1. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა ღიაა. ამ კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ. სხდომის თავმჯდომარე ხსნის სასამართლო სხდომას, რის შემდეგაც სხდომის მდივანი აცხადებს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა ვინაობას.
2. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლოში მსაჯულობის 50-ზე ნაკლები კანდიდატი გამოცხადდება, მოსამართლე უფლებამოსილია დაიწყოს სხდომა და მსაჯულთა შერჩევის პროცედურა.
3. სხდომის თავმჯდომარე:
ა) წარადგენს საკუთარ თავს და სხდომის მდივანს;
ბ) მიმართავს მსაჯულობის კანდიდატებს და განუმარტავს მათ მოწვევის მიზანს;
გ) აცხადებს, რომელი საქმე განიხილება, და მსაჯულობის კანდიდატებს გააცნობს წარდგენილი ბრალდების შინაარსს;
დ) მსაჯულობის კანდიდატებს განუმარტავს კანონს, რომელიც გამოყენებული იქნება საქმის განხილვისას;
ე) აცხადებს საქმის განხილვაში მონაწილე მხარეებს;
ვ) განსაზღვრავს სხდომის ხანგრძლივობას და სხვა პროცედურულ საკითხებს.
4. სასამართლო მსაჯულობის კანდიდატებს მიაწვდის მხარეთა მონაწილეობით მომზადებულ განმარტებებს გამოსაყენებელი კანონის თაობაზე.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის
კანონი
№5591
- ვებგვერდი, 13.07.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2016-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2016 კანონი №5591
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 222. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა 1. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა ღიაა. ამ კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ. სხდომის თავმჯდომარე ხსნის სასამართლო სხდომას, რის შემდეგაც სხდომის მდივანი აცხადებს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა ვინაობას. 2. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლოში მსაჯულობის 50-ზე ნაკლები კანდიდატი გამოცხადდება, მოსამართლე უფლებამოსილია დაიწყოს სხდომა და მსაჯულთა შერჩევის პროცედურა. 3. სხდომის თავმჯდომარე: ა) წარადგენს საკუთარ თავს და სხდომის მდივანს; ბ) მიმართავს მსაჯულობის კანდიდატებს და განუმარტავს მათ მოწვევის მიზანს; გ) აცხადებს, რომელი საქმე განიხილება, და მსაჯულობის კანდიდატებს გააცნობს წარდგენილი ბრალდების შინაარსს; დ) მსაჯულობის კანდიდატებს განუმარტავს კანონს, რომელიც გამოყენებული იქნება საქმის განხილვისას; ე) აცხადებს საქმის განხილვაში მონაწილე მხარეებს; ვ) განსაზღვრავს სხდომის ხანგრძლივობას და სხვა პროცედურულ საკითხებს. 4. სასამართლო მსაჯულობის კანდიდატებს მიაწვდის მხარეთა მონაწილეობით მომზადებულ განმარტებებს გამოსაყენებელი კანონის თაობაზე.