თავი XXIV — სასამართლოს განაჩენის დადგენა და მისი აღსრულება
1. სხდომის თავმჯდომარემ ყოველ ბრალდებულზე უნდა მოამზადოს ვერდიქტის 2 ფორმა, რომლებიც ნაფიც მსაჯულებს წარედგინება: ერთი – გამამართლებელი ვერდიქტის, მეორე – გამამტყუნებელი ვერდიქტის.
2. ვერდიქტის ფორმა შემდეგნაირად უნდა იკითხებოდეს:
ა) გამამართლებელი ვერდიქტის ფორმა: ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საქმეზე (საქმის ნომერი და დასახელება) ბრალდებული (სახელი და გვარი) არ ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით (ნაწილით, ქვეპუნქტით) (ნომერი) გათვალისწინებული დანაშაულის (დასახელება) ჩადენაში;
ბ) გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმა: ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საქმეზე (საქმის ნომერი და დასახელება) ბრალდებული (სახელი და გვარი) ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით (ნაწილით, ქვეპუნქტით) (ნომერი) გათვალისწინებული დანაშაულის (დასახელება) ჩადენაშ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №2კ-1101აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.05.2007
…აღიარება სასამართლომ უნდა გამოიყენოს შემამსუბუქებელ გარემოებად და ამ მუხლით მას უნდა შეუმსუბუქდეს სასჯელი. ადვოკატის განცხადებით, გამომძიებლის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება, გარდა სსსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი მოქმედებებისა, ჩატარებულია სსსკ-ის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით და ეს მტკიცებულებები დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი;…
საქმე №2კ-37აპ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2004
…სსკ-ის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით აღიძრა 2002წ. 2 აპრილს, ხოლო ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები ჩატარდა შესაბამისად 2002წ. მარტის თვეში, ე.ი. სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე. ამით გამოძიებამ დაარღვია სსსკ-ის 262-ე მუხლის მეორე ნაწილში მოცემული წესი იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე არ შეიძლება არც ერთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ჩხრეკის,…
…რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი: ნ---------- ქ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქ-ტით, 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქ-ტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის…
…2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განაჩენი კ------- გ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად. 3.კ------- გ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ე” და მეექვსე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” და მეოთხე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: – საქართველოს სისხლის…
…და სასამართლო სხდომაზე გამოკვ-ლეული უტყუარი და ურთიერთთავსებადი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა---------– დ------ის მიერ საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. სასჯელის დასაბუთება: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 262, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-262/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია