განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3---17
გამოძიების N 0-----------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი 2017 წელი ქ. ქუთაისი
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თეიმურაზ დგვარელის თავმჯდომარეობით,თეონა ჯიქიას სხდომის მდივნობით
პროკურორების - ლ-- ჩა-------–ის, და---- სი------ს
ადვოკატ - პა--–- კა-----ის
ბრალდებულ - თე--------- გე------ის
მამის სახელი: შუ----
დაბადებული: 2--------- წელი
დაბადების ადგილი: სამტრედია
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: ქ.სამტრედია, ე-------–---–-- ქუჩა N5----
მონაწილეობით ნაფიც მსაჯულთა ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის #1/3---17 წ. (გამოძიების N0-----------) საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი;
2017 წლის 01 მაისის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თე--------- გე------ეს ბრალად შეერაცხა - განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 28 დეკემბერს დაახლოებით 17 საათზე ქ.სამტრედიაში ე------------–---–-- ქუჩის N5-----ში მცხოვრებ თე--------- გე------ესთან სტუმრად მივიდა მისი ნაცნობი რო---- ქვ-–----, რომელთან ერთად დაიწყო ალკოჰოლური სასმელის არაყის მიღება. მიიღეს რა ნახევარ ლიტრამდე არაყი დაახლოებით 19 საათზე თე--------- გე------ესა და რო---- ქვ-–----ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც თე--------- გე------ე იჯდა რა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილ სპეციალურ ეტლში, განაწყენების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, თავისი კუთვნილი საოჯახო ტიპის ხანჯლისებური ფორმის ცალმხრივლესილი დანის დარტყმით გულ-მკერდის წინა ზედაპირზე, მარცხნივ, ლავიწშუა ხაზზე, რო---- ქვ-–----ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, პირველ და მეორე ნეკნთა შორის კუნთებისა და პარიესული პლევრის დაზიანებით. დაჭრილმა რო---- ქვ-–----მ მოახერხა ბინიდან გასვლა, მაგრამ კარებთან სადაბაზოში ძირს წაიქცა და მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.
სახელმწიფო ბრალდებამ თე--------- გე------ის ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
საქართველოს სსსკ-ის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე (დამთავრებული) მუხლით“, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე იქნას განხილული. ამ შემთხვევაში საქმეს (რაიონული-საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე განიხილავს.
2017 წლის 17 მაისს წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა თე--------- გე------ემ მოითხოვა, რომ სისხლის სამართლის საქმე #1/3---17 წ.(გამოძიების N0-----------) განეხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმე განსახილველად გადაეცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.
2017 წლის 29 ნოემბერს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, სასამართლო სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებისა და განმარტებების საფუძველზე, განსაჯა და მიიღო გადაწყვეტილება სადავო ფაქტებთან დაკავშირებით და იმსჯელა ბრალდებულ თე--------- გე------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, კანონით განსაზღვრულ დროში, ბრალდებულ თე--------- გე------ის მიმართ, წარდგენილ ბრალდებაში ერთხმად გამოიტანა გამამტყუნებელი ვერდიქტი, რომლის თანახმადაც, თე--------- გე------ე დამნაშავედ ცნო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა (სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული).
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად, ,,თუ არცერთი მხარე არ განაცხადებს უარს, სასჯელის დანიშვნის სხდომა იმართება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.“
2017 წლის 29 ნოებერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, როგორც ბრალდების ისე დაცვის მხარემ თანხმობა განაცხადა, სასჯელის დანიშვნის სხდომაში მონაწილეობა მიეღოთ ნაფიც მსაჯულებს, რის გამოც სასამართლომ დაადგინა, რომ სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართებოდა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით და მისი რეკომენდაციის გათვალისწინებით.
ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართულ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად მიიღეს სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაცია. შესაბამისად, თანახმად სსსკ-ის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნისა, სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი ბრალდებულს დაუნიშნოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედზე მეტი.
ბრალდებულ თე--------- გე------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ადგილსა და ხერხს, ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის დანაშაულის შემდგომ ქცევას.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით და ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ თე--------- გე------ეს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სსსკ-ის 258-ე, 259-ე, 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თე--------- გე------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
თე--------- გე------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თე--------- გე------ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 03 მარტიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული აგურის ნატეხები; სისხლისმაგვარი ლაქები; თე--------- გე------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული დიდი ზომის დანა; სიგარეტის ნამწვები; სარკის ნამსხვრევები; რო---- ქვ-–----ს გვამიდან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდების, მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების, თმის და სისხლის ნიმუშები; ბრალდებულ თე--------- გე------ისაგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდების, მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების, ნერწყვის, თმის და კანის ნახჭის ანაბეჭდის ნიმუშები; ნ--- შუ--–--ისაგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდების, მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების, ნერწყვის და თმის ნიმუშები, რომელიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - განადგურდეს.
სიგარეტის კოლოფი მასში მოთავსებული ათი ღერი უფილტრო სიგარეტი; ფურცლის ნაწილი; რო---- ქვ-–----ს გვამის დათვალიერების დროს ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
ნ--- შუ--–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, ქალის მოშავო ფერის რეიტუზი - რომელიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
„სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი; ბრალდებულ თე--------- გე------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი; თე--------- გე------ის კუთვნილი შშმ პირის ეტლი, თე--------- გე------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული დანები; რომელიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
აუდიო და ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ასახულია დი------ი ქვ-–----ს მიერ თე--------- გე------ის დაზიანება 01 ცალ DVD-R დისკზე; აუდიო და ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ასახულია თე--------- გე------ის და გი------ ღა------ის შეხვედრა 01 ცალ DVD-R დისკზე; შპს „მობიტელი“-დან გამოთხოვილი შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ინფორმაცია 01 ცალ CD-R დისკზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერების, რო---- ქვ-–----ს გვამის დათვალიერების, თე--------- გე------ის ბინის დათვალიერების და თე--------- გე------ის ეტლის დათვალიერების ფოტოილუსტრაცია 04 ცალ CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თე--------- გე------ის სახლში ფარულად ჩაწერილი აუდიო და ვიდეო მასალა, რომელიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში 90 ცალი DVD-R დისკზე, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება ერთჯერადად, საკასაციო წესით, გასაჩივრდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ-ის 266-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული გარემოებების არსებობისას: სხდომის თავმჯდომარემ მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო; სხდომის თავმჯდომარემ მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის განხილვისას უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც არსებითად დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი; სხდომის თავმჯდომარემ ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლის წინ განმარტებების მიცემისას არსებითი შეცდომა დაუშვა; სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას მთლიანად ან ნაწილობრივ არ დაეყრდნო ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს; სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევით გამოტანილ ვერდიქტს; სასჯელი უკანონოა ან/და აშკარად დაუსაბუთებელია; სხდომის თავმჯდომარემ არ გაითვალისწინა ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაცია.
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი