განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100117002042751
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/510-17 9 თებერვალი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1.ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი ლ--------–--
2.დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული ზ--------------------–-------------------–-------–-–-----------------------–----------–------------------------------–----–----------–---------------------–--------------–------------------–-------------------------------------------------–-------------–-----
2.1.1.ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ყაჩაღობა ე.ი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით
2.1.2.ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა
2.1.3.ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება
2.2. ადვოკატი გ---------------
2.3. ადვოკატი რ------------–--
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
I. ყაჩაღობა
1. საპროცესო ნორმათა დაცულობა
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების განხილვამდე აუცილებელია გამოძიების პროცესში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვის/დაუცველობის შესახებ მსჯელობა, ვინაიდან, სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. იმავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელი მტკიცებულებაა და იურიდიული ძალა არ გააჩნია. ამდენად, სასამართლო უნდა დაეყრდნოს ფაქტების დადგენისას მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც საპროცესო კოდექსის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების მოთხოვნათა დაცვით არის მოპოვებული. ამისათვის აუცილებელია ფაქტების შესახებ მსჯელობამდე იმ მტკიცებულებების გამორიცხვა, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რათა მათ ბრალდებულის საუარესოდ გავლენა არ იქონიონ ფაქტების დადგენაზე.
საქმის მასალების თანახმად, ქმედების ჩადენის შემდეგ მალევე, გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში, მოხდა შემთხვევის ადგილიდან ვიდეოჩამწერი მოწყობილობის ამოღება. პროკურორმა მიმართა სასამართლოს ამ საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შუამდგომლობით, რაც დაკმაყოფილდა. აღნიშნულის შემდეგ პროკურორმა მიმართა სასამართლოს ამოღებული ნივთიდან ინფორმაციის გამოთხოვის შუამდგომლობით, რაც ასევე დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ გამომძიებელმა დაათვალიერა ამოღებული ვიდეოჩამწერის შინაარსი, ასახა ის დათვალიერების ოქმში, ვიდეოჩამწერიდან გადმოწერა აღნიშნული მასალა და დათვალიერების ოქმით დაურთო ის საქმეს.
დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს ინფორმაციის გამოთხოვა არ განუხორციელებია, რადგან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი საქმეში არ მოიპოვება. ამიტომ გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც დისკში არსებული ჩანაწერის სახით ერთვის საქმეს, დაუშვებელი მტკიცებულებაა და არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული განაჩენის გამოტანისას.
ბრალდების მხარის პოზიციით, გამომძიებელმა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაათვალიერა ვიდეოჩამწერი და დაურთო დისკი საქმეს, რითაც კანონი არ დაურღვევია, პირიქით, შეასრულა სასამართლოს განჩინების მოთხოვნა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ყველა საგამოძიებო მოქმედებას შეესაბამება მისი ამსახველი სპეციალური ოქმი ისევე, როგორც ყველა საგამოძიებო მოქმედებას აქვს მისი ჩატარების სპეციალური წესი. და თითოეული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისა და მისი საპროცესო დამაგრების სპეციფიკური წესი ასახულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სხვადასხვა ნორმაში. მხარეთა შორის სადავოა ინფორმაციის გამოთხოვის ჩატარების და საპროცესო დამაგრების წესი.
სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო მოქმედების ოქმის შედგენის წესს არეგულირებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედების ოქმი დგება უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მსვლელობისას ან მისი დამთავრებისთანავე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საგამოძიებო მოქმედების ოქმში აღნიშნული უნდა იყოს: საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი და თარიღი; მისი დაწყებისა და დამთავრების დრო; საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პირობები; იმ პირის თანამდებობა და გვარი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება; საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა სახელები და გვარები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მათი მისამართებიც. ოქმში ჩამოყალიბებული უნდა იყოს საქმისათვის არსებითი გარემოებები, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა განცხადებები და შენიშვნები. მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოყენებული იყო გამოსახულების ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით ჩაწერა, საგამოძიებო მოქმედების ოქმში უნდა აღინიშნოს გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მახასიათებლები, მათი გამოყენების პირობები და მიღებული შედეგები. ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების შესახებ საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს წინასწარ უნდა ეცნობოს და ამის თაობაზე უნდა აღინიშნოს ოქმში. ამ ნაწილში მითითებული ინფორმაციის შემცველი მასალა უნდა დაილუქოს, დადასტურდეს საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა ხელმოწერებით და დაერთოს საქმეს.
საქართველოს სსსკ-ის 125-ე და 126-ე მუხლები არეგულირებს დათვალიერების, ასევე დათვალიერების შემდეგ ნივთის ამოღებისა და საქმეზე დართვის შემთხვევას. სსსკ-ის 125-ე მუხლის მიხედვით, დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას. სსსკ-ის 126-ე მუხლში აღნიშნულია, რომ დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და შესაძლებლობის შემთხვევაში შეიფუთოს.
საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის მიხედვით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, მხარე უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 125-ე და სსსკ-ის 136-ე მუხლები აწესრიგებს ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებას. ამ მოქმედებების სხვადასხვა ნორმით მოწესრიგება და მათთვის განსხვავებული სახელების დარქმევა იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციის გამოთოვა და ნივთის დათვალიერება არ არის იდენტური მოქმედებები და მათი განხორციელებისას განსხვავებული ნორმები უნდა იქნეს დაცული, განსხვავებული საფუძვლები უნდა არსებობდეს და განსხვავებული წესით უნდა ჩატარდეს. შესაბამისად, ისინი განსხვავებული ოქმებით უნდა დამაგრდეს პროცესუალურად. სსსკ-ის 125-ე მუხლი აძლევს საშუალებას გამოძიების ორგანოს, ინფორმაციის შემცველი ობიექტი დაათვალიეროს სსსკ-ის 126-ე მუხლით დადგენილი წესით და ამ გზით შეიტყოს მისთვის საინტერესო ინფორმაციის შინაარსი, ხოლო ამის შეტყობის შემდეგ სსსკ-ის 136-ე მუხლი აძლევს საშუალებას, გაგებული ინფორმაცია გამოითხოვოს და ინფორმაცია პირველადი სახით დაურთოს საქმეს. ამდენად, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი და მის საფუძველზე საქმეზე დართული ინფორმაცია, განთავსებული შესაბამის ინფორმაციის მატარებელზე, უნდა იყოს საქმეში არსებული დათვალიერების ოქმში აღწერილი ინფორმაციის რეალურობად არსებობისა და მისი ავთენტურობის დამადასტურებელი. ამისათვის ის უნდა აღიქმებოდეს დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებად, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გადამოწმდეს სხვა საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმში - დათვალიერების ოქმში - ასახული ინფორმაცია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გამოძიების ორგანომ მოიპოვა ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა და მისი მოპოვება კანონიერად იქნა ცნობილი, რის შემდეგაც მოპოვებულ იქნა საგამოძიებო მოქმედების - ინფორმაციის გამოთხოვის ჩატარების ნებართვა სასამართლოსგან, თუმცა ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი არ შემდგარა. ამის ნაცვლად შედგა დათვალიერების ოქმი, სადაც აღიწერა როგორც დათვალიერების პროცესი და დათვალიერებული ინფორმაციის შინაარსი, ასევე ამ ინფორმაციის წყაროდან მისი სხვა საგანზე გადატანის პროცესიც, რის შემდეგაც ინფორმაციის მატარებელი დაერთო საქმეს.
სასამართლო აფასებს რა ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს და შედგენილ საპროცესო დოკუმენტებს, მიიჩნევს, რომ შედგენილი საგამოძიებო მოქმედების ოქმები საპროცესო კოდექსის ზედმიწევნით დაცვით არ არის შედგენილი. ამ შემთხვევაში ჩატარდა ორი საგამოძიებო მოქმედება, რომლებიც გაფორმდა ერთი საგამოძიებო მოქმედების ოქმით. სასამართლომ არაერთხელ განმარტა (და აღნიშნული პრაქტიკა დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერაც), რომ სსსკ-ის 125-ე მუხლის მიხედვით, ნივთის დათვალიერების შემდეგ შესაძლებელია ამოღებულ იქნეს მხოლოდ ის ნივთი, რომლის არსებობის შესახებ უცნობი იყო დათვალიერების დაწყებამდე და რომელიც აღმოჩნდა ამ დათვალიერების პროცესში. შესაბამისად, ამღებული ნივთი არ შეიძლება იყოს დათვალიერებულის იდენტური, არამედ აუცილებელია ის იყოს სხვა ნივთის დათვალიერების დროს აღმოჩენილი. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოძიების ორგანოს მიეცემა ფაქტობრივი შესაძლებლობა, მოხდეს სსსკ-ის 119-120-ე მუხლების უგულებელყოფა და ამოღების საგამოძიებო მოქმედება, რომელსაც განსხვავებული საფუძვლები და პროცედურა ახასიათებს, ჩაანაცვლოს დათვალიერებით, რომელიც სასამართლო კონტროლის შედარებით ნაკლებ სტანდარტს ითვალისწინებს. ამის თავიდან ასაცილებლად არსებობს სსსკ-ის 125-ე და 119-ე მუხლები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ამის თავიდან ასაცილებლად არის ჩანაწერი სსსკ-ის 125-ე მუხლში, რომ მხოლოდ სხვა ნივთის დათვალიერებისას მოულოდნელად აღმოჩენილი ნივთის ამოღებაა შესაძლებელი ამოღების დადგენილებისა და ამოღების ოქმის შედგენის გარეშე და სწორედ ამ მოქმედებების აღრევის პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად არის დადგენილი ზემდგომი ინსტანციის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა. ამდენად, სადავო არ არის, რომ დათვალიერების შედეგად, დათვალიერების ოქმითვე დათვალიერებული საგნის საპროცესო დამაგრებას კანონი არ ითვალისწინებს და აღნიშნული წარმოადგენს კანონის დარღვევას.
მეორე დარღვევა, რაც ასევე უკავშირდება ორი საგამოძიებო მოქმედების ერთმანეთში აღრევას, არის კერძო საკუთრების დათვალიერების ჩატარება სასამართლოს ნებართვისა და მესაკუთრის თანხმობის გარეშე. გამოძიების ორგანომ მიიღო სასამართლოს ნებართვა ინფორმაციის გამოთხოვის ჩატარებაზე, თუმცა პროკურორს არ უთხოვია სასამართლოსთვის გამოსათხოვი ან უკვე გამოთხოვილი ინფორამციის დათვალიერების ნებართვა და არ მიუღია ამაზე თანხმობა ისევე, როგორც არ მიუღია ამოღებული ნივთის მესაკუთრის თანხმობა, დაეთვალიერებინა მისი საკუთრება. განსახილველ შემთხვევაში დათვალიერებისთვის არც გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა. ამდენად, დათვალიერება ჩატარებულია სსსკ-ის 126-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. სასამართლო განმარტავს (და ესეც დადგენილია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს პრატიკით), რომ ნივთის დათვალიერება შესაძლებელია მასში არსებული ინფორმაციის გამოთხოვამდეც. ამდენად, დათვალიერება პირდაპირ კავშირში არ არის გამოთხოვასთან. შესაძლებელია დათვალიერებით აღმოჩნდეს, რომ ნივთი არ ინახავს გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას და ასეთ შემთხვევაში გამოთხოვაც არ მოხდება. ამიტომაც არის, რომ დათვალიერება ცალკე საგამოძიებო მოქმედებაა დამოუკიდებელი მიზნებითა და ჩატარების წესით, ხოლო ინფორმაციის გამოთხოვა - ცალკე საგამოძიებო მოქმედება სულ სხვა მიზნებითა და ჩატარების წესით. შესაბამისად, დათვალიერებისას გამომძიებელი ხელმძღვანელობს სსსკ-ის 125-126-ე მუხლებით, ხოლო ინფორმაციის გამოთხოვისას - სსსკ-ის 136-ე მუხლით. აქვე უნდა განიმარტოს, რომ ზოგადად დათვალიერება სასამართლო კონტროლს არ გადის გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა - როცა ხდება კერძო საკუთრებაში არსებული ნივთის დათვალიერება და არ არსებობს მესაკუთრის თანხმობა. კერძო საკუთრებაში არსებული ნივთის დათვალიერებისას გამომძიებელს შეუძლია აირჩიოს, მიიღოს მესაკუთრის თანხმობა თუ მიმართოს სასამართლოს ნებართვის ასაღებად. განსახილველ შემთხვევაში არც ერთი არ განხორციელებულა, კერძო საკუთრებაში არსებული ნივთის დათვალიერება მოხდა მესაკუთრის თანხმობისა და დათვალიერების ჩატარებაზე სასამართლოს ნებართვის გარეშე, რაც ასევე წარმოადგენს კანონის დარღვევას.
მესამე მნიშვნელოვანი გარემოება არის ამოღებული ინფორმაციის მატარებელი ნივთის საქმეზე დართვა დაულუქავ მდგომარეობაში. მას შემდეგ, რაც გამომძიებელმა ინფორმაცია ერთი წყაროდან გადაიტანა სხვა წყაროზე, ინფორმაციის მატარებელი ახალი წყარო გახდა ნივთიერი მტკიცებულების დატვირთვის მატარებელი (და ეს რომ ასეა, დასტურდება მტკიცებულებათა ნუსხითაც, სადაც დისკი მითითებულია ნივთიერ მტკიცებულებად), ვინაიდან მასზე განთავსებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ამდენად, ამ ნივთზე ვრცელდება ნივთმტკიცების მოპოვებისა და შენახვის წესები. სსსკ-ის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქმის არსებითი განხილვისას მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება. სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის მიხედვით, დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამდენად, დისკი არის დოკუმენტი. სსსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში, რომელიც გამორიცხავს მისი თვისებების შეცვლას. ნივთის ავთენტიკურობის დადასტურებას ემსახურება ნივთის დალუქულ მდგომარეობაში შენახვა, რა დროსაც გამორიცხულია აღნიშნული ნივთის შეცვლა. განსახილველ შემთხვევაში დათვალიერების შედეგად დართული დისკი არ დალუქულა, არ დასმულა ბეჭედი, არ გაკეთებულა ხელმოწერები და მხოლოდ კონვერტში მოთავსების გზით დაერთო საქმეს, რის გამოც, ერთი მხრივ, დარღვეულია სსსკ-ის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, მეორე მხრივ, არ არის გაქარწყლებული ეჭვი მისი ავთენტიკურობის, მასში რაიმე ცვლილების (მათ შორის რომელიმე კადრის ამოჭრის და სხვა) შეტანის თაობაზე. ამდენად, დისკის დაულუქავ მდგომარეობაში საქმეზე დართვაც წარმოადგენს კანონის დარღვევას.
სასამართლო აფასებს რა დარღვევების რაოდენობას და ხარისხს, მიიჩნევს მათ არსებითად. საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. განსახილველ შემთხვევაში დათვალიერების ოქმს და მის შედეგად საქმეზე დართულ დისკს, როგორც კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას, რომელიც აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, სასამართლო ვერ დაეყრდნობა განაჩენის გამოტანისას.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2017 წლის 2-------- დღის მეორე ნახევარში ზ-----–----ა თავს დაესხა ქ. სენაკში მდებარე ინდივიდუალური მეწარმე ,,მ------–------–---–-’’-ს ელექტროტექნიკის მაღაზიას და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მიშვერისა და გადატენვის შემდეგ მოსთხოვა მაღაზიის მეპატრონე მერაბ ცქვიტიშვილს მისთვის ფულადი თანხის გადაცემა. მერაბ ცქვიტიშვილმა მას გაუწია წინააღმდეგობა და ზ-----–----ასთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ წაართვა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ძიძგილაობის შედეგად მერაბ ცქვიტიშვილს სახეზე ეტყობოდა დაზიანება და სდიოდა სისხლი. ავტომატის წართმევის შემდეგ ზ-----–----ამ ამოიღო ხელყუმბარა და სცადა მისი გახსნა, რისი საშუალებაც მას არ მიეცა. აღნიშნულის შემდეგ ზ-----–----ა განრიდებულ იქნა შეთხვევის ადგილიდან.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
3.1. თავდასხმა, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ მ------–------–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ მის მაღაზიაში შემოვიდა უცნობი წვერებიანი ადამიანი, რომელიც არასდროს უნახავს მანამდე. სიცხე იყო, თუმცა ბრალდებულს ქურთუკი ეცვა და ქუდი ეხურა, რაც გაუკვირდა. ბრალდებულმა გახსნა ქურთუკი, ამოიღო ავტომატი, გადატენა, დაუმიზნა მას და მუქარა დაიწყო: მოგკლავ, ფულიო. ავტომატის ლულას ჩაეჭიდა, ცდილობდა, ბრალდებულს მისკენ არ მიემართა ის და წაერთმია. დაიწყო შებრძოლება. ტრიალებდნენ ჩხუბის დროს. ბრალდებული ამბობდა, რომ მსროლელი იყო, რომ გრანატებსაც ააფეთქებდა. იარაღს როცა ართმევდა, ბრალდებულმა ორჯერ გაისროლა. 1 ტყვია იატაკს მოხვდა, მეორე - ტექნიკას, ბ------------ს მცირედით ასცდა. მაღაზიაში მყოფი ბ------------ც ეცადა დახმარებოდა, ჩაება ძიძგილაობაში, მაგრამ შემდეგ გავარდა გარეთ. თვითონაც ტრიალით გარეთ გავიდნენ, სადაც აგრძელებდა ავტომატის წართმევას. მაღაზიას შიგნით და გარეთ აკონტროლებს 3 ვიდეოკამერა. ძიძგილაობის დროს ეუბნებოდა ბრალდებულს, რომ კამერები უყურებდა, პატრული ხშირად დადის იმ ადგილებში და გაქცევისკენ მოუწოდებდა, თან არწმუნებდა, რომ წართმეული ავტომატიდან არ ესროდა. ბრალდებული ეუბნებოდა, ავტომატი მომეცი და წავალო, თუმცა ავტომატი არ დაუბრუნა. ძიძგილაობაში დაიღალნენ და ავტომატი მის ხელში აღმოჩნდა. ამის შემდეგ ბრალდებულმა ხელყუმბარა ამოიღო, ხსნიდა ბეჭედს. მისთვის ავტომატი არ დაუმიზნებია. ამასობაში მათთან მივიდა მ--–-----------–---–- და წაართვა ბრალდებულს ხელყუმბარა, სანამ მოხსნიდა ბეჭედს. ამის მერე ბრალდებული გაიქცა. პატრულმაც გამოიარა ამასობაში. მაღაზიის გვერდით ლომბარდსაც ამუშავებს, თუმცა ბრალდებულთან არასოდეს ჰქონია შეხება. ლომბარდში რომ ყოფილიყო პრობლემა ბრალდებულთან დაკავშირებით, ვინმე მოვიდოდა, დაელაპარაკებოდა, იკითხავდა, რა ხდებაო, მაგრამ ასეთი არ ყოფილა. ლომბარდში ძალიან იშვიათად ხდება ოქროს გაყიდვა, თითქმის არ ხდება. ვინმე კინწურაშვილის ოქროს გაყიდვა არ ახსოვს. ყუმბარა იმიტომ გახსნა ბრალდებულმა, რომ ავტომატის დაბრუნება უნდოდა. ტყვია შემთხვევით გავარდა თუ გამიზნულად, არ იცის. მისგან ვიდეოჩანაწერი წაიღო გამომძიებელმა გამოძიების მსვლელობისას. მისთვის არავის უთქვამს, რომ ნათესავის ოქროს გაყიდვის გამო იყო განაწყენებული ბრალდებული.
მოწმე ლ---–---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ნახა დაზარალებული როგორ ართმევდა ბრალდებულს იარაღს. ახლოს მივიდა მათთან, რა დროსაც ბრალდებულმა ხელყუმბარა ამოიღო, თუმცა ის წაართვეს იარაღთან ერთად, რის შემდეგაც ბრალდებული გაიქცა. ამის შემდეგ მოვიდნენ პატრულის თანამშრომლები. ბრალდებული დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ავტომატის დაბრუნებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში აფეთქებით იმუქრებოდა. მ--–-----------–---–მა დააგდებინა ბრალდებულს ხელყუმბარა ძირს. ლომბარდში ოქროს გაყიდვის გამო პრეტენზიებით არავინ მოსულა. მისი მეუღლე იყო ჩასისხლიანებული. ბრალდებული ვახანიას ქუჩაზე გარბოდა.
მოწმე თ---------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ნახა ხელყუმბარა ბრალდებულის ხელში. ყუმბარა დავარდა ძირს. დაზარალებული და ბრალდებული ჭიდაობდნენ. დაზარალებულმა იარაღი წაართვა და დააგდო ძირს. დაზარალებული სისხლიანი იყო.
მოწმე მ--–-----------–---–-ს ჩვენების თანახმად, დაზარალებული ვიღაც კაცს ეჯიკავებოდა. მან ისინი გააშველა. მთვრალი იყო და დეტალები არ ახსოვს. ყუმბარის მსგავსი ნივთი ეგდო ძირს. ბრალდებული ითხოვდა იარაღის დაბრუნებას. დაზარალებულს ეჭირა ავტომატი.
მოწმე თ------------–-–---ს ჩვენების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე ნივთების ამოღებაში მიიღო მონაწილეობა. ამოღებულ იქნა ავტომატი, რომელიც მჭიდთან ერთან მაღაზიაზე იყო მიყუდებული. მის გვერდით იდო ხელყუმბარისმაგვარი საგანი, შავი ჩანთა, სადაც მოთავსებული იყო 2 ფეხსაცმელი, ხელბორკილი, შავი ნიღაბი. ისინი ამოიღეს და დალუქეს. მაღაზიიდან ამოღებულ იქნა ასევე შავი ფერის ყუთი, რომელიც ვაზნით იყო დაზიანებული, 2 მასრა. მაღაზიის იატაკიც დაზიანებული იყო და კომპიუტერიც.
მოწმე ლ------------–--–---ს ჩვენებით, ნახა დაზარალებული როგორ ეჭიდავებოდა ავტომატიან კაცს.
მოწმე გ-----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ სროლის ხმა გაიგო, ნახა, რომ დაზარალებული ექაჩებოდა წვერიან კაცს, ეუბნებოდა, წადი ბიჭო აქედანო. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები როცა მოვიდნენ, ნახა, რომ ავტომატი იყო მიყუდებული მაღაზიასთან.
მოწმე ი--–---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ გაიგო ხმაური. ნახა, რომ დაზარალებული და ერთი პირი ერთმანეთთან ჭიდაობდნენ. რამდენიმე წუთში ქალის ხმა გაიგო, რომელიც შველას ითხოვდა.
მოწმე კ--------------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ დაზარალებულის მაღაზიაში ბრალდებული შემოვიდა მშვიდად, ქურთუკიდან რაღაც გამოაძრო, დაზარალებულს უთხრა მოდი აქ, ეხლა სად წამიხვალ, ფულიო. დაზარალებული იჯდა და რაღაცას ქექავდა, წამოდგა, უპასუხა, რატომ მოხვედიო და წავიდა ბრალდებულისკენ და აირია ვითარება. ბრალდებული მშვიდად ესაუბრებოდა დაზარალებულს, მისთვის არაფერი უთქვამს. ისინი ერთმანეთს ეუბნებოდნენ რაღაცას, დაიწყეს ჭიდაობა, რა დროსაც ტყვია გავარდა. ტყვიები მისკენ მიფრინავდა. სამივე ჭიდაობდნენ, რის შემდეგაც გამოვარდნენ გარეთ. დაზარალებულმა ავტომატი წაართვა ბრალდებულს. ბრალდებულს რა უნდოდა, ვერ გაიგო. დაზარალებული ეკითხებოდა, რა გინდაო. ბრალდებული პასუხობდა, მოდი აქ, შენიო. დაზარალებულზე ჰქონდა გართულება ბრალდებულს. მოგვიანებით ხალხისგან გაიგო, რომ მას ოქროს ფული ჰქონია მისატანი ბრალდებულს, თანხა გადაუცილებია და ამის გამო მოხდა ეს. შთაბეჭდილება დარჩა, რომ დაზარალებული და ბრალდებული იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა დაზარალებულისგან გაიგო, რომ ის ბრალდებულს არ იცნობდა. დაზარალებული გაბრაზებული ეუბნებოდა, წადი, მომშორდი, თორემ დაგიჭერენ, რას აკეთებო. სხვა არაფერი უთქვამს. ბრალდებულს აკმ-ის ავტომატი ეკავა. მაღაზია ვიწროა, სიგრძე 3 მეტრი იქნება. ავტომატი რომ წაართვა დაზარალებულმა, ბრალდებულმა უთხრა, მომეცი თორემ არ ვიცი რას გიზამო და ამოიღო ხელყუმბარა. ბრალდებულმა მრგვალი, ფიგურებიანი ლიმონკა ამოიღო, რაც გამოგლიჯა ხელიდან ახლადმოსულმა კაცმა. ამის შემდეგ ბრალდებული ჩვეულებრივი ნაბიჯებით წავიდა, თითქოს დაზარალებული აძალებდა წასვლას, არაფერი გამოუვიდა და წავიდა.
მოწმე ს----------------ს ჩვენების თანახმად, შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, რა დროსაც ამოიღო ავტომატი, ხელყუმბარა, ვაზნები. შემთხვევის ადგილზე ასევე მასრები და დაზიანებული ნივთები აღმოაჩინეს. მანვე ამოიღო ვიდეო მოწყობილობა ინფორმაციის მოსაპოვებლად.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი არის ქ. სენაკი, ჭ---------------------ში მდებარე ტექნიკის მაღაზია. დათვალიერებების შედეგად ამოღებულ იქნა ერთი ცალი ავტომატი მჭიდით და მასში მოთავსებული 27 ცალი ვაზნით, ავტომატის ლულაში მოთავსებული ერთი ცალი ვაზნა, ხელყუმბარის მსგავსი საგანი, მასზე მორგებული მეტალის საგანი ,,ფალია’’, შავი ფერი ნაჭრის ქუდი, შავი ფერის ხელჩანთა, მასში მოთავსებული წყვილი ფეხსაცმელი, რკინის ხელბორკილი, პოლიეთილენის პარკი, მინის ფლაკონი მასში მოთავსებული სითხით, შავი ფერის კეპი, ერთი ცალი ვაზნა, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, რკინის ყუთში აღმოჩენილი ორი ცალი მეტალის საგანი, ორი ცალი მასრა.
ბრალდებულის ჩვენებით, შევიდა მაღაზიაში, დაზარალებულს მიმართა, ვინ ხარ შენ, შენი ასაგდების... და შეიგინა. იარაღით იყო, დაზარალებულზე იყო გაბრაზებული, ვინაიდან მან მისი ოჯახი აიგდო. ამიტომ მასთან ვაჟკაცურად მივიდა. მისი საქციელიდან გამომდინარე, დაზარალებული უარესის ღირსი იყო.
იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედებამ მოიცვას ყაჩაღობის ობიექტური შემადგენლობა, აუცილებელია დადასტურდეს თავდასხმა. სასამართლო განმარტავს, რომ თავდასხმა ნიშნავს დაზარალებულისათვის უეცარ, მისკენ მიმართულ აგრესიულ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. თავდასხმა არის ყაჩაღობის პირველი ეტაპი, რომელიც წინ უსწრებს ძალადობას და გულისხმობს სწრაფ აგრესიულ მოქმედებას, მიმართულს დაზარალებულის წინააღმდეგ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულის და ფაქტის უშუალოდ შემსწრე კ--------------------ს ჩვენებით, ასევე თავად ბრალდებულის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მაღაზიაში შესვლისთანავე უეცრად ამოიღო ავტომატი და მიუშვირა დაზარალებულს, რითაც ჩაიდინა თავდასხმა.
რაც შეეხება სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას და ასეთი ძალადობის მუქარას, სასამართლო განმარტავს, რომ მნიშნველოვანია, ძალადობის მუქარა იყოს იმწუთიერი და რეალური. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს და საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს, რომ მუქარა რეალიზებული იქნება. მუქარის შინაარსის დადგენისას მნიშვნელოვანია მუქარის ფორმა და ის სიტყვები, რაც მას თან ახლავს. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულმა წარმოთქვა სიტყვები: მოდი აქ, სად წამიხვალ, შენი... რაც თავისთავად მუქარის შემცველი სიტყვებია და გულისხმობს, რომ ბრალდებული დაზარალებულის წინააღმდეგ გარკვეული ქმედების განხორციელებას აპირებს. ეს ქმედება დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ რომ არის მიმართული, ამაზე მიუთითებს ავტომატის გადატენვა და დაზარალებულის მიმართულებით მიშვერა. ამასვე ადასტურებს თავად ბრალდებულის ჩვენება, რომლის თანახმადაც ის დაზარალებულზე გაბრაზებული იყო და მისთვის სამაგიეროს გადასახდელად, შურის საძიებლად შევიდა, რაც მიუთითებს მისგან აგრესიის მოლოდინის რეალურობაზე. აღსანიშნავია ასევე, რომ თავდასხმა გადაიზარდა ძალადობაში მას შემდეგ, რაც დაზარალებული შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას. ამ დროს განხორციელებული ძალადობის შედეგად დასისხლიანდა დაზარალებული. სიცოცხლის წინააღმდეგ მუქარის კუთხით ისიც გასათვალისწინებელია, რომ თავდასხმა გაგრძელდა ხელყუმბარის ამოღებით და გახსნის მცდელობით, რაც ავტომატურად სიცოცხლის მოსპობის მუქარას ადასტურებს. ამდენად, დაზარალებულის სიცოცხლსია და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობისა და ასეთი ძალადობის მუქარით ბრალდებულის თავდასხმა საქმის მასალებით დადასტურებულია.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმე კ--------------------ს ჩვენებით, ასევე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: ბრალდებულისგან ნიმუშის აღების ოქმებით, პირის ამოცნობის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ამოღებული ნივთებით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულმა ზ-----–----ამ განახორციელა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენებით დაზარალებულზე თავდასხმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით ისე, რომ დაზარალებულს გაუჩნდა ქმედების განხორციელების რეალური შიში.
3.2. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი
მიზანი, როგორც ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტი, პირის ცნობიერებაში არსებულ სუბიექტურ ნიშანს წარმოადგენს, რის გამოც მისი დადგენა შეუძლებელია მანამ, სანამ ობიექტურად არ გამოიხატება რაიმე ქმედებაში. მოცემულ შემთხვევაშიც მიზნის არსებობა-არარსებობა უნდა დადგინდეს ჩადენილი ქმედების დეტალების დადგენით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ მ------–------–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებული დაემუქრა: მოგკლავ, ფულიო. ავტომატის ლულას ჩაეჭიდა, ცდილობდა, ბრალდებულს მისკენ არ მიემართა ის და წაერთმია. ბრალდებული ეუბნებოდა, ავტომატი მომეციო, თუმცა ავტომატი არ დაუბრუნა. ძიძგილაობაში დაიღალნენ და ავტომატი მის ხელში აღმოჩნდა. ამის შემდეგ ბრალდებულმა ხელყუმბარა ამოიღო, ხსნიდა ბეჭედს. მისთვის ავტომატი არ დაუმიზნებია. ამასობაში მათთან მივიდა მ--–-----------–---–- და წაართვა ბრალდებულს ხელყუმბარა, სანამ მოხსნიდა ბეჭედს. მაღაზიის გვერდით ლომბარდსაც ამუშავებს, თუმცა ბრალდებულთან არასოდეს ჰქონია შეხება. ლომბარდში რომ ყოფილიყო პრობლემა ბრალდებულთან დაკავშირებით, ვინმე მოვიდოდა, დაელაპარაკებოდა, იკითხავდა, რა ხდებაო, მაგრამ ასეთი არ ყოფილა. ლომბარდში ძალიან იშვიათად ხდება ოქროს გაყიდვა, თითქმის არ ხდება. ვინმე კინწურაშვილის ოქროს გაყიდვა არ ახსოვს. ყუმბარა იმიტომ გახსნა ბრალდებულმა, რომ ავტომატის დაბრუნება უნდოდა. ტყვია შემთხვევით გავარდა თუ გამიზნულად, არ იცის. მისთვის არავის უთქვამს, რომ ნათესავის ოქროს გაყიდვის გამო იყო განაწყენებული ბრალდებული.
მოწმე კ--------------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ დაზარალებულის მაღაზიაში ბრალდებული შემოვიდა მშვიდად, ქურთუკიდან რაღაც გამოაძრო, დაზარალებულს უთხრა მოდი აქ, ეხლა სად წამიხვალ, ფულიო. ავტომატი რომ წაართვა დაზარალებულმა, ბრალდებულმა უთხრა, მომეცი თორემ არ ვიცი რას გიზამო და ამოიღო ხელყუმბარა. ბრალდებულმა მრგვალი, ფიგურებიანი ლიმონკა ამოიღო, რაც გამოგლიჯა ხელიდან ახლადმოსულმა კაცმა.
ბრალდებულის ჩვენებით, ნათესავის ოქროს ბეჭდები ჩააბარეს ლომბარდში მისი თხოვნით, ხოლო თანხა მას მისცეს. ეგონა, მისი ოჯახის წევრები ლომბარდის ფულს იხდიდნენ. თურმე არ ყოფილა გადახდილი. მას ამოძრავებდა ქალბატონების მისამართით უხეშად მოქცევის გამო დაზარალებულთან მისვლა. ბეჭდები არ დამიკარგოთ, გადავიხდი და დამიბრუნეთო. პასუხად მიიღო, რომ ბეჭდები გაყიდული იყო. ხელმეორედ მივიდა, თუმცა მაშინაც უარით გაისტუმრა. მან ვერ მოითმინა მისი ასე აგდება, ყანიდან გამოვიდა ფეხით, მივიდა სენაკში, შევიდა მაღაზიაში, დაზარალებულს მიმართა, ვინ ხარ შენ, შენი ასაგდების... და შეიგინა, შეეკითხა, რას შვები, მღუპავო იმის მერე, რაც გააკეთეო? რომ შევიდა, მოითხოვა თავისი ფული, უთხრა, ვინაა შენი ასაგდები, დამიბრუნე ფული, ნათესავებსაც ვკარგავ და ოჯახსაცო. მაღაზიაში შესვლისას მოითხოვა თანხა, ოქროს თანხა. იმიტომ მივიდა დაზარალებულთან, რომ მან ის და მისი ოჯახი აიგდო.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღნშნული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ზ-----–----ამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების შემდეგ მოითხოვა ფული.
იმისათვის, რომ დადგინდეს, ბრალდებულის ქმედება შეიძლება თუ არა შეფასდეს, როგორც ყაჩაყობა, აუცილებელია ქმედება შეიცავდეს დანაშაულის ობიექტურ და სუბიექტურ შემადგენლობას. ბრალდებულის ქმედების შესაბამისობა ყაჩაღობის ობიექტურ შემადგენლობასთან საქმის მასალებით დადგენილ იქნა. რაც შეეხება სუბიექტურ შემადგენლობას, ის მოიცავს განზრახვას. უფრო მეტიც, კანონმდებელი მოითხოვს კონკრეტული მიზნის - სხვისი მოძრავი ნივთის მისაკუთრების მიზნის - არსებობას. მაღაზიაში შევარდნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და აღნიშნული შემდგომ ფულის ხმამაღლა და აგრესიულად მოთხოვნა მიუთითებს, რომ ბრალდებულს ამოძრავებდა მესაკუთრის მფლობელობაში არსებული ნივთის მისაკუთრების მიზანი.
სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ - ამის უფლების გარეშე - ეუფლება სხვის მოძრავ ნივთს; ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ასეთი შედეგის დადგომა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ზ-----–----ა მოქმედებდა სხვისი მოძრავი ნივთების მისაკუთრების მიზნით.
დაცვის მხარე სწორედ სხვისი მოძრავი ნივთის მისაკუთრების მიზნის არარსებობას უსვამს ხაზს და ამის საფუძველზე ითხოვს გამართლებას. მისი პოზიციის გასამყარებლად დაცვის მხარეს მოჰყავს დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებები. კერძოდ,მოწმე თ---–-----ს ჩვენებით ირკვევა, რომ შვილს შეემთხვა ავტოსაგზაო შემთხვევა და დასჭირდათ თანხა, რის გამოც ფული სთხოვეს ბრალდებულის დას. ვინაიდან მას თანხა არ აღმოაჩნდა, ბრალდებულმა ითხოვა ოქროს ბეჭდების დალომბარდება, რაზეც ნივთის მესაკუთრე დათანხმდა. ლომბარდის თანხას იხდიდა 3 თვე, რის შემდეგაც ვერ შეძლო თანხის გადახდა. მაისის ბოლოს, როცა მესაკუთრემ მოიკითხა მისი ნივთი, დაზარალებულს უთქვამს, რომ ის იყიდებოდა. ამის გამო ბრალდებულს თხოვა, მისულიყო დაზარალებულთან და მოეგვარებინა ეს საკითხი. მოწმემ დააზუსტა, რომ შვილს ავტოსაგზაო შემთხვევა შეემთხვა 1999 წელს, 2016 წელს და 2017 წელს, ხოლო ოქრო დაალომბარდეს 2015 წლის გაზაფხულზე. მოწმემ აღნიშნა, რომ ოქრო დაალომბარდეს არა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არამედ სწავლისთვის.
მოწმე ს-----–-------–-----–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული არის მისი სიძის ბიძა. ბრალდებულის შვილს ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა და მის ოჯახს პრობლემები ჰქონდა, რის გამოც სთხოვეს ფული. რადგან ფული არ ჰქონდა, შესთავაზა ოქროს დალომბარდება. 2015 წლის გაზაფხულზე ლომბარდიდან მიღებული თანხა ბრალდებულს მისცა და დაუმატა თავისი თანხაც. ყოველთვიურად 7 თუ 8 ლარი იყო შესატანი. 2 თვისა თვითონ გადაიხადა. შემდეგ ბრალდებულის ოჯახმა გადაიხადა და იფიქრა, რომ ისინი იხდიდნენ. როცა მოიკითხა მისი ბეჭდები 2017 წლის ივნისში, ლომბარდში უთხრეს, რომ გაყიდული იყო, აგდებულად ესაუბრნენ, 2 წელია ფული არ გადაგიხდია და ეხლა მოიკითხეო? დაზარალებული ზოგადად უხეში ადამიანია, მას არ ჰქონდა ჩემთვის შეტყობინების გარეშე ოქროს გაყიდვის უფლება. ამის გამო გაბრაზებულმა დაურეკა ბრალდებულის მეუღლეს და გამოხატა უკმაყოფილება. ბრალდებულის მეუღლეს - თ---–-----ს ბრალდებულთან მოუვიდა კონფლიქტი ამის გამო. 2-3 დღეში გაიგო ბრალდებულის დაკავების შესახებ. ლომბარდის ხელშეკრულება დაეკარგა და არ გააჩნია.
ამ ჩვენებებზე დაყრდნობით დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ბრალდებულის მიზანი იყო არა სხვისი მოძრავი ნივთის მისაკუთრება, არამედ ნათესავის ოქროს დაბრუნება. დაცვის მხარის ეს პოზიცია სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება. დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებები არ გამორიცხავენ ყაჩაღობის სუბიექტურ შემადგენლობას. პირიქით, ხასზ უსვამენ ბრალდებულის მოტივს. კერძოდ, დადგენილია, მათ შორის თავად ბრალდებულის ჩვენებითაც, რომ ბრალდებულმა მოითხოვა ფული და არა ოქრო. ფაქტის შემსწრე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ბრალდებულს დაზარალებულისთვის საუბარი არ გაუბამს მაღაზიაში, სულ 3-4 სიტყვა წამოიძახა. ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ჭიდილი ისე მალე დაიწყო, რომ საუბრის დრო არც იყო. ამდენად, ოქროზე საუბარი მაღაზიაში არ ყოფილა. როგორც დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, ოქროს მესაკუთრემ მოსთხოვა ოქროს დაბრუნებისათვის ზომების მიღება ბრალდებულის მეუღლეს, ხოლო ამ უკანასკნელმა - ბრალდებულს. ამასთან, ბრალდებულმა და მისი ოჯახის წევრებმა, ასევე ნივთის მესაკუთრემაც იცოდნენ, რომ ნივთი გაყიდული იყო, რადგან ლომბარდში მათ სწორედ ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს. ამდენად, ბრალდებულმა იცოდა, რომ გაყიდულ ნივთს ვერ დაიბრუნებდა. ამასთან, სინდისის ქენჯნა აწუხებდა, რადგან მისი თხოვნით დაალომბარდა ნათესავმა ოქრო და მისი ოჯახის წევრების უმოქმედობის გამო დაეკარგა მას მისთვის ძვირფასი ნივთი. ამდენად, უარყოფითი ემოციებით დატვირთულმა, გაიგო რა, თუ როგორ მოექცა მის ნათესავებს დაზარალებული, გადაწყვიტა, ვინაიდან ოქროს ვერ იბრუნებდნენ, თანხა გამოეძალა მისთვის, ამ მიზნის მისაღწევად შეიარაღდა მის ხელთ არსებული არსენალით და გაემართა მაღაზიისკენ. ამდენად, დაცვის მხარის მოწმეები კი არ უარყოფენ სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობას. პირიქით, უკეთ ხსნიან, თუ რამ გამოიწვია ბრალდებულის მიერ დაზარალებულისაგან თანხის მოთხოვნა იარაღის მუქარით.
ამდენად, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ბრალდებულის მიერ ყაჩაღობის სუბიექტური შემადგენლობის განხორციელება.
4. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს ყაჩაღობას ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს.
სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის დაწყების მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება.
სუბიექტური შემადგენლობის მხრივ სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ მიზანს - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვის არსებობისას.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებული სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავს დაესხა დაზარალებულს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ზ-----–----ას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ზ-----–----ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ზ-----–----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
ზ-----–----ას პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს თავდასხმისას გამოყენებულ იარაღთა სახეობა (ავტომატი და ხელყუმბარა), რაოდენობა და საშიშროების ხარისხი, თავდასხმის დროს რამდენიმე გასროლის განხორციელება მაღაზიაში, ყაჩაღური თავდასხმის გზით თანხის შოვნის გადაწყვეტილების მიღება ლომბარდში მისი და მისი ოჯახის წევრების მიერ 2 წლის განმავლობაში თანხის გადაუხდელობის გამო ნივთის დაკარგვით გამოწვეული გაბრაზების საფუძველზე, თავდასხმა დღისით, ქალაქის ცენტრში.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედების მოტივს (დაზარალებულზე გაბრაზება), მიზანს (თანხის მიღება), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (პირდაპირი განზრახვა), მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას (სხვისი კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლების დარღვევა), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს (მაღაზიაში შეიარაღებული შესვლა, დაზარალებულისათვის იარაღის დამიზნება, გადატენვა, ჭიდილში იარაღის რამდეჯერმე გასროლა, ხელყუმბარის ამოღება და მისი გამოყენების მცდელობა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (შიშის გრძნობის გაჩენა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური პირობები), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სანქციას. ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა ვადით 5-დან 7 წლამდე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრა.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია დანაშაულის იარაღი - ავტომატი, ვაზნები, მჭიდები, მასრები, რომელთა საპროცესო კონფისკაცია უნდა მოხდეს. დივიარი მაუსით და კვების ბლოკი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს. დანა, ხელბორკილი, სისხლისმაგვარი ლაქა, ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში უნდა განადგურდეს. ფეხსაცმელი, ხელჩანთა, ქუდი, კეპი, ფლაკონი სითხით, შარვალი, ქურთუკები, ნაჭერი უნდა დაუბრუნდეს ბრალდებულის ოჯახს. დვდ დისკი უნდა დაერთოს საქმეს.
II. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა
1. საპროცესო ნორმათა დაცულობა
საქმის მასალების თანახმად, ქმედების ჩადენის შემდეგ, მალევე მოხდა ბრალდებულ ზ-----–----ას დაკავება და პირადი ჩხრეკა. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, დაკავების ოქმი შეადგინა ვ-–-----–----მ, ხოლო, ხოლო ზ-----–----ა დააკავა ი-----–------------მ. დაკავება მოხდა ქ. სენაკი, ვაჰანიას ქუჩაზე 16:30 საათზე. ამავე ოქმის თანახმად, ბრალდებულ ზ-----–----ას ჩხრეკა დაიწყო 16:32 საათზე, ხოლო დასრულდა 16:41 საათზე. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ცივი იარაღი, ავტომატის ერთი მჭიდი მასში მოთავსებული ოცი ცალი ვაზნით. ბრალდებულის პირად ჩხრეკასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ის გარემოებები, რაც სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევისას გამოიკვეთა.
მოწმეების: ი-----–------------ს, ვე---------------ს და ვ-–-----–----ს ჩვენებების თანახმად, ბრალდებული დააკავეს და პირადი ჩხრეკა ჩაატარეს ი-----–------------მ და ვე---------------მ, თუმცა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შეადგინა ვ-–-----–----მ, რომელიც ადგილზე მივიდა დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ. ვ-–-----–----ს მისვლისას ნივთები უკვე ამოღებული იყო.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 121-ე მუხლის თანახმად, დაკავების უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს უფლება აქვს, პირადი ჩხრეკით ამოიღოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე საგანი, რომელიც აღმოჩენილია პირის ტანსაცმელზე, მის ხელთ არსებულ ნივთში ან სატრანსპორტო საშუალებაში, სხეულზე ან სხეულში. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით ჩაატაროს პირადი ჩხრეკა სასამართლოს განჩინების გარეშე, რაც აღინიშნება დაკავების ოქმში. ამ შემთხვევაში ოქმი პირადი ჩხრეკის თაობაზე არ დგება. პირადი ჩხრეკის კანონიერებას ამოწმებს სასამართლო ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით. სსსკ-ის 134-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ოქმში უნდა აისახოს იმ პირის თანამდებობა და გვარი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა სახელები და გვარები. ოქმში ჩამოყალიბებული უნდა იყოს საქმისათვის არსებითი გარემოებები, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა განცხადებები და შენიშვნები. იმავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილე. სსსკ-ის 175-ე მუხლის თანახმად, დამკავებელმა მოხელემ დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეადგინოს დაკავების ოქმი. ამდენად, დაკავების საფუძვლის არსებობისას, რისი არსებობაც განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, უფლებამოსილ პირს შეუძლია დააკავოს პირი და ჩაატაროს პირადი ჩხრეკა, რის შესახებაც, დაუყოვნებლივ, თავადვე უნდა შეადგინოს ამის ამსახველი ერთიანი ოქმი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს როგორც დაკავებაში, ასევე ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირის ვინაობა და ხელმოწერა. განსახილველ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ ნორმათა მოთხოვნები დაირღვა, ვინაიდან დაკავება მოახდინა ერთმა პირმა, ხოლო დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი შეადგინა მეორე პირმა, რომელიც უშუალოდ არ იმყოფებოდა ადგილზე დაკავებისა და ჩხრეკის დროს. შესაბამისად, ის არ შესწრებია ამ მოქმედებებს და არ მიუღია მათ ჩატარებაში მონაწილება. საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმში არ უნდა იქნეს მითითებული ის პირები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ამ საგამოძიებო მოქმედებაში. განსახილველ შემთხვევაში დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი შედგენილი პირის მიერ, რომელიც, როგორც მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, არ მონაწილეობდა დაკავებასა და პირად ჩხრეკაში. შესაბამისად, ის ვერ დაადასტურებს ამ მოქმედებების მიმდინარეობას და ოქმში ასახული მონაცემების სისწორეს ხელმოწერით. მეორე მხრივ, უშუალოდ დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილე პირებს არ შეუდგენიათ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რაც მათი კანონისმიერი ვალდებულება იყო. დაკავებისაგან განსხვავებით, ოქმის მიხედვით არ იკვეთება ჩხრეკის ჩამტარებელი პირი. ოქმში ჩხრეკაში მონაწილე სხვა პირად მითითებულია ვე---------------, თუმცა სხვა პირად მისი მითითება გამორიცხავს ჩხრეკის მის მიერ ჩატარებას და ზემოაღნიშნული მუხლების შესაბამისად, კეთდება დასკვნა, რომ ჩხრეკა ჩატარებულია ოქმის შემდგენის მიერ, რაც არ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის დაკავების საფუძვლები არსებობდა, დაკავება მოახდინა ამის უფლების მქონე პირმა და ჩხრეკაც ჩაატარა სათანადო უფლებამოსილების მქონე პირმა, თუმცა მასვე ევალებოდა ჩხრეკის ოქმის შედგენაც, რაც განხორციელდა არა უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მსვლელობისას ან უმალვე მის შემდეგ უშუალოდ მისი ჩამტარებლის მიერ, არამედ განხორციელდა ნახევარი საათის შემდეგ იმ პირის მიერ, რომელიც არ მონაწილეობდა ჩხრეკაში და რომელმაც უშუალოდ არ იცის, თუ რა ვითრებაში წარიმართა ჩხრეკა, რა იქნა ამოღებული ჩხრეკის შედეგად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირადი ჩხრეკის საპროცესო დამაგრებისას დაირღვა კანონის მოთხოვნა, რის გამოც განაჩენის გამოტანისას მხედველობაში ვერ იქნება მიღებული პირადი ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკისას ამოღებული საგნები.
საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. განსახილველ შემთხვევაში პირადი ჩხრეკისას ამოღებულ საგნებზე ჩატარებული ვერც ერთი საგამოძიებო მოქმედება ვერ იქნება მიღებული მხედველობაში, ვინაიდან ისინი ეყრდნობა კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას და აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას.
2.სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
ზ-----–----ამ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, კერძოდ ,,1947 წლის ნიმუშის ,,AKM’’ მოდელის 7,62 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი ИЛЛ2322 კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AKM’’ მოდელის ავტომატისთვის განკუთვნილ 1943 წლის ნიმუშის 7,67 მმ კალიბრის 31 ცალი ვაზნა, ერთი ცალი ხელყუმბარა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.
3.ქმედების სამართლებრივი აღწერა
3.1. ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია გამოყენებისთვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, იარაღის შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც, ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. ცეცხლსასროლი იარაღია პისტოლეტი, რევოლვერი და სხვა. საბრძოლო მასალა არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინციირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისგან და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ მ------–------–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა გახსნა ქურთუკი, ამოიღო ავტომატი, გადატენა, დაუმიზნა მას. ავტომატის ლულას ჩაეჭიდა, ცდილობდა, ბრალდებულს მისკენ არ მიემართა ის და წაერთმია. დაიწყო შებრძოლება. ტრიალებდნენ ჩხუბის დროს. ბრალდებული ამბობდა, რომ მსროლელი იყო, რომ გრანატებსაც ააფეთქებდა. იარაღს როცა ართმევდა, ბრალდებულმა ორჯერ გაისროლა. 1 ტყვია იატაკს მოხვდა, მეორე - ტექნიკას.
მოწმე თ------------–-–---ს ჩვენების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე ნივთების ამოღებაში მიიღო მონაწილეობა. ამოღებულ იქნა ავტომატი, რომელიც მჭიდთან ერთან მაღაზიაზე იყო მიყუდებული. მის გვერდით იდო ხელყუმბარისმაგვარი საგანი. ისინი ამოიღეს და დალუქეს.
მოწმე გ-----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ სროლის ხმა გაიგო.
მოწმე კ--------------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ჭიდაობისას ტყვია გავარდა.
მოწმე ს----------------ს ჩვენების თანახმად, შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, რა დროსაც ამოიღო ავტომატი, ხელყუმბარა, ვაზნები.
მოწმე მ---------------ს ჩვენების თანახმად, მან ჩაატარა ბალისტიკური ექსპერტიზა, ოქმის მთლიანობა არ იყო დალუქული. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საგანი წარმოადგენს სტანდარტულ-ქარხნული წესით დამზადებულ კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს, რომელიც გადაკეთებული არ არის, ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 27 ცალი ვაზნა, ავტომატის ლულიდან ამოღებული 1 ცალი ვაზნა და ხელჩანთის გარეთა ჯიბიდან ამოღებული 1 ცალი ვაზნა წარმოადგენს კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისთვის, კარაბინისთვის, ხელი ტყვიამფრქვევებისთვის და სხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებისთვის განკუთვნილ, ქარხნული წესით დამზადებულ ვაზნებს, რომლებიც გადაკეთებული არ არის, ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი არის ქ. სენაკი, ჭ---------------------ში მდებარე ტექნიკის მაღაზია. დათვალიერებების შედეგად ამოღებულ იქნა ერთი ცალი ავტომატი მჭიდით და მასში მოთავსებული 27 ცალი ვაზნით, ავტომატის ლულაში მოთავსებული ერთი ცალი ვაზნა, ხელყუმბარის მსგავსი საგანი, მასზე მორგებული მეტალის საგანი ,,ფალია’’, ერთი ცალი ვაზნა.
ბრალდებულის ჩვენებით, ის აღიარებს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთები განეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ისინი ვარგისია სროლისთვის.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, ვაზნებისა და ხელყუმბარის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნება და ვარგისობა დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები უდავო მტკიცებულებებად იქნა ცნობილი. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმეების: მ---------------ს, მ------–------–---–-ს, ს----------------ს, თ------------–-–---ს, გ-----------------ს, კ--------------------ს, ბრალდებული ჩვენებებით და უდავოდ ცნობილი ბალისტიკური, პიროტექნიკური ექსპერტიზების დასკვნებით დადასტურებულია, რომ ამოღებული საგნები მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
3.2. მართლსაწინააღმდეგო შეძენა , შენახვა
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას. შეძენა გამოიხატება ნებისმიერი ფორმით მათი, როგორც საკუთარის მიღებაში. შენახვა ნიშნავს ადგილსამყოფლის მიჩენას ნებისმიერ ადგილას.
საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ ზოგიერთი მათგანის შეძენა და შენახვაა შესაძლებელი სპეციალური ნებართვით. ამდენად, ნებართვის გარეშე ამ ნივთების შეძენა და შენახვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ მ------–------–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა გახსნა ქურთუკი, ამოიღო ავტომატი, გადატენა, დაუმიზნა მას. ავტომატის ლულას ჩაეჭიდა, ცდილობდა, ბრალდებულს მისკენ არ მიემართა ის და წაერთმია. დაიწყო შებრძოლება. ტრიალებდნენ ჩხუბის დროს. ბრალდებული ამბობდა, რომ მსროლელი იყო, რომ გრანატებსაც ააფეთქებდა. იარაღს როცა ართმევდა, ბრალდებულმა ორჯერ გაისროლა. 1 ტყვია იატაკს მოხვდა, მეორე - ტექნიკას.
მოწმე თ------------–-–---ს ჩვენების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე ნივთების ამოღებაში მიიღო მონაწილეობა. ამოღებულ იქნა ავტომატი, რომელიც მჭიდთან ერთან მაღაზიაზე იყო მიყუდებული. მის გვერდით იდო ხელყუმბარისმაგვარი საგანი. ისინი ამოიღეს და დალუქეს.
მოწმე კ--------------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ დაზარალებულმა ავტომატი წაართვა ბრალდებულს, რის შემდეგ ბრალდებულმა ლიმონკა ამოიღო.
მოწმე ს----------------ს ჩვენების თანახმად, შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, რა დროსაც ამოიღო ავტომატი, ხელყუმბარა, ვაზნები.
მოწმე ლ---–---------ს ჩვენების ირკვევა, რომ დაზარალებული და ბრალდებული იდგნენ გარეთ და დაზარალებული ართმევდა ბრალდებულს იარაღს. ბრალდებულმა ყუმბარა ამოიღო, რაც წაართვეს.
მოწმე თ---------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულს ყუმბარა ეკავა. დაზარალებული ართმევდა იარაღს ბრალდებულს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი არის ქ. სენაკი, ჭ---------------------ში მდებარე ტექნიკის მაღაზია. დათვალიერებების შედეგად ამოღებულ იქნა ერთი ცალი ავტომატი მჭიდით და მასში მოთავსებული 27 ცალი ვაზნით, ავტომატის ლულაში მოთავსებული ერთი ცალი ვაზნა, ხელყუმბარის მსგავსი საგანი, მასზე მორგებული მეტალის საგანი ,,ფალია’’, ერთი ცალი ვაზნა.
ბრალდებულის ჩვენებით, ის აღიარებს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვას.
საქმეში არსებული მომართვის თანახმად, ამოღებული ავტომატი აფხაზეთის ომის შემდეგ ძებნილ იარაღთა სიაში ფიგურირებს.
მოწმე თ---–-----ს და ბრალდებულის ჩვენებით, ბრალდებული აფხაზეთში იბრძოდა.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა რაიმე მტკიცებულება, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ ზ-----–----ას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის უფლება საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ჰქონდა. ამდენად, ზ-----–----ას ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მართლსაწინააღმდეგო შენახვა.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლში პირდაპირ არ არის მინიშნება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაზე, თუმცა ამის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი, კერძოდ, მისი მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამდენად, თუ გაუფრთხილებლობით ქმედების ჩადენის შესახებ არ არის მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში, იგულისხმება, რომ ის მხოლოდ განზრახ ჩადენის შემთხვევაშია დანაშაული. ამდენად, დადგენილია, რომ სსკ-ის 236-ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა.
საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. ვინაიდან სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი ფორმალური დანაშაულია და ქმედების გარდა რაიმე შედეგის დადგომას არ ითხოვს, ეს გარემოება გავლენას ახდენს ასევე განზრახვის კომპონენტებზეც. კერძოდ, ამ დანაშაულის განზრახვის დასადასტურებლად საკმარისია ქმედების მართლწინააღმდეგობის გაცნობიერებასთან ერთად მისი ჩადენის სურვილი ანდა შეგნებულად დაშვება ან გულგრილი დამოკიდებულება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენითა და შენახვით არღვევდა კანონს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას არ შეუწყვეტია ქმედება, რაც მიუთითებს ქმედების განზრახ ჩადენაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
ამდენად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
3. სამართლებრივი შეფასება
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ისჯება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამ დანაშაულის საგანია გამოყენებისთვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური დანაშაულია და დამთავრებულია აკრძალული ნივთების შეძენისთანავე მიუხედავად იმისა, მოჰყვა თუ არა მას რაიმე შედეგი. აღსანიშნავია ასევე, რომ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი ქმედებებიდან აკრძალული ნივთების მართლსაწინააღმდეგო შენახვა არის დენადი დანაშაული, რომლის ჩადენა იწყება მოქმედებით და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება უმოქმედობით. ამიტომაც ეს დანაშაული დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან. მოცემული დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა განზრახვას გულისხმობს. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული ნებართვის გარეშე იძენს მუხლში ჩამოთვლილ საგნებს, სურს ამ ქმედების ჩადენა ან არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს მას.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა განზრახ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი სპეციფიკური დანაშაულია. კერძოდ, ის შეიცავს დანაშაულის შემადგენლობას ალტერნატიული ნიშნებით, რომელთაგან თითოეული დამთავრებულ დანაშაულს წარმოადგენს, თუმცა მათი ერთდროულად ჩადენა დანაშაულთა ერთობლიობას კი არ იძლევა, არამედ ისევ ერთ დანაშაულს ქმნის. ამდენად, მართალია, ბრალდებულმა შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, თუმცა მისი ქმედება უნდა შეფასდეს არა როგორც სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის რამდენჯერმე ჩადენა, არამედ როგორც სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული ერთიანი დანაშაული.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ზ-----–----ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ზ-----–----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა აღიარება და სწრაფი მართმსაჯულებისათვის ხელის შეწყობა.
ზ-----–----ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (აკრძალული ნივთის შეძენა, შენახვა), ქმედების განხორციელების ხერხს და სახეს (ავტომატის, ვაზნებისა და ხელყუმბარის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე ეკონომიკური პირობები).
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციას, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4 წლამდე. მართალია, სანქციაში არ არის მითითებული მინიმალური სასჯელის ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის მიღწევას. მოცემული ნორმა ადგენს სასჯელის შეფარდებისას სახელმძღვანელო პრინციპს, რაც ვრცელდება სასჯელის ზომის განსაზღვრაზეც. აღნიშნული პრინციპის თანახმად, სასჯელის გამკაცრების ყოველი შემთხვევა დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებებით გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არსებობის და მის საფუძველზე სასჯელის დამძიმების აუცილებლობის თაობაზე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
III. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
ზ-----–----ა 2017 წლის 2-------- ქ. სენაკის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, კერძოდ 1947 წლის ნიმუშის ,,AKM’’ მოდელის 7,62 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს ИЛЛ2322, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AKM’’ მოდელის ავტომატისთვის განკუთვნილ 1943 წლის ნიმუშის 7,67 მმ კალიბრის 31 ცალ ვაზნას, ერთ ცალ ხელყუმბარას.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ცეცხლსასროლი იარაღი
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია გამოყენებისთვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
ამოღებული ნივთების ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალისადმი კუთვნილების შესახებ უკვე გაკეთდა დასკვნა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენისა და შენახვის ბრალდების ნაწილში, რაც ვრცელდება იმავე იარაღის ტარების ბრალდებაზეც, რის გამოც ამ საკითხზე ხელახალი მსჯელობის აუცილებლობა არ არსებობს.
2.2. მართლსაწინააღმდეგო ტარება
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ მ------–------–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა გახსნა ქურთუკი, ამოიღო ავტომატი, გადატენა, დაუმიზნა მას. ავტომატის ლულას ჩაეჭიდა, ცდილობდა, ბრალდებულს მისკენ არ მიემართა ის და წაერთმია. დაიწყო შებრძოლება. ტრიალებდნენ ჩხუბის დროს. ბრალდებული ამბობდა, რომ მსროლელი იყო, რომ გრანატებსაც ააფეთქებდა. იარაღს როცა ართმევდა, ბრალდებულმა ორჯერ გაისროლა. 1 ტყვია იატაკს მოხვდა, მეორე - ტექნიკას.
მოწმე თ------------–-–---ს ჩვენების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე ნივთების ამოღებაში მიიღო მონაწილეობა. ამოღებულ იქნა ავტომატი, რომელიც მჭიდთან ერთან მაღაზიაზე იყო მიყუდებული. მის გვერდით იდო ხელყუმბარისმაგვარი საგანი. ისინი ამოიღეს და დალუქეს.
მოწმე კ--------------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ დაზარალებულმა ავტომატი წაართვა ბრალდებულს, რის შემდეგ ბრალდებულმა ლიმონკა ამოიღო.
მოწმე ს----------------ს ჩვენების თანახმად, შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, რა დროსაც ამოიღო ავტომატი, ხელყუმბარა, ვაზნები.
მოწმე ლ---–---------ს ჩვენების ირკვევა, რომ დაზარალებული და ბრალდებული იდგნენ გარეთ და დაზარალებული ართმევდა ბრალდებულს იარაღს. ბრალდებულმა ყუმბარა ამოიღო, რაც წაართვეს.
მოწმე თ---------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულს ყუმბარა ეკავა. დაზარალებული ართმევდა იარაღს ბრალდებულს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი არის ქ. სენაკი, ჭ---------------------ში მდებარე ტექნიკის მაღაზია. დათვალიერებების შედეგად ამოღებულ იქნა ერთი ცალი ავტომატი მჭიდით და მასში მოთავსებული 27 ცალი ვაზნით, ავტომატის ლულაში მოთავსებული ერთი ცალი ვაზნა, ხელყუმბარის მსგავსი საგანი, მასზე მორგებული მეტალის საგანი ,,ფალია’’, ერთი ცალი ვაზნა.
ბრალდებულის ჩვენებით, ის აღიარებს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ ატარა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებული ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას.
3. სამართლებრივი შეფასება
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება ისჯება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამ დანაშაულის საგანია გამოყენებისთვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ამ ნივთების მართლსაწინააღმდეგო ტარებას, რაც ნიშნავს მათთან ერთად გადაადგილებას. ამასთან, ეს ნივთები შესაძლოა მოთავსებული იყოს ჩანთაში, ტანსაცმელში, ეჭიროს სუბიექტს ხელში და სხვა. სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური დანაშაულია და დამთავრებულია აკრძალული ნივთების ტარებისთანავე მიუხედავად იმისა, მოჰყვა თუ არა მას რაიმე შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლში პირდაპირ არ არის მინიშნება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაზე, თუმცა ამის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი, კერძოდ, მისი მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამდენად, თუ გაუფრთხილებლობით ქმედების ჩადენის შესახებ არ არის მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში, იგულისხმება, რომ ის მხოლოდ განზრახ ჩადენის შემთხვევაშია დანაშაული. ამდენად, დადგენილია, რომ სსკ-ის 236-ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა.
საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის კანონით არაუფლებამოსილი პირის მიერ ტარება მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. ვინაიდან სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი ფორმალური დანაშაულია და ქმედების გარდა რაიმე შედეგის დადგომას არ ითხოვს, ეს გარემოება გავლენას ახდენს ასევე განზრახვის კომპონენტებზეც. კერძოდ, ამ დანაშაულის განზრახვის დასადასტურებლად საკმარისია ქმედების მართლწინააღმდეგობის გაცნობიერებასთან ერთად მისი ჩადენის სურვილი ანდა შეგნებულად დაშვება ან გულგრილი დამოკიდებულება.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მის ხელთ არსებული საგნები იყო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, აცნობიერებდა ასევე, რომ საქართველოს კანონმდებლობით მას არ ჰქონდა მათი ტარების უფლება, თუმცა, მიუხედავად ამისა, სურდა ამ ქმედების ჩადენა, ე.ი. ის განზრახ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს.
ცალკე შეფასებას მოითხოვს ის, თუ რამდენად კანონიერად ატარებდა ბრალდებული ცეცხლსასროლ იარაღს. საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ სპეციალურად ამისთვის უფლებამოსილი პირებისთვის არის ნებადართული მხოლოდ ზოგიერთი სახეობის ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ტარება. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ბრალდებული განეკუთვნება იმ პირთა წრეს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს ტერიტორიაზე მინიჭებული აქვთ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამის თაობაზე არც დაცვის მხარეს განუცხადებია, რის გამოც ბრალდებულის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება უტყუარად დადასტურებულია. ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ტარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლება ბრალდებულს არ ჰქონია, ის კანონით დადგენილი წესის დარღვევით ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, რის გამოც მისი ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ზ-----–----ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ზ-----–----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება და სწრაფი მართლმსაჯულებისათვის ხელის შეწყობა.
ზ-----–----ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ქალაქის ცენტრში, დღისით, ერთდროულად რამდენიმე საზოგადოებისათვის საფრთხის შემქმნელი ნივთის ტარება, ცეცხლსასროლ იარაღთა და საბრძოლო მასალათაგან განსაკუთრებით საშიში ნივთების - ავტომატის, ვაზნებით სავსე მჭიდისა და ხელყუმბარის - ტარება, აღნიშნული ნივთების ტარება სხვა დანაშაულის - ყაჩაღობის ჩადენის მიზნით.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედების მიზანს (სხვა დანაშაულის - ყაჩაღობის ჩადენის გაადვილება), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (აკრძალული, მომეტებული საშიშროების შემცველი ნივთების ტარება), ქმედების განხორციელების ხერხს და სახეს (ავტომატის, ვაზნებით სავსე მჭიდის, ხელყუბარის ტარება ქალაქის ცენტრში დღის საათებში), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართმსაჯულების განხორციელებას), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე ეკონომიკური პირობები).
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციას, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან 6 წლამდე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრა.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არსებობს ერთდროულად რამდენიმე დანაშაული, გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამდენად, ზ-----–----ას სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობის წესით. კერძოდ, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს დაკავების მომენტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ-----–----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და ზ-----–----ას დანაშაულთა ერთობლიობით მოსახდელად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზ-----–----ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 25 ივნისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მოხდეს ავტომატის, მჭიდების, ვაზნების, მასრების საპროცესო კონფისკაცია; დივიარი მაუსით და კვების ბლოკი დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ; დანა, ხელბორკილი, სისხლისმაგვარი ლაქა, ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს; ფეხსაცმელი, ხელჩანთა, ქუდი, კეპი, ფლაკონი სითხით, შარვალი, ქურთუკები, ნაჭერი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს ბრალდებულის ოჯახს; დვდ დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია