებდა, რომ ის ცხოვრობდა ბრალდებულის სახლში და მას ჩ-------–---ში დასარჩენი სხვა ადგილი არ ჰქონდა. ამიტომ ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემით მას ფაქტობრივად ჩ-------–---ში დარჩენის შანსი აღარ რჩებოდა. მით უმეტეს, რომ მას პრობლემა შეექმნა გუნდშიც, ფეხბურთელებს მისი არ სჯეროდათ, ყველას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბრალდებულთან. ამდენად, ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემის მიზნით წინასწარ პროვოკატორობა მის ინტერესებში არ შედიოდა, რადგან ასეთ შემთხვევაში ის კარგავდა შეყვარებულთან შეხვედრის, ჩ-------–---ს გუნდში თამაშის, ჩ-------–---ში გადასვლის შანსს, რაც მას ძალიან უნდოდა. მოწმე თ---------------ის ჩვენებაც ადასტურებს, რომ დაზარალებულს ძალიან უნდოდა ფეხბურთის თამაში, მოწადინებული იყო ბევრი ევარჯიშა, სულ მოედანზე ყოფილიყო, მისი თამაშის დაბალი დონე აემაღლებინა, ფორმაში ჩამჯდარიყო. ამაზე მიუთითებს ასევე ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, საიდანაც ირკვევა, რომ დაზარალებული სპეციალურად ვარჯიშობდა თბილად ჩაცმული, რომ სასურველი შედეგი უფრო მალე მიეღო, წონაში დაეკლო. დაზარალებულის ჩ-------–---ში ჩასვლის მიზეზი რომ იყო ფეხბურთის თამაში და არა ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემა, ამას ადასტურებს ისიც, რომ ის თ---------------ემ ჩამოიყვანა, ორივე ბევრს ვარჯიშობდა, თ---------------ე ხედავდა, როგორი მოწადინებით ცდილობდა დაზარალებული, ვარჯიშის დროს მიღებული შენიშვნები გამოესწორებინა, ხედავდა, როგორ უყვარს მას ფეხბურთის თამაში. დაზარალებული პროვოკატორი რომ არ არის და მისი განზრახვა თავიდანვე რომ არ ყოფილა აუდიო–ვიდეო ჩანაწერების გაკეთება, ამას ადასტურებს დაზარალებულისა და მოწმე თ---------------ის ჩვენებები, საიდანაც ირკვევა, რომ დაზარალებული მოწმეს უყვებოდა ბრალდებულის ქმედებების შესახებ, თუმცა ის ვერ დააჯერა ნათქვამის სიმართლეში, რის გამოც სწორედ მის (ასევე სხვების) დასარწმუნებლად დასჭირდა აუდიო–ვიდეო ჩანაწერის გაკეთება. ეს რომ ასე იყო, ამას ადასტურებს ასევე ისიც, რომ აუდიო–ვიდეო ჩანაწერების გაკეთებიდან მალევე დაზარალებულმა ის პირველ რიგში სწორედ თ---------------ეს აჩვენა, შემდეგ სხვებსაც გაუზიარა, ხოლო ამის შემდეგ მას გამოძიების ორგანოსთვის არ მიუმართავს, წავიდა ჩ-------–---დან და გამოძიება დაიწყო მისგან დამოუკიდებლად, სხვა წყაროდან (ოპერატიული ინფორმაციიდან) მიღებული ინფორმაციით. დაზარალებულის კეთილსინდისიერებაზე მიუთითებს ასევე ისიც, რომ თ---------------ის ჩვენების მიხედვით, იმ დროს, რომელიც ემთხვევა ბრალდებულის ქმედებებს, დაზარალებული გაფითრებული იყო, ცუდ ხასიათზე დადგა და ჩ-------–---ს დატოვებაზე დაიწყო ფიქრი; ასევე ისიც, რომ დაზარალებული თავიდანვე არ ახმაურდა ბრალდებულის ქმედებების გამო, არამედ ჯერ ჩუმად იყო, არ ამხელდა რაც მოხდა, ჩ-------–---დან წასვლაზე ალაპარაკდა და მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ გაუმხილა თ---------------ეს მისი უხასიათობის მიზეზი – ბრალდებულის მიუღებელი ქმედებები. ყველა ამ გარემოების ერთობლიობას მიჰყავს სასამართლო დასკვნამდე, რომ დაზარალებული არის ბრალდებულის ქმედების მსხვერპლი და არა მისი ქმედების სპეციალურად, მისი პასუხისგებაში მიცემის მიზნით გამომწვევი პროვოკატორი. ერთი მხრივ, დადასტურებულია, რომ ბრალდებულის ქმედება გამოიწვია დაზარალებულის ქცევამ, თუმცა, მეორე მხრივ, ასევე დადგენილია, რომ ეს ქცევა დაზარალებულისთვის ბუნებრივი ქცევაა და ის სპეციალურად ბრალდებულის მიმართ არ მოქმედებდა ასე, არამედ მას ზოგადად ახასიათებს ვიქტიმური ქცევა. ეს ხსნის ასევე იმ გარემოებასაც, თუ რატომ არ არის განსახილველი შემთხვევა დაზარალებულისთვის პირველი და რატომ ხდება ისე, რომ დაზარალებული არაერთხელ ეხვევა სქესობრივ დანაშაულთან დაკავშირებულ გაუგებრობებში.
ის ფაქტი, რომ დაზარალებული კი არა, არამედ ბრალდებული აქტიურობდა დაზარალებულთან ურთიერთობაში, დასტურდება დაზარალებულის და მოწმე თ---------------ის ჩვენებებით, რომელთა მიხედვითაც დაზარალებულს ბრალდებულმა დაურეკა და ჩასვლა სთხოვა ვარჯიშის საბაბით როცა სახლში მარტო იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ვარჯიში არ იყო და ბრალდებულის მეუღლეც არ იყო სახლში. მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულისა და მოწმე თ---------------ის ჩვენებას ადასტურებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სატელეფონო ზარების ამონაწერი, რომლის მიხედვითაც დაზარალებულისა და მოწმის მიერ მითითებულ დროს ბრალდებულმა განახორციელა ზარი დაზარალებულის ტელეფონის ნომერზე. აღნიშნული მნიშვნელოვანია დაზარალებულისა და თ---------------ის ჩვენების სარწმუნოობის შეფასებისთვის. დაზარალებული ამბობს, რომ ბრალდებული მას ეჭვიანობის სცენებს უწყობდა, ეუბნებოდა, არ იცი შენ ვინ შემოგხედა და ვისკენ იხედებიო. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმშიც ჩანს, რომ ბრალდებული დაზარალებულს ეუბნება, როცა დამკარგავ, მერე მიხვდები ვინ დაკარგეო. ამდენად, ირკვევა, რომ ბრალდებული ამჩნევდა დაზარალებულის ლტოლვას ახალგაზრდა ბიჭისკენ; დაზარალებულის დედა დიდ ინტერესს არ იჩენდა მისი შვილის მიმართ; ის სხვა ქალაქიდან იყო; ბიჭებს ეკეკლუცებოდა, იქცეოდა თამამად, ჰქონდა ტატუირება, რამაც ბრალდებულს აფიქრებინა, რომ დაზარალებულის მიმართ შეიძლებოდა ისეთი არაეთიკური ზღვარსგადასული და ამორალური მოპყრობა, როგორსაც ის სხვების – მშობლების აქტიურ კონტროლქვეშ მყოფი მორიდებული ბავშვების – მიმართ არ ახორციელებდა. მას სურვილი გაუჩნდა, დაზარალებულის ინტერესი ბიჭებისადმი მისკენ მიემართა, ესარგებლა ამ გარემოებით და ცდილობდა დაზარალებულზე ზემოქმედებას სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მისადმი ლტოლვის გამოვლენით, კარიერის მოწყობაში დახმარებით. დაზარალებულის ჩვენების სარწმუნოობაზე მიუთითებს მოწმე ია-------–-------ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც დაზარალებული გამომძიებელთან საუბრისას გონებაში ანალიზს არ აკეთებდა, ფიქრის გარეშე პასუხობდა, რაც განიცადა, იმას ამბობდა, მას არ ეტყობოდა, რომ ის დაკითხვისას თამაშობდა. დაზარალებულის ჩვენების სისწორეზე მიუთითებს ასევე მოწმე თ---------------ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც დაზარალებული ეუბნებოდა ბრალდებულის შესახებ ცუდ რაღაცეებს: მეუბნებაო, მოგეფერებიო, გარაჟში ბრალდებულმა მოფერების სანაცვლოდ 500 ლარი შემომთავაზაო და ა.შ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ, როგორც ჩანს, მოწმეებმა ტელევიზორში ნახეს სწორედ დაზარალებულის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, რაც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, ვინაიდან მოწმე ფ---------------ა აღნიშნავს, რომ ტელევიზორში ნაჩვენებ ვიდეოში (ისევე, როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოში) ხმები ისმოდა მარტო, სადაც დაზარალებულის ხმა იცნო, ხოლო კაცის ხმა არ ისმოდა.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმეთა ნაწილი მიუთითებს, რომ მათ არაფერი იცოდნენ ბრალდებულის ქმედებების შესახებ, რომ მისი წასვლა სამსახურიდან არ უკავშირდებოდა ამ ქმედებებს და ა.შ. ეს მოსაზრება არ დასტურდება მოწმე ფ---------------ას ჩვენებით, რომლის მიხედვითაც 25 მარტს ყველას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბრალდებულმა დაზარალებულზე იძალადა. ბრალდებულის გუნდიდან წასვლა სინამდვილეში სწორედ ვიდეოჩანაწერების გავრცელებას რომ უკავშირდებოდა, დასტურდება ასევე მოწმეების: ფ---------------ას და თ---------------ის ჩვენებებითაც, რომელთა მიხედვითაც ბრალდებულმა თ---------------ეს უთხრა, დაზარალებულის მიერ ჩანაწერის განხორციელების გამო წასულიყო მისი სახლიდან, რის გამოც თ---------------ე ვეღარ დადიოდა შიდა მატჩებზე, რადგან დასარჩენი ადგილი არ ჰქონდა, ხოლო გასვლით მატჩებში იღებდა მონაწილეობას. თ---------------ეს ბრალდებულის სახლიდან წასვლის სხვა მიზეზი არ ჰქონია, ის იქიდან საკუთარი ნებით არ წასულა. ამდენად, ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბრალდებულმა მუშაობა მიატოვა გავრცელებული ინფორმაციის გამო.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება, არის ვიდეოჩანაწერში გაჟღერებული ბრალდებულის შეთავაზება, დაზარალებული დაწვეს მის გვერდით. საქმე ის არის, რომ ვიდეოჩანაწერში რამდენიმე ადგილას არის მსგავსი შეთავაზება, თუმცა პირველად საუბარია დაწოლაზე, ხოლო შემდგომში – დაჯდომაზე. მოწმეებმა განმარტეს, რომ ჩანაწერებში მათ არ გაუგიათ დაწოლის შეთავაზება, მათ გაიგეს დაჯდომის შეთავაზება, რაშიც მიუღებელი არაფერია. ეს პოზიცია ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან ჩანაწერიდან ჩანს, რომ ბრალდებული მხოლოდ მას შემდეგ გადადის გვერდით დაჯდომის შეთავაზებაზე, რაც უარი მიიღო დაწოლაზე და ამბობს, „მაშინ დაჯექი“, რაც კონტექსტში გამოხატავს შემდეგ შინაარსს: თუ ჩემთან არ წვები, მაშინ ჩემთან დაჯექი მაინც. კონტექსტი რომ სწორედ ასეთია, ამაზე მიუთითებს დაზარალებულის რეაქციის განსხვავება ამ ორი შეთავაზების დროს. ორივე შეთავაზება უწყინარი რომ არ იყო, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ დაწოლაზე უარის მიღების შემდეგ დაჯდომა უკანალზე ხელის დარტყმა შესთავაზა ბრალდებულმა დაზარალებულს. ეხლა უკვე ხელის დარტყმის შეთავაზებას მოჰყვა დაზარალებულის რეაქცია. დაზარალებულის რეაქციებიდან ჩანს, რომ საუბარი არ მიმდინარეობს ჩვეულებრივ ყოველდღიურ საკითხებზე, არამედ ეხება დაზარალებულისთვის მორალურად მიუღებელ გარემოებებს. სწორედ დაწოლაზე რომ იყო საუბარი, ამას ჩანაწერის გარდა დაზარალებულიც ადასტურებს. ბრალდებულს რომ გაცნობიერებული ჰქონდა ამორალური, მიუღებელი და კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, ამაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ დაზარალებულთან მიმდინარე საუბრების შესახებ ის სხვებს არ აგრძნობინებდა, პირიქით, ცდილობდა, ეს დაემალა სხვებისთვის. აღნიშნული ჩანს ასევე ჩანაწერსა და ინფორმაციის გამოთხოვის ოქმში, რომლის მიხედვითაც ბრალდებული დაზარალებულს ეუბნება, რომ შემოსწრებული თ---------------ე ვერ მიხვდა, თუ რას აკეთებდნენ ის და დაზარალებული. ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის რომ არ ყოფილიყო ისეთი მიუღებელი საუბრები, როგორსაც დაზარალებული უთითებს და მათ შორის ჩვეულებრივი ურთიერთობა რომ არსებულიყო, რა თქმა უნდა, ბრალდებულს არ შეეშინდებოდა სხვისი შემოსწრების და არც დასამალი ექნებოდა რამე.
ყურადღებას იმსახურებს ასევე დაცვის მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს უთხრა, რომ ვერ აიყვანდა გუნდში და ის უნდა წასულიყო, რამაც გამოიწვია დაზარალებულის გაბრაზება. ეს რომ ასე არ იყო, ამაზე მიუთითებს მოწმე ნ-------------------ას ჩვენება, რომლის მიხედვითაც 2--------ს ბრალდებულმა უთხრა, რომ დაზარალებული კარგი ფეხბურთელი იყო, გუნდის მისით გაძლიერება სურდა, რის გამოც სთხოვა, მიეღო დაზარალებული სკოლაში. ამდენად, ის ვერსია, თითქოს ბრალდებული ცდილობდა დაზარალებულის გაშვებას, არ დასტურდება არც მოწმე ნ-------------------ას ჩვენებით, არც დაზარალებულისა და მოწმე თ---------------ის ჩვენებით და არც ჩანაწერით და ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, სადაც ბრალდებული პირიქით, დაზარალებულს არწმუნებს, რომ ის ვერ წავა გუნდიდან.
მართალია, დაზარალებული უთითებს ბრალდებულის სხვა ქმედებებზეც, თუმცა ამის დამადასტურებელი სხვა პირდაპირი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, რის გამოც სასამართლო ამ გარემოებებს ვერ მიიღებს დადგენილ ფაქტებად.
დაზარალებულის ჩვენების სისწორეზე მიუთითებს ასევე აუდიო–ვიდეო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ დაზარალებული ბრალდებულს უხსნის, რომ არ მოსწონს კოცნები და რაღაცეები, რასაც ბრალდებული ახორციელებს მის მიმართ, რასაც მოსდევს ბრალდებულის მხრიდან შეთავაზება, დაზარალებული დაწვეს მის გვერდით, რასაც მოჰყვება დაზარალებულის აღშფოთების გამოხატვა. ამის გაგონების შემდეგ ბრალდებული ეუბნება დაზარალებულს, რომ იმიტომ არ წვება მის გვერდით, რომ სძულს ის, რასაც მოჰყვება დაზარალებულის განმარტება, რომ მას არ უთქვამს, რომ უკვე თანახმაა, მიიღოს ბრალდებულის წინადადება და ამბობს, რომ არ უნდა ეს, რის პასუხადაც ბრალდებული ახლა უკვე დაწოლის ნაცვლად გვერდით დაჯდომას სთხოვს, რათა უკანალზე ხელი დაარტყას, რასაც ასევე დაზარალებულის გაკვირვება მოსდევს. ამის შემდეგ საუბარია 3 დღის მიცემაზე, რასაც მოჰყვება დაზარალებულის ახსნა, რომ ბრალდებული მასზე უფროსია, თვითონ კი ბავშვია, ნორმალური ოჯახის შვილი და ითხოვს, მსგავსი ქცევა არ განმეორდეს. ამის შემდეგ ბრალდებული სთავაზობს 14 წლის ბავშვებთან ერთად ვარჯიშს, რასაც დაზარალებული თანხმდება, რადგან მისი ასაკის შესაფერისად მიიჩნია ისინი. ჩანაწერიდან ასევე ჩანს, რომ ბრალდებული დაზარალებულს ეუბნება, რომ ის (სავარაუდოდ თ---------------ე, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო) ვერ მიხვდა რაც ხდებოდა მის მოსვლამდე ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, რომლის ნაწილიც შესაბამისობაშია აუდიო–ვიდეო მასალის გამოკვლეულ ნაწილთან და დაზარალებულის ჩვენებასთან, ხოლო დანარჩენი ნაწილის გადამოწმება ვერ ხერხდება შესაბამისი აუდიო–ვიდეო მასალის გამოკვლევის შეუძლებლობის გამო, ბრალდებული დაზარალებულს ეუბნება, რომ არის ჭკვიანი, მაგრამ უხეში. ჩანს, რომ დაზარალებული ქურთუკით დარბის, რომ უფრო მალე გახდეს. ბრალდებული ეუბნება დაზარალებულს, რომ მისი თვალები დაღუპავს მას. დაზარალებული ამბობს, რომ თუ კიდევ განმეორდება მისთვის უსიამოვნო ქცევები ბრალდებულის მხრიდან, დაზარალებული წავა გუნდიდან, რაზეც ბრალდებული პასუხობს, რომ ვერ წავა. მართალია, დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ჩანაწერში არსებული ხმის კუთვნილება ბრალდებულისადმი, თუმცა მოსაუბრე პირები ნამდვილად დაზარალებული და ბრალდებული რომ არიან, აღნიშნული დასტურდება თავად დაზარალებულის, ასევე დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც ადასტურებენ, რომ ჩანაწერში მათ დაზარალებულის ხმა მოისმინეს, ასევე, რომ მამაკაცის ხმა ჰგავდა ბრალდებულის ხმას, ასევე მოწმე ა------------–-----იას ჩვენებით და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც ჩანაწერი არის უწყვეტი, მთლიანი, არ აღინიშნება მონტაჟის კვალი და მასზე მოსაუბრე მამაკაცი არის ბრალდებული, ჩანაწერი არის ორიგინალის პირდაპირი კოპირებით მიღებული ასლი, ცვლილების გარეშე.
ამდენად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთბლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ბრალდებული ახორციელებდა დაზარალებულის მიმართ სექსუალური ხასიათის უხამს საუბრებს, აკეთებდა ინტიმური ხასიათის ამორალურ შეთავაზებებს მოფერების, ფიზიკური სიახლოვის, მოწონებისა და შეყვარების შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულისა და დაზარალებულის სტატუსს, იმას, რომ ბრალდებული იყო გოგონათა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი, პასუხისმგებლობა ეკისრებოდა გუნდში მყოფი არასრულწლოვანი გოგონების აღზრდაზე, ხოლო დაზარალებული იყო მისი აღსაზრდელი, რომელიც ცხოვრობდა მის სახლში და რომლის მიმართაც მას პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული; ასაკს, კერძოდ, რომ ბრალდებული არის საპენსიო ასაკის, ხოლო დაზარალებული იყო 16 წელს მიუღწეველი და ასკვნის, რომ სექსუალური ან, თუნდაც, სასიყვარულო ხასიათის საუბრები, ამ ხასიათის სიახლოვის მოთხოვნა ან, თუნდაც, შეთავაზება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულისათვის, მარტო დაგულვების შემთხვევაში ამ საკითხის აქტიურად წამოჭრა, აქტიურ მოქმედებებზე გადასვლის სურვილი, კოცნები, ხელის უკანალზე გარტყმა და ა.შ. უნდა შეფასდეს გარყვნილ ქმედებად.
4.2 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან
აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობა შეიძლება განხორციელდეს 16 წელს მიუღწეველი პირის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ამსრულებელმა იცოდეს დაზარალებულის ასაკი.
დაზარალებულ ვ----–--------------ს ჩვენების თანახმად, ბრალდებულმა იცოდა რამდენი წლის იყო, რადგან მან დაბადების მოწმობა მიუტანა ბრალდებულს.
მოწმე თ---------------ის ჩვენების თანახმად, დაზარალებულმა დაბადების მოწმობის ასლი მიიტანა და ბრალდებულის მაგიდაზე დადო. ბრალდებულმა ის გვერდზე გადადო.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულისთვის უცნობი იყო დაზარალებულის ასაკი. ამის საწინააღმდეგოს ადასტურებს დაზარალებულის და მოწმე თ---------------ს ჩვენებები, ასევე მოწმე ნ-------------------ას ჩვენებაც, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებული აქტიურად ცდილობდა დაზარალებულის გადმოყვანას ჩ-------–---ს სკოლაში, სადაც ის მე–9 კლასში უნდა შესულიყო; აუდიოჩანაწერი, საიდანაც ჩანს, რომ დაზარალებული ბრალდებულს ეუბნება, რომ არის ბავშვი, რომ ბრალდებული მასზე გაცილებით დიდი ასაკის არის, ასევე ჩანს, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული აქვს დაზარალებულის ასაკი, რადგან მას სთავაზობს 14 წლის ბავშვებთან ერთად ვარჯიშს, რასაც დაზარალებულიც საკუთარი ასაკის შესაფერისად მიიჩნევს და ამას ბრალდებულს ეუბნება კიდეც თანხმობის სახით. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად ნათელია, რომ ბრალდებულისთვის, რომელიც იყო დაზარალებულის მწვრთნელი, ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა მასთან, ცხოვრობდა მასთან ერთად ერთ სახლში, ცნობილი იყო, რომ დაზარალებული იყო 16 წელს მიუღწეველი პირი. ამას ადასტურებს ისიც, რომ, ბრალდებულს ძირითადად ჰყავდა 14–დან 17 წლამდე ფეხბურთელები.
ამდენად დადგენილია, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო დაზარალებულის ასაკი.
5. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის უშუალო ობიექტია 16 წელს მიუღწეველი პირის ნორმალური ზნეობრივი განვითარება.
დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება გარყვნილ ქმედებაში, რასაც შეიძლება მრავალი გამოვლინება ჰქონდეს, მათ შორის ვერბალური – 16 წელს მიუღწეველთან ამორალური დამოკიდებულების გამომჟღავნების შემცველი საუბრები, რათა დაითანხმოს ნებით სექსუალური ხასიათის მოქმედებებზე.
დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა ხასიათდება განზრახვით. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ სჩადიოდა ისეთ ქმედებას, რომლითაც არღვევდა საზოგადოებაში გაბატონებულ ნორმალურ ზნეობრივ ნორმებს და სურდა ამ შედეგის მიღწევა. განზახვის არსებობაზე მიუთითებს ჩანაწერი, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ ბრალდებული ცდილობდა, მასა და დაზარალებულს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ არ გაეგოთ სხვებს, რის გამოც მოწმეებმა არაფერი იცოდნენ ამ ურთიერთობის შესახებ, რადგან ის საგულდაგულოდ დაფარული იყო. ამაზე მიუთითებს ბრალდებულის საუბარი დაზარალებულთან, რომ თ---------------ე ვერ მიხვდა, თუ რა ხდებოდა მასა და დაზარალებულს შორის, როცა ის მათთან მოულოდნელად მივიდა და ფაქტობრივად შეუსწრო მათ. ის გარემოება, რომ ბრალდებული დაზარალებულთან იყო გაცილებით თამამი, ხოლო სხვებთან – მის მეუღლესთან, თ---------------ესთან და ფეხბურთელებთან ერთად ყოფნის დროს კი დაზარალებულთან დისტანციას იჭერდა, მიუთითებს იმაზე, რომ ბრალდებული აცნობიერებდა მისი ქმედების მართლწინააღმდეგობას, თუმცა, მიუხედავად ამისა, სურდა მიზნის მიღწევა, რის გამოც აგრძელებდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, ესე იგი ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის ა------ ვ-----ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ა------ ვ----- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ა------ ვ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხანდაზმული ასაკი.
ა------ ვ-----ს პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მიზანს (სიამოვნების მიღება), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვა), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (მწვრთნელის მხრიდან 16 წლის ასაკს მიუღწეველ გოგონებთან ურთიერთობის წესის დარღვევა), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს (სასიყვარულო და სექსუალური ხასიათის საუბრების გამართვა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაზარალებულის ფსიქიკაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე ჯანმრთელობის და ეკნომიკური პირობები, გადატანილი აქვს გულთან დაკავშირებული ოპერაციები, იმყოფება ემოციურად სტრესულ ვითარებაში), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულების პიროვნებას (მათ შორის ასაკს – არის ხანდაზმული), ბრალდებულის ქმედების გამომწვევ მიზეზთა შორის დაზარალებულის ვიქტიმური ქცევის როლს.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას. კერძოდ, აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
ყოველივე აღნიშნულის, განსაკუთრებით კი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის სახეს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მინიმალური სასჯელის განსაზღვრა.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
8. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სსსკ–ის 79–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება, მესაკუთრეს ან მფლობელს არ უბრუნდება ან სახელმწიფოს არ გადაეცემა, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია დისკები, რომლებიც უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა------ ვ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა------ ვ-----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 31 მარტიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დისკები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია