1. თუ ბრალდებულის მაგისტრატ მოსამართლესთან პირველი წარდგენის შემდეგ ბრალდება შეიცვალა, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსს, ამ ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის ზომას და ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის არსს (ასეთი მკურნალობის არსებობის შემთხვევაში).
2. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე არკვევს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და რა მოცულობით, და საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსით გათვალისწინებული დებულებები საპროცესო შეთანხმების შესახებ.
3. თუ ბრალდებულს ბრალი წაუყენეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი დანაშაულის ჩადენისათვის, მოსამართლე ვალდებულია ბრალდებულს განუმარტოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულებები და მასთან დაკავშირებული ბრალდებულის უფლებები. ამის შემდეგ მოსამართლე არკვევს, თანახმაა თუ არა ბრალდებული, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. თუ ბრალდებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს არ განაცხადებს, მოსამართლე ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღს.
4. წინასასამართლო სხდომის მოსამართლე:
ა) განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე;
ბ) ამ კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით განიხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას. თუ ბრალდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული, მოსამართლე ვალდებულია პირველივე წინასასამართლო სხდომაზე თავისი ინიციატივით განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ სასამართლო ვალდებულია თავისი ინიციატივით ორ თვეში ერთხელ მაინც განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი;
გ) განიხილავს შუამდგომლობას საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის მიზნით;
დ) განიხილავს მხარეთა სხვა შუამდგომლობებს;
ე) წყვეტს არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხს.
5. არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა.
6. თუ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განჩინებით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. განჩინება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. მოსამართლე საჩივარს ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე განიხილავს. წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინების გაუქმების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია საქმეს უბრუნებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის მიღებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს წინასასამართლო სხდომის გამართვას ამ კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად.
7. წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ ერთჯერადად, 5 დღის ვადაში საჩივრდება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მეშვეობით, რომელიც საჩივარს, საქმის მასალებსა და წინასასამართლო სხდომის ოქმს დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე განიხილავს საჩივარს მისი შესვლიდან 5 დღის ვადაში.
საქართველოს 2015
წლის 19 თებერვლის
კანონი №3090 - ვებგვერდი, 06.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 8
ივლისის კანონი
№3976
- ვებგვერდი, 20.07.2015წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.04.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 16.04.2025 კანონი №500
- 08.07.2015 კანონი №3976
- 19.02.2015 კანონი №3090
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 219. წინასასამართლო სხდომა 1. თუ ბრალდებულის მაგისტრატ მოსამართლესთან პირველი წარდგენის შემდეგ ბრალდება შეიცვალა, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსს დ, ა ამ ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის ზომას და ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის არსს (ასეთი მკურნალობის არსებობის შემთხვევაში). 2. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე არკვევს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და რა მოცულობით, და საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსით გათვალისწინებული დებულებები საპროცესო შეთანხმების შესახებ. 3. თუ ბრალდებულს ბრალი წაუყენეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი დანაშაულის ჩადენისათვის, მოსამართლე ვალდებულია ბრალდებულს განუმარტოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულებები და მასთან დაკავშირებული ბრალდებულის უფლებები. ამის შემდეგ მოსამართლე არკვევს, თამბობენახმაა თუ არა მხაბრალდეები უალი, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზემ განიხილოს. თუ მხაბრალდეებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს ერთობლივად არ განაცხადებენს, მოსამართლე ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღს. 4. წინასასამართლო სხდომის მოსამართლე: ა) განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე; ბ) ამ კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით განიხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას. თუ ბრაღკლდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული, მოსამართლე ვალდებულია პირველივე წინას ღასამართლო სხდომაზე თავისი ინიციატივით განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების გამუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის, შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ სასამართლო ვალდებულია თავისი ინიციატივით ორ თვეში ერთხელ მაინც განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი; გ) განიხილავს შუამდგომლობას საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის მიზნით; დ) განიხილავს მხარეთა სხვა შუამდგომლობებს; ე) წყვეტს არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხს. 5. არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა. 6. თუ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განჩინებით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. განჩინება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. მოსამართლე საჩივარს ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე განიხილავს. წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინების გაუქმების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია საქმეს უბრუნებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის მიღებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს წინასასამართლო სხდომის გამართვას ამ კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად. 7. წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ ერთჯერადად, 5 დღის ვადაში საჩივრდება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მეშვეობით, რომელიც საჩივარს, საქმის მასალებსა და წინასასამართლო სხდომის ოქმს დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე განიხილავს საჩივარს მისი შესვლიდან 5 დღის ვადაში.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(55)
- საქმე №ბს-1239(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
…პერიოდში მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი, 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და 75-ე მუხლის მე-4 ნაწილი. აღსანიშნავია ისიც, რომ დადგენილების შეწყვეტის დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219.2 მუხლი რეაბილიტაციის ერთ-ერთ საფუძვლად ითვალისწინებდა პროკურორის დადგენილებას ამავე კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“…
- საქმე №2კ-864აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2023
…მიმართვით, ბრალდებულ გ. ტ-ს სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს. 18. თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 25 იანვარს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საკითხის – ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და…
- საქმე №ბს-981(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
…და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის N7 ოქმზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებებზე საქმეზე „პოღოსიანი და ბაღდასარიანი სომხეთის წინააღმდეგ“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე, 227-ე, 228-ე, 223-ე, 165-ე, 188-ე, 221-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, შესაბამისად, სახეზეა…
- საქმე №5აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2023
…და სწორად შედგენა და მიუთითა, რომ მასში რაიმე დამატების, ცვლილების ან დაზუსტების შეტანა არ სურს(იხ.: სს საქმე N…1, ს.ფ. 174-177). სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ გ. გ–სეს დაინტერესების შემთხვევაში ჰქონდა შესაძლებლობა საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მოეთხოვა აღნიშნული ნივთმტკიცების - დასაკეცი დანის სასამართლოში წარდგენა და გამოკვლევა. 8. ამასთან, იმ…
- საქმე №2კ-816აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.11.2022
…236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ასევე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა. გ. ო-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან. გამართლებულ გ. ო-ს საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის საფუძველზე განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო…
- საქმე №2კ-467აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.11.2022
- საქმე №2კ-394აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.07.2021
- საქმე №2კ-1006აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.06.2021
- საქმე №2კ-809აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.05.2021
- საქმე №2კ-74აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.07.2016
- საქმე №73აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.01.2016
- საქმე №ბს-1521-1478(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.08.2009
- საქმე №2კ-11-I-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.06.2009
- საქმე №ბს-718-690(გ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2008
- საქმე №2კ-8-I-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.05.2008
- საქმე №ბს-268-261(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2008
- საქმე №20I · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.03.2008
- საქმე №2კ-20-I-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.03.2008
- საქმე №2კ-27-I-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.01.2008
- საქმე №466საზ.-2006 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.10.2007
- საქმე №2კ-1310აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.04.2007
- საქმე №2კ-292აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.03.2007
- საქმე №ბს-960-916(გ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2006
- საქმე №2კ-352აპ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.02.2005
- საქმე №3გ-ად-285-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2003
- საქმე №3გ-ად-329-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.03.2003
- საქმე №3გ/ად-29-გ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2002
- საქმე №3გ-ად-239-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2002
- საქმე №3გ/ად-238-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.04.2002
- საქმე №3კ/282-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2001
- საქმე №2კ-15-I-2000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2000
- საქმე №2კ-5დად.-20000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.03.2000
- საქმე №010141318700068610 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №190100115000793588 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.02.2019
- საქმე №330100119002805690 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.12.2019
- საქმე №150100118002404098 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.06.2019
- საქმე №010310014418451 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 16.04.2019
- საქმე №330100118002452189 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.03.2019
- საქმე №190100115000793588 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.10.2018
- საქმე №330100116001381648 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.05.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 55-დან.