განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2020
საქმის ნომერი
140100119002996431
თარიღი
29.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119002996431

საქმე #1/205-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი, 2020 წელი ქ. გორი

 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ,გორის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე -

შალვა კაკაურიძის თავმჯდომარეობით,სხდომის მდივან - თამარ ბერუაშვილის,პროკურორ - ი----------–---–---

ბრალდებულების - ლ-–- გ-----–---–ის, ბ--- გ-----–---–ის, რ----- ბ------ის,ადვოკატების - ნ------- ც--–---ს, გ---- გ-------–---–-- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ბრალდებულ ლ-–- გ-----–---–ის (დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ არასრული-საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ.გორში, მშ--------------------------) მიმართ.

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები; საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები; საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

დისპოზიცია: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით;

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გატაცება;

იძულება - ე.ი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ორსული ქალის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად.

ბრალდებულ ბ--- გ-----–---–ის (დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, მცხოვრები: ქ.გორში, მ–-----------------------------იმართ.

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები; საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები; საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილი.

დისპოზიცია: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით;

იძულება - ე.ი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ორსული ქალის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად;

ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

ბრალდებულ რ----- ბ------ის (დაბადებული 1----–-–-------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, მცხოვრები: ქ.გორში, ც------–-----------–--–---------- მიმართ.

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები; საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები.

დისპოზიცია: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით;

იძულება - ე.ი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ორსული ქალის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი: 2019 წლის 03 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, ნ--- ც-–--ი ქალაქ გორიდან სოფელ ტ--------ის მიმართულებით მოძრაობდა ჯ------- ნ-------–---–ის კუთვნილი ტაქსით, ა/მანქანა ,,მერსედეს ბენცით“, სახელმწიფო №---------, რა დროსაც მას ბ--- და ლ-–- გ-----–---–ები და რ----- ბ------ე, ქ. გორში, მ–--------- გამზირიდან დაედევნენ ა-----– გ------–---–-- ა/მანქანა ,,ოპელით“ სახ. №---------. ბ--- და ლ-–- გ-----–---–ებმა და რ----- ბ------ემ ჯ------- ნ-------–---–ს ა/მანქანა გააჩერებინეს გორის რაიონის სოფელ ტ--------ის ტერიტორიაზე და ნ--- ც-–--ს მოსთხოვეს ა/მანქანიდან გადასვლა იმის გამო, რომ ბ--- და ლ-–- გ-----–---–ები და რ----- ბ------ე იყვნენ აგრესიულები და ბ--- გ-----–---–ს ხელში ეჭირა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი, ნ--- ც-–--ი იძულებული გახდა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადასულიყო ჯ------- ნ-------–---–ის ა/მანქანიდან, რა დროსაც ბ--- გ-----–---–მა მას ხელიდან გასტაცა 100 ლარად ღირებული „ბილაინის“ მარკის მობილური ტელეფონი და დაუყვირა, რომ ჩამჯდარიყო ა-----– გ------–---–-- „ოპელის“ მარკის ა/მანქანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში - ბ--- და ლ-–- გ-----–---–ები და რ----- ბ------ე ორსულ ნ--- ც-–--ს დაემუქრნენ ჯანმრთელობის დაზიანებით, ნ--- ც-–--ი იძულებული გახდა ჩამჯდარიყო მათ „ოპელის“ მარკის ა/მანქანაში, სადაც მძღოლთან ერთად ასევე ჩაჯდა ბ--- გ-----–---–ი, ხოლო ლ-–- გ-----–---–ი და რ----- ბ------ე მას ჩაუსხდნენ გვერდით უკანა სალონში, რითაც აღუკვეთეს თავისუფლება და წაიყვანეს გორის რაიონის სოფელ ტ--------ის დაუსახლებელ მინდვრებში, სადაც ისინი ორსულ ნ--- ც-–--ს არ აძლევდნენ მანქანიდან გადასვლის საშუალებას და იმის გამო, რომ იყო ორსულად ემუქრებოდნენ ჯანმრთელობის დაზიანებით თუ ნ--- ც-–--ი არ აჩვენებდა მათ მის მეგობარ ა-----------–---–ს. ნ--- ც-–--ი იძულებული გახდა და დათანხმდა, რომ მათ წაიყვანდა ქალაქ თბილისში და აჩვენებდა ა-----------–---–ს, რომელიც იმჟამად იმყოფებოდა ქალაქ თბილისში სასტუმრო „----------------–-“. მას შემდეგ რაც ნ--- ც-–--მა მათ უთხრა, რომ აჩვენებდა ა-----------–---–ს ბ--- და ლ-–- გ-----–---–ებმა და რ----- ბ------ემ ნ--- ც-–--ი დააბრუნეს ისევ ჯ------- ნ-------–---–ის ა/მანქანაში, სადაც მას ჩაუსხდნენ ლ-–- გ-----–---–ი და რ----- ბ------ე და წაიყვანეს ქ. თბილისში ა-----------–---–თან შესახვედრად, ხოლო ბ--- გ-----–---–ი, სხვა პირთან ერთად ა-----– გ------–---–-- „ოპელის“ მარკის ა/მანქანით უკან გაყვა მათ. გზაში ლ-–- გ-----–---–ი და რ----- ბ------ე ნ--- ც-–--ს სპეციალურად არეკინებდნენ მისი მობილური ტელეფონით ა-----------–---–თან, რათა დაედგინათ ამ უკანასკნელის ადგილსამყოფელი, ამავე დროს ლ-–- გ-----–---–მა ნ--- ც-–--ს მოსთხოვა მისი პირადობის მოწმობა, რომელიც გამოართვა და აღარ დაუბრუნა.

თავისუფლება უკანონო აღკვეთილი ნ--- ც-–--ი ბ--- და ლ-–- გ-----–---–ებმა და რ----- ბ------ემ მიიყვანეს ქ. თბილისში აღმაშენებლის ხეივანზე არსებულ სუპერმარკეტ „---------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ისინი შეხვდნენ ა-----------–---–ს, რომელსაც ბ--- და ლ-–- გ-----–---–ები და რ----- ბ------ე ეკითხებოდნენ რამდენიმე დღით ადრე მართლა ქონდა თუ არა გაყიდული ქ. გორში ბინა. როდესაც ა-----------–---–მა დაუდასტურა ბინის გაყიდვის ფაქტი, ლ-–- და ბ--- გ-----–---–ებმა და რ----- ბ------ემ მას მოსთხოვეს ა-----------–---–ი მათთან ერთად წასულიყო ქალაქ გორში, რისი წინააღმდეგიც იყო ა-----------–---–ი. მას შემდეგ რაც ლ-–- გ-----–---–ი ა-----------–---–ს დაემუქრა ელექტროშოკის გამოყენებით, ორსული ნ--- ც-–--ი და ა-----------–---–ი იძულებული გახდნენ მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩამსხდარიყვნენ ჯ------- ნ-------–---–ის ა/მანქანაში, სადაც ასევე ჩასხდნენ ლ-–- გ-----–---–ი და რ----- ბ------ე და იმ მოტივით, რომ მას შემდეგ რაც ა-----------–---–ი სასტუმრო „ჯ-------------------- წამოიღებდა მის კუთვნილ ტანსაცმელს, თითქოსდა ისინი გაყვებოდნენ ქ.გორში, აღნიშნული მოტივით ისინი მივიდნენ ქ. თბილისში ყ-----–---–---------ში მდებარე სასტუმრო „----------------–-“, სადაც ა-----------–---–ი და ნ--- ც-–--ი ჩაიკეტნენ სასტუმროს ოთახში, გამოიძახეს პოლიცია დახმარებისთვის.

წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა მოითხოვეს, რომ მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე განეხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმე განსახილველად გადაეცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.

2020 წლის 29 იანვარს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, სხდომის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების და განმარტებების საფუძველზე, განსაჯა და მიიღო გადაწყვეტილება ფაქტების შესახებ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სადავო (მათ შორის უდავო) ფაქტებთან დაკავშირებით და იმსჯელა ბრალდებულების: ლ-–- გ-----–---–ის, ბ--- გ-----–---–ის და რ----- ბ------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებებზე.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, 12 ნაფიცი მსაჯულის შემადგენლობით, კანონით განსაზღვრულ დროში, ერთხმად გამოიტანა წარდგენილ ბრალდებებზე გამამართლებელი ვერდიქტი, რომლის თანახმად, ლ-–- გ-----–---–ი უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ბ--- გ-----–---–ი უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო რ----- ბ------ე უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-ე, 259-270-ე, 276-277-ე, 279-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ-–- გ-----–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და გამართლდეს.

ბ--- გ-----–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და გამართლდეს.

რ----- ბ------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და გამართლდეს.

გამართლებულებს: რ----- ბ------ეს, ბ--- გ-----–---–ს და ლ-–- გ-----–---–ს განემარტოთ, რომ მათ, როგორც გამართლებულ პირებს, უფლება აქვათ აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი.

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ ტანსაცმელი, მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, მიკრონაწილაკები, განადგურდეს, ხოლო ვიდეო ჩანაწერი 3 CD დისკზე, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე შალვა კაკაურიძე