თავი XXIII — საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში
1. მხარეებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი მოწმეების გამოცხადება სასამართლოში.
2. თუ მხარე არ აპირებს რომელიმე პირის მოწმედ დაკითხვას სასამართლოში, სასამართლოს მიერ ამ პირის საკუთარი ინიციატივით გამოძახება და დაკითხვა დაუშვებელია.
3. სასამართლო სხდომის მდივანი სასამართლოს მოახსენებს მხარეებისა და მოწმეების გამოცხადების ფაქტს და გამოუცხადებლობის მიზეზებს.
4. სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს პროცესის მონაწილეებს და სხდომაზე დამსწრე პირებს წესრიგის დაცვის მიზნით სასამართლოს მითითების სავალდებულოობისა და სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ შესაძლო ღონისძიებების გატარების თაობაზე.
5. გამოცხადების შემოწმების შემდეგ მოწმედ დასაკითხი პირები, გარდა ბრალდებულისა, ტოვებენ სასამართლო სხდომის დარბაზს. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გასცეს აღნიშნული პირების მათთვის განკუთვნილ ოთახში გაყვანის განკარგულება და იღებს ზომებს, რომ დაკითხვამდე მათ ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონდე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(20)
საქმე №ბს-981(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
…თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის N7 ოქმზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებებზე საქმეზე „პოღოსიანი და ბაღდასარიანი სომხეთის წინააღმდეგ“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე, 227-ე, 228-ე, 223-ე, 165-ე, 188-ე, 221-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, შესაბამისად, სახეზეა…
საქმე №2კ-1062აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.04.2022
…ჩვენებებით, ასევე, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით. ლ. კ-ს მაისურზე ფეხსაცმლის კვალის წარმოშობის რაიმე ალტერნატიულ გზაზე კი დაცვის მხარეს არ მიუთითებია. 12. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას საქართველოს სსსკ-ის 228-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული, სასამართლოში მოწმის დაკითხვის წესის დარღვევით დაზარალებულისა და მისი შვილის დაკითხვის თაობაზე და…
…სამინისტროს სამუშაოზე დასაქმების თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ. მან სენაკის რაიონულ სასამართლოს, როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სხვა სამუშაო ადგილით უზრუნველყოფის შესახებ 2010 წლის 11 თებერვალს მიმართა, როცა საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლის პირველი ნაწილით “თუ მოქალაქის მოთხოვნა შრომითი, საპენსიო, საბინაო ან სხვა უფლების აღდგენის, ანდა ქონებისა…
…ამდენად, მოსარჩელეთა უფლება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე სწორედ მითითებული მომენტიდან წარმოიშვა, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გაცდენას, სარჩელი აღძრულია რეაბილიტაციის შესახებ აქტის გამოტანის დღიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრის სამწლიან ვადაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებს უფლება აქვთ…
…საქმეში ერთ-ერთ მხარედ ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა, არსებითია ის გარემოება, რომ დავა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ვ. კ-ის სარჩელი ეფუძნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228-ე, 223-ე, 225-ე მუხლებსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე, 414-ე, 1005-ე მუხლებს, რომლებიც არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას, კერძოდ, სამოქალაქო…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 228, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-228/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია