განაჩენი

სისხლის სამართლის 01.02.2019
საქმის ნომერი
330100118002375842
ინსტანცია
თარიღი
01.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002375842

საქმე №1ბ/625-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ც-------–---–---ის, ლ-----–----–---–--ის

ადვოკატის: თ------------–---–ის

მსჯავრდებულის: გ--------------–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დ-------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ--------------–ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: ქ. ლ--------–---–------------–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----------–--------------------------------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბრალდების კვალიფიკაცია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--------------–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა და ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--------------–ს ასევე ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--------------–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ-------–--–-------–---–-----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ--------------–ი შეხვდა ყოფილ მეუღლე ც-–-----------–ს. იმ მიზეზით, რომ ყოფილი მეუღლე მას უარს ეუბნებოდა გვიანი საათისა და მისი სიმთვრალის გამო მცირეწლოვანი შვილის გარეთ გაყვანაზე, გ--------------–მა ც-–-----------–ს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ფეხმძიმედ მყოფ ყოფილ მეუღლეს ხელი დაარტყა მარჯვენა მხრის არეში, რომელიც დაეჯახა კედელს და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. კონფლიქტის გამწვავებისგან თავის ასარიდებლად ც-–-----------–ი შევიდა დასახელებულ მისამართზე მდებარე მისი და მისი ოჯახის წევრების დროებით საცხოვრებელ სახლში და მომხდარის შესახებ დედას, ი--–------–-–---–ს უამბო, რომელსაც გ--------------–მა ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინებით შევიდა საცხოვრებელ სახლში, სადაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იქ მყოფ ც-–-----------–ის ძმას დ------–------–-–---–ს, რომელიც შეეცადა მის დაწყნარებას და სახლიდან გაყვანას, რის შემდეგაც გ--------------–მა მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ხელით მიაყენა დარტყმები სახის არეში, ხოლო ფეხებით - ტანის არეში, რის შემდეგაც ფიზიკურად დაუპირისპირდა შვილის დასახმარებლად მისულ ი--–------–-–---–საც, რომელსაც მუშტი ჩაარტყა მარჯვენა მხრის არეში. მოძალადისგან თავის დასაღწევად ი--–------–-–---–ი ქუჩაში გაიქცა, რათა დახმარებისთვის მიემართა ახლომდებარე პოლიციის განყოფილებისთვის. გ--------------–მა ქვით ჩაამტვრია სახლის ფანჯრის მინა და უკან დაედევნა ი--–------–-–---–ს, რომელსაც წამოეწია, მარცხენა მკლავით დაუჭირა თავი, ხოლო მარჯვენა ხელით აყენებდა თავის არეში დარტყმებს, რამაც დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მოძალადის შეკავება და ძალადობრივი ქმედების აღკვეთა შეძლეს ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენით:

 

გ--------------–ს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

გ--------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ--------------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 14 თებერვლიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დ-------------–--ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა გ--------------–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციის თვალსაზრისით, კერძოდ, გარდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვისაც.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დ-------------–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მსჯავრდებულ გ--------------–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილება უნდა შევიდეს და იგი დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კვალიფიკაციით შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

საქართველოს სსსკ–ის 259–ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იგი გამოტანილი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლოს განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, ამასთან, დანიშნული სასჯელი უნდა შესაბამებოდეს მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსსკ–ის 260–ე მუხლის მიხედვით, განაჩენის დადგენისას სასამართლოს თანმიმდევრობით უნდა გადაწყვიტოს, ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, არის თუა არა ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო, შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში გ--------------–ს ამოურიცხა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. პირველი ინსტანციის სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა საქმეზე უდავო მტკიცებულებებით დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით: ბრალდებული გ--------------–ი იმყოფებოდა ც-–-----------–თან რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო დ------–------–-–---–ი არის ც-–-----------–ის ოჯახის წევრი - ძმა. კანონმდებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა მუხლის შენიშვნის თანახმად, გამოყოფს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს და მის ოჯახის წევრს, ამავე შენიშვნის თანახმად კი, ოჯახის წევრად მოიაზრება და და ძმაც. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის არ უნდა იმყოფებოდეს განსხვავებულ სამართლებრივ მდგომარეობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირსა და მისი ოჯახის წევრებისაგან. სასამართლომ განმარტა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლი (ოჯახში ძალადობა) მოიცავს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) გათვალისწინებულ ქმედებას, ჩადენილს ოჯახის წევრის მიმართ. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ გ--------------–ს ამოურიცხა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის აღნიშნულ მსჯელობას ვერ დაეთანხმება. პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებელმა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულად და შესაბამისად, დასჯად ქმედებებად გამოაცხადა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც უნდა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, მაგრამ არ უნდა მოჰყვეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მუხლის მაკვალიფიცირებელ ერთ-ერთ გარემოებას წარმოადგენს იგივე ქმედების ჩადენა ორი ან მეტი პირის (ოჯახის წევრის) მიმართ, ხოლო ოჯახის წევრის დეფინიციას განსაზღვრავს საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნა, რომლის თანახმად, კანონმდებელმა ოჯახის წევრად არ ჩათვალა მეუღლის დედმამიშვილი - და ან ძმა. მოცემულ საქმეზე კი დადგენილია, რომ ც-–-----------–ი არის გ--------------–ის მეუღლე, ისინი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო დ------–------–-–---–ი არის ც-–-----------–ის ძმა, ანუ - გ--------------–ის მეუღლის ძმა. ამრიგად, საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნიდან გამომდინარე, დ------–------–-–---–ი ვერ ჩაითვლება გ--------------–ის ოჯახის წევრად, შესაბამისად, ამ უკანასკნელის მიერ დ------–------–-–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა ვერ დაკვალიფიცირდება ოჯახურ დანაშაულად - ოჯახში ძალადობად და მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა გ--------------–ის მხრიდან უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულად, როგორც ეს მითითებულია პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, დ------–------–-–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში გ--------------–ი დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ამასთან, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საფრთხისა და ხასიათის გათვალისწინებით, სანქციის ფარგლებში განესაზღვროს სამართლიანი სასჯელი, ხოლო საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენში გ--------------–ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, -

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის, დ-------------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენში გ--------------–ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

გ--------------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

გ--------------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ--------------–ს, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ გ--------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 14 თებერვლიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ელექტრონული დისკი და ი--–------–-–---–ის ავადმყოფობის ისტორია, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, მისი შენახვის ვადით;

 

მინის ნატეხები, ორი ცალი ქვა, რომლებიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში, განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე