1. განაჩენის დადგენისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს:

ა) ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;

ბ) არის თუ არა ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო;

გ) შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება;

დ) უნდა დაისაჯოს თუ არა ბრალდებული მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის;

ე) რა სასჯელი უნდა დაენიშნოს ბრალდებულს და რა ზომის;

ე1) უნდა დაენიშნოს თუ არა და რა ვადით უნდა დაენიშნოს ბრალდებულს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა;

ვ) უნდა მოიხადოს თუ არა ბრალდებულმა დანიშნული სასჯელი;

ზ) შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ღონისძიებების საკითხს;

ზ1) მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების საკითხს;

თ) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი;

ი) ვის და რა ოდენობით უნდა დაეკისროს საპროცესო ხარჯების ანაზღაურება.

2. რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში პირის მსჯავრდებისას სასამართლო თითოეული დანაშაულის მიხედვით ცალ-ცალკე და მთლიანად წყვეტს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ საკითხებს.

3. დანაშაულის ჩადენაში რამდენიმე ბრალდებულის მსჯავრდებისას ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საკითხები უნდა გადაწყდეს ყოველი ბრალდებულის მიმართ ცალ-ცალკე.

საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №984 – ვებგვერდი, 17.10.2025