1. დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
2. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას. სასამართლოს განჩინება საჭირო არ არის აგრეთვე საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის, დოკუმენტის ან მონაცემის დათვალიერებისთვის.
საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1575 – ვებგვერდი, 06.06.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.05.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 125. დათვალიერება 1. დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. 2. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას. სასამართლოს განჩინება საჭირო არ არის აგრეთვე საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის, დოკუმენტის ან მონაცემის დათვალიერებისთვის.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(34)
საქმე №2კ-511აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2021
…სუნის კვალი დაზარალებულების ბინაში გადაიტანა ბ. ლ–ამ. 22. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, საგამოძიებო მოქმედება - დათვალიერების ჩატარების დროს ფოტოსურათების გადაღებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 125-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დათვალიერება შეიძლება ჩატარდეს ტექნიკური საშუალებებით, თუ ეს არ გამოიწვევს საგნის, დოკუმენტის, ნივთიერებისა…
…იყო ქმედების ჩასადენად. ქმედების ვითარების აღდგენა, გამოყენებული ხერხის დემონსტრირებით კი განსხვავდება ინფორმაციის ადგილზე შემოწმებისაგან, რასაც თ----- გ------–---–თან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ჰქონდა ადგილი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და…
…ერთი წყაროსგან. ასეთ შემთხვევაში კი მისი ცალკე მტკიცებულებად მიღება, როდესაც მოწმე უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, არღვევს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და…
…საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. [...] თანამესაკუთრის ან თანამფლობელის ან კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობა საკმარისია ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს განჩინების გარეშე ჩასატარებლად. ამავე კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით, თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე…
…მოქმედების სასამართლოს განჩინების გარეშე ჩასატარებლად. კანონის ეს ნორმა ზოგადი ხასიათისაა და ეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეთხუთმეტე თავით განსაზღვრულ ყველა საგამოძიებო მოქმედებას, მათ შორის დათვალიერებას. დასახელებული კოდექსის 125-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტულად დათვალიერების წესს და ადგენს, რომ თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 125, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-125/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია