თავი XXIV — სასამართლოს განაჩენის დადგენა და მისი აღსრულება
1. სასჯელის დანიშვნის სხდომაზე სხდომის თავმჯდომარეს გამოაქვს განაჩენი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უნდა ეყრდნობოდეს ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს.
2. სხდომის თავმჯდომარემ ეჭვი არ უნდა შეიტანოს ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტში და არც სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაციაში.
3. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის დადგენისას სხდომის თავმჯდომარე არ ასაბუთებს ვერდიქტს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით მოტივირებული უნდა იყოს მხოლოდ სასჯელის ნაწილში.
4. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(7)
საქმე №ბს-548(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2025
…მოცემულ შემთხვევაში, პროკურატურას წინასწარ ვერ ეცოდინებოდა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსათვის საკმარისი არ აღმოჩნდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მით უფრო მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის დადგენისას სხდომის თავმჯდომარე არ ასაბუთებს ვერდიქტს და…
საქმე №ბს-64-52-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2004
…და აღნიშნა, რომ შს მინისტრის 2002წ. 28 თებერვლის ბრძანებით ბ. ბ.-ი კანონიერად იქნა დათხოვნილი შს ორგანოებიდან, ვინაიდან მან დაარღვია “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2, მე-5 და მე-10 პუნქტების მოთხოვნები და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რაც შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული მოკვლევის მასალებსა და მასზე გაკეთებულ დასკვნაში იყო…
საქმე №3გ/ად-53-კს-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.12.2001
…ექვემდებარებოდა. ლეგიონის მითითებით, საქალაქო სასამართლოს 19 იანვრის დადგენილების საფუძველზე საბუღალტრო დოკუმენტების ამოღება მოხდა კანონიერად, ამიტომ ამ პერიოდში გადაღებული ქსეროასლები კანონიერია, მათი გადაღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის მე-5 ნაწილის, «ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ» კანონის მე-7 მუხლის მეორე პუნქტის «ბ» და «ე»…
…იღებს გადაწყვეტილებებს ფაქტების შესახებ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ფაქტების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს სხდომის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებისა და განმარტებების საფუძველზე. ამავე კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის დადგენისას სხდომის თავმჯდომარე არ ასაბუთებს ვერდიქტს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს…
…ხასი-თის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას. სასამართლოს მი-ჩნი-, რომ მა----ა შა----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სსსკ- 1571-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა’’ ქვეპუნქტით, სსსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, დადასტურებული- მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად, სადავოდ და…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 265, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-265/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია