განაჩენი

სისხლის სამართლის 01.03.2019
საქმის ნომერი
330100118002467762
ინსტანცია
თარიღი
01.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002467762

საქმე #1ბ/176-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ა-–--–--------ს

ადვოკატის: ნ----------–------ის

მსჯავრდებულის: ხ-------------–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ხ-------------–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----------–------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ხ-------------–ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, არასრული საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: კ-----------------------–------------–-------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით (სამი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ხ-------------–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ხ-------------–ი და ნ-----------–-–---–ი 2013 წლიდან არიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ჰყავთ ორი საერთო შვილი - 2013 წელს დაბადებული გ----------------–ი და 2016 წელს დაბადებული ე-------------------–ი. 2013 წლიდან 2018 წლის აპრილამდე პერიოდში, კ-----------------------–-----------–-ში მცხოვრები ხ-------------–ი, როგორც თავის საცხოვრებელ სახლში, ასევე ქ. თბილისში ყოფნის დროს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შურაცხყოფას და ამცირებდა მეუღლეს, ნ-----------–-–---–ს და აღნიშნულს არ ერიდებოდა არასრულწლოვანი შვილის, გ----------------–ის თანდასწრებით. კერძოდ, 2013 წლის ივლისში, 2014 წლის აპრილის შუა რიცხვებში, 2017 წლის ივლისის ბოლოს, 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში, 2017 წლის აგვისტოს ბოლოს, 2018 წლის 16 აპრილს და 2018 წლის 17 აპრილს, ოჯახური კონფლიქტის დროს, სხვადასხვა მიზეზით და ზოგჯერ უმიზეზოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ხ-------------–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს - ნ-----------–-–---–ს, რაც გამოიხატებოდა მასში, რომ უშვერი სიტყვებით აგინებდა, ამცირებდა და ანერწყვებდა მას სახეში. 2017 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში კი ხ-------------–ი მეუღლეს, ნ-----------–-–---–ს სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მათი არასრულწლოვანი შვილის, გ----------------–ის თანდასწრებით და უფრო მეტიც, იგი ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ლანძღავდა შვილს, გ----------------–ს და მოუწოდებდა მას ძალადობისკენ და აგრესიისკენ. ხ-------------–ის ძალადობრივი ქმედებების გამო ნ-----------–-–---–ი მუდმივად იმყოფებოდა ფსიქოლოგიურ სტრესში, ხოლო გ----------------–ი განიცდიდა შიშს. ხ-------------–სა და ნ-----------–-–---–ს შორის კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ხ-------------–ის სტერეოტიპული დამოკიდებულება, რომ იგი იყო ოჯახის უფროსი და როგორც მას სურდა, ისე უნდა ჩაეცვა მეუღლეს, ნ-----------–-–---–ს, რის გამოც ხ-------------–ი მას გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ხ-------------–ის სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად დაზარალებულები - ნ-----------–-–---–ი და არასრულწლოვანი გ----------------–ი განიცდიდნენ ტანჯვას. ხ-------------–ის დანაშაულებრივი ქმედებებით ნ-----------–-–---–ს და არასრულწლოვან გ----------------–ს მიადგათ მორალური სახის ზიანი.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ხ-------------–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2013 წლიდან 2018 წლის აპრილამდე პერიოდში, ხ-------------–ი მეუღლეს, ნ-----------–-–---–ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და ძალადობდა მასზე, რასაც არ ერიდებოდა არასრულწლოვანი შვილის, გ----------------–ის თანდასწრებით. კერძოდ, 2013 წლის ივლისში, კ-----------------------–-----------–-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხ-------------–მა მეუღლეს, ნ-----------–-–---–ს თავი დაარტყა თავზე, ხოლო მუშტები - მკლავებზე და ასევე მოქაჩა თმაზე, რაც დაზარალებულს ძალიან ეტკინა და რამდენიმე დღე მარცხენა თვალი ჰქონდა ჩალურჯებული. 2014 წლის აპრილის შუა რიცხვებში, ზემოაღნიშნულ მისამართზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხ-------------–მა კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ნ-----------–-–---–ს, კერძოდ, მუშტები დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. 2017 წლის ივლისის ბოლოს, ამავე მისამართზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ხ-------------–მა, არასრულწლოვანი შვილის, გ----------------–ის თანდასწრებით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულ ნ-----------–-–---–ს კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი გაარტყა მარცხენა თვალის არეში. 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში, ნ-----------–-–---–ი შვილებთან ერთად იმყოფებოდა დეიდის - ქ-------------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ-------–---------------------------------------ში, სადაც მივიდა ხ-------------–ი და იმის გამო, რომ ნ-----------–-–---–მა მას უარი უთხრა შვილებთან ერთად სახლში დაბრუნებაზე, გაბრაზებულმა ხ-------------–მა კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარჯვენა ხელი დაარტყა სახის მარცხენა მხარეს. 2017 წლის აგვისტოს ბოლოს, თავიანთ საცხოვრებელ მისამართზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ხ-------------–მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იგი იყო ოჯახის უფროსი და როგორც მას სურდა, ისე უნდა ჩაეცვა მეუღლეს - ნ-----------–-–---–ს, კვლავ იძალადა მასზე, კერძოდ, მუსიკალური ცენტრი მოუქნია ნ-----------–-–---–ს და მიუხედავად დაზარალებულის მცდელობისა, თავიდან აერიდებინა, მაინც ჩაარტყა თავში, რა დროსაც ნ-----------–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 16 აპრილს, კვლავ თავიანთ საცხოვრებელ მისამართზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხ-------------–მა ჯერ ჭიქა ესროლა ნ-----------–-–---–ს, რომელიც მან აიცილა, შემდეგ მუშტები დაარტყა მარცხენა მკლავზე და მარცხენა ფეხზე, რაც დაზარალებულს ძალიან ეტკინა და ეტყობოდა სისხლჩაქცევები. 2018 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ-------–--–---------–-------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ხ-------------–მა, კვლავ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ნ-----------–-–---–ზე, კერძოდ, მუშტი დაარტყა შუბლზე, რასაც შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი გ----------------–ი, რომელიც მამის, ხ-------------–ის ძალადობრივი ქმედებებით შეშინებული, ისტერიკაში ჩავარდნილი, უმისამართოდ დარბოდა. ხ-------------–ის ძალადობრივი ქმედებები იწვევდა ნ-----------–-–---–ის არამარტო ფიზიკურ ტკივილს, არამედ ფსიქოლოგიურ სტრესს, შესაბამისად, მას მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი, ხოლო არასრულწლოვან გ----------------–ს - მორალური სახის ზიანი.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ხ-------------–მა ჩაიდინა მუქარა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ-------–--–---------–-------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ-----------–-–---–ი იმყოფებოდა არასრულწლოვან შვილებთან, გ----------------–თან და ე-------------------–თან ერთად, რა დროსაც მას სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ მისთვის და მისი შვილებისთვის ყელის გამოჭრით დაემუქრა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მისი მეუღლე ხ-------------–ი. ნ-----------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან თანაცხოვრების პერიოდში ხ-------------–ი სისტემატურად ძალადობდა მასზე. ხ-------------–ის დანაშაულებრივი ქმედებით ნ-----------–-–---–ს მიადგა მორალური სახის ზიანი.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ხ-------------–მა ჩაიდინა მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ-------–--–---------–-------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხ-------------–ი ყელის გამოჭრით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ქ-------------–-–---–ს, რადგან მას ადანაშაულებდა მისი ოჯახის დანგრევაში, რა დროსაც ქ-------------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ხ-------------–ის დანაშაულებრივი ქმედებით ქ-------------–-–---–ს მიადგა მორალური სახის ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:

 

ხ-------------–ს ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი (ქ-------------–-–---–ის ეპიზოდთან მიმართებით).

 

ხ-------------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (ორი ეპიზოდი).

 

ხ-------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (2017 წლის აგვისტოს ბოლოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (2018 წლის 17 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის აგვისტოს დასაწყისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ხ-------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ხ-------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 18 აპრილიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ხ-------------–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ----------–------ემ, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე მოითხოვეს ხ-------------–ის მიმართ დადგენილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ხ-------------–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----------–------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ხ-------------–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ხ-------------–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულების და მოწმეების - ნ-----------–-–---–ის, გ----------------–ის, ქ-------------–-–---–ის, ნ-----–-------–-–---–ის, ნ--------------–---–ის, რ-------------ის, ა-–------------------–-----ის ჩვენებებით, ექსპერტების - ე-–---------–------ს, დ--------------–---–ის, გ----------------ის ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, 112-დან გამოთხოვილი აუდიო ჩანაწერების დათვალიერების ოქმით და აუდიო ჩანაწერებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის №1----- დასკვნით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, შემაკავებელი ორდერით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ხ-------------–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სასამართლო სხდომაზე სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის პოზიციას, რომ ხ-------------–ს დანაშაულები არ ჩაუდენია და საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ ნ-----------–-–---–ის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის დროს მიცემულ ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ ხ-------------–თან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2013 წლის 2 მარტიდან 2018 წლის 17 აპრილამდე. მათ ჰყავთ ორი საერთო შვილი - 2013 წელს დაბადებული გ----------------–ი და 2016 წელს დაბადებული ე-------------------–ი. ხ-------------–ი იყო ძალიან ეჭვიანი და უკრძალავდა ყველაფერს, რადგან იყო ქალი, მუდმივად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და მოიხსენიებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალად, რის გამოც იყო მუდმივად დაძაბული და შეშინებული. 2013 წლის ივლისში, ხ-------------–მა ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა და დაამტვრია ყველაფერი. 2014 წლის აპრილში, მათთან სტუმრად მივიდა გ--------------–-----ი მსუბუქი ყოფაქცევის ორ ქალთან ერთად. ხ----მ დაავალა მათთვის სუფრის გაშლა, რაზეც უარი უთხრა. უარის გამო ხ-------------–ი გაბრაზდა და სტუმრების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2017 წლის აგვისტოს ბოლოს, ხ-------------–ი მათ საცხოვრებელ სახლში მეგობრებთან ერთად სვამდა ლუდს. მოულოდნელად, ხ----მ ჩაცმულობის გამო დაუწყო ჩხუბი, აგინა და ჩართული მუსიკალური ცენტრი ჩაარტყა თავში, რასაც შეესწრო ხმაურზე ოთახიდან გამოსული გ----------------–ი. 2017 წლის ზაფხულში, ხ-------------–ი, მისი ძმის, რძლისა და ბებიის თანდასწრებით, შეუვარდა ოთახში, შეგლიჯა კარი, უყვირა და სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენა კარტოფილის მოსავლის აღების გამო. 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში, იმყოფებოდა თბილისში, დეიდის, ქ-------------–-–---–ის სახლში. საღამოს ეზოდან გაიგო არაამქვეყნიური გინება. ნახა, რომ ხ-------------–ი იყო ეზოში და იგინებოდა დეიდამისის და მისი მისამართით. შემდეგ ხ---- ავიდა სახლში და სთხოვა სოფელ ჭ--–-ში გაყოლა, რაზეც უარი უთხრა. აღნიშნულზე გაბრაზებულმა ხ-------------–მა მთელი ძალით ხელი თავში ჩაარტყა და ყვირილით წავიდა. 2018 წლის 16 აპრილს, აღდგომის დღესასწაულის პერიოდში, ხ-------------–მა, იმის გამო, რომ ჰკითხა, სად მიდიოდა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგინა უშვერი სიტყვებით. 2018 წლის 17 აპრილს, დიდუბეში იმყოფებოდა ქ-------------–-–---–თან და გ----------------–თან ერთად, რა დროსაც მათთან მივიდა ხ-------------–ი, ბარგი გადაუყარა, აგინა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ყელის გამოჭრით დაემუქრა არა მარტო მას (დაზარალებულს) და ქ-------------–-–---–ს, არამედ ხ-------------–ი იმუქრებოდა, რომ ყელს გამოჭრიდა შვილებსაც. ხ-------------–ის ქმედებების შედეგად იგი (ნ-----------–-–---–ი) განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას, ხშირად ჰქონდა დალურჯებები, რაც ასევე ემჩნეოდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროსაც. 2018 წლის 17 აპრილის ფაქტის შემდეგ, მისი შვილი - გ----------------–ი დიდხანს კითხულობდა, რატომ უნდა გამოეჭრა მამას მისთვის ყელი.

 

დაზარალებულ ნ-----------–-–---–ის ჩვენებაში მითითებული ზემოხსენებული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც შეეხება მსჯავრდებულ ხ-------------–ის მხრიდან სხვადასხვა დროს დაზარალებულების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და დანაშაულებრივ ქმედებებს, ასევე დადგენილი და დადასტურებულია როგორც სხვა დაზარალებულების - ქ-------------–-–---–ისა და გ----------------–ის, ასევე სხვა მოწმეების ჩვენებებით და საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ზემოხსენებული წერილობითი მტკიცებულებებით. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ხ-------------–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ხ-------------–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.

 

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ხ-------------–ი თვითონ არის დაზარალებულ ნ-----------–-–---–ის მხრიდან განხორციელებული პროვოკაციის მსხვერპლი და ხ-------------–ი იძულებული იყო თავი დაეცვა ნ-----------–-–---–ის პროვოკაციული გამოხტომებისაგან, ხოლო თავის დაცვა, ბუნებრივია, არ გამოიხატებოდა ნ-----------–-–---–ის მიმართ სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფაში. მსჯავრდებულის და მისი ადვოკატის ამგვარი მოსაზრება უსაფუძვლოა და არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გაუგებარია, ნ-----------–-–---–ის მხრიდან რა პროვოკაციაზეა ლაპარაკი ან რას ისახავდა მიზნად ამგვარი „პროვოკაცია“ ან რა ქმედებებში გამოიხატებოდა ხ-------------–ის მხრიდან თავის დაცვა „ამ პროვოკაციული გამოხტომებისაგან“. რაც შეეხება არასრულწლოვანი დაზარალებულის გ----------------–ის სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, რასაც სადავოდ და საეჭვოდ ხდის დაცვის მხარე, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ფსიქოლოგ ნინო ლორთქიფანიძის ჩვენებას, რომელმაც სასამართლოში განმარტა, რომ გ----------------–ი საუბრობდა ძალადობრივი შემთხვევების შესახებ, განსაკუთრებით დიდუბის ინცინდენტზე და ავლენდა ძალადობის მოწმე ბავშვისთვის დამახასიათებელ ქცევით-ემოციურ რეაქციებს. გ----------------–თან მიმართებით ნათლად იკვეთება მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გავლენა. იგი ხშირად იყო გაღიზიანებული, წუწუნებდა, მცირედი წინააღმდეგობის შემთხვევაში ხდებოდა აგრესიული, დას და დედას ურტყამდა, ამბობდა ცუდ სიტყვებს და ამატებდა, რომ მამა ასე ამბობდა. ამრიგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი დაზარალებულის, გ----------------–ის ჩვენების უტყუარობაში ეჭვის შეტანისა და მისი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველი არ არსებობს.

 

რაც შეეხება ოჯახური ძალადობის საქმეებზე მათი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ცალსახად მართალი და ცალსახად მტყუანი მხარეების გარკვევას, რაზეც აპელირებს დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ მოცემული კატეგორიის სისხლის სამართლის სააქმეების განმხილველი სასამართლოს კომპეტენციას არ განეკუთვნება კონფლიქტის დროს მტყუან-მართალი მხარეების გამოვლენა-დადგენა, არამედ მოცემული საქმეების, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლო ვალდებულია დაადგინოს და თანმიმდევრობით გადაწყვიტოს ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისიწნებული ქმედება, არის თუ არა ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო, შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება და სხვ. (საქართველოს სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი). იმავდროულად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტნაციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას და შეფასებას დაცვის მხარის მოწმეების - ინეზა ხრიკულის, ხატია ხრიკულის და ბადრი ბუდაღაშვილის ჩვენებებთან დაკავშირებით.

 

სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე აცხადებს, რომ გამოძიების კომპეტენციაში არ შედის ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის ხარისხის განსაზღვრა და გაუგებარია, რის საფუძველზე დაასკვნა პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომ დაზარალებულმა განიცადა ტკივილი და ტანჯვა მაშინ, როდესაც საქმეში არ არსებობს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია და დამნაშავე პირის მიერ განხორციელებულ ქმედებას (ქმედებებს) - ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას - შედეგად უნდა მოჰყვეს დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რაც შეფასებით კატეგორიებს განეკუთვნება. ტკივილის განცდა ძირითადად სუბიექტური შეფასების საგანია, იგი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს მაშინ, თუკი დაზიანების მასშტაბი არის მოცულობითი და მრავლობითი. რაც შეეხება ტანჯვას, იგი ადამიანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული და გაგებულ უნდა იქნას, როგორც ხანგრძლივი და აუტანელი ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი (წუხილი, შიში, შფოთვა, დათრგუნვა), რასაც მსხვერპლი განიცდის ძალადობის შედეგად. ამრიგად, დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განხორციელებულმა ქმედებამ (ძალადობამ, სისტემატურმა შეურაცხყოფამ, შანტაჟმა ან დამცირებამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი ან ტანჯვა. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ნ-----------–-–---–მა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მიცემულ ჩვენებაში ნათლად გადმოსცა, რომ ხ-------------–ის მხრიდან სხვადასხვა დროს მასზე (დაზარალებულზე) განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას, სხეულზე ჰქონდა დალურჯებები, რაც ემჩნეოდა ექსპერტიზის ჩატარების დროსაც, იყო მუდმივად დაძაბული და შეშინებული. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულის ზემოაღნიშნული ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს და იგი სრულ თანხვედრაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, ხ-------------–ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, თუმცა სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ხ-------------–ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ხ-------------–ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ხ-------------–ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ხ-------------–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----------–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ხ-------------–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ხ-------------–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----------–------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ხ-------------–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ხ-------------–ს ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი (ქ-------------–-–---–ის ეპიზოდთან მიმართებით);

 

ხ-------------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (ორი ეპიზოდი);

 

ხ-------------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით - (2017 წლის აგვისტოს ბოლოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით - (2018 წლის 17 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის აგვისტოს დასაწყისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა და თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ხ-------------–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

ხ-------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 18 აპრილიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრიდან გადმოგზავნილი დისკი, დალუქული ერთ პაკეტად, ხმის ნიმუშის ჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე