თავი XXIII — საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში
თუ სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას ან თათბირის პროცესში ნაფიცი მსაჯული მიიჩნევს, რომ სჭირდება დამატებითი განმარტებები კანონის, ფაქტობრივი გარემოებების, დასკვნითი სიტყვის შესახებ, იგი სხდომის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგენს დამატებითი განმარტებების თაობაზე მოთხოვნას შესაბამისი კითხვების მითითებით. სხდომის თავმჯდომარე ამ კოდექსით დადგენილი წესით, მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეუზღუდოს ნაფიც მსაჯულს წერილობითი მოთხოვნის წარდგენა.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
თავი XXIV
სასამართლოს განაჩენის დადგენა და მისი აღსრულე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 257. დამატებითი განმარტებების მიღება თუ სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას ან თათბირის პროცესში ნაფიცი მსაჯული მიიჩნევს, რომ სჭირდება დამატებითი განმარტებები კანონის, ფაქტობრივი გარემოებების, დასკვნითი სიტყვის შესახებ, იგი სხდომის თავმჯდომარეს ერთჯერადად წერილობით წარუდგენს დამატებითი განმარტებების თაობაზე მოთხოვნას შესაბამისი კითხვების მითითებით. სხდომის თავმჯდომარე ამ კოდექსით დადგენილი წესით, მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსი XXIVლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეუზღუდოს ნაფიც მსაჯულს წერილობითი მოთხოვნის წარდგენა. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 თავი XXIV სასამართლოს განაჩენის დადგენა და მისი აღსრულება
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №2კ-12-I-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.04.2010
…_ თ. ბ-ის 2010 წლის 22 მარტის დადგენილება ვ. კ-ის ექსტრადიციის შესახებ არ ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე, 256-ე, 259-ე მუხლების მოთხოვნებს. ამასთან, საქმეში არ არის მტკიცებულებები, რაც, საქართველოს სსსკ-ის 257-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეიძლება გამხდარიყო ექსტრადიციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. დადგენილება სრულად მოიცავს საექსტრადიციო…
საქმე №2კ-22-I-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2009
…_ თ. ბ-ის 2009 წლის 16 ივნისის დადგენილება რ. მ-ის ექსტრადიციის შესახებ არ ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე, 256-ე, 259-ე მუხლის მოთხოვნებს. ამასთან, საქმეში არ არის მტკიცებულებები, რაც, საქართველოს სსსკ-ის 257-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეიძლება გამხდარიყო ექსტრადიციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. დადგენილება სრულად მოიცავს საექსტრადიციო…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 257, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-257/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია