განაჩენი

სისხლის სამართლის 20.06.2019
საქმის ნომერი
140100119003033233
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N-40100119003033233

N-/244-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

19.06.2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლ---- დარბაიძე

სხდომის მდივანი მარიამ გამგებელი

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ნათია კიკალია

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი: გულო გეჯაძე-ბათხაძე

 

ბრალდებული - ლ-–- ნ-----–-----ს ძე ხ-----------–ი, დაბადებული 1--- წლის 1- ი----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: კ---ის რაიონი, სოფელი ნ----, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–---, კ--–-------–---–-ს ქუჩა N-.

 

კვალიფიკაცია

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11--ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 , 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ-–- ხ-----------–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 11--ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ლ-–- ხ-----------–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ლ-–- ხ-----------–ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 3--------–-, დაახლოებით 01:30 საათზე, კ---ის რაიონის სოფელ ნ---ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების ნიადაგზე, მთვარლ მდგომარეობაში, ლ-–- ხ-----------–მა დ-- - ე---------- ხ-----------–-- მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ტანის არეში ერთხელ დაარტყა ხელი და უკბინა, რის შედეგადაც ე--------- ხ-----------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს ლ-–- ხ-----------–ი, ნაჯახის გამოყენებით, დას - ე---------- ხ-----------–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ე---------- ხ-----------–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის ლ-–- ხ-----------–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 , 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ლ-–- ხ-----------–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და თანდართული ფოტოცხრილი, ე---------- ხ-----------–--, დ--–---------–-------------–-------–---–-----------------–--–---–-----------------–----–---–--------–-–--------------–-- გამოკითხვის ოქმები, ტანსაცმლის და ტელეფონის ამოღების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოცხრილი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

 

ლ-–- ხ-----------–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ლ-–- ხ-----------–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ლ-–- ხ-----------–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, რომელიც ადამიანის სხეულზე ზემოქმედებით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას და რასაც არ მოჰყვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11--ე, 118-ეან 120-ემუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

რაც შეეხება მუქარას, აღნიშნული დანაშაული გამოიხატება სუბიექტის აქტიურ მოქმედებაში. ამასთან, დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს დაზარალებულის განცდა, რაც დაკავშირებულია მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ-–- ხ-----------–ის მიერ ჩადენილი ქმედებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.

 

რაც შეეხება დანაშაულების სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. დანაშაულების ჩადენისას ლ-–- ხ-----------–ს ამოძრავებდა შურისძიების მოტივი. ბრალდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მიზანს სწორედ დ-- მიმართ ძალადობის ჩადენა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის გზით მისი დაშინება წარმოადგენდა, რაც მან ჩადენილი ქმედებებით სისრულეში მოიყვანა. მოწმეთა ჩვენებებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ ლ-–- ხ-----------–ის ძალადობრივი ქმედებები მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგებთან (ე---------- ხ-----------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი არ განხორციელდებოდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია ლ-–- ხ-----------–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

დაბოლოს, სასამართლო შეფასების სახით მიუთითებს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებისა და საპროცესო დამაგრებისას, ადგილი ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, თუმცა, აღნიშნული გარემოება გავლენას არ ახდენს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ლ-–- ხ-----------–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ.

 

სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამართლებრივი შეფასება მისცეს დეტექტივ-გამომძიებელ ლ---- ბ-------–---–-ს სამსახურებრივი ბარათით სსიპ „112“-დან ე---------- ხ-----------–-- შეტყობინების აუდიოჩანაწერის გამოთხოვის საკითხს.

 

თავდაპირველად სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, თუმცა, აღნიშნული ფუნდამენტური უფლება აბსოლუტური არ არის. მისი შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, მხოლოდ კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

 

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას განამტკიცებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კ---ის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა - ლ---- ბ-------–---–მა 2019 წლის 21 მაისის სამსახურებრივი ბარათით (წერილობითი მიმართვით) საქართველოს შსს სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოდან გამოითხოვა ე---------- ხ-----------–-- მიერ „112“-ზე 2019 წლის 3--------–- გაკეთებული შეტყობინების აუდიოჩანაწერი. 2019 წლის 21 მაისს, აღნიშნული სამმართველოს უფროსმა, ასევე წერილობითი მიმართვით, გამომძიებელს გადაუგზავნა შეტყობინების აუდიოჩანაწერი, ე.წ. „მიბმულ ფაილად“, რომელიც გამომძიებელმა გადაიტანა სდ დ--კზე, დალუქა და დაურთო სისხლის სამართლის საქმეს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავოა გამომძიებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სსიპ „112“-ის კომპიუტერულ სისტემაში დაცული კომპიუტერული მონაცემის - შეტყობინების აუდიოჩანაწერის მოპოვების და საპროცესო დამაგრების კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი, რაც, საერთო ჯამში, საფუძველს აცლის აღნიშნული ქმედების კანონიერებას მთლიანობაში და ქმნის ამ ფორმით მოპოვებული ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის წინაპირობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენეტი, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს მიმართლოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.

 

რაც შეეხება კომპიუტერულ სისტემასა და მონაცემს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 27-ე ნაწილის მიხედვით, კომპიუტერული სისტემა არის ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი). ამავე მუხლის 28-ე ნაწილით, კომპიუტერული მონაცემი არის კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით იმპერატიულად დადგენილია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432-ე-14310-ე მუხლების დებულებები. შესაბამისად, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვებისას უფლებამოსილმა პირმა უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432-ე მუხლით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პრინციპებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ეჭვგარეშეა, რომ სსიპ „112“-ში გაკეთებული შეტყობინების აუდიოჩანაწერი წარმოადგენს კომპიტერულ სისტემაში დაცულ კომპიუტერულ მონაცემს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუშვებელი იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე და 1432-ე-14310 -ე მუხლების დებულებების გარდა, სხვა საშუალებით აუდიო ჩანაწერის გამოთხოვა/მოპოვება.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 201- წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების (საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) ნორმატიული შინაარსი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ანალოგიურ მიდგომაზე მიუთითებს. აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-10-15 პუნქტების თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით“. მე-4 ნაწილი კი ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ავრცელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432–14310 მუხლებით განსაზღვრულ წესებს, რომლებიც ადგენენ ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების პრინციპებსა და პროცედურას. სსსკ-ის 136-ე მუხლი მოთავსებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 თავში, რომელიც საგამოძიებო მოქმედებათა ზოგადი რეგულირებიდან გამოყოფს სპეციალურ ობიექტს - კომპიუტერულ მონაცემებს და ითვალისწინებს მოწესრიგების განსხვავებულ წესებს. აღნიშნულს უკავშირდება სსსკ-ის 136-ე მუხლით განსაზღვრული წესიც, რომელიც „კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში“ განთავსებული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის სუბიექტად ითვალისწინებს მხოლოდ პროკურორს. რეგულაცია მართალია პირდაპირ არ უთითებს დაცვის მხარისათვის ხსენებული შუამდგომლობის დაყენების შეზღუდვის შესახებ, თუმცა კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენების სპეციალური სუბიექტის ამომწურავად განსაზღვრით ცალსახად უსვამს ხაზს კანონმდებლის ნებას აღნიშნული უფლებამოსილების მხოლოდ ბრალდების მხარისთვის მინიჭების და დაცვის მხარის რეგულირებიდან გამორიცხვის შესახებ. გასათვალისწინებელია ამავე კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილიც, რომელიც ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საპროცესო ინსტრუმენტზე ავრცელებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის განსაზღვრულ წესებს. ამდენად, სადავო ნორმების მოქმედება ვრცელდება კომპიუტერული წესით შენახულ ნებისმიერ მონაცემზე რომელიც ხასიათდება რელ----ტურობით და ეხება სსსკ მე-3 მუხლის 23-ე ნაწილში მითითებულ საკითხებს. შესაბამისად, კანონმდებლობა სპეციალურ მოწესრიგებას ადგენს რა „კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში“ განთავსებულ მტკიცებულებათა სასამართლო წესით გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაყენებასთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს უზღუდავს ხსენებული შუამდგომლობის დაყენების უფლებას ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებული საქმის განხილვისას კომპიუტერული წესით შენახული ნებისმიერი მონაცემის (მათ შორის საჯარო ინფორმაციის) მიმართ“.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება მოხდეს, ამდენად, უდავოა, რომ ასეთ შემთხვევებზე უნდა გავრცელდეს ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა შესახებ არსებული საპროცესო ნორმები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, როგორც საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ უფლებაში ჩარევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კანონით მკაცრად გაწერილ შემთხვევებში და დადგენილი წესით. იმისათვის, რომ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება ჩაითვალოს „კანონის შესაბამისად“, შეზღუდვას უნდა გააჩნდეს სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, კანონი უნდა იყოს საკმარისად ზუსტი და შეიცავდეს საჯარო ხელისუფლების თვითნებობისაგან დაცვის მექანიზმს.

 

საქმეში „გილანი და ქუინტონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №4158/05“, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს რომ „ფრაზა „კანონის შესაბამისად“ მოითხოვს სადავო ზომას ჰქონდეს გარკვეული საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში და ასევე შეთავსებადი იყოს კანონის უზენაესობის პრინციპთან, რაც პირდაპირაა მოცემული კონვენციის პრეამბულაში და მე-8 მუხლის საგნისა და მიზნისგან განუყოფელია. ამდენად, კანონი უნდა იყოს სათანადოდ ხელმისაწვდომი და წინასწარ განჭვრეტადი, ანუ, ფორმულირებული საკმარისი სიზუსტით, რომ პირს შეეძლოს, საჭიროების შემთხვევაში სათანადო კონსულტაციით, საკუთარი ქცევის რეგულირება. ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა იყოს სამართლებრივი დაცვის მექანიზმი კონვენციით გარანტირებულ უფლებებში საჯარო ხელისუფლების მხრიდან ჩარევის წინააღმდეგ. საკითხებში, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, კანონის უზენაესობის, კონვენციით დაცული დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის, საწინააღმდეგო იქნებოდა, რომ აღმასრულებლისთვის მიცემული სამართლებრივი დ--კრეცია გამოხატული ყოფილიყო შეუზღუდავი უფლებამოსილებით. აქედან გამომდინარე, კანონში საკმარისი სიცხადით უნდა იყოს მითითებული უფლებამოსილი ორგანოებისთვის მინიჭებული ნებისმიერი ამგვარი დ--კრეციის ფარგლები და მისი განხორციელების ფორმა. სიზუსტის ხარისხი, რაც საჭიროა ეროვნული კანონმდებლობისთვის (რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ვერ ითვალისწინებს ყველა შემთხვევას), მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული განსახილველი დოკუმენტის შინაარსზე, სფეროზე, რომელსაც ის მოიცავს და მისი ადრესატების რაოდენობასა და სტატუსზე“.

 

საქმეზე P.G. and J.H. v. the United Kingdom სასამართლომ აღნიშნა, რომ „კანონთან შესაბამისობა“ ორ იმპერატივს მოიცავს. პირველ რიგში, სადავო ღონისძიებას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში; შემდეგ განიხილება კანონის ხარისხი, რაც გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ცხადად ფორმულირებული, რათა პირმა წინასწარ შეძლოს თავისი ქმედების შესაძლო შედეგის განჭვრეტა; ასევე, დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობის ზოგადი პრინციპი“.

 

საქმეზე Malone v. the United Kingdom, სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ „ფრაზა „კანონთან შესაბამისი“ არ გულისხმობს მხოლოდ შიდა სამართალს, იგი გულისხმობს ასევე ზოგად პრინციპებსაც. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის შიდა კანონმდებლობაში უნდა არსებობდეს საჯარო ხელისუფლების თვითნებობისგან დაცვის სამართლებრივი საშუალებები. თვითნებობის რისკი უფრო მაღალია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება თავის უფლებამოსილებებს ფარულად ახორციელებს. ამგვარად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტექსტში კანონის განჭვრეტადობის მნიშვნელობა განსხვავებულია, ვიდრე სხვა შემთხვევაში ინდივიდების ქმედებების დარეგულირებისას. კანონი საკმარისად ზუსტად უნდა აყალიბებდეს ტერმინებს, რომლებითაც იგი მოქალაქეებს კონკრეტულად მიუთითებს იმ გარემოებებსა და პირობებზე, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილები არიან მიმართონ პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლებაში საიდუმლო და პოტენციურად სახიფათო შეზღუდვას“.

 

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს, საქმეზე Shimovolos v. Russia სასამართლომ დაადგინა, რომ „კანონი, რომელიც უშვებს საგამოძიებო მოქმედებებს, უნდა მოიცავდეს „დაშვებული ზომების ხასიათს, შინაარსსა და ხანგრძლივობას, მათი მიღების საფუძვლებს, მათ განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოებისა და პირების ჩამონათვალს და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალებას“, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება.

 

ამდენად, სახელმწიფოს ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში უპირველეს ყოვლისა, ნეგატიურია და მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო თვითნებურად არ უნდა ჩაერიოს ამ უფლებებში, გარდა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ამასთან, აღნიშნული ნორმები ითვალისწინებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც, რაც მდგომარეობს ადეკვატური ღონისძიებების განხორციელებაში პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433-ე მუხლის იმ ნორმატიულ შინაარსზე, რომლის მიხედვითაც, ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისამართლებრივი დევნა ხორციელდება მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის გამო, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედება ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ფაქტზე.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომპიუტერულ სისტემაში დაცული ინფორმაცია გამოძიების მიერ შეიძლება მოპოვებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე და 1432-ე-14310-ე მუხლების შესაბამისად. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებული იყო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ფაქტზე, ბრალდების მხარეს კანონი აძლევდა საშუალებას, აუდიოჩანაწერში ასახული ინფორმაცია მოეპოვებინა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე და 126-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ანუ დაეთვალიერებინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი აუდიოჩანაწერი და დათვალიერების ოქმის შედგენით შეექმნა ერთი კონკრეტული მტკიცებულება - დაედგინა შემთხვევის ვითარება, გაერკვია დანაშაულის ფაქტს ჰქონდა თუ არა ადგილი ან ჩანაწერში ასახული ინფორმაცია იყო თუ არა კავშირში სისხლის სამართლის საქმის გარემოებებთან. რაც შეეხება აუდიოჩანაწერის, როგორც კომპიუტერული მონაცემის წერილობითი მიმართვით გამოთხოვას სსიპ „112“-დან, მის გადმოგზავნას, აუდიოჩანაწერის გადატანას სდ დ--კზე და ამ ფორმით კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემის ამოღებას, აღნიშნული მოქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც არავითარ გამონაკლისს არ ითვალისწინებს. კომპიუტერული მონაცემის ამ გზით მოპოვება შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად, რადგან აღნიშნული ასევე არ გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 201- წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებიდან, საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოსამართლის განჩინების გარეშე, მესაკუთრის (მფლობელის) წინაწარი წერილობითი თანხმობით, დათვალიერების წარმოება შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე-126-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაწესს, თუმცა, აუდიოჩანაწერის, როგორც კომპიუტერული მონაცემის წერილობითი მიმართვით გამოთხოვა, სსიპ „112“-დან მის გადმოგზავნა, აუდიოჩანაწერის გადატანა სდ დ--კზე და ამ ფორმით კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემის ამოღება ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დეტექივ-გამომძიებელ ლ---- ბ-------–---–-ს 2019 წლის 21 მაისის მიმართვა საქართველოს შსს სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფროსის სახელზე, 2019 წლის 21 მაისის საქართველოს შსს სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფროსის მომართვა თანდართული აუდიოჩანაწერის ამსახველი ფაილით და აუდიოჩანაწერის ამსახველი სდ დ--კი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაუშვებელ მტკიცებულებებად უნდა იქნეს ცნობილი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ-–- ხ-----------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულების გულწრფელი მონანიება.

 

ლ-–- ხ-----------–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებას მთვრალ მდგომარეობაში.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.

ლ-–- ხ-----------–ის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები განეკუთვნებიან ადამიანის ჯანმრთელობის, მისი უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ, განზრახ ნაკლებად მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულთა რიგს, რომლებიც იმავდროულად არღვევს ოჯახის კეთილდღეობის კონსტიტუციურ უფლებას.

 

დაზარალებულ ე---------- ხ-----------–-- ჩვენებით ირკვევა, რომ ლ-–- ხ-----------–ს მისთვის წარსულშიც მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბრალდებული მას ,,მსუბუქი ყოფაქცევის ქალს“ უწოდებდა და მოითხოვდა მისი სახლიდან წასვლას.

 

სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ლ-–- ხ-----------–მა სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, საქმეზე მოპოვებული ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რითაც ხელი შეუწყო მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას. ბრალდებულის მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. ლ-–- ხ-----------–მა თავისი ქცევით დაარწმუნა სასამართლო, რომ იგი აცნობიერებს ბრალად შერაცხული დანაშაულების სიმძიმესა და ხასიათს და მოწოდებულია აიღოს პასუხისმგებლობა ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებებისათვის.

 

სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: ლ-–- ხ-----------–ი 29 წლისაა, დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და მეუღლის სამი არასრულწლოვანი შვილი, რომელთა მიმართაც იჩენს მზრუნველობას, მეზობლების მიერ ხასიათდება დადებითად. დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დასტურდება, რომ იგი ძმასთან შერიგებულია და მის მიმართ პრეტენზია აღარ აქვს.

 

სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ, იმას, რომ ამ ეტაპზე აღარ არსებობს ლ-–- ხ-----------–ის საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, დაზარალებულისადმი მისი დამოკიდებულების, მისი ჯანმრთელობის, ოჯახური, ქონებრივი მდგომარეობის და სხვა პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ-–- ხ-----------–ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ორი წელი. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მოხდ-- ამგვარი წესი შექმნის მსჯავრდებულის რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასამართლოს მიერ შერჩეული კანონით გათვალისწინებული აღნიშნული შეღავათი დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ლ-–- ხ-----------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ლ-–- ხ-----------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

2. მსჯავრდებულ ლ-–- ხ-----------–ს სასჯელის მოხდ-- ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 30 აპრილიდან 2019 წლის 12 ი----ის ჩათვლით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს თ---–---ს პრობაციის ბიუროს.

 

4. მსჯავრდებულ ლ-–- ხ-----------–ს დაევალოს, თ---–---ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

5. ლ-–- ხ-----------–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

6. ლ-–- ხ-----------–ის მიმართ დამატებითი ვალდებულების სახით განსაზღვრული აკრძალვა იმ ადგილებთან მიახლოების შესახებ, სადაც დაზარალებული ე---------- ხ-----------–ი იმყოფება, გაუქმდეს.

 

7. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნაჯახი და ღუმელის საჩხრეკი განადგურდეს;

· ლ-–- ხ-----------–ისგან ამოღებული ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი „ჰუავეი“, დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - ლ-–- ხ-----------–ს;

· დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობილი ნივთმტკიცება - საინფორმაციო ცენტრ „112“-დან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი „სდ“ დ--კით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, განადგურდეს.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედ-- გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლ---- დარბაიძე