განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140100118002600178
საქმე #1/324-18 (011260718004)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ო----- ხ--------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა-–---------- ხ-------–---–- (დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ-------------------------------------------–-----------------------------; მცხოვრები: გ--------------------–-–---–---------------)
ადვოკატები - გ--–- მ------–---–-, ზ------ ქ-----–---–-
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების არსი:
1.1 2018 წლის 25 ივლისს, შუადღით, გ----–----------------–-–---–----------------ში მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის გამო ა-–---------- ხ-------–---–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ----- გ------–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახესა და ტანზე და ყელში მოუჭირა ორივე ხელი, რის შედეგად თ----- გ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.2. ამავე დროს ა-–---------- ხ-------–---–- თ----- გ------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები, რის შედეგად მიაჩნია, რომ უტყუარად არ დასტურდება ა-–---------- ხ-------–---–-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:
დაზარალებულმა თ----- გ------–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ (2019 წლის 2 აპრილის სხდომის ოქმი);
დაზარალებულის მშობელმა - ნ--- გ------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 26 ივლისს მისმა შვილმა თ----- გ------–---–მა შესჩივლა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ ა-–---------- ხ-------–---–თან საუბრისას დარწმუნდა, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მოწმემ განმარტა, რომ მის შვილს ნერვული აშლილობა ჰქონდა და მკურნალობდა ნევროპათოლოგთან (2019 წლის 16 მაისის სხდომის ოქმი);
უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ზ----- ლ------მ განმარტა, რომ 2018 წლის 26 ივლისს შსს-ს გორის რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა თ----- გ------–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ 25 ივლისს მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულზე შეადგინა გასაუბრების ოქმი (2018 წლის 6 ნოემბრის სხდომის ოქმი);
უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა-----– ე-–--–---–მა განმარტა, რომ იძიებდა ა-–---------- ხ-------–---–-ს მიერ მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტს. მან დაკითხა დაზარალებული თ----- გ------–---–ი, რომელმაც განუცხადა, რომ ა-–---------- ხ-------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით (2018 წლის 22 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
ექსპერტ-კრიმინალისტმა ნ-----–---- ზ--------მ განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებასა და საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დაზარალებულმა თ----- გ------–---–მა მიუთითა სახლის ის ადგილები, სადაც მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (2018 წლის 19 ნოემბრის სხდომის ოქმი);.
სხვა მოწმეებმა დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობა და ამ მოქმედებების სისწორე, კერძოდ: უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა - ს------ ვ---–---–მა და ბ--- ხ--–-–---–მა განმარტეს, რომ 2018 წლის 26 ივლისს, ოჯახური ძალადობის შესახებ შეტყობინების საფუძველზე, გამომძიებლის მიერ დაზარალებულ თ----- გ------–---–ის გამოკითხვის შემდეგ, გორში, ამილახვრის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ა-–---------- ხ-------–---–- (2018 წლის 4 ოქტომბრის სხდომის ოქმი); გამომძებელმა ბ------ ნ-------–---–მა ბრალდებულს გააცნო დადგენილება ბრალდების შესახებ (2018 წლის 22 ოქტომბრის სხდომის ოქმი); ექსპერტმა (ექიმი-ნარკოლოგი) მ--- პ---–--–---–მა შეამოწმა ა-–---------- ხ-------–---–-, რომელსაც დაუდგინდა ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ მომხარება (2018 წლის 6 ნოემბრის სხდომის ოქმი);
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2018 წლის 27 ივლისს თ----- გ------–---–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები კისერზე, მარცხენა ბარძაყსა და მარცხენა წვივზე. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად და ცალ-ცალკე მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 52-53);
აღნიშნული დასკვნა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ----- ჭ----------–მა (2018 წლის 6 ნოემბრის სხდომის ოქმი);
ბრალდებულმა ა-–---------- ხ-------–---–მა განმარტა, რომ დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია (2019 წლის 11 ივნისის სხდომის ოქმი);
სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
სასამართლომ განმარტა, რომ ,,აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულება“ არ მოიაზრებს ოდენ მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგენის საშუალებას. უფრო რთულია ამ შედეგთან მიმართებით კონკრეტული პირის ქმედებისა და ამ ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა, რაც აუცილებელია სსკ-ის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად. სსსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უნდა დადგინდეს, ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. ამდენად, რაგინდ უტყუარადაც არ უნდა დგინდებოდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგი, რაც საკმარისია გამოძიების დასაწყებად, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მით უფრო - გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, ეს საკმარისი ვერ იქნება. სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპზე მართლსაწინააღმდეგო შედეგი, როგორც აღინიშნა, ხშირ შემთხვევაში სადავო არ არის და სწორედ ამის გამო კანონი აქცენტს აკეთებს პირის ქმედების ამ შედეგთან კავშირზე. ამაზე მეტყველებს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილიც, რომლის მიხედვით საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის საფუძველია ალბათობის მაღალი ხარისხით ვარაუდი, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა. ცხადია, მართლსაწინააღმდეგო შედეგის გარეშე (ფორმალური დანაშაულის გარდა) პირის დანაშაულზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ პირის ქმედების მიზეზობრივი კავშირი შედეგთან მტკიცების შემდგომი, უფრო რთული ეტაპია და აქაც აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით პირის ბრალეულობის დადგენა. მართლსაწინააღმდეგო შედეგის დამადასტურებელი მხოლოდ ის მტკიცებულებები, რაც საჭიროა გამოძიების დასაწყებად (სხეულის დაზიანების შესახებ ექსპერტის დასკვნა), იმთავითვე ვერ იქნება საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოყენებული მტკიცების სტანდარტი ასევე არის ,,მტკიცება გონივრულ ეჭვს მიღმა“. საქმეზე ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. UK, #5310/71, 18.1.78, პარ. 161), სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,მტკიცებულებას ქმნის საკმარისად ძლიერი, ნათელი და თანმიმდევრული დასკვნების ან მსგავსი გაუქარწყლებელი ფაქტობრივი პრეზუმფციების თანაარსებობა“;
მოცემულ შემთხვევაში არცერთი უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებით დასტურდება ბრალდებულის მიერ თ----- გ------–---–ისადმი მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. ამდენად, ა-–---------- ხ-------–---–-ს უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–---------- ხ-------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს, ხოლო - გირაოს თანხა - დაუბრუნდეს მის შემტანს;
3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი