მუხლი 220. საქმის არსებითი განხილვისათვის მომზადება
თავი XXII — წინასასამართლო სხდომა
წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად:
ა) განსაზღვრავს საქმის არსებითი განხილვის სხდომის დაწყების თარიღს;
ბ) საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსაწვევ პირებს უგზავნის სასამართლო უწყებებს;
გ) ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან;
დ) ბრალდებულს, რომელიც პატიმარი არ არის, წერილობით განუმარტავს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებს;
ე) იღებს სხვა ზომებს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(427)
საქმე №2კ-434აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.09.2021
…გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბ. ლ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. 20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა…
საქმე №2კ-526აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.10.2020
…აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომელსაც…
საქმე №ას-789-1004-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2009
…საბუთების სიყალბის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე რაიკოოპერატივის იმჟამინდელი თავმჯდომარე არტიუშ გ-იანი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, 220-ე მუხლით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”-”დ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში, სადაც დაზარალებულად ცნობილია…
საქმე №437საზ.-2006 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.02.2007
…აღკვეთა; მსჯავრდებულ ო. ო-ვს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; ო. ო-ვს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან; ო. ო-ვს განემარტოს, რომ საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის თანახმად, მას აქვს ნაწილობრივი რეაბილიტაციის უფლება. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
საქმე №3გ-ად-239-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2002
…კოდექსის მე-18, 408-ე, 409-ე, 411-ე მუხლები, როცა მიიჩნია, რომ სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად, მათი მითითების გამო, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. სასამართლო კოლეგიამ გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე, 226-ე, 229-ე მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგანაც ისინი არ აწესრიგებენ სადავო ურთიერთობას და არც ადმინისტრაციული საქმის განხილვის წესებს. ამდენად,…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 220, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-220/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია