განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002885893
საქმე №1ბ/1613-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატა შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მაია თეთრაული
სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ-------- ჭ-----ე;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - გ--- დ------–--ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები თ---–--–--------------------–------------------------------------------ში;
ადვოკატი - დ----- ა-----ე;
ბრალად წარდგენილი დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 00:00 საათიდან 00:08 საათამდე დროის შუალედში თბილისში, ე-------–---–----------ში მდებარე კარაოკე კლუბ ,,ქ-–-----ის‘‘ მიმდებარე ტერიტორიაზე გ--- დ------–--მა ურთიერთდაპირისპირების დროს თანნაქონი დანით, განზრახ მოკვლის მიზნით თ------ ღ----–---ას მიაყენა გულ-მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, გ---- თ-----ას - მარცხენა ბარძაყში შემავალი ჭრილობა, გ---- კ--------ას - მარჯვენა თეძოს მიდამოში შემავალი ჭრილობა, ხოლო დ----- ღ----–---ას - მარცხენა დუნდულის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა.
2. სასამართლოს დაადგინა:
2018 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 00:00 საათიდან 00:08 საათამდე დროის შუალედში თბილისში, ე-------–---–----------ში მდებარე კარაოკე კლუბ ,,ქ-–-----ის‘‘ მიმდებარე ტერიტორიაზე გ--- დ------–--მა ურთიერთდაპირისპირების დროს თანნაქონი დანით თ------ ღ----–---ასა და გ---- თ-----ას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ხოლო გ---- კ--------ას - მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენით:
გ--- დ------–--ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლზე (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტზე.
გ--- დ------–--ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლითა და 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
სსკ-ის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით;
სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ--- დ------–--ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ - მსჯავრდებულ გ--- დ------–--ის ადვოკატმა დ----- ა-----ემ, ასევე ბრალდების მხარემ - თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნ-------- ჭ-----ემ, რომლებმაც ითხოვეს მისი შეცვლა.
მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და უნდა შიცვალოს - გ--- დ------–--ი დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან მიაჩნია, რომ გ--- დ------–--ის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მსჯავრდება დაუსაბუთებელია, რადგანაც არ გამორიცხულა ეჭვი, რომ კონფლიქტის დროს გამოყენებული იქნა მეორე დანა სხვა დაუდგენელი პირის მიერ. ამასთან, ნივთმტკიცების ამოღება განხორციელდა კანონდარღვევით, რაც უკარგავს მას მტკიცებულებით ძალას, გ--- დ------–--ი აღიარებს მხოლოდ გ---- კ--------ას და გ---- თ-----ას სხეულის დაზიანების ფაქტს. დაზიანებების მიყენების გარემოებები და ლოკალიზაცია კი გამორიცხავს განაჩენში მითითებულ კვალიფიკაციას.
ბრალდების მხარის პოზიციით: გ--- დ------–--ის განზრახვის დასადგენად უნდა მოხდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების კუმულაციურად შეფასება. გ--- დ------–--ს დაკავების მომენტში სხეულზე არ აღენიშნებოდა იმგვარი დაზიანებები, რომლებიც მიუთითებდა მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. დადასტურებულია, რომ ჩხუბის დაწყებამდე გ--- დ------–--მა ერთ-ერთ გოგონას ჩანთიდან ამოაღებინა და გამოართვა დანა, რათა კონფლიქტში მონაწილე პირების წინააღმდეგ გამოეყენებინა. ასევე დადგენილია, რომ გ--- დ------–--ი ჯგუფებად მოჩხუბარ ადამიანებს ეპარებოდა და ურტყამდა დანას და დაზარალებულებს ჭრილობები მიაყენა სხეულის იმ ადგილებში, სადაც დაზიანებები მეტი ალბათობით გამოიწვევდა მათ სიკვდილს - კერძოდ, მუცლისა და გულმკერდის არეში. შესაბამისად, დაზიანებების ლოკალიზაციის და სხვა ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით ბრალდების მხარის მტკიცებით გ--- დ------–--ს სურდა დაზარალებულთა მოკვლა, რის გამოც იგი დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი წარდგენილი ბრალდების შესაბამისად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება, §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება, §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება, §43). ამდენად, სააპელაციო პალატა შეაფასებს მტკიცებულებებს, იმსჯელებს აპელანტების საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ცალ-ცალკე და ერთობლივად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს, რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა გ--- დ------–--ის მიერ თ------ ღ----–---ას, გ---- თ-----ას, გ---- კ--------ას და დ----- ღ----–---ას მკვლელობის მცდელობის ფაქტი, თუმცა უტყუარად დადგინდა გ--- დ------–--ის მიერ თ------ ღ----–---ასა და გ---- თ-----ასთვის ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებების, ხოლო გ---- კ--------ასთვის - ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანების (ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით) მიყენების ფაქტები შემდეგ გარემოებათა გამო:
თ------ ღ----–---ასა და გ---- თ-----ას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება
დაზარალებულ თ------ ღ----–---ას სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ვერაზე მდებარე კლუბში მივიდა ძმასთან - დ-----სთან ერთად. მაგიდასთან ისხდნენ თვითონ, მისი ძმა - დ----- ღ----–---ა, ასევე გ---- და შ--–-- თ-----ები. ცეკვის დროს კამათი მოხდა, რის გამოც დაცვამ ისინი გარეთ გაუშვა. კლუბიდან 10-15 მეტრის მოშორებით იდგნენ. ჩოჩქოლი და არეულობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოგვიანებით სიმხურვალე იგრძნო გულ-მკერდის არეში. მიხვდა, რომ დაჭრილი იყო. გ---- თ-----ა იმ მომენტში მის გვერდით იყო და ფეხიდან სისხლი სდიოდა. ახსოვს, რომ გ---- მის დაჭრამდე დაიჭრა. მეგობარმა ტაქსი გააჩერა და გ----სთან ერთად საავადმყოფოში წავიდა. აღმოჩნდა, რომ მისი ძმაც ფეხში იყო დაჭრილი. არც დანის დარტყმა უგრძვნია და არც ის დაუნახავს, დანა რამდენჯერ მოუქნიეს. ვისთან ჩხუბობდა, ვერ იხსენებს. ჩხუბში გ--- დ------–--ი არ ახსოვს.
ბრალდებულ გ--- დ------–--ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს ვერაზე, კლუბში იყო მეგობრებთან - ლ--------–--ესთან და გოგოებთან ერთად. გვერდით სუფრასთან ისხდნენ ძმები თ-----ები, მისთვის უცნობი ბიჭები და გოგოები. მის მეგობრებსა და იმ სუფრის წევრებს შორის სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ არ იცის, რატომ. მოჩხუბრები კლუბიდან გარეთ გავიდნენ, უკან დადებით განწყობაზე დაბრუნდნენ და ისევ სუფრას მიუსხდნენ. შემდეგ კვლავ რაღაც მოხდა, ისევ ჩხუბი დაიწყო, თუმცა ფიზიკურ შეხებას ადგილი არ ჰქონია. კლუბიდან გასვლის შემდეგ დიდი არეულობა და ქაოსი შეიქმნა. ჩხუბში მონაწილე დაახლოებით იქნებოდა ათზე მეტი ადამიანი. თვითონ დანას უმიზნოდ იქნევდა, სურდა, მოჩხუბრები შეეშინებინა და მოეგერიებინა, რომ მისთვის რამე არ დაეშავებინათ. ერთი ბიჭი - გ---- თ-----ა ფეხში დაიჭრა, მეორე - გ---- კ--------ა - გულ-მკერდის არეში. მათი დაჭრის განზრახვა არ ჰქონია, არც მათი მოკლვა სურდა. გ---- თ-----ას და გ---- კ--------ას დანა იმიტომ მოხვდათ, რომ მასთან ახლოს მივიდნენ. მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, შეეძლო კიდეც მისი სისრულეში მოყვანა, თუმცა ეს არ გააკეთა. დასაკეცი დანა ჰქონდა, წითელი თუ სტაფილოსფერი ტარით, რომელიც სისხლით იყო დასვრილი. დანა გაზონზე ისროლა. პოლიციის მისვლამდე დაცვის თანამშრომელმა შეაკავა. მის გარდა დანა თუ ჰქონდა კიდევ ვინმეს, არ დაუნახავს.
მოწმე ნ----------------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მეუღლის დაბადების დღეზე 2018 წლის 13 დეკემბერს იმყოფებოდა კარაოკე კლუბ ,,ქ-–-----ში‘‘ მეგობრებთან ერთად. კლუბში მასთან ერთად იყვნენ: მეუღლე - გ---- თ-----ა, თ------ ღ----–---ა, შ--–-- თ-----ა, გ---- კ--------ა, დ----- ღ----–---ა და შ--------------ე. ცეკვავდნენ, ერთობოდნენ. ვინაიდან ცეკვის დროს სხვა მაგიდის წევრებთან კონფლიქტი წარმოიშვა, მეუღლემ უთხრა, სახლში წასულიყვნენ. ვიდრე კლუბს დატოვებდა, შენიშნა, რომ ერთმა ბიჭმა (მიუთითა სხდომის დარბაზში მყოფ გ--- დ------–--ზე) ერთ-ერთი გოგოს ჩანთიდან ამოიღო დანა და ,,ნემიროვის‘‘ ბოთლი და ეს ნივთები უკანა ჯიბეში ჩაიდო. კონფლიქტი კლუბის გარეთ გაგრძელდა. ჩხუბის დროს დაინახა, რომ გ--- დ------–--მა, ჩუმად, მიპარვით ჩხუბში ჩართული მისი ქმარი ბარძაყში დაჭრა. შემდეგ კი დაჭრა გ---- კ--------ა, რომელიც გოგოებთან ერთად იდგა. ორივე თითო მოქნევით დაჭრა. დანა ,,ალგანის‘‘ თანამშრომლებსაც მოუქნია. მის გარდა სხვის ხელში დანა არ შეუნიშნავს.
მოწმე შ-------------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 13 დეკემბერს, ღამის საათებში მეგობრებთან - გ---- თ-----ასთან, შ--–-- თ-----ასთან, გ---- კ--------ასთან, ნ------------–--–თან და ვ-----------------ესთან ერთად იმყოფებოდა კლუბ ,,ქ-–-----ში“. მათ გარდა კლუბში იყვნენ გ---- თ-----ას მეუღლე და კიდევ ორი გოგო. საკმაოდ ბევრი დალია. თავი შეუძლოდ იგრძნო და საპირფარეშოში გავიდა. უკან დაბრუნებულმა დაინახა, რომ გ---- თ-----ა და დ----- ღ----–---ა დაჭრილები იყვნენ. ვითარების გარკვევა არც უცდია, რადგან მხოლოდ მათ ჯანმრთელობაზე ფიქრობდა. ტაქსი გააჩერა და დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანა.
მოწმე ე-----------–--------ის ჩვენებით, 2018 წლის 13 დეკემბერს, საღამოს საათებში სახლში მყოფს ხმაური შემოესმა, რაც არ გაკვირვებია, რადგან ახლოს ბარია და მსგავსი ხმაური ხშირად არის. ხმაური რომ გაძლიერდა, აივანზე გავიდა. დაინახა, რომ ხელჩართული ბრძოლა იყო. ვინ ვის ეჩხუბებოდა, ძნელი გასარჩევი იყო. გოგოები ყვიროდნენ, ბიჭები დარბოდნენ და ერთმანეთს ურტყამდნენ. შენიშნა, რომ ერთი ბიჭი უცნაურად მოძრაობდა, მიპარვით საგანს ურტყამდა მოჩხუბრებს. შუქზე საგანმა გაიბრწყინა და დაინახა, რომ ბიჭს ხელში დანა ეჭირა. დაცვის თანამშრომლების მისვლის შემდგომ მოჩხუბრები გაიქცნენ. დაინახა, რომ ერთ ღია ფერის შარვლიანს მარჯვენა მხარე სისხლიანი ჰქონდა. ის კოჭლობით ჩავიდა მელიქიშვილის ქუჩამდე, თან გაჰყვა ორი ბიჭი, მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. ჩხუბს უწყვეტად ვერ უყურებდა, ერთ მომენტში სახლში შევიდა და პოლიციაში დარეკვა სცადა. ისე ღელავდა, 112-ის ნაცვლად 125-ზე რეკავდა. გარეთ გასულმა შენიშნა, რომ პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანები მოსულიყვნენ. ახსოვს, რომ ერთმა ბიჭმა დანიანი ხელი ძლიერად მოიქნია. ალბათ, სახურავზე უნდოდა დანის აგდება, მაგრამ დანა საწვიმარს მოხვდა და ძირს დაეცა. ჩხუბის დასრულების შემდეგ ამ დანას ორი ბიჭი ეძებდა. სავარაუდოდ, ერთმა იპოვა და აიღო. დანა იმ პირმა ისროლა თუ არა, რომელმაც დაჭრა სხვები, არ იცის.
მოწმე გ--------------–--ის ჩვენებით, 2012 წლიდან ლაუნჯ ბარ ,,ქ-–-----ის‘‘ მენეჯერია. 2018 წლის 13 დეკემბერს სამ მაგიდასთან ისხდნენ სტუმრები. დაახლოებით 24:00 საათისთვის ჩოჩქოლის ხმა შემოესმა. კლუბში მყოფი რამდენიმე ბიჭი ერთად შეგროვდა, ცოტა ხანში კი კიბეებისკენ დაიძრნენ. მიხვდა, რომ შეიძლებოდა სტუმრებს შორის ჩხუბი მომხდარიყო, რის გამოც დაცვის კომპანია ,,ალგანის‘‘ ოპერატიული ჯგუფი გამოიძახა. დაცვის თანამშრომლების მისვლამდე სტუმრები შერიგდნენ და გართობა განაგრძეს, თუმცა ცოტა ხანში კამათი კვლავ განახლდა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაცვის თანამშრომლებმა სტუმრები ბარიდან გაიყვანეს. გარეთ გასვლისას ნახა, რომ ჩოჩქოლი კვლავ გრძელდებოდა. დაცვის თანამშრომელს ერთი ბიჭი ჰყავდა დაკავებული, რომელიც შემდგომში პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს. როგორც ,,ალგანის‘‘ თანამშრომელებისგან შეიტყო, ერთმა ბიჭმა სხვები დაჭრა.
დაცვის კომპანია ,,ალგანის‘‘ ოპერატიული მუშაკის, მოწმე რ----–------------ის ჩვენებით, 2018 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 24:00 საათისათვის ცენტრალური მართვის პულტის მეშვეობით კომპანიაში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ტ----–---–----------ში მდებარე ღამის კლუბ ,,ქ-–-----ში‘‘ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას. ამიტომ მეწყვილე მი--------------–---–თან ერთად გამოცხადდა ადგილზე, მაგრამ ვითარება უკვე განმუხტული დახვდათ. მათი მისვლიდან დაახლოებით 10-15 წუთში ორ მაგიდასთან მსხდომ წევრებს შორის სიტუაცია კვლავ დაიძაბა, რის გამოც დაცვის თანამშრომლებმა კონფლიქტში მონაწილე პირებს კლუბი დაატოვებინეს. კლუბიდან 20-30 მეტრის მოშორებით ჩხუბი კვლავ გაგრძელდა და პირმა, რომელსაც ხელში დანა ეჭირა, მინიმუმ სამი ადამიანი დაჭრა. ერთ-ერთი დაჭრილი კარგად ახსოვს - დაზიანება ფეხის არეში ჰქონდა მიყენებული. გ--- დ------–--ი მათ მიმართაც აგრესიული იყო, დანაც მოუქნია, თუმცა შეაკავეს. მანამდე კი მოასწრო და დანა გადააგდო. გ--- დ------–--ის გარდა სხვა პირის ხელში ბასრი საგანი არ შეუნიშნავს. საგამოძიებო ექსპერიმენტი ღამით ჩატარდა. სადაც დანა იქნა ნანახი, იქ მიწიანი და ბუჩქიანი ადგილია. იქ მისვლა კიბეებითაა შესაძლებელი. დანა, სავარაუდოდ, დასაკეცი იყო და გამომძიებელმა მისივე მითთებით ამოიღო.
სასამართლოს ანალოგიური ჩვენება მისცა დაცვის კომპანია ,,ალგანის‘‘ ოპერატიულმა მუშაკმა მი--------------–---–მა, რომელმაც დაადასტურა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შინაარსი და განმარტა, რომ ჩხუბის დროს სიტუაციას სრულად აკონტროლებდა და მისი მხედველობის არეალიდან არავინ გასულა. კარგად ახსოვს, რომ მოჩხუბართაგან დ------–--ი გამოირჩეოდა. ხედავდა, თუ როგორ იქნევდა იგი დანას სხვების მიმართულებით და ცდილობდა, მისთვის თვალყური ედევნებინა. შემთხვევის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეწყვილე რ----–------------ი, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველაფერს კარგად დაინახავდა.
მოწმე ი------–-----------ის ჩვენებით, იგი აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ექთანია. 2018 წლის 14 დეკემბერს მისი მორიგეობისას კლინიკაში დაჭრილები - გ---- თ-----ა და დ----- და თ------ ღ----–---ები შეიყვანეს. ახსოვს, რომ ერთი ბარძაყის არეში იყო დაჭრილი, მეორე - გულ-მკერდის არეში, მესამეს დაზიანების არეს ვერ იხსენებს. თითოეულ მათგანს ტანსაცმელი გახადეს და ცალ-ცალკე პოლიეთილენის პარკებში მოათავსეს თითოეულზე სახელისა და გვარის მითითებით. შემდეგ ნივთები გამომძიებელს ჩააბარეს. მან დალუქა და ხელი მოაწერა.
დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ნ-----------–--ემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა რ----–------------თან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება. რ----–------------ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გ--- დ------–--მა დანაშაულის ჩადენის შემდგომ თავიდან მოიცილა დანაშაულის იარაღი - დანა. ამიტომ თბილისში, ტ----–---–-----------თან კიბეებით ჩავიდნენ ეზოში, სადაც აღმოჩენილი იქნა დ------–--ის მიერ გადაგდებული დანა. დანა მიწაში პირით იყო ჩარჭობილი, ტარზე სისხლის კვალი აღენიშნებოდა. ამოღების შემდგომ დანა დაილუქა შესაბამისი წესით. სიბნელის გამო საგამოძიებო მოქმედება ხელოვნური განათების პირობებში ჩატარდა. ადგილს, სადაც საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარებულიყო, მათ მისვლამდე პოლიციის მუშაკები იცავდნენ, რადგან მათთვის დაახლოებით ცნობილი იყო სავარაუდო ადგილი, სადაც, შესაძლებელი იყო, დანა ყოფილიყო.
შსს ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ა-–-----------------ამ განმარტა, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ტ----–---–--------ზე, რა დროსაც ჩხუბისა და ყვირილის ხმა შემოესმა. შენიშნა ,,ალგანის‘‘ თანამშრომელი, რომელსაც ხელით ბიჭი ჰყავდა დაჭერილი. მათთან მისვლისას დაცვის თანამშრომელმა ბიჭზე მიანიშნა და უთხრა, რომ მან სხვები დაჭრა. იგივე უთხრა ერთ-ერთი დაჭრილის მეუღლემ, შემდეგ კი გ--- დ------–--ი დააკავა, რომელსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი თან არ ჰქონია.
მოწმის სახით დაკითხულმა შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების გამომძიებლებმა - ა------------–---–მა, ლ-–----------ემ, გ---------------–---–მა და თ---------–-–---–მა დაადასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტის 2019 წლის 18 ივნისის №0-------- დასკვნით:
- გ--- დ------–--ის ტანსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, საიდანაც გენეტიკური პროფილის ნაწილი ეკუთვნის გ---- თ-----ას, ხოლო ნაწილი - თ------ ღ----–---ას, ასევე - არაიდენტიფიცირებულ პირს;
- დ----- ღ----–---ას ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, საიდანაც გენეტიკური პროფილის ნაწილი ეკუთვნის გ---- თ-----ას, ნაწილი - დ----- ღ----–---ას;
- გ---- თ-----ას ტანსაცმელსა და ფეხსაცმელებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი გ---- თ-----ას გენეტიკური პროფილის იდენტურია;
- გ---- კ--------ას ტანსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---- კ--------ას;
- თ------ ღ----–---ას ტანსაცმელსა და ფეხსაცმელებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, საიდანაც ნაწილი გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ------ ღ----–---ას, ნაწილი - გ---- თ-----ას.
დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ დანის პირი დაბინძურებულია მონაცრისფრო ნადებებით. ტარზე აღინიშნება მონაცრისფრო ლაქები. დანის პირზე და ტარზე (ძირითადად მარჯვენა მხარეზე) მოწითალო-მოყავისფრო ლაქებია. დანის პირის ლესილი კიდის გასწვრივ, წინა ნახევარში, ორივე მხარეზე არსებული მოყვითალო-მონაცრისფრო ნადებებიდან გაკეთდა საერთო ანაწმენდი - ობ. №1; დანის პირზე, ზედა კიდეზე, გამჭოლ ნაჭდევთან არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქებიდან გაკეთდა ანაწმენდი - ობ. №2; დანის პირის მარჯვენა მხარეზე, ტართან მიერთების ადგილას არსებული მსგავსი ლაქებიდან გაკეთდა ანაწმენდი - ობ. №3; დანის ტარის ქვედა კიდეზე, მონარინჯისფრო ფირფიტებს შორის არსებული მოყავისფრო ლაქებიდან გაკეთდა საერთო ანაწმენდი - ობ. №4; დანის საკიდზე, ნაჭდევ გამოსახულებაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქიდან გაკეთდა ანაწმენდი - ობ. №5; დანის ტარის მარჯვენა მხარეზე უკანა შუა ნაწილში არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქებიდან გაკეთდა ანაწმენდი - ობ. №6; დანის ტარის მარცხენა უკანა მხარეზე, ქვედა კიდესთან არსებული მსგავსი ლაქიდან გაკეთდა ანაწმენდი - ობ. №7.
- თბილისში, ე.ტ----–---–-----------ის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ დანაზე არსებული მოყვითალო-მონაცრისფრო და მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, მოყავისფრო ლაქები კი სისხლს არ წარმოადგენს. ობ. №2,3,5,6-ის გენეტიკური პროფილი და გ---- თ-----ას გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. №4,7-ის პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და განსხვავდება დ----- ღ----–---ას, გ---- კ--------ასა და თ------ ღ----–---ას გენეტიკური პროფილებისაგან. ობ. №1-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და თ------ ღ----–---ას გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. №1-ის პროფილში დ----- ღ----–---ასა და ობ. №7-ის გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არ არის, ხოლო გ---- თ-----ასა და გ---- კ--------ას გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ობ. №4-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ობ. №7-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია;
დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ-----------–-----ემ.
ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის 2019 წლის 6 ივნისის №0-------- დასკვნით:
- გ--- დ------–--ის გრძელსახელოებიანი მაისურის ზედაპირზე აღინიშნება მოშავო ფერის შალის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება დ----- ღ----–---ას მორუხო ფერის სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;
- გ--- დ------–--ის ჟაკეტის და გრძელსახელოებიანი მაისურის ზედაპირებზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება როგორც თავად გ--- დ------–--ის ჯინსის შარვლის, ასევე გ---- თ-----ას, დ----- ღ----–---ასა და თ------ ღ----–---ას ჯინსის შარვლების ქსოვილების ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;
ვინაიდან გამოსაკვლევად წარდგენილი ოთხივე ჯინსის შარვლის ქსოვილების ელფერის მცირედი განსხვავებები არ აისახება ერთეულ ბოჭკოებზე და არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები ფართოდაა გავრცელებული (ჯინსის ქსოვილების შემადგენელი), ობიექტების ზედაპირზე არსებულ არათანაბრად შეღებილ მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გააჩნიათ საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა;
- ე.ტ----–---–-----------ის მიმდებარედ ამოღებულ დანის ზედაპირზე აღინიშნება მორუხო-მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება გ--- დ------–--ის ჟაკეტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
ექსპერტმა ლ-----------–---–მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი, რომლებსაც სააპელაციო პალატა ქვემოთ მიმოიხილავს დეტალურად, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე. კერძოდ:
დაზარალებულ გ---- თ-----ას გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 დეკემბერს მისი დაბადების დღის აღსანიშნავად მეუღლემ - ნ----------------ემ მეგობრები დაპატიჟა თბილისში, ტ----–---–--------ზე მდებრე კარაოკე კლუბ ,,ქ-–-----ში‘‘, სადაც დაახლოებით 20 საათისთვის მეუღლესთან ერთად მივიდა. კლუბში მათ გარდა იყვნენ მისი ძმა შ--–-- თ-----ა და მეგობრები - გ---- კ--------ა, თ------ ღ----–---ა, დ----- ღ----–---ა, ვანო მაისურაძე და შ-------------–---–ი. 23:30 საათისათვის მათი მაგიდისა და მახლობლად გაშლილი 7 კაციანი სუფრის წევრებს შორის მოხდა შელაპარაკება, რის გამოც გამოძახებულ იქნენ დაცვის კომპანია ,,ალგანის‘‘ თანამშრომლები. დაახლოებით ნახევარ საათში ყველანი ქუჩაში გავიდნენ, სადაც კვლავ გაგრძელდა კონფლიქტი. თვითონ წინ მიდიოდა, დანარჩენები კი უკან მიჰყვებოდნენ. უეცრად ატყდა ჩხუბი. გასაშველებლად უკან მიტრიალდა, რა დროსაც ტკივილი იგრძნო ფეხში. დიდი რაოდენობით სისხლი მოსდიოდა. ვინ დაჭრა, არ დაუნახავს, რადგან, სავარაუდოდ, ზურგის მხრიდან დაარტყეს. არც ის დაუნახავს, დანა ვის ჰქონდა. დაცვას შველას სთხოვდა. ისტერიულ მდგომარეობაში იყო და არ ახსოვს, გაგრძელდა თუ არა ჩხუბი. მელიქიშვილის ქუჩისკენ წავიდა თ------ ღ----–---ასთან ერთად, რომელიც გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი, დაჭრილი იყო დ----- ღ----–---აც. მას დაზიანებები საჯდომისა და ბარძაყის არეში აღენიშნებოდა. გააჩერეს მანქანა, შემდეგ კი არაფერი ახსოვს.
დაზარალებულ გ---- კ--------ას გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ვიდრე კლუბიდან გამოვიდოდნენ, მის სუფრაზე მყოფ ბიჭებს შელაპარაკება მოუხდათ სხვა მაგიდის წევრებთან. კლუბში ცუდი განათება იყო და მუსიკასაც მაღალ ხმაზე უკრავდნენ. ამიტომ ვერ გაიგო, თუ რატომ დაიწყო კონფლიქტი. სიტუაცია დაცვამ განმუხტა და მალე კლუბიდან წამოვიდნენ. თვითონ გამოვიდა ბოლოს. მელიქიშვილის ქუჩის მხარეს, ტ----–---–--------ზე, დაინახა გ---- თ-----ა ჩაკეცილ მდგომარეობაში. იგი ფეხში იყო დაჭრილი. მასთან დასახმარებლად მივიდა. ამ დროს მოჩხუბრები, რომლებიც მანამდე მათგან მოშორებით იყვნენ, მიუახლოვდნენ და ცემა დაუწყეს. შენიშნა, რომ ნ----------------ე ცუდად გახდა და მისკენ გაეშურა, რა დროსაც ნინომ უთხრა, რომ თვითონაც დაჭრილი იყო მარჯვენა ფერდში. არ დაუნახავს, ვინ დაჭრა და რა ნივთით. ასევე არ დაუნახავს, ვინ დაჭრა გ---- თ-----ა. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ დაცვის კომპანია ,,ალგანის‘‘, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის თანამშროლები.
დაზარალებულ დ----- ღ----–---ას გამოკითხვის ოქმის თანახმად, ბარიდან სიგარეტის საყიდლად გარეთ გავიდა. დაბრუნებისას სიტუაცია არეული დახვდა. ხალხი გამოსული იყო ბარიდან ქუჩაში და ადგილ-ადგილ ჩხუბობდნენ. ჩხუბის მონაწილეებს შორის ამოიცნო თავისი მაგიდის წევრები, მათ შორის - ძმა, რომელიც დაჭრილი იყო, დაჭრილი იყო გ----ც. ჩხუბისთვის თვალის მიდევნება ვერ მოასწრო და მოვლენებს ვერ აკონტროლებდა. შეეცადა უცნობების დამშვიდებას, თუმცა ერთ მომენტში, არ იცის ვინ და რა დროს, დანით მიაყენეს დაზიანებები ფეხის არეში. ტკივილი იგრძნო და მცირე რაოდენობის სისხლი წამოუვიდა. მთლიანად ძმაზე და გ---- თ-----აზე გადაერთო, რადგან მათ, მისგან განსხვავებით, მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდათ. საჭირო იყო მათი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა. მელიქიშვილის ქუჩაზე ტაქსი გააჩერეს და ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში წავიდნენ. თვითონ იმავე დღეს გამოწერეს, ხოლო მისი ძმა თ------ ღ----–---ა - ოთხი დღის შემდეგ.
მოწმე ი---------------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, დ----- ღ----–---ასთან ერთად სიგარეტის საყიდლად ქუჩაში გავიდა. ახლომახლო მაღაზია ვერ ნახეს. ამიტომ ქუჩას ფეხით გაუყვნენ. დაბრუნებულებმა შენიშნეს, რომ კლუბის სიახლოვეს ხალხი ირეოდა. შენიშნა, რომ გ---- თ-----ას შარვალი სისხლით ჰქონდა დასვრილი. დ----- ღ----–---ასთან ერთად ტაქსი გააჩერა და ის მანქანაში ჩასვა. მათთან ერთად ჩაჯდა შ-------------–---–იც. დაჭრილი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. იცის, რომ ჩხუბის დროს ასევე დაიჭრა მისი მეგობარი გ---- კ--------აც.
მოწმე შ--–-- თ-----ას გამოკითხვის ოქმის თანახმად კლუბში იყო ძმასთან - გ---- თ-----ასთან და მის მეუღლე ნ----------------ესთან ერთად. კლუბში ასევე იყვნენ ვ-----------------ე, გ---- კ--------ა, შ--------------ე, ნ--------------ე და თ------ ღ----–---ა. სასმელის გამო თავი შეუძლოდ იგრძნო და ქუჩაში, კლუბის მიმდებარედ გავიდა. არ ახსოვს, იქ რამდენი ხანი დაჰყო. უკან დაბრუნებულს კლუბთან ხალხი დახვდა შეკრებილი. რძლის ხმა შემოესმა, რომელიც ყვიროდა, რომ ქმარი დაუჭრეს.
მოწმეების - ნ--------------ისა და თ----- ღ----–---ას გამოკითხვის ოქმების თანახმად, საცეკვაოდ დარბაზში გასულებს ბიჭებს შორის ხმამაღალი საუბარი შემოესმათ, თუმცა დაძაბულობა მალევე განიმუხტა. კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ ბიჭებს შორის კვლავ წარმოიშვა უთანხმოება, რამაც უფრო სერიოზული ხასიათი მიიღო. მიმართავდნენ შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ერთმანეთისკენ იწევდნენ. ცოტა ხანში ჩხუბი ქუჩაში გაგრძელდა. 4-5 წუთის შემდეგ თვითონაც გავიდნენ ქუჩაში, სადაც კლუბის შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს ბიჭები შენიშნეს, რომლებიც იგინებოდნენ და ყვიროდნენ. გაიგონა ნ----------------ის ყვირილი - დაჭრეს, დანა აქვსო. უშუალოდ ჩხუბს არ შესწრებიან, არც დანა დაუნახავთ ვინმეს ხელში. სასწრაფოს მოსვლის შემდგომ გაიგეს, რომ დაჭრილები იყვნენ გ---- თ-----ა და მისი სამი მეგობარი ბიჭი.
მოწმე ი-–---------–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი ლაუნჯ ბარ ,,ქ-–-----ის‘‘ დაცვის თანამშრომელია. შემთხვევის დღეს - 2018 წლის 13 დეკემბერს ბარში 3 მაგიდასთან ისხდნენ სტუმრები, რომლებიც პერიოდულად დარბაზში ცეკვავდნენ. ახსოვს, რომ ბიჭებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა. გამოძახებული იქნა დაცვის კომპანია ,,ალგანის‘‘ თანამშრომლები, რომელთა მოსვლის შემდგომ, დაახლოებით 10-15 წუთში, კვლავ ყვირილის ხმა შემოესმა. შენიშნა, რომ საცეკვაო დარბაზში რამდენიმე ბიჭი ძიძგილაობდა. კონფლიქტში მონაწილე პირებს მოუწოდეს, რომ ბარი დაეტოვებინათ და გარეთ გასულიყვნენ. გარეთ გასულ ბიჭებს უკან დაცვის თანამშრომლები გაჰყვნენ. თვითონაც გავიდა, გაიგონა ყვირილი: ,,დამჭრეს, სისხლი მომდისო‘‘. ერთმანეთში ირეოდა ყვირილის და გინების ხმა. დაინახა, რომ ,,ალგანის‘‘ თანამშრომლები ხელით ერთ ბიჭს აჩერებდნენ. მალევე მოვიდნენ სასწრაფო დახმარების და პოლიციის მანქანები. ჩხუბს უშუალოდ არ შესწრებია. ამიტომ ვინ ვინ დაჭრა, ამის თქმა არ შეუძლია.
მოწმე ა---------–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 დეკემბერს, საღამოს საათებში სახლში მყოფს შემოესმა ხმაური, რაც არ გაკვირვებია, რადგან მისი სახლის სიახლოვეს მდებარე ბარიდან მსგავსი ხმები ხშირად სმენია. ხმაური გაძლიერდა და აივანზე გავიდა. დაინახა, რომ მისი აივნის სიახლოვეს ბიჭები იყვნენ შეკრებილი და ჩხუბობდნენ. დაცვის თანამშრომლები ცდილობდნენ კონფლიქტის განმუხტვას, თუმცა ვერ ახერხებდნენ. ერთ-ერთი ბიჭის ხელში დანა შენიშნა, რომელიც მარჯვენა ხელში ძირს დაშვებული ეჭირა. სწორედ ის ბიჭი იქნევდა დანას და ურტყამდა მარჯვენა ხელს მოჩხუბრებს. დაინახა, ერთმა ბიჭმა როგორ იტაცა ხელი მარცხენა ფეხზე და როგორ დაუსველდა სისხლით შარვალი. ის მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით ორ ბიჭთან ერთად გაემართა. კარგად ხედავდა, ბიჭი, რომელსაც ხელში დანა ეჭირა, არ ჩერდებოდა და სხვების მიმართულებითაც იწევდა საჩხუბრად. ასევე დაინახა კიდევ ერთი დაჭრილი, რომელსაც შარვალი სისხლით ჰქონდა დასვრილი. ჩხუბის დროს კიდევ ერთი ბიჭის ხელში შენიშნა დანა, თუმცა მას ეს დანა არ გამოუყენებია. როდესაც პოლიცია მივიდა, დანიანი ბიჭი შეეცადა, თავიდან მოეცილებინა დანა და ტატიშვილის ქუჩის მიმართულებით, კორპუსის მხარეს ისროლა. სავარაუდოდ, ცდილობდა სახურავზე მის შეგდებას, თუმცა ვერ შეძლო და დანა ასფალტზე დაეცა. თვითონ კი ადგილიდან მიიმალა. ასფალტზე დაგდებული დანა სხვა ბიჭებმა იპოვეს, ჯიბეში ჩაიდეს და გაიქცნენ. შემთხვევის მოვლენებს კარგად ხედავდა და დეტალების გარჩევაც არ გასჭირვებია, რადგან ქუჩა სრულად იყო განათებული.
მოწმე თ---------–--–-–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 დეკემბერს სახლში მყოფს ხმაური შემოესმა. აივანზე გასულმა 10-12 კაცი დაინახა, რომლებიც ქუჩაში იყვნენ გაფანტული და ყვიროდნენ. ვინმეს მხრიდან დანის გამოყენება არ შეუნიშნავს, რადგან მალევე შებრუნდა სახლში.
მოწმე ნ-----–----------------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად იგი აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გადაუდებელი დეპარტამენტის მორიგე რეანიმატოლოგია. 2018 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 00:15 საათზე, კლინიკაში შევიდნენ გ---- თ-----ა, დ----- ღ----–---ა და თ------ ღ----–---ა. მათგან თ------ ღ----–---ს გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში აღენიშნებოდა ცივი იარაღით მიყენებული ნაკვეთი ჭრილობა, რომელიც წარმოადგენდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებას. დროული სამედიცინო ჩარევის გარეშე პაციენტი აღმოჩნდებოდა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში და, შესაძლოა, დაღუპულიყო. გ---- თ-----ას დაზიანება მარცხენა ბარძაყის ზედა მესამედში ჰქონდა მიყენებული. ჭრილობა იყო ძლიერ სისხლმდენი, რის გამოც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მიყენებული ჭრილობის და სისხლის სერიოზული რაოდენობის დაკარგვის მხედველობაში მიღებით, გ---- თ-----ას მდგომარეობა იყო სიცოცხლისათვის სახიფათო. დ----- ღ----–---ას მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო. დუნდულის არეში აღენიშნებოდა ნახევარი მილიმეტრი სიგრძის 4 ჭრილობა და არცერთი მათგანი არ წარმოადგენდა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებას.
შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის, მოწმე კ-------------ას გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 14 დეკემბერს პოლიციის სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე თანამშრომლებთან ერთად მივიდა თბილისში, ტ----–---–----------ის მიმდებარედ. ადგილზე მისულებს დაცვის კომპანია ,,ალგანის‘‘ თანამშრომელი დახვდათ, რომელსაც შეჩერებული ჰყავდა გ--- დ------–--ი. დაცვის თანამშრომლის განმარტებით, გ--- დ------–--მა დაჭრა რამდენიმე პიროვნება.
2018 წლის 14 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებლის ბ---------–--–-–---–ის მიერ თბილისში, ე-------–---–---------ში, ექსპერტების - თ----------------–---–ისა და ნ-----–------–---–--ის მონაწილეობით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, სადაც განთავსებულია ღამის კლუბი. გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულია ,,ტოიოტა პრიუსის‘‘ მოდელის ავტომანქანა, სახ.№-------- რომლის წინა მარჯვენა საბურავის დისკზე ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქა, რაც დაინომრა პირობითად №1 ობიექტად; ღამის კლუბის გვერდით მდებარეობს აფთიაქი, რომელიც აღჭურვილია 2 ვიდეოკამერით. იქვე მდებარე სილამაზის სალონის წინ არსებულ ქვაფენილზე ნანახი იქნა მოწითლო ფერის ლაქები, რაც დაინომრა №2 ობიექტად; ტატიშვილის ქ.№10-ში, ეზოში შესასვლელი რკინის ჭიშკრის წინა ასფალტის ზედაპირზე ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რაც დაინომრა №3 ობიექტად; მოწითალო ფერის ლაქები ასევე ნანახი იქნა იქვე, გზის სავალ ნაწილზე და დაინომრა №4 და №5 ობიექტებად; იქვე, ტროტუართან გაჩერებული ,,ტოიოტა პრიუსის‘‘ მოდელის ავტომანქანის (------------- უკან, დაახლოებით ნახევარი მეტრის მოშორებით ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები და დაინომრა №6 ობიექტად; ტატიშვილის ქ.№10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ, ფანჯრებთან ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რაც დაინომრა №7 ობიექტად; იქვე, სახლის რკინის გისოსებიანი ფანჯრის წინ, ტროტუარზე, ასფალტის ზედაპირზე ასევე ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რაც დაინომრა №8 ობიექტად; ე.ტატიშვილის ქ.№8-ში, საკანალიზაციო ჭის თავსახურთან ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რაც დაინომრა №9 ობიექტად; ე.ტატიშვილის ქ.№6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფანჯრების წინ ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რაც დაინომრა №10, №11, №12 და №13 ობიექტებად; გზის სავალ ნაწილზე ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები და დაინომრა №14 ობიექტად; ე.ტატიშვილის ქ.№6-ის მოპირდაპირედ განთავსებულია ,,ბიზნეს ცენტრი მელიქიშვილზე‘‘, რომლის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები; ე.ტატიშვილის ქ.№4-ში, გზის სავალ ნაწილზე ასევე ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რაც დაინომრა №15 ობიექტად; იქვე, საკანალიზაციო ჭის თავსახურთან ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რომელიც დაინომრა №16 ობიექტად; ე.ტატიშვილის ქ.№2-ში, ,,ტერაბანკის‘‘ გვერდით, კიბეებზე ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რაც დაინომრა №17 ობიექტად; პ.მელიქიშვილისა და ე.ტატიშვილის ქუჩების კვეთაზე ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რომლებიც დაინომრა №18 ობიექტად; შემდეგ დათვალიერება გაგრძელდა პ.მელიქიშვილის ქუჩაზე, სადაც №8-სთან, გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს, ტროტუართან განთავსებულ სარეკლამო ბანერთან ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რაც დაინომრა №19 ობიექტად. ცხრამეტივე ობიექტი ამოღებული იქნა ექსპერტების მიერ და მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება. ექსპერტების მიერ მოხდა მოწითალო ფერის ლაქების ნიმუშის აღება.
საგამოძიებო ექსპერიმენტის 2018 წლის 14 დეკემბრის ოქმით დადგენილია, რომ შსს ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ნ-----------–--ის მიერ რ----–------------ისაგან მიღებული ინფორმაციის შესამოწმებლად ექსპერტების - კ---------------ასა და ლ--------–----ას მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც რ----–------------ის მითითებით, ე-------–---–-------------თან კიბეების მეშვეობით ეზოში ჩასვლის შემდეგ, მარჯვნივ განთავსებული საცხოვრებელი სახლის კედლიდან რიგით პირველი მცენარის წინ ნანახი იქნა მიწაში წვერით ჩარჭობილი სტაფილოსფერი ტარის მქონე დანა მოწითალო ფერის ლაქებით.
2018 წლის 14 დეკემბრის ამოღების ოქმის თანახმად, თბილისში, ე.ტ----–---–-----------ის მიმდებრე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა ეზოში ჩასასვლელი კიბეებიდან მარჯვნივ განთავსებული საცხოვრებელი სახლის კედლიდან რიგით პირველი მცენარის წინ, მიწაში წვერით ჩარჭობილი სტაფილოსფერი ტარის მქონე დანა, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები.
2018 წლის 14 დეკემბრის ამოღების ოქმის თანახმად, გ--- დ------–--ისგან ამოღებული იქნა მისი კუთნილი ტანსაცმელი: შავი ფერის ერთი ცალი ნაქსოვი ჟაკეტი ელვაშესაკრავით; ერთი ცალი ნაცრისფერი მაისური მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი მოწითალო ფერის ლაქებით.
2018 წლის 14 დეკემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ექთან ი------–-----------ის მიერ წარდგენილ იქნა: ა) გ---- თ-----ას კუთვნილი ტანსაცმელი - ქურთუკი მოწითალო ფერის ლაქებით; მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც წელის ნაწილში არის გაჭრილი, ასევე მთლიანად გაჭრილია მისი ტოტები; შავი ფერის ქამარი მოწითალო ფერის ლაქებით; თეთრი ფერის პერანგი მოწითალო ფერის ლაქებით; იასამნისფერი საცვალი, რომელიც გაჭრილია და აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები; სპორტული ფეხსაცმელი მოწითალო ფერის ლაქებით, ასევე ,,iPhone 4-ის‘‘ მოდელის დაზიანებული მობილური ტელეფონი; ბ) დ----- ღ----–---ას ტანსაცმელი - საცვალი მოწითალო ფერის ლაქებით და დაზიანებით; შავი ფერის ერთი წყვილი წინდა; შავი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური; სპორტული ქურთუკი მოწითალო ფერის ლაქებით და მცირე დაზიანებებით; ტყავის ქურთუკი მოწითალო ფერის ლაქებით და დაზიანებებით; შავი ფერის ჯემპრი საყელოსთან არსებული დაზიანებით; ერთი წყვილი ფეხსაცმელი; ჯინსის შარვალი მოწითალო ფერის ლაქებით, რომელსაც უკანა ნაწილში, რამდენიმე ადგილას აღენიშნება დაზიანებები; შავი ფერის ქამარი; გრძელსახელოებიანი სვიტერი, რომელსაც ასევე აღენიშნება დაზიანებები; დ----- ღ----–---ას კუთვნილი ,,SAMSUNG-ის‘‘ ფირმის დაზიანებული მობილური ტელეფონი მოწითალო ფერის ლაქებით; გ) თ------ ღ----–---ას ტანსაცმელი - მუქი ლურჯი ფერის უსახელო ე.წ. ,,დუტის‘‘ ჟილეტი მოწითალო ლაქებით; შავი ფერის ნაქსოვი ჯემპრი დაზიანებთ და დაზიანების ადგილზე მოწითალო ფერის ლაქებით. ანალოგიური დაზიანება აქვს მარჯვენა სახელოზე; ჯინსის შარვალი, რომლის წინა ნაწილი დასვრილია სისხლისფერი ლაქებით; შავი ფერის ქამარი; მოკლესახელოებიანი შავი ფერის მაისური დაზიანებებით და მოწითალო ფერის ლაქებით; შავი ფერის ,,კეპი‘‘; მუქი ფერის ტრუსი; თეთრი ფერის წყვილი წინდა; შავი ფერის სპორტული ზედატანი, რომელსაც დაზიანებული აქვს წინა მხარე და მარჯვენა სახელო. ზედატანი დასვრილია მოწითალო ფერის ლაქებით. ი------–-----------ის მიერ ასევე წარმოდგენილი იქნა თ------ ღ----–---ას კუთვნილი შავი ფერის ფეხსაცმელი და ,,SAMSUNG-ის‘‘ ფირმის მობილური ტელეფონი.
სამედიცინო ექსპერტის 2019 წლის 19 იანვრის №0-------- დასკვნით: სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად დ----- ღ----–---ა სტაციონარში მოთავსებულ იქნა 14.12.18 წელს, 00:15 საათზე და გაეწერა 15.12.2018 წელს, 14:00 საათზე. დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა დუნდულის და ბარძაყის მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 29 იანვრის №0-------- დასკვნით: სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, თ------ ღ----–---ა სტაციონარში მოთავსებულ იქნა 14.12.18 წელს, 00:15 საათზე და გაეწერა 18.12.2018 წელს, 14:00 საათზე. დიაგნოზი: გულ-მკერდის მარჯვენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა, მარჯვენამხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი. მარჯვენა წინამხრის 2 მცირე ზომის ნაკვეთი ჭრილობა. გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, ხოლო მარჯვენა წინამხრის მიდამოში არსებული ნაკვეთი ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის (საგნების) ზემოქმედებით და, როგორც ცალ-ცალკე, ასევე, ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 1 მარტის №0-------- დასკვნით: სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, გ---- თ-----ა კლინიკაში მოთავსებულია 14.12.2018 წლის 00:15 საათზე (გაეწერა 20.12.2018 წლის 15:00 საათზე). დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა ბარძაყის ნაკვეთი ჭრილობა ბარძაყის ვენის და კუნთის მრავლობითი დაზიანებით, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჰიპოვოლემიური შოკი. დაზიანება (მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე, ზედა და შუა მესამედის საზღვარზე არსებული ჭრილობის სახით) განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა როგორც სადავო, ასევე უდავო მტკიცებულებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია და შესაბამისად, სააპელაციო პალატა მათ სიღმისეულად არ მიმოიხილავს.
სააპელაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ცალსახად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის მიხედვით 2018 წლის 13 დეკემბერს კარაოკე კლუბ ,,ქ-–-----ში‘‘ მყოფ პირებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი (პირველადი დაპირისპირება), რაც კლუბის თანამშრომელთა შენიშვნის შემდეგ განიმუხტა. ადგილზე დაცვის თანამშრომლების მისვლიდან დაახლოებით 10-15 წუთში კონფლიქტი კვლავ გამძაფრდა (ხელმეორე დაპირისპირება), რის გამოც მასში მონაწილე პირები კლუბიდან გარეთ გაუშვეს. ჩხუბი გაგრძელდა კლუბიდან 20-30 მეტრში, სადაც გ--- დ------–--მა დანით მიაყენა დაზიანებები ჩხუბში მონაწილე პირებს - თ------ ღ----–---ას - გულ-მკერდის არეში, გ---- თ-----ას - ფეხის არეში, ხოლო ამ უკანასკნელის დასახმარებლად მისულ გ---- კ--------ას - მუცლის მარჯვენა ნახევარში, მარჯვენა თეძოს ფოსოს მიდამოში.
სააპელაციო პალატა, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ გ---- თ-----ასა და გ---- კ--------ას დაჭრის ფაქტს არ უარყოფს არც თვითონ გ--- დ------–--ი, რომელმაც განმარტა, რომ სტაფილოსფერი ან წითელტარიანი დასაკეცი დანა ნამდვილად ჰქონდა და ჩხუბის დროს იქნევდა იმ მიზნით, რომ მოჩხუბრები შეეშინებინა და მოეგერიებინა. ამასთან, დაადასტურა, რომ გ---- თ-----ა და გ---- კ--------ა მის მიერ დანის მოქნევის შედეგად დაიჭრნენ. თუმცა განმარტა, რომ მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. ასეთი განზრახვა რომ ჰქონოდა, დანა თვითონ ჰქონდა და შეეძლო მისი სისრულეში მოყვანა. გ---- თ-----ასა და გ---- კ--------ას მისი მოქნეული დანა იმიტომ მოხვდათ, რომ ისინი მასთან ახლოს მივიდნენ.
გ--- დ------–--ის ჩვენების შინაარსს, თითქოს იგი დანის ქნევით თავდამსხმელთა მოგერიებას ცდილობდა, გამორიცხავს ე-----------–--------ის (კლუბ ,,ქ-–-----ის‘‘ მიმდებარედ არსებულ სახლში, ტ----–---–---------ში მცხოვრები ნეიტრალური მოწმე) ჩვენება, რომლის თანახმად მან დაინახა, როგორ ეჭირა ერთ ბიჭს (გ--- დ------–--ს) დანა ხელში და მიპარვით ურტყამდა მოჩხუბრებს. ე-----------–--------ის ჩვენება ამ ნაწილში აბსოლუტურ თანხვედრაშია გ---- თ-----ას მეუღლის - ნ----------------ის ჩვენებასთან, სადაც ის, ასევე, ამბობს, რომ გ--- დ------–--ი მიეპარა მის ქმარს, შემდეგ კი - გ---- კ--------ას. იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისა, რომ ამ ორი მოწმის ჩვენებების თანხვერდა ხელოვნურად მოხდა, სააპელაციო პალატა ფაქტად იღებს, რომ გ--- დ------–--მა დაზარალებულებს ჭრილობები მიპარვით მიაყენა. ეს კი ცალსახად გამორიცხავს მისი მხრიდან დანის თავდაცვის მიზნით ქნევას და უტყარად ადგენს გაზრახ მიზანმიმართულ მოქმედებას.
მოწმე ა---------–---–ის (კლუბ ,,ქ-–-----ის‘‘ მიმდებარედ არსებულ სახლში, ტ----–---–---------ში მცხოვრები ნეიტრალური მოწმე) გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ბიჭი (გ--- დ------–--ი) დანას იქნევდა და მარჯვენა ხელს მოჩხუბრებს ურტყამდა. იგი არ ჩერდებოდა და სხვების მიმართულებითაც იწევდა.
არც ა---------–---–ი და არც ე-----------–--------ი სახელითა და გვარით არ მოიხსენიებენ, რომ დანით შეიარაღებული პირი გ--- დ------–--ი იყო, რაც ლოგიკურია, რადგან ისინი არ იცნობდნენ მას. ამასთან, ჩხუბსაც საკუთარი სახლებიდან უყურებდნენ და მიუხედავად ქუჩაში არსებული ღამის განათებისა, ცხადია, ადამიანების სახეებით აღქმა/დამახსოვრებასაც ვერ შეძლებდნენ. თუმცა ის ფაქტი, რომ დანით დარტყმები სწორედ გ--- დ------–--მა განახორციელა, დადასტურებულია როგორც თვით გ--- დ------–--ის, ასევე მოწმეების ნ----------------ისა და რ----–------------ის ჩვენებებით. კერძოდ:
მოწმე ნ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან ჯერ კიდევ კლუბში შენიშნა, როგორ ამოიღო გ--- დ------–--მა ერთ-ერთი გოგონას ჩანთიდან დანა და ჩაიდო შარვლის ჯიბეში. შემდეგ კი გარეთ ჩხუბის დროს ჩუმად, მიპარვით ბარძაყის არეში დაჭრა ჩხუბში მონაწილე მისი მეუღლე - გ---- თ-----ა და გ---- კ--------ა.
მოწმე რ----–------------ის ჩვენებით, რომელიც თანხვედრაშია ასევე მოწმე მი--------------–---–ის ჩვენებასთან, დადგენილია, რომ გ--- დ------–--ს ხელმეორე დაპირისპირებისას ხელში ეჭირა დანა. რ----–------------მა მიუთითა, რომ გ--- დ------–--მა მინიმუმ სამი ადამიანი დაჭრა. მი--------------–---–ის ჩვენების თანახმად კი, მოჩხუბართაგან გამოირჩეოდა გ--- დ------–--ი, რომელიც დანას იქნევდა სხვების მიმართულებით.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანის გ--- დ------–--ისადმი კუთვნილება დადასტურებულია ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომლის თანახმად დანის ზედაპირზე არსებულ ბოჭკოებსა და გ--- დ------–--ის ჟაკეტის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება.
მოწმე რ----–------------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მოწმემ მიუთითა თბილისში, ე.ტ----–---–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე - ადგილზე, სადაც გ--- დ------–--მა დანა გადააგდო. მითითებული ადგილიდან მართლაც იქნა ამოღებული დანა სტაფილოსფერი ტარით და სისხლისმაგვარი ლაქებით. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს აღმოჩენილი დანის მონაცემები ზედმიწევნით ემთხვევა იმ ნიშნებს, რომლებითაც ის აღწერა გ--- დ------–--მა თავის ჩვენებაში. ეს კი ცალსახად ადასტურდებს, რომ მან სწორედ ამ დანით მიაყენა ჭრილობები დაზარალებულებს.
დაცვის მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი და ნივთმტკიცების ამოღება განხორციელდა კანონის დარღვევით, რაც უკარგავს მას მტკიცებულების ძალას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა მოწმე რ----–------------ის მონაწილეობით, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიუთითა თბილისში, ე-------–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გ--- დ------–--მა დანა გადააგდო. სწორედ ამ ადგილიდან იქნა ამოღებული სტაფილოსფერტარიანი დანა სისხლისმაგვარი ლაქებით. ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა ნ-----------–--ემ და რ----–------------მა, რომელთა ჯვარედინი დაკითხვისას კრიტიკული შკითხვების დასმის და სასამართლოს წინაშე შეპაექრების შესაძლებლობა ჰქონდა დაცვის მხარეს. რაიმე სახის გარემოება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა ამ მოწმეთა ჩვენებების სანდოობას, მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა. ნ-----------–--ემ დარწმუნებით განუცხადა სასამართლოს, რომ რ----–------------თან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებამდე შემთხვევის ადგილი იყო დაცული. საყურადღებოა, რომ არც თავად გ--- დ------–--ი უარყოფს კონფლიქტის დროს დანის ფლობისა და გამოყენების ფაქტს, რომლის მსჯავრდებულისეული აღწერილობის გათვალისწინებით, უტყუარად დგინდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს სწორედ ის დანა იქნა ამოღებული, რომლითაც გ--- დ------–--მა დაზიანებები მიაყენა დაზარალებულებს.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ თბილისში, ე.ტ----–---–-----------ის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული დანის პირზე, ზედა კიდეზე, გამჭოლ ნაჭდევთან, პირის მარჯვენა მხარეზე, ტართან მიერთების ადგილას, ტარის ქვედა კიდეზე, საკიდზე, ნაჭდევ გამოსახულებაზე და ტარის მარჯვენა მხარეზე, უკანა შუა ნაწილში არსებული ლაქების გენეტიკური პროფილი და გ---- თ-----ას გენეტიკური პროფილი იდენტურია, ხოლო დანის პირის ლესილი კიდის გასწვრივ, წინა ნახევარში, ორივე მხარეზე არსებული მოყვითალო-მონაცრისფრო ნადებებიდან აღებული ანაწმენდი არის შერეული გენეტიკური პროფილის, რომლის მაჟორული წილი და თ------ ღ----–---ას გენეტიკური პროფილი იდენტურია. შესაბამისად, აღნიშნულ დანაზე გ---- თ-----ასა და თ------ ღ----–---ას სისხლის კვალის აღმოჩენით უტყუარად დგინდება გ--- დ------–--ის მიერ მითითებული დანით გ---- თ-----ასა და თ------ ღ----–---ასთვის ჯანმრთელობის დაზიანებების მიყენების ფაქტი.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ გ---- თ-----ას მიყენებული ჰქონდა მარცხენა ბარძაყის ნაკვეთი ჭრილობა, ბარძაყის ვენის და კუნთის მრავლობითი დაზიანება, ასევე, ჰქონდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჰიპოვოლემიური შოკი. ამასთან, მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე, ზედა და შუა მესამედის საზღვარზე არსებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით. დადგენილია, რომ გ---- თ-----ას დაზიანება მძიმე ხარისხის იყო და წარმოადგენდა სიცოცხლისათვის სახიფათოს.
ასევე სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებების არსებობა დაუდგინდა თ------ ღ----–---ას სამედიცინო ექსპერტის №0-------- დასკვნით - გულ-მკერდის მარჯვენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა, მარჯვენამხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, მარჯვენა წინამხრის 2 მცირე ზომის ნაკვეთი ჭრილობა, რომელთაგან გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, სიცოცხლისათვის სახიფათოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ, როგორც გ---- თ-----ას, ისე თ------ ღ----–---ას სხეულზე განვითარებული დაზიანებები ხანდაზმულობით ემთხვევა 2018 წლის 14 დეკემბერს კლუბ ,,ქ-–-----ის‘‘ მიმდებარედ მომხდარი კონფლიქტის დროს განვითარებული მოვლენების თარიღს.
დაცვის მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ არ არის გამორიცხული ეჭვი ჩხუბის დროს სხვა დაუდგენელი პირის მიერ მეორე დანის გამოყენების შესახებ, სააპელაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: მართალია, მოწმე ა---------–---–მა სხვა პირის ხელშიც დაინახა დანა, თუმცა მისი გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ იმ პირს დანა არ გამოუყენებია. მოწმეების ა---------–---–ის და ე-----------–--------ის ჩვენებები თანხვედრაშია იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ დანა გადაგდების შემდეგ ორმა ბიჭმა აიღო და გაიქცნენ. ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ე-----------–--------ი სრულად ვერ აკონტროლებდა ჩხუბის მიმდინარეობას, რამდენადაც სახლში შედიოდა ხოლმე და იყო დაბნეული განსხვავებით ა---------–---–ისგან, რომელიც მთელ კონფლიქტს უწყვეტად ადევნებდა თვალს. ე-----------–--------მა დაინახა, როგორ მოისროლა ბიჭმა დანა, რომელიც, ალბათ, სახურავზე უნდოდა აეგდო, მაგრამ დანა საწვიმარს მოხვდა და ძირს დაეცა, რაც შემდეგ იგი ორმა ბიჭმა აიღო. მეორე დანასთან დაკავშირებით იგივეს აცხადებს ა---------–---–იც, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი არ გამოუყენებიათ - პირმა, რომელსაც დანა ჰქონდა, მაგრამ არ გამოუყენებია, დანა ისროლა, სავარაუდოდ, სახურავზე შეგდების მიზნით, თუმცა ვერ შეძლო და ასფალტზე დაეცა, რის შემდეგაც იგი სხვა ბიჭებმა აიღეს და გაიქცნენ. ამდენად, დაცვის მხარის მტკიცება იმის თაობაზე, რომ კონფლიქტის დროს სხვა დაუდგენელი პირის მიერ გამოყენებული იყო მეორე დანაც, არ გამომდინარეობს სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ საფუძველს.
ამდენად, უტყუარადაა დადასტურებული, რომ გ---- თ-----ასა და თ------ ღ----–---ას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებები დანით სწორედ გ--- დ------–--მა მიაყენა. სააპელაციო პალატა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით დაადგენს დამნაშავისა და მსხვერპლთა ურთიერთდამოკიდებულებას როგორც ზოგადად, ასევე კონკრეტლად დაზიანებების მიყენების მომენტში, მსჯავრდებულის ქცევას დანაშაულის ჩადენისას და შემდგომში, გაითვალისწინებს მიყენებული დაზიანებების ხარისხს, რაოდენობას და ლოკალიზაციას, ჩადენილი ქმედების ხასიათს, რაც საბოლოო ჯამში ნათელს მოჰფენს, თუ რა განზრახვა ამოძრავებდა მსჯავრდებულს გ---- თ-----ასა და თ------ ღ----–---ასთვის დაზიანებების მიყენების დროს და სურდა თუ არა ამ უკანასკნელთა მოკვლა.
სააპელაციო პალატა, პირველ რიგში, ითვალისწინებს შემთხვევის ადგილზე არსებულ ვითარებას, სადაც არ არსებობდა რაიმე ხელშემშლელი ან/და დამაბრკოლებელი გარემოება, რომ გ--- დ------–--ს გ---- თ-----ასა და თ------ ღ----–---ას მოკვლის განზრახვა სისრულეში მოეყვანა ასეთის არსებობის შემთხვევაში. როგორც სააპელაციო პალატამ ზემოთ უკვე აღნიშნა, გ--- დ------–--ი მიპარვით, ჩუმად ურტყამდა დანას დაზარალებულებს ისე, რომ ვერცერთმა მათგანმა ვერ შენიშნა, თუ ვინ და რა დროს მიაყენა დაზიანება, ლოგიკურია, მოკვლის განზრახვის შემთხვევაში, მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა, კიდევ დაერტყა მათთვის დანა და დაზიანებები მიეყენებინა სხეულის სხვადასხვა სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილებში. საყურადღებოა, რომ გარდა ექსპერტიზის დასკვნებისა, რომელთა თანახმად დაზარალებულებს მართლაც თითო ჭრილობა აქვთ მიყენებული, მოწმე ნ----------------ის ჩვენებითაც დგინდება, რომ გ--- დ------–--მა დაზარალებულებს დანა თითოჯერ მოუქნია. საყურადღებოა ასევე მსჯავრდებულისა და დაზარალებულების ქცევა დანაშაულის ჩადენამდე და მას შემდეგ. საგულისხმოა ისიც, რომ რაიმე კონკრეტული მოტივი, თუ რატომ შეიძლებოდა, წარმოშობოდა გ--- დ------–--ს თ------ ღ----–---ასა და გ---- თ-----ას მოკვლის განზრახვა (სურვილი), არც თავად დაზარალებულებს მიუთითებიათ სასამართლოსთვის და არც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულად მიიჩნევს იმის მტკიცებას, რომ გ--- დ------–--ს ამოძრავებდა დაზარალებულების მოკვლის განზრხავა, რომელიც მხოლოდ იმიტომ ვერ მოიყვანა სისრულეში, რომ დაცვის თანამშრომლები შეეცადნენ მის შეჩერებას.
ამასთან, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად ვერ დადასტურდა გ--- დ------–--ის მიერ დ----- ღ----–---ასთვის სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანების მიყენების ფაქტი (ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით) ვინადან სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება არ მიუთითებს გ--- დ------–--ის მიერ დ----- ღ----–---ას მიმართ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენაზე. მოწმეები ნ----------------ე, რ----–------------ი და მი--------------–---–ი უთითებენ, რომ ჩხუბის დროს დანა მხოლოდ გ--- დ------–--ს ეჭირა, თუმცა მათი ჩვენებებით პირდაპირ არ დასტურდება, რომ დ----- ღ----–---ას დაზიანება სწორედ გ--- დ------–--მა მიაყენა რითიც შუძლებელია უტყუარად იმის მტკიცება, რომ დ----- ღ----–---ას სწორედ გ--- დ------–--მა მიაყენა დაზიანება. ამ გარემოების დასადასტურებლად საქმეში სხვა მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. მართალია, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ გ--- დ------–--ის მაისურის ზედაპირზე აღინიშნება მოშავო ფერის შალის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება დ----- ღ----–---ას მორუხო ფერის სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან, თუმცა ეს ადასტურებს მხოლოდ მითითებული პირების ურთიერთშეხებას და შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
გ--- დ------–--ის მიერ დ----- ღ----–---ასთვის დანით დაზიანების მიყენებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის ეჭვი და ვარაუდი დარჩა ეჭვად და ვარაუდად, რაც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით და გაუქარწყლებელი ეჭვი კი, ცალსახად ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა გ--- დ------–--ის მიერ თ------ ღ----–---ას, გ---- თ-----ას, გ---- კ--------ას და დ----- ღ----–---ას მკვლელობის მცდელობის ფაქტი, თუმცა უტყუარად დადგინდა გ--- დ------–--ის მიერ თ------ ღ----–---ასა და გ---- თ-----ასთვის ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებების, ხოლო გ---- კ--------ასთვის - ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანების (ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით), მიყენების ფაქტები. ქმედებათა კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
გ---- კ--------ას ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება
დაზარალებულ გ---- კ--------ას გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ჩხუბის დროს ჩაკეცილ გ---- თ-----ასთან დასახმარებლად მივიდა. ამ დროს მასტან მივიდნენ მოჩხუბრები და დაუწყეს ცემა. შენიშნა, რომ ნ----------------ე ცუდად გახდა და მისკენ გაეშურა, რა დროსაც ნინომ უთხრა, რომ ის დაჭრილი იყო მარჯვენა ფერდში. არ დაუნახავს, ვინ დაჭრა და რა ნივთით.
გ--- დ------–--ის ჩვენებით, ჩხუბის დროს დანას უმიზნოდ იქნევდა, სურდა, მოჩხუბრები შეეშინებინა და მოეგერიებინა, რომ მისთვის რამე არ დაეშავებინათ. ერთი ბიჭი - გ---- თ-----ა ფეხში დაიჭრა, ხოლო მეორე, გ---- კ--------ა - გულ-მკერდის არეში. მათი დაჭრის ან მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.
მოწმე ნ----------------ის ჩვენებით, ჩხუბის დროს დაინახა, რომ გ--- დ------–--მა, რომელმაც ჯერ კიდევ ბარში ყოფნისას ერთი გოგოს ჩანთიდან დანა ამოიღო, ჩუმად, მიპარვით მისი ქმარი და გ---- კ--------ა დაჭრა.
მოწმე რ----–------------ის ჩვენებით, ჩხუბის დროს გ--- დ------–--მა, რომელსაც ხელში დანა ეჭირა, მინიმუმ სამი ადამიანი დაჭრა. ერთ-ერთი დაჭრილი კარგად ახსოვს, რომელსაც დაზიანება ფეხის არეში ჰქონდა მიყენებული.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს დაცვის კომპანია ,,ალგანის‘‘ ოპერატიულმა მუშაკმა - მი--------------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ ხედავდა, ჩხუბის დროს როგორ იქნევდა დანას გ--- დ------–--ი სხვების მიმართულებით.
მოწმე ვ--------–--–--------ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ზოგადი ქირურგია. 2018 წლის 14 დეკემბერს კლინიკაში შეყვანილი იქნა მარჯვენა თეძოს მიდამოში დაჭრილი მამაკაცი. მასიური სისხლდენის გამო ვერ მოხერხდა ჭრილობის შეფასება. საოპერაციოში გადაყვანის შემდგომ დათვალიერდა დაზიანების ადგილი. დაზიანებული იყო კანი, კანქვეშა ქსოვილები, ფასცია (კუნთისა და ცხიმოვან საფარს შორის ადგილი), კუნთები, საიდანაც აღინიშნებოდა მასიური სისხლდენა. ასევე, დადგინდა, რომ ჭრილობა მუცელში შემავალი არ იყო.
ანალოგიური ინფორმაციის შემცველი ჩვენება მისცა სასამართლოს ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექთნის დამხმარემ, მოწმე გ---------------–---–მა. ამასთან, განმარტა, რომ კლინიკაში შეყვანილი გ---- კ--------ა მუცლის არეში, მარჯვენა მხარეს იყო დაჭრილი.
ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის 2019 წლის 6 ივნისის №0-------- დასკვნით, გ--- დ------–--ის ჟაკეტის ზედაპირზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მუქი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება გ---- კ--------ას გრძელსახელოებიანი პერანგის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. გ--- დ------–--ის ჟაკეტის, გრძელსახელოებიანი მაისურის და ჯინსის შარვლის ზედაპირებზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მუქი მომწვანო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება გ---- კ--------ას შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
მითითებული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-----------–---–მა.
2018 წლის 14 დეკემბრის ამოღების ოქმით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ალ.ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, ექთნის დამხმარე გ---------------–---–ისგან ამოღებული იქნა გ---- კ--------ას კუთვნილი ტანსაცმელი - წყვილი შავი ფერის წინდა; ერთი ცალი შავი ფერის გრძელსახელოებიანი მაისური, რომელსაც მარჯვენა მხარეს აღენიშნება დაზიანება და დაზიანების ადგილზე - მუქი ფერის ლაქები; ერთი ცალი დაზიანებული მუქი ფერის გრძელსახელოებიანი მაისური მოყავისფრო ლაქებით; ერთი ცალი დაზიანებული მოკლესახელოებიანი მაისური, დასვრილი მოყავისფრო-მოწითალო ფერის ლაქებით; ერთი ცალი შავი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი, მარჯვენა მხარეს დაზიანებით, დაზიანების ადგილზე მუქი ფერის ლაქებით; ერთი ცალი დაზიანებული შავი ფერის ქურთუკი მოწითალო-მოყავისფრო ლაქებით; ერთი ცალი შავი ფერის შარვალი ტყავის ქამრით; ერთი ცალი ლურჯი ფერის საცვალი მოყავისფრო ლაქებით. გ---------------–---–ის მიერ ასევე წარდგენილი იქნა ერთი წყვილი შავი ფერის ფეხსაცმელი შავი ფერის თასმებით და სხვა პირადი ნივთები.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, გ---- კ--------ა კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 14.12.2018 წლიდან 16.12.2018 წლამდე. გ---- კ--------ას აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის მარჯვენა ნახევარში, მარჯვენა თეძოს ფოსოს მიდამოში, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, კუნთოვანი ფასციის, კუნთების და მუცლის კედლის სისხლძარღვების დაზიანებით - არაშემავალი მუცლის ღრუში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა როგორც სადავო, ასევე უდავო მტკიცებულებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია და შესაბამისად, სააპელაციო პალატა მათ სიღმისეულად არ მიმოიხილავს.
სააპელაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ცალსახად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სწორედ გ--- დრობიშვმა მიაყენა გ---- კ--------ას დანით სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება (ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით) შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ არც თავად მსჯავრდებული გ--- დ------–--ი უარყოფს ჩხუბის დროს დანის უმიზნოდ ქნევას, რა დროსაც დაიჭრა გ---- კ--------ა, თუმცა მისი დაჭრის ან მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.
გარდა მსჯავრდებულის მიერ გ---- კ--------ას დაჭრის ფაქტის აღიარებისა მოწმე ნ----------------ის ჩვენებით ცალსახად დადგენილია, რომ ჩხუბის დროს გ--- დ------–--მა, რომელმაც ჯერ კიდევ ბარში ყოფნისას ერთი გოგოს ჩანთიდან დანა ამოიღო, ჩუმად, მიპარვით დაჭრა მისი ქმარი და გ---- კ--------ა.
რ----–------------ი და მი--------------–---–ის ჩვენებებით ასევე უტყუარადაა დადგენილი, რომ სწორედ გ--- დ------–--ს ჰქონდა ჩხუნის დროს დანა, რითიც დაზიანებები მიაყენა მინიმუმ სამ კაცს. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია მოწმეების - ე-----------–--------ისა და ა---------–---–ის (ნეიტრალური მოწმეები) ჩვენებებთან, რომლებმაც დაადასტურეს ერთი პირის (გ--- დ------–--ი) მხრიდან რამდენიმე პირის მიმართ დანის გამოყენების ფაქტი. დაცვის თანამშრომელმა მი--------------–---–მა მიუთითა, რომ მოჩხუბრებს შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა გ--- დ------–--ი, რომელსაც თან ჰქონდა დანა. გ---- კ--------ას მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ ის გ---- თ-----ასთან მივიდა დასახმარებლად, რომელიც იყო დაჭრილი იყო და სწორედ ამ დროს მიიღო დანით დაზიანება, რაც თანხვედრაშია თვითმხილველი მოწმის - ნ----------------ის სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებასთან, რომ გ---- კ--------ა მიპარვით დაჭრა გ--- დრობიშვმა. გარდა ამისა, გ--- დ------–--ისა და გ---- კ--------ას შემხებლობა დადასტურებულია ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომლის თანახმად გ--- დ------–--ის ჟაკეტის ზედაპირზე დაფიქსირდა ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება გ---- კ--------ას პერანგის ბოჭკოებთან.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით გ---- კ--------ას გ--- დ------–--მა მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის მარჯვენა ნახევარში, მარჯვენა თეძოს ფოსოს მიდამოში, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, კუნთოვანი ფასციის, კუნთების და მუცლის კედლის სისხლძარღვების დაზიანებით - არაშემავალი მუცლის ღრუში.
ამდენად, უტყუარად დადასტურებულია, რომ გ---- კ--------ას დაზიანება მიაყენა გ--- დ------–--მა. სააპელაციო პალატა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით შეაფასებს დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულებას როგორც ზოგადად, ასევე კონკრეტლად დაზიანებების მიყენების მომენტში, ბრალდებულის ქცევას დანაშაულის ჩადენისას და შემდგომში, მიყენებული დაზიანებების ხარისხს, რაოდენობას და ლოკალიზაციას, ჩადენილი ქმედების ხასიათს, რათა დადგინდეს, თუ რა განზრახვა ამოძრავებდა მსჯავრდებულს გ---- კ--------ასთვის დაზიანების მიყენების დროს და სურდა თუ არა ამ უკანასკნელის მოკვლა.
სააპელაციო პალატა ითვალისწინებს შემთხვევის ადგილზე არსებულ ვითარებას, როცა რაიმე ხელშემშლელი ან/და დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა, რომ გ--- დ------–--ს გ---- კ--------ას მოკვლის განზრახვა სისრულეში მოეყვანა ასეთის არსებობის შემთხვევაში. როგორც სააპელაციო პალატამ ზემოთ უკვე აღნიშნა, გ--- დ------–--მა მიპარვით, ჩუმად დაარტყა დანა დაზარალებულს ისე, რომ გ---- კ--------ამ ვერ შენიშნა, თუ ვინ და რა დროს მიაყენა დაზიანება. მოკვლის განზრახვის შემთხვევაში, გ--- დ------–--ს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, კიდევ მიეყენებინა დაზარალებულისათვის დაზიანებები სხეულის სხვადასხვა სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილებში. ექსპერტის დასკვნის თანახმად კი, როგორც აღინიშნა, დაზარალებულს მართლაც მხოლოდ ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული.
ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარად დადასტურებულია, რომ გ--- დ------–--მა გ---- კ--------ას მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შფასებისას იმსჯელებს.
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
სააპელაციო პალატა იმსჯელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი, როგორც სადავო, ასევე უდავო მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც განაჩენში წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე მთლიანობაში პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად - ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული და არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია, აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.
სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნას მხოლოდ განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით), კერძოდ: პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდუვალობას. შესაძლებელია, დამნაშავეს არ სურდეს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას. ამდენად, სააპელაციო პალატამ უნდა დაადგინოს, რამდენად მოიცავდა გ--- დ------–--ის განზრახვა დაზარალებულების სიცოცხლის მოსპობას, ჰქონდა თუ არა მსჯავრდებულს დანაშაულის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა და რის გამო არ დადგა სასიკვდილო შედეგი.
მსჯავრდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის ხეხსა და საშუალებას, სხეულის დაზიანებათა/ჭრილობათა რაოდენობას, ხასიათსა და ლოკალიზაციას, დანაშაულის ჩადენამდე და მის შემდეგ ბრალდებულის, დაზარალებულის ქცევასა და მათ ურთიერთობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი როგორც სადავო, ასევე უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ გ--- დ------–--მა ურთიერთდაპირისპირების დროს, თანნაქონი დანით, თ------ ღ----–---ასა და გ---- თ-----ას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ხოლო გ---- კ--------ას - მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ უნდა დაადგინოს გ--- დ------–--ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებებში (ორი ან მეტი პირის) განზრახ მკვლელობის მცდელობას თუ თ------ ღ----–---ასა და გ---- თ-----ას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და გ---- კ--------ას ნაკლებად მძიმე დაზიანებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17 განაჩენში განმარტა, რომ პრაქტიკაში ხშირად ძალიან რთულია ამ ორი დანაშაულის გამიჯვნა, რის გამოც პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქმის ყველა დეტალს. ლ. მ-ს საქმეზე (იხ. სუსგ №227აპ-16) პალატამ აღნიშნა, რომ ამ ორი სამართლებრივი მოცემულობის (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას, შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნას: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დანაშაულებრივი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ასევე დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ. სწორედ ყველა ამ გარემოებათა შეფასების შედეგად უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ - ჩადენილი უმართლობა გამოწვეული იყო თუ არა პირის მოკვლის სურვილით. ზემოაღნიშნულ საქმეზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ივლისის 252აპ-11 და 2016 წლის 29 სექტემბრის N227აპ-16 განაჩენებში, რომლებიც შეეხება მოცემული საქმის მსგავს ფაქტობრივ გარემოებებს, მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადააკვალიფიცირა 117-ე მუხლზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად ვერ დგინდება, რომ გ--- დ------–--ს ჰქონდა თ------ ღ----–---ას, გ---- თ-----ას და გ---- კ--------ას მოკვლის განზრახვა. ამასთან, გ--- დ------–--ს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, სისრულეში მოეყვანა მკვლელობის განზრახვა ასეთის არსებობის შემთხვევაში და დანით არაერთი, გაცილებით მძიმე ჭრილეობები მიეყენებინა დაზარალებულებისთვის, რომლებმაც ვერც კი შენიშნეს, თუ როგორ და რა ვითარებაში მიიღეს დაზიანებები.
მიყენებულ დაზიანებათა რაოდენობის, ხარისხის, ლოკალიზაციისა და ზემოთ მითითებული გარემოებების საერთო ანალიზი ცალსახად უთითებს, რომ გ--- დ------–--ს დაზარალებულთათვის დაზიანებების მიყენების დროს სურდა და უშვებდა ნებისმიერი მოსალოდნელი მძიმე შედეგის დადგომას, თუმცა მისი განზრახვა არ იყო კონკრეტული. დანით ჭრილობების მიყენებისას მისთვის სასურველი იყო ნებისმიერი მძიმე შედეგის დადგომა. სწორედ ამიტომ, ვინაიდან სახეზე გვაქვს არაკონკრეტიზებული პირდაპირი განზრახვა, გ--- დ------–--ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს იმ შედეგის მიხედვით, რაც ამ ქმედებამ გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. აღნიშნული განზრახ, ძალადობრივ დანაშაულს წარმოადგენს, რომლისგანაც სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და სავალდებულოდ უნდა დადგინდეს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომლის გარეშეც ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირება გამოირიცხება. სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - დანაშაულის ჩადენა ორი ან მეტი პირის მიმართ.
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც, თავის მხრივ, უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, სავალდებულოდ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა გ--- დ------–--ის მიერ თ------ ღ----–---ას, გ---- თ-----ას, გ---- კ--------ას და დ----- ღ----–---ას მკვლელობის მცდელობის ფაქტი, თუმცა უტყუარად დადგინდა გ--- დ------–--ის მიერ თ------ ღ----–---ასა და გ---- თ-----ასთვის ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებების, ხოლო გ---- კ--------ასთვის - ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანების (ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით) მიყენების ფაქტები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ--- დ------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლზე (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით), ვინაიდან გ--- დ------–--ს ბრალი წარედგინა 2018 წლის 15 დეკემბერს, რა დროსაც აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებდა დამამძიმებელ გარემოებებს და სასჯელის სახით ითვალისწინებდა მხოლოდ ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო 2018 წლის 30 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებით კი, რომელიც ძალაში 2018 წლის 28 დეკემბერს შევიდა, ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელი არის სამ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს და ამდენად, გ--- დ------–--ი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ სწორედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და, შესაბამისად, სასჯელიც უნდა დაენიშნოს აღნიშნული რედაქციით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დ----- ღ----–---ასთან მიმართებით გ--- დ------–--ის ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული, რისი გათვალისწინებით, გ--- დ------–--ი დ----- ღ----–---ას მიმართ დანაშაულის ჩადენაში ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ--- დ------–--ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ--- დ------–--ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებითაც დაცვისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) - ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა გ--- დ------–--ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივს/მიზანს (ურთიერთშელაპარაკება), ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის მყარ სურვილს, ჩაედინა არაერთი დანაშაული, რამაც ორ შემთხვევაში დაზარალებულების მძიმე, ხოლო ერთ შემთხვევაში მსუბუქი დაზიანებები გამოიწვია), ჩადენილი ქმედების ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ერთობლიობა), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დანაშაული ჩადენილია დანის გამოყენებით, ამასთან გასათვალისწინებელია დაზარალებულების რაოდენობა), მსჯავრდებულის პიროვნებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულის პიროვნების ან მისი წარსულის უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა) და მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად ადასტურებს გ--- დ------–--ის საზოგადოებისგან იზოლაციის აუცილებლობას, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გ--- დ------–--ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - საემართლიანობის აღდგენას (დაზარალებულების სამართლიან დაკმაყოფილებას), ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას (ზოგადი და კერძო პრევენციული მიზანი) და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას (იქნება დამაფიქრებელი მისი ქმედების მძიმე შედეგებზე, აღძრავს მასში სინანულს ჩადენილის გამო და ხელს შეუწყობს მის საზოგადოებაში ღირსეულად რეინტეგრაციას).
ვინაიდან გ--- დ------–--ი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა და სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, საბოლოო სასჯელი უნდა განისაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად: გ---- თ-----ას, დ----- ღ----–---ას, თ------ ღ----–---ასა და გ---- კ--------ას კუთვნილი მობილური ტელეფონები და ტანსაცმელი, ასევე, გ---- კ--------ას პირადობის მოწმობა და სხვა პირადი ნივთები უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს; გ---- თ-----ას, დ----- ღ----–---ას, თ------ ღ----–---ასა და გ---- კ--------ას სისხლის ნიმუშები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები (სისხლის ნიმუშები) და გასაშლელი დანა უნდა განადგურდეს, ხოლო ელექტრონული დისკები შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ--- დ------–--ის ადვოკატის დ----- ა-----ისა და თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ნ-------- ჭ-----ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
გ--- დ------–--ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლზე (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტზე.
გ--- დ------–--ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლითა და 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ--- დ------–--ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
გ--- დ------–--ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 14 დეკემბრიდან.
ცნობად იქნას მიღებული, რომ გ--- დ------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები - მობილური ტელეფონები, ტანსაცმელი, პირადობის მოწმობა და სხვა პირადი ნივთები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს; დანა და სისხლის ნიმუშები განადგურდეს, ხოლო 2 ცალი ლაზერული დისკი შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე
მ. თეთრაული