თავი XXIII — საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში
1. დასკვნით სიტყვას პირველად წარადგენს ბრალდების მხარე, ხოლო შემდეგ – დაცვის მხარე. მხარეებს უფლება არა აქვთ, გამოსვლებში დაიმოწმონ მტკიცებულება, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა.
2. თუ საქმეში მონაწილეობს რამდენიმე ბრალმდებელი, ადვოკატი ან ბრალდებული, მაშინ სხდომის თავმჯდომარე მათ სთავაზობს, შეათანხმონ გამოსვლათა რიგითობა. პროცესის მონაწილეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ტარდება წილისყრა.
3. დასკვნითი სიტყვისათვის სხდომის თავმჯდომარე მხარეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
…სიზუსტეს და კონკრეტიკას, მტკიცებულებებით ბრალის დადასტურებას. თუმცა ბრალდების მხარე შემოიფარგლა აშკარად ზოგადი ფრაზებით და ზერელედ მიმოიხილა არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებები. არ შეასრულა და დაარღვია სსსკ-ის 251-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნა და ბრალი დაიმოწმა ისეთი მტკიცებულებებით, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა. ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე ვერ…
…განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რა დროსაც ადგილი არ ჰქონია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას. მოსამართლემ ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატს განუსაზღვრა გონივრული ვადა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას, რის უფლებასაც მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-3 ნაწილი ანიჭებს. ამასთან, მოსამართლემ ადვოკატს კონკრეტულ დროში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის დასრულება…
…არ უნდა დარჩეს ის გარემოება, რომელსაც დასკვნით სიტყვაში ხაზი გაუსვა პროკურორმა. კერძოდ, ბრალდების მხარის განმარტებით - "შ-----------–------ემ დაინახა, რომ მ-------–----ას ხელი ქონდა შეყოფილი დახლის ქვემოთ". სასამართლო მოიხმობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 251.1 მუხლის მეორე წინადადებას, რომლითაც "მხარეებს უფლება არა აქვთ, გამოსვლებში დაიმოწმონ მტკიცებულება, რომელიც…
…ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა. 5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „დასკვნით სიტყვას პირველად წარადგენს ბრალდების მხარე, ხოლო შემდეგ – დაცვის მხარე.…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 251, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-251/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია