1. სხდომის თავმჯდომარის განმარტებების მიღების შემდეგ ნაფიცი მსაჯულები გადიან სათათბირო ოთახში ვერდიქტის გამოსატანად. ნაფიც მსაჯულთა გარდა, არავის არა აქვს უფლება, იმყოფებოდეს სათათბირო ოთახში და რაიმე სახით გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე.
2. ნაფიც მსაჯულებს უფლება აქვთ, შეწყვიტონ თათბირი მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით.
3. ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვის შემდეგ უფროსი მსაჯული თანამიმდევრულად აყენებს ღია კენჭისყრაზე თითოეულ საკითხს სხდომის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული რიგითობით და ფორმულირებით. ჯერ კენჭი ეყრება ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამართლებელ ვერდიქტს. თუ ვერდიქტი ვერ მიიღება, კენჭი ეყრება გამამტყუნებელ ვერდიქტს ბრალდების სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით.
4. თითოეული ნაფიცი მსაჯული გამოხატავს საკითხისადმი თავის დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებას. ნაფიც მსაჯულს უფლება არა აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მოსამართლეს, თუ რომელიმე მსაჯული თავს იკავებს ხმის მიცემისაგან, მოსამართლის მიერ მიცემულ მითითებებს უგულებელყოფს, იმ მტკიცებულებას ითვალისწინებს, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა, აშკარა მიკერძოებას გამოხატავს ან/და სხვაგვარად აშკარად არღვევს კანონს. ამ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია გააფრთხილოს ნაფიცი მსაჯული, ხოლო მის მიერ დარღვევის განმეორებისას დაითხოვოს იგი და სათადარიგო მსაჯულით შეცვალოს. თუ წარმოიქმნა ნაფიცი მსაჯულის დათხოვნის ვალდებულება და სათადარიგო მსაჯულთა შემადგენლობა ამოწურული აღმოჩნდა, მოსამართლე ვალდებულია დაითხოვოს ნაფიც მსაჯულთა სრული შემადგენლობა და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღი.
5. ნაფიცი მსაჯულები ხმას აძლევენ მსაჯულთა სიაში მათი რიგითობის მიხედვით. უფროსი მსაჯული ხმას აძლევს ბოლოს და აჯამებს კენჭისყრის საერთო შედეგებს.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის
კანონი
№5591
- ვებგვერდი, 13.07.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2016-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2016 კანონი №5591
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 256. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირი 1. სხდომის თავმჯდომარის განმარტებების მიღების შემდეგ ნაფიცი მსაჯულები გადიან სათათბირო ოთახში ვერდიქტის გამოსატანად. ნაფიც და სათადარიგო მსაჯულთა გარდა, არავის არა აქვს უფლება, იმყოფებოდეს სათათბირო ოთახში და რაიმე სახით გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე. 2. ნაფიც მსაჯულებს უფლება აქვთ, შეწყვიტონ თათბირი მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით. 3. ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვის შემდეგ უფროსი მსაჯული თანამიმდევრულად აყენებს ღია კენჭისყრაზე თითოეულ საკითხს სხდომის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული რიგითობით და ფორმულირებით. ჯერ კენჭი ეყრება ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამართლებელ ვერდიქტს. თუ ვერდიქტი ვერ მიიღება, კენჭი ეყრება გამამტყუნებელ ვერდიქტს ბრალდების სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით. 4. თითოეული ნაფიცი მსაჯული გამოხატავს საკითხისადმი თავის დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებას საკითხისადმი. ნაფიც მსაჯულს უფლება არა აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მოსამართლეს, თუ რომელიმე მსაჯული თავს იკავებს ხმის მიცემისაგან, უგულებელყოფს მოსამართლის მიერ მიცემულ მითითებებს, ითვა უგულისწინებელყოფს, იმ მტკიცებულებას ითვალისწინებს, რომელიც არ გამოკვლეულა სასამართლოში, არ გამოხატაკვს ლეულა, აშკარა მიკერძოებას გამოხატავს ან/და სხვაგვარად აშკარად არღვევს კანონს. ამ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია გააფრთხილოს ნაფიცი მსაჯული და, ხოლო მის მიერ დარღვევის განმეორების შემთხვევაშის დაითხოვოს იგი. და სათადარიგო მსაჯულით შეცვალოს. თუ წარმოიქმნართ ნაფიცი მსაჯულე ის დათხოვნის ევალდებუფლებამო და სათადარიგო მსაჯულთა შემადგენლობა ამოწურული აღმოჩნდა, მოსავმართლე სვაფლდებუძვლითა დაითხოვოს ნაფიც მსაჯულთა სრული შემადგენლობა და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღი. 5. ნაფიცი მსაჯულები ხმას აძლევენ მსაჯულთა სიაში მათი რიგითობის მიხედვით. უფროსი მსაჯული ხმას აძლევს ბოლოს და აჯამებს კენჭისყრის საერთო შედეგებს.