მუხლი 225. სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის დაწყების დრო # #
თავი XXIII — საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში
სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განიხილება) უნდა დაიწყოს წინასასამართლო სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს 14 დღისა, თუ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხვა ვადას არ განსაზღვრავს.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5591 - ვებგვერდი, 13.07.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2016-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 225. სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის დაწყების დრო # # სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განიხილება) უნდა დაიწყოს წინასასამართლო სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს 14 დღისა, თუ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხვა ვადას არ განსაზღვრავს ან დამატებით გონივრული ვადა არ არის საჭირო ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(16)
საქმე №2კ-11-I-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.06.2009
…(სამუშაოდან) აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული განჩინებით (დადგენილებით), რაც რ. ხ-ს მიმართ არ განხორციელებულა და მისი სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი არ ყოფილა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილია რეაბილიტირებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ფორმები. მართალია, ამავე კოდექსის…
საქმე №2კ-2-I-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2009
…სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის მეშვეობით განმცხადებლის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის _ 5000 ლარის გადახდა, სსსკ-ის 225-ე მუხლის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიაჩნია, რომ არ უნდა მოხდეს მორალური ზიანის ანაზღაურება ფულადი კომპენსაციით, ხოლო წინააღმდეგ…
…მხარედ ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა, არსებითია ის გარემოება, რომ დავა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ვ. კ-ის სარჩელი ეფუძნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228-ე, 223-ე, 225-ე მუხლებსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე, 414-ე, 1005-ე მუხლებს, რომლებიც არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსი…
საქმე №2კ-8-I-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.05.2008
…მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს განჩინების გაუქმებას, ასევე, რომ განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ საქართველოს სსსკ-ის 225-ე მუხლით დადგენილია რეაბილიტირებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ფორმები. მართალია, ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მესამე ნაწილი…
…კოდექსის მე-18 მუხლის, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე, 221-ე, 223-ე და 225-ე მუხლების თანახმად, მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 16 მარტის ¹556 ბრძანების ბათილად ცნობა, 2005 წლის 23 ივლისიდან, ბოლო დაკავებულ თანამდებობაზე…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 225, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-225/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია